„ისეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მაღალი ხელფასები სოციალური აფეთქების საფრთხესაც აჩენს“
პოლიტიკა

„ისეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მაღალი ხელფასები სოციალური აფეთქების საფრთხესაც აჩენს“

„ისეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მაღალი ხელფასები სოციალური აფეთქების საფრთხესაც აჩენს“
მარიამ თოდაძე

2018-03-02 08:30:34

რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ხელისუფლებამ ოპოზიციას მიტინგი მოუწყო - ბორჯომის საკრებულოში დაპირისპირება მეორე დღეს უკვე ქუჩის აქციაში გადაიზარდა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები და მათი მხარდამჭერები ითხოვენ, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძემ ხელი მოაწეროს საკრებულოს დადგენილებას, რომელიც მერიის თანამშრომლების სახელფასო ფონდის მატებას შეეხება, აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ, საკრებულოს თავმჯდომარე, ზაზა ჩაჩანიძემ დატოვოს დაკავებული თანამდებობა.

„ზაზა ჩაჩანიძის და „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ბორჯომს გაუმარჯოს. ჩვენ აქ მხოლოდ ხელფასების მატების გამო არ შევიკრიბეთ. ჩვენ ვითხოვთ, რომ ჩვენი შრომის ანაზღაურება ავიღოთ იმიტომ, რომ ბორჯომი უფრო გალამაზდეს. არ შეიძლება ერთი ღვარძლიანი ადამიანის ინტერესებს შეეწიროს ბორჯომის მოსახლეობა“, - განაცხადა საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კვირკველიამ.

„ქართული ოცნების“ წევრების თქმით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება იქამდე, სანამ ზაზა ჩაჩანიძე დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს.

„მე დაველოდები აქციას, გავიგებ კონკრეტულად თუ რას ითხოვენ. მათ უნდა დაასაბუთონ, რატომ მოითხოვენ ჩემს გადგომას. მე ბორჯომის მოსახლეობის მიერ ვარ არჩეული. მე ვიმოქმედებ ისე, როგორც დასჭირდება ბორჯომს და არა ისე, როგორც უნდა ირაკლი კვირკველიას“, - განაცხადა ზაზა ჩაჩანიძემ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბოლო ორი დღეა, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. საკრებულოში ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი. ხელფასების საკითხი თავდაპირველად ჩავარდა, რასაც ბორჯომის მერიის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა.

სავარაუდოდ, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ბორჯომში სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული, თუმცა მათ საკრებულოს თავმჯდომარეც არ შეუშვეს შენობაში(?!).

თემას გაგრძელება საქართველოს პარლამენტშიც მოჰყვა - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასა და კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ნიკა მელიამ კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიას უნამუსო უწოდა - გაბუნიამ აღნიშნა, რომ მოვლენების ესკალაცია ბორჯომში ნიკა მელიასა და სერგო რატიანის ჩასვლას მოჰყვა.

ექსპერტი, სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ ჩვენს ქვეყანაში დაიბუდა მუდმივმა შფოთმა რომელიც სერიოზული ზიანის მომტანია ქართული სახელმწიფოთვის.

„ის რეალობა, რომელშიც აღმოვჩნდით, გვიჩვენებს, რომ დღევანდელი საქართველოს ფასეულობათა ჩამონათვალში არ შედის ადამიანი. წარსულში დარჩა სიტყვები პატრიოტიზმი, პროფესიონალიზმი და ა.შ. ფასეულობათა სათავეში კი მოექცა ფული“,- აცხადებს ცისკარიშვილი.

როგორც სისო ცისკარიშვილი მიიჩნევს, ნაციონალები მიჩვეულები არიან პროვოკაციების მოწყობას, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ხელისუფლებამ ბორჯომში „წამოჰკრა ფეხი“ თავის ასპროცენტიან ოცნებას, ამას კი ხელისუფლებისთვის უნდა გაეჩინა მოტივაცია, გაეანალიზებინა, თუ რატომ განიცადეს ამ რეგიონში მარცხი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

„საქმე ის არის, რომ არც ყოფილ და არც დღევანდელ პოლიტიკურ ძალას არც კი უცდია, თვითკრიტიკით მისდგომოდა საკუთარ ქმედებებს და ამიტომაც ვხედავთ, როგორ ემსგავსება ეს ორი პოლიტიკური ძალა ერთმანეთს და სამწუხაროდ, ფაქტები მეტყველებს ამაზე. სწორედ ამის გამოძახილია, რასაც ბორჯომში ვადევნებთ თვალს. თუ რეალურად გვინდა ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია, არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ საზოგადოებაც უნდა გამოფხიზლდეს“,- თვლის ცისკარიშვილი.

სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ის, რაც ხდება ბორჯომში ერთ რამეზე მეტყველებს, არც ბორჯომში დასამარცხებლად იყო მზად დღევანდელი ხელისუფლება და არც ბორჯომის თემის პარლამენტში განსახილველად, რაც მის სისუსტეზე მეტყველებს.

„ძალიან მწირი რეპერტუარი აქვთ ამ დიდ პარტიებს იმ როლის შესასრულებლად, რასაც ჰქვია ქვეყნის მართვა. სამწუხარო ის არის, რომ ისეთი ოპოზიციური პარტიები როგორიც დღეს გვყავს, ლაპარაკობენ ხელისუფლების ღორმუცელობაზე. ხელისუფლებას კი იმის ნაცვლად, რომ სპეცრაზმები შეეყვანა ბორჯომში, უკეთესი იქნებოდა ძალაუფლება უფრო სასარგებლო საქმეებისთვის მოეხმარებინა - არ სჭირდებოდა ამას ასეთი დავიდარაბა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგებოდა - დასავლეთის თვალშიც პლუსებს ჩავიწერდით, რომ ნახეთ, რა ხდება ბორჯომში და ეს არის ხელისუფლების დემოკრატიულობის მაგალითი“,- აცხადებს ცისკარიშვილი.

ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ის რაც ბორჯომში ხდება, საკმაოდ ბანალურია, სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ამას დიდი პოლიტიკური პროცესები არ მოჰყვება.

„ლაპარაკობენ, რომ ვიღაცეები ჩავიდნენ და გააღიზიანეს ის ხალხი, მაგრამ მეორე მხრივ, ეს პოლიტიკაა და ერთი მხარის შეცდომას მეორე მხარე ყოველთვის გამოიყენებს. ასე რომ, ამ მხრივ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა - ოპოზიციამ შეცდომა დააშვებინა „ქართულ ოცნებას“ და შემდეგ ეს გამოიყენა. მთავარია, რომ შეცდომა არ იყოს დაშვებული“,- მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე.

ხომ არ გახდება ეს ყველაფერი მოტივაცია ხელისუფლებისათვის, რომ შემდეგ არჩევნებში არც ერთი საპასუხისმგებლო კვოტა არ დაუთმოს ოპოზიციას, რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ნაკლებად სავარაუდოა ეს იყოს წამყვანი თემა, რადგან ასეთი გეგმა რომ ყოფილიყო, ჯერ კიდევ არჩევნების დროს იზრუნებდა ხელისუფლება, მსგავსი პრეცენდენტი არ დაეშვა.

„ხალხი შელაპარაკებისას ხოცავს ერთმანეთს, ისეთი იმპულსურები ვართ და პოლიტიკური პროცესის დროს შელაპარაკება რატომ გაგვიკვირდა? - არ მგონია, ამ ყველაფერში დიდი სტრატეგიული ჩანაფიქრი ყოფილიყო“,- მიიჩნევს საყვარელიძე.

კიდევ ერთი თემა, რაც ნამდვილად არის ემოციის გამომწვევი საზოგადოებაში, ეს არის ჩინოვნიკების ხელფასები. როგორც რამაზ საყვარელიძე აცხადებს, ამ მიმართულებით პრობლემა არსებობს, რომელიც ქვეყნის მიერ არის გადასაწყვეტი.

