პრემიერი მზად არის თავად ჩაერთოს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

პოლიტიკა

პრემიერი მზად არის თავად ჩაერთოს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში

პრემიერი მზად არის თავად ჩაერთოს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში
თამთა ქარჩავა

2018-03-10 09:30:34

„დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად“, - გიორგი კვირიკაშვილი საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული, არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე მორიგ განცხადებას ავრცელებს და რუსეთის ხელისუფლებას რთული ვითარების დასაძლევად, ერთობლივად გონივრული ნაბიჯების გადადგმასთან დაკავშირებით მიმართავს.

„მიმდინარე წლის აგვისტოში 2008 წლის ომიდან ათი წელი შესრულდება. ამ დრამატულმა მოვლენამ ღრმა კვალი დატოვა ქართველი ხალხის ცნობიერებასა და საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში. გაწყვეტილია დიპლომატიური კავშირები. მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებამ, ფაქტობრივად, ჩიხში მოაქცია ნორმალური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის დამყარების პერსპექტივა.

ამჟამად ჩვენს წინაშე არის არჩევანი - აღნიშნულ თარიღს შევხვდეთ ურთიერთბრალდებებითა და მწვავე განცხადებებით, რომელთა ნაკლებობა ამ წლების განმავლობაში ნამდვილად არ იყო, ან გადავდგათ გონივრული, თუნდაც მცირე ნაბიჯები ამ მოჯადოებული წრიდან ჩვენი ურთიერთობების გამოსაყვანად. ჩვენ ადრეც განვაცხადეთ და კვლავ ვადასტურებთ, რომ დაინტერესებულნი ვართ მივაღწიოთ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში, რისთვისაც დავადასტურე ჩემი პირადი ჩართვის მზაობა.

მზად ვართ, ასევე, პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც. სამწუხაროდ, დღეს რთული რეალობის წინაშე ვდგავართ“, - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის მიმართვაში.

გიორგი კვირიკაშვილი აღნიშნავს, რომ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის მიუხედავად, ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი დღესაც გრძელდება, რაც ძირს უთხრის ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას.

„ამის ბოლო ტრაგიკული მაგალითია ორი კვირის წინ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში ჩვენი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი, რომლის ცხედრის გადმოცემაც კი, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების, კათოლიკოს-პატრიარქისა და საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მცდელობისა, აქამდე ვერ მოხერხდა ოჯახისათვის.

მივმართავ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, რათა დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად“, - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

პრემიერის განცხადებას და ტატუნაშვილის გარშემო განვითარებულ პროცესებს ამ დრომდე უკომენტაროდ ტოვებს რუსული მხარე. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ მიმართვას რუსეთის მხრიდან გარკვეული რეაქცია მოჰყვება. აბაშიძე ფიქრობს, რომ მთავრობის ხელმძღვანელმა რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვით რთული ნაბიჯი გადადგა, რომელიც უნდა გადაედგა.

„კვირიკაშვილმა ამ განცხადებით ნაბიჯი გადადგა არა მხოლოდ ტატუნაშვილთან დაკავშირებული უმძიმესი პრობლემის მოსაგვარებლად, არამედ რუსეთის მიმართ ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე კონკრეტული, გონივრული შეთავაზება გააჟღერა და მისი პირადი მონაწილეობით, ჟენევის დისკუსიების გააქტიურების მზადყოფნა გამოთქვა, რაზეც კომენტარი ადრეც გაუკეთებია.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა პირდაპირი დიალოგის დაწყებაზე კიდევ ერთხელ გააკეთა შეთავაზება აფხაზებისა და ოსების მიმართ. ვფიქრობ, რომ პრემიერმა ის რთული ნაბიჯი გადადგა, რომელიც უნდა გადაედგა“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, პრემიერის განცხადება იყო ძალიან კონკრეტული, კონკრეტული გზავნილებითა და კონკრეტულ ფორმატებთან დაკავშირებული. მიხეილ ჯანელიძეს მოლოდინი აქვს, რომ რუსეთის ფედერაცია შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს უპასუხებს არამხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნებს.

„პრემიერს განცხადებით, ის მზად არის თავად ჩაერთოს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის პირდაპირი დიალოგისთვის აფხაზეთთან და ოსებთან, ამ კუთხით კი მისასალმებელი იქნებოდა საკითხისადმი რუსეთის კონსტრუქციული მიდგომა.

მოლაპარაკებები იმართება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, ეს საკითხი პრემიერ-მინისტრის მხრიდან ადრეც იქნა გაჟღერებული და მისი მზაობა, რომ ის პირადად ჩაერთოს ამ ფორმატში, რათა მოძებნილი იქნას შესაბამისი გადაწყვეტილებები და კონფლიქტის მოგვარების გზები“, - აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.

პრემიერის განცხადება იყო საკანონმდებლო ორგანოში ერთ-ერთი მთავარი განხილვის საკითხი. ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი თვლის, რომ ვერანაირი სამშვიდობო გეგმა ვერ განვითარდება, თუ რუსეთი ისეთ დესტრუქციულ პოლიტიკას განაგრძობს, რომელსაც აქამდე ეწეოდა. დეპუტატის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებაში მთავრობის პოლიტიკას მაღალი შეფასება და ძლიერი მხარდაჭერა იმიტომ აქვს, რომ ის რაციონალურ მიდგომასა და ფეთქებადსაშიშ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.

„ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, ამ სიტყვების უკან კონკრეტული საგზაო რუკის თაობაზე მოსაზრებები დევს, რომელიც საშუალებას იძლევა, ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ საზოგადოებებთან კავშირი არათუ გავწყვიტოთ, არამედ გავააქტიუროთ. მაგრამ ვერანაირი სამშვიდობო გეგმა ვერ განვითარდება, თუ რუსეთი ისეთ დესტრუქციულ პოლიტიკას განაგრძობს, რომელსაც აქამდე ეწევა.

პოლიტიკურად სწორი ხედვა გვაქვს, რომელიც სტრატეგიულად შედეგზეა გათვლილი. საერთაშორისო ურთიერთობებში მთავარია, ქართულ მხარეს სწორი პოზიცია, სწორი ხედვა და ამ ხედვას მძლავრი საერთაშორისო მხარდაჭერა ჰქონდეს. როგორ განვითარდება შემდეგ პროცესები, ამას მუშაობა სჭირდება და არა წამოყვირებები, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს ოპოზიციას ახასიათებს“, - აცხადებს გია ვოლსკი.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი გიორგი კანდელაკი თვლის, რომ რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვა არათანმიმდევრულობის მაგალითია. როგორც დეპუტატი აცხადებს, ხან ასე, ხან ისე არ გამოვა, რადგან ასეთი ტიპის მიმართვებით პრობლემა ვერ გადაწყდება.

მისივე თქმით, ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი, მაგრამ თანმიმდევრული პოლიტიკა. სწორედ თანმიმდევრულობის კონტექსტში არის ხელისუფლებისადმი შეთავაზება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნის და სანქცირების მექანიზმის ამოქმედების შესახებ, რომელიც იმ კონკრეტული პირების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, ვინც მკვლელობებს ჩაიდენს.

„ქართული ოცნება“ ხალხს რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას ჰპირდებოდა. ამ დაპირების კონტექსტში მათ საქართველოს და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი უმაღლესი დონის საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოხსნეს. დღეს არათანმიმდევრულობას ვხედავთ. არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ საქართველოს მთავრობა საერთაშორისო ყურადღების მობილიზებას ცდილობს, მაშინ, როცა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შემთხვევაში ამ მიმართულებით ბევრი არაფერი გაკეთებულა“, - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.

„კაპიტულაცია რუსეთის ზეწოლის წინაშე“, - ასეთია „ნაციონლური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის შეფასება, რომლის განცხადებით, პრემიერის განცხადება რუსეთთან ურთიერთობის შემდგომი დათბობის შესახებ ხელისუფლების უძლურების დემონსტრირებაა.

„ეს არის კაპიტულაცია რუსეთის ზეწოლის წინაშე, ეს არის ივანიშვილის დოქტრინის - საქართველო არ უნდა იყოს დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების საგანი, რეანიმაცია. მაშინ, როცა დასავლეთი აძლიერებს რუსეთზე სანქციებს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის გამო, რასაც ასევე ითხოვს უკრაინის ხელისუფლება, საქართველოს მთავრობა დინების საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით ჩვენ ვეუბნებით რუსეთს, რომ ცხედრის არგადმოცემის ან სხვა სახის შანტაჟის გზით, შესაძლებელია საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა და სასურველი შედეგის მიღწევა. ეს არ არის კვირიკაშვილის განცხადება - ეს არის ბიძინა ივანიშვილის დავალება, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა შეასრულა“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად, პრემიერ-მინისტრს განცხადების შინაარსი დაუწუნა არასაპარლამენტო ოპოზიციამ. „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ თავი მოიჭრა საქართველოს ეკლესიამ, სამარცხვინო წერილი მიწერა რუსეთის ეკლესიას, პარლამენტის წევრები თავს იჭრიან და ახლა პრემიერმა მოიჭრა თავი. ბერძენიშვილი ამბობს, რომ პრემიერის დღევანდელი განცხადებით ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილის საქმეში თავისი უსუსურობა დაადასტურა.

„თუ უფრო მეტ დათმობაზე წასვლა შეუძლია საქართველოს, მაშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმაზე უნდა იფიქროს, რომ გადადგეს და მოვიდეს ვინმე, ვინც უფრო კარგად იცის და შეუძლია რამის გაკეთება. საქართველოს რუსეთთან დასათმობი აღარაფერი აქვს. რუსეთი არის ოკუპანტი და რა მოლაპარაკებაზეა საუბარი საერთოდ? რაზე უნდა მოილაპარაკონ?!

ვის უნდა შეუთანხმოს ეს? რომელ კანონში წერია, რომ პრემიერს თავი ეჭრება, რაღაც უნდა ვქნათ ახლა და სადმე რამე უნდა დავთმოთ? ფაქტია, რომ რუსეთის ხელისუფლება არის ისეთი, როგორიც არის. მსოფლიო ვერაფერს უშვრება მას, მით უმეტეს ვერაფერს უშვრება საქართველოს ხელისუფლება, უნდა ვაღიაროთ ეს და უნდა მივიღოთ ისეთი ზომები, რომ ჩვენი მოქალაქეები ჩვენს ტერიტორიაზე მაინც გვყავდეს დაცული. ჩემი აზრით, ამას სასწრაფოდ უნდა მოყვეს პრემიერის გადაყენება“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ნინო გოგუაძე თვლის, რომ ნებისმიერი პირდაპირი დიალოგი რუსეთთან არის წარმოუდგენელი და სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ წასვლა.

„ვსვამ კითხვას, რას შეიძლება გულისხმობდეს პრემიერ-მინისტრი გონივრულ ნაბიჯებში? თუ ამაში გულისხმობს პირდაპირ დიალოგს რაიმე საკითხზე, არ ვსაუბრობ დიპლომატიურ ურთიერთობებზე, რადგან ეს საერთოდ წარმოუდგენელი მგონია, პირდაპირი დიალოგი რუსეთთან საერთაშორისო პარტნიორების გარეშე, ეს არის ძალიან სახიფათო და წამგებიანი საქართველოსთვის. ნებისმიერი პირდაპირი დიალოგი რუსეთთან ეს არის წარმოუდგენელი რამ და ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ წასვლა“, - აცხადებს ნინო გოგუაძე.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, საქართველოს ერთადერთი ინსტრუმენტი არის საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალურად ინფორმირება და მცდელობა, მათი მხარდაჭერით ზემოქმედება მოვახდინოს გადაწყვეტილების მიმღებზე.

