მოსახლეობის 2/3-ზე მეტი საკრედიტო ხაფანგში გაება
ეკონომიკა

მოსახლეობის 2/3-ზე მეტი საკრედიტო ხაფანგში გაება

მოსახლეობის 2/3-ზე მეტი საკრედიტო ხაფანგში გაება
ბექა დანელია

2018-04-05 20:00:58

კომერციული ბანკებიდან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან თუ სხვა საფინანსო დაწესებულებებიდან სესხს ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი იღებს. ხშირია შემთხვევა, როდესაც ერთი ადამიანი ორი ან მეტი კრედიტით სარგებლობს. ჯერჯერობით ყოველგვარი მცდელობა ჭარბვალიანობის საკითხის მოგვარებისა, უშედეგოა. ხალხი ჯერ ეფლობა საკრედიტო ჭაობში, ხოლო შემდეგ კარგავს ყველაფერს, რაც კი გააჩნია.

მოსახლეობის ჭარბვალიანობაზე მიუთითებს „კრედიტ-ინფოში“ არსებული ჩანაწერების რაოდენობაც, რომელიც ყოველწლიურად იზრდება. ამ ეტაპისთვის ბაზაში სულ 24 687 694 ჩანაწერია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 მილიონით არის გაზრდილი.

მართალია, 24,6 მილიონიდან ზოგი სესხი უკვე დაფარულია, თუმცა ფაქტია, რომ ზრდა დიდია. დღეის მდგომარეობით, სულ აქტიური 5 880 113 სესხია.

ამ ეტაპზე „კრედიტ-ინფოს“ ბაზაში ჩანაწერი სულ 2 537 374 ფიზიკურ პირსა და 94 193 იურიდიულ პირზე არსებობს. „ბიპიენის“ინფორმაციით, ამა თუ იმ ტიპის საკრედიტო ვალდებულება სწორედ ამდენ ადამიანს და კომპანიას გააჩნია.

ბოლო აღწერით საქართველოში სულ 3 718 200 ადამიანი ცხოვრობს, შესაბამისად, გამოდის, რომ სესხით მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 68,2% სარგებლობს.

დღეს ქვეყანაში 287 ათასი იპოთეკით დატვირთული ქონებაა რეგისტრირებული და აქედან დაახლოებით 70% პრობლემურია, ანუ ადამიანები ვერ იხდიან აღებულ ფინანსურ ვალდებულებას და ემუქრებათ საფრთხე, რომ გარანტიად ჩადებული ქონება დაკარგონ. ეს კი ნიშნავს, რომ მოსახლეობის დაახლოებით 25%-ია დღეს მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში.

საქართველოს მოსახლეობა უკვე არის მონაწილე იმ სასესხო პირამიდისა, რომელიც მუდმივად მაღლა მიიწევს. ფინანსისტ ირაკლი ბერძენაძის აზრით, ერთადერთი გამოსავალი რჩება თავად ბანკების მხრიდან, სესხებზე რეგულაციის დაწესების ნაცვლად, მსესხებლის ასაკის განსაზღვრაა, რაც არსებულ პრობლემას მეტ-ნაკლებად დაარეგულირებს.

„მსესხებლის ასაკი უნდა განისაზღვროს მკაცრად. მაგალითად, 23 წლამდე არ უნდა გაიცემოდეს არც ერთ პირზე კრედიტი, როგორი სახით უზრუნველყოფილიც არ უნდა იყოს ის. ეს მდგომარეობას შედარებით გამოასწორებს“, - აღნიშნა ბერძენაძემ.

2006 წელს სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული საკანონმდებლო ბალანსი მნიშვნელოვნად გადაიხარა კრედიტორების სასარგებლოდ და დღეს მოვალე, ფაქტობრივად, დაუცველია. კანონი შესაძლებლობას აძლევს კრედიტორს, რაც შეიძლება მარტივად ჩაიგდოს ხელში მოვალის ქონება.

იპოთეკით დაზარალებულთა ასოციაციის თავმჯდომარე მამისა ჯაფარაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობს, ხოლო ხალხი, რომელიც რეალურად ბანკის ვალებქვეშ გმინავს – სხვა სამყაროში.