„უკვე დიდი ხანია, ანუ მას შემდეგ, რაც კორუფციასთან ბრძოლა გახდა აქტუალური თემა, დასავლელი პარტნიორების რჩევაც იყო, რომ უმჯობესია, იყოს მაღალი ხელფასები სახელისუფლებო სტრუქტურებში. ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს. ოპოზიციური პარტიები მარტო იმას ამბობენ, რომ ხელფასები აქვთ ჩინოვნიკებს მაღალი, და ამას ის პარტიები ამბობენ, რომლებმაც თვითონვე ასწიეს ხელფასები. მათთან დისკუსიაში არაერთხელ იყო ნათქვამი, რომ ხელფასები კორუფციის პრევენციის მიზნით არის მაღალი, თუმცა მეორე მხრივ, ეს არ გამორიცხავს კურუფციას და სხვა ქვეყნებშიც ხდება მაღალი თანამდებობის პირების გასამართლება კორუფციის ბრალდებით, რომლებსაც ასევე, მაღალი ხელფასები აქვთ“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მისივე შეფასებით, ისეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მაღალი ხელფასები სოციალური აფეთქების საფრთხესაც აჩენს. დასავლეთი ხშირად საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით იძლევა რეკომენდაციებს და ავიწყდება, რომ სოციალური ფონი მათთან და ჩვენთან განსხვავებულია.

„ასეთი ტიპის ნაბიჯებმა შეიძლება სოციალური აფეთქება გამოიწვიოს - ეს არ უნდა გამოვრიცხოთ. არის სხვა საფრთხეც, გარანტირებულმა მაღალმა ხელფასმა შეიძლება, ისე გააზარმაცოს ჩინოვნიკი, რომ დაკისრებული მოვალეობა სათანადაოდ აღარ შეასრულოს. გარდა იმისა, რომ მოსახლეობას ვუშლით ნერვებს, ჩინოვნიკებსაც ვაფუჭებთ, ამიტომ ბევრი ხარვეზის შემცველია კორუფციასთან ასეთი მეთოდით ბრძოლა“, - თვლის რამაზ საყვარელიძე.

ერთი რამ ცხადია, სოციალური სამართლიანობისკენ რომ მიდიოდეს ქვეყანა, ბორჯომშიც არ შეიქმნებოდა ჩინოვნიკების ხელფასების გამო საგანგებო მდგონმარეობა, მაგრამ როგორც რამაზ საყვარელიძე აღნიშნავს, ასეთ შემთხვევაში დაპირისპირების თემა შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა რამ და არა ჩინოვნიკების ხელფასები.

რაც შეეხება ხელფასების თემის მოგვარებას, ექსპერტი თვლის, რომ მესამე სექტორიც უნდა გააქტიურდეს ამ მიმართულებით და ოპოზიციამ პრობლემის მოგვარება კი არ უნდა მოითხოვოს, არამედ თავად უნდა შესთავაზოს ხელისუფლებას ისეთი საკანონმდებლო ინიციატივები, რაც კორუფციასთან ბრძოლასაც გაააქტიურებს და სოციალური სამართლიანობისკენაც დაძრავს ქვეყანას.

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე სავარაუდოდ, ხელს მოაწერს მერიის სახელფასო ფონდის ზრდას, მან განაცადა კიდეც, რომ თუ დაუსაბუთებენ, რომ საკრებულოს სხდომა ლეგიტიმურად ჩატარდა, დოკუმენტს ხელს მოაწერს. თუმცა თავად ფაქტი, რამაც ასეთი აურზაური გამოიწვია, ნაკლებად სავარაუდოა, ხაზს უსვამდეს ხელისუფლების პოლიტიკურ მოწიფულობას.

ნანახია - 2866

natali

2018-03-02 11:07:00

ხელფასები კი არ უნდა მოუმატო, ყველა უნდა გამოყარო იქიდან!
უსინდოსები და თან მაგარი უტვინოები!

natali

2018-03-02 11:11:14

უსინდისოები:))))

"უსინდოსი"...რა საინტერესო სიტყვა გამომივიდა შემთხვევით:))))

tngh

2018-03-02 11:57:19

ცუდი არ არის, რომ საჯარო მოხელეების ხელფასებზე კონტროლი არსებობს... მაგრამ, ისიც უნადა ვიცოდეთ, რომ მათ მაკონტრებელელ "მეგრანტეებს", საჯარო მოხელეებზე გაცილებით მეტი შემოსავლები აქვთ. გაისეირნეთ შარდენზე და ახვლედიანზე, და ნახავთ როგორ არიან წამოსკუპებულები იქ არსებულ უძვირფასეს ბარ-კაფე-რესტორნებში... მევახშე "ბანკირებზე" და თავისუფალ "ჟურნალისტებზე" ლაპარაკიც კი ზედმეტია.

