სატრანსპორტო დარგში არის არაფორმალური მმართველობა

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

ეკონომიკა

სატრანსპორტო დარგში არის არაფორმალური მმართველობა

სატრანსპორტო დარგში არის არაფორმალური მმართველობა
ბექა დანელია

2018-04-05 23:00:09

საქართველო მუდმივად კარგავს ტვირთების მოცულობას და ამ დროს ქვეყანაში ახალი პორტის მშენებლობა მიმდინარეობს. არსებული ნავსადგურები კი დიდ კრიზისს განიცდიან. ბათუმის პორტში ტვირთების გადაზიდვის მაჩვენებელი გამესამედებულია. მთლიანად სატრანპორტო სექტორში კი სრული განუკითხაობაა.

საქართველოს გავლით ტვირთბრუნვა კვლავ მცირდება. წლის ორ თვეში, სატრანსპორტო დარგებმა ჯამში 5.5 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდეს, რაც წლიურად 0.3 მლნ-ით შემცირებული მაჩვენებელია. 2017 წელს საქართველოს დერეფანში გადაზიდული ტვირთების ჯამური მოცულობა 41.5 მლნ ტონა იყო, 2016 წელს - 42.3 მლნ ტონა, ხოლო 2015 წელს - 44.2 მლნ ტონა.

შემცირდა საზღვაო ნავსადგურებსა და საზღვაო ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობაც და მან წლის ორ თვეში 2.6 მლნ ტონა შეადგინა, ნაცვლად გასული წლის 2.8 მლნ ტონისა. პორტებში ტვირთების გადამუშავებაც ბოლო წლებში მუდმივად მცირდება: 2017 წელს პორტებმა ჯამურად 16.3 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს, 2016-ში - 17.6 მლნ ტონა, ხოლო 2015-ში კი - 19.2 მლნ ტონა.

მდგომარეობა საგანგაშოა და ამას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს. როგორც ჩანს, ეს ტრანსპორტის სფეროში არსებულ კრიზისს უკავშირდება. დღეს საქართველოს დერეფანი ტვირთმფლობელებისთვის მიმზიდველი აღარ არის.

როგორც „ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ამბობს, დღეს სატრანსპორტო დარგში არის არაფორმალური მმართველობა, რის გამოც ტვირთმფლობელებს ექმნებათ სხვადასხვა ხელოვნური ბარიერი დამატებითი გადასახადის, ქრთამისა და არაოფიციალური მოსაკრებლის სახით. შედეგად ტვირთმბრუნველიც სხვა ალეტრანტიულ გზას პოულობს.

„მაგალითად, 2016 წელს საქართველოს რკინიგზის მიერ დაანონსებული ინიციატივა ეხებოდა 4.6 მილიონ ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას თურქმენეთიდან. საუბარი იყო კომპანია „დრაგონ ოილზე“. მაშინ ყველა ზეიმობდა, რომ თურქმენული ნავთობი კვლავ საქართველოს სატრანსპორტო დერეფანს დაუბრუნდა. მას შემდეგ გავიდა ერთ წელზე მეტი და აღნიშნული კომპანიის არც ერთი ლიტრი ნავთოპროდუქტებისა საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში არ წამოსულა, რადგან აღნიშნული მიმართულებით სხვადასხვა არაფორმალური თუ ფორმალური პირების მიერ იყო დიდი პირადი დაინტერესება. შედეგად ტვირთმფლობელმაც იპოვა ალტერნატიული მარშრუტი, სადაც დამატებითი ხელოვნური ბარიერების გადალახვა არ უწევს.

დღეს თურქმენული ნავთოპროდუქტები მიდის ირანის გავლით და შემდგომ უკვე ჩადის ევროპის ქვეყნებში. ეს მაგალითი კარგად აჩვენებს აღნიშნულ სექტორში არსებულ კორუფციულ სქემას“, - განუცხადა „კომერსანტს“ ვასო ურუშაძემ.

