„სინდის-ნამუსზე რუსეთის აგდებამ შესაძლოა, შედეგი არ გამოიღოს, მაგრამ ეს საქართველოს იმიჯისთვისაა მნიშვნელოვანი“
საზოგადოება

„სინდის-ნამუსზე რუსეთის აგდებამ შესაძლოა, შედეგი არ გამოიღოს, მაგრამ ეს საქართველოს იმიჯისთვისაა მნიშვნელოვანი“

„სინდის-ნამუსზე რუსეთის აგდებამ შესაძლოა, შედეგი არ გამოიღოს, მაგრამ ეს საქართველოს იმიჯისთვისაა მნიშვნელოვანი“
მანანა ნოზაძე

2018-03-12 08:30:48

დადგა თუ არა დრო, რომ რუსეთის ხელისუფალთ წერილები მივწეროთ? ოპოზიცია ამაში მომაკვდინებელ შეცდომას, მოსაწყლებულ და თავჩაქინდრულის პოზიციიდან საუბარს ხედავს. გიორგი ბარამიძეს ხატოვანი გამოთქმებიც ახსენდება, რომ „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“. თუმცა სხვანაირად უყურებს ამ საკითხს იან კელი. აშშ-ის ელჩი ფიქრობს, როცა ხარ ოკუპანტი, საერთაშორისო სამართლის მიხედვით პასუხისმგებლობაც გაკისრია. ამდენად, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს ამ წერილით და რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებით დიდი ცოდვა არ ჩაუდენია.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი კონკრეტული ფაქტებით ამყარებს პრემიერის პოზიციას. ის მიიჩნევს, რომ საქართველო ჰიბრიდული სახის კონფლიქტის წინაშე იმყოფება და ასეთ ვითარებაში კვირიკაშვილის განცხადება იძულებითი აუცილებლობა იყო.

ვისი ცრემლების სჯერა მოსკოვს და იგრძნობოდა თუ არა ცრემლები საქართველოდან გაგზავნილი უსტარის მიღმა? ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ესაუბრა.

დავით ზარდიაშვილი: გასაგებია, რომ პრემიერმა წერილით მიმართა რუსეთს, მაგრამ ვერ დავეთანხმები ოპოზიციას, რომ აქ რაიმე სახის თავჩაქინდრულობაზე, უკან დახევასა და ღირსების შელახვაზეა საუბარი. ეს წერილი ამას არ ჰგავს. ფაქტი ერთია, გვინდა თუ არა, რუსეთი ჩვენი მეზობელი იყო და იქნება. ისიც ფაქტია, რომ ეს წერილი შეიძლება აღიქმებოდეს მგლის თავზე სახარების კითხვად. დღევანდელ რუსეთთან ძალიან რთულია საერთო ენის გამონახვა, მაგრამ ჩვენ ჩვენი მაინც უნდა ვცადოთ. ჩვენი დასავლური ორიენტაცია უცვლელია, მაგრამ რუსთთან ურთიერთობის მოგვარება აუცილებელია. რაც ბევრჯერ მივმართავთ და სინდის-ნამუსზე ავაგდებთ რუსეთს, შეიძლება ამან შედეგი არ გამოიღოს, მაგრამ ეს საქართველოს იმიჯისთვისაა მნიშვნელოვანი. საქართველო მტრებს არ ეძებს, ის ცდილობს, ყველა კონფლიქტიდან მშვიდობიანად გამოვიდეს, მაგრამ, რასაკვირველია, არავითარ შემთხვევაში, ეროვნულ ინტერესთა ხარჯზე. ზუსტად ასეთია პრემიერის მიმართვაც.

იმ ხალხს, რომელმაც ათი წლის წინ ისეთი უზარმაზარი ტრაგედია დაგვატეხა თავს, როგორიც იყო აგვისტოს ომი, საერთოდ არ ეგების, რაიმე შეაფასოს. ეს იყო უდიდესი კატასტროფა, არსებითი მარცხი საქართველოსი, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. იმის შედეგია ის, რომ დღეს ასეთ მძიმე მდგომარეობაში ვართ. ამიტომ კვირიკაშვილის ამ განცხადებას ისეთი შინაარსი არ აქვს და ისე არ უნდა აღიქვან, თითქოს ეს უკანდახევა და რუსეთის წინაშე კაპიტულანტური პოზიციაა.

თუ კარგად წაიკითხავენ მიმართვის ამ ტექსტს, აქ საუბარია იმაზე, რომ რუსეთმაც გააცნობიეროს არჩევანი, რომლის წინაშეც ის დგას საქართველოსთან ურთიერთობაში. ან ეს მტრობა უნდა გაგრძელდეს და დიდ ისტორიულ პერსპექტივაში სიკეთეს არ მოუტანს თავად რუსეთს, ან კიდევ, რაღაც ნაბიჯები უნდა გადავდგათ ურთიერთობის ნორმალიზებისკენ. სწორედ ამას ამბობს გიორგი კვირიკაშვილი. გაუგებარია, რაში ხედავენ აქ დათმობას.

