დიდი საზღვაო პროტესტი ბათუმში

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

ეკონომიკა

დიდი საზღვაო პროტესტი ბათუმში

დიდი საზღვაო პროტესტი ბათუმში
ბექა დანელია

2018-04-03 21:07:39

ბათუმის საზღვაო პორტის თანამშრომლებმა შიმშილობის აქცია დაიწყეს, რომელშიც წინასწარი ინფორმაციით, 5 ადამიანი მონაწილეობდა, მაგრამ შემდეგ მათი რიცხვი 10-მდე გაიზარდა. პროტესტის მიზეზია საზღვაო ნავსადგურში დაწყებული რეორგანიზაცია, რომლის გამოც, რამდენიმე ხნის წინ სამსახურიდან დაითხოვეს საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლები.

აქციის მონაწილეები შიშობენ, რომ უსამსახუროდ დარჩენა ემუქრება არასაპენსიო ასაკის თანამშრომლებსაც. ამიტომ ბათუმის პორტის დირექტორის გადადგომას მოითხოვენ. პორტის მუშაობა პარალიზებულია.

„ვითხოვთ დირექტორის უპირობო გადადგომას, მანამდე ვიშიმშილებთ. მიზეზია თანამშრომლების შემცირება, რეორგანიზაციის პროცესი და სამედიცინო დაზღვევის გაუარესება“, - განაცხადა პორტის თანამშრომელმა თენგიზ სურმანიძემ.

„დირექტორს გეგმები ჰქონდა რომ გაეშვა ეს ხალხი, პროცესი დაიწყო პენსიონერებიდან. თანაც არ გაგვაფრთხილეს. ზეწოლა იყო პენსიონერებზე. ორი კვირის განმავლობაში 26 კაცი გაუშვა, მერე ხელწერილებით 50 ადამიანის გაშვება შევაჩერებინეთ. ახლა დირექტორის გადადგომას ვითხოვთ. ამ დროისთვის არვინ მუშაობს“, - აღნიშნა ნავსადგურში დასაქმებულმა გელა ლორიამ.

ბათუმის პორტის თანამშრომლების განცხადებით, დირექტორი მათზე ზეწოლას ახორციელებს და აიძულებს სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვონ. გავრცელებული ინფორმაციით, რეორგანიზაციის პროცესი, ძირითადად, საპენსიო ასაკის თანამშრომლებს შეეხება. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, რეორგანიზაციის პროცესი ფარულად მიმდინარეობს და დაახლოებით 100 ადამიანის გათავისუფლება იგეგმება.

„შემცირებას აპირებენ იმის საფუძველზე, რომ თითქოს საწარმო ასე უფრო წარმატებული იქნებაო. სანამ დირექტორი არ წავა, შიმშილობას არ შევწყვეტთ, ის ჩვენთვის დირექტორი აღარ არის. მოლაპარაკების მცდელობა გვქონდა, წერილითაც მივმართეთ, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

თავის მხრივ, ბათუმის პორტის ადმინისტრაცია რეორგანიზაციას გარდაუვალს უწოდებს და თანამშრომლებს პირობებზე მოლაპარაკებას სთავაზობს. პორტის დირექტორი ადასტურებს, რომ რეორგანიზაცია იგეგმება. მუამედ რაიმ დანიარ ნურლანოვიჩის დასაქმებულებს მოლაპარაკების პროცესში ჩართვას სთავაზობს.

„ჩვენ ვთავაზობთ სასაუბროდ დავსხდეთ, თუმცა ისინი აგრესიაზე გადმოდიან და თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ. რეორგანიზაცია იგეგმება ამიტომ უმჯობესია მოლაპარაკება შედგეს“, - აცხადებდა დირექტორი.

მისივე განმარტებით, პორტში მუშაობენ საპენსიო ასაკს მიღწეული მოქალაქეები, რომლებსაც სხვადასხვა სახის პრობლემები აქვთ. არ არის გამორიცხული, სამსახურის გარეშე სხვა თანამშრომლებიც დარჩნენ.