„ეს გადაწყვეტილება, რომ რუსეთში მიიღება, მე მგონია რომ ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს. არსებობს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი რუსი ხელმძღვანელი თავიდან იცილებს პასუხისმგებლობას და ამბობს, რომ ეს ყველაფერი ადგილობრივი ხელისუფლების თვითშემოქმედება არის და ჩვენ აქ საერთოდ არ ვერევით და ა.შ. მე მგონია, ეს არის თვალში ნაცრის შეყრა.

ისინი საკმარისად აკონტროლებენ სიტუაციას ადგილზე, რომ ასეთი გართულება არ მოჰყვეს. სიმართლე გითხრათ, ამ საკითხზე მიმართვების, წერილებისა თუ პროტესტის სხვა ფორმით გამოხატვის საწინააღმდეგოს ვერაფერს ვხედავ, ვინც არ უნდა იყოს ავტორი - პარლამენტი, პრემიერი თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ფიგურა თუ ჯგუფი.

განსაკუთრებული ოპტიმიზმი იმისა, რომ პრემიერის მოწოდებას რუსეთის მხრიდან პოზიტიური ნაბიჯები მოყვება, არ მაქვს. მე მიმაჩნია, რომ ან განცხადებაში ძალიან სწორი და მკაფიო აქცენტია დასმული. მისი ძირითარი მოწოდება არის მიმართული რუსეთისადმი, რათა მან გადადგას გადამჭრელი ნაბიჯები იმ არაადამიანური დამოკიდებულების შესაწყვეტად, რომელიც ჩვენი მოქალაქის შემთხვევაში დღესაც გრძელდება. არ ვარ დარწმუნებული შედეგებში, რადგან რუსეთის წარმომადგენელთა რეაქცია ამ საკითხზე დღემდე ისეთია, რომ განსაკუთრებული ოპტიმიზმის საფუძველს არ გვაძლევს“, - ამბობს ყოფილი მინისტრი.

მისივე თქმით, ეჭვს არ იწვევს ის, რომ ტატუნაშვილის გარშემო გავნითარებული პროცესები არის ბინძური პროვოკაცია და საქართველოს წინააღმდეგაა მიმართული. რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას, რომლებმაც პრემიერი არათმიმდევრულობაში დაადანაშაულეს, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს:

„გულახდილად რომ გითხრათ, საერთოდ ვერ ვხედავ ამ თემაზე დისკუსიის აზრს, მათ შორის ვერც პრესაში. ეს მხოლოდ შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გამოხატულებაა, რაც ჩვენთან პერიოდულად მწვავდება, როგორც კი რაიმე საკითხი გართულდება ხოლმე. ამას საერთო არაფერი აქვს პრობლემის არსთან და არც მისი გადაწყვეტის გზების ერთობლივად ძიებასთან. ამიტომ, გულახდილად გითხრათ, აქ საკომენტაროსაც ვერაფერს ვერ ვხედავ.

სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ჯერჯერობით პროცესები მხოლოდ ნეგატიურად ვითარდება. უკანასკნელი ინფორმაცია სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების ხელმძღვანელის განცხადებაში ის იყო, რომ მათ რაღაც დამატებით დრო სჭირდებათ და ეს ჩემთვის მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ შეეცდებიან სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბონ. აქ ჩვენ კეთილგონიერება უნდა გვეყოს, რომ ბოროტგანმზრახველს ხელი არ შევუწყოთ მათი გეგმის რეალიზაციაში. კარგი იქნება თუ ამას დროზე მივხვდებით. “ - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილმა.

ნანახია - 3691

ცუგო

2018-03-10 15:09:13

მომეწონა, ბრძნული განცხადება გააკეთა პრემიერმა. ლევან ბერძენიშვილი კი მიმავალი ქარავნის უ/კ/ა/ნ/ა/ლ/თ/ა/ნ მოწკავწაკვე ძაღლის პაროდიას მაგონებს...

tngh

2018-03-10 15:23:14

საბედნიეროდ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს პრემიერის ამ განცხადებას. პანიკაში ჩავარდნილი "მეგრანტეების", "ექსპერტების" და "ნაც-ოპოზიციის" განცხადებები კი, მხოლოდ ღიმილის მომგვრელია და მატ "ისტერიას" ირონიით გონიერი ადამიანები ირონიით პასუხობენ. მათი "სიბრძნე" უკვე სასაცილოა!!!

natali

2018-03-10 17:14:46

ახლა რომ უცებ ამერიკამ აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს, მერე რას აპირებთ?

ფხიზელი

2018-03-10 18:15:06

როგორც იტჸვიან, ეს ხალხი აშკარად გასულია მომსახუერის ზონიდან!
რა თავქაჯი შეიყარეს, რა თქვა პრემიერმა არასწორი და მიუღებელი?!

რომან გოცირიძის ჭკუით, „"ივანიშვილის დოქტრინა - საქართველო არ უნდა იყოს დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების საგანიო", ეს კაპიტულაცია ყოფილა!
ე.ი. საქართველო, გამუდმებით, დასავლური ეკლის როლს უნდა ასრულებდეს რუსული დათვის უკანალში! - ეს ყოფილა საქართველოს სახელმწიფოებრივი მისია!
ბრავო, კუპონა!

"საერთოდ წარმოუდგენელი მგონია, პირდაპირი დიალოგი რუსეთთან საერთაშორისო პარტნიორების გარეშე, ეს არის ძალიან სახიფათო და წამგებიანი საქართველოსთვის. ნებისმიერი პირდაპირი დიალოგი რუსეთთან ეს არის წარმოუდგენელი რამ და ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ წასვლა“, - აცხადებს ნინო გოგუაძე.
ეს განცხადება არის პირდაპირი დეკლარირება, რომ გოგუაძე და მისი ფაჩიკოს გარმონივით დაშლილი პარტია არ აღიარებენ საქართველოს დამოუკიდებლობას და მიაჩნიათ, რომ საქართველოს არ უნდა ჰქონდეს ამბიცია, დამოუკიდებლად, "უფროსების გარეშე" დაელაპარაკოს სხვა სახელმწიფოს!

"ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, საქართველოს ერთადერთი ინსტრუმენტი არის საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალურად ინფორმირება და მცდელობა, მათი მხარდაჭერით ზემოქმედება მოვახდინოს გადაწყვეტილების მიმღებზე."
მერე?!
რა, არ არის სათანადოდ ინფორმირებული ეს ე.წ. "საერთაშორისო თანამეგობრობა"?!
შეიბერტჸა ვინმემ ყური?!
არ რცხვენია ამ ხალხს, მთელ ცხოვრებას რომ ამგვარ ფუჭსიტჸვაობაში ატარებს?!

"რუსეთის ხელისუფლება არის ისეთი, როგორიც არის. მსოფლიო ვერაფერს უშვრება მას, მით უმეტეს ვერაფერს უშვრება საქართველოს ხელისუფლება, უნდა ვაღიაროთ ეს და უნდა მივიღოთ ისეთი ზომები, რომ ჩვენი მოქალაქეები ჩვენს ტერიტორიაზე მაინც გვყავდეს დაცული. ჩემი აზრით, ამას სასწრაფოდ უნდა მოყვეს პრემიერის გადაყენება“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ფხიზელი

2018-03-10 18:16:27

ამაზე სულელურს ვერაფერს განაცხადებდა ბატონი ბერძენიშვილი, ძალიანაც რომ მოენდომებინა!

ფხიზელი

2018-03-10 18:26:58

მაინც, რა ზომები უნდა მიიღოს საქართველოს ხელისუფლებამ ისეთი, რომ ჩვენი მოქალაქეები ვერ გადავიდნენ იქითა მხარეს?
რუსული მავთულხლართების პარალელურად, ჩვენც გავაბათ ეკლიანი ღობე მთელ პერიმეტრზე და დენი გავუშვათ შიგ თუ რას გვირჩევს?
საზღვრის დაცვა ისეთი უნდა, სსრკ-ს რომ ჰქონდა დაცული, მაგრამ მაინც შემოდიოდა და გადიოდა ხალხი! - ეხსომება ყოფილ დისიდენტს.

შე დალოცვილო, თუკი იცი და აღიარებ, რომ "რუსეთს მსოფლიო ვერაფერს უშვრება და, მით უმეტეს, ვერაფერს უზამს საქართველოს ხელისუფლება", რას ერჩი პრემიერს, რა შუაშია აქ პრემიერის გადაყენება?!

ფხიზელი

2018-03-10 18:36:20

ხომ იყავით რესპუბლიკელები პარლამენტში ორჯერ, დიდ-დიდ თანამდებობებიც გეჭირათ და რომ არ გეკუთვნოდათ, ისეთი უფლებამოსილებებიც! - და რა ხეირი?
რა არგეთ საქართველოს, რა ჯიღა დაადგით, რომ ასეთი პრეტენზიები გაქვთ სხვების მიმართ?!

ფხიზელი

2018-03-10 18:45:36

ამ კაცს თავში ენციკლოპედია კი არა, კაი მოზრდილი ბიბლიოთეკა აქვს...
დიდი სიამოვნებით ვისმენ ინტერნეტში განთავსებულ მის საუბრებს ლიტერატურაზე. უამრავი აღფრთოვანებული კომენტარი ახლავს ამ ვიდეოებს...
მაგრამ არა, მაინც არ ეშვება პოლიტიკას, სადაც მისგან იოტის ოდენა სარგებელი არ არის და საიდანაც მხოლოდ დაცინვას, ლანძღვას და სიძულვილს იმკის!
საოცარია, პირდაპირ!..

ფხიზელი

2018-03-10 19:02:32

მტერთან ურთიერთობის ორი გზა არსებობს: ან უნდა ეომო, ან უნდა მოელაპარაკო!

სააკაშვილმა რომ "იმამაცა" და ომი გაუმართა რუსეთს, "რომელსაც მსოფლიო ვერ უშვრება ვერაფერს", იმ სიტუტუცის შედეგებს მთელი შემდგომი ისტორიის მანძილზე მოიმკის საქართველო.

ე.ი. რჩება მეორე ვარიანტი, რისი მზაობაც პრემიერმა კვირიკაშვილმა განაცხადა.
და თქვენ რას აპროტესტებთ, ბატონებო?