უკიდურესად რთული მდგომარეობაა ბათუმის ნავსადგურში. ეს დაადასტურა კიდეც ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესებმა. ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პორტი კრიზისშია. ბათუმში ტვირთების გატარების პიკი 2006 წელს დაფიქსირდა - 13,1 მლნ ტონა, 2017 წელს კი ეს მაჩვენებელი 4,2 მლნ ტონამდე დაეცა. მშრალ ტვირთებს ცალკე თუ გამოვყოფთ, ტვირთების გატარების მაჩვენებელი ასე გამოიყურება: 2012 – 1,6 მლნ ტონა, 2013 წელი- 1,7 მლნ ტონა, 2014 წელი - 1,2 მლნ ტონა, 2015 წელი - 1,0 მლნ ტონა, 2016 წელი - 0,9 მლნ ტონა, 2017 წელი - 0,8 მლნ ტონა. ციფრები ნათლად აჩვენებს, რომ ტვირთბრუნვა განახევრებულია.

რაც შეეხება პრობლემის მოგვარების გზებს, ვასილ ურუშაძე ბათუმის ნავსადგურში არსებული ვითარების გამოსწორებას მთლიანი სატრანსპორტო პოლიტიკის შეცვლაში ხედავს. მისი თქმით, პირველ რიგში, აუცილებელია ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული სატრანსპორტო დეპარტამენტი შეუერთდეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ჩამოყალიბდეს ერთიანი სტრატეგიული გეგმა და მოხდეს სრული რეორგანიზაცია.

ნანახია - 1127

მოურავი

2018-04-06 10:33:53

ურუშაძევ სვოპი იცი რა არის? თურქმენული ნავთობპროდუქტების გატანა ევროპაში ირანიდან სვოპით ხდება.

antoni

2018-04-06 11:36:14

რითი დასტურდება არაფორმალური მმართველობა და ვინაა იგი? /ხაბეიშვილის, ბოკუჩავას და რურუას "ლოგიკას" ნუ გამოაჩენთ!/ სატრანსპორტო პოლიტიკა სერიუზული საქვეყნო საქმეა და მისი დამახინჯება არავის არა ფასად არ ეპატიება; შესაბამისად, თუ კონკრეტული თანამდებობის პირები ვერ, ან არ აკეთებენ საამისო ნაბიჯებს, ხალხი თვითონ მიხედავს მის საქმეს!!!
სატრანსპორტო დეპარტამენტი ეკონომიკის სამინისტროში ჯობია, თუ რეგიონალურში ეს 1 სააათის გადასაწყვეტია!

tngh

2018-04-06 13:59:28

ერთი გამაგებინეთ, ვინ არის ეს "ყველაფრისმცოდნე", ღრმად პატივცემული თვითმარქვია "მეგრანტე" ვასო ურუშაძე??? რამოდენიმეჯერ მქონდა "ბედნიერება", მომესმინა მისი "ბრძნული" აზრები ტელევიზიით... გამოგიტყდებით და, უმზიმესი შთაბეჭდილება დატოვა: "დილეტანტ-პოპულისტ-დეგენერატის"...

saqartvelo20

2018-04-06 15:17:10

ert interviushi bidzina ivaishvilma madloba gadauxada chvens winapars eset teriotoriaze dasaxlebistvis.did geopolitikur tamashi chaeba, mnishvnelovan satransporto derefnis kontroli aigo xelshi.icit ratom uyvarts baton bidzinas baratashvili gansakutrebulad? sheadaret evropeli oligarqebis mentaliteti da post sabchota mentalobis miliardelebi.gansxvavebuli tamashis wesebi sxva idelebi sxva miswrafebebi.

saqartvelo20

2018-04-06 15:26:42

me miyvars bidzina ivanishvili,vapaseb pativs vcem.saqartveloshi demokratiis sasiamovno niavma dafbera mis martvelobis periodshi,magram ai am damgupeli mentaliteis, tyveobashi ara magram zegavlenis qvesh aris mainc.„kvici gvarze xtiso“.

serapina

2018-04-06 16:09:31

tngh,
რა ქენი, ბიძინას სამოთხეში 6 კაცის(ბოლო მონაცემწბი,მხოლოდ) გარდაცვალებაზე რა აზრის ხარ?
ნე ვიჟუ,ნე სლიშუ,ნე პონიმაიუ-ს პოლიტიკაზე ხარ?
არ დაიწყო ახლა სააკაშვილის ფინიებივით, ასეთი ყველგან ხდებაო...
ხომ იყო მაგ მაღარო "ინვესტორი" ბეჟუაშვილის... და ხომ მშვენივრად შერჩა ყველაფერი დღემდე, შენი "ბიძინას სამოთხეში"?!
სულ ეს არის "უჩინმაჩინი ინვესტორების" და ქართული ბიზნესის ფილოსოფია!

