რეგიონებში სოციალური პროტესტი ძალას იკრებს
ეკონომიკა

რეგიონებში სოციალური პროტესტი ძალას იკრებს

რეგიონებში სოციალური პროტესტი ძალას იკრებს
ბექა დანელია

2018-03-03 21:43:15

ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში სოციალური სახის პროტესტმა იმატა. აღმოსავლეთ თუ დასავლეთ რეგიონებში ხალხი დასაქმებისა და შემოსავლის შენარჩუნების მოთხვონით ქუჩაში გამოდის. საარჩევნო წელს ასეთი დაძაბულობა ხელისუფლების ინტერესში არ შედის, მაგრამ ვითარების დარეგულირება თანდათან უფრო რთულდება.

დაბა აგარაში, კომპანია „აგარის შაქრის“ თანამშრომლებმა, პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად, საპროტესტო აქცია გამართეს. მონაწილეები ქარხნის ამუშავებას და ამასთან, კომპენსაციის გაცემას ითხოვენ. „აგარის შაქარმა“ ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში შეწყვიტა მუშაობა.

ქარხნის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში შემოდის დაბალხარისხიანი, უცხოური პროდუქცია და დაბალი ფასის გამო, კომბინატი კონკურენციას შემოტანილ შაქარს ვერ უწევს.

გარდა ამისა, პროფკავშირების წარმომადგენლთა განცხადებით, „აგარის შაქრის“ კომპანიის ეტიკეტით სხვადასხვა პროდუქციას ყიდის და ამაში ჩართულია ქარხნის ადმინისტრაცია.

ქარხანაში 481 თანამშრომელია და მათი უმრავლესობა აგარის მცხოვრებია. ისინი პრობლემის გადაწყვეტაში სახელმწიფოს ჩართვას და პრემიერთან შეხვედრას მოითხოვენ.

დაძაბულობაა ქუთაისშიც. რამდენიმე მერიასთან შეკრებილი გარემოვაჭრეები ადგილობრივი მთავრობისგან გარე ვაჭრობის შესაძლებლობის მიცემას ითხოვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი პერმანენტული აქციებითა და გზების გადაკეტვით იმუქრებიან.

„გვაცადონ, პურის ფული ვიშოვოთ და ვირჩინოთ თავი. ყველანი პენსიონერები ვართ და პენსია არ გვყოფნის წამლის ფულად“, -აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

ქუთაისის მერია გარე ვაჭრობის აკრძალვას 1-ლი მარტიდან შეუდგა, რაც ეტაპობრივად მთელი ქალაქის ტერიტორიაზე განხორციელდება. უკვე დაცარიელებულია ქალაქის ცენტრალური ნაწილი, სადაც გარემოვაჭრეები ისხდნენ. მერიაში განმარტავენ, რომ მათ უკვე მოილაპარაკეს ბაზრების ხელმძღვანელებთან, რომლებიც მზად არიან, გარემოვაჭრეებს სამი თვით უფასოდ გამოუყონ დახლები.

უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ გარე ვაჭრობას ზუგდიდში. ხალხი უარს ამბობს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილ ადგილებში ვაჭრობაზე იმის გამო, რომ ახალ ტერიტორიაზე მუშაობას ვერ ახერხებენ. დაძაბულოაბამ პიკს ზუგდიდის საკრებულოში მიაღწია. საკრებულოს სხდომას გარემოვაჭრეები და დევნილები ესწრებოდნენ.

საკრებულოს თავმჯდომარეს, დეპუტატებსა და მოქალაქეებს შორის სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. გარემოვაჭრეები, სოციალურად დაუცველები და დევნილები მმართველი გუნდის წარმომადგენლებს კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემას სთხოვდნენ. დაპირისპირება და ხმაური სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.

ერთ-ერთმა მოვაჭრემ მარინა ფარულავამ იკითხა, თუ რატომ აქვს გადასახდელი თვეში 30 ლარი მაშინ, როცა მერია მოვაჭრეებს გასახადებისგან 6 თვით გათავისუფლებას დაჰპირდა. ფარულავამ ხელისუფლებას მატყუარა უწოდა.

„ამ ადგილებში ძალით შეგვიყვანეს. არ გვაქვს პირობები, პურიც ვერ მიგვაქვს სახლში და დაცვის ფული 30 ლარი გადაიხადეთო. თქვენ ჩვენი ამბავი არ გაინტერესებთ, გაგვეცით ამაზე პასუხი“, - მიმართა ფარულავამ მამუკა წოწერიას.

საკრებულოს თავმჯდომარემ გარემოვაჭრეებს უპასუხა, რომ ისინი არა კონკრეტული პრობლემის განსახილველად, არამედ ხმაურის ასატეხად იყვნენ მისულები. რაც შეეხება გადასახადს, წოწერიამ განმარტა, რომ საკითხში გაერკვევა.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გარემოვაჭრეები საკითხის მოუგვარებლობის შემთხვევაში აქციების გაგრძელებით იმუქრებიან.

ნანახია - 982

რეალობა

2018-03-03 21:49:55

ამიტომ არ უნდა აიღოთ არჩევნების დღეს 50 ლარი. დაგიკიდეს ხომ უკვე?

Maverick

2018-03-03 22:48:08

რეალობა-ს:

შენ დიდი ხნის დაკიდებული და გადაფარჩხული ხარ!

ამატ კი ჩვენ მივხედავთ და დამსახურების მიხედვით დავიკიდებთ!

tngh

2018-03-04 17:24:35

ნებისმიერი მშენებლობის და ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან რეგიონის მაცხოვრებლები. დღე არ არის, რომ საპროტესტო აქცია არ გამართონ მშენებლობების შეჩერებების მოთხოვნით. კარგი ცხოვრება, მაღალი პენსიები და სამუშაო ადგილები კი, ნებავთ. საიდან??? იქნებ თქვენ აგვიხსნათ პატივცემულო!!!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80