„მაშინ, როცა მოსახლეობა აბსოლუტურად გადახდისუუნაროა და ვალში იხრჩობა, ბანკები ყოველდღიურად ისაკუთრებენ უძრავ ქონებას. ისინი არა მხოლოდ ჩვენ, სახელმწიფოსაც ყიდიან და სახელმწიფო საკუთრება უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელში გადადის. ამის უშუალო მაგალითები არსებობს. დღეს, მარტო დედოფლისწყაროში 750 000 ჰექტარი მიწა „საქართველოს ბანკის“ საკუთრებაში გადავიდა“, – განაცხადა მამისა ჯაფარაშვილმა. მისი თქმით ეკონომიკასა და განვითარებაზე სახელმწიფო როდესაც სტატისტიკას აქვეყნებს, იგი აბსოლუტურად მოწყვეტილია ყოველგვარ რეალობას.

ნანახია - 935

natali

2018-04-05 20:35:17

კი მაგრამ ბანკებში ვინც ჩადო, იმას მიწა ვინ მისცა? მიითვისეს სახელმწიფო მიწები და უყრიათ ჰექტრობით დაუმუშავებელი. ელოდებიან გაძვირდეს და გაყიდონ.

macro

2018-04-05 23:13:30

750 000 ჰექტარი არის 7500 კვ. კმ. ეს ფართობი ბევრად აღემატება დედოფლისწყაროს რაიონის ფართობს. ალბათ, ტექნიკური შეცდომაა.
რაც შეეხება საკრედიტო კრიზისს, ეს არის იმ ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ატარებდა საქართველოში ყველა მთავრობა. იმის მაგივრად, რომ შეეცვალა რამე მაინც ამ პოლიტიკაში კვირიკაშვილის მთავრობა აგრძელებს იგივე გზით სიარულს. ფაქტიურად არ არსებობს არანაირი განსხვავება სააკაშვილის, ბენდუქიძის და კვირიკაშვილის ეკონომიკურ შეხედულებებში.
ცოტა თუ რამე გესმის ეკონომიკაში, გასაგებია რა გარდაუვალი შედეგით დამთავრდება ეს ყველაფერი.

natali

2018-04-06 00:29:11

ხოოო, მეც ვფიქრობ შეცდომაა. 7500 კვ.კმ. საქართველოს მთელი ტერიტორიის მეათედზე მეტია

tngh

2018-04-06 16:50:50

"საკრედიტო ხაფანგში" გაბმულთა აბსოლიტურმა უმრავლესობამ პროცენტის ანგარიშიც კი არ იცის, და ისე აიღეს კრედიტები... ბევრ მათგანს აწყობდა მიწის ჩადება ბანკში, რადგან მაინც არ ამუშავებდა და არც აპირებდა... ასე გაგრძელდება "ბანკის ვალებქვეშ გმინვა", ვიდრე კრედიტის ამღებები გონივრულად არ მიუდგებიან რისკებს...

serapina

2018-04-06 17:00:20

tngh,
რა ქენი, ბიძინას სამოთხეში 6 კაცის(ბოლო მონაცემები,მხოლოდ) გარდაცვალებაზე რა აზრის ხარ?
ნე ვიჟუ,ნე სლიშუ,ნე პონიმაიუ-ს პოლიტიკაზე ხარ?
არ დაიწყო ახლა სააკაშვილის ფინიებივით, ასეთი ყველგან ხდებაო...
ხომ იყო მაგ მაღარო "ინვესტორი" ბეჟუაშვილის... და ხომ მშვენივრად შერჩა ყველაფერი დღემდე, შენი "ბიძინას სამოთხეში"?!
სულ ეს არის "უჩინმაჩინი ინვესტორების" და ქართული ბიზნესის ფილოსოფია!

ისე ცნობისათვის, თუ გგონია რომ ივანიშვილს კარგ სამსახურს უწევ,ძალიან ცდები!
ზუსტად შენისთანების მხრიდან,ივანიშვილის უპირობო(და ყოველგვარ კრიტიკულ შეხედულებას მოკლებული) გაღმერთებით, არარაობად აქციეთ,რაც მას ფაქტიურად აქვს გაკეთებული(ასეთიც ვიცი).

