მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცედურა იცვლება

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

პოლიტიკა

მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცედურა იცვლება

მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცედურა იცვლება
თამთა ქარჩავა

2018-03-01 09:30:21

სკანდალური მოსამართლეების უვავდოდ გამწესების შემდეგ, რაც მთავრობის ხელმძღვანელის და საზოგადოების პროტესტის საფუძველი გახდა, ცნობილი ხდება, რომ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცედურა იცვლება. სამუშაო ჯგუფი უახლოეს პერიოდში წარმოადგენს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ საკანონმდებლო წინადადებებს.

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე, რომელიც მედიასთან კომენტარს არ აკეთებს, ტრადიციას არც ახლა არღვევს და განცხადებას ავრცელებს. გვენეტაძის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 2017 წლის 23 მაისს დამტკიცებული სასამართლო სისტემის ხუთწლიანი სტრატეგიით, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნის, უვადოდ გამწესების სრულყოფილი სამართლიანი და გამჭვირვალე პროცედურების უზრუნველყოფის ვალდებულება იკისრა.

„საერთო სასამართლოების კორპუსი, საკანონმდებლო ორგანოს მაღალი ინტერესის გათვალისწინებით იმედოვნებს, მომავალზე გათვლილ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ახალი საკანონმდებლო განაწესის უახლოეს მომავალში მიღებას, თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის უვადოდ გამწესების წესთან დაკავშირებით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზრუნველყოფილი იქნება საკანონმდებლო ნოვაციების ზედმიწევნით შესრულება მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესში“, - ნათქვამია ნინო გვენეტაძის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ნინო გვენეტაძეს ამ დრომდე ხელი არ მოუწერია სკანდალური მოსამართლეების - მანუჩარ კაპანაძის; გიორგი გოგინაშვილის; თამარ ალანიას; შოთა გეწაძეს; ილონა თოდუას; მანანა ჩოხელის; მიხეილ ჩინჩალაძეს უვადოდ გამწესების განკარგულებაზე. მოქმედი კანონდმებლობით ნინო გვენეტაძეს აქვს უფლება ხელი არ მოაწეროს მათ დანიშვნას. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნინო გვენეტაზე, რომელმაც თავად ამცნო საზოგადოებას, რომ ძალადობის მსხვერპლია, ჯერჯერობით უცნობია.

მოსამართლეთა უვადოდ გამწესების კუთხით დაგეგმილი ცვლილებების შესახებ კონკრეტული მიმართულებები მომავალ კვირას გახდება ცნობილი. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს ღიად საუბრობენ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხზე ცვლილებების საჭიროებაზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი, რომელიც საგამოცდო ვადის შემდეგ მოსამართლეთა უვადოდ გამწესებას გულისხმობს, ცვლილებებს საჭიროებს და ამას საბჭოც აღიარებს.

„ცვლილება მოსამართლედ დანიშვნის პროცედურის დახვეწას და გაუმჯობესებას გულისხმობს. ჩვენ ასე გავიგეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივა, რომ კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებები უნდა განხორციელდეს და ამას ჩვენც ვაღიარებთ. სამუშაო ჯგუფიც აღიარებს, რომ საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 794 მუხლი, რომელიც შეეხება, სწორედ საგამოცდო ვადით დანიშნული მოსამართლეების უვადოდ გადანიშვნას, ოღონდ, ისეთი მოსამართლეების, რომელთაც სამოსამართლო უფლებამოსილების არანაკლებ სამწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვთ, საჭიროებს დახვეწას.

ეს არის სპეციალური წესი ანუ გარდამავალი წესი და აღიარებულია, რომ ამ გარდამავალ წესში არის გარკვეული ხარვეზები. ასევე გაგახსენებთ იმას, რომ როდესაც თავის დროზე თავმჯდომარე მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებებს ხელს არ აწერდა, არგუმენტი გახლდათ სწორედ ის, რომ ეს ნორმა ხარვეზიანი იყო, რადგანაც არ განსაზღვრავდა იმ მოსამართლეთა უფლებებს, რომელთაც საბჭომ უარი უთხრა თანამდებობაზე გამწესებაზე. ანუ ამ კუთხით ეს მუხლი პროცედურული თვალსაზრისით ნამდვილად ხარვეზიანია და საბჭოს უახლოეს სხდომებზე ამ მუხლის ცვლილებებთან დაკავშირებით შესაძლოა ვიმსჯელოთ“, - აცხადებს დიმიტრი გვრიტიშვილი.

