საცობების პრობლემის მოგვარებას ჯარიმების დაწესებით აპირებენ

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

ეკონომიკა

საცობების პრობლემის მოგვარებას ჯარიმების დაწესებით აპირებენ

 საცობების პრობლემის მოგვარებას ჯარიმების დაწესებით აპირებენ
ბექა დანელია

2018-02-28 11:00:35

დედაქალაქში გზების განტვირთვისა და საცობების პრობლემის გადაჭრის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებები დაიგეგმა. აქ კი ყველაზე საყურადღებო ისაა, რომ ახალი ჯარიმები წესდება, რომელიც საკმაოდ დიდია.

ავტობუსები და მიკროავტობუსები, რომლებიც 1-ლი მარტიდან მხოლოდ გაჩერებებზე არ გაჩერდებიან, დაჯარიმდებიან. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მხრიდან დედაქალაქის თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ ქუჩებზე დადგენილი გაჩერების წესის დარღვევაზე 100-ლარიანი ჯარიმა იქნება განსაზღვრული.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ავტობუსის გაჩერებებზე გაჩერების ან დგომის წესის დარღვევისას სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებებიც დაჯარიმდება. კერძოდ, ამ დარღვევაზე 50-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული.

თბილისში უკვე შეირჩა 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსებს მგზავრებისთვის მხოლოდ ავტობუსების გაჩერებებზე გაჩერება მოუწევთ: მერაბ კოსტავას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, შოთა რუსთაველის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა, დავით აღმაშენებლის ხეივანი, დავით აღმაშენებლის გამზირი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, ჟიული შარტავას ქუჩა, პეკინის ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ჯორჯ ბუშის ქუჩა და კახეთის გზატკეცილი.

აღსანიშნავია, რომ ეს რეგულაცია მხოლოდ ყვითელ მიკროავტობუსებს შეეხება. ასევე მხოლოდ გაჩერებებზე მოუწევთ გაჩერება რუსთავიდან თბილისში მოძრავ სარეისო მიკროავტობუსებსაც, რომელთა რაოდენობაც დაახლოებით, 300-მდეა.

გარდა ამისა, თბილისის მერია, დედაქალაქში მოძრაობის განტვირთვისა და სისუფთავის დაცვის მიზნით, პირველი მარტიდან საპილოტე პროექტს იწყებს, რომელიც ვაკის პარკიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე და მის მიმდებარე ქუჩებზე, ნაგავშემკრები კონტეინერების ღამის საათებში დაცლას ითვალისწინებს.

საპილოტე პროექტის ფარგლებში, „თბილსერვის ჯგუფის“ ნაგავმზიდი ავტომანქანები ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენებს 22:00 საათიდან გაიტანენ.

საპილოტე რეჟიმში ერთვება ჭავჭავაძის გამზირი, აბაშიძის ქუჩა, ფალიაშვილის ქუჩა, ბერძენიშვილის ქუჩა, მუხაძის ქუჩა, კავსაძის ქუჩა, ბაზალეთის ქუჩა, ერისთავის ქუჩა, ნაფარეულის ქუჩა, ბარნოვის ქუჩა, არაყიშვილის ქუჩა, ტაბიძის ქუჩა, რადიანის ქუჩა, მცხეთის ქუჩა, შატბერაშვილის ქუჩა, ჯანაშვილის ქუჩა, ქუთათელაძის ქუჩა, ატენის ქუჩა, რაზმაძის ქუჩა, ელიავას ქუჩა, ცხვედაძის ქუჩა, მარუხის გმირების ქუჩა, ქობულეთის ქუჩა, ჩოლოყაშვილის ქუჩა, რამიშვილის ქუჩა, გაბაშვილის ქუჩა, ყიფშიძის ქუჩა, აბულაძის ქუჩა, მარაბდის ქუჩა, მოსეშვილის ქუჩა, დარიალის ქუჩა და კეკელიძის ქუჩა.

ახალმა გრაფიკმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობის განტვირთვა უნდა უზრუნველყოს. საცდელი გეგმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი, აღნიშნული მიდგომა მთელი ქალაქის მასშტაბით დაინერგება.

პარალელურად მიმდინარეობს სქემის შედგენა, რომ სატვირთო ავტომობილებს დილისა და საღამოს „პიკის საათებში“ 2-2 საათით მოძრაობა აუკრძალონ. შესაბამისი ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევა. კონკრეტულად რომელ საათებში დაწესდება ეს აკრძალვა, ამას დედაქალაქის თვითმმართველობა განსაზღვრავს. თბილისის მერიას კი მოუწევს იმის დადგენა, თუ დღის რა პერიოდში ექნება სადისტრიბუციო მანქანებს ქუჩებში მოძრაობის შესაძლებლობა. ჯერჯერობით ცნობილი ისაა, რომ სატვირთო და სადისტრიბუციო მანქანების მხრიდან მოძრაობის წესის დარღვევაზე 100-ლარიანი ჯარიმა დაწესდება.

ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობამ მილიონს უკვე დიდი ხანია გადააჭარბა და მათი ნახევარი დედაქალაქშია თავმოყრილი. საქართველოში ყველა მეორე ადამიანს, ანუ ზრდასრული მოსახლეობის 40%-ზე მეტს ჰყავს ავტომობილი.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ინფორმაციით, ავტოპარკის 60,9%-ს მსუბუქი ავტომობილები შეადგენს, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი (90,9%) 2004 წლამდეა წარმოებული. არსებული მონაცემებით, ავტოპარკის 40% თბილისშია თავმოყრილი.

ნანახია - 741

natali

2018-02-28 13:42:36

"სასამართლომ თბილისის მერიის 5 ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, თუმცა პატიმრობა მხოლოდ ერთს - თბილისის განვითარების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი საბანაძეს შეუფარდა. საბანაძე დამნაშავედ ცნეს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში და რადგან ის მიმალვაში იმყოფება, სასჯელი დაუსწრებლად შეეფარდა.
უდანაშაულოდ იქნა ცნობილი ძველი თბილისის გამგებლის ყოფილი მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე. მუხლი გადაუკვალიფიცირდათ და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნობილი იქნენ თბილისის მერის ყოფილი მოადგილე დავით ალავიძე, მერიის შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი ალექსანდრე თაბუაშვილი, ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი დავით ავალიანი, მათ წლითა და 2 თვით პირობითი მსჯავრი დაედოთ.
შეგახსწენებთ, 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავასაც, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მიერ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა შთანთქა დღეს გამოტანილი განაჩენი და შესაბამისად, დღეს გამოტანილი სასჯელი უგულავას მოხდილად ჩაეთვლება."
----------------

ხალხოო!!!!!!!48 მილიონია გაფლანგული...ქალაქი ჩონჩხებად და ბეტონის გროვებადაა გადაქცეული.....ვინაა ამაზე პასუხისმგებელი?
ის საცოდავი აბესაძე? 3000ლარისთვის რომ მოკალით???

აი ამის მერე ნუ ელოდებით, რომ ოდესმე ვინმე მერიაში წესიერად იმუშავებს. ნებისმიერი მოხევს დიდ ფულს და ჩაჯდება რაა ცოტა ხანს ციხეში, დიდი ამბავი.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80