თუ რაიმე უფრო ეფექტური გზა იცით, თქვით! - იქნებ დაგიჯეროთ პრემიერმა...

tngh

2018-03-10 19:23:21

ქ-ნო ნატალი!!! საიდან ესეთი "მკვახე" აზრები??? რატომ და რისთვის უნდა აღიაროს აშშ-მა აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთ ოსეთი??? იქნებ დაგვდოთ პატივი, და აგვიხსნათ... იქნებ იმიტომ, რომ გავბედეთ რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვა???

natali

2018-03-10 19:45:24

რა ვიცი აბა, უცებ დამებადა ასეთი აზრი. ჩვევა მაქვს ასეთი, როდესაც რაღაც გადაწყვეტილებას ვიღებ, ყველანაირ ვარიანტს დავუშვებ ხოლმე, რომ ყველაფრისთვის მზად ვიყო.:))))ეს უბრალოდ პირად ცხოვრებაში და თუ გადაწყვეტილებები და ნაბიჯები მთელ ქვეყანას ეხება, რატომ უნდა გამორიცხო რაღაცეები?
და მაინც... აბა დაუშვით, რომ ამერიკამ აღიარა მაგათი დამოუკიდებლობა, რას იზამს ევროპა? ჩვენ რა უნდა ვქნათ? რას იზამს რუსეთი? უკან წაიღებს აღიარებას? და რომც წაიღოს, რააააა?


tngh

2018-03-10 19:59:08

ამის დაშვების არანაირი საფუძველი და ლოგიკა არ არსებობს... ამიტომ არც უნდა განიხილო!!! პრემიერის მიმართვა კი, ფრიად გონივრული და დიპლომატიურია. საქართველოს გამთლიანებისათვის კი, უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ გახდება ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი. ოქტომბრამდე მსოფლიოში გეოპოლიტიკური ვითარება კიდევ შეიცვლება და ჩვენც, ამომრჩევლებმა გონიერი არჩევანი უნდა გავაკეთოთ...

natali

2018-03-10 20:29:41

და რატომ არ არსებობს? თუკი რუსეთს უნდა ეფერო, რომ უკან წაიღოს თავისი აღიარება, ამერიკას აგინებ, რატომ არ შეიძლება იმათაც ისეთი რამ გააკეთონ, მიდი ახლა და მეფერეო?:))) ხომ არ გავიწყდებათ პრეზიდენტი ტრამპი რომაა? მისგან ხომ ყველაფერი მოსალოდნელია? ხოდა ვის მიერ აღიარებაა უარესი?

natali

2018-03-10 20:49:54

ხოდა ჩემო კარგებო, რუსეთის მიერ "აღიარებული" აფხაზეთი ეს შიდა სამზარეულოა და აფხაზეთი მაინც საქართველოა. მაგრამ ამერიკამ თუ აღიარა, აი მერე კი მართლა დაკარგულია. ამიტომ დაფიქრდით და გადაწყვიტეთ ვის უნდა უგოროთ წითელი კოჭი.
ასე ვფიქრობ მე.

ფხიზელი

2018-03-10 21:44:18


natali,
უფრო აბსურდული ვერაფერი მოიფიქრე? :)))
ნაურუს ავიაცია რომ დაგვესხას თავს და დაგვბომბოს, ეგ უფრო მოსალოდნელია.

natali

2018-03-10 22:56:54

და რატომაა აბსურდული? ჩვენ ვაგინოთ, რუსეთს შევუძვრეთ და იამან თავზე ხელი უნდა გვისვას?

natali

2018-03-10 23:09:31

თქვენ როგორ ფიქრობთ, ვის მიერ აღიარებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია უფრო უარესი, ამერიკის თუ რუსეთის მიერ?

natali

2018-03-10 23:13:08

თუ რუსეთს რატომ უნდა ვეფეროთ, აფხაზეთის დაბრუნების მოთივით ხსნიან.
ხოდა ზუსტად ამ ინტერესიდან გამომდინარე ვკითხულობ- ვის მიე აღიარების შემდეგ ჩაითვლება აფხაზეთი მართლა დაკარგულად?

დომნა

2018-03-10 23:35:12

მტერი ენდო რუსის სიტყვას, მაგრამ ურთიერთობა და დალაპარაკებამაინც აუცილებელია, იქნებ დროში რაღაც შეიცვალოს და ამად ღირდეს. ისე ცნობისათვის, რომ არა კოსოვო ამერიკის მიერ, რუსები ასე ფრთებს ვერ შეისხამდნენ. ახლ კი ყველაფრის უფლებას აძლევენ თავს. ვინ იცის რა ჯობია. პატარა ქვეყნებისთვის კი დიპლპმატიაა აუცილებელი(როგორც იტყვიან ბარიკადის ორივე მხარე).

natali

2018-03-10 23:50:59

ამაზე მეტი რაღა გინდათ, სულ იმას აწვებოდნენ რუსეთის მომხრეები, რომ ისინი მართლმადიდებლები არიან. საპატრიარქოს თხოვნა, დაიკიდეს. თან რა თხოვნა, ცხედარი გადმოგვევითო, მეტი ხომ არაფერი. აი ის რუსეთის მოქალაქე მომღერლები შეიკრიბონ და სთხოვონ თავის პრეზიდენტს რამე გააკეთოს ამისთვის. ნახონ რას იზამს, არ აინტერესებთ?

ფხიზელი

2018-03-11 00:45:42

natali,
... პრინციპულად არ იდება ჩემი საპასუხო პოსტი. (ის კი არა, უცენზუროაო... უბრალოდ, "გაგზავნას" რომ დავაჭერ, "გადაფითრდება" გვერდი და რჩება ასე...)

კაი, თქვენმა აჯობოს!
არ დაალაპარაკოთ რუსეთთან არავინ, იყავით "საერთაშორისო თანამეგობრობის" იმედზე და რა კურდღელიც 9-ში დაიჭირეთ, იმას დაიჭერთ აწიც!

natali

2018-03-11 01:04:35

:))))))))))
ჩაწყობილი მაქვს საქმე :))))))

მე ვინ რას მეკითხება:))) (კიდევ კარგი) ან ვინ ვისთან დამალაპარაკებს. მე თუ დაველაპარაკები ყველას კარგად დავახურებ თავზე, აღმოსავლეთასაც და დასავლეთსაც ერთნაირად:))))
უბრალოდ კითხვა მებადება. ვიღაცას რომ უნდა ვუქიცინოთ კუდი მივხვდი, სხვანაირად ვერ ვიარსებებთ, მაგრამ რატომ უნდა ვუქიცინოთ რუსეთს და არა ამერიკას, რომელიც "ქურდად" ზის:)))))


ფხიზელი

2018-03-11 01:18:44


natali,
ვრცელ კომენტარს, რომელიც დაიბლოკა და არაფრით არ უშვებს (მერეც ვცადე), იცი რითი ვიწყებ? - შენ რა თაკო ჩარკვიანივით ლაპარაკობ-მეთქი!:)
ვიცი, რომ შენ არ გეკითხებიან, მაგრამ მწყინს, რომ ყველანი ერთნაირად იჭრით ვენებს, არ უნდა დაელაპარაკოს პრემიერი რუსეთს, თორემ ეს შეძრომა იქნებაო!
თითქოს პრობლემის გადაჭრის რაიმე მეთოდი იცით რომელიმემ, გარდა "საერთაშორისო თანამეგობრობით" აპელირებისა!
ხომ ხედავთ, რომ არაფერი გამოდის აქედან?!
სცადოს ახლა ვიღაცამ, მოსინჯოს ეს დალაპარაკებაც!
თუ არაფერი გამოვა, იმაზე უარესი ხომ მაინც არაფერი იქნება, სააკაშვილის ორსაათიან "ვაჟკაცობას" რომ მოჰყვა და გააგრძელებთ ისევ ზებოს ლოდინს, ზარს რომ ჩამოჰკრავს - რუსეთი დაიშალა და აკრიფეთ ახლა ყველამ თქვენ-თქვენი ტერიტორიებიო!..

natali

2018-03-11 01:56:08

ეს თამარ ჩარკვიანი ლაპარაკობს ჩემსავით:)

natali

2018-03-11 01:57:58

ისე ეს რა დაიწყეს ამხელა ქალებზე და კაცებზე ამ კო-ებით მიმართვა ვერ გავიგე.:)

Maverick

2018-03-11 03:40:20

natali,
ახლა რომ უცებ ამერიკამ აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს, მერე რას აპირებთ?
------------------
სრულიად არაფერს ჩემო ნატალი, უბრალოდ ჩვენ შევუერთდებით აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" აღიარებულ სახელმწიფოებს ავტონომიის სტატუსით, აფხაზეთს დასავლეთ საქართველო, "სამხრეთ ოსეთის" აღმოსავლეთ საქართველო; მერე, გავერთიანდებით და ფენიქსივით აღვდგებით ფერფლიდან!
------------------
ადგნენ ახლა ნაცუკები, ახალი ნაცბოზუკები, დემოკუტუნიები, ძველი თუ ახალი აღორძინება ჩაღორძინებულები და ატეხონ კაკანი: ამ კაკაკ, კრიახში კვერცხის დადება ეგებ ისწავლონ, მეტი სარგებელ ამათგან მაინც არ არის!

papa

2018-03-11 10:11:38

papa2018-03-10 13:35:53
ერთი კვირააა სიცხე მაქვს, აქაურობის თვალისდევნებას ვერ ვახერხებ...რაღაც მოურჩენელი ხოლერა შემეყარა...გრიპი

.უბრალოდ დღეს აქ ისეთი რამეები წავიკითხე, რომ პასუხად აუცილებლად რაღაცეები მეც უნდა ვთქვა....მაიძულეს (ადრე რა თქვეს ალბათ კიდევ .........მით უმეტეს რომ ისინი არ წამიკითხია)

ეს ძირითადად .....იმერელს და ორ--სამ კაცს სხვას ეხება


როგორ ძველებურად(ჩვეულებისამებრ) ისევ ადვილად არიგებთ იარლიკებს
კრემლის აგენტი
მონური ფსიქოლოგია
კომუნისტების აღზრდილი ინტელიგენცია
რუსეთუმე..
დაუწვეთ ..
და ამდაგვარები (დანარჩენს იმერელი დააამატებს)

