დასავლეთი ქართული ეკლესიის საგარეო პოლიტიკის სიღრმეებში ინფორმირებას ცდილობს

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

საზოგადოება

დასავლეთი ქართული ეკლესიის საგარეო პოლიტიკის სიღრმეებში ინფორმირებას ცდილობს

დასავლეთი ქართული ეკლესიის საგარეო პოლიტიკის სიღრმეებში ინფორმირებას ცდილობს
თამთა ქარჩავა

2018-03-08 20:00:53

„რელიგიის როლი დემოკრატიაში და ანტიდასავლური პროპაგანდა“, - ასეთი იყო კონფერენციის შინაარსი, რომელიც აშშ-ში განვითარების და დემოკრატიის ცენტრის (CDD-ს) ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა თემის, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესია და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმოამდგენლებმა.

ვიზიტის ფარგლებში სასულიერო პირებმა შეხვედრა გამართეს თეთრ სახლში, შეხდვნენ კონგრესის წარმომადგენლებს.

პროექტი (CDD) საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის მხარდამჭერები არიან აშშ-ში საქართველოს საელჩო და საქართველოში აშშ-ის საელჩო. სასულიერო პირების აშშ-ში ვიზიტამდე იყო შეხვედრები ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში. ყველა ამ შეხვედრის მთავარი მიზანი იყო სწორი ინფორმაციის გაგება, სად შევდივართ და რა ფასეულობებია იქ, რათა ეკლესიამ მრევლთან სწორი ინფორმაცია მიიტანოს.

აღსანიშნავია, რომ წმინდა სინოდის წევრები, მუსლიმთა თემის, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიისა და სომეხთა სამოციქულო ეპარქიის ლიდერების დახურული შეხვედრა გაიმართა დიდი ბრიტანეთის საელჩოში. ორგანიზაცია (CDD)- ის ინფორმაციით საელჩოში ინტერ-რელიგიური ჯგუფის ვაშინგტონში ვიზიტი შეაფასეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ის რელიგიური ლიდერები ესწრებოდნენ, რომლებიც უშუალოდ იმყოფებოდნენ აშშ-ში.

სინოდის წევრების აშშ-ში ვიზიტზე და დიდი ბრიტანეთის საელჩოში გამართული შეხვედრის თემაზე შევეცადეთ კომენტარი საპატრიარქოდან მიგვეღო, თუმცა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა სატელეფონო ზარს არ უპასუხა. თემის კომენტირება ვთხოვეთ პატრიარქის ფონდის ხემძღვანელს ლაშა ჟვანიას, თუმცა მას შემდეგ, რაც შეტყობინებით ვაცნობეთ რა თემასთან დაკავშირებით გვსურდა საუბარი, სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

საქართველოს მუსლიმთა წინამძღვარი, მუფთი ბეგლარ ქამაშიძე შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილეა, იგი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კონფერენციაზე საუბარი იყო ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია.

„მნიშვნელოვი თემები განვიხილეთ. ასეთი კონფერენციები უნდა გაიმართოს არა ერთჯერადად, არამედ ხშირად უნდა გაკეთდეს ევროპულ ქვეყნებშიც, საქართველოშიც. რა თქმა უნდა, საუბარი იყო საქართველოს დასავლურ კურსზე. დღეს დასავლეთი მხარს უჭერს საქართველოს ერთიანობას, მის დასავლურ ორინეტაციას, ამისთვის ჩვენ მადლობა გადავუხადეთ.

მე კონფერენციაზეც აღვნიშნე, რომ ჩვენ ისტორიული ქვეყანა ვართ, ქართველები ყოველთვის ვიყავით ტოლერანტები. ეს არა მარტო საქართველოში უნდა ვაჩვენოთ ერთმანეთს, არამედ დასაველთშიც, ყველგან, სადაც იქნება საჭირო. ჩვენ მრავალკონფესიური ქვეყანა ვართ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ბეგლარ ქამაშიძემ.

ანალიტიკოსების შეფასებით, საქართველოს ეკლესიას, რომელიც მაღალი ნდობით სარგებლობს საზოგადოებაში და ერთ-ერთი გავლენიანი ინსტიტუტია ქვეყანაში, დიდი გავლენა აქვს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში. იმდენად რამდენადაც ეკლესიამ გაააქტიურა მუშაობა დასავლური ფასეულობების მიმართულებით, გააქტიურდა თავდასხმა ეკლესიის წინააღმდეგ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში აშკარად იკვეთება რუსული ინტერესი, რადგან სწორედ დასავლეთთან მჭირდო კონტაქტების მერე წამოტივტივდა ბევრი ის პრობლემა, რაც ეკლესიის გარშემო ვლინდება. რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ ეს პრობლემები რუსეთის გავლენით ჩნდება და რუსეთის ინტერესით არის ნაკვები.

