რა შეუთვალეს სააკაშვილს ციხიდან მერაბიშვილმა, უგულავამ და ბაჩანა ახალაიამ?
რეტრომედია

რა შეუთვალეს სააკაშვილს ციხიდან მერაბიშვილმა, უგულავამ და ბაჩანა ახალაიამ?

რა შეუთვალეს სააკაშვილს ციხიდან მერაბიშვილმა, უგულავამ და ბაჩანა ახალაიამ?
„ალია“, 6 იანვარი, 2015 წელი

2018-03-08 12:26:06

14 იანვარს პოროშენკო საქართველოს მოსახლეობას სიურპრიზს ჰპირდება. უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება შესაძლოა, თავად უკრაინელი ხალხისთვის აღმოჩნდეს ძალიან ცუდი სიურპრიზი, თუკი ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე საქართველოში ორი ძებნილიდან ერთ-ერთზე შეაჩერებს არჩევანს. ამ პოსტზე განიხილებიან ზურაბ ადეიშვილი და მიხეილ სააკაშვილი. სხვათა შორის, 5 დეკემბერს სოციალური ქსელი აჭრელდა ინფორმაციით, თითქოს ალბანეთში ზურაბ ადეიშვილი დააკავეს. ინფორმაციის წყაროდ სახელდება თავდაცვის სამინისტრო.

"ალიამ" გადაამოწმა შესაბამის სტრუქტურებში ინფორმაცია და მისი დაკავების შესახებ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ნანატრი ოცნება არ დადასტურდა. ადეიშვილის დაჭერასთან დაკავშირებით მყისიერი კომენტარი "ნაცმოძრაობამაც" გააკეთა და უარყო ინფორმაცია. თუმცა, ერთი რამ შეიძლება თამამად ითქვას, უკვამლოდ ცეცხლი არ ჩნდება და როგორც ჩანს, 2015 წელს "ნაცმოძრაობის" ლიდერებს მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს შესაძლოა, მართლაც შეექმნათ სერიოზული პრობლემა, თუკი ხელისუფლება ვერ მოახერხებს მათ დაპატიმრებას, მაშინ, ეს ხელისუფლება უნდა ელოდოს რევანშს. ფაქტია, რომ სააკაშვილი ტყუილად არ დაძრწის და მას სერიოზული ჩანაფიქრები აქვს ქვეყანაში დასაბრუნებლად.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე "ალიასთან" ინტერვიუში საინტერესო მინიშნებებს აკეთებს და აცხადებს:

- რაც შეეხება სააკაშვილისა და "ნაციონალების" პროპაგანდას, თითქოსდა ისინი არიან უკრაინის გადამრჩენლები, ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი უაზრობა და გეტყვით, რას აპირებს სააკაშვილი საკუთარ გუნდთან ერთად, როგორ აპირებენ ისინი უკრაინის ფაქტორის გამოყენებას თავისი რევანშისტული მიზნებისთვის. მანამდე კი პირადად მიხეილ სააკაშვილს კითხვას დავუსვამ, როცა სხვის შვილებს ეპატიჟება უკრაინაში საომრად, რატომ არ ეპატიჟება ის საკუთარ ვაჟს, რომელიც უკვე სრულწლოვანია, წესით, ჯარში უნდა იყოს გაწვეული, დღეს უცხოეთში ერთ-ერთ პრესტიჟულ სასწავლებელში სწავლობს და სხვადასხვა ქალაქებში პრესტიჟულ პლაჟზე ნებივრობით არის დაკავებული. ეს არის სააკაშვილის პატრიოტიზმი, როცა მისი შვილი - ედუარდ სააკაშვილი მაიამის პლაჟზე ისვენებს. ძალიან დიდ პატივს მივაგებ იმ მებრძოლს, რომელიც უკრაინაში დაიღუპა, ასევე ყველა იმ ადამიანს პატივს ვცემ, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის, მაგრამ სააკაშვილს არა აქვს ამის მოწოდების უფლება, აჩვენოს სხვებს მაგალითი და პირველ რიგში თავის შვილს უხმოს უკრაინის ფრონტის ხაზზე. უზნეობაა, როცა "ნაციონალები" საკუთარ შვილებს მალავენ და ამ დროს სააკაშვილი სხვის შვილებს მოუწოდებს, უცხო ქვეყანაში იომონ.

ახლა რაც შეეხება იმას, რა ხდება უკრაინაში. უკრაინაში ჩაყვანილი ჰყავთ ე.წ. გენერალი კალანდაძე, რომელმაც, მოარული ხმებით, თითქოს იარაღით საკუთარი თავი დაიჭრა და თავისი რაზმი მიატოვა. გაგანია ომის დროს თვითონ თბილისში იყო და მისი მებრძოლები იქ იხოცებოდნენ. მოკლედ, ეს ე.წ. გენერალი კალანდაძე ჩასულია უკრაინაში და მას დავალებული აქვს უკრაინაში შექმნას შეიარაღებული ფორმირება, რომელიც უშუალოდ "ნაციონალური მოძრაობის" გავლენის ქვეშ იქნება და შესაბამის მომენტში შეასრულებს მიხეილ სააკაშვილის დავალებას.

