„ამ მომღერლებს ეს ან არ ესმით, ან სცენა ჰგონიათ პოლიტიკა, სადაც ხალხი თამაშობს“

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

საზოგადოება

„ამ მომღერლებს ეს ან არ ესმით, ან სცენა ჰგონიათ პოლიტიკა, სადაც ხალხი თამაშობს“

„ამ მომღერლებს ეს ან არ ესმით, ან სცენა ჰგონიათ პოლიტიკა, სადაც ხალხი თამაშობს“
მანანა ნოზაძე

2018-03-08 17:30:54

ქეთა თოფურია პოლიტიკური განხილვების ეპიცენტრშია. პუტინთან დაკავშირებით მის ქმედებას და მის მომდევნო განცხადებებს საქართველოში გამკრიტიკებლები გამოუჩნდნენ და რუსული ესტრადის ვარსკვლავს ქართველობა დაუწუნეს.

მიუხედავად იმისა, რომ ქეთა ირწმუნება, ინსტაგრამზე მისი მოწოდება რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ სულაც არ ნიშნავს, რომ რუსებმა მაინდამაინც პუტინი უნდა აირჩიონ, ქართველმა ფეისბუკმომხმარებლებმა ეს მაინც პუტინის სასარგებლო აგიტაციად ჩათვალეს.

მით უმეტეს, რომ ქეთას პოზიცია მოგვიანებითაც შეუვალი იყო „პუტინი რომ არ აირჩიონ, რუსეთში ცხოვრება იქნება შეუძლებელი, აქ ისეთი ამბავი ატყდება, 2008 იქნება სიზმარი“; „საქართველოს სააკაშვილმა მოუტ**ნა დედა და არა პუტინმა“.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინის მხარდამჭერ ქეთა თოფურიას დილით სასტუმროსთან კავკასიური აღნაგობის მამაკაცმა კვერცხი ესროლა.

მომღერლის ნათქვამს გულგრილი ქართველი პოლიტიკოსებიც არ დაუტოვებია. გია ვოლსკის პასუხი ქეთა თოფურიას მიმართ ასეთია: „ადამიანებს საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები აქვთ, თუმცა მათი პოზიცია გამართული უნდა იყოს“.

ქეთას სკანდალურ განცხადებას, ასევე, რუსეთის მოქალაქე, მომღერალი დათო ხუჯაძე გამოეხმაურა და მანაც ოპონენტების აღშფოთება გამოიწვია სტუდიაში ნათქვამი სიტყვების გამო: „თქვენ არ იცნობთ იმ რეალობას, რაც ხდება რუსეთში. ჩვენთვის პუტინს არ წაურთმევია აფხაზეთი, იმ კაცს ვთხოვთ რაღაც მოგვცეს, ვისაც არ წაურთმევია, სხვამ წაგვართვა“.

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი For.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ზემოხსენებული მომღერლები და კულტურის მუშაკები რუსეთის მოქალაქეებად ითვლებიან და, რადგან ისინი ქართველები არიან წარმოშობით და საქართველოდან არიან წასულები, მათ ვერ მოვთხოვთ, მაინცდამაინც ჩვენს პოზიციებზე იდგნენ. კახა გოგოლაშვილის აზრით, ცალსახად მცდარია მათი პოზიცია, რადგან პუტინს სწორ გზაზე არ მიჰყავს რუსეთი, თანაც, პუტინი მარტოდმარტო ვერ წაიყვანდა რუსეთს ამ გზაზე, რომ არ ჰყავდეს ასეთი მხარდამჭერები. ასეთი ხალხი და მხარდამჭერები კი ყოველთვის იქნებიან რუსეთშიც და სხვა ქვეყნებშიც.