კი მაგრამ როცა თავის დროზე თქვენ(ხო... ხოო.. თქვენ) მაგ იარლიკებს(,,კრემლის აგენტებს,,)ლატარიის ბილეთებივით არიგებდით, მაშინ რა ჩიტი დაიჭირეთ??...მოიგეთ რამეეე? არაფერი!!--- უბრალოდ საზოგადოება გაყავით შუაზე .. ხო??
ესე იგი თუ ადამიანი თქვენებურად არ აღვიქვამს ამა თუ იმ მოვლენებს, ანუ თუ თქვენ აზრებს ადამიანი უაპელაციოდ არ იზიარებს,ის თქვენი მტერ--მოწინააღდეგეააა??
(ანუ დაახლოებით როგორც თავის დროზე ,,პავლიკ მოროზოვები,, ამბობდნენ)
ანუ ვინც ჩვენთან არააა, ის ჩვენი მტერიაო....ისევ ეგერე აზროვნეებთ ამ 27 წლის მერეეც??
რათა??--- თავის დროზე გულში დიდი ტკივილები განიცადეთ, აღარა ხორცდება და იმიტომ (გასაგებია... მაგას მეც ძალიან განვიცდი ...ნამეტნავად ,,იმერელმა,,კარგად იცის ესენი..ხშირად გვისაუბრია, თუმცა პასუხებისგან კი ყოველთვის გამირბის)
მერე...იმიტომა ხააართ დღემდე ისევ შურისძიების რეჟიმშიიი??(პლიუს.. საქართველოზეც??)
მაგ იარლიკების დარიგებით მთელდებაა ის ტკივილიიი??
მესმის რომ მაშინ ქართველ ხალხთან ერთად, ძირითადად რუსეთი იყო დამნაშავე, ისიც მესმის რომ რუსეთზე დღემდე ძალიან გამწარებულები ხართ (სამართლიანადაც--ნეტა ვინ არაა ამ რუსეთზე გამწარებული?) და ერთი სული გაქვთ მასზე შურისძიებისა, მაგრამ მაშინდელი ტკივილის გამო, რეალობას აღარ უნდა შეხედოოთ თვალებშიიი?
ისევ ის გზა გავაგრძელოოთ..... ..კრემლის აგენტი, რუსეთუმეეე??
რათა იარლიკის მიწებებით ადვილად იძვრენთ თავს არგუმენტირებული საუბრებიდაან?(როგორც იმერელი) ბააახ... ისროლე ლიმონკა და გამარჯვებული ხააარ?? ეგრეააა??.... ტემ ბოლე ეხლა მოდაშია რუსეთუმეს ძახილი(პროდვინუტობა--პერო გაყრილობას ნიშნავს..მაგარია!!)
როგორც თავის დროზე კრემლის აგენტის ძახილი
თან ვინ ვინ და მაშინ ბაქრაძე და ნათაძეც კი კრემლის აგენტების რაზმში ჩარიცხეთ!!!! ....ერთი წუთით მაინც გჯეროდაათ მაგის? არააა.??.აბა რაზე ეძახოდით იმ ხალხს კრემლის აგენტებს..ისე... ,,რადი ბოდროსტიი,,??
ეხლაც იგივეებს რატომ იმეორებთ??
აგე თქვენი ჯაველიძეც რა დღეშია...ქუნემ ნატოვო..რაო ეგეც რუსეთუმეაა, თუ კრემლის აგენტი??(აუუუუ რა დრო დადგააა... მაგ იარლიკების დამრიგებელი თვითონ ,,გახდა,, კრემლის აგენტი---ნეტავ ყველა მასეთი კრემლის აგენტები ვიყოთ!!)
მოლაპარაკებაში ,,დაუწვეთო,, მაინც და მაინც მაგას რატომ გულისხმობთ?
,,მონური ფსიქოლოგიაო,, --რათა ??
იმ მახარაშვილისა არ იყოს ,,პლენ,, პლენ, პლენ,...მოჟეტ ტი საბირაეშსია პლენ..ია ნე საბირაუს პლენოო,,.... გახსოოვთ??.......
რააა ... თქვენ ეგრევე უნდა დაუწვეეთ? ეგრე გესმიით მაგათთან დალაპარაკება?? ეგრე იციით?რათა... მონური ფსიქოლოგია გააქვთ?? არააა?
აბა აქაურებს რომელს შეგვამჩნიე მასეთი რამეები??...
კადრულობთ და კადრულობთ. უკადრებელს...
კადრულობთ და კადრულობთ---ვეღარ დაიფუკენით!!----აქ კაი ნიმუში გყავთ ,,ზაზა,,-შემოვა, ძველ ბალღამს აქ დაიცლის, დაიფუკება-მოისაქმებს, ლიმონკებს ისვრის აქეთ იქით და სუ ფეხებზე კიდია მართალია თუ მტყუანი... მთავარია მაგან ბალღამი ამოანთხიოს აქ,... ეგაა და ეგ მაგის საქართველოსადმი სიყვარული
ვაი პატრიოტებიო ... აქ ვიღაცამ ახსენა, მგონი კოსტაიამ
ის ვაი მედროვე--პატრიოტები გახსოოვთ, რამდენი დაეხვია ზვიადიის?(კარებებს რომ ჭედავდნენ, ნამეტანი ისინი იყვნენ ,მაგარი,, პატრიოტები)....ისინი აქაც ტრიალებენ ოღონდ იმიტომ კი არა, რომ საქართველოს უბედურება აწუხებთ,.. არა,.იმათ თავიაანთი დაკარგული ,,შესაძლო თანამდებობები და გრიალი,, ვერ მოუნელებიათ დღემდე და იმ წარსულისთვის, შურს საქართველოზე ძიობენ....ბოღმას და ღვარძლს ანთხევენ აქ მხოლოდ.
თუ არა საქართველოზე შურის ძიება, აბა ის სხვა რა იყო, მაშინდელი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები 90 % ეგრევე მიშას ფანებად რომ იქცნენ და ეგრევე ,,მიშას რაზმში,, ჩაირიცხნენ?
არ მითხრა ეხლა მიშა საქართველოს აშენებდა და ისინი იმიტომ უჭერდნენ იმას მხაარსო....კარგი რაააა......დღემდე ისიც კი ვერ გაგვიგია, ბოლო ბოლო მიშა ვისი აგენტი იყო პუტინის თუ კოლუმბის..და რას აააშენებდა)????(ნეტა ორივე ერთ დღეს აფეთქდნენ..ოღონდ ნატალის ნასწავლ მისამართზე)
გინდა თუ არა უნდა დაუწვეთო...
რათა? თუ დაწოლა გვსიამოვნებდა, მაშინ ამ 27 წლის მანძილზე 9 აპრილიდან დაწყებული დღემდე, რაზე გადავიარეთ ეს ამდენი უბედურება??...რომ არ მოგვწონდა იმიტომაც დავიტეხეთ თავს ეს ყველაფერი..... ხომ ესეა?/
სამაჩაბლო სამოქალაქო ომი, აფხაზეთი ჭუბერი, მხედრიონი...შიშილი უდენობა უგაზობა 2008...განახევრებული საქართველო ... ამდენი სიკვდილი ..სოფლებში აჭედილი კარებები...რომელ ერთი ჩამოვთვალო.........???
..მერე როგორ გგონია ამ ყველაფრის გადამტანი ნორმალური ქართველი, ისევ უკან რუსეთთან ჩაგორებას როგორ იტყვის?? დალაპარაკებაში მაინც და მაინც ჩაგორებას რატომ გულისხმობთ?? მახარაშვილისა არ იყოს ...თქვენ ეგრე საბირაეტეეეს????
ეხლა აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე ნატოში შესვლაზე .
...აქ ზემოთ სადღაც, ბოლო ბოლო როგორც იქნა, შენ შენი სათქმელი აღმოთქვი ----ეგენი მაინც დაკარგულია და დანარჩენიც რომ არ დავკარგოთ, სჯობია მაგათ გარეშე შევიდეთ ნატოში და მერე...როდესღაც რუსეთს რომ დედა ეტირება, იმათ ჩვენ ისევ დავიბრუნებთო.
....ჰაცე ვირო, ნუ მოკვდები, გაზაფხულზე იონჯა მოვაო....ანუ რუსეთს ჩქარა დედა ეტირება და კრებაც მხიარული დარჩებაო...ეგრე გამოგდით...
მართლა გჯერააათ???.რაღა თქვენ და რაღა ლელა კაკულია..
...რუსეთს დედა ეტირებაო.(თქვენ პირს შაქარი).. მაგის იმედად რისკააავთ?? მაგ ტერიტორიებს ხომ ეგრევე ოფიციალურად გულში ჩაიხუტებს? --- ისედაც მელიასავით პირდაღებული ელოდება
არ თქვათ კოლუმბი შეაშინებსო...
მაშინ ტაოკლარჯეთი გაიხსენეთ ხოლმე ... მეგობარს რომ ააქვს წაღებული ... დიდზე დიდი საქართველო--ეგეთი აქ რო არა გვაქვს!!!! -
----ყოველი ჩემი იქ ჩასვლა ტკივილია....წადით აქაურებმა ყველამ ნახეთ, ბალახიც რომ
ქართულად დაგელაპარაკებათ, (იქაურები კიდევ დამტვრეული ქართულით) მერე უფრო კარგად გაიგებთ რასაც ვამბობ...
ჰაი დედასა ....რა ადვილად იგლეჯთ გულიდააააან----..ოთარაანთ ქვრივისა არ იყოს, წინ ისე მიდიხართ(მირბიხართ) უკან არც იყურებით...ვისსას ტოვებთ... ვისსას??
საქართველოსთვის წართმეული რამე დაბრუნებული გახსოოვთ--გაგიგიაათ??
ამტკიცებთ...იმიტომ არა ღირს მაგათთან დალაპარაკება, რომ ის მაინც არ დაიცავს პირობებსო...
ესე იგი ჩემი ზემლიაკი ერეკლე მართლა გამყიდველი ყოფილა.. დიმიტრი თავდადებული კიდევ მაზოხისტი.....ეგრეააა??
ბიჯოოო .... ადვილი რომ არაა მაგათთან ურთიერთობა, მაშ ეგ აღარ ვიციი??..სწორედ ბიჭობაც ეგააა, შეუძლებლიდან შესაძლებელი გამოიყვანო, თორემ....იმ კინოსი არ იყოს(,,ღიმილის ბიჭები,,)......მჭადის გამოცხობა მეც ვიცი..
ადრე ამ თემაზე აქ საუბრები რომ იყო ხოლმე, ერთი ორჯერ მე და ძიამ ესეთი ვარიანტი ვთქვით...ჯერ ყველაფერს უკან წავაღებინებდი, აღიარებებს და ესეთ სიაფანდობებს (ჯანდაბას ფედერაციას დავყაბულდებოდი) და მხოლოდ და მხოლოდ მერე დავაბრუნებდი მაგ დედა მიქინძულების ჯარს, ისიც მხოლოდ ბათუმში--თურქეთსაც მოვიშორებდი თავის მოლებიანად და სსრ-ის საზღვრებსაც აღვადგენინებდი..(დენგი ვპერიოდ)
კიდევ სხვა რამეებსაც მოვთხოვდი...შინაურ საკითხებში 100% ჩაურევლობაზე და ა.შ.
..არ შეასრულეებს?? -----და იყოს ეგე......ისე კიდევ მაგათთან მოლაპარაკება მაშ რაღად მინდა? იყოს ისიც ესე აგრესორად და მე კიდევ .... ესე უფეხ--უხელოდ (ვინ ზარალდება??)

ეხლა კომუნისტების მიერ აღზრდილ ,,მონური ფსიქოლოგიის,, ინტელიგენციაზე
(ოღონდ ცოტა სხვა დროს)

გაგრძელება აუცილებლად იქნება

tngh

2018-03-11 12:19:08

ნატალი!!! პირველი ის, რომ ოღონდ რუსეთმა უკან წაიღოს თავისი აღიარება, და გარანტიას გაძლევ, სხვა არავინ აღიარებს აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთს. და მეორე, სად წაიკითხე ან საიდან გამოქაქვს ის დასკვნე, რომ აშშ-ს უნდა ვაგინოთ??? თუ არ გეძენება და ამიტომ წერ ესეთ კომენტარებს, სხვა საკითხია!!!

tngh

2018-03-11 12:31:46

ჩემის დაკვირვებით, განსაკუთრებით ქალებს აქვთ არასასურველი "ეჭვები" რუსეთთან მოსალოდნელ დიალოგზე... გარწმუნებთ, რომ რუსი ქალები არ დაიძრებიან და კონკურენციას ვეღარ გაგიწევენ.

natali

2018-03-11 13:31:39

ეხლა მოდაში აღმოსავლეთია, იქაური ქალები::)))

ჯერ დაელეპარაკოს პუტინი კვირიკაშვილს და მერე გავაგრძელოთ დისკუსია. პატრიარქი დაიკიდეს და კვირიკაშვილი ვინაა მასთან შედარებით? მერე რას იტ/ყვით საინტერესოა. ვფიქრობ, რომ ეს კვირიკაშვილმაც კარგად იცის.
ლუსტრაციის კანონია სასწრაფოდ მისაღები. იმიტომ კი არა, რომ ვიღაც დაისაჯოს და წამოვაძახოთ, არამედ იმიტომ, რომ თვითონ ის ხალხი გათავისუფლდეს ამ ტვირთისგან და რუსეთმა ვეღარ შესძლოს მათი გამოყენება შანტაჟით.

natali

2018-03-11 13:37:01

ხო, დაკიდევ...
რუსეთიდან ვინ და რამდენჯერ უნდა გაგიმეორონ, რომ აღიარებას უკან არ წაიღებენ. გაიგეთ? არაო!!!! ა-რა-ო!!!!

