გზავნილი ბრიუსელიდან - „საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე არ ემუქრება“
პოლიტიკა

გზავნილი ბრიუსელიდან - „საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე არ ემუქრება“

გზავნილი ბრიუსელიდან - „საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე არ ემუქრება“
მარიამ თოდაძე

2018-03-09 11:30:10

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე თითქოს რეალურად არ გვემუქრება, მაგრამ განცხადებები, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან დარღვევების შესახებ ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან თითქმის ყოველდღიურად კეთდება. უფრო მეტიც, გავრცელედა ინფორმაცია, თითქოს ბრიუსელში დაგეგმილ ევროკავშირის წევრი ქვეყნების შს მინისტრების შეხვედრაზე, გერმანიას შესაძლოა, უვიზო რეჟიმის დამრღვევი საქართველოს მოქალაქეების საკითხი დაეყენებინა.

ინფორმაციის წყარო ბრიუსელში „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტის რიკარდ იოზვიაკის ბლოგი გახდა, რომელიც წერდა, რომ საკითხის დაყენებას გერმანიის შს მინისტრი გეგმავდა. გარდა ამისა, იგი აღნიშნავდა, რომ შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრი შემდეგ კვირას საქართველოს შს მინისტრთან უვიზო რეჟიმის დარღვევის პრობლემაზე ისაუბრებდა, ხოლო შეხვედრაზე ასევე, შვედეთში მოქმედი ქართული, პოლონური, ლიტვური და რუმინული კრიმინალური დაჯგუფებების საკითხი იქნებოდა განხილული.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი განმარტავს, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან და ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ დღის წესრიგში ამჟამად არ დგას საქართველოსთან მიმართებაში შეჩერების მექანიზმის ამოქმედება.

„შეხვედრა, რომელიც გერმანელ პარტნიორებთან გვქონდა, იყო ძალიან ნაყოფიერი და პროდუქტიული, ყველა ზომები იყო განხილული. შეხვედრის შემდეგ ჩვენმა გერმანელმა პარტნიორებმა განაცხადეს, რომ მათი მხრიდან საქართველო განიხილება როგორც უსაფრთხო ქვეყანა და ასევე ის, რომ მნიშვნელოვნად შემცირდება გერმანიის მხრიდან ის ვადები, რომელიც არის დაკავშირებული თავშესაფრის საძიებლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყებამდე კი შვედეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, მორგან იოჰანსონმა მართლაც აღნიშნა, რომ ქურდობის მიზნით შვედეთში ჩასულებს შორის რუმინეთის, ლიტვის, პოლონეთისა და საქართველოს მოქალაქეები არიან იდენტიფიცირებულნი.

„ჩვენ საქართველოსთან დიალოგი გვინდა. როგორც ვიცი, საქართველოს შს მინისტრი მომავალ კვირას შვედეთში ჩამოდის და ვისაუბრებთ არა მხოლოდ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდაზე, არამედ საუბარი შეეხება ასევე იმ საერთაშორისო დაჯგუფებების ჩამოსვლას ევროპაში, რომელთა მიზანიც ქურდობაა. ჩვენ უკვე იდენტიფიცირებული გვყავს ოთხი ქვეყნის - რუმინეთის, ლიტვის, პოლონეთის და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შვედეთში იმყოფებიან. გვინდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ასეთი ტიპის აქტივობის წინააღმდეგ ზომები მიიღოს. შევედეთში ასეთი ტიპის დანაშაულებს, ძირითადად, ჩამოსული ხალხი ჩადის.

მე შევხვდი საქართველოს ელჩს და მან ძალიან კონსტრუქციული მიდგომა გამოხატა. ვიმედოვნებ, რომ მომავალ კვირასაც ნაყოფიერი შეხვედრა გვექნება და საქართველოს მხრიდან კონკრეტულ ღონისძიებებზე შევთანხმდებით, რათა შვედეთისა და საქართველოს პოლიციის თანამშროლობა უფრო შედეგიანი აღმოჩნდეს. საკმაოდ გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი. თავშესაფრის მინიჭებაზე თითქმის არც ერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა. თითოეული „ქეისის“ განხილვა ხდება, მაგრამ ასევე სწრაფად ხდება იმის დადგენა, რომ არ არის თავშესაფრის მინიჭების საჭიროება.

ჩვენთვის შემაშფოთებელია დანაშაულების მონაცემების იდენტიფიცირება. არ მსმენია ამ პრობლემის გადაჭრას გერმანელები როგორ აპირებენ, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მხარესთან თანამშრომლობა“, - განაცხადა შვედეთის შს მინისტრმა.

რაც შეეხება გერმანიის შს მინისტრს, მისი განმარტებით, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა ძალიან გაზრდილია და ეს, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია.

„საქართველოს მთავრობამ ეს იცის და აკეთებს ყველაფერს, რათა ეს რიცხვი აღარ გაიზარდოს. ჩვენ კმაყოფილები ვართ საქართველოს მთავრობასთან კოოპერაციული მუშაობით. თუ ვითარება ასე გაგრძელდა, ჩვენ ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან და ევროკომისიაში ამის შედეგებზე უნდა ვისაუბროთ“, - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ბრიუსელში ვიზიტით მყოფ საქართველოს პრეზიდენტსაც მოუხდა საუბარი, როგორც გიორგი მარგველაშვილმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნამდვილად მივაღწიეთ შედეგებს ასოცირების შეთანხმების, თავისუფალი ვაჭრობისა და ვიზალიბერალიზაციის სახით. ამ გზით ევროპა კიდევ უფრო დაუახლოვდა საქართველოს და საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპას.