ცვლილებების მომზადების პროცესში სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩართული არ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, რომლის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს ის, რომ უვადოდ მოსამართლე მხოლოდ საბჭოს ყველა წევრის თანხმობის შემთხვევაში გამწესდეს. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ საბჭოს საქმიანობა მოწესრიგდეს ყველა მიმართულებით - მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს საბჭოს თხუთმეტივე წევრის თანხმობა.

„პირველ რიგში, საჭიროა გადაწყვეტილების ღიაობა. მოსამართლე, რომელსაც ეშინია, რომ ხალხი გაიგებს მის გასაუბრებას, ვერ ივარგებს როგორც მოსამართლე. უვადო დანიშვნას თუ დავტოვებთ, მოსამართლე უვადოდ უნდა დაინიშნოს 15 ხმით ანუ საბჭოს ყველა წევრის თანხმობით. ეს შესაძლებელია და მოგვცემს საშუალებას, რომ ყველა თანაბრად მიიღებს მონაწილეობას ამ პროცესში.

გარდა ამისა, გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ქულების მიხედვით და არა ისე როგორც ახლაა, რომ ვავსებთ ქულებს და მერე დახურულ სხდომაზე „კი“ ან „არას“ ამბობ. აპარატის ადეკვატური მუშაობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. მთელი რიგი შენიშვნები მაქვს აპარატის მუშაობასთან დაკავშირებით, რადგან მთელი რიგი ინფორმაცია არ მოიძია კანდიდატებთან მიმართებაში. არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ ასევე უამრავი შენიშვნა ამ პროცესებთან დაკავშირებით“, - აცხადებს ანა დოლიძე.

იურისტის ლევან ალაფიშვილის შეფასებით, სამწუხაროა, რომ მართლმსაჯულების სისტემის პირველმა პირმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ თვითონ გამოაცხადა, რომ არის ძალადობის მსხვერპლი, მხოლოდ მას შემდგომ დაიწყო ამ თემაზე მსჯელობა, რაც დაახლოებით 100-მდე მოსამართლე უკვე გამწესდა უვადოდ. ალაფიშვილის შეფასებით, ეს გარკვეულწილად არაპირდაპირი აღიარებაა იმ საკითხისა, რომელზეც მიუთითებდა არაერთი პროფესიონალი გულშემატკივარი.

„მხედველობაში მაქვს, რომ შეფასებისთვის იუსტიციის საბჭოს არ ჰქონდა ობიექტური კრიტერიუმები. ძალადობის მსხვერპლმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ამ განცხადებით აღიარა, რომ უვადოდ მოსამართლეები დაინიშნენ დიდწილად სუბიექტური შეხედულებების მიხედვით. რამდენად იქნება საკანონმდებლო ცვლილებები მომავალში იმის გარანტია, რომ ამგვარი მოცემულობა არ გვქონდეს, ვერ გეტყვით“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

იურისტი ფიქრობს, რომ ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ქართული რეალობიდან გამომდინარე და არა იმის მიხედვით, თეორიაში რა მუშაობს კარგად.

„გვინდა, თუ არა, მოცემულობა ასეთია - ჩვენ სახელმწიფოებრიობის სულ 2 ათწლეული გვაქვს, თუმცა დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და სასამართლო ჯამურად 4 წელსაც ვერ დაითვლის. ფართო კონსენსუსით არის მისაღები გადაწყვეტილება მართლმსაჯულების სისტემის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით და ეს არ ეხება მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებებს. დაინტერესებულმა პირებმა უნდა გავითავისოთ, თუ როგორი გვინდა ინსტიტუციური დემოკრატია და როგორი გვინდა იყოს სასამართლო. დღეს ეს მექანიზმი მოქალაქეთა სასარგებლოდ სრულად არ მუშაობს“, - ამბობს ლევან ალაფიშვილი.

