„სვეტის“ დაზარალებულებმა აქციებისთვის მზადება დაიწყეს
ეკონომიკა

„სვეტის“ დაზარალებულებმა აქციებისთვის მზადება დაიწყეს

„სვეტის“ დაზარალებულებმა აქციებისთვის მზადება დაიწყეს
ბექა დანელია

2018-02-28 22:00:38

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მენაშენეების საკითხი საკმაოდ დამაფიქრებელია. როგორ განვითარდება კომპანიის ირგვლივ მოვლენები ჯერაც გაურკვეველია. ამ ყველაფერს კარგად ხვდებიან ის ადამიანები, რომლებსაც თანხა გადახდილი აქვთ დაუსრულებელ კორპუსებში. ამიტომ ისინი უკან დახევას არ აპირებენ. დაზარალებულებმა თბილისის მერიასთან გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ისინი პრობლემების მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტისგან დახმარებას ითხოვენ.

როგორც აქციაზე „სვეტის“ მენაშენეებმა განაცხადეს, კომპანია „სვეტის“ წარმომადგენლებმა მათ უთხრეს, რომ მირცხულავას ქ.N9-11-ში მშენებარე კორპუსების მშენებლობის დასრულებას ვერ ახერხებენ. ადგილზე მხოლოდ ორი სართულია აშენებული, როცა 2017 წლის დეკემბერში მენაშენეთა ნაწილს კორპუსში უკვე ბინები უნდა ჰქონოდათ და საცხოვრებლად შესულიყვნენ. ადგილზე სულ 18 კორპუსი უნდა აიგოს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, გრიგოლ სირბილაძის თქმით, მას წინასწარ უკვე გადახდილი აქვს 73 ათასი დოლარი ორი ბინის შესაძენად. მშენებლობა „ალდაგს“ ჰქონდა დაზღვეული, რის გამოც, ამ კომპანიას ენდნენ. თუმცა გაარკვიეს, რომ 23 თებერვალს „ალდაგმა“ მშენებლობის დაზღვევა შეწყვიტა.

აქციის მონაწილეები სამშენებლო კომპანიასთან წარმოქმნილი პრობლემების მოსაგვარებლად აქციების პერმანენტულად გამართვას გეგმავენ.

ჯერჯერობით შეუვალია დედაქალაქის მერის კახა კალაძის პოზიცია. მისი თქმით, კომპანიამ კეთილი უნდა ინებოს და ყველაფერი მოაწესრიგოს.

„კომპანია „სვეტს“ რაც შეეხება, სერიოზული დარღვევები აქვს. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ იგი უკანონოდ ახორციელებდა მშენებლობას. ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ დედაქალაქში უკანონოდ იმოქმედონ. ჰარი-ჰარალე და გაურკვეველი საქმიანობები დამთავრდა და აღარ მოხდება. შესაბამისად, დეველოპერებმა კეთილი ინებონ, მწყობრში მოიყვანონ ყველაფერი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით შესაბამის დადგენილებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.

„ეს ყველაფერი კეთდება თითოეული ჩვენთაგანის, იმ ადამიანების უსაფრთხოებისთვის, ვინც ახალ საცხოვრებელს შეიძენს. მაქსიმალურად უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოება გათვალისწინებული. სამშენებლო კომპანიამ ყველა ეს პირობა უნდა დააკმაყოფილოს. მშენებლობის წინააღმდეგი როგორ ვიქნებით, პირიქით, ხელს შევუწყობთ, თუმცა უკანონო მშენებლობების შესაძლებლობას არავის მივცემთ“, - განაცხადა კალაძემ.

თავის მხრივ, კომპანია „სვეტის“ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მერიასთან კომუნიკაციის შედეგად სამშენებლო პროცესი არაუგვიანეს მარტის ბოლოდან განახლდება, თუმცა კომპანიას მერიაში შესაბამისი დოკუმენტაცია ამ დრომდე არ წარუდგენია. რეალურად კი კომპანიას მხოლოდ დოკუმენტაციის მოწესრიგება არ უშლის ხელს, მას სერიოზული ფინანსური პრობლემებიც აქვს.

აღსანიშნავია, რომ „პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ასახული ცვლილებები უკვე ამოქმედდა და პირველი, ვისაც წესების დარღვევისა და შესაბამისი დოკუმენტაციის არარსებობის გამო მშნებლობა შუჩერდა, კომპანია „სვეტია“. როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, საზედამხედველო პროცესი 2016 წლიდან მიმდინარეობს და ნებისმიერი მშენებელი, რომელიც კანონს დაარღვევს ან შესაბამის დოკუმენტაციას ვერ წარმოადგენს, დაჯარიმდება ან შეუჩერდება მშენებლობის გაგრძელების უფლებამოსილება, სულერთია ეს მიმდინარე მშენებლობაა თუ დასრულებული.