ფხიზელი

2018-03-11 15:47:32


natali,
ფიქრადაც არასოდეს მომსვლია, რომ რუსეთი უკან წაიღებს თავის აღიარებას.
ეს გამორიცხულია და არც თქვენ არ უნდა გქონდეთ ილუზია, რომ დასავლეთი შეაშინებს რუსეთს ან ძალით გააკეთებინებს ამას! - ეგ, უბრალოდ, სასაცილოა და არ შეიძლება ამგვარ ილუზიებში აცხოვრო ხალხი მრავალი წლის განმავლობაში!
მე, უბრალოდ, მინდა, რომ დიპლომატიური ურთიერთობა აღდგეს, რომ კომუნიკაციის საშუალება გვქონდეს და ყოველგვარი გაუგებრობის დროს ამერიკაში არ დავრბოდეთ - რამე უთხარით რუსეთსო!

ხომ ხედავთ, რომ რუსი სულ მოჩოჩავს და მოჩოჩავს. დასავლეთი კი ყასიდად გიმეორებს - ვაღიარებ შენს ტერიტორიულ მთლიანობას და ვგმობ რუსეთის საქციელს, მეტი რა გიყოო!
ეგერ შენ, ეგერ რუსეთი და თვითონ მიხედე შენს საქმეს, - მე ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემები მაწუხებს და ნუ გგონიათ, რომ თქვენზე ფიქრში ვათენ-ვაღამებო!

ჰოდა, გავაგრძელოთ ასე უბრად ყოფნა რუსეთთან... არ დაველაპარაკოთ, სანამ ამერიკის შიშით თავის აღიარებას უკან არ წაიღებს და ოსებს და აფხაზებს არ უბრძანებს - შეეთრიეთ ახლავე საქართველოს შემადგენლობაში და ხმა-კრინტი არ გავიგო თქვენიო?!

იქნებ, შენგელაიასავით, თქვენც "დიდი ომის" იმედი გაქვთ და ის ომი აუცილებლად ოკეანეში გაიმართება, - ემენდ, საქართველოს რაკეტის ნამსხვრევი არ მოხვდესო?

ამ ნაფიცი მედასავლეთეების ცნობიერებაში დალაპარაკება რატომ ასოცირდება მაიცდამაინც "შეძვრომასთან"?
მსოფლიოში ვინმესგან გაგიგონიათ, იაპონიაზე ეთქვას - რადგან ელაპარაკება რუსეთს, ე.ი. უძვრებაო?!
თუ თქვენ იაპონელებზე მაგრები, იაპონელებზე ამაყები და იაპონიელებზე ჭკვიანები ხართ რომელიმე სფეროში?

დაელაპარაკეთ, თორემ მუდმივი ჩიჩხინითა და გაღიზიანების რეჟიმში ყოფნით იმას მიაღწევთ,
რაც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გაგიკეთათ, იმას სხვაგანაც გაგიმეორებთ რუსეთი! - გაითვალისწინეთ, რომ მეზობლები სხვა მხარესაც გყავთ!..

tngh

2018-03-11 17:47:58

ქ-ნო ნატალი!!! თქვენ საქართველოს გამთლიანება უფრო გინდათ თუ რუსეთის ლანძღვა-გინება??? ლანძღეთ და აგინეთ, მაგრამ ვისაც კონფლიქტის მოგვარება და ქვეყნის გამთლიანება უნდა, იმათაც აცადე...

papa

2018-03-11 18:01:57

იმერელო

არ თქვა ეხლა ძველებურად....აქაურობა რუსეთუმეებით გაივსო, მე აქ აღარ მესაქმებაო...თუ შეგიძლია ამყევი საუბარში და ნუ....დაიკარგები ...
რათა შეეენ?? -იმიტომ რომ ამ თემაზე ყ/ველაზე მეტი, როგორც,,მეორე,,მხარესთან, შენთან მაქვს ნასაუბრები.. სინამდვილეში ყველაფერი იცი, რასაც ვლაპარაკობ და მაინც....ყოველთვის იგივეს იმეორებ ხოლმე...(და არა მარტო შენ.... შენ უბრალოდ ზოგადად გელაპარაკები )

კ/რ/ე/მლის აგენტი. ----

არც თუ დიდი ხნის წინ,მამუკა არეშიძემ(აქაც იყო წერილი)ოფიციალურად განაცხადა საქართველოში მინიმუმ 8--12 ქვეყნის აგენტურა მუშაობსო..(მერე მე პოსტი დავდე-- მაყ/ვალასი არ იყოს ყველა ჩვენზე ტრენეროვკობს მეთქი)
ბიჯოოო .....თუ ეგეთი მაგრები ხართ ამ კ/რ/ემლის აგენტების გამოაშკარავებაში, წადით ბარემ და ის 12 ქვეყ/ნის აგენტები გამოააშკარავეთ, აქ რასა ცდებით? თუ ისინი თქვენი რწმენით სასარგებლო აგენტები არიან??
....ექვსი წელია 80 % აქ ვტ/რიალებ..
პოსტებიდან სუ რედგენივითა ჩანს ვინ ვინც არის, ვინ რითი სუნთქავს, ვის რა აწუხებს, რა სულის პატ/რონია--და ა.შ.არაფერი არ იმალება..ერთი სიტ/ყ/ვითაც კი შეიძლება კაცი აიწონოს-დაიწონოს... ზოგს რა აწუხებს და ზოგს რა.
...ზოგი საქართველოს სატკივარს ამბობს აქ და ზოგიც ჯიგარს იფხანს..ზოგი პარტიული ინტერესების გატარებას ცდილობდა აქ. ბევრი მამალი ნაცი იყო აქ და ბევრიც შეფარული. ზოგი ქოცი და ზოგიც შეფარული ქოცი..
(.ისე მეც ყოფილი ქოცი ვარ, ოღონდ არჩევნებიდან მალევე, ეგრევე პროტივზე შევუბრუნდი--დაჟე ნატალიზე ადრე)
ბევრი პარლამენტარიც გვყოლია აქ და ბევრი მინისტრიც(ოღონდ ყველა ,,დო ..ან პოსლე,,)
..ბევრჯერ პროვაკატორებიც შემოვარდებიან ხოლმე---აიკლებენ, მიბილ/წ-მობილ/წავენ აქაურობას და გავარდებიან..
მოკლედ ყველა ჯიშის და ყველა მრწამსის ხალხი მინახია აქ...ბევრთან დავძმაკაცდი კიდეც.
მაგრამ..... აგენტიიი??.... აქ არ მიგვრძვნია მასეთი მე, არა!!!..
.ალბთ ან მე ვარ ნამეტანი გულუბრ/ყ/ვილო და იმიტომ ვერ ვხედავ აქ მასეთებს, ან კიდევ ნამეტანი....კახელი (ყველა თავისი არშინით ზომავს)
არა.. რა თქმა უნდა ამ ხნის მანძილზე აქაურები არც ყ/ველა მომწონებია, ის კი არადა ერთი ორჯერ დაჟე გამაბრაზეს კიდეც(ვთვლი უსამართლოდ) მაგრამ აგენტი და თუუუმეე ..მე აქ მაინც არ დამინახია.
აი ჯიგარს რომ მთელი ძალით და მთელი სიმწრით იფ/ხანენ ხოლმე, მასეთი ხალხიც ბევრი მინახია აქ, მაგრამ რა ვქნა და ..აგენტი მაინც არც ერთ აქაურში არ მიგვრძნია...
აქ მხოლოდ სხვადასხვა მრწამსი ხალხი მინახია,რომლებიც თავის სათმელს როგორც ესმოდათ და როგორც შეეძლოთ ისე ამბობდნენ...ზოგი კარგს, ზოგი ცუდს...ზოგი სიბრ/ძ/ნეს, ზოგი სიდურაკეს, მაგრამ...რაღამც სიტ/ყ/ვაზე,მე ისინი, იმათი აზროვნება არ მომწონს, ამიტომ ჯიგრის მოსაფხანად კრემლის აგენტი ვეძახოოო? რაღა აგენტი?--- თუ რამეა პირდაპირ დდდდპჭჭჭ...
ისე აქ ამ ექვსი წლის მანძილზე, შეძლებისდაგვარად სუ მშვიდობის მტ/რედის მოვალეობის შესრულებას ვცდილობდი. სისულელეებში არავის არ ავდევდი ....ან კი გიჟს(სულით ავადმყოფს) თუ ნორმალური ხარ, როგორ უნდა აჰყ/ვე ადამიანი?
ამ 6-წ პერიოდში საკმაოდ დიდ დროს ვხარჯავდი აქ. აქაურობის გამო შინაურები(ათასნაირი პრიკლუჩენიებით).ყველა გადავიკიდე, ბევრჯერ პოსტის გამო პირადი(და არა მარტო პირადი)საქმეც გამიფუჭებია. მაგრამ ვთვლიდი, რომ ჩემი წილი საკეთებელი ეს იყო და ..აქ ვტ რიალებდი...საქართველო, მო/რალი, ზნეობა--ეს იყო ჩემი ძირითადი სალაპარაკო საკითხები...
აბა მომავალში შვილიშვილი(როცა იქნება) რომ შემეკითხოს..იმ პერიოდში, ქვეყანა რომ იქცეოდა შენ რას აკეთებდიო...რა ვუპასუხო? მე გმირულად მომკლეს მეთქი??..ესე ვუთხრააა??(ისე მეც კახელი კი ვააარ...)
თუ ....,,ქვეყანა იქცეოდა ტურა ქორწილს იხდიდაო,,ეგრე მოვიქცე??
მოკლედ როგორც მესმოდა, ჩემ წილ საკეთებელ საქმეს ისე ვაკეთებდი-აქაც და სხვაგანაც,მაგრამ... მაინც ვაკეთებდი..ყველა პოსტში გულს და ჯიგარს ვაყოლებდი. ისე აქ პოსტი არ დამიდია.თანაც პოსტიცააა და პოსტიც...პირდაპირ ვეფხისტ/ყაოსნები გამომდიოდა ხოლმე..და არა ზოგიერთებივით....ჩასაფრებულ--დამლულები რომ გამოვარდებიან ხოლმე.
ვინ რას და როგორ ამბობდა მაგას მკითხველი განსაზღვრავს..
ისე ამ ყ/ველაფერში ძირითადად აქაური ხალხი მაძლევდა სტიმულს....ნამეტნავად ის ძველი ხალხი აქ რომ დამხვდნენ და ეხლა აქ აღარ არიან.
ერთმა ძველმა კარგმა იუზერმა, დაჟე გუშინ შემოიჭ/ყიტა კიდეც აქ....უკვირს ჩემი ამდენი ხნის აქაური გაძლება(თანაც,,ფრონტის წინა ხაზზე.. აკოფში,,)..ამდენი დარი, ამდენი ავდარი... მერე ისევ იგივე წრეზე ახლიდან სიარული...სხვათა შორის ის,,ძველები,, ყველა მაგას სჩიოდა--წრეზე დავდივართ, მიწას სუ ერთ ადგილზე ვტკეპნითო...უკვე წყ/ლის ნაყვა გამგვდისო..და მიდიოდნენ
უკვე ეგრე მივიდა მეც..ეს იმერელმა(ზოგადად ვამბობ) კარგად და ნათლად დამანახა--- ამდენი გვისაუბრია... ამდენი იცის ჩემზე და მაინც ,,ხაროში კვააასო,,. მიდი ეხლა და ისევ ახლიდან უმტკიცე ..მასე კი არა ბატონო, ასე.. ასე თქო.,,მოი ატეც, ეგო ატეც....,,
და ასე შემდეგ. სადამდე?? ....ერთი კაპიკითაც კი არანაირი მენტალური ცვლილება ჩვენში... მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი იცის აქაურობისაც და ...ჩემიც ..არც მე შევიცვალე და არც ის...ყველაფერი იგივე დაჩა 6 წლის მერეც (არა ისე, ბურჯანაძის ამბავში მე ნაღდად მაგას დავუჯერე)
ჰოოდა აბა აქაურობის ამდენი ხვნა--თესვას აზრი ააქვს??..
ქვეყანა გვექცევა, თავქვე უსკრულში რაზგონით ვეშვებით და მაინც ვერ ვიცვლებით. მაინც ისევ გაზს ვაჭერთ ფეხს.....ისევ ისე,,მე და ჩემი ნაბადი,, და ისევ ,,მე ვარ მართალი,,
აგე პატრიარქმა რა თქვა...ხან დროს ისე მეჩვენება თითქოს საქართველო, მთაზე მოწყვეტილი ლოდივით უსკრულში მიექანება და მას ვერაფერი ვეღარ შეაჩერებსო...
------24 საათი, ადამიანი სუ იმედზე და გადარჩენაზე გველაპარაკება და მიუხედავად ამისა დღევანდელ საქრთველოს მაყურებელს, წამიერედ მასაც კი გაუწყდა ნერვი(ღმერთმა დაგვიფაროს... ბოლომდე) ჰოოდა... მე რაღა გასაკვირვი ვარ??
ადრე კიდევ მარიკა ლორთქიფანიძემ თქვა--საქართველოს დღეს რომ მძიმე პერიოდი აქვს, საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, ასეთი მძიმე მდგომარეობა არასოდეს არ ჰქონიაო...კი იყო დაქცეული და თითქმის ბოლომდე განადგურებული საქართველო, მაგრამ მთავარი ღირებულებები .. ერის რწმენა, მორ/ალი, ზნეობა, ყოველთვის იყო ხოლმე შენარჩუნებულიო. დღეს კი სწორედ ერის ეს ძირითად ფასეულობები..შეირყაო
აი ამათ გარეშე კი ......
მოკლედ რაც ეხლა პატრიარქს ,,მოელანდა,, იმანაც მაშინ ზუსტად იგივე თქვა..
ვის ვის და ,,ამ საქმეში,, იმ ქალბატონს ნამდვილად დაეჯერება