დასავარაუდოდრა იქნება ეს დავალება?

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კალანდაძე, სააკაშვილი და მათი ამფსონები, რომლებიც უკრაინაში არიან გადაბარგებულნი, ქართველ მებრძოლებს აიძულებენ, ერთგულების ფიცი დადონ სააკაშვილის წინაშე და განახორციელონ ყველა ის დავალება, რომელსაც სააკაშვილი მათ აძლევს. რა მისია დაევალებათ, რა თქმა უნდა, ძნელი გამოსაცნობი არ არის. ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ "სკაიპის" მეშვეობით კალანდაძე და მისი ამფსონები უკავშირდებიან ჩვენი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს და კატეგორიულად სთხოვენ, საქართველოს სამსახურში აღარ იყვნენ ისინი და წავიდნენ მათთან უკრაინაში, რაც, რა თქმა უნდა, გაუგონარი დანაშაულია. ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს მოქმედ სამხედროებზე, რომელსაც კალანდაძე და მისი ამფსონები ე.წ. ვერბოვკას უკეთებენ.

ახლა რაც შეეხება სააკაშვილის გეგმებს, მან მშვენივრად იცის, რომ საქართველოს მოსახლეობა არ აპატიებს იმ დანაშაულებს, რაც მას და მის გუნდს აქვს ჩადენილი. ამიტომ მას აქვს ერთადერთი გზა, ეს არის რევანშის განხორციელება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ვანო მერაბიშვილისგან, გიგი უგულავასგან, ბაჩანა ახალაიასგან შემოთვლილი აქვს მას, რომ ჩვენ ციხეში ვსხედვართ, შენ გისოსებს მიღმა ხარ, ასე დიდხანს არ ვაპირებთ გაჩუმებას, თუ რამე არ მოიმოქმედე, შორს არ არის ის დრო, როცა ავლაპარაკდებითო... დიახ, ისინი იტყვიან, ვინ იყო კონკრეტული დანაშაულის შემკვეთი და რა თქმა უნდა, ხელს დაადებენ სააკაშვილს. ეს სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის და მათი მხრიდან ერთგვარი შანტაჟის ქვეშ იმყოფება. ფაქტობრივად, ის გამოუვალ მდგომარეობაშია და თუ რაიმე არ მოიმოქმედა, განწირულია, ის აღმოჩნდება საერთაშორისო დამნაშავე, დაახლოებით ისეთი ტიპის, როგორებიც აფრიკული ქვეყნების ლიდერები იყვნენ. მას მოდუნების უფლება არ აქვს და ამიტომაცაა ასე ძალიან გააქტიურებული.

სააკაშვილს ჰქონდა იმედი, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ადგილს დაიმკვიდრებდა და იქნებოდა გადამდგარი პრეზიდენტის როლში, როგორც აშშ-ში არიან და საერთაშორისო პოლიტიკაში დიდ როლს თამაშობენ. მაგრამ როცა სააკაშვილმა ამ როლში ყოფნა მოინდომა, რამდენადაც ჩემთვის გახდა ცნობილი, დაზუსტებული ინფორმაციით, გეტყვით, რომ მას კარისკენ მიუთითეს და უთხრეს, რომ ყოფილი პრეზიდენტების კლუბში ვერასოდეს მოხვდება, რადგან მათთვის სააკაშვილის ყოფილ პრეზიდენტთა კლუბში ყოფნა იყო დისკრედიტაციაა. აქედან გამომდინარე, მას ზურგს კონკრეტული ქვეყნები კი არ უმაგრებს, არამედ გარკვეული ფინანსური, ოლიგარქიული წრეები, რომლებიც თავის დროზე მასთან იყვნენ დაკავშირებულნი, სააკაშვილს ხალხის ნაძარცვი ფული აქვს წაღებული, მილიარდები და, ამ ფულს არ იშურებს ამ საქმისთვის და საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავს იმისთვის, რომ ერთგვარი შტაბი შექმნას უკრაინაში, რომლითაც მან რევანში უნდა განახორციელოს. ეს არის მკვდრადშობილი იდეა, თუმცა ამის მცდელობა მისი მხრიდან არის და ნურც მისი განცხადებები დაგვავიწყდება, ადამიანის, რომელიც არის ძებნილი აცხადებს, რომ 2015 წელს საკუთარი დაბადების დღეს საქართველოში შეხვდება. ვსვამ კითხვას, ძებნილი ადამიანი როგორ უნდა შეხვდეს საქართველოში დაბადების დღეს? ორი ვარიანტია: პირველი, ან უნდა შეხვდეს საქართველოს ციხეში დაბადების დღეს, რასაც სააკაშვილი საკუთარ თავს არ უსურვებს, მეორე, მან უნდა განახორციელოს პოლიტიკური რევანში, შეიარაღების, თუნდაც არეულობის გზით და ასე უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში და შეხვდეს საკუთარ დაბადების დღეს.