ღიმილის მომგვრელია ლევან ბერძენიშვილის პოზიციაც, რომ უნდა გადადგეს ასეთი განცხადების დამწერი პრემიერი. თუ ვინმე ატეხავს ურაპატრიოტულ ყიჟინას და მსგავსი გამოხტომები იქნება, ამას არანაირი რეალური გავლენა პოლიტიკაზე არ ექნება. სასაცილოა, როცა გულში მჯიღის ცემით რაღაცებს გაჰყვირიან. მეორე მხრივ, ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას და ასეთი აღქმაც არ უნდა დარჩეს, რომ ეს იყო კოჭის გაგორება იმ ინტელიგენციისთის, რომელმაც ამას წინათ ნატოს საწინააღმდეგო წერილი დაწერა. ბუნებრივია, საქართველო ორიენტაციას არ იცვლის, უბრალოდ, ჩვენი დასავლელი პარტიონორები მუდამ უსვამენ ხაზს, რომ საქართველომ უნდა სცადოს, იქნებ, გამონახოს გზები რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის. პირიქით, ზუსტად ეს ნორმალიზება მიეხმარება საქართველოს ინტეგრაციის პროცესს.

თქვენ ინტელიგენციის წერილი ახსენეთ. საინტერესოა, რომ ირმა ინაშვილიც გამოეხმაურა პრემიერის მიმართვას და, მე მგონი, ინაშვილი ოპოზიციიდან ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც აღნიშნა, რომ შესაძლოა, რუსეთისადმი პრემიერის მიმართვა გარდამტეხი აღმოჩნდეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგიერთებიპატრიოტთა ალიანსსრუსეთუმეებად განიხილავენ, ასეთი შეფასებები ხომ არ დააკნინებს პრემიერის მიმართვის ღირებულებას?

- სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება შეიძლება არსებობდეს, მაგრამ დღეს ვითარება ისეთია, ლევან ბოძაშვილის ნათქვამის არ იყოს, ჰიბრიდული სახის საშიშროების წინაშე დგას საქართველო. მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით, საქართველოს ბეწვის ხიდზე გასვლა უწევს, ამიტომ ძალზე მოზომილი უნდა იყოს ჩვენი ყოველი ნაბიჯი. ამ შემთხვევაშიც, პრემიერის მიმართვას შესაძლოა სხვადასხვაგვარი აღქმა ჰქონდეს, მაგრამ ეს მიმართვა საკმაოდ დელიკატური, მოზომილია და უკან დახევას არ გულისხმობს. უბრალოდ, ეს არის კონსტანტაცია იმ ფაქტის, რაც ათი წლის წინ მოხდა და იმ მდგომარეობის, რომ ჩვენ აქედან აუცილებლად უნდა გამოვიდეთ. ამიტომაც პრემიერი რუსეთს მოუწოდებს, იქნებ, გადავხედოთ ამ ურთიერთობებს და გამოსავალი მოვნახოთო. ეს შეიძლება დარჩეს ხმად მღაღადებლისად, მაგრამ საქართველოს იმიჯისთვისაა მნიშვნელოვანი, რათა მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველო ცდილობს, ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი მონახოს.

კვირიკაშვილი ახსენებს აგვისტოს ომის ათი წლისთავს. ფაქტია, ქართული მხარე, წინამორბედი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, არ აპირებს, ამ თემით სპეკულირებას და ურთიერთბრალდებების მწვავე განცხადებებით ამ თარიღის აღნიშვნას. საინტერესოა, თავად რუსები რას აპირებენ? ჩვენ გვახსოვს, რუსი მაღალჩინოსნებისგან რამდენჯერმე საუბრისთვის მზადყოფნის სურვილი გამოითქვა, თითქოს ისინი მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვდნენ, მაგრამ ქართველები არ თანხმდებონენ. რეალისტური იყო რუსების მაშინდელი შეთავაზებები მოლაპარაკების თაობაზე?

- ასეთ ვითარებაში, მით უმეტეს, რუსეთის ახლანდელი ხელისუფლების ხელში, მათი შეთავაზებების არ მჯერა. თუმცა აგვისტოს ომის შეფასებისას მნიშვნელოვანი რამ უნდა მოხდეს და საქართველომ გაიაზროს სააკაშვილის მთელი ანტიკონსტიტუციური მოქმედება. ჩვენს შიდა პოლიტიკაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეფასდეს ეს ნაბიჯი, როგორც მოღალატური და გამყიდველური. სააკაშვილმა კონსტიტუციური საფუძვლის გარეშე გამოიყენა შეიარაღებული ძალები, რაც ჩვენსავე ტერიტორიაზე გააკეთა, მაშინ, როცა შებოჭილი იყო საერთაშორისო კონვენციებით - დაგომისის ხელშეკრულებას ვგულისხმობ. ამან გამოიწვია კატასტროფული ვითარება და რუსეთის ამხელა არმია დაგვატყდა თავს, მთელი თავისი სამხედრო ძალით, რასაც საქართველომ წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ისე, რომ რეალურად სააკაშვილს ბრძოლა არც უწარმოებია, სრული კაპიტულაცია გამოაცხადა.

