„ოცნებიდან“ გაქცეულ ფოფხაძეს „პატრიოტთა ალიანსი“ ეკეკლუცება
პოლიტიკა

„ოცნებიდან“ გაქცეულ ფოფხაძეს „პატრიოტთა ალიანსი“ ეკეკლუცება

„ოცნებიდან“ გაქცეულ ფოფხაძეს „პატრიოტთა ალიანსი“ ეკეკლუცება
თამთა ქარჩავა

2018-04-05 10:50:13

„რაც უფრო უღირს კანდიდატებს შეარჩევს ოპოზიცია თავისი კვოტით, მით უკეთესი მმართველი გუნდისთვის“, - ასეთია პარლამენტრის თავმჯდომარის პოზიცია, უმრავლესობის მხრიდან „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევასთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამ თვალსაზრისით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბორდის წევრად ნინია კაკაბაძეზე უკეთესი კანდიდატი ძნელად წარმოუდგენია.

პარლამენტმა სახალხო დამცველის კვოტით წარდგენილი კანდიდატი იზაბელა ოსიპოვა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბორდში 93 ხმით აირჩია. „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ ნინია კაკაბაძეს კი მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, 12-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

კაკაბაძის არჩევა უმრავლესობის დაშლის წინაპირობა ხდება. საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს დეპუტატი გედევან ფოფხაძე, რადგან მიიჩნევს - „თუ „ქართული ოცნება“ თავისი პოლიტიკური ხედვით მიიჩნევს, რომ მაუწყებლის ბორდის წევრად ნინია კაკაბაძისნაირ ადამიანებს შეუძლია მხარი დაუჭიროს, ასეთ შემთხვევაში ჩემი ადგილი უმრავლესობაში არ არის“.

გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს მმართველი გუნდის ერთი ნაწილი. „ქართული ოცნების“ წევრი, რომან კაკულია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე უმრავლესობიდან გადინებების ნიშნები არ შეიმჩნევა, მაგრამ სამომავლოდ როგორი განვითარება იქნება, ვერ იტყვის, რადგან კაკაბაძის არჩევის ფაქტმა აჩვენა, რომ მოულოდნელობებისგან დაზღვეული არავინ არის. როგორც დეპუტატი აცხადებს, როდესაც არის აზრთა სხვადასხვაობა, ამასთან დაკავშირებით გუნდში არის მზაობა, რომ კონსულტაციების ხარისხი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს, რათა პოზიციების უფრო მეტი შეჯერება მოხდეს.

„ნინია კაკაბაძისთვის მხარი არ დამიჭერია, რადგან საკუთარი მოსაზრებები გამაჩნია. რაც შეეხება ფოფხაძეს, მან პირადი გადაწყვეტილება მიიღო. ასეთ დროს უფრო მეტი კონსულტაციაა საჭირო გუნდის შიგნით, მაგრამ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო. როცა ადამიანი ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ბუნებრივია, ეს ერთი კონკრეტული ფაქტის გამო არ ხდება. ალბათ, იყო ტენდენცია, რომელიც უფრო დიდი დროის განმავლობაში ყალიბდება და გადაწყვეტილებაც უფრო მყისიერი შემდეგაა. საქართველოში სხვადასხვა მსოფლმხედველობითი ადამიანების გაერთიანებაა და საერთო ხედვის ჩამოყალიბება თუ არ მოხდება, ჩვენი ქვეყანა ვერ განვითარდება“, - აცხადებს რომან კაკულია.

კიდევ ერთი დეპუტატი, რომლის მხარდაჭერა ნინია კაკაბაძემ ვერ მიიღო, „ქართული ოცნების“ წევრი ზაზა პაპუაშვილია, რადგან დეპუტატი პარლამენტის სხდომაზე არ იმყოფებოდა, თუმცა ამბობს, რომ რომც ყოფილიყო, ნინია კაკაბაძის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოში არჩევას მხარს არ დაუჭერდა.