„რას ნიშნავს, თქვენ არ იცნობთ იმ რეალობას, რაც რუსეთშია?! დათო ხუჯაძე არ არის ის პიროვნება, რომელსაც შეუძლია, რაღაც აგვიხსნას პოლიტიკაში გინდაც რუსეთთან, გინდაც ნებისმიერ საერთაშორისო საკითხთან დაკავშირებით. ეს ადამიანი სულ სხვა სფეროში მოღვაწეობს, კარგი მომღერალია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პოლიტიკაში ვერ ერკვევა. ამიტომ არანაირი ფასი არ აქვს მის ნათქვამს, რომ თურმე თქვენ არ იცნობთ რუსეთის რეალობას და არც ის იცით, აფხაზეთი როდის დაიკარგა ან არ დაიკარგა. ასევეა ქეთა თოფურიას გამონათქვამიც, ეს განყენებული პიროვნებების საუბარია. შეიძლება, ამ ადამიანებს მოვუსმინოთ, თუ როგორ მღერიან, თორემ პოლიტიკაში ნამდვილად ვერ ერკვევიან. როგორ არ წაურთმევია პუტინს აფხაზეთი?! უდიდესი უარყოფითი როლი ითამაშა ამ ტერიტორიების წართმევაში, რადგან სწორედ პუტინმა აღიარა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა. მანამდეც რუსეთის ხელით ჩვენ დე ფაქტოდ დავკარგეთ ეს ტერიტორიები, მაგრამ სამხედრო ბაზები ოფიციალურად რუსებს იქ არ ჰქონდათ და არანაირი ანექსია არ ხდებოდა. რა თქმა უნდა, რუსეთი ცდილობდა იქ თავისი გავლენის შენარჩუნებას, მაგრამ გაეროსა და ეუთოს მანდატით ხდებოდა ეს ყველაფერი. პუტინმა კი უბრალოდ მოკვეთა ეს ტერიტორიები საქართველოს, დააყენა სეპარაციისა და ანექსიის გზაზე“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი და მიიჩნევს, რომ ამ მომღერლებს ეს ან არ ესმით, ან სცენა ჰგონიათ პოლიტიკა, სადაც ხალხი თამაშობს. ისინიც რაღაცას თამაშობენ.

კახა გოგოლაშვილის აზრით, მათი ახლანდელი როლია, რუსეთში არჩევნების წინა პერიოდში რუს მოსახლეობაზე ზემოქმედება მოახდინონ. ეს მათ სთხოვეს და ისინიც ამ როლს ასრულებენ.

ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ქეთამ და დანარჩენებმა, უბრალოდ, საკუთარი აზრი გამოთქვეს. ასე ჩვენც შეგვიძლია ჩვენი აზრი გამოვთქვათ, ამიტომ ქოქოლა და ისტერიკები აბსოლუტურად არაჯანსაღია.

„ჩვენ შეიძლება არ მოვუწონოთ და დავუწუნოთ მათ საქციელი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ისინი ახლა მოღვაწეობენ რუსეთში, ეს არის მათი პროფესიული საქმიანობა. ამიტომაც გამოვიდა ქეთა მოწოდებით, მოდით არჩევნებზეო. ეს პროდიუსინგის ამბავია და სხვა არაფერი, ამით ქვეყანა არ ინგრევა. ნამეტანი ნუ გავაკრავთ ამ ადამიანებს ბოძზე. ქეთას მხრიდან სხვა რაღაცებიც მახსოვს, საკმაოდ პატრიოტული ქმედებები საქართველოსთან მიმართებით. ასე რომ, არ ვარ მომხრე, ავდგეთ და ეშაფოტზე ავიყვანოთ ადამიანები.

რაც შეეხება დათო ხუჯაძეს, მაინც მგონია, რომ მისი ნათქვამი კონტექსტიდან ამოგლეჯილია. შესაძლოა, სტუდიაში შედგა დებატები, ვიღაცამ თქვა, პუტინმა წაგვართვა აფხაზეთიო და იმანაც უპასუხა, პუტინს არ წაურთმევიაო. მართლაც, კალენდარულად 1991 წელს მოხდა ეს ამბავი, პუტინი კი 91 წელს სად იყო, არავინ იცის. ამის გამო ადამიანის მიმართ ასეთი აგრესია არაჯანსაღია. გასაგებია, რომ რუსეთი მტერია, მაგრამ მუდმივად ემოციურ აღტკინებასა და ეგზალტირებაში ყოფნა თავად ჩვენთვისაა საზიანო. რუსეთი ჩვენს ისტერიკაზე ზის და იცინის, მტერთან ომი ცივი გონებით უნდა ხდებოდეს და არა ისტერიკით“, - მიიჩნევს გია ხუხაშვილი.

მისივე მოსაზრებით, ქეთაც და დათოც რუსეთის მოქალაქეები არიან, მათ აქვთ გარკვეული ვალდებულებები იმ ქვეყანასთან, სადაც ამჟამად იმყოფებიან, მაგრამ ეს ვალდებულებები არ ნიშნავს, რომ ისინი საქართველოს პატრიოტები არ არიან და არ უყვართ საქართველო. ამიტომ გია ხუხაშვილის აზრია, რომ ნუ მოვიქცევით ისე, ადამიანებს უარი ვათქმევინოთ იმაზე, რაც მათთვის ძვირფასია.

