არასამთავრობოები გენდერული თანასწორობისთვის საკანონმდებლო რინგზე იბრძოლებენ

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

საზოგადოება

არასამთავრობოები გენდერული თანასწორობისთვის საკანონმდებლო რინგზე იბრძოლებენ

არასამთავრობოები გენდერული თანასწორობისთვის საკანონმდებლო რინგზე იბრძოლებენ
მარიამ თოდაძე

2018-03-09 16:00:52

პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გავა კანონპროექტი, რომელიც პროპორციული საარჩევნო სიების ფორმირებისას გენდერული ბალანსის სავალდებულოდ დაცვას ითვალისწინებს.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, ის წამახალისებელი ნორმები, რომელიც სიაში განსხვავებული სქესის წარმომადგენლების შეყვანას გულისხმობს, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას ვერ უზრუნველყოფს.

როგორც ჩუგოშვილმა განმარტა, სავალდებულო კვოტირების თაობაზე მომზადებულმა კანონპროექტმა პირველი მოსმენით კომიტეტების მხარდაჭერა მიიღო, თუმცა, პროექტის მიღებას საკმაოდ მაღალი კვორუმი სჭირდება.

„მას ჰყავს როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები. მათ შორის არიან აქტიური მომხრეები და მოწინააღმდეგეები, ამიტომ წინასწარ თქმა იმისა, გავა თუ არა პროექტი, ძალიან ძნელია. პირადად მე, საკანონმდებლო ინიციატივას მხარს ვუჭერ და მაქვს დიდი იმედი, რომ გამოჩნდება სხვა 75 კოლეგა, რომელიც პროექტს მხარს დაუჭერს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მანამდე კი, ვიდრე კვოტების თემა სესიაზე გავა, 117 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტს.

ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ კანონპროექტს მხარს უჭერს 37 455 ამომრჩეველი და სწორედ მათი ხელმოწერით არის წარდგენილი ეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიზანიც ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორი პოლიტიკური წარმომადგენლობის უზურუნველყოფის ხელშეწყობაა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ პრესკონფერენცია გამართეს სადაც განაცხადეს, რომ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა დასრულებულია და ისინი მოითხოვენ, საკითხი უკვე პლენარულ სხდომებზე გავიდეს.

აღნიშნული ინიციატივა 2017 წლის 12 ივნისს შეიტანეს პარლამენტში. პროექტი საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიებსა და ბლოკებს დაავალდებულებს, რომ პარტიულ სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. ასევე, პარლამენტის ან საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული წევრისთვის სადეპუტატო მანდატის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ადგილს დაიკავებს სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის წარმომადგენელი.

როგორც პროექტის ინიციატორები აცხადებენ, შემოთავაზებული მოდელი გენდერული კვოტირების დროებითი სპეციალური ღონისძიების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს და საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შემთხვევაში, 2020 წლის მოწვევის პარლამენტის ქალთა რაოდენობა მინიმუმ 26% იქნება.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ საქართველოში მოსახლეობის 52,3 % ქალია, თუმცა არჩევით თანამდებობაზე ქალების წარმომადგენლობა შეუსაბამოდ დაბალია.

„ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქალებმა მანდატების მხოლოდ 16% მოიპოვეს, ხოლო საკრებულოებში არჩეული დეპუტატები 13,46%-ია ქალი“ აცხადებენ არასამთავრობოები.

ისინი თვლიან, რომ ამ მაჩვენებლებით საქართველო ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის კუთხით, განვითარებულ ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

„გარდა ამისა ევროკავშირთან ასოცირების განახლებული დღის წესრიგი შეიცავს ახალ ვალდებულებას საქართველოში გადაიდგას აქტიური ნაბიჯები პოლიტიკურ ცხოვრებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად“, – აცხადებენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტს აძლევს ისტორიულ შანსს ხელი შეუწყოს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ზრდას.