cugo

2018-03-02 12:10:57

ნიკა მელიას,ხათუნა დეკანოიძეს და საერთოდ ნაციონალურ ხელისუფლებას რა აქვს სალაპარაკო.რასაც ახლა სახელმწიფო აფინანსებს:ჯანდაცვა,სასკოლო სახელმძღვანელოები,მშობიარობა,ბაგა-ბაღი ფასიანი ჰქონდათ.სამჯერ და ოთხჯერ მეტ დანამატებს და პრემიებს იღებდნენ.ამასაც არ ჯერდებოდნენ და ბიუჯეტის ფულით დადიოდნენ დასასვენებლად.მაგალითად დავით ბაქრაძე და ლევან ვარშალომიძე მიხეილ სააკაშვილთან ერთად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფულით ისვენებდნენ საზვარგარეთ და 128 ათ. ლარი დახარჯეს.ბიუჯეტის ფულით იმყოფებონენ დასასვენებლად საფრანგეთში გოკა გაბაშვილი,პეტრე ცისკარიშვილი,გიორგი არველაძე.არჩევნების გასაყალბებლად გიგი უგულავამ 48 მლნ. ლარი მოიპარა.მაშინ როდესაც ხალხი სამკურნალოდ სახლს აგირავებდა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მილიონობით ფული წაიღო არჩევნების გასაყალბებლად ჯანდაცვის ბიუჯეტიდან.ნაციონალები თავიანთ კოლეგა ქალბატონებს დაბადების დღეს ბიუჯეტის ხარჯზე უხდიდნენ და საჩუქრებს ბიუჯეტის ფულით ყიდულობდნენ.გიგი უგულავა ქალაქის მერი რომ იყო მშობლება თითო ბავშვზე 50 ლარს ახდევინებდა ბაღის ფულს,ამ დროს თავის კოლეგებს 70 კაცს ორი წელი სახლში უგზავნიდა ფულს,თითოეულას 3 ათ. ლარს თვეში.ასეთ ხალხს პატლამენტში ჯდომის კი არა ლაპარაკის უფლება არ უნდა ჰქონდეს.გიგი უგულავა, ეს ნაძირალა,გუშინ გაასამართლეს 48 მლნ.გაფლაგვისათვის და დღეს კენჭს იყრის მაჟორიტარად.მაგას არავინ არ აირჩევს მაგრამ,დავუშვათ რომ აირჩიონ რაზე უნდა ილაპარაკოს ამ კრიმინალმა პარლამენტში.

antoni

2018-03-02 16:39:26

მეცოცხეებს სალაპარაკო რომ არა აქვთ ეს ერთია, მაგრამ რაც ხდება ნორმალურია? პენსიონერს ეუბნები 180 ლარი იკმარე მე კი 2650 არ მყოფნისო; ღორობა არაა?
გამკითხავიც რომ არავინაა?
თან რა უსირცხვილო კამპანიაა - ხელფასის მომატებაზე ხელს თუ არ მოაწერთ, მიტინგებს მოგიწყობთო(?!) ფეხებზე ჰკიდიათ ერი და ბერი

cugo

2018-03-02 18:25:22

ანტონი,
რა თქმა უნდა 180 ლარი არ არის საკმარისი,მაგრამ რომელი ჯობია პენსია გაიზარდოს თუნდაც 50 ლარით ყოველ წელს და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებისთვის სახლი დააგირავო,ან მშობიარობაზე 400 დან 800 ლარამდე იხადო,თითო ბავშვის სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფაზე მინიმუმ 150 ლარი დახარჯო.ნაცები ყოველწლიურად მაქსიმუმ 20 ლარს უმატებდნენ პენსიას,ხოლო ბაღში თითო ბავშვზე 50 ლარს ახდევინებდნენ.მარტო ბაღის გადასახადით აგებდა ხალხი ყოველთვიურად 30 ლარს.ახლა ეს ყველაფერი რაც ზემოთ ჩამოვთვალო უფასოა და ეს ფული ხომ რჩება ოჯახს.ხალხი მძიმე მდგომარეობაშია მაგრამ ნაცების ხელისუფლების პერიოდთან შედარებით არ გაღარიბებულან,პირიქით სახელმწიფოს მიერ ზემოჩამოთვლილი სოციალური პროგრამების დაფინსებით ნაცების პერიოდთან შედარებით მოსახლეობის შემოსავალი გაიზარდა.მართალია ფასებმა მოიმატა მაგრამ ფასების მატებას უსწრებს სოციალური პროგრამების დაფინანსება.ფასები დროთა განმავლობაში ყოველთვის მატულობს.ფასების ზრდაზე რომ აპელირებენ ნაცები,მათ დროს მეტროთი მგზავრობა გაიზარდა 100%-ით,ავტობუსების 60%-ით.და ყველაზე მთავარი:ნამდვილი სოციალური დაცვა არის სოციალური თვითდაცვა.ადამიანი იმას კი არ უნდა ელოდებოდეს,როდის დაუფინასებს სახელმწიფო აუცილებელ ხარჯებს.სახელმწიფომ უნდა შექმნას იმის გარანტი ადამიანებმა საკუთარი შრომით და შემოსავლებით შეძლონ არსებობა.ამის მიღწევას ცდილობს დღეს სახელმწიფო.ნაცების მსგავსად ყველაფერი ფასიანი რომ იყოს სახელმწიფოს შეეძლება მკვეთრად გაზარდოს პენსია.ყველაფრის ერთად მიღწევა ვერ ხერხდება.ნაცები არც ერთ სოციალურ პროგრამას არ აფინასებდნენ და არჩევნების გასაყალბებლად ათეულ მილიონებს იპარავდნენ.