დღეს რა მდგომარეობაშიც ვართ რუსეთთან, ამის გააზრებაც მნიშვნელოვანია. ჩვენ საზავო ხელშეკრულება არ გვაქვს რუსეთთან დადებული. მართალია, გვაქვს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, სარკოზის შუამავლობით რომ დაიდო, მაგრამ ეს ხელშეკრულება არ არის პოლიტიკური შეთანხმება. ეს გახლავთ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. ამდენად, ომის ცხელი ფაზიდან სიტუაცია გადავიდა გაურკვეველ ფაზაში, რაშიც დღეს ვიმყოფებით. რუსეთთან ზავი ჩვენ არ დაგვიდია, ანუ არც ომი გვაქვს რუსეთთან და არც ზავი, ასეთი ჩიხური მდგომარეობაა. ეს დიდხანს არ შეიძლება გაგრძელდეს, კვირიკაშვილიც ამაზე საუბრობს, რომ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. ადრე იქნება თუ გვიან, ყოველთვის ასე ხდება ხოლმე და ეს ისტორიული ლოგიკაა, რომ ყველა ომი მთავრდება საზავო ხელშეკრულებით. იქნებ, ჩვენც ვიფიქროთ ამაზე. რუსეთის შემოთავაზებები და თუნდაც კვირიკაშვილის მიმართვა ამ პროცესს ვერ დაასრულებს, მაგრამ რაღაც სასიკეთო შეიძლება ნამდვილად დაიწყოს. რუსებსაც მოუწევთ, დაფიქრდნენ, ასეთ მდგომარეობაში რამდენ ხანს შეიძლება გაძლონ.

როგორი პირობები უნდა ჩაიდოს საზავო ხელშეკრულებაში, რაზეც საქართველო წამსვლელი იქნება რუსეთთან ურთიერთობისას?

- ეს არ უნდა იყოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ეს საკითხი შეუვალია, ჩვენ არ დავთმობთ საკუთარ ტერიტორიებს, ვერ შევურიგდებით ოკუპაციას, მაგრამ გარკვეულ პირობებზე ფიქრი შეიძლება.

ფაქტია, ჩვენ არც დასავლურ ორიენტაციას დავთმობთ, მაშინ რაღა რჩება რუსეთთან სალაპარაკო?

- მიუხედავად ამისა, რომ შეიძლება ვიფიქროთ, მაშინ რაღა რჩება რუსეთთან სალაპარაკო, მაინც შეიძლება პოზიტივზე საუბარი. ხომ მიდის კარასინ-აბაშიძის ფორმატი? ჩვენ შეიძლება მცირედით დავიწყოთ. დავიწყოთ ჰუმანიტარული ურთიერთობებით, ეკონომიკური ურთიერთობებით და შეიძლება ამის შემდეგ დიდი გარღვევაც მოხდეს. თუმცა რუსეთმა უნდა გადასინჯოს თავისი პოზიცია, რისკენაც კვირიკაშვილიც მოუწოდებს. რუსეთი არ უნდა აღიქვამდეს ამ ურთიერთობებს დასრულებულად. ის პოზიციები, რომ ჩვენ არ შევცვლით ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის აღიარების პოლიტიკას, აღარ უნდა იყოს დოგმა რუსებისთვის.

ნანახია - 1680

მეგრელი

2018-03-12 10:59:29

თუმცა აგვისტოს ომის შეფასებისას მნიშვნელოვანი რამ უნდა მოხდეს და საქართველომ გაიაზროს სააკაშვილის მთელი ანტიკონსტიტუციური მოქმედება. ჩვენს შიდა პოლიტიკაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეფასდეს ეს ნაბიჯი, როგორც მოღალატური და გამყიდველური
-----------------------------------------------------------------------------

100%.სრული ჭეშმარიტება. რეშპეკტ.


ჩვენ საზავო ხელშეკრულება არ გვაქვს რუსეთთან დადებული. მართალია, გვაქვს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, სარკოზის შუამავლობით რომ დაიდო, მაგრამ ეს ხელშეკრულება არ არის პოლიტიკური შეთანხმება. ეს გახლავთ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
----------------------------------------------------------------------------------------

ამისთანა ხელშეკრულება , რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით , არ არსებობს.როგორც გამიგია არსებობს ქართულ-ოსურ კონფლიკტის დარეგულირების 6 პრინციპი რაზეც ამბობენ ხელი მოაწერა სააკაშვილმა.თუ ეს სწორია ამ ,, პრინციპის" მარტო მე 6 მუხლის გულისთვის სააკაშვილმა უნდა აგოს პასუხი.

xalibi

2018-03-12 11:26:22

და ვიმეს გჯერავთ, რომ დასავლეთი დაგეთანხმებათ ჩოყლაყ პირველის გამტყუნებაზე?!