„მიმაჩნია, რომ რუსული პროპაგანდისა და ჰიბრიდული ომის საპირწონედ მნიშვნელოვანია ეკლესიის როლის გააქტიურება. მგონია, რომ ეკლესიამ დაინახა ამის აუცილებლობა თვითონ ეკლესიის წიაღში, რადგან ბევრი ადამიანი არ იყო გათვითცნობიერებული რას ნიშნავს პროდასავლური კურსი და ადვილად შეიძლებოდა გამხდარიყო იმ პროპაგანდის მსხვერპლი, რომელსაც რუსული პროპაგანდა ჰქვია.

მართლაც, რუსული პროპაგანდა ცდილობს საქმის ისე წარმოაჩინოს, რომ დასავლური ცხოვრების ძირითადი წესი არის ჰომოსექსუალობა. თუ ამ პროპაგანდის საპირწონედ სხვა ინფორმაცია არ გვექნება დასავლეთზე, მაშინ ეს პროპაგანდა გაჭრის. დასავლურ სტილში არ არის პროპაგანდას ებრძოლოს აკრძალვით, დასავლეთი პროპაგანდას ებრძვის კონტრპროპაგანდით, რეალური ინფორმაციის მიწოდებით. ეს რეალური ინფორმაციის მიწოდება გახდა ამ შემთხვევაში დასავლეთის მხრიდან მიზანი იმისა, რომ რუსული პროპაგანდა გაუვნებელყოფილიყო თვითონ საეკლესიო სივრცეში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრიას რამაზ საყვარელიძე.

როგორც საყვარელიძე აცხადებს, დასავლეთმა, რომელიც ხელს უწყობს საქართველო კიდევ უფრო მყარად დადგეს დასავლურ ორიენტაციაზე, გააცნობიერა ქართული ეკლესიის როლი ამ პროცესში.

„ვიზა-ლიბერალიზაციის ერთ-ერთი ფუნქცია იყო, რომ მოსახლეობის ფართო ფენებს შესძლებოდა დასავლეთთან კონტაქტი და იმის ათვისება, რას ნიშნავს დასავლეთი. ასეთ ურეთიერთობაში დასავლეთის მხრიდან ბუნებრივია პროცესია, რომ დიდი მნიშვნელობა გაუწიეს ეკლესიის პოზიციას. ეს საყურადღებოა და ალბათ, იმანაც ითამაშა გარკვეული როლი, რომ აღმოაჩინეს - თუკი დასავლეთი ეკლესიის უყურადღებოდ დატოვებას შეეცდება, ან მის მარგინალიზაციას მოახდენს, ეკლესიაც იგივეთი უპასუხებს და მისთვის დასავლეთი მიუღებელი გახდება.

ერთი მხრივ, დასავლეთის მხრიდან ეს არის ქართული რელიგიისთვის კარის გახსნა და მეორე მხრივ, თვითონ საქართველოს საპატრიარქოს და ქართული ეკლესიის მხრიდან ღრმად გარკვევა იმაში, რა მოაქვს დასავლურ კურსს ქვეყნისთვის და რას ნიშნავს ეს მიმართულება“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

„საქართველოს ანალიტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას გავლენიანი როლი აქვს და ძალიან მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომლითაც ეკლესია მიმართავს მოსახლეობას.

„სამწუხაროდ, რუსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებით არ ყოფილა ერთგვაროვანი გზავნილები. ფაქტიურად, გახლეჩილია აზრი ამასთან დაკავშირებით და ხშირად ხდება ხოლმე, რომ სასულიერო პირების ზოგიერთი წარმომადგენელი ფაქტიურად რუსული პროპაგანდის მესიჯებს იმეორებენ. თვითონ იმ ფაქტის ნიველირებაც კი ხდება რამხელა ზიანი მიაყენა რუსეთის იმპერიამ საქართველოს ეკლესიას - აკრძალა ქართულად ეკლესიის მსახურება, დახურა ბევრი ეკლესია, შემდეგ უკვე, კომუნისტების დროს კედლები გაათეთრეს და დაანგრიეს ტრაძრები. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ოკუპაციისა და საბჭოთა კავშირის დროს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ერთ-ერთი დაზარალებული ინსტიტუტი იყო, მისი რიგი წარმომადგენლები რუსეთის პროპაგანდის გზავნილებს იმეორებენ“, - აცხადებს გიორგი მუჩაიძე.

შესაბამისად, როგორც მუჩაიძე აცხადებს, ძალიან მნიშვნელოვანი არის საქართველოს ეკლესიის მხრიდან შესაბამისი შეფასების მიცემა ოკუპაციისთვის, შესაბამისი გზავნილების გაჟღერება და აქიდან გამომდინარე, ის აქტიურობა რომელიც ხორციელდება რუსეთის პროპაგანდის საწინააღმდეგოდ.

„ეკლესიას ამაში თავისი ძალიან მშნიშვნელოვანი როლი აქვს. ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლება და ეკლესია გაყოფილია. ჩვენ სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ეს პრინციპებიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული. აუცილებელი და მნიშვნელოვანია დასავლეთთან კონტაქტები. პირველ რიგში ეკლესიის მნიშვნელოვან ნაწილს ცუდი წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ რას წარმოადგენს ევროატლანტიკური სტრუქტურები და ევროკავშირი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის პირველი პირისგან მიღება და იმ მითოლოგიის გაქარწყნება, რომელმაც საბჭოთა კავშირის და რუსეთის იმპერიის დროს ძალიან გაიმყარა ფესვები ჩვენს საზოგადოებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ.

