"ან კომპრომისზე წამოხვალთ დავით-გარეჯის საკითხში, ან გაზის გარეშე დარჩებითო..."
დაიჯესტი

"ან კომპრომისზე წამოხვალთ დავით-გარეჯის საკითხში, ან გაზის გარეშე დარჩებითო..."

"ან კომპრომისზე წამოხვალთ დავით-გარეჯის საკითხში, ან გაზის გარეშე დარჩებითო..."
"კვირის პალიტრა"

2018-02-12 16:28:40

"აზერბაიჯანულმა გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია სათაურით: "სახელმწიფო საზღვარი: აზერბაიჯანი რუსეთს უკვე მოელაპარაკა, საქართველოს კი..." სტატია როგორც აზერბაიჯანში, ასევე საქართველოში დიდი ინტერესით წაიკითხეს, მით უმეტეს, რომ ერთ-ერთი რესპონდენტი აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი ფიქრეთ სადიხოვი აცხადებდა, "თუ ქართულ მხარეს აზერბაიჯანთან მჭიდრო ურთიერთობის გაგრძელება სურს (ქართველი ხალხის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით), დავით-გარეჯის საკითხზე კომპრომისზე უნდა დაფიქრდესო". რამდენად მოსალოდნელია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ საზღვრის დელიმიტაციაზე მოლაპარაკებისას მართლაც სცადოს ენერგობერკეტის გამოყენება? ამაზე თავად ფიქრეთ სადიხოვს ვესაუბრეთ", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით პოლიტიკური შანტაჟი?! / "ან კომპრომისზე წამოხვალთ დავით-გარეჯის საკითხში, ან გაზის გარეშე დარჩებითო..." / "ორივე მხარეს უნდა ახსოვდეს, რომ ჩვენ ვერ მივცემთ თავს უფლებას, რამდენიმე კილომეტრის გამო, რომელზეც თუნდაც მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებია განლაგებული, ერთმანეთთან ურთიერთობა გავამწვავოთ"...

"მე აზერბაიჯანის ოფიციალურ მხარეს არ წარმოვადგენ, დამოუკიდებელი­ პოლიტოლოგი ვარ, რაც განვაცხადე, ჩემი პირადი მოსაზრებაა. მეტიც, ვერც საზღვრების დელიმიტაციის ექსპერტობას დავიჩემებ, მაგრამ წლებია, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებას ვადევნებ თვალს როგორც ანალიტიკოსი. ამ ორ ქვეყანას ერთმანეთთან აკავშირებს ორმხრივი ურთიერთობა, რომელიც ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანია, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და ბევრ საკითხში ერთნაირი პოზიცია გვაქვს. მეტსაც ვიტყვი: სტაბილურობა და უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიაში მეტწილად დამოკიდებულია აზერბაიჯანსა და საქართველოს მჭიდრო ურთიერთობაზე. ამიტომ, როდესაც დღის წესრიგში დგება ისეთი რთული, სადავო საკითხი, როგორიცაა საზღვრის დელიმიტაცია აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, მეჩვენება ხოლმე, რომ ზოგიერთი ექსპერტი ამ პრობლემას აზვიადებს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამის მიღმა დგანან ძალები, რომლებსაც ხელს აძლევთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვა... მე არ მითქვამს, რომ ქართული მხარე აუცილებლად უნდა წავიდეს რაღაც დათმობებზე. მე მკაფიოდ ვთქვი, რომ ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობის გათვალისწინებით შეგვეძლო ორმხრივ კომპრომისზე წასვლა, იმიტომ, რომ ჩვენ ერთმანეთთან სწორედ ეს მასშტაბური ენერგოპროექტები გვაკავშირებს. რაც შეეხება იმას, თუ როგორი უნდა იყოს ეს კომპრომისი - კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ მე არა ვარ საზღვრის დემარკაციის სპეციალისტი, ამიტომ ვერ ვიტყვი, თქვენ ეს მოგვეცით, ჩვენ კი ამას მოგცემთ-მეთქი. ეს სპეციალისტებმა უნდა გადაწყვიტონ. აბსოლუტურად არ ვგულისხმობდი იმას, რომ ერთმა მეტი უნდა დათმოს და მეორემ ნაკლები.", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ფიქრეთ სადიხოვი.

ხოლო შეკითხვაზე - "აზერბაიჯანელი მეცნიერები ამბობენ, რომ დავით-გარეჯი ალბანური მემკვიდრეობაა, ქართველი მეცნიერები კი აცხადებენ, რომ არანაირ ალბანურ მემკვიდრეობაზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკიც კი. ქართული მხარე აცხადებს, რომ აქვს ფაქტები, რომლებიც არ იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ეჭვს და ამ სამონასტრო კომპლექსის ქართულობას ადასტურებს, აზერბაიჯანელ კოლეგებს კი სთხოვენ, ერთი ისტორიული წყარო მაინც წარმოადგინონ, რომელიც მათ მოსაზრებას დაადასტურებს" - პასუხობს:

"მხოლოდ იმას გავიმეორებ, რაც ინტერვიუში ვთქვი: "დღევანდელი კეთილმეზობლური ურთიერთობა ჩვენს სახელმწიფოებს შორის გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ ასეთი საკითხებზე სიტუაცია არ გავამწვავოთ. განაგრძონ ისტორიკოსებმა კამათი და იქნებ მოახერხონ საბოლოო დასკვნამდე მისვლა. ხოლო იმისთვის, რომ გავიგოთ, რას ფიქრობს ხალხი, ალბათ, სოციოლოგიური გამოკითხვა უნდა ჩავატაროთ. თუმცა მესმის, რომ ხალხი, რა თქმა უნდა, იმ სპეციალისტების მხარესაა, რომლებიც მათ მოსაწონ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ეს არის საკითხი, რომელიც სპეციალისტებმა უნდა გადაწყვიტონ".

"თუ მეცნიერები მოლაპარაკებების შემდეგ მივლენ კომპრომისამდე, ვფიქრობ, ხალხმა მათ ნდობა უნდა გამოუცხადოს. განა ეს არ სჯობია 20, 30, 40 წლის განმავლობაში უშედეგო მოლაპარაკებებს და ერთმანეთისთვის რაღაც-რაღაცების გადაბრალებას? ორივე მხარეს უნდა ახსოვდეს, რომ ჩვენ ვერ მივცემთ თავს უფლებას, რამდენიმე კილომეტრის გამო, რომელზეც თუნდაც მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებია განლაგებული, ერთმანეთთან ურთიერთობა გავამწვავოთ. თუ ეს მეცნიერები ვერ მორიგდებიან, მაშინ ამაზე მსჯელობა სხვა მეცნიერებმა დაიწყონ, რომლებიც ვალდებული იქნებიან, რაიმე გადაწყვეტილებამდე მივიდნენ... უკვე წლებია, ვცდილობთ ამ საკითხში ცოტათი მაინც წავიწიოთ წინ და ამას ვერ ვახერხებთ. ყველა სხვა საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია, მაგრამ საზღვრის ამ 30%-ზე ვერაფრით ვერ ვახერხებთ მოლაპარაკებას. ეს საკითხი მოლაპარაკებებით უნდა გადაწყდეს - სხვა გამოსავალი არ არსებობს", - დასძენს ფიქრეთ სადიხოვი.

ნანახია - 478

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80