„საქართველოში შემოდის სულ სხვა ერი-ინდოელი, ჩინელი, პაკისტანელი, არაბი, რომლებიც ჯანსაღები არიან“
საზოგადოება

„საქართველოში შემოდის სულ სხვა ერი-ინდოელი, ჩინელი, პაკისტანელი, არაბი, რომლებიც ჯანსაღები არიან“

„საქართველოში შემოდის სულ სხვა ერი-ინდოელი, ჩინელი, პაკისტანელი, არაბი, რომლებიც ჯანსაღები არიან“
მანანა ნოზაძე

2018-02-13 17:30:17

რატომ გარბიან გამალებით საქართველოდან და ვის უტოვებენ საკუთარ ქვეყანას?! ამის შესახებ For.ge-ს დემოგრაფი ანზორ თოთაძე ესაუბრა.

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენი მთავრობის მხრიდან გამკაცრებული ღონისძიებები საქართველოდან წასვლის მსურველთა ნაკადს სამომავლოდ მაინც დააბრკოლებს?

- გამკაცრება კარგია, რადგან გარკვეულ ბარიერებს შექმნის საქართველოდან წასასვლელად უცხოეთში, მაგრამ ვიზალიბერალიზაციამდეც არანაკლები ბარიერები იყო, თუმცა ხალხი მაინც მიდიოდა საზღვარგარეთ. საჭიროა დამატებითი  ღონისძიებების გატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო მოსახლეობისგან დაიცლება. უფრო ზუსტად, საქართველოს ყველა რეგიონის მუნიციპალიტეტი სულ რაღაც 41 წელიწადში დაცარიელდება. მოგეხსენებათ, ძალზე გაიზარდა გარე მიგრაციის მასშტაბები. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნიდან ხორციელდება გარე მიგრაცია. ამის გამო საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მოსახლეობა შემცირდა. 2002-2014 წლებში ჩატარებული მოსახლეობის ბოლო ორი აღწერით, სწორედ ამ აღწერების შუა პერიოდში მოსახლეობა გარე მიგრაციის შედეგად შემცირდა.

საქართველოს რეგიონებიდან უფრო ქართული წარმომავლობის ადამიანები გადიან, თუ სხვა ეროვნების?

- ასეთივე პროცესებია საქართველოში მცხოვრებ სომხებსა და აზერბაიჯანელებში, მაგრამ ბოლო წლებში ძირითადად მაინც ქართველები გადიან საქართველოდან. მომავალში შობადობის დონე რომც არ შემცირდეს და მცირედითაც რომ გაიზარდოს,  მიგრაციის შედეგად მოსახლეობის დეპოპულაცია გაგრძელდება ჩვენი რეგიონების სრულ გაუკაცრიელებამდე. თუმცა მანამდე, გაცილებით ადრე ჩვენი ქვეყანა დემოგრაფიულად ისე დასუსტდება, რომ სხვა ხალხი დაიჭერს დომინანტის ადგილს. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, თუ საგანგებო ღონისძიებები არ განვახორციელეთ, საქართველოს 59 მუნიციპალიტეტიდან (ქალაქების გამოკლებით) 30 წლის განმავლობაში 16 მუნიციპალიტეტი გაუკაცრიელდება. ეს ნიშნავს მუნიციპალიტეტების 27%-ის დაცლას; სულ რაღაც 31-40 წელიწადში 15 მუნიციპალიტეტს (ანუ 25,4%-ს) ელის გაუკაცრიელება; 41-50 წელიწადში- 10 მუნიციპალიტეტს (7,0%), ხოლო 50-ზე მეტი წლის განმავლობაში-18 მუნიციპალიტეტი (ანუ 30,5%) გაუკაცრიელდება.

ყველაზე მეტად რომელი რეგიონიდან გადიან გარე მიგრაციისთვის?

- მთლიანად ქვეყნის მუნიციპალიტეტები მოსახლეობისგან საშუალოდ 41 წელიწადში დაიცლება. ამის გაანგარიშება სულაც არ არის ძნელი. მკითხველისთვის რომ უფრო ადვილად აღსაქმელი გახდეს, მოვიტან გაანგარიშების მაგალითს. ეს ოფიციალური სანდო მონაცემებია, მოსახლეობის აღწერის შედეგად მიღებული. კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობა 2002-2014 წლებში, ანუ 13 წლის განმავლობაში 50 969 კაციდან 32 089 კაცამდე შემცირდა (ანუ 18 880 კაცით). ამრიგად, თუკი 18 880 კაცით არის შემცირებული კონკრეტული რეგიონის მოსახლეობა 13 წლის განმავლობაში, სულ რაღაც 22 წელიწადში რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი მოსახლეობისგან დაიცლება.