ისე ცნობისათვის, თუ გგონია რომ ივანიშვილს კარგ სამსახურს უწევ,ძალიან ცდები!
ზუსტად შენისთანების მხრიდან,ივანიშვილის უპირობო(და ყოველგვარ კრიტიკულ შეხედულებას მოკლებული) გაღმერთებით, არარაობად აქციეთ,რაც მას ფაქტიურად აქვს გაკეთებული(ასეთიც ვიცი).

აგერ კიდევ,ელისო1 და დანარჩენი "ქვეყნის გადამრჩენები",
(მიუხედავად იმისა,სააკაშვილის ფინიებს ასეთები ეხერხებათ და იმათ გნიასი, სხვა რამის გამო აქვთ ატეხილი... მე ჩასაფრებული ლაჩრები,ძალიან მეზარება. მე მხოლოდ რიგით, საშუალო განათლების მქონე ქართველის მიმართ მაქვს ადამიანური და რეალისტური დამოკიდებულება):

https://m.youtube.com/watch?v=Ev3yHVCJtg0

serapina

2018-04-06 16:33:25

ეს,მეორე მაგალითი იმისა,როგორ "გავიზარდეთ და გავიგეთ ყველაფერი":
https://m.youtube.com/watch?v=eXC_Jgu6t4U

serapina

2018-04-06 16:57:18

მესამე:
(ლინკის გარეშე). თურმე საქართველოს ერთ-ერთმა მუნიციპალიტეტმა,300 ოჯახს სააღდგომო ნობათი დაურიგა...

ნუ ახლა, ეს რომ სამოთხის მოცემულობაა, ზოგიერთისთვის საკამათოც არ იქნება...

საქმე იმაშია რომ, თავმოყვარე ადამიანებს, ასე ზეპირად "ნაჩუქარი"(სინამდვილეში,პირის დასამუწი!) არ უნდათ...
არაა პარაზიტობა, ნორმალური ადამიანების თვისება. მითუფრო,თუ ისინი ფიზიკურად და გონებრივად ჯანმრთელნი არიან!

...და ეს,გამოგზავნილი,ნაჩუქარი დარიგებული,ერთის მხრივ შეურაცხმყოფელია... ხოლო მეორეს მხრივ,ადამიანი მარტო დღესასწაულებზე არ არის ადამიანი(რომ მარტო მაშინ ახსენდებოდეს ისეთი ბანალური საკითხი,როგორიც ჭამაა)!

natali

2018-04-06 17:08:24

http://exclusivenews.ge/post/90084
-------------
ერთი კარგად აგვიხსნან რა შეთავაზებებია ამ პაკეტში.იმისთანა შეთავაზებებია, რომ მგონი დავფიქრდე

პუტინს ხომ არ ვთხოვო მოქალაქეობა მომცეს??? ვაიმეეეეეეეეე..........

natali

2018-04-06 17:10:32

მგონი მართლა ჩამოვა მიშა და ამას თქვენ უწყობთ ხელს.

მართლა ყველა ერთი ხართ. ყველა ერთად ნაც-ქოცები ხართ რუსების აგენტები და შეთანხმებულად მოქმედებთ.

იმის მაგივრად, რომ ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ აფხაზს ჩვენი მოქალაქეობა მოუნდეს, საქართველოს მოქალაქე იყოს და რუსეთმა ვეღარ თქვას საკუთარ მოქალაქეებს ვიცავთო, ყველაფერს აკეთებთ პირიქით, რომ რუსული პასპორტები აიღონ, ჩვენი სისხლის ფასად შევსებული ბიუჯეტით ისარგებლონ და დაგვასდნენ თავზე. ის კი არა, აქაურები აიღებენ რუსულ პასპორტებს მალე, ასე თუ გააგრძელებთ. მაგარია, თან რუსული პასპორტი გექნება, რუსული პენსია, თან ჩვენთან ყველანაირი შეღავათი.