ნანახია - 775

papa

2018-02-28 22:29:26



აი დღეს უკვე ბავშვი იმსხვერპლეს უკუღმა ჩატარებული ტენდერის გამო
ბოლო-ბოლო მიხვდებიან რომ საქმის გაკეთების დროს ფასი კი არაა მთავარი, არამედ ხარისხი და პროფესიონალიზმი
ესენი საქმეს უკუღმა იწყებენ და უკუღმა აკეთებენ..იმიტომაცააა ასე აწყობილად რომ მიდის ეს მშენებლობები
მიკვირს სახლების მშენებლობას კრიშიდან რომ არ იწყებენ
....ალბათ მალე დაიწყებენ კიდეც

papa

2018-02-28 22:53:52

ეს პოსტი ერთი კვირის წინ დავდე
ისევ საჭირო გახდა


.. ჯერ დაიცათ ...რა გეჩქარებათ....ჯერ ხალხი ცოტა კიდევ დაიხოცონ, ან სულაც კორპუსიანად მეტროში ჩავცვიდეთ..რა კვლევა, რის კანონი, რა სპეციალისტი.. რა დროს ეგენია.....იყოს ეგრე...ემანდ ინვესტორები არ დავაფრთხოთ, ბიუჯეტში ფული აღარ შემოვა. ამასობასიც ამ ხალხის ხოცვა--ჟლეტის პრაქტიკით, ეს ,,ნიჭიერები,, ცოტა რაღაცასაც ისწავლიან.... ხალხიც ცოტანი დარჩებიან და მომდურავებიც აღარავინ ეყოლებათ

ბიჯოოოო...................

კომუნისტების დროს ჩვენს ქარხანაში ერთი ახალბედა მუშა დაიღუპა....მთელი გლავკის მასშტაბით ცეპოჩკაზე ყველას დედა უტირეს---ცეხის უფროსი დაიჭირეს(მიმაგრებაში დატოვეს) ქარხნის მთავარი ინჟინერი მოხსნეს, ტრესტის მთავარ ინჟინერს სადღაც აწინაურებდნენ, ხელები დააბანინეს. მინისტრმა კიდევ გლავკის უფროსი მაგრად დაააკაჩავა ...პლიუს ოჯახს ბინა მისცეს და ბავშვებს პენსია დაუნიშნეს .....
ეხლა მითხარით......მაშ იმ კომუნისტებს ხალხი ფეხებზე ეკიდათ, ადამიანის უფლებებს არ იცავდნენ და ეს დემოკრატები ადამიანის უფლებებს იცავეეენ? მაშინ ერთი ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლეც კი მინისტრის დონეზე ადიოდა და.....ეხლა??
ეხლა ხალხი ყველას ....... განგალი ...... განგალი.......
ეხლა მშენებლობაზე ტექნიკური პერსონალი ვინააა, რა პროფესიის, კაცი ვერ გაიგებს......ვინ ექიმია და ვინ მიჩურინი კაცმა არ იცის და არც აინტერესებთ. მთავარია ნათესავ--ნაცნობი იყოს.. მორჩა კინო...პროფესიული ცოდნა კიდევ რა საჭიროა, ამ ხალხის ხოცვაში ისწავლიან რაღაცას, აბა ისე ხომ არ იქნება..
ე.ი. კომუნისტები გიჟები ყოფილან, რომ მანამ არ დარწმუნდებოდნენ პიროვნების პროფესიულ ცოდნა-განათლებაში, მანამდე მას საპასუხისმგებლო საქმეს არ ანდობდნენ ხოლმე.
ეხლააა?....ცოდნა-განათლება რაღა საჭიროა. თუ პატრონი გყავს, გინდაც ხოკეისტი იყავი, ხვალვე ქირურგად დაგნიშნავენ. მერე რააა რომ კაცს მოკლავ, ამასობაში ხომ ისწავლი რაღაცას და ა.შ
კი მაგრამ ღმერთი აღარააა?? სინდისი ნამუსი..ჩუნეეეს?? ან ამ ხალხს ღამე როგორა სძინავთ, ეს ამდენი ხალხი მშენებლობებიდან ვაშლებივით რომ ცვივიან და იღუპებიან??მშენებლობაზე მუშაობა ეხლა ომში წასვლის ტოლფასი გახდა..... ან გადარჩები ან არა..
მაგრამ ...ღმერთი დიდია...ყველას თავის წილს მოჰკითხავს-- ზოგს ჩათლახობაზე, ზოგს ნე ვიჟუს გაკეთებაზე...ზოგს სხვისი ჭირიო რომ ამბობენ და ა.შ. თანაც აუცილებლად მოჰკითხავს, აუცილებლად
ნამეტნავად ამ ასო-ებს..ათმაგად და ასმაგად....ფანდარასტების უფლებეს იცავენ და ეს ოჯახის მარჩენალები რომ იღუპებიან..სუ ფეხზე ჰკიდიათ--იქაც ბანტიო..ალბათ ეგრე იძახიან ..ეგრეც გამოდის

