ვახტანგ მაისაია: „ცხრა წლის განმავლობაში იდიოტები სულელურ პოლიტიკას რომ აწარმოებდნენ, იმიტომაც მივედით ასეთ შედეგამდე“
პოლიტიკა

ვახტანგ მაისაია: „ცხრა წლის განმავლობაში იდიოტები სულელურ პოლიტიკას რომ აწარმოებდნენ, იმიტომაც მივედით ასეთ შედეგამდე“

ვახტანგ მაისაია: „ცხრა წლის განმავლობაში იდიოტები სულელურ პოლიტიკას რომ აწარმოებდნენ, იმიტომაც მივედით ასეთ შედეგამდე“
მანანა ნოზაძე

2018-02-12 09:17:05

ამერიკის საექსპერტო წრეებში მუსირებს აზრი საქართველოს ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ, ალიანსის მე-5 მუხლის ამოქმედების გარეშე. მართალია, ეს არ არის ახალი იდეა და ამაზე ამერიკის კულუარებში ადრეც საუბრობდნენ, მაგრამ ამ ინიციატივის ყოველი გახმიანებისას საქართველოში ეჭვი მძაფრდებოდა, აღნიშნული შემოთავაზება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებს საბოლოოდ ხომ არ დაგვაკარგინებდა?

ამის შესახებ For.ge ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.

სულ ახლახანს თბილისში „Heritage Foundation”-ის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის დირექტორ ლუკ კოფის მოხსენების პრეზენტაცია გაიმართა, სახელწოდებით „ნატოს წევრობა საქართველოსთვის“. განხილვაში მონაწილეობდნენ ამერიკის ელჩი იან კელი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია. როგორ უყურებთ  განახლებულ იდეას ნატოსკენ მიმავალ გზაზე, რომელიც კონფლიქტების სრულმასშტაბიან მოწესრიგებამდე ნატოში მიღების შესაძლებლობას გვაძლევს?

- ამაზე საუბარი უფრო ადრეც იყო, ოღონდ ვიწრო წრეებში, კულუარულად. ამ ეტაპზე კი ეს ინიციატივა პირველად ცხადდება ოფიციალურად. რასაკვირველია, ამის შესახებ გაგონილი მქონდა ამერიკულ წრეებში, მაგრამ საზოგადოებრივ დონეზე რომ გამოეტანათ, ასე ნამდვილად არ ყოფილა. ამ დღეებში შედგა ამ ინიციატივის პრეზენტაცია. თუმცა საზოგადოების რეაქცია ამაზე საერთოდ არ ყოფილა. ამის შესახებ დისკუსია არ გამართულა. ასეთი აზრი მრჩება, რომ საზოგადოებამ ეს ინიციატივა ერთ ყურში შეუშვა, მეორეში გაუშვა. ამერიკის ელჩმაც ამაზე ადეკვატური პასუხი გასცა, რომ ჩვენ საქართველოს ნატოში წევრობას ვემხრობით მისი ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემითო. აშკარაა, ამერიკის ელჩს ამ ინიციატივასთან მიმართებით მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმი არ გამოუხატავს. ეს ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ეს დარჩა მხოლოდ ინიციატივად ინიციატივისთვის.

თუმცა ისიც ფაქტია, რომ ალიანსის მე-5 მუხლის ამოქმედების, თუ ამ მუხლის გარეშეც ნატოში გულღიად არც არავინ გვეპატიჟება.

- ბუნებრივია, არა მგონია, სკეპტიკოსი ქვეყნებისთვის ეს დიდად მიღებული ვარიანტი იყოს, რადგან ეს უკვე პრეცედენტს ნიშნავს. რატომღაც ამაზე არავინ ამახვილებს ყურადღებას, რომ, საერთაშორისო სამართლის კუთხით, ამ ძალიან საშიშმა პრეცედენტმა შეიძლება სხვა ქვეყნებზეც უარყოფითად იმოქმედოს, როგორიცაა ესპანეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, რომელთაც გააჩნიათ სეპარატისტული მოძრაობები. ამიტომ არა მგონია, ასეთ ტენდენციებს ვინმემ მხარი დაუჭიროს.

მართალია, ლუკ კოფი ირწმუნება, რომ მისი შეთავაზება ეჭვქვეშ არანაირად არ აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ ამერიკის ცალკეული წრეები გამიზნულად გვაჩვევენ ასეთ ინიციატივებს?

- აფხაზეთისა და ცხინვალის პრობლემების დროებითი დაკონსერვების კუთხით რომ შევიდეთ ნატოში და, პლუს ამას, ეს ყველაფერი პროტოკოლურად დაფიქსირდეს ვაშინგტონის ხელშეკრულების პუნქტში, მაშინ ჩათვალეთ, რომ ნებაყოფლობით უარს ვამბობთ ჩვენს სუვერენულ ტერიტორიაზე. ვაშინგტონის ხელშეკრულება საერთაშორისო სამართლის წყაროა. ამიტომ არ შეიძლება, საერთაშორისო სამართლის წყაროში, ხელშეკრულებაში დააფიქსირო თუნდაც ერთი პასაჟი, რომ ჩვენ შევდივართ ნატოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე, რადგან მე-5 მუხლი ამაზე არ ვრცელდება. ახლა შენ გინდა დროებითი დაარქვი ამ პროცესს, გინდა, შუალედური ვარიანტი და გინდა, დაკონსერვება დაარქვი. ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. საერთაშორისო სამართლის ენაზე თუ ასეთი ჩანაწერი გაჩნდა ამ პროტოკოლში, რომელიც უნდა გაჩნდეს მე-6 მუხლის კონტექსტით, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, ნებაყოფლობით უარს ვამბობთ ჩვენს სუვერენულ ტერიტორიაზე და ამან შეიძლება არაღიარების პროცესი დააჩქაროს.