რას ფიქრობთ ლიბერალური ძალების სავარაუდო დაწყვილებაზე? "რესპუბლიკელების", "თავისუფალი დემოკრატების", "ნაციონალებისპოზიციებიძალიან ხშირად თანმხვედრიაერთობლივი ძალებით ისინი უტევენ პრემიერ-მინისტრსიკვრება ლიბერალების რკალიშეგახსენებთ ბერძენიშვილის განცხადებასრომ ქართველი ასოცირდება პრორუსთანპროქართველობაზე პრეტენზია აქვს ირაკლი ღარიბაშვილსუსუფაშვილი ახალ წელს ულოცავს მიხეილ სააკაშვილსროგორც საარჩევნო სუბიექტის ლიდერსხოლო პროქართველი პრემიერი აცხადებსრომ სააკაშვილი არის დამნაშავე და ის დაისჯებაფიქრობთ თუ არარომ ეს ძალები მიხეილ სააკაშვილის დასაყრდენი გახდება და სწორედ მათი დახმარებით განახორციელებს რევანშს?

- ხელისუფლების პირველი პირი გახლავთ ირაკლი ღარიბაშვილი და ყველა ის ადამიანი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ იბრძვის, რა მოტივიც არ უნდა ამოძრავებდეთ მათ, რა თქმა უნდა, ის ადამიანები ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვიან. აქედან გამომდინარე, ვიღაცის ილუზორული აზრები, რომ ღარიბაშვილს დაასუსტებს და ამით რაღაცას მიაღწევს, ეს არის აბსურდი და სისულელე. ეხლა თამაშები იმაზე, რომ მე ვარ ღარიბაშვილის წინააღმდეგი და ვარ ივანიშვილის მომხრე, ვფიქრობ, რომ არის მზაკვრული ნაბიჯები და ეს იძენს მარაზმატიკულ ელფერს. ბიძინა ივანიშვილის იდეების გამგრძელებელი არის ირაკლი ღარიბაშვილი, აქედან გამომდინარე ეს ინსინუაციები უნდა შეწყდეს. ვფიქრობ, რომ დღეს ბევრად უფრო კარგი იქნება, რომ "რესპუბლიკელებმა", "კონსერვატორებმა", "ფორუმელებმა" და "ოცნებამ" შეინარჩუნონ ერთიანობა და ეს ერთიანობა უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ ქვეყანაში არ განხორციელდეს რევანში, რადგან ამის საშიშროება რეალურად არის და ამ დრო კოალიციის დაშლა და გაყოფა, რა თქმა უნდა, "ნაციონალების" წისქვილზე ასხამს წყალს. ამიტომ მინდა ყველას მოვუწოდო, თუ ისინი არიან ივანიშვილის მხარდამჭერები და მისი იდეების ერთგულები, ეს ნიშნავს, რომ მხარი უნდა დაუჭირონ ირაკლი ღარიბაშვილსა და მის მთავრობას.

და მაინცგაქვთ მოლოდინირომ საპარლამენტო უმრავლესობა ღარიბაშვილს უმცირესობაში დატოვებსრომ 2015 წელი იქნება დიდი ცვლილებების წელი და ვადამდელი არჩევნები იქნება გარდაუვალი?

- ერთი რამ შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ღარიბაშვილს უმცირესობაში ვერ დატოვებენ და ვერც პარტია "ქართულ ოცნებას", ამას გამოვრიცხავ. რაც შეეხება პოლიტიკურ ცვლილებებს, 2015 წელი იქნება სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილებების წელი და შეიძლება მოხდეს სერიოზული პოლიტიკური ძვრები, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება ქვეყნისთვის სასიკეთო. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, რა თქმა უნდა, არც ამის გამორიცხვა შეიძლება. ჩემი სურვილია, არ იყოს ვადამდელი არჩევნები, ვისურვებდი საკონსტიტუციო ვადებში ჩაეტიოს ხელისუფლება, მაგრამ თუკი გარდაუვალი აუცილებლობა იქნება იმისა, რომ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და ამის აუცილებლობა კი შესაძლოა, დადგეს, ვფიქრობ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ყველას და ყველაფერს მიუჩენს თავის ადგილს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ პოლიტიკურ სანაგვეზე გავუშვებთ "ნაციონალურ მოძრაობას". უკრაინის მემარჯვენე ძალები კატეგორიული წინააღმდეგნი არიან "ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენების უკრაინის ხელისუფლებაში დანიშვნასთან დაკავშირებით. ალბათ, რამდენიმე თვეში ეს ადამიანები პოზიციებს დატოვებენ და ისეთივე შერცხვენილები წამოვლენ იქიდან, როგორი შერცხვენილებიც თავიანთი სამშობლოდან წავიდნენ.

 

 

 

ნანახია - 444

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80