ნანახია - 1909

ფხიზელი

2018-03-08 19:27:28

კახა გოგოლაშვილი:

"პუტინს სწორ გზაზე არ მიჰყავს რუსეთი, თანაც, პუტინი მარტოდმარტო ვერ წაიყვანდა რუსეთს ამ გზაზე, რომ არ ჰყავდეს ასეთი მხარდამჭერები."
---------------
აი, ამაშია საქმე! - ქეთა თოფურია და დათო ხუჯაძე რომ არ ედგნენ გვერდზე, პუტინი ვერაფრით ვერ წაიყვანდა რუსეთს არასწორ გზაზე!
ეს ორი კიდევ, იმის მაგივრად, რომ პუტინი გამოასწორონ, დგანან და მღერიან!..

მეგრელი

2018-03-09 09:34:46

კახა გოგოლაშვილს

რუსეთის ცენტრალურმა საარჩვენო კომიტეტმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაარეგისტრირა პრეზიდენტობის კანდიდატ ვ. პუტინის 259-ტი ნდობით აღჭურვილი პირი . ამ სიაში არის მომღერალი დიანა ღურწკაია და აკადემიკოსი ლეო ბოკერია.

ლაზი1

2018-03-09 11:12:39

ამ ტელევიზიებს და მომღერლებს ყველას თავისი ინტერესი აქვს. ყველა ფულს აკეთებს. პრინციპში პოლიტიკოსებიც იგივეს აკეთებენ, მაგრამ ცოტა მეტი სერიოზულობა მართებთ. რა დაფეთებული წიოკი ატეხეს?! მომღერლების ნათქვამები წყვეტს ყველაფერს?, ამდენი ხელშეკრულებები და რეზოლუციები ტყუილად აფორმეს? საერთოდ უნდა დავანებოთ თავი უცხოეთში წასულთა ლაპარაკსა და მოწოდებებს. ამ ყველაფერს მხოლოდ პირადი ინტერესებისათვის იყენებენ მთქმელნიც და გამხმოვანებელნიც. რაც მეტად მიაქცევენ ყურადღებას, მით უკეთესი მათთვის.

ბაბაია

2018-03-09 13:17:57

ეს ყველაფერი არარის ახალი , ეს არის ელემენტარული კოლობორაციონიზმი, მახსოვს 1991 ში როდესაც თბილისში პუტჩი ისახებოდა როგორი მოწოდებებით გამოდიოდნენ ვაი ქართველები, მსახიობები , მომღერლები და ცნობილი სახეები მოსკოვის ტელევიზიით და რა სიტყვებით ლანძღავდნენ საკუთარ ქვეყანას , პრეზიდენტს, რათა დაემტკიცებინათ ერთგულება , არა ჩვენ არაფერ შუაში ვართ ეს სისხლიმსმელი ,,დიქტატორი“ , ნაციონალისტი და ,,პარანოია“ -შეპყრობილი ,,ზვიადისტების ‘’ დანაშაულიაო,

ბაბაია

2018-03-09 13:19:27

ტელევიზორს ვუყურებით, ჩემს მასპინძელ ისტორიკოსთან ერთად მოსკოვში ზარდაცემული , კითხვის ნიშნით გადმომხედა ვიქტორმა, ამათ დავუჯერო თუ თქვენო.

ბაბაია

2018-03-09 13:23:49

დღესაც ამ გახლისტებული კაც-ქალუკების) მოწოდებას ობიექტურ რეალობად აღითქვავს რუსეთის ,,ვატა’’ და იქმნება არეოლი , სამართლიანი, ჭკვიანი, დაუმარცხებელი ერთა მამის და დევგმირისა,

ბაბაია

2018-03-09 13:24:14

სინამდვილეში სულმდაბალი , მხდალი, ათასობით ადამიანი მკვლელი პირსისხლიანი ქონდრისკაცისა. და დადგეს ჟამი განკითხვისა და გამოაშკარავდეს ცოდვანნი ყოველნი , ეს კაცუნ-ქალუნები მოინანიებენ ? არ შეაწუხებთ სინდისი ? და რომელ უსინდისოს შეაწუხა სინდისმა ? უფულობა თუ შეაწუხებთ ახალ მამონს დაემონებიან, უსინდისობა არა,კარგად იციან თუ სიკეთე გაიმარჯვებს ის მოწყალეა, ბოროტებასთან კი კარგად თანაარსებობენ.

kostaia

2018-03-10 11:52:15

ბაბაია, მსოფლიოში გეგულება წამყვანი ქვეყანა, რომელიც იმავე პრინციპებით არ მოქმედებს, როგორითაც რუსეთი?! ან ქვეყანა, რომლის ე. წ. ელიტა, მსახიობები, მომღერლები და ა.შ., მხარს არ უჭერდნენ ლიდერებს?!
ბუბა კიკაბიძე ყოფილა აბა გმირი....:):):)

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80