„გედევან ფოფხაძის საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლა ძალიან სერიოზული რამ არის. ეს ნიშნავს - თუ ფასეულობები ასე გაიყო და ასე დანაწევრდა ყველაფერი, საგანგაშო სიტუაციაა იმ გაგებით, რომ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა როგორ არის საჭირო. ვერაფრით ვხსნი, რა გაკეთდა ნინია კაკაბაძის მხარდაჭერით იმასთან შედარებით, რაც გაფუჭდა გედევან ფოფხაძის უმრავლესობიდან წასვლით. მაშინ პირველ ჯერზე რატომ არ ავირჩიეთ ნინია კაკაბაძე? რა კეკლუცობა იყო, მაშინ პირველივე ჯერზე მიგვეცა ხმა“, -ამბობს ზაზა პაპუაშვილი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ მისთვის გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გედევან ფოფხაძესთან საუბარი ვერ მოახერხა, რადგან კენჭისყრის შემდეგ, ფოფხაძემ დარბაზი სწრაფად დატოვა.

„მისი პოზიციის შესახებ არ ვიცოდი. მოულოდნელად მიღებული გადაწყვეტილება მაფიქრებინებს, რომ მისთვის გადაწყვეტილების მიღება ემოციურად რთული იყო, მაგრამ მან გადაწყვეტილება ჩვენთან ერთად უნდა გააანალიზოს და ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ. ასეთი ფასეულობების მქონე ადამიანი იშვიათია. პირველივე დღიდან არის არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, არამედ ამ გუნდის გამორჩეული ლიდერი.

მგონია, რომ საკუთარ პოზიციას გადახედავს, რადგან შედეგები ვნახეთ, რომ ნინია კაკაბაძეს მხარი უმრავლესობის უმრავლესობამ არ დაუჭირა. უმრავლესობას გადაწყვეტილება უმრავლესობით არ მიუღია, თუ არ ვცდები, კენჭისყრაში უმრავლესობის 39 წევრი მონაწილეობდა, რაც უმრავლესობა არ არის“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ჯერჯერობით უცნობია შეიცვლის თუ არა პოზიციას გედევან ფოფხაძე. „ევროპული საქართველოში“ თვლიან, რომ ბორდის წევრად კანდიდატის არჩევისას საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან რელიგიური რწმენის გამოყენება არასწორია. სერგო რატიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, „საზოგადოებრივ მაუწყებლში“ იყოს პრინციპული ადამიანი, რომელიც იქნება საზოგადოების ინტერესების გამტარებელი.

„მადლობა უნდა გადავუხადო ყველა დეპუტატს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს არა „ევროპული საქართველოს“, არამედ ოპოზიციის კანდიდატს, რომელიც იქნება ოპოზიციის ხმა და რომელიც გამოირჩევა პრინციპულობით. მნიშვნელოვანია, რომ ბორდში იყოს განსხვავებული მოსაზრების ადამიანი, რომელიც დაიცავს საზოგადოების და არა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. სერიოზული პრობლემებია ტელევიზიაში - გადაქცეულია ბიძინა ივანიშვილის „2030“-ის პროექტად. ამ ფონზე აუცილებელია, რომ პრიციპული ადამიანი იყოს ბორდში“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

უმრავლესობიდან გასულ ფოფხაძეს პარტიაში ეპატიჟება „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია, რომელიც ფოფხაძის გადაწყვეტილებას მიესალმება და იმედს გამოთქვამს, რომ ფოფხაძე მათ პოლიტიკურ გუნდს შეუერთდება.

„ის გამორჩეული ადამიანია უმრავლესობაში, მე ეს ყოველთვის ვიცოდი. ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა დღეს და ვიმედოვნებ, რომ ბატონი გედევანი ჩვენს ფრაქციაში შემოსვლის საკითხს სერიოზულად განიხილავს. მგონი, ბევრ საკითხზე ჩვენ ერთნაირად ვფიქრობთ“, - აცხადებს ადა მარშანია.

