სააკაშვილის ექსტრადირების შანსი შემცირდა

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

ბლოგი

სააკაშვილის ექსტრადირების შანსი შემცირდა

სააკაშვილის ექსტრადირების შანსი შემცირდა
თამთა ქარჩავა

2018-02-14 09:36:05

ირაკლი შოთაძე მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას ახლა პოლონეთისგან ითხოვს. მთავარი პროკურატურას ექს-პრეზიდენტის ექსტრადირებასთან დაკავშირებით პოლონეთის მხარისთვის უკვე მიმართული აქვთ და აღნიშნულ მიმართვას ძალაში ტოვებენ. პროკურატურამ პოლონეთს 2017 წლის 4 აგვისტოს მიმართა, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი ვარშავაში იმყოფებოდა. შესაბამისად, საქართველოს პროკურატურამ პოლონეთის მხარეს ინტერპოლის არხებით მიმართა.

როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, პარალელურად, 4 აგვისტოს, მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მიმართა პოლონეთის რესპუბლიკის პროკურატურას. ამავე დღეს ვარშავის ინტერპოლის ეროვნულმა ბიურომ მიიღო ქართული მხარის მიერ გაგზავნილი დოკუმენტაცია, რაც მათი მხრიდან დადასტურებულ იქნა თბილისის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს წარმომადგენელთან სატალეფონო საუბრისას. შესაბამისად, შოთაძის უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა.

სახელმწიფო გადატრიალებაში ბრალდებული სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას და უკრაინის კანონმდებლობით გასამართლებას ითხოვს. ექს- პრეზიდენტი აცხადებს, რომ პოლონეთში პოლიტიკურ თავშესაფარს არ მოითხოვს. უკრაინიდან პოლონეთში გაძევებულისააკაშვილი დახმარებას ევროკავშირსა და გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს თხოვს.

„პოროშენკო უკრაინას ანადგურებს და მისი, როგორც კორუფციასთან მებრძოლის მოშორება სურს. თუ ევროკავშირი და ანგელა მერკელი არაფერს მოიმოქმედებენ, უკრაინა დაიშლება. მე აუცილებლად დავბრუნდები უკრაინაში კანონიერად და ამ ბრძოლაში გამარჯვება ჩვენს მხარეს იქნება“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც ცნობილია უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან პოლონეთში რეადმისიის შეთანხმების საფუძველზე გააძევა. თუმცა, უკრაინის გენერალური პროკურორის პრესმდივანმა, ლარისა სარგანმა აღნიშნა, რომ მიმდინარე გამოძიება გაგრძელდება, მიუხედავად მისი უკრაინიდან გაძევებისა, რომლის შესახებაც უკრაინის გენერალურ პროკურატურაში არაფერი იცოდნენ. თუ როგორ ჩატარდება საგამოძიებო ქმედებები იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე აღარ იმყოფება, სარგანმა განაცხადა, რომ ამაზე უწყებაში უახლოეს დღეებში ჩამოყალიბდებიან.

თავის მხრივ ქართული მხარე ისევ იმედიანად არის განწყობილი და ამ დრომდე სააკაშვილის ექსტრადირების მოლოდინშია. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს სჯერა, რომ სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარსდგება და მისი თქმით, ამის გარანტიას იძლევა ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი.

„ადამიანს, რომელსაც პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში ჰქონდა 9 წლიანი დიქტატურა, ტოტალური კონტროლი და მიუხედავად ამისა, მან არჩევნები წააგო, ადამიანი, რომელიც წავიდა უკრაინაში და მესიის ამბიციები ჰქონდა, სულ რაღაც რამდენიმე წელში იქედან გააგდეს. არ მინდა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ასეთი იმიჯი ჰქონდეს.

ის ქართული მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარსდგება, ამის გარანტიას გაძლევთ ჩვენი ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი. თუ როგორ, რანაირად, ეს დროის ფაქტორია, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ შემთხვევაში ქვეყნის იმიჯი უფრო მაინტერესებს, ვიდრე ერთი ადამიანის, ან ერთი პოლიტიკოსის ბედი“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ სააკაშვილს გარკვეული პოლიტიკური ინტერესები აქვს უკრაინაში მომავალ წელს ჩასატარებელ არჩევნებთან დაკავშირებით. შესაბამისად, თვლიან, რომ მისი ქვეყნიდან გაძევებით პოროშენკომ საკუთარი ხელით სამარე გამითხრა. რომან გოცირიძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით პოროშენკომ დარტყმა საკუთარ პოლიტიკურ მომავალს მიაყენა.