ეს ნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ხალხი რაჭა-ლეჩხუმიდან და ქვემო სვანეთიდან გარბის?

- არა, ეს მაგალითი უბრალოდ მოვიყვანე, თორემ ყველა რეგიონი იცლება. რა თქმა უნდა, საქართველოში არის შიდა მიგრაციაც, მაგრამ უმეტესად გარე მიგრაციაა. ყველაზე მალე შემცირდება ლენტეხის მოსახლეობა. მართალია, ლენტეხში მცირედი ბუნებრივი მატებაა, ანუ უფრო მეტი იბადება, ვიდრე გარდაიცვლება, მაგრამ 2002 წელს ლენტეხში ცხოვრობდა 8991 კაცი, ხოლო 2014 წელს-4386. ანუ მიგრაციულ პროცესთა შედეგად ლენტეხის მოსახლეობა სულ რაღაც 13 წელიწადში განახევრდა. კიდევ 13 წელი რომ გაივლის და ამდენივეთი შემცირდება ლენტეხის მოსახლეობა, ჩათვალეთ, რომ ლენტეხში აღარავინ იცხოვრებს.

თუკი რეადმისიის გამკაცრება შედეგს არ გამოიღებს, მაშინ  ქვეყნიდან ქართველების გაქცევის შესამცირებლად საქართველომ ვიზალიბერალიზაციაზე საკუთარი ნებით უნდა თქვას უარი?

- ვინ მიდის ვიზალიბერალიზაცით? მაქსიმუმ, მოსახლეობის რამდენიმე პროცენტი, რადგან საკმაოდ ძვირი ჯდება ეს ყველაფერი. ვისაც წასვლა უნდოდა და, ვინც ფულიანი იყო, ვისაც სამსახური ჰქონდა, ის ადრეც მიდიოდა. რასაკვირველია, ახლაც მიდიან და უმეტესად უცხოეთში დარჩენას ფიქრობენ. საქართველოში საშინელება ხდება, ბოლო წლებში სოფლების ნახევარი დაცარიელებულია. ძირითადად მოხუცები დარჩნენ, ერთი-ორი ახალგაზრდა ოჯახი თუ კიდევ შემორჩა, მათაც ბარგი აკრეფილი აქვთ. ისინი ხედავენ, რომ მათი ახლობლები, ნათესავები, მეზობლები წავიდნენ, მათი განწყობაც უცხოეთში წასვლისკენაა მიმართული. ამ დროს საქართველოში შემოდის სულ სხვა ერი-ინდოელი, ჩინელი, პაკისტანელი, არაბი, რომლებიც ჯანსაღები არიან, ჯანმრთელები, ისინი ძალიან ბევრს შრომობენ, რადგან, თუ ძლიერად არ იშრომეს, საქართველოში ფეხს ვერ მოიკიდებენ და ვერ დაფუძნდებიან.  

თუკი დასავლეთის ქვეყნების შეფასებებს  ვირწმუნებთ, რომ  საქართველოდან ცუდი კონტინგენტი მიდის, ეს ნიშნავს, რომ ვიზალიბერალიზაცია კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდება?

- ჩვენგან ცუდი კონტინგენტი არ მიდის. ჩვენგან მიდის ყველაზე ჯანმრთელი, ლამაზი და ახალგაზრდა მოსახლეობა 20-დან 50 წლამდე, რომელიც ყველაზე მშობადი კონტინგენტია. თუმცა მათ მიჰყვება ის არასასურველი კონტინგენტიც, რომელიც არც საქართველოში ვარგა და არც უცხოეთში ივარგებს. აქაც ქურდობენ და იქაც მამაძაღლობენ. დასავლეთ ევროპას ისედაც თავი აქვს ატკიებული სხვადასხვა ქვეყნის ემიგრანტთა ჩასვლით, რომლებიც ცუდ საქციელს ჩადიან და, ბუნებრივია, არ უნდათ, ამ კატეგორიას ქართველებიც მიემატონ. თუ საქართველოში შეიქმნება ბარიერები, ეს კარგია, მაგრამ ძალიან ძნელია, ამ ბარიერებით შემცირდეს მსურველთა რაოდენობა, რომლებიც აქამდეც არალეგალურად მიდიოდნენ საზღვარგარეთ სამუშაოდ. არც ის დაგვავიწყდეს, რომ, გარკვეულწილად, საზღვარგარეთის საწარმოები თუ ოფისები დაინტერესებულნი არიან იაფი ახალგაზრდა მუშახელის მიღებით. ეს მათ აწყობთ.