მოკლედ ..მეგონა საქმეს ვაკეთებდი მეთქი, მაგრამ თურმე მეც წყალს ვნაყავ..ანუ მეც უკვე..დავძველდი სხვებივით



თომას

აქ ახალწლებში(თუ ცოტა ადრე) აქაურებს შორის, ცოტა უწმაწური სიტ/ყვების ბოლი დადგა და მე მაშინ ვუთხარი იმათ.... ასე არ შეიძლება მეთქი
შენ კიდევ .... შენ ვინ დაგაყენა აქ მაყურებლადო .... (ანუ ჩემებურად... ციციკორედო.).
მე გიპასუხე არავინ მეთქი...უბრალოდ სირცხვილია ერთმანეთის მიმართ ასე ლანძღვა მეთქი..მერე ,,გასაცნობად,, მგონი ჩემი რამდენიმე პოსტი წაგაკითხე..
აი ეხლა ზუსტად გეტყვი.....
.ბიჯოოო... სადაც კაცი ტ/რიალებს ის ადგილი, ის გარემო, იმას სუფთა რომ უნდოდეს და არა აყროლებულ--აქოთებული გასაკვირვიააა??
...გეუბნებით აქაურების 80 % განსხვავებით აქ თავი არ დამიზოგია, არ მიმარიაჟია, აქ გული ამომიღია, ღამეები გამითენებია და ა. შ და რად გიკვირს,,ამ ტერიტორიის,,აქოთება რომ არ მსიამოვნებოდეს?? აბა მეც ტურისტად ორ ხაზიანი პოსტებით შემოვსულიყავი..... ხმას ამოვიღებდიიი?? თქვენ რომ ყოფილიყავით ჩემს ადგილზე დარწმუნებული ვარ თქვენც ჩემსავით (თუ უარესად არა) მოიქცეოდით
ეგე ეხლა უკვე მიმინოსი არ იყოს ....ვოტ კისტ...სამ ვიბირაი კოლორ,.. სამ კრას!!
რაც გინდა და როგორც გინდათ .... ისე ქენით.


ეხლა კიდევ ზოგადად

ეს შორიდან ყურება, რა აარი ვერ ვიგებ--ქვეყანა გტიკვაააა?... თქვი!! არ შეგიძლია??გაჩერდი....ლიმონკების სროლა რაღაა??....ჭიიის გახარებააა??
ხშირად მითქვია საქართველო ჩემია მეთქი.
.თქვენ რააა,..მართლა მარტო ჩემი გგონიააათ?? საქართველოს თუ დაერხა, თვითოეულ ჩვენგანს დაერხევა, მარტო მე კი არა---რა შორიდან იყურებით?? მერე ბევრს აღარც მილიონები არ უშველით. ეგენი იმ მილიონებით საქართველოში არიან მაგრები, თორემ საქართველოს გარეეეთ.... ყველა კაპეიკების ფასია..
საქართველოში იყო, საქართველოში ცხოვრობდე და ამ მძიმე მდგომარეობას შორიდან უყურებდეეე? ...უბრალოდ ვერ ვიგებ.. მესმის რომ ბევრს არც საშუალება და არც გული აქვს საუბრისა, მაგრამ ვისაც ააქვს და შეუძლია?
რა თქმა უნდა ყველა აქ ვერ მოიყრის თავს, მაგრამ ვინც ,,აქ,,არიან და შორიდან იყურებიან?/ ... ტემ ბოლე ზოგი ჩასაფრებული??
აგე სერაფინა ...რამდენი წელია გერმანიიდან, (ჩემზე მეტი სტაჟი აქვს...მგონი 10 წელი)--გერმანიიდან ბობოქრობს, არ ისვენებს, არც თვითონ და არც აქაურებს არ გვასვენებს..არიქა ვიქცევით,.. ესა ქენით...ისა ქენითო...რაც შეუძლია და როგორც ხედავს, ისე ცდილობს საქართველოს იქიდან დახმარებას, ხან გვლან/ძ/ღავს, ხან გვაქებს.. მოკლედ თავს არ იზოგავს და აქაურები კიდევ....??
აქურებიდან...უფრო სწორად, დღეს აქ შერჩენილებიდან .... ნატალიააა....ძალიან ძალიან ,,ჩემი ჭკვისა,,ასე ვთქვათ ტერიტორიები განაწილებული გვაქვს---ერთმანეთის სიდედრები გვიყ/ვარს ძალაინ! დარჩა ფხიზელი და ჩოპრა .. რომლებიც უბრალოდ, საკუთარი ნამუსის წინაშე ჩესნად იქცევიან ..პლიუს აქ ორივეს ჩემზე მეტი სტაჟი აქვთ

მოკლედ ... თქვენ იცით თქვენი საქმისა

ერთი პოსტიც, ერთიც ...წითელ ნაც--კომუნისტებზე ანუ ახალ ლიბერალებზე

natali

2018-03-11 18:47:27

პუტინი არ გელაპარაკებათ არა! ის თვითონ არ გელაპარაკებათ! აბა ვნახოთ კვირიკაშვილის შეთავაზებაზე რა რეაქცია ექნებათ. მე ვფირობ,რომ წკიპურტი! სულ წკიპურტებით გიშორებთ ვერ ხედავთ?
ხოდა დადექით მერე და მე მაბრალეთ, რომ მე რომ არ მინდა ველაპარაკო,იმიტომ არ ელაპარაკება ის კვირიკაშვილს.:)))))
პატრიარქი რომ ელაპარაკებათ და ჩადის, რააა, რა გამოვიდა? ჩვენტან უვიზოდ ჩამოდიან, ჩვენ ვიზები გვჭირდება. მეტი რაღა ვქნათ?

natali

2018-03-11 19:03:44

tngh
რას ეძახი გამთლიანებას? მიწების შემოერთებას? მერედა რად გინდა? ვიღაც რუსი,სომ/ე/ხი, არაბი, თურქი....რომ დაასახლო? სადღა არის იმდენი ქართველი, რომ ეგ ტერიტორიები აითვისოს? აგერ ლაგოდეხის იმისთანა სოფლებია ცარიელი....შემოვა მეზობელი და დასახლდება და მერე ისიც გამოგეყოფა და წაიღებს მიწებს. რაც გვაქვს ჯერ ამას მივხედოთ, ვინც ვართ ისინი გავერთიანდეთ, შევიკრათ და ერთად მივხედოთ ქვეყანას, გავმრავლდეთ....ყველაზე დიდი უბედურება რაც გჭირს დემოგრაფიაა. თუ არა დააა......
ვაჟას "ჰაოსი და ქართლოსი" ისევ არ ისწავლება სკოლაში??


Munji

2018-03-11 19:47:19

ნატალი
თქვენ რა იცით დაელაპარაკება თუ არა? ვინმემ სცადა და არ დაელაპარაკა?
ელაპარაკეთ მაშინ მაკკეინს და მიიღეთ კონსულტაცია, როგორ უნდა დააჩოქოთ რუსეთი კიდევ ერთხელ!

natali

2018-03-11 19:50:40

აბა ვნახოთ.

zaqro12

2018-03-11 20:30:24

tngh,Munji,რა უხსნით,ვერ ხედავთ,ეს natali სინამდვილეში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსია,მე მგონი უბრალოდ ნერვებს გიშლით!!!

natali

2018-03-11 20:58:43

:)))

არააა...არ მიყვარს სხვების ნერვების მოშლა. მერე თვითონვე განვიცდი.

natali

2018-03-11 21:01:44

და რატომ უნდა დავეთანხმოთ ერთმანეთს ყველაფერზე არ მესმის. მე ბევრ რამეზე იჯახის წევრებიც არ მეთანხმებიან მაგრამ მერე რააა.

natali

2018-03-11 21:06:37

მაგრამ მთავრი იცით რა არის? ჩვენ, ქართველებს უერთმანეთოდ არ შეგვიძლია, სულ ერთმანეთს ვეძებთ, მაგრამ იმას ვერ მივხვდით, რომ ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. ჩვენ ბევრნი უნდა ვიყოთ, ქართულ ენაზე ბევრმა უნდა ილაპარაკოს. მთავარი აი ესაა.

macro

2018-03-11 22:11:59

პაპას,
როგორც დღეს შენ თავსაც აჯობე (უკაცრავად, შენობით მომართვისთვის, მაგრამ აქ თქვენ არ გამოდიოდა), ძალიან მაგარია. პაპა არის ერთ-ერთი საუკეთესო სტილისტი, რომელიც კი წამიკითხავს.
ნატალის ტყუილად ეომებით. სავსებით გონივრული ეჭვი გამოთქვა. საერთოდ ძალიან მომწონს მისი აზრების კითხვა, თუ რა თქმა უნდა ეს არ არის მისი ეკონომიკური შეხედულებები.

Maverick

2018-03-11 22:21:53

ყოჩაღ პაპავ, არ ბერდები, ეგრე, ეგრე...

