„თუკი ადამიანის მოკვლისთვის 50-წლიანი პატიმრობა დაწესდება, ნარკოტიკის რეალიზატორზეც ანალოგიურად 50 წელი დააწესონ“
საზოგადოება

„თუკი ადამიანის მოკვლისთვის 50-წლიანი პატიმრობა დაწესდება, ნარკოტიკის რეალიზატორზეც ანალოგიურად 50 წელი დააწესონ“

„თუკი ადამიანის მოკვლისთვის 50-წლიანი პატიმრობა დაწესდება, ნარკოტიკის რეალიზატორზეც ანალოგიურად 50 წელი დააწესონ“
მანანა ნოზაძე

2018-03-12 22:20:16

„ნარკოტიკებით მოვაჭრეები სიკვდილით უნდა დაისაჯონ“,- ნარკოტიკების გამსაღებელთა მიმართ დონალდ ტრამპი უკომრომისოა და ნულოვან ტოლერანტობას მოითხოვს.

„ნარკოტიკით მოვაჭრეებს დიდი ზიანი მოაქვს, ტყვიის გასროლას ერთი ადამიანი ეწირება და მკვლელის წინააღმდეგ სიკვდილით დასჯის კანონი მოქმედებს. ნარკოტიკებით მოვაჭრეები კი 2000-3000 ადამიანს კლავენ და სათანადოდ არ ისჯებიან“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე.

მსოფლიოში უმსხვილესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს ლიდერს მიაჩნია, რომ მთავრობამ ნარკოტიკის მოვაჭრეებს შორის შიში უნდა დანერგოს. მსგავსი მიდგომა ფილიპინებსა და სინგაპურში წარმატებით მოქმედებს. ტრამპის გუნდი მზადაა, სინგაპურის ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა განიხილოს და ქვეყნის მმართველობაში გარკვეული ელემენტები სწორედ აზიური ქვეყნისგან გადაიღოს.

როგორც ჩანს, დონალდ ტრამპის აღშფოთება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ჰეროინზე უფრო ძლიერი ეფექტის მქონე სინთეტიკური ოპიოიდის მოხმარება ჩრდილო ამერიკის კონტინენტზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. CNBC-ის ცნობით, უკანასკნელ ხანს ზედოზირებით გარდაცვლილ ამერიკელთა რიცხვი მზარდია.

ნარკოლოგი ლია კირვალიძე მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის ეს განცხადება აბსურდულია და შეუძლებელია ნარკოტიკის რეალიზატორთა მიმართ სიკვდილით დასჯას დავეთანხმოთ.

„სიკვდილით დასჯაზე საუბარი ზედმეტია. რა თქმა უნდა, ნარკოტიკს უდიდესი ზიანი მოქვს, მაგრამ კრიმინალი და ნარკოტიკის მოხმარების სამედიცინო ასპექტი ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. ვინც ნარკოტიკის გავრცელება-რეალიზაციას ხელს უწყობს და ცდილობს, სხვა ადამიანებიც ჩააბას ამ საქმეში, მაქსიმალურად მკაცრად უნდა დაისაჯოს. ელემენტარულად, რეკლამირება და პროპაგანდაც შეიძლება დასჯის საგანი გახდეს, მაგრამ მოხმარება არამც და არამც არ შეიძლება მკაცრად დასჯადი იყოს. ნამდვილად ასეა, რომ მკვლელი 1 ადამიანს კლავს, ხოლო ნარკოტიკების რეალიზატორი, გამავრცელებელი და მოვაჭრე-გაცილებით ბევრ ადამიანს ღუპავს. თუმცა ნულოვან ტოლერანტობას მაინც ვერ დავეთანხმები, უბრალოდ, ამ ყველაფერს თავისი პრევენცია სჭირდება, რათა ზედოზირებით გამოწვეული რისკი შემცირდეს“,-აცხადებს ლია კირვალიძე For.ge-სთან საუბარში და მიიჩნევს, რომ ნარკოტიკების საწინააღმდეგოდ მთელი ღონისძიებები კომპლექსურადაა გასატარებელი.

„ანტიკორუფციული კავშირის“ თავმჯდომარე გიორგი ბურჯანაძე For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ამერიკაში სიკვდილით დასჯზე საუბარი არადემოკრატიულია. თუმცა ისე შეაწუხა დონალდ ტრამპის სამშობლო ნარკოტიკების გავრცელებამ, რომ ქვეყნის პირველი პირი გამოდის და ღიად ამბობს, სიკვდილით დავსაჯოთ ნარკოგამსაღებლებიო. ნარკოტიკების თემა მწვავეა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და, თუკი ამ პრობლემის მოსაგვარებლად ნებისმიერი სახელმწიფოს კანონმდებლობა არ გამკაცრდება, საქართველოს ჩათვლით, უბრალო ქმედებები შედეგს ვერ გამოიღებს.