ეს შენობა 2008 წელს ტენდერით არის გარემონტებულიო..
ემჩნევა კიდეც


აი ზუსტად ნაცებმა დანერგეს ამ მშენებლობებზე ეს უვიცობა, ზუსტად ნაცებმა. კაკრას იმათ დაიწყეს პროფესიონალებზე მიწის მიყრა..(ყველა დარგში)
ბიჯოოო.........91 წლის მერე საქართველოში მშენებლობაზე ამწე კრანი აღარ დატრიალებულა, ახალგაზრდა მშენებელი სად გაიზრდებოდა...... ოთახშიიი??
იმიტომაცაა ამ მშენებლობებიდან ეს ხალხი ვაშლებივით პანტა-პუნტით რომ უცვივდებათ--ცვივიან
აბა უკუღმა გადაიანგარიშეთ.... 40 წლისა.... მშენებელი იქნებაააა???
მანდ მშენებელი 5 % -ც არაა
ხოოდა... აბა რაღა გიკვირთ??---ხალხის ხოცვით გადიან პრაქტიკას.
არაპროფესიონალი პედაგოგი, ექიმი და მშენებელი გამოუსწორებელ კვალს ტოვებენ ადამიანის ცხოვრებაში...ესენი კიდევ მიდიიი---ნათესავი ხაარ?-- ვსოოო...მშენებელი ხარ!.

natali

2018-02-28 23:19:35

უნებართვო მშენებლობა როგორ უნდა გაგრძელდეს? ნებართვა იმიტომ არ გაიცა, რომ იქ მშენებლობა არ შეიძლებოდა ხომ? ხოდა ახლა ყველას, ვინც ეს ხალხი შეცდომაში შეიყვანა, სამშენებლო კომპანიით დაწყებული და ზედამხედველით დამთავრებული, მხოლოდ ციხე კი არ უნდა მიუსაჯო უგულავასავით და 2 წელიწადში გარეთ გამოუშვა, ყველაფერი უნდა ჩამოართვა, გაუყიდო და დაზარალებულებს დაუბრუნო ის ფული უკან. სათითაოდ ყველას, ვისაც მეთვალყურეობა ევალებოდა და აქამდე ვერ შეამჩნია, რომ უნებართვოდ შენდებოდა იმხელა კორპუსი. მიწის თხრა რომ დაიწყეს, მაშინვე უნდა შეეჩერებინათ.

natali

2018-02-28 23:22:27

არავითარ შემთხვევაში დათმობაზე არ უნდა წავიდეს კალაძე და რომც მოინდომონ, არ უნდა მისცეს მშენებლობის გაგრძელების საშუალება. პირიქით, საკუთარი ხარჯებით უნდა მოახდენინოს დემონტაჟი. ასე, ხალხით სპეკულაციას ბოლო უნდა მოეღოს.

ფხიზელი

2018-03-01 02:02:35


natali,
გეთანხმები... დათმობის ერთი პრეცედენტი მაინც თუ გაჩნდა - დამთავრებულია!..
მერე ვერავის მოსთხოვს პასუხს და კვლავ ძველებურად გაგრძელდება ეს თავგასულობა მშენებლობაში!
აი, ეს "სვეტი" იქნება საჯილდაო ქვა კალაძისთვის!

asdf961

2018-03-01 05:43:28


ყველა ერთმანეთს ეჯიბრება მედასავლეთეობაში, მაგრამ არავინ არ ცდილობს დასავლეთის კანონები შემოიღონ თუნდაც მშენებლობაში. დასავლეთში ასეა: მშენებლობაზე დასაქმებული მუშიდან დაწყებული "გენერლით" დამთავრებული, ყველა სპეციალური ნებართვის-ლიცენზიის მფლობელია ან მუშაობს ლიცენზიის მფლობელის ჯგუფში. რაიმე დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელის პასუხიმგებლობა დგება. ეს პასუხისმგებლობა კი სასამართლოს გადასაწყვეტია და შეიძლება ლიცენზიის მფლობელს დააკისრონ მთლიანი ზარალის ანაზღაურება.

საქართველოში ამ მხრივ კომუნიზმია.

natali

2018-03-01 12:48:58

დაზარალებულები მხოლოდ ეგ ხალხია ვინც ფული შეიტანა? მთელი ქალაქი დაზარალებული არ ვართ? მშენებლობებში რომ გვაცხოვრეს მთელი ცხოვრება, დაზარალებული არ ვართ? საცხოვრებელი ადგილი რომ გაგვიუბედურეს, დაზარალებული არ ვართ?
მაგრამ ჩვენი ბრალიცაა, რატომ ვყიდულობთ ბინებს იქ, სადაც ისედაც ტევა არაა?
არ ჰქონია ქართველს ახალი ტერიტორიის ათვისების უნარი. ამას ამ ზაფხულს ბათუმში მივხვდი:))

ცარიელ პლაჟზე ორი ადამიანი რომ იყოთ მხოლოდ და მესამე ჩამოვიდეს, აუცილებლად შუაში ჩაგიჯდებათ. ეს ფენომენი ვერაფრით ამოვხსენი. თუ ვინმე ჩამოვიდა და მოშორებით დიდი ადგილი მოძებნა და იქ დასცა კარავი, რუსია ან ყაზახი:))) ამიტომაცაა ეს საქართველო ერთი ციდა. აფხაზეთი და ოსეთიო....რად გინდათ? მაინც არ იცხოვრებთ იქ, ერთ თბილისში დავეტევით ყველა, ერთმანეთს დავასხდებით თავზე.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80