 

 

ნანახია - 874

natali

2018-04-05 10:03:27

ეს კაცი არ მომწონს:)))

ცუგო

2018-04-05 10:35:39

მაგარი კაცია გედი, ღმერთი შეეწიოს, წარმატებებს ვუსურვებ...

arichopra 2

2018-04-05 11:53:26

შესახედად არ მოგწონს ნატალი? შეხედულებით იწუნებ? ომარ შარიფი მოგწონდა ახალგაზრდა რომ იყო თუ გრიგორი პეკი?! უპრეცედენტდ მაგარი საქციელი ჩაიდინა დღევანდელი დანარჩენი დას/ირე/უ/ლების ფონზე! ისე თავმოყვარე ქრისტიანი კაცისათვის ჩვეულებრივი ნორმალური საქციელია!ასე რომ მოქცეულიყვნენ თავიდან როცა წყდებოდა საკითხი კონსტიტუციაში ცნობილ ჩანაწერზე, სახალხო დამცველის არჩევაზე დღეს ასეთ დღეში არ ვიქნებოდით. ამიტომ მდიდარი და თაღლითის არჩევა არ შეიძლება. ის ან უნდა გაუფრთხილდეს თავის ქონებას და მდგომარეობას ან მიიღოს გადაწყვეტილებები სამშობლოს და ხალხის სასარგებლოდ!

arichopra 2

2018-04-05 13:03:08

ქვეყანა რომლის პრემიერი არის ტერეზა მეი, საგარეო საქმეთა მინისტრი ბარი ჯონსონი არის დეგრადაციის უკანასკნელ საფეხურზე. მიუხედავად იმისა რომ წარსულში ჰყადა (ჰყვანდნენ?) უილიამ შექსპირი, ისააკ ნიუტონი, ლედ ზეპელინი...

antoni

2018-04-05 13:26:10

კუპონა გოცირიემ სადღაც წამოროშა: უმრავლესობას დაშლის რესურსი არა აქვს; იქნება გაბუტვები და დაბრუნებებიო. სადაც რესურსს ამბობს, ალბათ ტ/რაკს გულისხმობს უუკანალო ყარაჩოხელი :-) და რა გამოდის? პარტიის დაშლა-დანაკუწება /რაც მეცოცხეებს დაემართათ/ყოფილა კაცობაც, პოლიტიკოსობაც და ერის მოყვარულობაც

natali

2018-04-05 14:17:19

arichopra 2
ხო, აი არ ვიცი რატომ არ მომწონს, რაღაც ინტუიცია მეუბნება, რომ არ უნდა მომეწონოს. შეიძლება ვცდები.:)

ფხიზელი

2018-04-05 20:53:18

ნინია კაკაბაძე არ იქნება მიზეზი.
ის შეიძლება საბაბი ყოფილიყო, ანუ ბოლო წვეთი, როცა ყელში ამოგდის თანაგუნდელთა მუდმივი უპრინციპობა.
თორემ ამაზე ბევრად უარესი გადაწყვეტილებებიც გვახსოვს ამ პარლამენტისაგან, მაგრამ არავინ არ წასულა არსად და მაინცდამაინც "ბორდში" ნინიას არჩევაა ტრაგედია?!

ეს მაგონებს ახლახან მომხდარ ამბავს - ინგლისის ყოფილი ორმაგი ჯაშუშის, უკვე ლიმონივით გამოწურული და სრულიად უსარგებლო სკრიპალის წიწიბურათი მოწამვლის გამო საქართველოში შვეიცარიის საელჩოდან რუსეთის წარმომადგენლის გაძევებას, როცა მსგავსი არაფერი გაკეთებულა არც მავთულხლართების სისტემატური გადმოწევის და არც ჩვენი მოქალაქეების ასევე სისტემატური გატაცების, წამების, მკვლელობისა და ცხედრის არგადმოცემის გამო!

ნინია კაკაბაძე ობიექტური ვერ იქნებაო მაუწყებლის "ბორდში"!..
უკაცრავად, მაგრამ მურუსიძის და შოთაძის ამხელა თანამდებობებზე ხმის მიმცემი და ნაცებთან კოჰაბიტაციის მომხრე ხალხი ამბობს ამას?!