antoni

2018-03-12 11:34:54

კვირიკაშვილის წერილზე იმდენმა სულელმა თუ უშუბლისძარღვომ გააკეთა კომენტარი, მათ "ნააზრევზე" შეპასუხება მათნაირობა იქნება.
მაგრამ ... მიშამ რომ იომა რა? 2004 წლის ზაფხულში მფორთხავ-მღეჭავის პირველი ხუშტურის დროს ოსებმა დატყვევებული ჩვენი 40 სამხედრო რომ დააჩოქეს მაშინ რატომ არ ხტებოდით შარვლიდან? 2008-ში მიშამ დღენახევარში ომი რომ წააგო, კოდორი ჩააბარა, იფორთხა, ღეჭა ეს ნორმალური იყო თქვენი თავმოყვარეობისთვის? 2008 წლის 12 აგვისტოს, სისხლით მორწყული მინდვრები დახოცილი და დაჭრილი ქართველებით რომ იყო სავსე და თქვენ მეცოცხეებმა რუსთაველზე ტაშფანდურა და "გამარჯვების ზეიმი" რომ მოაწყვეთ ის იყო ქვეყნის სიყვსრული?
ყველაფერი ეს მისაღები იყო და დედის გინების გარეშე დაწერილი წერილია ერის შეურაცმყოფელი? და ამ წერილის უგულვებელყოფა კიდევ ერთი არგუმენტი არ იქნება ჩვენთვის და დასავლეთელი მეგობრებისათვის?
ცოტა ხნით გადადეთ ცოცხი და ფსიქიატრს ენახეთ

tngh

2018-03-12 11:36:48

პასუხი ყველა იმან უნდა აგოს, ვისი რეკომენდაციითაც ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებიდან აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეტ ოსეთის სტატუსის საერთაშორისო სამართლის პრინციპებით განსაზღვრის პუნქტი ამოაგდეს. მას შემდეგ "გაგულავა" რუსეთმა და მათი "დამოუკიდებლობა" სცნო...

xalibi

2018-03-12 13:09:29

ცეცხლისშეწყვეტის ხელშეკრულებაზე რამდენადაც მახსოვს, ,,პასუხისმგებელი" სარკოზი იყო დანარჩენ ევროპელ ,,ლიდერებთან" ერთად. სარკოზის მეეჭვება ვინმემ პასუხი მოსთხოვოს.... იქნებ ის მაინც გაამეორებინონ, როგორც თვითონ თქვა, როგორ ურეკავდა ბუში---- გაანებე თავი, შევიდნენ რუსები თბილისშიო......

tngh

2018-03-12 13:38:42

ვერ დავიჯერებ, რომ არ გახსოვთ სააკაშვილ-უგულავა-ბოკერია-გაბაშვილი-ზღულაძის თათბირები... სწორედ მათი "ბრძნული" გადაწყვეტილება იყო სტატუსის პუნქტის მოგდება ხელშეკრულებიდან. ეს არც სარკოზიმ მოუწონა და ისე წაიღო მოსკოვში. რუსეთ კი ამით ფრიად კმაყოფილი დარჩა და სათავისოდ გამოიყენა...

xalibi

2018-03-12 13:45:41

....და იმ ხელშეკრულების ტექსტი გაქვთ საერთოდ ნანახი, ვინმემ იცით რა წერია?!

xalibi

2018-03-12 13:53:14

სარკოზის ისე ახსენებთ, ვინმეს ეგონება, დანაშაული არ ქონდეს ჩადენილი.... მგონი მისი საარჩევნო კამპანია იყო დაფინანსებული კადაფის მიერ მილიონებით და მისივე გარანტიებით მიიღეს ფრანგულმა სამშენებლო ფირმებმა რამდენიმე მილიარდი?! ააშენეს მათ რამე ლიბიაში?! იქნებ სარკოზი დაუდგა გვერდით კადაფს და უბრალოს საფრანგეთის უცხოური ლეგიონის მეომრებმა შეცდომით სხვა მხარეს ისროლეს?!:)

arichopra 2

2018-03-12 14:23:01

Священник Самуил Агоян, представляющий армянскую патриархию, разругался с представителем коптской церкви по вопросу схождения Благодатного огня. სომხები, სომხები კავკასიაში, სომხები საართელოში, სომხები იერუსალიმში, ლოს-ანჯელესში, პარიზში... საიდან მოვიდნენ, ვინ არიან, რა უნდათ?!

დავით11

2018-03-12 14:27:14

ბლა ბლა ბლა... როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები? ხვალ, ზეგ , მაზეგ როგორ ავირიდოთ თავიდან ოთხოზორია - ტატუნაშვილის მსგავსი მსხვერპლი? ეს არის ეხლა დღის წესრიგში. 2008 წლის და 2003-2012 წლის ამბებს მისცა მოსახლეობამ შეფასება და გაუშვა ის მთავრობა სახლში, ,,,ახლა რა ვქნათ?

arichopra 2

2018-03-12 14:27:46

https://news.mail.ru/society/32803808/?frommail=10

arichopra 2

2018-03-12 14:28:43

დავით11 სწორად აყენებს საკითხს! დანარჩენს გურიაში ბალამუტი ქვია!

xalibi

2018-03-12 14:30:04

არიჩოპრა-ს
გამარჯობა არიჩოპრა, როგორ ხარ?!:)
ისეთი გაკვირვებული კითხულობ, თითქოს ეხლა აღმოაჩინე:):
არამიანების დევიზი დაგავიწყდა---ვეზდე, კაკ უ სებია დომა...:):)

arichopra 2

2018-03-12 14:57:44

გაგიმარჯოს! დავიწყებული გყავდით? მშვიდობა ხომ გაქვს, ხომ არ შეგემთხვა რამე? მაგათი საქციელი სულ გაკვირვებას იწვევს ჩემში, მეასე, მეთასე... და საერთოდ ყველა მორიგი პოდლეცობა! რაღაცას საზღვარი ხომ უნდა ჰქონდეს?