„რაც მოხდა ეს არის, ფაქტობრივად, საკუთარი ხელით სამარის გათხრა პოროშენკოს მიერ. დამთავრებულია მისი რეჟიმი. წელიწად-ნახევარში იქნება არჩევნები და უკრაინის ხელისუფლებაში არ იქნება პოროშენკო, დაბრუნდება მიხეილ სააკაშვილი და გააგრძელებს საქმიანობას. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება“, - თვლის რომან გოცირიძე.

საერთაშორისო სამართლის ექსპერტი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ რა მოვლენებიც სააკაშვილის ირგვლივ განვითარდა, ეს გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ მისი საქართველოში ექსტრადირების მხოლოდ თეორიული პრესპექტივაარსებობს, და არა პრაქტიკული და რეალისტური. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას, რომ საკმარისი სიყოჩაღე გამოეჩინა, სააკაშვილი უკვე ქართულ ციხეში იქნებოდა.

„როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ასეთი სურვილი. ან სრულყოფილად არ გაიგზავნე საქმე, რატომაც ვერ მოხდა საქართველოში ჩამოყვანა და გაძევებული იქნა პოლონეთში. პოლონეთიდან სააკაშვილის ექსტრადირების შანსი უფრო მცირეა, ვიდრე უკრაინის შემთხვევაში იყო.

მით უფრო, რომ პოლონეთში მაღალი პოლიტიკური ფიგურები უფრო მეტ მფარველობას გაუწევენ, ვიდრე უკრაინაში. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ შანსი მისი საქართველოში ჩამოყვანისა უფრო შემცირებულია და ალბათ მხოლოდ თეორიული შესაძლებლობაა იმისა, რომ ვიხილოთ ქართულ ციხეში. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის ლანდისაც კი ეშინია და მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ იძულებით არ ჩამოეყვანათ საქართველოში და არ მომხადარიყო მისი ექსტრადირება“, - აცხადებს ლია მუხაშვარია.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი თვლის, რომ ზედმეტი თავის ტკივილის ასაცილებლად ყველამ არჩია, რომ ეს ხმაურიანი ფიგურა ციხეში არ ჩაესვათ. ფიქრობს, რომ სააკაშვილის პოლონეთში დეპორტაცია არა საქართველოს, არამედ, ამერიკისა და ევროპის სახელმწიფოებთან იყო შეთანხმებული. მისივე თქმით, სააკაშვილის საპატიმროში მოხვედრა არც უკრაინის და არც საქართველოს ხელისუფლებებს არ აწყობთ, რადგან არის ალბათობა, რომ მას ბევრი პოლიტიკოსის საწინააღმდეგო ჩვენებები მიეცა.

პოლიტოლოგი ამბობს, რომ უკრაინამ სააკაშვილი საბოლოოდ მოიშორა. არც ერთი მექანიზმი არ ჩანს ისეთი, რომელმაც სააკაშვილს უკრაინისკენ გზა შეიძლება გაუხსნას. შესაბამისად, პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ ამ მოვლენების შემდეგ სააკაშვილი ეცდება ევროპულ სივრცეში მოტრიალე, მოძრავი ფიგურის როლი მოირგოს.

„მას ექნება მხარდამჭერებთან ურთიერთობა და ის რიტორიკა, რომ მე თქვენთან ვარ და თქვენ ჩემთან, რომ ის არის მოწყვეტილი სამშობლოს და შეპირდება, რომ საჭირო მომენტში ჩავა თავის ქვეყანაში და რევოლუციურ სტილის მოყვარულ პოლიტიკოსს ასეთი კავშირი აუცილებლად ექნება თავის ქვეყანასთან. სამწუხაროდ, სააკაშვილმა თავის ქვეყნად უკრაინა მიიჩნია და საქართველო გაქრა მისი ინტერესების ჰორიზონტიდან.

ამ პირობებში, იმისდა მიხედვით, როგორ იპოვის თავის ადგილს, როცა ფაქტობრივად, ახალ ცხოვრებას იწყებს, როგორ დალაგდება მისი ბედ-იღბალი, ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. მე მგონი, ეცდება ევროპულ სივრცეში მოტრიალე, მოძრავი ფიგურის როლი აიღიოს თავის თავზე იმ რიტორიკის თანხლებით, რომ საბჭოთა სივრცეში ოლიგარქები ბუდობენ“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

 

ნანახია - 3188

მოურავი

2018-02-14 10:32:08

პოროშენკომ რომ იცოდეს რომან გოცირიძის არსებობის შესახებ, უდავოდ წაგვართმევდა ამ სიბრძნის რესურსს.