„უვიზო რეჟიმის ფორმატთან დაკავშირებით მთავრობამ ძალიან აქტიური და საპასუხისმგებლო პოზიცია დაიკავა ყველა იმ საკითხზე, რომლებიც ჩვენმა პარტნიორებმა დააყენეს და მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა უფრო ეფექტურად ვითანამშრომლოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ევროკავშირში ჩასული საქართველოს მოქალაქეების თემის აქტუალობის მიუხედავად, საქართველოს პრემიერი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე არ ემუქრება.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილიც არ ფიქრობს, რომ საქართველოს შეჩერების მექანიზმი ემუქრება, რადგან ქართული მხარე საკანონმდებლო კუთხით თუ სხვა მიმართულებით ყველა საჭირო ღონისძიებას გაატარებს, რათა საქართველოს მიმართ შეჩერების მექანიზმის გამოყენება არ მოხდეს.

„პირველ რიგში, საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა მიგვეღო. ახლაც ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლა შევინარჩუნოთ. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ შეჩერების მექანიზმის გამოყენება გვემუქრება, მაგრამ მოქალაქეები რომ დაგვეხმარონ, ბოროტად არ გამოიყენონ ეს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, არ დაარღვიონ უხეშად და ცუდი ფორმით, მათ შორის კრიმინალის ჩადენით, ევროპის სახელმწიფოებთან მიღწეული შეთანხმება, ეს ძალიან შეგვიწყობს ხელს. საქართველოს ხელისუფლება სხვადასხვა ზომებს მიმართავს, რომ ასეთი დარღვევები აღიკვეთოს და შესაბამისად, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს ნაკლები პრობლემები შეექმნათ“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

 

ნანახია - 3129

Munji

2018-03-09 15:07:53

უი, რა კაია! აბა აწი იქურდეთ რამდენიც გინდათ!.... :)

serapina

2018-03-09 15:15:13

ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტების გარეშე...

არანაირი ფორმით არ შეიძლება იმ მადლიერების აღწერა,გამოხატვა, რაც საქართველოს საკონსულომ გერმანიაში(ქ. ფრანკფურტში), ქართველების მხრიდან დაიმსახურა.

ტ/რაგიკული შემთხვევის განაცხადიდან, რამდენიმე საათში, გაუბედურებულ ოჯახს,უმოკლეს ვადებში აღმოუჩინეს საჭირო დახმარება.
იყო ჩვენი, ადამიანური მხარდაჭერაც და გვერდით დგომაც.

კიდევ ერთხელ,დიდი მადლობა ყველა თანამონაწილეს!
ეს,ის შემთხვევაა როცა სახელმწიფომ ივარგა.
გერმანელებიც გაოცებული დავტოვეთ!
თურმე შეგვძლებია!
სიკეთისთვის დავდგეთ ერთად და დავამგვანოთ, ქვეყანა ქვეყანას!

Maverick

2018-03-09 20:51:14

როგორც ზ/ა (ანუ, ზემოთ აღნიშნული) სტატიით გვაცნობეს: "საქართველოს მოქალაქეების მხრიდან დარღვევების შესახებ ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან თითქმის ყოველდღიურად კეთდება..." ასევე, "...ქართული, პოლონური, ლიტვური და რუმინული კრიმინალური დაჯგუფებების საკითხი იქნებოდა განხილული."

--------------------

ე.ი. სამსახურისმაძიებელ და თავშესაფარის მთხოვნელებს გამოაძევებენ, ანუ როგორც მე მესმის, პატიოსანი მშრომელი და სახელმწიფოს ფეოდალებისაგან ან რეგიონალური მემამულეებისაგან შევიწროებული, ამჟამად ქოცების მფარველობაში მყოფი მამალი ნაცებისაგან ადრე დაყაჩაღებული, შეპირებული სამართლიანობის აღსრულების მომლოდინე ადამიანებს დემოკრატიული და ადამიანის უფლებების დამცველი ევროპა დემოკრატიულად ეუბნება აახვიეთ აქედანო; კრიმინალებს კი
"ანტრე" ბატონოო?!

სად აგდიხართ "სამართლიანობის ეტალონო" ასოებო, ამ ხალხის დაცვა და მათი უფლებებისათვის ბრძოლა თქვენ არ გეხებათ?!
თუ მარტო გეების, ლესბოსელების, ტრანგენდერების, დედათმავლების, ბებიათმავლების, მამათმავლების, ცოცხითმავლების, ცოცხთაყვანისმცემლების, ყველგანმავლების და განავალების დაცვაა თქვენი კრედო?!
თუმცა, ეს კატეგორიაც რომ გამოაძევონ ევროკავშირის ქვეყნებმა ხმას არც ამ შემთხვევაში ამოიღებთ; იმის შიშით, რომ მთავარმა გრანტთმფლობელმა წითელი არ აგინთოთ და გრანტები არ დაკარგოთ!...
--------------------
ამის შემდეგ დადგებით და აჩხავლდებით რუსეთი თავის გავლენას აძლიერებს საქართველოშიო...
ვერც თქვენ და ვერც ბებერი მეძავი, იგივე ევროპა (ეს ჩემი სიტყვები არ არის, თავად ევროპელმა კლასიკოსებმა შეარქვეს ზევსის მიერ გატაცებულ ქორფა ქალწულს, ახლა მამაშად ქცეულს) ვერ ხვდებით, რომ თავად უწყობთ ხელს რუსეთისაკენ ლტოლვაში უპატრონოდ მიგდებულ ხალხს!

serapina

2018-03-09 21:09:43

Maverick,
დიახ,ზუსტად ასეა,სამწუხაროდ!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80