იმ მავთულხლართებთან ინფრასტრუქტურაში ჩადებთ მილიონებს, მერე ის ოსი გადმოსწევს აქეთ იმ მავთულხლართს. თქვენ კი ჩამოწერთ, რა გენაღვლებათ.

გადადექით!!!!!!!!

ასე აფხზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩვენ კი ნაღდად ამოვყოფთ რუსეთში თავს.



მერე ხელს ახალგაზრდა ქოცებს შეაწმენდენ.(((((

პ.ს. თემასთან კავშირში არაა, მაგრამ ეს ქუმსიშვილი ოსია?

tngh

2018-04-06 17:12:05

ქ-ნო სერაფინა!!! გატყობ, რომ მძიმედ ხართ დაავადებული... "ბიძინაფობიით". ალბათ, მკურნალობასაც ვეღარ დაექვემდებარება გამწვავებული ფორმა თქვენი სენისა. სხვა შემთხვევაში ამ ფრიად სამწუხარო, უბედური შემთხვევის და ყველა ოჯახის ტრაგედიის დაკავშირება ბ-ნ ბიძინასთან წარმოუდგენელია... თანაც, გემჩნევათ, რომ განათლებაშიც და ზრდილობაშიც სერიოზული დეფიციტი გაქვთ. მოკლედ, როგორც "მუშტაედის" ბაღის მოკამათეები იტყოდნენ, თქვენ ის მინიმალური ცოდნა არა გაქვთ, რომ კაცი გეკამათოთ. ისე, რომ იცოდე: "ოცნების" საგარეო პოლიტიკის აქტიური კრიტიკოსი ვარ და არც ვმალავ. თუმცა, პრემიერის ბოლო ინიციატივები, გარკვეულ იმედებს მაძლევს...

tngh

2018-04-06 17:41:58

სულ ეჭვი მქონდა და ვფიქრობდი, როდის "გაიყიდებოდნენ" ზოგიერთები... აღმოჩნდა, რომ აფხაზების და ოსების მიმართ "ფობიების" მქონეებს არც საქართველოს გამთლიანება ნებავთ და აქაც ეძებენ "ოსებს"... "ბიძინაფობიით" დაავადებულები, ხომ უკვე ღიმილის მომგვრელ ბრალდებებზე გადავიდნენ ბიძინას მიმართ... ყველაფერს, რაც კი ცუდია ან კარგია საქართველოში, ბიძინას "აბრალებენ"... თანაც მიშას ჩამოსვლით იმექრებიან... თანაც, ორივეს "პოჩერკი" ერთნაირია...

natali

2018-04-06 17:53:34

ბიძინა რა შუაშია მთელ საქოცეთთან? მანდ რაა არ არიან რუსების შეგზავნილები? თქვენ კი მუდმივად ცდილობთ მიშასავით დაგვარწმუნოთ, რომ ბიძინა რუსი ოლიგარქია და რუსეთისკენ მიგვაქანებს. მე ასე არ ვფიქრობ. ეს ნაცები და ნანაცარი ქოცები, ასევე შეგზავნილებს უნდათ ასე, მაგრამ....ნურას უკაცრავად:)))

serapina

2018-04-06 18:09:55


"ამ ფრიად სამწუხარო, უბედური შემთხვევის და ყველა ოჯახის ტრაგედიის დაკავშირება ბ-ნ ბიძინასთან წარმოუდგენელია..."

tngh,
ყველა ოჯახის ბედნიერებას, ხომ უკავშირებთ(თქვენ და თქვენისთანები)ივანიშვილს და მის სამოთხეს?!
...გამოდის,თქვენ სხვასთან ერთად, ლოგიკასთანაც მწყრალად ხართ.
მე ცოდნა მაქვს და მეკამათეთქო,არ მითქვამს თქვენთვის... ბიძინას სურათს სად დაკიდებთ,თქვენი პირადი საქმეა... ჭკუას ნუ ასწავლით ნურავის რომ ბიძინამ,სამოთხე შექმნა საქართველოში!!!

მე ის მაწუხებს, რომ თქვენისთანა პარაზიტული აზროვნების ქართველები(ზვიადისტები, მიშისტები,ბიძინისტები),ახალ თაობებს ცუდ მაგალითს აძლევთ(თქვენი "ყოველმხრივი განათლებით")...