natali

2018-03-02 19:52:16

cugo
ეგ რა შუაშია იმასთან, რომ უსაქმურ საკრებულოს წევრებს თურმე ხელფასი არ ჰყოფნით და მეტი უნდათ? დარწმუნებული ვარ რომელიმე მათგანს მაღაზია რომ ჰქონდეს და ვინმე დაიქირაოს, 300 ლარზე მეტს არ მისცემს ხელფასს მთელი დღე მუხლჩაუხრელად მუშაობაში.
თუ არ მოსწონს მაგ ხელფასზე მუშაობა, წავიდეს და სხვა მოვა, რომელიც შეიძლება მაგის ნახევარ ხელფასზეც იყოს თანახმა. ჩვენ, გადასახადების გადამხდელები ვუხდით მაგათ ხელფასებს და ერთი მკითხე მე თვეში რამდენი მრჩება? რატომ უნდა გადავუხადო მაგას იმაზე მეტი, ვიდრე მე მაქვს?რას აკეთებს ამის ფასს?
გამოყარეთ ეგენი ყველანი მაქედან!

natali

2018-03-02 19:56:11

თუ ხელფასს რომ მოუმატებ ჭკუა მოემატება და რამე ბიზნესის განვითარებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ მეტი ადამიანი გახდეს თვითდასაქმებული და მეტი ადამიანი გახდეს გადამხდელი?

natali

2018-03-02 19:58:47

პატრული მაგათ კი არ უნდა ედგეთ დასაცავად, (დაუჭამიათ ერთმანეთი:)), აგერ ეზოდან რომ ვერ გავსულვარ, ტროტუარზე რომაა მანქანები გაჩერებული და გზას მიკეტავენ, მხოლოდ ისინი რომ აჯარიმოს, მარტო ეგ ეყოფა ბიუჯეტს:))

natali

2018-03-02 20:32:35

ისეთ რაღაცას აკეთებენ, რომ გინდოდეს მხარს ვერ დაუჭერ. ესაა უტვინობის უმა/ღ//ლ/ესი გამოვლინება. რა უნდა ასეთი დონის კრეტინს საკრებულოში? გული მიგრძნობს მაგათ ხალხი სულ პანჩურებით გამოყრის.

davituna

2018-03-03 08:52:00

ნატალი,ედიკას დროს 60 ლარი მქონდა ხელფასი,მინისტრს-100,ედიკას-120! რას ვერჩოდით მაშინ იმ ,,პატიოსან ხალხს?,, )))არ შეიძლება საჯარო მოხელე 450 ლარზე ამუშავო,გზის ფულად არ ეყოფა და აიღებს ქრთამს, აბა რას იზამს? 2650 ლარზე არ არის აქ ლაპარაკი,როგორც შენ წერ,არამედ 450 ლარიდან 800 ლარამდე გაზრდამდე,რაც მაინც ცოტაა-დღეში 27 ლარიც არ გამოდის. სხვა მოვაო ,რომ წერ ,იყვნენ უკვე.....
მაგალითად,სააკაშვილმა და ბობოლა ნაცებმა დღემდე არ იციან,ხელფასი რამდენი ჰქონდათ-რაში აინტრესებდათ,რო?! (((
ეს ვითომ,,პატრიოტები,, ნაკლები ხვითოები არ გეგონოს-მაგათ ,,სასტავს,, გადახედე -კორუმპირებულების ბუდეა!