აგერ კიდევ,ელისო1 და დანარჩენი "ქვეყნის გადამრჩენები",
(მიუხედავად იმისა,სააკაშვილის ფინიებს ასეთები ეხერხებათ და იმათ გნიასი, სხვა რამის გამო აქვთ ატეხილი... მე ჩასაფრებული ლაჩრები,ძალიან მეზარება. მე მხოლოდ რიგით, საშუალო განათლების მქონე ქართველის მიმართ მაქვს ადამიანური და რეალისტური დამოკიდებულება):

https://m.youtube.com/watch?v=Ev3yHVCJtg0


serapina2018-04-06 16:33:25

ეს,მეორე მაგალითი იმისა,როგორ "გავიზარდეთ და გავიგეთ ყველაფერი":
https://m.youtube.com/watch?v=eXC_Jgu6t4U


serapina2018-04-06 16:57:18

მესამე:
(ლინკის გარეშე). თურმე საქართველოს ერთ-ერთმა მუნიციპალიტეტმა,300 ოჯახს სააღდგომო ნობათი დაურიგა...

ნუ ახლა, ეს რომ სამოთხის მოცემულობაა, ზოგიერთისთვის საკამათოც არ იქნება...

საქმე იმაშია რომ, თავმოყვარე ადამიანებს, ასე ზეპირად "ნაჩუქარი"(სინამდვილეში,პირის დასამუწი!) არ უნდათ...
არაა პარაზიტობა, ნორმალური ადამიანების თვისება. მითუფრო,თუ ისინი ფიზიკურად და გონებრივად ჯანმრთელნი არიან!

...და ეს,გამოგზავნილი,ნაჩუქარი დარიგებული,ერთის მხრივ შეურაცხმყოფელია... ხოლო მეორეს მხრივ,ადამიანი მარტო დღესასწაულებზე არ არის ადამიანი(რომ მარტო მაშინ ახსენდებოდეს ისეთი ბანალური საკითხი,როგორიც ჭამაა)!

tngh

2018-04-07 19:26:25

ქ-ნო სერაფინა!!! ჩემზე მომაგრაბაში თუ ვინმე ფულს გიხდის შეგერგოს!!! ოღონდ იცოდე, ჩემზე თქვენი "ბრძნული" კომენტარები გავლენას ვერასდროს ვერ მოახდენს და უაზროდ იხარჯება ის, ვინც ფულს გიხდით...

serapina

2018-04-07 21:09:39


აუფ დავიღუპე,გავიშიფრე

ანგელა მერკელი, პუტინი და ქალბატონი მეი... ყველა მე მაძლევს დავალებებს და ფულს მირიცხავს.
რა ვიცი, თუ მკითხულობენ(მამოწმებენ), ალბათ თქვენს აზრს გაითვალისწინებენ(თქვენი კომენტარებიც წაკითხული ექნებათ მაშინ).

papa

2018-04-08 17:05:20

სერაფინა
დღემდე დიდ პატივს გცემდი..... მაგრამ შენ თუ პუტინის ფულებში წილში ჩამიჯექი...... ვსოოოო..... ჩვენ შორის ბასტა!!
დღემდე მაგ ფულების იმედად ვშპიონობდი და ეგ გინდა რომ წამართვაააა??
ვერ მოგართვით!!!

რააა მად....მერკელის ფულები არ გყოფნიიის? --- მომინდომა ახლა პუტინის ფიულებიც

ისე ფულების კაი დირკა კი გიპოვნია ხო იცი ...
მოკლედ გირჩევ არ გაბედო პუტინის ფულებზე პრეტენზია...
.კაცი მაგ ფულების გულიზა ყოველდღე პუტინს, ჩერეზ ბალაკლავა ველაპარაკები და ასე ნაწვალები ფულები უნდა წამართვააა?/....
არ გაბედო.....თორემ იმ სეიფს გაგიტეხავ და რაც იქ ფულები გაქვს სუ ერთიანად დაგაყაჩაღებ
ვაააა,.... შენ რა ძააან აპასნი ვინმე ყოფილხარ ....

ბანდიტ!!!!!!!

serapina

2018-04-08 17:43:51

პაპა,
ჩემს სეიფს თავი დაანებე...
ისეთი "ნაშენებია" რომა,მასე იოლია მაგის გატეხვა?!