xalibi

2018-03-12 16:08:26

არიჩოპრა-ს
დავიწყებული არა, მომბეზრდა ერთიდაიგივეს ლაპარაკი.....
ხომ ხედავენ, რომ დურუ ძიგუას დუქანს დაემსგავსა აქაურობა, თუთაშხია ვირზეა შემჯდარი ისევ--არავის საქმეში არ ვერევი მეო.... მერე გამოხტება ვახტანგა შალითურის ჭკუის ვინმე---ცეცხლი მაგათ, მახვილი და მგლის ხაფანგიო.... შალითურს იმის თავი მაინც ქონდა, წინა ხაზზე დაემთავრებინა სიცოცხლე.... ,,აქ" მაყვირლებს ეგეც არ შეუძლიათ....

ფხიზელი

2018-03-12 16:21:36

antoni:
"კვირიკაშვილის წერილზე იმდენმა სულელმა თუ უშუბლისძარღვომ გააკეთა კომენტარი, მათ "ნააზრევზე" შეპასუხება მათნაირობა იქნება.
მაგრამ ... მიშამ რომ იომა რა? 2004 წლის ზაფხულში მფორთხავ-მღეჭავის პირველი ხუშტურის დროს ოსებმა დატყვევებული ჩვენი 40 სამხედრო რომ დააჩოქეს მაშინ რატომ არ ხტებოდით შარვლიდან? 2008-ში მიშამ დღენახევარში ომი რომ წააგო, კოდორი ჩააბარა, იფორთხა, ღეჭა ეს ნორმალური იყო თქვენი თავმოყვარეობისთვის? 2008 წლის 12 აგვისტოს, სისხლით მორწყული მინდვრები დახოცილი და დაჭრილი ქართველებით რომ იყო სავსე და თქვენ მეცოცხეებმა რუსთაველზე ტაშფანდურა და "გამარჯვების ზეიმი" რომ მოაწყვეთ ის იყო ქვეყნის სიყვსრული?
ყველაფერი ეს მისაღები იყო და დედის გინების გარეშე დაწერილი წერილია ერის შეურაცმყოფელი? და ამ წერილის უგულვებელყოფა კიდევ ერთი არგუმენტი არ იქნება ჩვენთვის და დასავლეთელი მეგობრებისათვის?
ცოტა ხნით გადადეთ ცოცხი და ფსიქიატრს ენახეთ"
---------------------------------------------------------

მაგათთვის ხშირად შესახსენებელი კომენტარია!

tngh

2018-03-12 16:21:59

უკვე ნათლად გამოიკვეთნენ ის პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომელთაც ეშინიათ საქართველოს გამთლიანების და არც უნდათ. ყველას თავისი, სხვა და სხვა მიზეზი აქვს. ზოგი "ნატო", "ნატოს" ძახილით შოულობს ფულს "გრანტების" სახით. ზოგი ამ თემით კრემლის დაკვეთას ასრულებს, გასამრჯელოს იღებს და რუსეთს კარგ საბაბს აძლევს შეირაღების და შეიარაღებული ძალების გაზრდისათვის... ზოგსაც თავისი განვლილი ცხოვრების ეშინია, ზოგსაც არქივების გახსნის... არა და, ის პოლიტიკური ძალები, ვისაც მშვიდობიანად სურთ ქვეყნის გამთლიანება, ამ საკითხში მაინც, რომ შეთანხმდენ და დაძლიონ საკუთარი ამბიციები, წარმატება აუცილებლად იქნება!!!

tngh

2018-03-12 16:25:17

დღეს საზოგადოებას ერთად ერთი დაკვეთაა აქვს პოლიტიკოსებისადმი: საქართველოს გამთლიანებისათვის მოღვაწე პოლიტიკური პარტიები ერთად დადექით დემაგოგი მოღვაწეების წინააღმდეგ!!!

xalibi

2018-03-12 17:37:16

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატო გააკრიტიკა იმის გამო, რომ ალიანსი თურქეთს მხარს არ უჭერს სი//რი//აში მიმდინარე ოპერაციაში. „ეი, ნატო, სად ხარ? ჩვენ ამდენს ვიბრძვით. ნატო-ვ, ნუთუ თურქეთი ნატო-ს წევრი არ არის? სად ხარ?“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქალაქ მერსინში სიტ//ყვით გამოსვლისას.
მგონი დროა, ნატო-ს სულიკო დავარქვათ....:):):)

tngh

2018-03-12 21:41:56

საქართველოშივე ეცდებიან დესტრუქციული ძალები ჩაშალონ მოსალოდნელი მოლაპარაკებების პროცესი... სამწუხაროდ, ესეთი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები არც თუ ისე ცოტანი არიან. მთავარია ხელისუფლება და მოლაპარაკებების მომხრე ძალები დემაგოგიას და პროვოკაციას არ წამოეგნონ...

papa

2018-03-12 21:44:29

ამ გრიპიანობის პერიოდში რაღაც რაღაცეებს ვკითხულობდი და ეგეთ რაღაცას წავაწყდი... ვიღაც იმპორტნი კაცი ევროპიდან წერდა, რუსულად იყო ნათარგმნი. (სამწუხაროდ ბოლომდე ვერ წავიკითხე გამიქრა--დავკარგე.)მაგრამ რაც წავიკითხე, ჩემთვის ისიც საკმარისი იყო...