სხვისი ნაშრომის,ნაჩუქარის,სამადლოდ გადმოგდებულის მომწონებელი,იყავით თქვენს ოჯახში!

მე არც ცალკეული ადამიანების ბედნიერება მინდა ვინმეს მივაწებო, თქვენსავით... და არც უბედურება!

მე მინდა,ქართველ ბავშვს ჰქონდეს ნორმალური სასწავლო და სამუშაო ატმოსფერო, თავის ქვეყანაში...
...და არა,ის დამოკიდებულება, ჩვენს კორუმპირებულ ჩინოვნიკებს რომ აქვთ(გამოგონილ "ინვესტორებთან" ერთად) ხალხისადმი... ბატონ-ყმური!

...და რაც მეტი თქვენისთანა "აფრქვევს თავის სიბრძნეს", მით მეტი ნაკლები შანსია რომ ახალგაზრდებმა მაინც გაიაზრონ, რატომ არ შეიძლება,არავის აშენებულ სამოთხეში,თუ გალიაში ცხოვრება!
აღარ მოგწყინდათ ეს, "მიშა მაგარია!"... ბიძინამ ააშენა,გაარემონტა,გააკეთა?!
რითი განსხვავდებით ახლა თქვენ, რიგითი მიშისტისაგან?!

ადამიანის ბედნიერება,სხივისი ნაშრომის მითვისებაში კი არ არის... საკუთარი თავის რეალიზებაშია...
თავისი ხელით შექმნილის დანახვაში და საკუთარი ოფლით ნაშოვნის,ოჯახში მიტანაშია!
...თუმცა ეს თქვენთვის ალბათ ჩინურია.ხის ჩეროში წამოწოლა და ლოდინი ჯობია... როდის გამოჩნდება ვინმე,რომელსაც ყველა პასუხისმგებლობას ურა-ურათი აჰკიდებთ, ოღონდ თავად არ მოგიწიოთ არაფრის კეთება...
...და ტაშს და ქებას,როგორ დაამადლით?!







tngh

2018-04-06 18:57:20

იქნებ ვინმემ მიმითითოს სად მოვიხსენიე საქართველო ბიძინას სამოთხედ... ვინმეს თუ საკუთარი სიზმრები რეალობა ჰგონია, არ ვიცი... პირადად მე კი ის ვიცი, რომ ბოლო 6 წელში ბევრი რამ გაკეთდა ადამიანის ჯანმრთელობის, განათლების, მეურნეობის, უფლებების... დაცვისათვის და უმადური ვერ ვიქნები... "ბოლშევიკების" მიმდევრები კი, "ნაც-ოპოზიციაში" და სხვა პარტიებშიც არიან...

serapina

2018-04-06 20:15:27

ე.ი. რომ ბოლო 6 წელში ბევრი გაკეთდა, ეს მხოლოდ თქვენი დასკვნაა.

აგერ ბატონო ციფრები:
"In den Jahren 2012 bis 2015 war die Zahl der georgischen Asylbewerber schon einmal sprunghaft angestiegen. Von rund 530 Personen im Jahr 2012 auf fast 3200 im Jahr 2015"
რომ 2012 წელს ქართველი თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 530 -ს შეადგენდა,ხოლო 2015-ში ეს რიცხვი 3200 მდე გაიზარდა.

...ახლა ვიზალიბერალიზაციის შემდეგ რომ ეს ციფრები კატასტ/როფულად გაიზარდა, ამის სტატისტიკას ვერ ვეძებ...

...უმეტესობა აქედან ავადმყოფი ბავშვების მშობლებია...დღესაც რომ ევროპის ერთი ქვეყნიდან მეორეში გარბიან(ენის ცოდნის გარეშე) და ესენი,ყველა დაუნახავი და უმადური გგონიათ?!

გამოდის, რადგან თქვენ არ გაქვთ მსგავსი პ/რობლემა,სხვისი ჭირი,ღობეს ჩხირია?!