თუმცა, პროტესმ შედეგი გამოიღო და ბათუმის პორტის ხელმძღვანელობამ დაგეგმილი რეორგანიზაცია შეაჩერა. გადაწყვეტილების შესახებ, პორტის გენერალურმა დირექტორმა დანიარ მუჰამედ-რაქიმმა გააკეთა განცხადება:

„ბათუმის პორტში შექმნილ კრიზისულ სიტუაციასთან დაკავშირებით აჭარის ავტონომიური მთავრობის მომართვისა და მათთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, სააქციო საზოგადოება „ყაზტრანსოილმა“ გადაწყვეტილება მიიღო შეჩერდეს რეორგანიზაციის პროცესი, მანამდე, ვიდრე პორტისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გადაწყვეტილება არ მოიძებნება“, - განაცხადა ჟურნალისტებთან გენერალურმა დირექტორმა.

თუმცა, პორტის თანამშრომლები ისევ გაფიცულები არიან და ამბობენ, რომ გენერალური დირექტორის განცხადება არ აკმაყოფილებთ და მისი გადადგომის მოთხოვნა ძალაში რჩება.

ბათუმის საზღვაო ნავსადგურს მართავს ბათუმის ნავთობტერმინალი, რომლის მფლობელი 2008 წელს გახდა ყაზახეთის ნაციონალური კომპანიის, „ყაზმუნაიგაზ“-ის შვილობილი კომპანია „ყაზტრანსოილი.“

ნანახია - 626

petrekupry

2018-04-04 07:37:44

სააკოღლუს მიმართვის შემდეგ, ყვალა მიმართულებით გააქტიურდებიან ნაცები, ბარში თუ მთაში, ეცდებიან დესტაბილიზაციას, საბოტაჟს, არ ამოვრიცხავ, ხელისუფლებაში ჩანერგილმა ნაცებმაც გამოიჩინონ თავი .... ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო!

natali

2018-04-04 11:55:52

ესენიც კარგი ხვითოები არიან. რას მიკეთებენ? სხედან პარლამენტში და პრეზერვატივებს ვერ გასცდნენ, თითქოს ეგაა მხოლოდ ჩვენი პრობლემა. გუშინაც მაგაზე ლაპარაკობდნენ.

ახლა ამბობენ
შეიძლება სარეაკრიაციო ზონებში მშენებლობები შეიზღუდოსო.

რას ნიშნავს შეზღუდვა? ერთისთვის რომ შეიძლება, მეორესთვის არა ხომ? და ამას ვინ განსაზღვრავს ვისთვის შეიძლება და ვისთვის არა? აი ასეთი კანონები პირდაპირ ახალისებს კორუფციას! შეიზღუდოს კი არა, სერთოდ უნდა აიკრძალოს!


ააა ბატონო კიდევ--

ცემისა და გინებისთვის დეპუტატებს ფინანსური ჯარიმა დაეკისრებათ - პარლამენტი ეთიკის კოდექსს პირველი მოსმენით განიხილავს
--------------
ე.ი. იმ მილიონერ დეპუტატებს, პარლამენტში რომ სხედან (თუ სხედან კი) შეუძლიათ იგინონ რამდენიც უნდათ? :))))))))))

რა მაგარია ბევრი ფული რომ გაქვს((((((((
არადა მაგათ ცემა-ტ/ყეპას რომ უყურებს ეს გაჭირვებული ხალხი, ცოტა ერთობა მაინც:)))


ქოცებმა და გაქოცებულმა ნაცებმა ნაცები ბუებად დაგვიტოვეს, თვითონ კი არხეინად არიან.
ხოდა ჩემოკარგებო, ძალიანაც ნუ დაარხეინდებით. ვატ/ყობ ნელ-ნელა ხალხს ისე გააცოფებთ, რომ შეიძლება თქვენს ჯიბრზე ხალხმა სულ ნაცებს მისცენ ხმები და იმაზე ბევრად დიდი პროცენტი მიიღონ ვიდრე წარმოგიდგენიათ.ხოდა მერე ხომ არ გგონიათ ისინიც კოჰაბიტაციაზე იჩალიჩებენ.

serapina

2018-04-04 13:10:18

"სააკაშვილის ყოველი ასეთი განცხადება საპირისპირო შედეგს იწვევს - უკვე გაუგებარია ამით სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხმარება თუ „ქართულ ოცნებას“ - მგონია, რომ ამ უკანასკნელს."
ვახტანგ ძაბირაძე.
---
გუშინ იგივეს ვწერდი აქ.

მოკლედ,საშველი არ არის!

