გუგეშაშვილებზე თავდასხმის მოტივი კვლავ უცნობია
საზოგადოება

გუგეშაშვილებზე თავდასხმის მოტივი კვლავ უცნობია

გუგეშაშვილებზე თავდასხმის მოტივი კვლავ უცნობია
მარიამ თოდაძე

2018-02-13 14:30:00

დოდო გუგეშაშვილის დაკითხვა შესაძლებელი გახდა, თუმცა, დაზარალებულის ჩვენებამ უფრო მეტი ბუნდოვანება შეიტანა საქმეში - კვლავ უნცობია მოტივი და მკვლელის ვინაობა - როგორც მისმა ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, დოდო გუგესაშვილსდა მის შვილს დაქირავებულმა მკვლელმა ესროლა.

ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გუგეშაშვილის დაკითხვის პროცესს ესწრებოდა კრიმინალური პოლიციის უფროსი, მამუკა ნიკოლეიშვილი, ასევე გამომძიებლები. დაკითხვის პროცესს დოდო გუგეშაშვილის მოთხოვნით ესწრებოდა ადვოკატი, გელა ნიკოლაიშვილი.

როგორც ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, დაქირავებულ მკვლელს დოდო გუგეშაშვილი იცნობდა, რადგან ეს პიროვნება მასთან კონტაქტის დამყარებას რამდენჯერმე ცდილობდა. ამდენად, სახლში მისვლისას დოდო გუგეშაშვილმა მას კარები გაუღო.

„როგორც აღმოჩნდა, ეს იყო დაქირავებული მკვლელი. როგორც იცით, ხანგრძლივი დაკითხვა იყო. თითქმის 5 საათი გრძელდებოდა. ამ დაკითხვიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო დაქირავებული მკვლელი, რადგან მოტივი მისთვისაც უცნობია. დაქირავებული ქილერი მას მიუგზავნეს. ასე აღმოჩნდა, ვინაიდან მას რამდენჯერმე შეხვდა სრულიად სხვა მოტივით. კერძოდ, საერთო საქმე სჭირდებოდა. საერთო ნაცნობი დაუსახელა. შეხვდა რამდენჯერმე კონტაქტის დამყარების მიზნით და როგორც აღმოჩნდა ეს იყო დაქირავებული მკვლელი, რადგან ყოველგვარი შეკამათებისა და გაუგებრობის გარეშე ამოიღო იარაღი და სამზარეულოში მას ესროლა“, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

დოდო გუგეშაშვილმა დაქირავებული მკვლელის სახელი და გვარი დანამდვილებით არ იცის, თუმცა მისი ამოცნობა შეუძლია, აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.

„დოდო გუგეშაშვილმა ზუსტად არ იცის თავდამსხმელის გვარი და სახელი. თუმცა სახელით იცნობს და ზუსტად არ იცის, ეს სახელი ნამდვილია თუ არა. რამდენჯერმე შეხვედრია, სახით იცნობს, სწორედ ამ დონეზე დაასახელა ეს ადამიანი გუგეშაშვილმა და მას ამოცნობა შეუძლია“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ნიკოლაიშვილი აღნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია,თითქოს ნოდარ გუგეშაშვილს 5 ტყვია აქვს თავში მოხვედრილი, არის ტყუილი. ნოდარ გუგეშაშვილს ერთი ტყვია აქვს. გამავალი ჭრილობა აღენიშნება გულმკერდის არეში.

ადვოკატის განმარტებით, დოდო გუგეშაშვილმა აღწერა, რაც მოხდა

„როდესაც ის მკვლელი მივიდა სახლში, ჩვეულებრივად შევიდა, ასევე ჩვეულებრივი საუბარი ჰქონდა, დოდოს შვილს ეძინა, ეს იყო დილის დაახლოებით 10.00 საათი. ამ საუბრის შემდეგ დოდო გადის სამზარეულოს გავლით, საწოლ ოთახში, საწოლი ოთახიდან იღებს სიგარეტს, უკან გამოდის და ამ დროს მას ხვდება შემართული პისტოლეტით ეს ადამიანი, რომელსაც გაკვირვებული დოდო ეუბნება, რას შვრები შე გარეწარო. ამ დროს ის ისვრის და დოდომ სკამის სროლა მოასწრო. როგორც ჩანს ის გადაარჩინა იმან, რომ როგორც გამომძიებლები ამბობენ, სამი ე.წ. ასეჩკა მისცა. ამას ტყვიების ანალიზით ადგენენ. ამ დროს კი დოდო ყვირის - “ნოდარიკო, გაიქეცი, სახლში მკვლელია”. მას ჰგონია, რომ ნოდარი გარეთ არის გაქცეული და ეს დაჭრილი გამორბის გარეთ“, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, რა ვითარებაში გაიცნო დოდო გუგეშაშვილმა დაქირავებული ქილერი, ადვოკატი განმარტავს, რომ დოდო გუგეშაშვილმა არ იცოდა, რომ თავდამსხმელი ქილერი იყო. „მე რომ თქვენ გიცნობდეთ და ამ დროს ქილერი აღმოვჩნდე, ამ ვითარებაშია გაცნობილი“, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, მამუკა ჭელიძე აცხადებს, გამოძიება აქტიურ ფაზაშია და დოდო გუგეშაშვილმა მათ გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც გადამოწმებას საჭიროებს.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჭელიძე კონკრეტიკისგან თავის იკავებს და აცხადეებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.

ცნობილი ხდება, რომ საავადმყოფოში გადაყვანამდე დოდო გუგეშაშვილმა მკვლელი მეზობლებს აღუწერა, ეს იყო საშუალო სიმაღლის მამაკაცი, ლურჯი ქურთუკით.

თავდამსხმელს სავარაუდოდ, მაყუჩიანი იარაღი ჰქონდა. სროლის ხმა მრავალსართულიან კორპუსში მეზობლებს არ გაუგიათ, ერთადერთი, რასაც ადგილობრივები საეჭვოდ მიიჩნევენ, მკვლელობის დროს კორპუსში დენის გათიშვაა.

მკვლელობიდანუკვე რამდენიმე დღე გავიდა, თუმცა სამართალდამცველებს ამ დრომდე არც დამნაშავე დაუკავებიათ და არც მკვლელობის ოფიციალური მოტივი დაუსახელებიათ.

მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ გუგეშაშვილების ახლობლებს. თუმცა, ნათესავები დოდო გუგეშაშვილის წარსულ საქმიანობასთან შეირაღებული თავდასხმის კავშირს გამორიცხავენ. ცნობილია, რომ გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის ნოდარ გუგეშაშვილის მიმართ პირადი ანგარიშსწორების ვერსიაზეც.

ნანახი?- 1437

asdf961

2018-02-14 01:21:09


ალბათ ეს მკვლელობაც იყო იმ დიდი ვაქხანალიის შემადგენელი ნაწილი რაც დაანონსებული ქონდა "ჩვენს თავჯდომარეს", რომ გამოეწვიათ აურზაური და უკმაყოფილება ქართული ოცნების მიმართ, მისი შემდგომი დამარცხების მიზნით.

მე მაქვს უფლება მქონდეს ჩემი აზრი.

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80