მე,თქვენ რეალურ დახმარებაზე (სახელმწიფოს მხრიდან) გესაუბრებით და არა "ვრემიას" დამსგავსებულ,ქართულ საინფორმაციო გამოშვებების შინაარსზე...
რომელიც,სწორედ რომ თქვენ არ გაძლევთ საშუალებას,სიზმარი და რეალობა ერთმანეთისაგან გაარჩიოთ!



serapina

2018-04-06 20:16:40

ზემოთ ციტატა,ამ ლინკიდანაა:
https://www.google.de/amp/s/amp.welt.de/amp/politik/deutschland/article173722178/Innere-Sicherheit-Bundesregierung-besorgt-ueber-hohe-Asylzahlen-aus-Georgien.html

serapina

2018-04-06 20:41:07

ახალი სტატისტიკაც მანდვეა.

პატივცემულო tngh,
გამოდის,მხოლოდ თქვენთვის აღნოჩნდა პ/როგრესი ბოლო 6 წელი მხოლოდ.

რადგან განათლება ახსენე,
აგერ ერთი მაგალითი კიდევ...

სააკაშვილი(თავისი,ბრიყვი მიმართვებით)...თითქმის
თქვენსავით,ყოველდ/ღე ამტკიცებს თქვენს საწინააღმდეგოს...

ახლა წუწუნებს,მე ამერიკელი მასწავლებლები ჩამომყავდა ქართველებისათვის(ვითომ ქართველი პედაგოგისათვის ნორმალური კვალიფიკაცია,შეუძლებელი იყოს) და ივანიშვილმა დახურა ეს პ/როგრამა,რომ მარტო მისმა შვილებმა ისწავლონო.

ახლა,მარტივი ახსნა:სააკაშვილმა რომ წლობით უმუშევარი ბიოლოგი,ქიმიკოსი... ჩამოიყვანა და მათ ბავშვებისათვის სკოლებში ინგლისური უნდა ესწავლებიათ,ეს ერთი ანეკდოტია... აკადემიურ ინგლისურს,ასე დედამიწაზე არავინ ასწავლის თავის სახელმწიფოში(თქვენ რომ ქართველი ხართ,ეს ავტომატურად არ ნიშნავს რომ ქართულის მასწავლებლობა შეგიძლიათ...)
სააკაშვილს მაშინ არ აწყობდა აკადემიური ინგლისურის სწავლება სკოლებში...
ისე როგორც დღეს არ აწყობს,ჩვენს თავადაზნაურობას ქართველი ბავშვების განათლება და თუნდაც,ინგლისურის სწავლება.
მაშინაც და ახლაც, პოლიტიკური ელიტის შვილებს რჩებათ ბურთი და მოედანი... უცხოეთის დაფინანსებები და გარანტირებული სავარძლები ხელისუფლებაში.

ასე რომ ქართველი ბავშვისათვის(რომელთა უმეტესობას, ერთი მშობელი უცხოეთში ჰყავს,ლუკმა-პურის ფულისათვი),არაფერი შეცვლილა.
ოღონდ,თქვენ ვერც ამას და ვერც სხვა ბევრ რამეს ვერ ხედავთ.

natali

2018-04-06 21:02:57

ივანიშვილი ქველმოქმედია. ქველმოქმედის მიმართ კი არ შეიძლება უმადური იყო. მაგრამ მგონი კადრებში ცუდად ერკვევა:)))

http://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=68116

serapina

2018-04-06 21:49:18

"ივანიშვილი ქველმოქმედია".

natali,
მერე ქველმოქმედს რა ესაქმება კადრებთან?
საერთოდ, ივანიშვილის სტატუსი რა არის საქართველოში?
ის,არის საქართველოს მოქალაქე(ზუსტად არც ეგ ვიცი), როგორც შენ,ხომ?
...ღარიბი ალბათ არც შენ ხარ(რაც აქ პოსტების საწერად იცლი...სმაილი) ... და ალბათ ვინმეს შენც ეხმარები...

...და რა კავშირი აქვს რიგით მოქალაქეს(მდიდარს თუ ღარიბს,სულერთია), სახელმწიფოში კადრებთან???
რა არის მისი ფუნქცია ხელისუფლებაში?

