"შევდივართ პუტინის მართვის ბოლო ფაზაში... მსოფლიოში სასტიკი შეტაკებების მოწმენი გავხდებით"
დაიჯესტი

"შევდივართ პუტინის მართვის ბოლო ფაზაში... მსოფლიოში სასტიკი შეტაკებების მოწმენი გავხდებით"

"შევდივართ პუტინის მართვის ბოლო ფაზაში... მსოფლიოში სასტიკი შეტაკებების მოწმენი გავხდებით"
ნათია დოლიძე "kvirispalitra.ge

2018-04-03 17:11:29

 

ვლადიმირ პუტინმა მეოთხე საპრეზიდენტო ვადა ურთულეს ვითარებაში დაიწყო. უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა დასავლეთთან, გართულებული ეკონომიკური ვითარება და მოსალოდნელი საზოგადოებრივი პროტესტის საფრთხე. როგორი იქნება მისი მმართველობის მორიგი ექვსი წელი? - გვესაუბრება ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.

- ურთულესი. შევდივართ პუტინის მართვის ბოლო ფაზაში, როდესაც სრულიად რადიკალურად დაუპირისპირდება ერთმანეთს დასავლეთისა და პუტინის მიზნები. ეს ყოველთვის ასე იყო, მაგრამ ბოლო ფაზა განსაკუთრებით მწვავე იქნება.

პუტინის მიზანი იქნება, საკუთარი გარემოცვა ისე გააძლიეროს, რომ მისი წასვლის შემთხვევაში, ერთი მხრივ - მის პოლიტიკურ გუნდს არაფერი დაემუქროს, მეორე მხრივ კი - რუსეთის მიერ პუტინის მმართველობის პირობებში საერთაშორისო არენაზე დაბრუნებული პოზიციები მინიმუმ - შენარჩუნდეს და მაქსიმუმ - გაფართოვდეს.

ეს გაფართოების პოლიტიკა, უპირველესად, რუსეთის უშუალო სამეზობლოს შეეხება და ამ შემთხვევაში დარტყმა შეიძლება მიადგეს საქართველოსაც. პუტინი ეცდება, წასვლის წინ მსოფლიო კონკრეტული მოცემულობის წინაშე დააყენოს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, ამ მოცემულობაში არ მოვხვდეთ.

თავის მხრივ, დასავლეთის ამოცანა იქნება, ამ ვადაში ისე დაასუსტოს პუტინის გარემოცვა, რომ მისი წასვლის შემდეგ დასავლეთში პოლიტიკური პროცესები სხვა მიმართულებით განვითარდეს - ამ შემთხვევაში ვგულისხმობ აშშ-ს, თორემ ევროპა ისეთი კონსერვატორული და ობივატელურია, არ ვიცი, ამ პროცესში როგორი აქტივობით ჩაერთვება.

მოკლედ, დასავლეთსა და პუტინს რადიკალურად განსხვავებული მიზნები აქვთ. რუსეთში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, მოდის ე.წ. სმარტფონების თაობა, რომელიც ცნობიერებით, არსით შორს დგას პუტინის რუსეთისგან და სწორედ ამ თაობის გამოყენებას შეეცდება დასავლეთი პუტინის ჩასანაცვლებლად.

მსოფლიოში სასტიკი შეტაკებების მოწმენი გავხდებით, რომელთა ნაპერწკლები საქართველოსაც მოსწვდება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ნაპერწკლებმა აქ ცეცხლი არ აანთოს...

გადამწყვეტი იქნება საზოგადოების და ხელისუფლების გონიერება და თანამშრომლობა. ხელისუფლებას საზოგადოების კი არ უნდა ეშინოდეს, არამედ ის უნდა იყოს მისი პარტნიორი ყველა გამოწვევისას. ამასთანავე, დასავლეთის უპირობო მხარდაჭერა იქნება უმნიშვნელოვანესი პირობა, რომ საქართველომ ამ ურთულესი პროცესებიდან სამშვიდობოს გასვლა შეძლოს.

- თქვენ კი ახსენეთ, რუსეთის მიმართ ევროპის ობივატელური და კონსერვატორული დამოკიდებულება, მაგრამ დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ბოლო ხანს გამწვავებულმა ურთიერთობებმა ბევრი რამ სხვაგვარად დაგვანახა...

- ევროკავშირმა მართლაც უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და რუსეთიდან ელჩი გაიწვია. არაერთი ევროპული ქვეყნიდან გააძევეს რუსი დიპლომატები, მაგრამ ევროპა გაცილებით მეტად არის რუსეთზე მიბმული როგორც რუსეთში ჩადებული ინვესტიციების, ასევე, განსაკუთრებით, ენერგოდამოკიდებულების გამო. ევროპული ქვეყნების ხელისუფლებებს უჭირთ ამ ობივატელურ და უზრუნველ ყოფას მიჩვეული ამომრჩევლისთვის რუსეთთან ურთიერთობის გამწვავების ახსნა...

მაგრამ არსებობს ეგზისტენციალური საფრთხე - თუ რუსეთმა ეს ნივთიერება მართლაც გამოიყენა აგენტის წინააღმდეგ, ვინ იქნება გარანტი, რომ ხვალ ამას რომელიმე პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ არ გამოიყენებს?!

ეს არის ჯინი, რომლის გამოშვებაც უაღრესად საშიშია, ამიტომ მეც ვფიქრობ, რომ ევროკავშირი და აშშ-ის პოზიციები რუსეთის წინააღმდეგ საბოლოოდ უფრო დაუახლოვდება.

 

 

ნანახია - 616

ფხიზელი

2018-04-06 03:49:40


დონალდ ტრამპმა 3 აპრილს თეთრ სახლში ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრა გამართა.მათ თხოვნით მიმართეს, რომ ამერიკამ ბალტიის რეგიონის საჰაერო თავდაცვის სისტემები უფრო მეტად გააძლიეროს.

დონალდ ტრამპმა კი მათ უპასუხა:
- რუსეთთან ურთიერთობის დალაგება კარგია. ვინც ამას არ ეთანხმება, ყველა რეგვენია!



lale

2018-04-12 15:46:02

ასე მგონია, ეგ ,,ყველა" მართლა ყველა კი არ იქნება, ვისაც დღეს აწეწილი აქვს რუსეთთან ურთიერთობები, არამედ უკრაინა და საქართველო.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80