antoni

2018-02-14 10:51:07

ვის რა შავ ქვად უნდა ჩამოწერილი მიხაილო? თუ სასჯელზეა, ის სასჯელს უკვე იხდის და კარგა ხანსაც მოუწენს სახურავებზე ფორთხვა
კარგია, რომ კომენტარის გაკეთება კვლავ შესაძლებელი გახდა

mamaca

2018-02-14 11:49:12

მიხო მიაწექი, რა გინდა საქართველოში და უკრაინაში. ამერიკელებს ნაკლები ბარიგა ოლიგარქი ჰყავთ. ერთი შეუყვირე და ეგრევე გადადგება.

kitanoo

2018-02-14 14:53:29

ჭკვიანების დაცინვა გამოქლიავებულების პრეროგატივაა.

natali

2018-02-14 19:30:29

შემაშფოთებელი კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა მასობრივი ქურდობით, რომელიც ბათუმის „მაგნოლიაში“ დაფიქსირდა.
კერძოდ: ცნობილი გახდა რომ „მაგნოლიაში“ ათამდე ბინა გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, ძირითადად, ტექნიკა და ავეჯის ნაწილია წაღებული.
ბათუმის „მაგნოლიაში“ მდებარე ბინების უმრავლესობა დაკეტილია, რადგან მეპატრონეების დიდი ნაწილი თბილისში ცხოვრობს.
შესაბამისად, ბინის ქურდებმა დამძიმებული კრიმინოგენური ფონი სათავისოდ გამოიყენეს და მასობრივი ქურდობა განახორციელეს.
გაქურდული ბინების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვს მეპატრონეთა უმრავლესობას

http://presa.ge/new/?m=crimes&AID=63495
-----------------

წერილის ტონს დააკვირდით:))

ახლა როგორ არ ვიფიქრო, რომ ეს ქურდობა დაკვეთითაა ჩადენილი?
მაგრამ ესენი მართლა დებილები არიან? უნდა დაიჭირო და ათქმევინო ვისი დაკვეთით გაქურდეს და ახალაიას ციხეში ჩასვა, კახიშვილის სანატორიუმში კი არა.

natali

2018-02-14 19:32:29

აი იმ დაზარალებული მოქალაქისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ქურდი რა განზრახვით ქურდავს? ფაქტია, რომ პოლიცია ვერ იცავს ხომ?

Maverick

2018-02-14 19:34:48

kitanoo
ჭკვიანების დაცინვა გამოქლიავებულების პრეროგატივაა.
----------------
მერე, რატომ დაგვცინი?!

papa

2018-02-15 01:54:31

იციით რა მიკვიირს ... ..მართლა გგონიაათ რომ სააკაშვილს როდისმე საართველოს გადმოსცემეეენ??
ჯერ მაგას უკრაინაში ქვეყნის დავალება აქვს შესასრულებელი(ჯერ ბოლომდე არ დაუშლია უკრაინა)...ჩვენთვის ვისა სცხელა? მაგას საქართველოს მხოლოდ ერთადერთ შემთხვევში გადმოსცემენ---როცა მავანთ საქართველოში მორიგი ვარდების რევოლუცია დასჭირდებათ,(ანუ თუ ესენი ძიებს ძაან,,გაუჭირვეულდებიან,,) მაშინაც თან მინიმუმ ხუთ ადვოკატს გამოაყოლებენ, რომ მიშას აქ ფჩოლკაც კი არავინ აუფრიალოს.
მოკლედ მაგას აქეთ საკაიკაცოდ არ გამოუშვებენ, არა.
.ხოოდა რა გინდათ,იქაც ყოფილიყოს!!!
1987-დან არ დაიღალეთ ამ დროშების ფრიალიით??....
ექსტრადაცია.....
ექსტრადაცია კი არა ....კვატი..
ან მიშასგან რაღა გინდათ?? ეხლა უკვე ესენი არიან მისახედები, ესენი.....ეხლა ამათ უნდა მიეხედოთ...თორემ მერე ესენი აითესებიან და მერე ამათი დევნა მოგვიწევს.
ანუ დროს უნდა დავეწიოთ დროს, პირდაპირ ამათზე ვიყაროთ ჯავრი, ამათზე...მით
უმეტეს რომ ღირსებიც არიან...პლიუს თან ნიჩიაშიც გამოვალთ
ისე კი ..... კურდღელი ტ/ყეში ლომის ტ/რაკით რომ პალაჟენიას აყენებდა,...ეგ ხომ იცით?
მერე?? ბოლო--ბოლო ..ზურგში მსოფლიოს ნომერ პირველი,,მამა აბრამის ბატკანი,, ქვეყანა უდგას და მაშ ეგ არ გაატრაკებს??....
გაატ/რაკებს და ატ/რაკებს კიდეც..

kitanoo

2018-02-16 14:09:08

Maverick-გამგები გაიგებს ,შენ რატომ გაგაჟრიალა ვერ გავიგე.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80