რომელიღაც ძველ რუსულ კინოშია,(თუ ერალაშში) ზუსტად არ მახსოვს ...
. კაცი სოფელში პროტესტის ნიშნად კედლებზე პროკლამაციებს აკრავს ...სუფთა ფურცელს!!---თავჯდომარეზეა გაბრაზებული
მეორე ვასია ეკითხება-- კი მაგრამ ეგ რა არიო?...
. პასუხობს --- ეს თავჯდომარის მიმართ ჩემი პროტესტიაო
მერე რატო ზედ არაფერი წერიაო
ის კიდევ ძალიან აღშფოთებული...შენ რააა....ხომ იცი აქ რეებიც უნდა ეწეროსო?!....
თვლიდა რომ თავჯდომარეს მთელი ფურცელი სუ დედპპპპჭჭს აგინებდა..ეგ კი წერის გარეშეც ისედაც ყველამ იცის...წერა ზედმეტიაო..
მოკლედ ზუსტად ესე,..რაც წავიკითხე ჩემთვის ისიც საკმარისი იყო, რომ კოლუმბისათვის მორიგი მოკითხვები გამეგზავნა(მაინც სუ მაჯლაჯუნები მელანდებიან)
მოკლედ შინაარსობრივად იქ ეგეთი რამეები ეწერა----ეს ე.წ. გლობალიზაცია, ეს ერების აღრევა...სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკების ერთმანეთზე გადაბმა.(კიდევ ესეთი რაღაცეები) ბოლო წლებში სუ მიზამნიმართულად ხდებაო..თუნდაც 20-25 წლის წინ თითქმის ყველა ქვეყანა დამოუკიდებელ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას ატარებდაო. ასე იყო ეკონომიკაშიცო. ეხლა კი თითქმის მთელ მსოფლიოს ერთი ,,უხილავი,,ძალა განაგებს და აბსოლიტურად ყველა ქვეყნის სუვერინეტი სულ უფრო და უფრო მცირდებაო....უმრავლესობას კი მხოლოდ ქაღალდზეღა დარჩათო..(მალე ალბათ აღარც ქაღალდზე არ ექნებათო)..
მოკლედ ეს კაცი იმას ამტკიცებდა რომ ნელ-ნელა მსოფლიოს მართვის,,ამერიკული შტატების,, მოდელი მყარდებაო... ნუ დაახლოებით როგორც ა.შ.შ-ია, მსოფლიო ესე დაიყოფაო, მერე ყველა შტატს თავის ოფიციალური წარმომადგენელი (გრუბად კონგრესმენი) ეყოლება მართვით ორგანოშიაო (ანუ ,,იქ, ზემოთო,,) და ა.შ. ანუ მთელი მსოფლიოს მართვა ერთი ცენტრიდან იქნებაო ...ზოგი პრივილიგებული შტატი იქნება, ზოგი კი რიადავოიო .
სწორედ ამის განსახორციელებლად ხდება ეს,,ვისი ვისაშშია,,--კაცი რომ ვერ გაიგებსო..
ამის განხორციელებაში კი ეს ე.წ ნაციონალური საკითხები, მათთვის უბრალოდ ხელის შემშლელია და იმიტომაც ურევენ მიზნობრივად, მსოფლიოს ყველა ქვეყნებში ეთნიკურ შემადგენლობებსო. მათ ეს ნაციონალური, ანუ მონო ეთნიკური ქვეყნების არსებობა მართვაში ხელს რომ უშლით, იმიტომაც მიდის ასე გაძლერებით სხვადასხვა ქვეყნების ეთნოსების ერთმანეთში აღრევა და ერთ მასად გადაქცევაო.
და ვინც მათ ამის განხორციელებაში ხელს უშლით... ის მათი მტერიაო. დასახელებული იყო ჩინეთი რუსეთი და ირანი..
აი ესააა სინამდვილეში მთელი მსოფლიოს დღევანდელი იწილო--ბიწილო და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ძირში.... ფული უფენიაო!
სწორედ ეგ არის დღევანდელ მსოფლიოში ე.წ. დასავლური დემოკრატიის ძალით გავრცელების მიზეზები და მოგონილი პრობლემებით კიდევ სხვადასხვა ქვეყნების დაშლა-განადგურებაო...დასახელებული იყო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ..ჰუსეინა კადაფი..იუგოსლავია.. უკრაინა და ა.შ.
მოკლედ მიდის მთელი მსოფლიოს ,,შტატებიზაციაო,,
რუსები, ჩინელები და ირანელები მათ ამ საქმეში სასტიკად უშლიან ხელს და იმიტომაც ხდება მათი ამერიკის ნომერ პირველ მტრებად გამოცხადებაო...
ბევრი რომ არ გავაგრძელო ჩვენი ლამე ამ საკითხებზე (ამ მამაძაღ/ლებზე) ძალიან ბევრჯერ წერდა ხოლმე, თანაც კარგად. ჰოოდა მიუხედავად იმისა რომ იმ კაცის სტატია ბოლომდე ვერ წავიკითხე...ყველაფერი მაინც იასნი გახდა თუ რაზეც იყო იქ საუბარი