...თან გაიძახით, დემოკრატიული ქვეყანა ვართო.
(ვ)ურევთ რაღაცეებს,აშკარად!

natali

2018-04-06 22:01:15

სერაფინა
კარგად იცი რატომაც გახდა იძულებული პოლიტიკაში მოსულიყო. ანუ ჩრდილიდან გამოსულიყო, თორემ მიშა არ უსმენდა? რას ყვება თვითონ ივანიშვილი....რა ექნა? რა ნაგავიც დახვდა პოლიტიკაში, ისინი გააერთიანა. მერე კი წავიდა. წავიდა პოლიტიკიდან. არანაირი თანამდებობა მას არ უკავია. ხოლო კულუარებში რა ხდება, ვინ რა იცის? ასე ვარაუდებით შეიძლება ათას ვინმეს ათასი რამ დააბრალო. თეთრი სახლის კულუარებში რა ხდება ვინმემ იცის? ანგელა მერკელს მისი დამფინანსებელი რას კარნახობს, იცი? და საერთოდ 200 მილიარდერი რომ მართავს მსოფლიოს, არ იცი?
ის კი...ნეტავ ამ წლებში ვინმე ჭკვიანი ახალგაზრდების მოძებნა და გაერთიანება არ უცდია ბიძოს?

natali

2018-04-06 22:03:13

http://www.newposts.ge/?l=G&id=169660-ასე, ვერ გაგრძელდება, საყვარელიძე
-----------
ააა....მაგრად დაირაზმნენ ივანიშვილის წინააღმდეგ. ქოცებს ივანიშვილი ფულს რომ არ გააკეთებინებდა, ხომ ვამბობდი. ხოდა გაბრაზდნენ. ახლა არ გამიკვირდება ნაც-ქოცური რამე გაერთიანებას თუ ვიხილავთ.

serapina

2018-04-06 22:22:33


"რა ექნა? რა ნაგავიც დახვდა პოლიტიკაში, ისინი გააერთიანა. მერე კი წავიდა."

natali,
ახლა რომ ივანიშვილს პოლიტიკაში ხალხი ჰყავს,ახალგაზრდები(40 წელს ქვემოთ), თითქმის ყველა, სააკაშვილის დროს (პრივილეგირებულების შვილები) დაფინანსებებით უცხოეთში სწავლობდნენ...მაშინვე იყო ეს გათვლილი ნომერი!ბიოგრაფიები წაიკითხე მაგათი...

თქვენ არ გაწუხებთ რომ ქართული განათლება და კვალიფიკაცია,თვით საქართველოში რომ მასხრად არის აგდებული?! ამაში საფრთხეს არ ხედავთ?!

...და "ვინც იყო ის შემოიკრიბა" ძალიან საშიში არგუმენტია... რომელიც,ამ პ/რივილეგირებულების შვილების, შემდგომი პ/რივილეგიების გარანტიაა და არამც და არამც სახელმწიფოს განვითარების.

...ივანიშვილის ხელისუფლებამ, სააკაშვილის ხელისუფლება გააგრძელა(წამება და თათბირზე დაბარებული ხალხის ლიკვიდაცია,არ ხდება...ეს ფაქტია), შეინარჩუნა და დღესაც ერთმანეთს "ბანენ",როგორც ერთი ხელი მეორეს.
...თორემ რა ვერ აშენდა ხალხო,3 მილიონიანი სახელმწიფო?
ამდენი ხანი?

არადა, მე საქართველოში საკმაოდ ვიცნობ ისეთ ხალხს,ვისაც საქმის კეთება შეუძლია... და ელემენტარული სამსახური ვერ,ან ძლივს უშოვია.

serapina

2018-04-06 22:30:50

ამ მიშას ფინიებს,იცით ევროპაში რა ამბავი აქვთ.
ყველა მშიერ ქართველს აჯერებენ, რომ მათი უბედურების სათავე ივანიშვილია.
არგუმენტები იცოცხლეთქო "ქვის გამხეთქი" იციან(იეღოველებივით)...

...და რატომ მისცა მაშინ ამდენი სალაყბო,ამ მაოხრებლებს?

ყველა შემთხვევაში,წაგებული როგორც სააკაშვილის,ისე ივანიშვილის ხელისუფლებით დარჩა ხალხი,ეს ფაქტია.

ერთი მუჭა პოლიტიკოსები,რომელ ნავიდან რომელში გადახტებიან(ათწლეულებია ქართული პოლიტიკა,ამ პრინციპით ფუნქციონირებს),ეს სახელმწიფოში არაფერს არ ცვლის...

