როგორ განვაწყოთ ორგანიზმი საქეიფოდ
სხვადასხვა

როგორ განვაწყოთ ორგანიზმი საქეიფოდ

როგორ განვაწყოთ ორგანიზმი საქეიფოდ
for.ge

2018-03-13 13:16:36

არსებობს ბუნებრივი და ნაცადი საშუალებები და ხერხები, რათა ალკოჰოლის მავნე ზემოქმედებას იოლად გავუმკლავდეთ.

მთავარია, ყველა მსმელმა იცოდეს თავისი დოზა. ცნობილია, რომ სასმლის დოზა უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის წონას. მაგალითად, თუ ადამიანი დაახლოებით 70 კილოგრამს იწონის, ნახევარ ლიტრზე მეტი არაყი არ უნდა დალიოს.

ადამიანის თრობის ხარისხი და ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ალკოჰოლდეჰიდროჰენაზების რაოდენობაზე, ანუ სისხლში არსებული სპირტის გადამამუშავებელ ფერმენტებზე. ამ ფერმენტების რაოდენობა მას შემდეგ იმატებს, რაც ორგანიზმში ალკოჰოლი ხვდება.

იმისთვის, რომ მალე არ დათვრეთ, სუფრასთან დაჯდომამდე დაახლოებით 3-4 საათით ადრე, დალიეთ ცოტაოდენი სპირტიანი სასმელი და მსუბუქად წაიხემსეთ. ამით ორგანიზმს წინასწარ განაწყობთ საქეიფოდ და ის ალკოჰოლის მეტი რაოდენობით ატანას შეძლებს.

სუფრასთან დაჯდომამდე დალიეთ ლიმონიანი ჩაი ან ყავა. ეს კარგად ანეიტრალებს ალკოჰოლს. ასევე, ქეიფის პროცესში მისი დალევა მალე გამოფხიზლებას უწყობს ხელს.

ნუ აურევთ ერთმანეთში სხვადასხვა ხარისხის სასმელს. ალკოჰოლური სასმელების ნარევი უფრო მეტად ათრობს ადამიანს, ვიდრე ერთი სახეობის სასმლის დიდი დოზით მიღება.

მაგრამ, თუ მაინც მოგიწიათ სასმლის არევა, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ სმა ნაკლებგრადუსიანი სასმლით დაიწყოთ. არ დაგავიწყდეთ საჭმლის მიყოლება. ნოყიერი კერძი, განსაკუთრებით კი ხორცი და კარტოფილი მნიშვნელოვნად აფერხებს თრობის პროცესს. თუმცა, ისიც გახსოვდეთ, რომ ცხიმიანი საკვების მიღებით ალკოჰოლის ზემოქმედებას კი არ ანეიტრალებთ, არამედ, უბრალოდ, გარკვეული დროით აფერხებთ.

ასევე, ისიც გახსოვდეთ, რომ ალკოჰოლს ორგანიზმი მხოლოდ კუჭიდან არ ითვისებს. ის სისხლში პირის ღრუდანაც შეიწოვება, ამიტომ დალევის დროს ნუ დაიგუბებთ სასმელს პირში.

ალკოჰოლი ადამიანის ორგანიზმზე უფრო სწრაფად მოქმედებს, თუ ნასვამი სუფთა ჰაერზე გავა, განსაკუთრებით კი – სიცივეში.

 

 

ნანახია - 395

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80