სხვათა შორის, ჯორჯ ბუშმა დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ამერიკამ მიგრანტები უნდა მიიღოს და მადლობა უთხრას იმ სამუშაოს შესრულებისთვის, რაზეც ამერიკელები უარს ამბობენ. კერძოდ,  ამერიკელებს არ სურთ პაპანაქება სიცხეში ბამბის კრეფა.

- რა თქმა უნდა, ამიტომაც სხვადასხვა ქვეყანაში არალეგალურად მუშაობენ ჩვენი ემიგრანტები. თუნდაც საფრანგეთში ფრანგებს არ სურთ ჭიქის თუ თეფშის გარეცხვა რესტორანში, ქუჩებისა და ტუალეტების დაგვა. ასეთ სამუშაოებზე სწორედ არალეგალებს იყენებენ. ჩვენი ათი ათასობით არალეგალი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში დღეს მოხუცთა მომვლელად მუშაობს. ისინი გამუდმებით სახლებში იმყოფებიან, არც გადიან სახლის გარეთ და მოხუცთა მოვლაში აღებულ კაპიკებს ან აგროვებენ, რათა ჩამოვიდნენ და რაღაც იყიდონ, ან საქართველოშივე უგზავნიან  ღარიბ ნათესავებს, მეგობრებს. ამ მძიმე მდგომარეობას მარტო სამუშაო ადგილთა შექმნა არ უშველის. როგორც ჩანს, უკეთესი ცხოვრებისთვის ზრუნვა ჩვენს მენტალიტეტშიც იდო. ქართველები აქამდე კარგად ცხოვრობდნენ და უცბად რომ ნახეს, ყველა გაიკრიფა, მათაც იგივე სურვილი გაუჩნდათ. წარმოიდგინეთ, სოფლად ცხოვრობდეთ, თქვენს გარშემო ყველა წავიდეს და მეუღლე გეუბნებოდეთ, აქ რა გვინდა, ჩვენც წავიდეთ ქალაქშიო. ცხადია, როცა სოფლად ცოტაა მოსახლეობა, მიწის დამუშავებაც ძნელდება, ტრაქტორი არ არის, სამედიცინო მომსახურება არ არის და იძულებული ხარ, მოჰკიდო ბავშვებს ხელი და წამოხვიდე დედაქალაქში.    

    

 

ნანახია - 1813

natali

2018-02-13 17:55:59

უიმეეეე....გადამრევს ეს ხალხი. შემოავლეთ მავთულხლართები,(თუმცა მაგასაც რუსები აკეთებენ) დასვით კიმ ჩენ ინი და თუ ვინმე გაქცევას მოისურვებს დახვრიტეთ ადგილზე.

ისეთი პირი უჩანს, მალე იზამთ ამას.
ხალხოო...იმის მაგივრად იმაზე იფიქროთ, რა გააკეთოთ, რომ არ გაიქცეს აქედან ხალხი, რომ პირიქით, ადრე წასულებიც დაბრუნდნენ, ისეთ რაღაცეებს მიედ-მოედებით, რომ მგონი მეც გავიქცე სანამ დროა და სანამ საყელური არ შეგიბამთ.

salte

2018-02-13 21:39:01

უფლის ძალით და მადლით ყველაფერი დალაგდება და კარგად იქნება. ემიგრანტებიც დაბრუნდებიან.

Maverick

2018-02-14 01:38:15

ნატალი, გამარჯობა!

ადრე ვთქვი და გავიმეორებ იმ და ამ მთავრობის გასაგონად:

"ხელისუფალნო", ყოფილნო და დღთევანდელნო! თქვენი არასახემწიფოებრივი მიდგომა მოსახლეობისადმი იქამდე მიგიყვანთ ქართულად მოლაპარაკე ამომრჩეველი არ გეყოლებათ მეთქი... არ გესმით და რა გიყოთ?!