რაზე იყო და .... პაპა მართალია კოლუმბს საფლავში ტრიალი რომ დააწყებინაო!
ძველ დროში ერთხელ ჯრუჩიმ მითხრა..მოასვენე ის კაცი, თორემ პროპელერიანი სამალიოტივით ტრიალებსო..(ის კაცი იქაა და ალბათ პირადად შეესწრო ამ ამბავს)

xalibi

2018-03-12 22:53:12

The Alleged Rothschild-Owned Central Banks of the World (Alphabetical Order)

Bank For International Settlements (BIS)
Afghanistan: Bank of Afghanistan
Albania: Bank of Albania
Algeria: Bank of Algeria
Argentina: Central Bank of Argentina
Armenia: Central Bank of Armenia
Aruba: Central Bank of Aruba
Australia: Reserve Bank of Australia
Austria: Austrian National Bank
Azerbaijan: Central Bank of Azerbaijan Republic
Bahamas: Central Bank of The Bahamas
Bahrain: Central Bank of Bahrain
Bangladesh: Bangladesh Bank
Barbados: Central Bank of Barbados
Belarus: National Bank of the Republic of Belarus
Belgium: National Bank of Belgium
Belize: Central Bank of Belize
Benin: Central Bank of West African States (BCEAO)
Bermuda: Bermuda Monetary Authority
Bhutan: Royal Monetary Authority of Bhutan
Bolivia: Central Bank of Bolivia
Bosnia: Central Bank of Bosnia and Herzegovina
Botswana: Bank of Botswana
Brazil: Central Bank of Brazil
Bulgaria: Bulgarian National Bank
Burkina Faso: Central Bank of West African States (BCEAO)
Burundi: Bank of the Republic of Burundi
Cambodia: National Bank of Cambodia
Cameroon: Bank of Central African States
Canada: Bank of Canada – Banque du Canada
Cayman Islands: Cayman Islands Monetary Authority
Central African Republic: Bank of Central African States
Chad: Bank of Central African States
Chile: Central Bank of Chile
China: The People’s Bank of China
Colombia: Bank of the Republic
Comoros: Central Bank of Comoros
Congo: Bank of Central African States
Costa Rica: Central Bank of Costa Rica
Côte d’Ivoire: Central Bank of West African States (BCEAO)
Croatia: Croatian National Bank
Cuba: Central Bank of Cuba
Cyprus: Central Bank of Cyprus
Czech Republic: Czech National Bank
Denmark: National Bank of Denmark
Dominican Republic: Central Bank of the Dominican Republic
East Caribbean area: Eastern Caribbean Central Bank
Ecuador: Central Bank of Ecuador
Egypt: Central Bank of Egypt
El Salvador: Central Reserve Bank of El Salvador
Equatorial Guinea: Bank of Central African States
Estonia: Bank of Estonia
Ethiopia: National Bank of Ethiopia
European Union: European Central Bank
Fiji: Reserve Bank of Fiji
Finland: Bank of Finland
France: Bank of France
Gabon: Bank of Central African States
The Gambia: Central Bank of The Gambia
Georgia: National Bank of Georgia
Germany: Deutsche Bundesbank
Ghana: Bank of Ghana
Greece: Bank of Greece
Guatemala: Bank of Guatemala
Guinea Bissau: Central Bank of West African States (BCEAO)
Guyana: Bank of Guyana
Haiti: Central Bank of Haiti
Honduras: Central Bank of Honduras
Hong Kong: Hong Kong Monetary Authority
Hungary: Magyar Nemzeti Bank
Iceland: Central Bank of Iceland
India: Reserve Bank of India
Indonesia: Bank Indonesia
Iran: The Central Bank of the Islamic Republic of Iran
Iraq: Central Bank of Iraq
Ireland: Central Bank and Financial Services Authority of Ireland
Israel: Bank of Israel
Italy: Bank of Italy
Jamaica: Bank of Jamaica
Japan: Bank of Japan
Jordan: Central Bank of Jordan
Kazakhstan: National Bank of Kazakhstan
Kenya: Central Bank of Kenya
Korea: Bank of Korea
Kuwait: Central Bank of Kuwait
Kyrgyzstan: National Bank of the Kyrgyz Republic
Latvia: Bank of Latvia
Lebanon: Central Bank of Lebanon
Lesotho: Central Bank of Lesotho
Libya: Central Bank of Libya
Lithuania: Bank of Lithuania
Luxembourg: Central Bank of Luxembourg
Macao: Monetary Authority of Macao
Macedonia: National Bank of the Republic of Macedonia
Madagascar: Central Bank of Madagascar
Malawi: Reserve Bank of Malawi
Malaysia: Central Bank of Malaysia
Mali: Central Bank of West African States (BCEAO)
Malta: Central Bank of Malta
Mauritius: Bank of Mauritius
Mexico: Bank of Mexico
Moldova: National Bank of Moldova
Mongolia: Bank of Mongolia
Montenegro: Central Bank of Montenegro
Morocco: Bank of Morocco
Mozambique: Bank of Mozambique
Namibia: Bank of Namibia
Nepal: Central Bank of Nepal
Netherlands: Netherlands Bank
Netherlands Antilles: Bank of the Netherlands Antilles
New Zealand: Reserve Bank of New Zealand
Nicaragua: Central Bank of Nicaragua
Niger: Central Bank of West African States (BCEAO)
Nigeria: Central Bank of Nigeria
Norway: Central Bank of Norway
Oman: Central Bank of Oman
Pakistan: State Bank of Pakistan
Papua New Guinea: Bank of Papua New Guinea
Paraguay: Central Bank of Paraguay
Peru: Central Reserve Bank of Peru
Philippines: Bangko Sentral ng Pilipinas
Poland: National Bank of Poland
Portugal: Bank of Portugal
Qatar: Qatar Central Bank
Romania: National Bank of Romania
Russia: Central Bank of Russia
Rwanda: National Bank of Rwanda
San Marino: Central Bank of the Republic of San Marino
Samoa: Central Bank of Samoa
Saudi Arabia: Saudi Arabian Monetary Agency
Senegal: Central Bank of West African States (BCEAO)
Serbia: National Bank of Serbia
Seychelles: Central Bank of Seychelles
Sierra Leone: Bank of Sierra Leone
Singapore: Monetary Authority of Singapore
Slovakia: National Bank of Slovakia
Slovenia: Bank of Slovenia
Solomon Islands: Central Bank of Solomon Islands
South Africa: South African Reserve Bank
Spain: Bank of Spain
Sri Lanka: Central Bank of Sri Lanka
Sudan: Bank of Sudan
Surinam: Central Bank of Suriname
Swaziland: The Central Bank of Swaziland
Sweden: Sveriges Riksbank
Switzerland: Swiss National Bank
Tajikistan: National Bank of Tajikistan
Tanzania: Bank of Tanzania
Thailand: Bank of Thailand
Togo: Central Bank of West African States (BCEAO)
Tonga: National Reserve Bank of Tonga
Trinidad and Tobago: Central Bank of Trinidad and Tobago
Tunisia: Central Bank of Tunisia
Turkey: Central Bank of the Republic of Turkey
Uganda: Bank of Uganda
Ukraine: National Bank of Ukraine
United Arab Emirates: Central Bank of United Arab Emirates
United Kingdom: Bank of England
United States: The Dirty Nasty Stinky Fed, Federal Reserve Bank of New York
Uruguay: Central Bank of Uruguay
Vanuatu: Reserve Bank of Vanuatu
Venezuela: Central Bank of Venezuela
Vietnam: The State Bank of Vietnam
Yemen: Central Bank of Yemen
Zambia: Bank of Zambia
Zimbabwe: Reserve Bank of Zimbabwe
პაპა, აბა ამ სიას გადახედე.......