ასევე აუცილებელია განმანათლებლობის კუთხითაც, იგივე სასულირო აკადემიის საშუალებით შესაბამისი საინფორმაციო კურსები, რათა მომავალი სასულიერო პირები, რომლებიც სასულიერო იერარქიაში მოვლენ, სწორი წარმოდგენა ჰქონდეთ და მაქსიმალურად ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ არსებული სურათიდან შეაფასონ სიტუაცია და რამდენად უარყოფითი როლი ჰქონდა რუსეთს, როგორ უშლიდა ხელს საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცებას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძემ.

ნანახია - 1673

მეგრელი

2018-03-08 22:44:14

რუსული პროპაგანდა ცდილობს საქმის ისე წარმოაჩინოს, რომ დასავლური ცხოვრების ძირითადი წესი არის ჰომოსექსუალობა. რამაზ საყვარელიძე.
---------------------------------------------------------------------------------------
ჰომოსექსუალობა თანამედროვე ,, ევროპულ ცივილიზაციის " განუყოფელია ნაწილია.უფრო მეტიც. ,, ევროპულობის" მთავარი მაჩვენებილი. გინდა ამას რუსული პროპაგანდა დაუძახე გინა მარსიანების. რა ღირს ოპიუმი ხალხისთვის.

მეგრელი

2018-03-08 22:59:51

ხელისუფლება და ეკლესია გაყოფილია

ჩვენ სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ეს პრინციპებიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული. გიორგი მუჩაიძემ.
--------------------
ბატონო მუჩაიძე.

სეკულარული სახელმწიფო -ეს არის სახელმწიფო რომლის რეგულაცია ხდება სამოქალაქო და არა რელიგიური ნორმებით. სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებას არ შეიძლება ჰქონდეს რელიგიური საფუძველი . ამიტომ თქვენი ეს მოსაზრება შეიცავს შინაარსობრივ კოლიზიას.

მეგრელი

2018-03-08 23:20:53

„რელიგიის როლი დემოკრატიაში და ანტიდასავლური პროპაგანდა“ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის,
----------------------------------------------------------------------------------------

მინდა შევახსენო კონფერენციის მონაწილე ეკლესიის მამებს წმიდა მოციქულთა 85 კანონიდან მე
კანონი 6

ეპისკოპოსმა, მღვდელმა ან დიაკონმა საკუთარ თავზე არ უნდა აიღოს ამსოფლიური საზრუნავი; წინააღმდეგ შემთხვევაში სასულიერო წოდებიდან განიკვეთოს.

(მოც. 20,81,83; IV მსოფლ. 3,7; VII მსოფლ. 10; კართ. 16; ორგზ. 11).

ამის გარდა ბიბლიაში დიდი ადგილია დათმობილი სიცრუეზე -როგორც დიდ ცოდვაზე:

ფსალმუნი - 57:4 .39:5 .100:7.118:29.119:2 . 51:5.61:5. 4:2б.17:4.5:7.23:3-5.
კოლოსელთა- 3:8-10 .
ეფესელთა- 4:25 .
გამოცხადება. 21:27 .22:14-15.21:8.
სოფონია. 3:13
სოლომონის სიბრძნე. 12:22. 13:5 . 17:4. 6:12-15. 19:5 .

მეგრელი

2018-03-08 23:43:44

და ბოლოს. ცნობილია , რომ კაცობრიობის ყველაზე დიდი ყალატი ღირდა 13 ვერცხლი. ბიბლიაში არარის მითითებული რომაული იყო ის თუ იუდეური . თუ პირველი იყო მაშინ დღევანდელი კურსით ეს არის 1000$ , თუ მეორე იყო მაშინ 4000$. კიდევ ერთხელ. რამდენია დღევანდელი კურსით კუში ?

ფხიზელი

2018-03-09 00:18:16


მეგრელი,
17 ვერცხლი რომ მოუტეხე იუდას, რა წესია?.. დადევი, საიდანაც აიღე! :)))))

მეგრელი

2018-03-09 09:55:41

ფხიზელი
-------
გამიხარდა , რომ შენიშნე. თუმცა ეს არ იყო შემთხოვითი.

საიდუმლო სერობაზე იუდა ისკარიოტელი მაგიდაზე რიგით მე-13 იყო.

არის მოსაზრება , რომ ჯვარცმა 13 რიცხვში მოხდა.

სახრჩობელას ძველად , როცა სიბნელე იყო 13 საფეხური ჰქონდა ხოლო სახრჩობელის თოკი შედგებოდა 13 მოხვეულისგან.

როცა დელეგაციის ფოტო ვნახე 13 სასულიერო პირი დავთვალე.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80