ანწლის ღობის პრინციპია(კაცმა რომ თქვა, თუ სამ დღეში უნდა მოვკვდე,რა საჭიროა ხის ღობის გაკეთება,ანწლიც საკმარისიაო).

serapina

2018-04-06 22:51:59

http://www.info9.ge/politika/190879-mikheil-saakashvilma-morigi-videomimarthva-gaavrcela.html?lang=ka-GE

natali

2018-04-06 23:29:45

serapina
2018-04-06 22:30:50
ამ მიშას ფინიებს,იცით ევროპაში რა ამბავი აქვთ.
ყველა მშიერ ქართველს აჯერებენ, რომ მათი უბედურების სათავე ივანიშვილია.
არგუმენტები იცოცხლეთქო "ქვის გამხეთქი" იციან(იეღოველებივით)...
---------------
კი მაგრამ, თქვენც იგივეს არ ამტკიცებთ? თუ მე არ მესმის რისი თქმა გსურთ.

serapina

2018-04-06 23:43:14

მე, არ მგონია ყველა უბედურების სათავე ივანიშვილია(ისე როგორც მარტო ერთი მიშა არ მეგონა,ქვეყნის დამქცევი)...

მე მხოლოდ ივანიშვილის სტატუსი და ფუნქცია მაინტერესებს ხელისუფლებაში... სადაც იმას თავი ვერ მოაბეს, რომ კანონი კანონობდეს!


natali

2018-04-07 01:20:28

არანაირი ფუნქცია მე არ მაქვსო ივანიშვილმა. მთავრობის წევრებიც იგივეს ამბობენ. გინდა დაიჯერე და გინდა არა. :)

papa

2018-04-07 09:07:41

ნატალი


თუ არანაირი ფუნქცია არა ააქვს, აბა ამ კვირიკაშვილს ვინ უპირებს მოხსნას??
იმ დღესაც ვკითხულობდი....აბა ვინააა ის ჩვენი ყოვლის შემძლე,,მახმუდი,,
ან ღარიბაშვილი ვინ გააარიდა აქაურობას??....

იმ კახელისა არ იყოს ..... მეც ეგრე მეგონაო...
როგორც ჩანს ერევა საქმეებში, ერევა .... თანაც ეტყობა მაგრად...
მაგრამ რაღაცეებს მაინც ვერ ვიგებ.... თუ ერევა ეს როგორ?---ალაგ ალაააგ ერევააა?
როცა აწყობს მხოლოდ მაშიინ??
თუ როცა მეფისნაცვალი უბძრანებს??
არააააა ... ვერაა ნატალი საქმეები პარიადკაში.... ვერა
ჯერჯერობით მისგან მხოლოდ ორი დადებითი საქმე ჩანს(მაგრამ ძალიან დიდი)

ერთი მიშა რომ მოუსავლეთში გაუშვა და მეორე... ხალხს რომ აღარა ხოცავენ და აღარ ატერორებენ
ნუ ამბობენ კიდევ ქველმოქმედებას..კარგი ესეც პლიუსში გაუშვათ
სხვა?? შენ მითხარი...

antoni

2018-04-07 10:20:22

არც წინა ხელისუფლების მაქებარია /მთლად შეშლილია/ ნორმალური და არც ამის. ამ ხელისუფლებამ ნდობის ყველა რესურსი ამოწურა; მაგრამ ამათი უმოქმედობა და სიხარბე უკვე ნამეტანია და ოცნებას ვადამდელ სიურპრიზს მოუტანს ალბათ ...

natali

2018-04-07 11:20:09

papa
2018-04-07 09:07:41
ნატალი


თუ არანაირი ფუნქცია არა ააქვს, აბა ამ კვირიკაშვილს ვინ უპირებს მოხსნას??..
.................
ვიინ და მე, შენ, ის.....

ახლა იმისთანა წინადადებით გამოვიდა, მგონი მე და შენც აფსუები გავხდეთ. ყველანაირი პრივილეგია ჩვენს კისერზე, ჩვენ მხოლოდ ვალდებულებები.

ერთი კიითხვა მაქვს კვირიკაშვილთან, ