რძის პროდუქტების ფალსიფიცირების რისკი ძველებურად მაღალია
ეკონომიკა

რძის პროდუქტების ფალსიფიცირების რისკი ძველებურად მაღალია

რძის პროდუქტების ფალსიფიცირების რისკი ძველებურად მაღალია
ბექა დანელია

2018-03-09 18:00:55

მართალია ქვეყანაში რძის პროდუქტებზე ახალი ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა, თუმცა მეწარმეები ამტკიცებენ, რომ სამომხმარებლო ბაზარზე ვითარება, პრაქტიკულად, არ შეცვლილა. კვალვინდებურად არის ხარისხის პრობლემა და არც ფალსიფიცირების მასშტაბები შემცირებულა.

რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ხინოს“ დამფუძნებლის ჯაბა ხინიკაძის განმარტებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ფერმერები არ იცავენ ჰიგიენურ ნორმებს, ასევე ხდება ნედლეულის გაყალბებაც.

„ხშირად რძის ფხვნილს ურევენ ფერმერები რძეში, როდესაც აბარებენ ნედლეულს. როდესაც მოხდება პირუტყვის აღწერა, თითოეული ძროხა სანომრე ნიშნით იქნება დანიშნული და გვეცოდინება, თუ რომელ რეგიონს რა რაოდენობით რძე აქვს, ამ შემთხვევაში მოგვარდება ეს პრობლემა. აუცილებელია აგრეთვე, მაქსიმალურად მოხდეს ფერმერების გადამზადება, რათა გაიზარდოს მათი თვითშეგნება: თითოეულმა ფერმერმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ჰიგიენური და ჯანსაღი პროდუქტი აწარმოოს. როდესაც ეს თვითშეგნების უნარი გაიზრდება, საკითხი გადაიჭრება, მაგრამ დღეს სამწუხაროდ ეს უნარი დაბალია“, - განაცახადა ჯაბა ხინიკაძემ.

ამასობაში კი ბაზარზე არალეგალურად მოქმედი საწარმოების რიცხვი იზრდება. მიზეზი კი ისაა, რომ კონკრეტული საწარმოები კანონის გვერდის ავლას ცდილობენ და ფიზიკურ პირებად აგრძელებენ მუშაობას, რადგან 2020 წლამდე ეს სეგმენტი რეგულაციებისგან გათავისუფლებულია.

„არალეგალურად მოქმედი საწარმოების რიცხვი გაიზარდა მას შემდეგ, რაც HACCP-ის სტანდარტი შევიდა ძალაში. ბევრმა მეწარმემ ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნა და გადაინაცვლა იატაკქვეშეთში. მოიხსნა ბიზნესის როლი. აღარ დარეგისტრირდა იურიდულ პირად და ბიზნესოპერატორად, გაარგძელა მუშაობა ფიზიკურ პირად, რომელიც გათავისუფლებულია 2020 წლამდე ყველა ვალდებულებისგან. ასეთი არის ბაზარზე ძალიან ბევრი. შეიძლება ითქვას, 50% თითქმის ასეთი მეთოდოლოგიით მუშაობს, ქვეყანაში არის არაკონკურენტუნარიანი გარემო“, - განუცხადა „საქმიან დილას“ ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელმა რუსუდან გიგაშვილმა.

იგივე ტენდენციაზე საუბრობს „შირაქის რძის პროდუქტების“ დამფუძნებელი ნიკოლოზ ბენიაძე. მისი თქმით, არარეგისტრირებული მეწარმეები ბაზარზე დაბალი ფასით შემოდიან და არასამართლიან პირობებში აყენებენ ე.წ. კეთილსინდისიერ საწარმოებს. სხვათა შორის, ბაზარზე ჩატარებული შემოწმების შედეგებიც ადასტურებს, რომ რძის პროდუქტების წარმოება-რეალიზაციის მიმართულებით სერიოზული ხარვეზებია.

15 განსხვავებული ყველის მიკრობიოლოგიური ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ 12 ნიმუშში სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული წესები და ნორმები დაცული არ არის. კვლევა რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძის“ დაკვეთით MIC-TNS-მა ჩაატარა. იგი მიზნად ისახავდა ქართული ყველის მიმართ მომხმარებელთა დამოკიდებულების შესწავლას და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში ყველის შემცველობისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის შემოწმებას.

რამდენიმე კვირის წინ მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი, არაეტიკეტირებულ, ე.წ. გლეხურ პირობებში დამზადებულ ყველს ყიდულობს. მათი მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში, ყველისა და რძის პროდუქტების შენახვის ნორმები მეტადაა დაცული, ფიქრობენ რომ ყველი, ქარხნული წესით არის წარმოებული და არც „ნატურალურია“.

„საქრძის“ დაკვეთითი ჩატარებული კვლევის დროს აღებულ ნიმუშებში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები – კოლიფორმები და სტაფილოკოკების რაოდენობა დასაშვებ ნორმაზე მეტი აღმოჩნდა. ეს ბაქტერიები, ძირითადად, დაბინძურებული გარემოს და მომსახურე პერსონალის მიერ ჰიგიენური ნორმების დარღვევის შედეგად ჩნდება.

ნანახია - 657

მეგრელი

2018-03-09 18:27:15

ადმ . დღეს 9 მარტია.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80