სოხუმს თბილისის არ სჯერა
პოლიტიკა

სოხუმს თბილისის არ სჯერა

სოხუმს თბილისის არ სჯერა
მარიამ თოდაძე

2018-04-05 12:00:46

ახალი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, - რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე წარადგინა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას გულისხმობს.

„ეს არის ჩვენი კიდევ ერთი ღია განაცხადი, რომ სამშვიდობო პოლიტიკის კურსი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო, აუცილებლად გაგრძელდება. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ნდობის აღდგენას და შერიგების პროცესის გააქტიურებას“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

სამშვიდობო ინიციატივების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს:

1. ეს არის გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით;

2. ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;

3. ისეთი მექანიზმის შექმნა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა, ეს არის უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება და ა.შ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, აუცილებელია მაქსიმალურად მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია, რადგან მნიშვნელოვანია ყველას ჩართულობა ამ ინიციატივის განხორციელებისას.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი თვლის, რომ ამ ინიციატივით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქართული მხარის უმთავრეს პრიორიტეტს - ეს არის მშვიდობა და კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის მშენებლობა.

ციხელაშვილის განმარტებით, ინიციატივა ასევე, მოიცავს ამ რეგიონის მცხოვრებთათვის იდენტიფიცირების ახალი ნეიტრალური შესაძლებლობის შექმნას, რაც გულისხმობს პირადი ნომრით რეგისტრაციას და არ არის დაკავშირებული მოქალაქეობის დადგენასთან. ასევე, დაინტერესებულ პირთათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და სამოქალაქო აქტების გაცემას და ცალკეული სამოქალაქო ფაქტების დადგენის გამარტივებას.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა გაბუნიამ განაცხადა, პრემიერის მიერ გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა წლების მანძილზე საგულდაგულოდ ჩაკეტილი წრის გარღვევისთვის ეფექტური იქნება და მას ისტორიული შედეგები ექნება.

„მთავრობის ინიციატივის მიზანია, რომ ჩვენი კანონმდებლობის გათვალისწინებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმოებული პროდუქცია ჩვენი საკანონმდებლო რეგულაციით და კონტროლით, გავრცელდეს საქართველოს მიერ ათვისებულ ბაზრებზე - იქნება ეს შიდა ბაზარი, ევროკავშირი, ჩინეთი თუ სხვა“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებით მომზდებულია საკანონმდებლო პაკეტები, რომლის განხილვაც უახლოეს მომავალში დაიწყება.

„მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის დღის წესრიგით ცხოვრებას თავი დავანებოთ. ძალიან სწორი მიმართულება გვაქვს, რაც იმ განცხადებაში გამოიხატება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ყველაფერს ხელი უნდა შევუწყოთ, რაც საზოგადოებას საშუალებას მისცემს დაახლოვდნენ, ურთიერთობები გაძლიერდეს და საქართველოს მთელი ტერიტორია იმ ადგილად იქცეს, სადაც აფხაზებსა და ოსებს საშუალება ექნებათ, ბიზნესი გააკეთონ, ისწავლონ, ყველა სახის მომსახურება მიიღონ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მისი განმარტებით, მოლოდინი იმის, რომ ამას ან საოკუპაციო რეჟიმი, ან დე ფაქტო ხელისუფლება, ან საზოგადოების გარკვეული ნაწილი დიდი აღფრთოვანებით და ტაშის გრიალით შეხვდება, რასაკვირველია, არ უნდა გვქონდეს, მაგრამ წინ უნდა გავიხედოთ და არავითარ შემთხვევაში იმ პოზიციებზე უკან არ უნდა დავიხიოთ, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოგვთავაზა და რომელმაც ომამადე და ტერიტორიების ოკუპაციამდე მიგვიყვანა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას შეფასებით, ეს არის ძალიან სწორი, დროული და გააზრებული ნაბიჯი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს სამშვიდობო პოლიტიკის უფრო ქმედით განხორციელებას.

„მე სრულად ვუჭერ ამ ინიციატივას მხარს, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოება, რომელთა ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, რომ ამ პროცესის განხორციელება მოხდეს კიდევ უფრო ეფექტურად“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ოპოზიციის ერთი ნაწილი კრიტიკულია და თვლის, რომ შესაძლოა, ამან კონტრაბანდის წახალისება გამოიწვიოს, თუმცა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

რაც შეეხება დასავლეთის განწყობებს, საელჩოები ავრცელებენ განცხადებებს, სადაც ცალსახად მიესალმებიან საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას.