„დახვრეტის მომხრე ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ნარკოტიკების გამსაღებელთა მიმართ მაქსიმალური სანქცია უნდა იყოს გამოყენებული. პირობითად, თუკი ადამიანის მოკვლისთვის დაწესდება 50-წლიანი პატიმრობა, წამლის რეალიზატორზეც ანალოგიურად 50 წელი დააწესონ. ანუ თუკი სუსტ წერტილებს მოვუძებნით ამ საქმიანობით დაკავებულ პირებს, ეს ეფექტს გამოიღებს. თუმცა ამას ვერავინ აკეთებს, რადგან ეს ისეთი ბიზნესია, მთელ მსოფლიოს მართავს. სამწუხაროდ, პოლიტიკის მართვის ერთ-ერთი მექანიზმი სწორედ ნარკოტიკის თემაა, რომლიდანაც მილიარდები შეედინებათ ვიღაც-ვიღაცებს. ამის მიუხედავად, რადგან დონალდ ტრამპმა ნარკოტიკების გამავრცელებლების მიმართ ხმა აიმაღლა, ჩვენც უნდა ავიმაღლოთ ხმა საქართველოს სახელით.

თუკი ამერიკა ჩვენთვის თავისუფლების შუქურაა და იქიდან რაღაცები გადმოგვაქვს, ეს მაგალითიც გადმოვიტანოთ, რადგან ამერიკელები არიან მილიონობით, ხოლო ჩვენ დარჩენილნი ვართ სულ რაღაც 4 მილიონი. ასე რომ, რომელ ერს უფრო ელის განადგურება ნარკოტიკებით? ტრამპის ინიციატივა სადღაც მისასალმებელია, რადგან ის საკუთარ ქვეყანასა და მოსახლეობაზე ზრუნავს“, - აცხადებს გიორგი ბურჯანაძე და მიიჩნევს, რომ ამერიკის პირველი პირის მოწოდება სტიმულია სენატისთვის და ჩვენი პარლამენტარებისთვისაც, რათა დასხდნენ და ნარკოტიკების რეალიზატორთა მიმართ კანონი გაამკაცრონ.

„მადლობა ღმერთს, ბიონარკოტიკების თემა ასე თუ ისე დალაგდა, რადგან ამის ირგვლივ საზოგადოება გააქტიურდა და გარკვეული პირები აიძულეს, ბიონარკოტიკები აღარ შემოსულიყო. თუმცა ნარკოტიკების თემა იყო, არის და ყოველთვის იქნება. უბრალოდ, ჩვენი ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს, რომ მომავალი თაობა ამ მავნე სენისგან დაიცვას“.

ნანახია - 1719

კატრინა

2018-03-12 22:57:44

მაინც მგონია,რომ კანონის სიმკაცრე ერთგვარი გამოსავალი იქნება. არა მარტო ნარკოტიკთან დაკავშირებით, არამედ განზრახ მკვლელობასთან ან ზოგადად მკვლელობასთან დაკავშირებითაც.

papa

2018-03-12 23:44:31

კანონი მაშინ იკანონებს თუ ის პადრიად ყველასთვის კანონი იქნება
და არა ისე ..ეს იმის ბიჭია ...ეს დათვის მეგობარია და ა.შ.

თენგო

2018-03-13 13:11:51

საერთოდ ამ საიტს ბოლო დროს ისეთი იუზერები დაეპატრონენ ,რომ გული გაგიტყდება. კოჭებშიც
ეტყობათ ვინ აფინანსებს!!!
მაგრამ ამ საკითხს კაცი გვერდს ვერ აუვლი!!! სამუდამო პატიმრობა ყველა შემომტანს და
გამსაღებელს!!!

თენგო

2018-03-13 13:23:51

რაც შეეხება წინა წერილს ,იქ კომენტარის დამატება აკრძალულია!!!
ვის დაკარგვია ეს ე.წ. "ფილოსოფოსი" ზ.ფირალიშვილი ან მაგნაირი აკაკი წერეთლის "მურიას"
მსგავსი "ექსპერტები"---ვეღარ გაძეხით ამ მუქთა /გრა/ნტე/ბით/, დაანებეთ თავი ამ საცოდავ
საქართველოს!!! გადავშენდით უკვე თქვენნაირების წყალობით---მეგობარი /თუ/რქე/თის/ და
და სხვა ასეთივე "მეგობრების" "უანგარო" დახმარების წყალობით!!!!!

ლაზი1

2018-03-13 13:32:52

ყველაფერი უბედურების სათავე ქუჩის ბაცნობაა, რომელსაც უბნის ბირჟაზე მდგომი მოძველბიჭო უსაქმურები მართავენ.
--------- ქუთაისში 10-12 წლის, 3-4 ბავშვიანი ჯგუფები ვითომ რომ დასეირნობენ, სინამდვილეში საქურდალს ეძებენ, მერე უცებ სტაცებენ ხელს რაიმე ნივთს და გაიქცევიან. თუ ვინმემ წაასწრო, დააგდებენ და თავზე კაპიუშონწამოფარებულები გარბიან. უფრო უარეს შემთხვევაში მაღაზიებსაც ტეხავენ - თუ დაგვიჭრენ, ბავშვები ვართ და მაინც ვერაფერს გვიზამენო, თანაც "მომავალს" იქმნიან დამგეშავების წინაშე.
--------- ქუთაისში მეოცე საუკუნის 70-იანი წლების მენტალიტეტი ბრუნდება ბავშვებში.
დამნაშავე რომ ჩამოყალიბდება მერე გინდა 50 წელი მიუსაჯე და გინდაც სამუდამო. ახალგაზრდობას მანამ უნდა შველა სანამ ცუდი გავლენის ქვეშ მოექცეოდეს თორემ მერე უკან მობრუნება, თითონაც რომ ძალიან უნდოდეს, პრაქტიკულად შეუძლებელია.

ილეხას

2018-03-13 15:44:07

თუ ბარიგებს 50წლით ჩასვამენ ან საერთოდ, თავს მოაჭრიან თუ ფეხებით დაკიდებენ, ყველა შემთხვევაში ნარკოკარტელი და ზოგიერთი ენჯეო დიდ დარტყმას მიიღებს. ასე არ შეიძლება, მათ უფლებებზე ხომ უნდა ვიფიქროთ? ნარკოლოგებმაც შეიძლება სამსახური დაკარგონ. არა ძმაო არა, დიდება ლიბერალულ მიდგომას!

ფხიზელი

2018-03-13 18:54:37

ჩემი აზრით, სრულიად უმართებულოდ იქნა შეცლილი სასჯელის უპირობო შეკრებითობის პრინციპი, (რომელსაც დიდ ცოდვად უთვლიდნენ ნაცებს).
ალაგ-ალაგ რომ ბაძავენ დასავლეთს, ხომ ხედავენ, ზოგიერთ კრიმინალს რა სასჯელებს ადებენ ამერიკაში - 120, 160 და მეტი წლით პატიმრობაო!
გიჟები კი არ არიან, ვერ ხვდებოდნენ, რომ ამ სასჯელს ბოლომდე ვერ მოიხდის პატიმარი, მაგრამ მანაც, მისიანებმაც და საზოგადოებამაც უნდა იცოდეს, რაოდენ მძიმე იყო მის მიერ ჩადენილი დანაშაული!
ჩვენთან კი რა გამოდის: დამნაშავეს დაუდგინდა, რომ იქურდა, ვიღაცა დაჭრა, ვიღაცა დააყაჩაღა, ვიღაცა გააუპატიურა, ვიღაცა გაიტაცა ფულის გამოძალვის მიზნით, ანუ "უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება" და ამასობაში შემოაკვდა კიდევაც...
ეს უდიდესი სასჯელი შთანთქავს დანარჩენებს და მიიღებს სასჯელს "გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის" (გააჩნია, როგორი ადვოკატი და როგორი მოსამართლე შეხვდება)...
ვითომც ავარიაში გაუტანია კაცი!
შერჩა ამდენი დანაშაული ხახვივით!
ეგ არის სამართლიანი?!

papa

2018-03-14 04:01:51

აბა სამ შტოფ ღვინოზე 12 წელი რომ მისცეს ის კარგი იყოოო
მეზობლის პადვლიდან ერთი შტოფის გამოტანაზე 4 წელი უანგარიშეს... სამი შტოფი--ზნაჩიტ 12 იო
--დაგავიწყდაა?

ფხიზელი

2018-03-16 05:21:54

ცუდი მაგალითია! - სამი შტოფი გამოიტანა თუ ოთხი, ეს ერთი ქურდობის ეპიზოდია და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მოსამართლედ არ დასვას ადამიანი, რომელსაც შეუძლია ერთი დანაშაული დაანაწევროს: საკეტის გატეხვა, უნებართვოდ სხვის სახლში შესვლა, სხვისი ქონების დაუფლება და ა.შ.და თვითოეულისთვის ცალ-ცალკე გამოუტანოს სასჯელი!
ამის მიღწევა ადვილია: როცა ზემდგომ ინსტანციაში იჩივლებს განსასჯელი და გაირკვევა, რომ ასე უნამუსოდ მოიქცა მოსამართლე, მას უნდა აუკრძალონ ამ თანამდებობის დაკავება!
(ისე, სამი შტოფი კი არ იყო, 4 საბურავი იყო, ხოლო ქურდი - არასრულწლოვანი... მაგრამ ნაცები კალტენბრუნერთან თანამშრომლობისთვის აპატიმრებდნენ ხალხს და ეგ ხომ არ უნდა ავიღოთ კრიტერიუმად!).

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80