ისე რას ველოდით, დღევანდელი ქართველი პოლიტიკოსები,ახალგაზრდები, ყველა "მიშას და სოროსის აკვანში გამოიზარდნენ"... ასე რომ,მიშა ყველა ვარიანტში,მაინც მოგებული დარჩება.

natali

2018-04-04 13:16:03

სოროსის თუ კაგბ-ს? მე მეორე უფრო მგონია.

natali

2018-04-04 13:22:35

სახელმწიფომ ვანო მერაბიშვილს კომპენსაციის სახით 4 000 ევრო გადაუხადა
-----------------
ააა კაცი, ციხეშიც ფულს აკეთებს. :)

natali

2018-04-04 13:36:35

https://www.palitravideo.ge/yvela-video/eqskluzivi/94365-feshenebeluri-ubani-thbilisshi-iverthubnis-mdidruli-sakhlebi.html
----------------

ამათგან რამდენი იხდის ნეტავ ქონების გადასახდს? არადა აშკარად აქვს შემოსავალი, თორემ აბა რით იშენებს? აააა, ვიღაცამ აჩუქა, პენსიონერი მამა უშენებს......
ქოცებოოო!!!! პრეზერვატივებს თავი დაანებეთ და ქონების გადასახდს მიხედეთ. მაგრამ.....რაში გაწყობთ?

tngh

2018-04-04 13:52:13

საზღვაო პორტი გავაჩეროთ, "ჰესები" არ ავაშენოთ, მადანი არ ამოვიღოთ, ინვესტორები გავყაროთ, გვირაბი არ გავჭრათ, გზები არ გავიყვანოთ, ხე და კლდე არ მოვჭრათ... კარგი ცხოვრება კი გვინდა!!! იქნებ ამიხსნათ, რის ხარჯზე??? აქციების და ეკლესია-მონასტრების???

serapina

2018-04-04 14:09:03

სოროსის თუ კაგბ-ს
ნატალი,
ერთიც და მეორეც. რავა,ხელს უშლიან ერთმანეთს,თუ?

serapina

2018-04-04 14:18:34

tngh,
არაფერი არ გავაკეთოთ კი არა,სწორად უნდა გავაკეთოთ.
ამ თქვენს ნაქებ ხელისუფლებას, ყველაფერი თავისი ფუფუნებისათვის უნდა და მერე გიკვირთ,ხალხი რომ წინააღმდეგია?!

შეხედეთ ხელისუფლების პ/რემიებს და მილიმეტ/რებში დანაწილებულ საქართველოს(აქ ამის ბიზნესია...იქ იმის.. ამ ხალხს გვარებით და სახელებით იცნობენ)... ჰოდა, მათი შემდგომი გამდიდრებისათვის, მშიერმა ბოლო ლუკმაც დათმოს?!

თქვენი გამოსვლა უფრო ჰგავს დემაგოგიას...
თავგასული ასო-ები, თავიანთი შემოსავლისათვის საუბრობენ და იციან რა, ხელისუფლების მოკვარახჭინებული ბიზნესები, ბედავენ იმას,რასაც აკეთებენ...

ნუ მისცემს ხელისუფლება,საყბედო მასალას!

natali

2018-04-04 14:21:24

პატივცემულო tngh


სულ დამაბნიეთ, თქვენ ბურჯანაძეც მოგწონთ და ქოცებიც?

natali

2018-04-04 14:26:42

ზემოთ დავწერე აი ეს-
"ქოცებმა და გაქოცებულმა ნაცებმა ნაცები ბუებად დაგვიტოვეს, თვითონ კი არხეინად არიან.
ხოდა ჩემოკარგებო, ძალიანაც ნუ დაარხეინდებით. ვატ/ყობ ნელ-ნელა ხალხს ისე გააცოფებთ, რომ შეიძლება თქვენს ჯიბრზე ხალხმა სულ ნაცებს მისცენ ხმები და იმაზე ბევრად დიდი პროცენტი მიიღონ ვიდრე წარმოგიდგენიათ.ხოდა მერე ხომ არ გგონიათ ისინიც კოჰაბიტაციაზე იჩალიჩებენ."
-----------