საქართველოს მთავრობის ინიციატივას საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მიერ წარმოდგენილი წინადადებების პაკეტს, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ კავშირების გაუმჯობესებისკენაა მიმართული.

„ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრულ მხარდაჭერას“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის პრესმდივნის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ წინადადებათა პაკეტს სიკეთის მოტანა შეუძლია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის.

„ამით საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ამტკიცებს თავის სიმამაცესა და შორსმჭვრეტელობას...საელჩო ყურადღებით მიადევნებს თვალყურს ამ ღონისძიებათა პაკეტის საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცესს“, - ნათქვამია ელჩის განცხადებაში.

სამშვიდობო „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ სულ 9 საკანონმდებლო აქტში ცვლილებებს ითვალისწინებს.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ახალი სამშვიდობო ინიციატივის, რბილად რომ ვთქვათ, არ სჯერა.

„აფხაზეთზე ზეწოლის ყველა რესურსის ამოწურვის შემდეგ საქართველომ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა აჩვენოს მსოფლიოს ჩვენი ქვეყნის მიმართებაში მეგობრული განწყობის რაღაც მსგავსი და საკუთარი ნამდვილი ზრახვები აღნიშნული ინიციატივების მიღმა დამალოს“, - განაცხადა დაურ კოვემ.

მან ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, საკუთარი პოლიტიკური ამბიციებისთვის ტყუილების თქმა შეწყვიტოს.

„აფხაზეთი დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა. უკეთესი მომავლისკენ ერთადერთი ნაბიჯი არის საქართველოს მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარება და ჩვენს ქვეყნებს შორის სრულყოფილი სახელმწიფოთაშორისო დიალოგის დამყარება სტაბილურობისა და მომავალი თაობების განვითარებისთვის. ამ პროცესს ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნანახია - 1016

tngh

2018-04-05 14:01:25

სოხუმიც და ცხინვალიც, ჩვენი ქმედებებით და ყურადღებით უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩვენ მათი მტრები არა ვართ და ერთიან, დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრება მათთვისაც სასარგებლოა. შერიგების და სამშვიდობო პოლიტიკას, ალტერნატივა არ აქვს და შედეგიც აუცილებლად დადგება!!!

arichopra 2

2018-04-05 14:13:56

tngh ალტერნატივა როგორ არ აქვს, აბა აშშ-ს მთავრობა სულელია ყველგეან ომს რომ ტეხს და სულ იარაღს აჟღარუნებს?!

natali

2018-04-05 14:35:11

აფსუა ჩემი ძმა არაა, რუსების ძმაა და ჰყავდეთ.
თქვენ კიდე ეფერებით და აღარ იცით რა გაუკეთოთ, აბა ჯანდაცვაო, აბა განათლებაო....
ზუსტად თბილისში სწავლობდნენ ისინი, სოხუმიდან რომ გამოგვყარეს და დაგვხოცეს. სხვათა შორის რუსეთშიც ყველაზე მეტად საქართველოში ნასწავლი არაქართველები გვემტერებიან.
აბა დაფიქრდით თუ მართალი არ ვარ. მოეფერო კი არა, ეგენი აქ არ უნდა გააჭაჭანო.
ბოღმიანი ვარ???? დიახ ვარ!

arichopra 2

2018-04-05 14:47:55

არა, ბოღმიანი არ ხარ! ამ შემთხვევაში ცამდე მართალი ხარ.

arichopra 2

2018-04-05 14:50:07

ჩამოვა, ისწავლის, იმკურნალებს? კარგი, ვინც გაბედავს ოფიციალურად ვინც მოაწერს ხელს ერთიანი საქართველოს აღიარებაზე და აიღებს საქართველოს მოქალაქის პასპორტს, აი იმათ გავუხსნათ გზა!

ფხიზელი

2018-04-05 21:17:03

natali,
და რატომ უნდა იყო მადლიერი, რო?!