ახლა, ახალი ამბავი...
სააკაშვილმა, პურის ფული გამიჭირდაო და სანამ ევროპაში ვიქნებიო, აგერ ვიმუშავებ ჰოლანდიაშიო, "მჭევრმეტ/ყველთა აკადემიაში"(სპიკერების აკადემია... ღონისძიებების წამყვანების მომზადება-გაქირავებით არიან დაკავებული).
მაგის დანარჩენი მინისტ/რები სად მუშაობენ ნეტავ(ვინც ციხეში არაა და ბიძინასთან ურთიერთობები არ/ვერ მოაკვარახჭინა...)?!
ეგ უკანასკნელნი,კოჰაბიტაციამ გადაარჩინა თორემ...
მაგათ გაქცევას და წაქცევას,მართლა სიამოვნებით ვნახავდი!!!
აი, შვეიცარიაში "დაცული დისერტაციები", რომლის შინაარსზეც ალბათ წარმოდგენა არც ააქვთ("ევროპული საქართველოს" წევრებს,მაგალითად),ეფრიალებინათ მერე ევროპელებისთვის და სადაც დასაქმდებოდნენ(და როგორ დაასაქმებდნენ),იმასაც დავინახავდი...
საქართველოში რომ კეკლუცობდნენ და თუ სადმე,ენის კურსებზე იყვნენ(ფულის მეტი,რა ჰქონდათ),იმ უნივერსიტეტდამთავრებულად რომ თავს ასაღებდნენ!

მოკლედ, იხსნა ივანიშვილმა ამდენი მუქთახორა,როგორც მინიმუმ ევროპის კარზე, თავშესაფრის მათხოვრობისაგან!
...არადა, ზუსტად ამათი ქუჩაში ყოფნა და მათხოვრობა იქნებოდა სამართლიანი... (და არა იმ უბრალო ხალხის,უნამუსოდ რომ დააჩაჩანაკეს).

რას ვიზამთ,დედამიწას სამართალი რომ აკლია,ამაში ახალი არაფერია.
ვისაც სეიფების ფუფუნება გვაქვს,მთავარია იმათ არ დაგვაკლდეს სინდის-ნამუსი და დამდგარი შედეგების გაანალიზების უნარი თორემ... ზოგს,იმდენი აკლია რომა!!!

ღმერთმა დამიფაროს,ეს მაოხრებელი სააკაშვილი ადამიანად ჩავთვალო მაგრამ...
რაც დრო გადის,მისი ბანდიდან,ამის უსუსურობა(და ის რომ ამაზე მეტს სხვა აფუჭებდა,ხოლო მერე ამ კურდ/ღელს ხელს ახოცავდა)სულ უფრო ცხადი ხდება!

serapina

2018-04-08 17:56:19

ივანიშვილმა,ესენი უბრალოდ კი არ იხსნა...
ერთი დღე არ დატოვა უმუშევარი. უსუფაშვილის ხელით,მთავარ ოპოზიციად დასვა და ცირკი ისაა, ვისაც დაასმევინა,ის რომ გარეთ გასვა მერე(თავის კნეინასთან ერთად). წესით, შემდგომი "ბიძინა ჩემოს" მოღაღადეთათვის გაკვეთილი უნდა ყოფილიყო(ძმები ბერძენიშვილებისთვის მარტო არა...). მაგრამ ესენი,ისეთებით ჩაანაცვლა,გაკვეთილსაც რომ ვეღარ გებულობენ და... კი ვართ ასე,ირაკლი კობახიძის ოცნებასავით(რაც უფრო უღირს კანდიდატს წამოაყენებს ოპოზიცია,მით უკეთესი ჩვენთვისო)... და რომ ვიყავით,იმ მდგომარეობას რომ ახლანდელი ჯობია,დროზე დავასკვნათ თორემ...
სააკაშვილმა,იმედია ევროპაში დიდხანს არ მომიწევს გაჩერებაო და...
შემდგომ არჩევნებზე,"მიშა მოვა"-ს შიშითაც,იგივე არჩევანს გავაკეთებთ რაც ათწლეულებია გვაქვს...

აგერ ლინკი:
https://de.sputniknews.com/amp/politik/20180407320230820-saakaschwili-niederlande-speakers-academy/

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80