შენი არ იყოს, აქ კოლუმბიაში ყველას თავი მოვაბეზრე, აღარც მსტუმრობენ და აღარც მეპატიჟებიან; რა ვქნა, ეს წინაპარიც კახელი მყავდა, არღუთაშვილების საგვარეულოდან, და ხომ იცი სისხლი, ჰგენები თავისას შვრება, სახედარზე, ან ჯორზე რომ შემოვჯდები, გავოჩნდები ხოლმე, უკან დახევა არ მასწავლეს...
---------------

ნატალი, პასუხი გაგეცი, რატომ არ მპასუხობ?!

natali

2018-03-11 23:03:59

macro
მადლობა კეთილი სიტ/ყვებისთვის.:)
------
Maverick
მე კითხვა დავსვი და თქვენ მიპასუხეთ. ახლა მე პასუხის პასუხი უნდა დავწერო? :)))


natali

2018-03-11 23:39:19

პაპა, მოიცა კაცო, სად მიდიხარ, ხომ მოვიწყინეთ უშენოდ!((((((

Thoma

2018-03-12 01:10:34

მაპატიეთ, მაგრამ ეს არის სრულიად უპერსპექტივო დისკუსია: ქართული მხარე ვერასოდეს მივა კონსენსუსამდე, რაზე უნდა ელაპარაკოს რუსეთს.
ლიბერალების მოთხოვნა, რომელიც უნდა წაუყენონ პუტინს, იქნება ასეთი: რუსეთმა უკან წაიღოს აღიარება, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, რადგან ჩვენ იქ ნატოს ბაზები უნდა განვათავსოთ, გადაგვიხადოს ზარალის კომპენსაცია!..
რაზეც პუტინი გვიპასუხებს გივი სიხარულიძის პერსონაჟის რეპლიკით:
- სხვა რამე რომ შემოგვთავაზოთო?

papa

2018-03-12 07:12:27

ნატალი

მოლაპარაკება მოლაპარაკება მეთქი და ამათ კიდევ .... ეს რა ქნეს?
მაშ ეგრე საქმის დაწყება შეიძლებოდააა? თანაც ეხლაა?-- ასეთ ურთულეს ვითარებაშიი??
მაშ ამათ ჭკვის დამრიგებელი(ქართველი) მაინც არავინა ჰყააავთ??
კაცი რომ საომრად გახვიდე და..თანაც ფეხშიშველა ----- ეგ მოლაპარაკებააა????
ეს ამბავი წინასწარ განწირულია წასაგებად(ანუ არა ჩვენ სახეიროდ)....შეიძლება ეს დურაკული ხოდი სპეციალურად წინასწარ მიზნობრივადაც გააკეთეს, რომ აქედან არაფერი სასიკეთო არ გამოვიდეს ...რომ მერე თქვან--შევთავაზეთ მოლაპარაკება, მაგრამ აი არაფერი გამოვიდა..არც დაგველაპარაკნენო... (ისე არაა გამორიცხული, რომ არც დაგველაპარაკონ)
ან მომენტი შეერჩიათ ან ვითარება, ან ცოტა კარგი სასტარტო პირობები.. რა ესე, მართლა შტერებივით დაიწყეს?/
რაღა ამ ტატუნაშვილის პერიოდში მოიფიქრეს ეს ამბავი??
ბიჯოო ...მაგათთან დალაპარაკება--მოლაპარაკება ნორმალურ ვითარებაში არის(იქნება) ძნელი და ასეთ განსაკუთრებით წამგებიანი მომენტში, მაგათთან დალაპარაკება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა.
გასაგებია რომ ჩვენ მაინც ყოველთვის, ძალიან ცუდი და წამგებიანი პოზიციიდან მოგვიწევდა მათთან დალაპარაკება, მაგრამ რუსებს ესენი ეგრევე,,თეთრებით,,თამაშის საშუალებას რაღას აძლევენ??...მაგათთან ,,თეთრებით,, თამაშიც კი უძნელესი იქნება და ამათ ,,შავებით,, დაიწყეეს? ამათ შახმატიც არ იციააან??
----როცა რუსი მეჟდუნაროდნი ამბებში ცოტა მობუზული იქნებოდა, როცა რუსს ჩვენთან
დალაპარაკება მართლა ქულებში ჩაეთვლებოდა--ჩაითვლიდა--გაიმარიაჟებდა, აი მაშინ უნდა დალაპარაკებოდნენ ესენი რუსებს, და არა ეხლა...
ესენი ჯერ წინასწარ მომენტის შესარჩევად უნდა ყოფილიყვნენ ჩასაფრებულები და როგორც კი რუსი ცოტა მძიმე სიტუაციაში იქნებოდა, აი მაშინ უნდა ეთქვათ ამათ ეს ამბავი.
ეხლა ყველა ვარიანტში რუსი დედას გვიტირებს, შეიძლება მახსრადაც აგვიგდოს--- იმისთანა რამეს მოგვთხოვს რო დაცინვა გამოვა,...ანუ ჩაიშლება ეს უტ/რაკო წამოწყება
მერე ნატალი იტყვის---აი ამათ დალაპარაკება უნდოდათ, მაგრამ პუტინმა ესენი ძაღ/ლადაც არ ჩააგდოოვო.
.ჰოოდა დაჟე შენც რომ ესე იტყვი..წარმოიდგინე კოლუმბი რამხელა არგუმენტს დაიჭერს კიდე ჩვენს წინაშე-- რუსის წინააღმდეგ??
რაც ესენი ამისთანა მეტ სისულელეს იზამენ, მით უარესი ჩვენთვის!!

papa

2018-03-12 09:11:51

თომა

მოლაპარაკებები ამათ აუცილებლად დიდი მარჟით უნდა დაიწყონ, თორემ ბოლოს ნაფრცქვენიც აღარ დაგვრჩება....
ზემოთ პოსტში მე რომ ვთქვი ... ბათუმში ჯარის სანაცვლოდ, ყველა ჩვენი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილონ მეთქი----მე ნაღდად რეალური მგონია!! ...ნუ ჩვენი მხრიდან კიდევ.. უნდა აღუთქვათ რომ,,დეიდებში,, აღარ ვივლით და აღარც გავიხედავთ-თქო.
მაგრამ არა იმნაირი სისულელით ესენი რომ ამბობენ......ჯერ გადით და მხოლოდ მერე დაგელაპარაკებითო..
არა რაა ..... ამათ თუ ესე გააგრძელეს ...... მართლა არაფერი არ გამოვა
რა უბედურებაცა გვჭირს, გვჭირს და ესენი კიდევ დაჟე მოლაპარაკებაშიც კი რუსეთს ფორას აძლევენ

tngh

2018-03-12 10:41:24

იმისათვის, რომ მოლაპარაკებებმა ჩვენთვის სასურველი შედეგი გამოიღოს საქართველოს უნდა ჰყავდეს გაბედული, გონიერი და დახვეწილი დიპლომატი პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი... იმედია, წლის ბოლოს ესეც იქნება. მანამდე კი, 18.03.2018 წ-ს რუსეთში არის არჩევნები და რაიმე დიდი ცვლილება იქ არ არის მოსალოდნელი. თუმცა, შესაძლოა იქაც მოხდეს გარკვეული გადაადგილებები და როტაცია მთავრობაში...

tngh

2018-03-12 10:46:35

პრემიერის მიმართვამ პირველი შედეგი უკვე გამოიღო!!! ქუტაშვილი და პავლიაშვილი შიდა პატიმრობიდან თავისუფლები არიან!!!

tngh

2018-03-12 10:49:15

დიდი ალბათობით საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ქალბატონი იქნება!!! რეალურად ორი კანდიდატურაა... კარგია, თუ პრეზიდენტიც და საგარეო საქმეთა მინისტრიც ქალბატონები იქნებიან. დროა, ყველამ დაზლიოს ზომაზე მეტი ამბიციები და საერთო საქმეს ემსახურონ!!!

DDDzia

2018-03-12 10:56:43

როგორც ვატყობ, ამ საიტზე დიდი ხნის გაუგებრობის შემდეგ ისევ დაიწყო გონივრული აზრის მატარებლების თავშეყრა.
ახლა რაც შეეხება თემას - მოლაპარაკება დიდი ხნის წინ უნდა დაწყებულიყო. მაშინ, როცა პუტინმა და შემდეგ ლავროვმა არაორაზროვნად მიანიშნეს იმაზე, მოლაპარაკებებისთვის მზად არიან, ხოლო დამატებით იქნა ნათქვამი, რომ ამ აღიარებული ქვეყნების ბედი მათთან უნდა გარკვეულიყო.
მაშინ პრემიერი პოზაში დააყენეს ჩვენმა ძმებმა და იგივე წაიბლუკუნა, რაც არაერთხელ უკადრებია - ჯერ უკან წაიღონ და მერე დავილაპარაკოთო.
სრული აბსურდი.
ახლა, როცა რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლამ რუსეთის პოტენციალის დემონსტრაციის შესახებ მთელი ე.წ. "ცივილიზებული სამყარო" შეაძრწუნა, ახლა პრემიერის ასეთი განცხადება მკვდარზე ვენოკივითაა. ახლა რუსეთს საერთოდ არ სჭირდება ჩვენი თავი და ჩვენთან მოლაპარაკება.
ე.ი. აპრიორი წამგებიან პოზიციაში ვართ.
ამ სულელურ შეთავაზებას არავითარი პასუხი არ ექნება.
რუსები ისევე წაუყრუებენ, როგორც ჩვენებმა წაუყრუეს წინაზე.
ახლა ერთი რამ უნდა იქნეს მოთხოვილი რუსებთან - დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. საკამათო ტერიტორიებზე საუბარი კი მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იყოს დღის წესრიგში.
როგორია, რომ შენ ქვეყანას, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი გაქვს, ტერიტორიული პრობლემის მოგვარებას სთხოვ?