რატომ უნდა აინტერესებდეს „ჰერიტიჯის ფონდს“ ასეთი ინიციატივების გახმიანება და რამენაირად ხომ არ არის ეს დაკავშირებული ტრამპის ადმინისტრაციასთან?

- არ ვიცი, რამდენად არის ეს დაკავშირებული ტრამპის ადმინისტრაციასთან. მოგეხსენებათ, ტრამპის ადმინისტრაცია ძალზე ექსტრავაგანტური და არაორდინარული გადაწყვეტილებების მიღებით გამოირჩევა. ჩვენ ამაში უკვე დავრწმუნდით და ეს გახლავთ იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, ასევე, სირიელი ქურთების მხარდაჭერა, რამაც ამერიკის ურთიერთობა თურქეთთან დაძაბა; ამას ემატება მექსიკასთან კედლის აგება და ევროკავშირთან ტრანსატლანტიკური სოლიდარობის შეთანხმებაზე უარის თქმა. ასევე, ირანთან მიმართებით ტრამპმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა, რაც კი ევროკავშირმა და ობამამ შეაჩერეს ირანის ბირთვული იარაღის პროგრამის განვითარების კუთხით.

ფაქტობრივად, ტრამპის ადმინისტრაციამ თალიბანს გამოუცხადა ომი და პაკისტანთან გაწყვიტა ურთიერთობები. თალიბანი ტერორისტული ორგანიზაციაა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, თალიბანთან სულ სხვა ურთიერთობები ჰქონდა ბარაკ ობამას, მოლაპარაკებებს აწარმოებდა და ცდილობდა, თალიბანი გამოცლოდა საერთაშორისო ტერორისტულ ალიანსს. ტრამპის ადმინისტრაციამ კი, პირიქით, კიდევ უფრო გაამყარა თალიბანის მოძრაობის შიგნით არსებული რადიკალების პოზიციები და ზომიერები უკანა პლანზე ჩააჩოჩა. ამიტომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გადმოგდებული ანკესის ვარიანტში არც ეს გამიკვირდება, რადგან ამ ინიციატივას საქართველოში ისეთი ხალხი ლობირებს, რომლებიც სისხლიან რეჟიმთან ასოცირებული სუბიექტები არიან. როდესაც ასეთი პირები აღნიშნულ იდეას მხარს უჭერენ, ასეთი ინიციატივის სიცოცხლისუნარიანობაზე საუბარი სასაცილოა.

ბათუ ქუთელიას და სხვებს გულისხმობთ?

- ვგულისხმობ სისხლიანი რეჟიმის აპოლოგეტებსა და სისხლიანი რეჟიმის ყოფილ მოხელეებს. მარტო სააკაშვილსა და მერაბიშვილს ნუ ავკიდებთ ცოდვებს. საშუალო რგოლიც არანაკლებ აქტიურად მონაწილეობდა სისხლიან რეპრესიებში.

როდესაც ასეთ ანკესზე გვაგებენ, ეს იმისთვის ხომ არ კეთდება, რომ საქართველოში დასრულდეს „ნატო-ნატოს“ გამუდმებული ძახილი? თუ არის კიდევ სხვა გათვლები?

- ვერ გეტყვით. რუსების გამონათქვამია, „უკეთესად გვინდოდა, მაგრამ გამოვიდა, როგორც ყოველთვის“. არ ვიცი, მათ თავებში რა იხარშება, ან მათი ამერიკელი მხარდამჭერების თავებში. ამერიკაში ნეოკონსერვატორული დაჯგუფება საკმაოდ რადიკალურ დაჯგუფებად ითვლება, რომელსაც მკაცრად უდგებიან სხვა ლიბერალური ფრთის წარმომადგენლები თავად ამერიკაში. იქ არიან საღად მოაზროვნე, ძლიერი ცენტრები, რომლებსაც გაცილებით უფრო რეალისტური ხედვები აქვთ.

ამის მიუხედავად, ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ სისულელეა, თითქოს ალიანსის მე-5 მუხლის ამოქმედების გარეშე ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანებით ჩვენ ვკარგავთ ოკუპირებულ ტერიტორიებს. პირიქით, მათი აზრით, ამ იდეის ხორცშესხმით აფხაზეთსა და ცხინვალში სტატუს-კვო შენარჩუნდება, საქართველოს კი გაეზრდება შანსი დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად.

- ასეთი მოლოდინით ჩვენ რუსეთ-საქართველოს ომის ხორცსაკეპ მანქანაში მოვყევით. ცხრა წლის განმავლობაში იდიოტები სულელურ პოლიტიკას რომ აწარმოებდნენ, იმიტომაც მივედით ასეთ შედეგამდე.   

 

ნანახი?- 2856

დავით11

2018-02-12 10:32:07

ამან გაიმართლა თავი,? თუ ისევ მოღალატის იარლიყით დადის

papa

2018-02-12 18:54:24

არა ...... ისევ კალტენბრუნერის აგენტია

tngh

2018-02-13 11:18:59

ის ვინც ავადმყოფური აკვიატებით უკვე თითქმის 30 წელია გაიძახის "ნატო", "ნატო", "ნატოს"... ნებსით თუ უნებლიედ მოსკოვის საქმეს აკეთებს, რადგან რუსეთი ამას საბაბად იყენებს და სულ უფრო და უფრო აძლიერებს თავის შეიარაღებულ ძალებს კავკასიაში. თუმცა ვეჭვობ, რომ ზოგიერთი ვითომ პატრიოტი "მეგრანტე" ამით კრემლის დაკვეთას ასრულებს და შემოსავალს ორივე მხრიდან იღებს...

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80