ხომ იხრჩობოდნენ "ქართულ ტბაში"?
ხომ მიეცათ შანსი, რომ დაიხრჩონ "რუსულ ზღვაში"? - ჰოდა, ღმერთმა მოუმართოს ხელი ყველას, ვინც ამაში დაეხმარება მაგათ!
დიდი იმედი მაქვს, რომ მოვესწრები, "ადნოკლასნიკებში" რომ დაუწყებენ ერთმანეთს ძებნას!
ჩვენ უნდა ვეფეროთ თურმე აფხაზებს, ვუმკურნალოთ, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ნახევარი მივცეთ, მაგათი დანახარჯი დენის საფასური ჩვენ ვიხადოთ და იმათ კიდევ გამუდმებით მადლობა უხადონ რუსებს და სომ/ხებს, რომ ქართველი ოკუპანტებისაგან იხსნეს!

იდიოტობა ჰქვია ჩვენს საქციელს, მაგრამ, ეტჸობა, ყველაზე ბუნებრივად ეს გამოგვდის!

tngh

2018-04-05 22:43:11

გმადლობთ თქვენი აზრების გაზიარებისათვის, ქალბატონებო და ბატონებო!!! მოწიწებით გეტყვით... მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები!!! რადგან საქართველოს გამთლიანება მინდა...

natali

2018-04-06 12:39:06

http://www.interpressnews.ge/ge/konfliqtebi/487006-ets-sagareo-utsyeba-saqarthvelos-khelisufleba-mikhvda-rom-samkhedro-gzith-samkhreth-osethis-dabruneba-sheudzlebelia-da-taqtikis-shecvla-gadatsyvita.html
------------
ააა ბატონო მათი პასუხი. იგივეს გიპასუხებენ აფსუებიც.

ეგენი ხომ ცივილიზებული ხალხი არაა. ჩვენი მხრიდან მოფერებას ეგენი იცით როგორ იგებენ? რომ აი ეგ მიწა თქვენია, ჩვენი ბრალია რომ ვიჩხუბეთ, ჩვენი ბრალია რომ გამოგვყარეთ და ახლა გეხვეწებით შემოგვიშვით რაა და გვაცხოვრეთ ისევ თქვენს მიწაზე.
მე პირადად არ მინდა!!!!!! მაგათთან ერთად ცხოვრება არ მინდა. იყვნენ ასე როგორც არიან. ჰყავდეთ რუსებს, ისინი კარგად მოუვლიან. მე პირადად მაგათგან შორს ყოფნა მირჩევნია. მეშინია მაგ ველურების.

natali

2018-04-06 13:58:23

აუუუუ....ახლა ვისმენ რა შეთავაზებებია აფხაზებზე, უფრო სწორად აფსუებზე.

უკაცრავად და თქვენ ხომ არ გააფრინეთ? რეებს სჩადიხართ, გადაირიეთ? ჩავბარდეთ ბარემ ყველა ერთად და ეგაა.

natali

2018-04-06 14:27:11

მგონი მართლა ჩამოვა მიშა და ამას თქვენ უწყობთ ხელს.

მართლა ყველა ერთი ხართ. ყველა ერთად ნაც-ქოცები ხართ რუსების აგენტები და შეთანხმებულად მოქმედებთ.

იმის მაგივრად, რომ ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ აფხაზს ჩვენი მოქალაქეობა მოუნდეს, საქართველოს მოქალაქე იყოს და რუსეთმა ვეღარ თქვას საკუთარ მოქალაქეებს ვიცავთო, ყველაფერს აკეთებთ პირიქით, რომ რუსული პასპორტები აიღონ, ჩვენი სისხლის ფასად შევსებული ბიუჯეტით ისარგებლონ და დაგვასდნენ თავზე. ის კი არა, აქაურები აიღებენ რუსულ პასპორტებს მალე, ასე თუ გააგრძელებთ. მაგარია, თან რუსული პასპორტი გექნება, რუსული პენსია, თან ჩვენთან ყველანაირი შეღავათი.

იმ მავთულხლართებთან ინფრასტრუქტურაში ჩადებთ მილიონებს, მერე ის ოსი გადმოსწევს აქეთ იმ მავთულხლართს. თქვენ კი ჩამოწერთ, რა გენაღვლებათ.

გადადექით!!!!!!!!

ასე აფხზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩვენ კი ნაღდად ამოვყოფთ რუსეთში თავს.