DDDzia

2018-03-12 10:58:58

აი კიდევ ერთი მარგალიტი ჩვენი "მეგობრებისა" -

http://baltnews.lv/news/20180311/1021767136.html

და ამის შემდეგ რუსებს თუ ვინმე გაამტყუნებს, ვერ იქნება მართალი.

tngh

2018-03-12 11:16:53

ყველაფერ ამასთან ერთად რუსეთის ყველაზე ოდიოზურმა პოლიტიკოსმა ჟირინოვსკიმ სხვა და სხვა შოუებში უკვე არა ერთგზის განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა დაიბრუნოს უკრაინიდან თავისი "კუთვნილი" ტერიტორიები თუნდაც ომის ფასადო, ხოლო აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთ ოსეთი საქართველომ წაიღოსო, ორონდ იქ "ნატო" არ უნდა "შევუშვათო". მიზეზად აფხაზების და ოსების უსაქმურობა და კორუმპირებულობა მოჰყავს. დე, მათ ქართველებმა "აჭამონო". ეს კაცი კი ვის აზრებს ახმოვანებს, კაცმა არ იცის... და მის ამ განცხადებებს, თოქ-შოუს ყველა მონაწილე ყოველთვის ტაშით შეხვდა. ერთ-ერთ ასეთ თოქ-შოუში ქ-ნი ნინო ბურჯანაძეც მონაწილეობდა...

natali

2018-03-12 11:18:28

უფრო ადრეც ელაპარაკებოდნენ, პირობას გაძლევდნენ, ხელს გართმევდნენ....მერე რა? მეორე წუთს ზურგში გესვრიან. მაგათი ნდობა რომ არ შეიძლება, ეს ვის, ვის და ქართველს არ ესწავლება. კარგად მახსოვს აფხაზეთიდან გამოსული ხალხი უკან რომ შეიყვანეს და სწავლა დაიწყეს, ენდო შევარდნაძე. მერე რა? ვერ დაიწყეს სროლა და ვერ ამოჟლიტეს ხალხი? ან ახლა რომც გითხრან აფხაზეთს გიბრუნებთო და ლტოლვილები დაბრუნდნენ, მეორე დღეს რას იზამს იცით? ვინმე ამ ხალხს გარანტიას აძლევთ? თან ვერ დააბრალებს აფხაზს თუ რაა. ან არ ველაპარაკებოდით? მიშა თავიდან არ ელაპარაკებოდა "კეთილთვალებიან" პუტინს?:)

https://www.youtube.com/watch?v=ToyeSzjOjDY


tngh

2018-03-12 11:20:53

მხოლოდ ერთი მიმართვით, რომ პრობლემა ვერ მოგვარდება, ყველა გონიერი ადამიანისათვის ცხადია. ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი. იმედია, გონივრულ არჩევანს გავაკეთებთ, და "შემოჩეჩებულის" მსგავსს აღარ ავირჩევთ...

tngh

2018-03-12 11:27:47

ქ-ნო ნატალი!!! თქვენ თუ არ გნებავთ მოლაპარაკებები, თქვენის ნებაა. გარწმუნებთ, არც რუსეთის ხელისუფლება "იკლავს" თავს თქვენთან და თქვენის მსგავს "პესიმისტ-ნიჰილისტებთან" მოლაპარაკებებისათვის. ვისაც საქართველოს #1 პრობლემად ქვეყნის გამთლიანება მიაჩნია და ამის სურვილიც აქვს, გონივრულ და პრინციპულ მოლაპარაკებებზე ისინი უნდა დაჯდნენ, და არა ისინი, ვისაც საქართველოს გამთლიანების, სხვა და სხვა მიზეზთა გამო ეშინიათ...

tngh

2018-03-12 11:30:59

დღეს ვწყვეტ ამ თემაზე კამათს, რადგან საზოგადოების უდიდესი ნაწილი იწონებს პრემიერის მიმართვას. პირველი შედეგიც სახეზეა. საქართველოს ორი მოქალაქე შიდა პატიმრობიდან თავისუფალია.

DDDzia

2018-03-12 11:32:46

natali
"უფრო ადრეც ელაპარაკებოდნენ, პირობას გაძლევდნენ, ხელს გართმევდნენ....მერე რა? მეორე წუთს ზურგში გესვრიან. მაგათი ნდობა რომ არ შეიძლება,..."
ზუსტად იგივეს ამბობენ რუსებიც ჩვენზე. "მიშა თავიდან არ ელაპარაკებოდა "კეთილთვალებიან" პუტინს" მაგრამ ზურგს უკან ნატოს ბაზების განთავსებაზე საუბრობდა.
"თან ვერ დააბრალებს აფხაზს თუ რაა. ან არ ველაპარაკებოდით?" - ვის ველაპარაკებოდით? აფხაზებს?
არა, არ ველაპარაკებოდით. არც აფხაზებს და არც ოსებს არც 90-ნებში და არც 08-ში.
ორივეჯერ იარაღით მივუვარდით.
და არ გინდა აფხაზების და ოსების გამართლება.
იმათ ჩვენი დანახვაც არ უნდათ.
განსაკუთრებით აფხაზებს და ამაშI მარტო რუსები არ არიან დამნაშავეები.

natali

2018-03-12 11:34:30

:)))))))
აბა რამდენჯერ მიმართვით მოგვარდება პრობლემა? 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ......20-ჯერ?

და ასე მუხლისჩოქზე დამდგარმა რომ ეხვეწო და მაინც არაო რომ გითხრას? მხოლოდ ერთ შემთხვევაში, დასავლეთს ზურგი შეაქციეთ და ისევ ჩემი გუბერნია გახდითო? აი აფხაზეთი რომ მყავს დამოუკიდებელი, აი ისე იქნებითო? ერთი განსხვავებით- ხაჯიმბას მაგივრად ბურჯანაძეს დავსვამო, გინდა????



natali

2018-03-12 11:36:14

tngh
ჩემს და თქვენ მინდა არ მინდაზე არაა საქმე. ყველაფერი შედეგზე ორიენტირებულად უნდა გათვალო. რა შედეგს ხედავთ? შედეგი მითხარით!

natali

2018-03-12 11:39:14

ყველა დამნაშავეა, მერე რა? ახლა რა ვქნათ? 30 წელი იმიტომ ვითმინეთ ეს გაჭირვება, რომ ბოლო წამს ისევ რუსეთის გუბერნიად ვიქცეთ? უკვე კუთხეში რომაა მიმწყვდეული, პუტინმაც კი აღიარა.

papa

2018-03-12 12:50:03

ეეხ ნატალი .. ნატალი
ამ გუბერნიობით როდემდე უნდა გვაშინო?/.
........რაც მათგან მართლა შესაშინებელია ის არაა გვყოფნიის, რომ ეხლა შენ კიდევ ,,სელო, დერევნიობით,, არ გვიხეთქო გულები?...
რაღა დროს ,,სელო დერევნიაობაა,,??
თუმცა ესენი ისე დურაკულად იწყებენ, რომ არც ეგაა გამორიცხული(შუტკა)

tngh

2018-03-12 13:04:28

ქ-ნო ნატალი!!! არ მინდა დავიჯერო, რომ თქვენც იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, რომლებსაც შვეიცარია და ასტრია რუსეთის გუბერნიები ჰგონიათ, ხოლო ალბანეთი და თურქეთი "ევროატლანტიკური" ცივილიზაციის "აკვანი"...

papa

2018-03-12 13:06:13

უკვე კუთხეში რომაა მიმწყვდეული, პუტინმაც კი აღიარა.



აბა გამოდის, რომ კაკულიას შენც ეთანხმები და რუსეთი საცაა ..აი ..აი...დაიშლება და... კრებაც მხიარული დარჩებააა?
გეტყობა მაგ კაკულიას ხშირად უყურებ ........კაშპიროვსკივით უმოქმედია შენზე...
შენ კომუნისტების დროს ვრემიას უკუღმა ყურება კომუნისტებმა არ გასწავლეეს?/
უკუღმა ასინეთა, უკუღმა
ბი-ბი-სი ..... სი-ენ-ენი (იმათი ვრემია) შენ მაგათ ამოტრიალებულად უყურე და ყველაფერი დალაგდება ....(მე მაგათ რუსულად ვუყურებ)
ისე ევროვიზია ყველაზე ობიექტურია....ა ტაკ დუმაუ

tngh

2018-03-12 14:37:55

გამაგებინეთ, ეს "კუთხეში" მიყენებული ქვეყანა, როგორ აპირებს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას ფეხბურთში??? საიდან ამდენი ქალაქები, აეროპორტები, სადგურები, ტრასები, სტადიონები, ბაზები, სასტუმროები, რესტორნები, ბარები, კაფეები, სასადილოები..., რომ ამდენი სპორცმენები, სპეციალისტები, მსაჯები, ჟურნალისტები, გულშემატკივრები, სტუმრები მიიღონ, დააბინავონ, დააპურონ, გაართონ...

Maverick

2018-03-13 02:24:36

წინასწარმეტYველობას თავი დავანებოთ და საქმე ვაკეთოთ, ასე აჯობებს.

"მგლის შიშით ფარა ვის გაუწყვეტია"?!

გამოდის, რომ რუსეთის გამო სასახლე უნდა შევუკვეთოთ და მთელი ერი იმაში უნდა ჩავწვეთ, მიჭას ალბათ "ძმები" გა "მეგობრები" მიგვაყრიან.

რა ყურები გაქვთ ჩამოყრილი უხეირო სახედარივით?!

ჟენევაში მიდიან მოლაპარაკებაზე და არა ყარაყორუმში, არც ოჯახის წევრების წაყვანაა აუცილებელი, რომ მძევლებად წაიყვანოს რუსეთმა. მთავარია, მოლაპარაკება შედგეს, არა შიშის, დაპირისპირების, ბრალდებების ფონზე, არამედ ნორმალურ გარემოში, ყოველგვარი ემოციებისა და "გაწევ-გამოწევის" გარეშე. თუ, რეალური ჩარჩო /რაკურსი/ მოინახება, შეთანხმება შედგება, ოღონდ ჩვენი მხარე მზად უნდა იყოს იმპროვიზაციისათვის და საკითხების ახლებურად, ყველასათვის მოულოდნელი, კარგად გააზრებული წინადადების დასაყენებლად!...

ფხიზელი

2018-03-13 04:30:42

რუსეთის საგარეო უწყება გიორგი კვირიკაშვილს პასუხობს
------------------------------------------------------------------

"რუსეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელიც უწყების ვებგვერდზეა განთავსებული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოსკოვში ყურადღებით გაეცნენ საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას.

"კმაყოფილებით აღვნიშნავთ მასში გადმოცემულ განწყობას ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის გაღრმავების შესახებ. არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ რუსეთი, როგორც მანამდე, დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით და მზადაა იმდენად შორს წავიდეს, რამდენადაც ამისთვის მზად იქნება თბილისი.

გიორგი კვირიკაშვილის მიერ ხსენებული სწრაფვა პროგრესისკენ ჟენევის დისკუსიებში იმედს გვაძლევს საქართველოს მხარის კონსტრუქციულობასთან დაკავშირებით, რაც მარტის ბოლოსთვის დაგეგმილ მორიგ რაუნდს უკავშირდება. დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი მიდგომა მხარდაჭერილი იქნებოდა მოლაპარაკებების დანარჩენი მონაწილეების მიერაც, იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას.

შეუძლებელია არ მივესალმოთ, ასევე, დეკლარირებულ მისწრაფებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირ დიალოგის შესახებ. სწორედ ასეთია ერთადერთი რეალური გზა იმ საკითხების დასარეგულირებლად, რომლებიც საქართველოს აწუხებს, რომელიც რუსეთ-საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის ფარგლებს გარეთ არსებობს. კერძოდ, ეს ეხება ცოტა ხნის წინანდელ ინციდენტს საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით, რაც მწუხარებას იწვევს", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში."
--------------------

გასაგებია?

ფხიზელი

2018-03-13 05:15:49

ახლა კი იმათ გასახარებლად, ვინც კბილების კაწკაწით ელოდება ამერიკა-რუსეთის დიდ ომს, რომლის შემდეგაც, მათი ჭკუით, საქართველო გაბრწყინდება:

Абхазия способна сбить американский самолет-разведчик!
-------------------------------------------------------------

Статус Абхазии и Южной Осетии вновь провоцирует военный конфликт у границ России, причем с участием американцев. Поводом для этого может стать полет в рамках договора об Открытом небе, на котором настаивают американцы. Однако Москва и Вашингтон совершенно иначе смотрят на возможность такого полета — а главное, сама Абхазия может повести себя совершенно непредсказуемо.

Далее: https://news.rambler.ru/conflicts/39337311/?utm_content=rnews&utm_medium=read_more&utm_source=copylink

თუ საქართველოს თავზე დაეტაკა ერთმანეთს ეს ორი ძალა, საქართველო მაგრად გაბრწყინდება! (ყოველ შემთხვევაში, სანამ ფერფლით დაიფარება).

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80