კატრინა

2018-03-12 23:18:48

ამერიკის ელჩი რომ გამოხტა და ხელები ასავსავა,არ გაბედოთ,რუსებს არ დაელაპარაკოთო,ამაზე მეტი რაღა უნდა გითხრან,რომ მიხვდეს ეს ტვინნაღრძობი მეგრანტე,მტერია და თანაც მოსისხლე, გენეტიკური მტერია! რუსებთან ლაპარაკი მოგვიწევს,უნდათ ეს ამერიკელებს თუ არა! ბერძენიშვილივით გათახსირებული რომ არის ზოგიერთი არასამთავრობო, მაგიტომ ვბუქსაობთ და ეგება მივხვდეთ!

papa

2018-03-13 00:02:39

ხალიბი

მახსოვს ეგ.... ყველაფერი მახსოვს...იმიტომაც მივხვდი უცებ იმ წერილის მთელ შინაარს (დაჟე ბოლომდე წაუკითხავადაც კი)
ან კი ის კაცი ახალს რაღას ამიხსნიდა? ეგენი აქაც ბევრჯერ გვქონდა გავლილი ..
ეგ სნარიადები ამ წლებში სუ ცალკე საწყობში მქონდა შენეხული და ნელნელა ვხარჯავდი...ეკონომიურად
მე ის მიკვირს სერაფინას იქაური მეგობარი ხალხიც რომ ნელ-ნელა აზრზე მოდიან..არადა
მე ისინი სუ ტუპოი ხალხი მგონია...მართლა... მართლა..

papa

2018-03-13 00:08:37

კატრინა2018-03-12 23:18:48
ამერიკის ელჩი რომ გამოხტა და ხელები ასავსავა,არ გაბედოთ,რუსებს არ დაელაპარაკოთო,ამაზე მეტი რაღა უნდა გითხრან,რომ მიხვდე



რააა ჯიგარო და ........ ნიკზე დაიმატე ირმაო..
ხომ ხედავ ეს კაცი თავის ნიჭიერებით, წასვლის წინ დაჟე მოგიწოდებს..პაპას დაუჯერე და ნიკზე ირმა დაიმატეო....

ჰასკაცააა??

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80