და ახლა დავფიქრდი, იქნებ ასეცაა ჩაფიქრებული? ჩვენ ხომ "დემოკრატიის" შუქურობა გვარგუნა ღმერთმა! :)

tngh

2018-04-04 14:51:09

ნატალი!!! მე არც ბურჯანაძის "ფანი" ვარ და არც "ოცნების". მე მინდა, რომ საქართველო გამთლიანდეს და განვითარდეს. ვინც ამას ხელს უშლის, ყველა მძულს და მეჯავრება!!! ქ-ნ "სერაფინას" დასკვნა "ყველაფერი თავისთვის უნდათ" კი, მხოლოდ ღიმილის მომგვრელია... საყოველთაო დაზღვევა, უფასო საბავშვო ბაღები, უფასო ფაკულტეტები, უფასო სახელმძღვანელოები, უფასო ხვნა-თესვა... და კიდევ ბევრი სხვა რამ, ბიძინას უნდა თავისთვის??? დამავიწყდა: ის ეკლესია-მონასტრები, სკოლები და უნივერსიტეტები, რომლებიც აშენდა და გარემონტდა, ბიძინას სახელზეა გადაფორმებული!!!

serapina

2018-04-04 15:01:00

"საყოველთაო დაზღვევა, უფასო საბავშვო ბაღები, უფასო ფაკულტეტები, უფასო სახელმძღვანელოები, უფასო ხვნა-თესვა..."
---
tngh
სადაა ასეთი სამოთხე?!

თქვენი მიამიტობაა ღიმილის მომგვრელი!

უფასო,ყველია ხაფანგში მხოლოდ!

natali

2018-04-04 16:24:06

tngh
კი მაგრამ როგორ? ნატოზე ვთქვათ უარი?

natali

2018-04-04 16:25:15

და რა შეატ/ყეთ ამ ხელისუფლებას იმის, რომ ნატოზე უარს ამბობს?

natali

2018-04-04 19:05:01

ლატვიის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ საქართველო უახლოეს მომავალში გახდეს ნატოს წევრი. აღნიშნული განცხადება რაიმონდს ვეიონისმა თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა:
„ჩვენ ნატო-ს გაფართოებაზე ვაგრძელებთ განხილვას და ნატო-ს პოზიციაა - ღია კარის პოლიტიკა. რა თქმა უნდა, როდესაც საქართველო, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყანა, შეასრულებს ყველა საჭირო მოთხოვნას, ნატო მზად იქნება ამ გადაწყვეტილების მისაღებად. შესაძლოა საქართველო უახლოეს მომავალში მიუერთდეს ნატო-ს. ლატვია და ბალტიისპირეთის ყველა ქვეყანა მხარს უჭერს ამ აქტიურობას და დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო ყველა დავალების შესასრულებლად მზადაა."- განაცხადა რაიმონდს ვეიონისმა.

tngh

2018-04-04 20:02:57

ქ-ნო სერაფინა!!! ეს ყველაფერი საქართველოშია, თანაც უკვე 5 წელი...

tngh

2018-04-04 20:05:53

ნატალი!!! თუ საქართველოს გამთლიანება გვინდა, "ნატოზე" აუცილებლად უნდა ვთქვათ უარი. განვითარება კი, გამთლიანების გარეშე არ გამოვა...

serapina

2018-04-04 22:09:55

"საყოველთაო დაზღვევა, უფასო საბავშვო ბაღები, უფასო ფაკულტეტები, უფასო სახელმძღვანელოები, უფასო ხვნა-თესვა... და კიდევ ბევრი სხვა რამ, ბიძინას უნდა თავისთვის??? დამავიწყდა: ის ეკლესია-მონასტრები, სკოლები და უნივერსიტეტები, რომლებიც აშენდა და გარემონტდა, ბიძინას სახელზეა გადაფორმებული!!!"

tngh
რაიო?
არ ვიცი ეს (არა)ჯანსაღი დამოკიდებულებაა, თუ სწორედ ასეთების გამო ვიმსახურებთ,ასეთ ხელისუფლებებს!

ახლა სერიოზულობა უკვე ზედმეტია,მაგრამ....

ამ ყველაფერს თუ ბიძინა აკეთებს,თქვენ შვილებსა და შვილიშვილებს საქმე აღარაფერი ჰქონიათ...არც სწავლა ჭირდებათ,არც შრომა...