განცხადებას უერთდებიან: „სამართლიანი არჩევნები“, საია, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორიგინის ცენტრი“, „მწვანე ალტერნატივა“, „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „ქალები საქართველოსთვის“, „მრავალეროვანი საქართველო“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და სხვები.

ნანახია - 1310

serapina

2018-03-09 20:52:04

ამდენი, კვოტები და კვატები!
უტვინო, კაციც შეიძლება იყოს და ქალიც...მაგრამ კვოტებით რომ ქალები სადღაც ჩაეკვეხებიან, ის უშველის სახელმწიფოს?!

ეს,როგორ არის იცით? მეზობლ(ებ)ის პ/რობლემები რომ გადმოაკოპიროთ და იმაზე იტიროთ, იმსჯელოთ და ა.შ.

ჩვენ,გვქონდა ქალთა სასწავლებლები(მაშინ როცა ევროპაში ქალებს შეზღუდული უფლებები ჰქონდათ...) საბჭოთა კავშირამდე...
საბჭითა კავშირის დროს,ქართველი ქალები,მამაკაცების გვერდით შრომობდნენ,თანასწორ გარემოში...
...და ახლა, ეს "დაჩაგრული ქალები" და "კვატები" საიდან მოიტანეს ამ ასოებმა, გასაგებია.

(ნუ, ახლა საღამოს რომ სასტუმროს რესტორანში, ვიღაც ტიპთან ქალი დალევს,მერე სასტუმროს ნომერში წაყვება და მომდევნო დილით(ან 20-30 წლის მერე), ის "სამგლე კაცი" გაახსენდება... მოდი და არ უთანაგრძნო!).

ღამის ეკონომიკას გაუჩნდა პატ/რონი.
ახლა,ქალებსაც ეშველათ.
ამ კაცების უფლებებს, არავინ დაიცავს ნეტავი?!

antoni

2018-03-10 07:16:05

კვოტა არა კვატი! სადაც ქალი ჯობია, პარტიის თავმჯდომარეებიც არიან, გამგებლებიც, მინისტრებიც ... ამ არასამთავრობოებს ამ სისულელის ტირაჟირებაში დაფინანსება აქვთ მიღებული და რომ არ იჩხავლონ, ხვალ ვიღა აჭმევს.
ორი შეკითხვა მაქვს: 1. შტანგა და ჭიდაობა კი ბატონო, მაგრამ ქალთა ჭადრაკი ცალკე რატომაა? ან რატომაა რომ ქალთა პირველი ვაჟთა მე-40-ს ვერ უგებს?
2. ძველს თავი დავანებოთ და ბოლო ერთი საუკუნის მოვთვალოთ მსოფლიო დონის პროზაიკოსი, პოეტი, კომპოზიტორი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი ... რამდენია მათში ქალი? რატომ?
კვოტა საერთოდ სისულელეა; ნბა-ში ვარსკვლავთა 80% ფერადკანიანია, ნჰლ-ში კი პირიქით, თეთრკანიანია ვარსკვლავთა 80%. ახლა ამ ორივე ლიგამ 50%-იანი კვოტები რომ შემოიღონ, რას დაემგვანება ამერიკული კალათბურთი ან ჰოკეი?

Maverick

2018-03-10 10:12:59

გამოასოებულ ასოებს საქმე გამოელიათ და აი, ჩვენი უმაქნისი ვითომ კანონმდებელი ასოების თაყვანისმცემელი, და არა ქვეყნისა, და ხალხის; რა სისულელეების სარებს წამოეგება ფამფორასავის ფართოდ დახუჭული თვალებით არავინ უწყის.

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს წმიდა თამარ მეფის ქვეყანაში წუნკალი, როსკიპი, თუქსუსი ასოები და ასოების თაყვანისმცემელი "კანონმდებლები" გენდერულ თანასწორობაზე რომ წკმუტუნებენ!!!

საქმე აკეთეთ, საქმე, თორემ წამოავლო ხალხმა სარებს ხელი და დარჩებით ხახამშრალი...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80