ახლა მომავალი "პოლიტიკოს" "პარლამენტაერების" გასაგონად ვამბობ: ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე ჟღურტულს თავი დაანებეთ! დაიწყეთ ჩინური, არაბული და ჰინდუს ენების შესწავლა რათა ახალმა "ქართველმა" მოსახლეობამ ხმა მოგცეთ და არა ბრანწი, ანუ სამი თითის კომბინაცია!!!

papa

2018-02-14 08:36:20

ნატალი

,,ხალხოო...იმის მაგივრად იმაზე იფიქროთ, რა გააკეთოთ, რომ არ გაიქცეს აქედან ხალხი, რომ პირიქით, ადრე წასულებიც დაბრუნდნენ, ისეთ რაღაცეებს მიედ-მოედებით, რომ მგონი მეც გავიქცე,,...

მართალი ხარ ნატალი ...მაგრამ ნუ გაიქცევი..ასე სჯობია...



მავერიკ

ზუსტად ეგ არის გლობალიზაცია და დასავლური(ამერიკული) დემოკრატია...ეგაა მისი არსი და მიზანი!!!------ ეთნიკურად რაც შეიძლება ძაან აირიოს ხალხის მასა ერთმანეთში, რომ როგორც მე მიყ/ვარს ხოლმე თქმა, ვისი ვისსაშია კაცმა ვეღარ გაიგოს(ვეღარც ქალმა)..თანაც მთელ მსოფლიოში..
ქვეყანაში როცა დომინანტი ერი აღარ იქნება, მისი მართვა უფრო ძალიან გამარტივებული და ადვილია. მაშინ მათი, თუნდაც ოდნავ შემწინააღმდეგებელი და ხმის
ამომღები კაცი აღარ იქნება და წავიდააა...... აბა ეხლა არაბს ან ინდოელს, სულ ფეხზე არ ჰკიდიაა ჩემი წინაპრის სისხლით დღემდე მოტანილი საქართველო ან
საერთოდ ქართველიიი?? თურქი ნახევარ აჭარას წაიღებს, თუ აზრებაიჯანელი მთლიან
გარეჯს, ჩინელს სულ კიტ/რზე არ ჰკიდააა?? ქართველი კიდევ, ათასნაირი მიზეზების გამო, ძლივსღა კნავის და აბა ჩვენ ვის რაღა უნდა გავატ/რაკოთ? ჰოოდააა... ეგააა მარტივად მართვა ანუ გლობალიზაცია, განა სხვა რამეა?? აი შენ რომ აქედან გაიქცევი და ჩინელ--ინდოელი აქ ჩამოეთესლ--ჩამოსახლდება, ეგაა გლობალიზაცია და დემოკრატია. აი ის ანეგდოტი რომააა... ძმები ვაართო, ყველაფერი საერთო უნდა გვქონდესო... აი შენი ცოლი, ჩემი ცოლიო,.. მაგრამ ჩემი ცოლი შენი არააო... ჩვენ უნდა დავუთმოთ ყველას ყველაფერი, სამაგიეროდ კიდევ იმათ ბოლომდე ფეხებში უნდა გაგვიგდონ, თანაც ...საკუთრ მიწაზე
აი დემოკრატიული გლობალიზაცია ეგააა,.... ეგ!!
ჩვენ კი ....ველოდოთ ღმერთი როდის გადმოგვხედავს
ეგრეა.... უპატ/რონო ტაძარს ყვავ--ყორნები ეპატ/რონებიანო....

Maverick

2018-02-14 19:39:47

პაპა, ამიტომაც საჭიროა საერთო ეროვნული გაფიცვები!!!

ბოიკოტი არჩევნების!!!

Maverick

2018-02-14 19:40:34

პაპა, ამიტომაც საჭიროა საერთო ეროვნული გაფიცვები!!!

ბოიკოტი არჩევნებს!!!

Maverick

2018-02-14 19:40:44

პაპა, ამიტომაც საჭიროა საერთო ეროვნული გაფიცვები!!!

ბოიკოტი არჩევნებს!!!

Maverick

2018-02-14 19:41:10

საჭიროა საერთო ეროვნული გაფიცვები!!!

ბოიკოტი არჩევნებს!!!

მოურავი

2018-02-15 00:24:59

http://rustavi2.ge/ka/news/96668 ეს ვიდეო ნახეთ. იმ ირანელზეა რომლის მოკვლაც თითქოს იგეგმებოდა. ეს არის ირანელი ინვესტორი რომელსაც გახეული ქურთუკი ვერ მიუკერებია. ამისთანა ხალხი შემოდის. იღებენ ბინადრობას, მოქალაქეობას და ეთნიკურ სურათს ცვლიან

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80