 

ნანახია - 2975

petrekupry

2018-03-01 09:32:10

ყველა ნ-ა-ბ-ო ------------ მოსამართლე უკვე დანიშნულია და ახალი წესები, აქა იქ დარჩენილ პატიოსან მოსამართლეებს შეეხებათ.... არ აღირსებენ მათ დანიშვნას!

imereli

2018-03-01 11:43:44

რატომ იხურებაყველა ქართული საიტი ავარიულად?! უცხოური კი არა.

natali

2018-03-01 12:12:05

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ, დღის განმავლობაში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. საკრებულოში ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი. ტელეკომპანია „ბორჯომის“ ინფორმაციით, 26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი "ქართული ოცნების" 11-მა დეპუტატმა დაუჭირა. 15-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კი აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ხელფასების საკითხი თავდაპირველად ჩავარდა, რასაც
ბორჯომის მერიის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. ისინი დღეს გაფიცვას და ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.
----------------

რა ამბავი აქვთ ხელფასების მომატებაზე:)))ძალიან ბევრი იმუშავეს, ქვეყანა ფეხზე დააყენეს და ხელფასები უნდა მოუმატონ თავის თავს აბა არა? და ეს ამდენი პოლიცია მაგათ დასაცავად:))))სადღაც ჩხუბი რომაა, თუ არ გამოიძახა ვინმემ, თვალს ვერ მოკრავ და აქ რა ამბავია.
რა უტვინოები არიან ღმერთო ჩემო!!!იმასაც ვერ ხვდებიან, რომ უკვე წაგებული აქვთ ეს ამბავი. ვაი თქვენს პატრონს!
და ჩვენსას კიდე!

papa

2018-03-01 14:06:00

იმერელი

არ შეაგინო კოლუმბს და არ დახურავენ... აქე მიშა და მისი პატრონები და ფულსაც
დაგვირიგებენ ..აგე .. ამერიკას გამოუყვია მაგისთვის ფული....
ალბათ ჩვენსასაც დღე-დღეზე დახურავენ....

papa

2018-03-01 15:20:53

petrekupry

მართალი ხარ....თუ ეს სიქიმა ნაცი მოსამართლეები უკვე უვადოდ დანიშნეს, ეხლა ცვალონ წესები რადენიც უნდათ. ისინი უკვე დამკასი არიან და ეგ წესი ალბათ პატიოსანი მოსამართლეების დასაქინძად უნდათ
ნაღდად ესე იქნება.... ნაღდად ესე

Maverick

2018-03-01 22:00:04

ახალი კანონი ასარჩევს, არჩეულ ვადიანს, უვადოს, გადავადებულს, გადასავადებელს თუ დგადაგდებულს, და ა.შ. ერთნაირად უნდა შეეხოს.

ახალი კანონით ადრე არჩეულებს უნდა გაუუქმდეს უფლებამოსილება და თავიდან უნდა გაიარონ ყველა პროცედურა ობიექტურსა და სამართლიანს ისედაც!

ან უნდა შევიდეს ყველა ნიუანსის დათვალისწინებით არაკეთილსინდისიერი მოსამართლისათვის უვადო არჩევის გაწვევის შესახებ.
---------------------------------

არიქა, მიეცით დოლიძის მატრაკვეცა ქალბატონს 15 ხმის უფლება!

მაგიც დაისვენება და ფიექარ ხანიც, ანუ პრეზიდენტი...

Maverick

2018-03-01 22:06:34

აურია ყველაფერი. ასე უნდა იყოს:

ახალი კანონი ასარჩევს, არჩეულ ვადიანს, უვადოს, გადავადებულს, გადასავადებელს, თუ დადგმულს და ა.შ. ერთნაირად უნდა შეეხოს.

ახალი კანონით ადრე არჩეულებს უნდა გაუუქმდეს უფლებამოსილება და თავიდან უნდა გაიარონ ყველა პროცედურა! ობიექტურსა და სამართლიანებთან ბოდიშს ვიხდი...

ან ახალი კანონით უნდა გაითვალისწინონ ყველა ნიუანსი არაკეთილსინდისიერი მოსამართლისათვის უვადო უფლებამოსილების შეჩერების და გაუქმების შესახებ.
---------------------------------

არიქა, მიეცით დოლიძის მატრაკვეცა ქალბატონს 15 ხმის უფლება!

მაგიც დაისვენება და ფიექარ ხანიც, ანუ პრეზიდენტი...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80