პ.ს P.ს. თემასთან კავშირში არაა, მაგრამ ეს ქუმსიშვილი ოსია?

natali

2018-04-06 16:38:17

მერე ხელს ახალგაზრდა ქოცებს შეაწმენდენ.(((((

ფხიზელი

2018-04-07 02:49:13

"რუსეთი, ოკუპირებული აფხაზეთიდან პროდუქციის შეტანაზე ფაროსანას გამო დაწესებულ შეზღუდვებს 10 აპრილიდან მოხსნის"
----------------------
10 აპრილიდან აფხაზი ფაროსანები მოჰაჯირების მძიმე გზას დაადგებიან და სამუდამოდ დატოვებენ მშობლიურ კუთხეს :(

papa

2018-04-07 20:43:02

ნატალი

აუუუუ....ახლა ვისმენ რა შეთავაზებებია აფხაზებზე, უფრო სწორად აფსუებზე.

უკაცრავად და თქვენ ხომ არ გააფრინეთ? რეებს სჩადიხართ, გადაირიეთ? ჩავბარდეთ ბარემ ყველა ერთად და ეგაა.
-------------------------
ცამდე მართალი ხარ!!
ესენი ვის ელაპარაკებიან ??--აფსუეეებს? ოსეებს??......გადამრევენ ესენი
კი მაგრამ ესენი ბოლომდე შტერები არიააან?
ამ წაგებულ თამაშში როგორ აყვნენ რუსებს??
ნუთუ ჭკვის დამრიგებელი ახლოში არავინაა ჰყავთ?
როგორ შეიძლებოდა აფსუების(ან ოსების) მეორე მხარედ გამოცხადება?
ეგეთი სისულელელე როგორ გააკეთეს? აფსუა ვინააა... ვის დაჰკარგვიაა??
ეხლა ნახე ეგენი როგორ გაიჯეჯილებენ!
პუტინის გარდა ესენი არც არავის არ უნდა დაელაპარაკონ.... იმასაც რეზკად და ... ვსოოო
დეცკი სად!!
ვიცნობ ვიცნობ მაგათ მოდგმას... ბოლო ბოლო სიდედრია, სიდედრი ეგ კეთილებ...
თუ ჭკვის დამრიგებელი სხვა არავინ ჰყავთ კიდევ, მაშინ ამათზე კარგად მე დავარიგებ. მკითხონ მაინც რამე

--------------------------------------




ასე აფხზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩვენ კი ნაღდად ამოვყოფთ რუსეთში თავს.
--------------------------

დედიმაგათისამ!!!!!!!!!!!!!!...
იმიტომ კი არ ვიძახი მოლაპარაკებას??
თანაც მუქთაზეეე??
ეგრე სადააა
მხოლოდ ხელი... ხელში..
ისიც გააჩნია ....

papa

2018-04-07 20:48:43

ნატალი

თუ დავინახე რომ ამათ ნამეტანი გაუტიეს, ეგრევე შენ სიდედრს ჩავეხუტები...
ვაააა .... ეს რეები ხდება
ან ამნაირ სისულელებს მოფიქრება არ უნდააა??
უკუღმა ნიჭიერები არიან, უკუღმა ნიჭიერები
და ეს ხელისუფლება არის პროდასავლური და მე რუსეთუმეეე??
ბოდიში შენთან და .... ისემც ამათ გავ.....არტ/ყი...

papa

2018-04-07 20:56:04

ტნგ

და ...... აფხაზების და ოსების ფერებით გამთლიანდება საქართველოოო??
მაგათ კი არა მაგათ დირეხხხხხხტორს უნდა ელაპარაკონ.... ეგენი ვის დაჰკარგვნიან??
ეხლა ეგენი ისეთი რიხით დაგვიწყებენ ლაპარაკს..... საშვილიშვილი ვალს აქეთ დაგვადებენ
გვეტყვიან დედაქალაქად თბილისი თუ არა ქუთაისი მოგვეცითო
და...ეგრე გავამთლიანოოთ??

tngh

2018-04-09 14:39:11

საბედნიეროდ, ახალგაზრდები სულ უფრო და უფრო ხშირად დგავენ ნაბიჯებს შერიგებისაკენ... მესმის უფროსი თაობის შიშების, მაგრამ შერიგებას მაინც არ აქვს ა ლ ტ ე რ ნ ა ტ ი ვ ა !!!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80