გამოდის, მთავარია ჭამა-სმა და დროსტარება შეძლონ...
და დანარჩენს ყველაფერს ბიძინა გააკეთებს? თან უფასოდ?

გავიქეცი, გლობუსი დავატ/რიალო და კიდევ ერთხელ დავასკვნა,რომ ჩვენისთანა ზარმაცი და უპასუხისმგებლო ხალხი,დედამიწაზე არ დადის...

ასე მოაზროვნე ხალხს,სახელმწიფო არ უნდა ჰქონდეს...და არც გვაქვს!

ლომჯარია,სახალხო დამცველი და ახლა,ნინია კაკაბაძის ბორდში არჩევა.მაშ, სამოთხეს სხვაგან რა უნდა?!
კიდეც გავმთლიანდებით, კიდეც გავბრწყინდებით და საერთოდ, ვის დაეკარგა ნატო?!(ან ევროპა?!იმუშაონ მაგ ვირებმა დღე და ღამე...)
აქეთ შეგვეხვეწოს, რომ სამოთხეში ცალი თვალით შევახედოთ.

ერთი კათოლიკე ღვთისმსახურის "ლოცვა" გამახსენდა...
"-მადლობა უფალო რომ მშიერი არ დაგვტოვე,ზანგებივითო!"


tngh

2018-04-05 10:24:28

ქ-ნო სერაფინა!!! გეტყობა საქართველოდან ძალიან შორს ხარ გაქცეული!!! და ისეთ ხალხში გაქვს საქმე, რომლებიც არც გეუბნებიან, რომ დაზღვევებსა და სწავლა-განათლებაში სახელმწიფო სდებს ინვესტიციებს და თანხებს, ხოლო ეკლესია-მონასტრების, ოპერა-თეატრების, უნივერსიტეტ-სკოლების აშენება-რეაბილიტაციაში, უდიდეს ნაწილს ხარჯისას, ბ-ნი ბიძინა. თუნდაც "სამების" ტაძარი რად ღირს, ან ოპერის თეატრი. ყველაფერს ათასჯერ ვერ ჩამოგითვლით. ელემენტალურად გირჩევთ, გაეცანით მიმდინარე პროექტებს, რათა თავი სასაცილო მდგომარეობაში ხშირად არ ჩაიყენოთ. ეხლა კი, მხოლოდ გაღიმებით დავკმაყოფილდები, რადგან გატყობთ, რომ "ნაც-ოპოზიციის" გულშემატკივარი არ ბრძანდებით...

tngh

2018-04-05 10:35:25

ყველაფერი, კარგიც და ცუდიც, რაც საქართველოსი ხდება, ბიძინასი მხოლოდ ბოღმიანებს, შურიანებს და დეგენერატებს ჰგონიათ...

serapina

2018-04-05 17:03:49

"რადგან გატყობთ, რომ "ნაც-ოპოზიციის" გულშემატკივარი არ ბრძანდებით..."
tngh,
მე მხოლოდ აღქმის(და წაკითხულიდან რომ შინაარსები ვერ გამოაქვთ) პ/რობლემებიანი ადამიანების გულშემატკივარი ვარ...
ვოცნებობ, რომ ამ მაოხრებელი ნაცებით თვალდაბრმავებულებს(პლუს, ნახევრად ნაცები,ქოცები...), შემდგომი მაოხრებლები მაინც დაანახოს ღმერთმა...

თქვენი სამოთხე და "ინვესტორების" ამბავი,თუნდაც დღევანდელი 6 ადამიანის გარდაცვალებით უნდა გააცნობიეროთ... მაგრამ თქვენ აქ ისეთი "მისია" გაქვთ, ამასაც ვერ დაინახავთ.

მანდ, უჩინარი "მიშასდროინდელი ინვესტორი"(ოფშორში დარეგისტ/რირებული, იდუმალი "უცხოელი") ბეჟუაშვილი, ხომ მშვენივრად აკეთებს ფულს
"ბიძინას სამოთხეში"?!
იცი რა ხელფასს უხდიან და რის საფასურად წირავენ ამ ხალხს?

დაწერე ერთი სად მუშაობ,ამ ბიძინას სამოთხეში(მე მკითხეს და დავწერე)... გულწრფელად მაინტერესებს რომელ სამსახურშია საქართველოში,ასეთი ვარდისფერი მინები შენობებზე.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80