natali

2018-03-03 11:13:10

ივანიშვილსაც მასე ეგონა, ნაცებს ჩამოურიგათ საკუთარი ჯიბიდან დიდი ხელფასები, ქრთამებს არ აიღებენო. 48 მილიონი ვერ მოღუნა უგულავამ?
მექრთამე ადამიანს ხელფასით გააძღობ?
გარდა ამისა, რომ მიდიოდა სამსახურში, არ იცოდა რამდენი ექნებოდა? თუ არ აწ/ყობდა, ვინ ექაჩებოდა?
და კიდევ, რაც მთავარია....
მთელი ბორჯომი განაწყვეს საკუთარი თავის და მთელი ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ, ამას მოხერხება არ უნდა? დღეს რომ არჩევნები ჩაატარო, ბორჯომში ეგენი ერთ ხმასაც ვერ მიიღებენ. ამისთანა უტვინოს, რა უნდა საკრებულოში? ასეთს ქალაქის ბედი როგორ შეიძლება ანდო?
რაც შეეხება პატრიოტებს.....
ადამიანი თავის შვილს ევროპაში რომ გაუშვებს და მე რუსეთში მიშვებს, ძალიან დეგენერატი უნდა ვეგონო, რომ ჰგონია დამაჯერა ვითომ ჩემზე ზრუნავს:)))

natali

2018-03-03 11:19:42

ხოოო....
2650 მე არ დამიწერია. არც ვიცი რამდენი აქვთ ხელფასი და არც მაინტერესებს, ამას მნიშვნელობა არა აქვს. 300 ლარი იყოს გინდაც. როგორც ჩანს 450 ლარიც ბევრია მაგათთვის.
არა კაცო, ქვეყანა ამისთანა ჭაობშია, ხალხი რა დღეშია, რა იმედით შეჰყურებდნენ მაგათ და ეგენი კიდე ფულზე ჩხუბობენ.
თვითონ ოცნებამვე სულ კინწისკვრით უნდა გამოყარონ ეგენი ყველანი მაქედან.

natali

2018-03-03 13:06:07

და კიდევ

როგორც ვიცი, ედიკას დროს მშენებლობაზე ნებართვები გაიცემოდა ქრთამებით, მაგრამ მხოლოდ იქ, სადაც მშენებლობა შეიძლებოდა. ხოდა ედიკას მერე ქალაქის გამოსწორება შეიძლებოდა. აი მერე მშენებლობები მიდიოდა იქ, სადაც არ შეიძლებოდა მშენებლობა. ნებართვებიც გაიცა იმ უკანონო ნაგებობებზე, შევარდნაძის დროს ნებართვა რომ არ მისცეს. და ახლაც უნებართვოდ მიდის მშენებლობები და მერე იღებენ ნებართვებს. ამიტომაც ამ ქალაქის შველა უკვე პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგრამ კიდევ უფრო დიდი უბედურება ისაა, რომ კიდევ უნდათ გააგრძელონ მშენებლობები. უნებართვო მშენებლობის მშენებელი და ქალქის დამანგრეველი,ხალხის გამოყვანით იმუქრება, იმ ხალხის, ვინც მოატყუა და უნებართვო მშენებლობაში ფული შეატანინა.
მაგრამ მინდა გითხრათ რომ დიახ, მერიაც დამნაშავეა, ზედამხედველობის სამსახურს ეძინა? რისთვის ვუხდით ხელფასებს? (მაგათაც ალბათ ეცოტავებათ ის ხელფასები), როგორ ააშენა მშენებელმა უნებართვოდ 5-6 სართული? ზოგან პატრულიც კი ჰყავდათ გამოძახებული მიმდებარე კორპუსების მცხოვრებთ და ოქმები დევს, მაგრამ მაინც გრძელდებოდა მშენებლობები. როგორ? რემონტს რომ აკეთებ, სადარბაზოში უნდა დააგროვო ტომრებით ნაგავი, მერე მოიყვანო მანქანა და გაიტანო, ეზოში, შენს წითელ ზოლში ვერ დააგროვებ ერთი დღე, სახლში დაგადგება ზედამხედველობის სამსახური დასაჯარიმებლად.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80