arichopra 2

2018-04-05 21:21:04

"ეს მაგონებს ახლახან მომხდარ ამბავს - ინგლისის ყოფილი ორმაგი ჯაშუშის, უკვე ლიმონივით გამოწურული და სრულიად უსარგებლო სკრიპალის წიწიბურათი მოწამვლის გამო საქართველოში შვეიცარიის საელჩოდან რუსეთის წარმომადგენლის გაძევებას, როცა მსგავსი არაფერი გაკეთებულა არც მავთულხლართების სისტემატური გადმოწევის და არც ჩვენი მოქალაქეების ასევე სისტემატური გატაცების, წამების, მკვლელობისა და ცხედრის არგადმოცემის გამო!"
ძალიან მაგარი შენიშვნა გააკეთე. ეს ხომ ყველამ ვიცოდით, მავთულხლართები და ა.შ., მაგრამ შენს გარდა არავის მოსვლია აზრად ამაზე, ასეთ შეუსაბამობაზე ყურადღების გამახვილება!
მე მგონი ბოლო წვეთის ამბავშიც მართალი ხარ!

natali

2018-04-05 21:39:49

წავა კი? მგონი არსადაც არ წავა:)

ფხიზელი

2018-04-06 01:55:50

arichopra 2,
მაინტერესებს შენი, როგორც ფიზიკოსის, აზრი წიწიბურას ვერსიასთან დაკავშირებით.
იცი, ხო, რაზეა საუბარი?
თუ არ წაგიკითხავს, მოკლე შინაარსი ასეთია: მამა-შვილი მოიწამლა ნეიროპარალიტიკური გაზით ("ნოვიჩოკ"), რომელიც იყო რუსეთიდან ჩამოტანილ წიწიბურაშიო...
(ლონდონში, მამასთან სტუმრად მიმავალ სკრიპალის ქალიშვილს, სხვა რამე-რუმეებთან ერთად, უნდა ჩაეტანა თურმე წიწიბურაც, მაგრამ დავიწყებია და თავისი მეგობრის თუ ნაცნობისთვის, რომელიც მოგვიანებით სხვა რეისით უნდა ჩაფრენილიყო ლონდონში, დაურეკია - ასე და ასე მიმივიდა და წიწიბურა მიყიდე და წამომიღეო.
იმ ქალმაც (რომელიღაც კლნიკის ექიმი თუ მთ. ექიმის მოადგილე, აღარ მახსოვს), ჩაუტანა.(ის ქალი უკვე დაკითხეს ლონდონში).
ახლა, მე რა მაინტერესებს:
1. საერთოდ, რას ნიშნავს მომწამვლელი გაზის ჩატანა წიწიბურათი? წიწიბურა იყო დამუშავებული ამ ნივთიერებით თუ რაიმე ბალონი იყო შიგ ჩამალული, შენი აზრით?
2. თუ ეს ამბავი ნაღდია, მაშინ საერთოდ უნდა მოიხსნას მათი წინასწარგანზრახვით მოწამვლის ვერსია, რადგან ბულგაკოვის ვოლანდის გარდა, ვერავინ გათვლიდა - სკრიპალის ქალიშვილს წიწიბურას ყიდვა დაავიწყდება და მერე ვიღაცას რომ დაურეკავს, ჩამომიტანეო, წიწიბურას იმ პაკეტით მოვწამლოთო!:)
პ.ს.
წაიკითხავდი: ინგლისურმა ლაბორატორიამ, რომელიც ამ ნივთიერებას იკვლევდა, ვერ დაადგინა, სად, რომელ ქვეყანაში შეიძლება იყოს დამზადებულიო.
მეი კი იმწამსვე მიხვდა!

ფხიზელი

2018-04-06 17:50:59

P.P.S.
სკრიპალების ციმბირული კატაც მოწამლული დახვედრიათ და ევთანეზიით გაუსტუმრებიათ ზეციურ საკატეთში.
ზღვის გოჭებიც მკვდარი უნახავთ სახლში, მაგრამ ისინი გაზით არა, შიმშილით არიან დახოცილიო...

arichopra 2

2018-04-12 22:47:16

ვიცი მაგ წიწიბურას ამბები. სხვაც მაგის შესახებ. უკვე რამდენჯერმე დავწერე, დიდი ალბათობით თითონ ბრიტანეთის სპეცსამსახურების გაკეთებულია მთავრობის დავალებით, დაახლოებით 80%. შემდეგი დასაჯერებელი ვერსიაა პუტინის ფარული თუ ცხადი ოპოზიციის მოწყობილია 19%. სხვა, სკრიპალი მამის მიერ ჩაშვებული ერთ-ერთი აგენტის ან აგენტების ჯგუფის 1%.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80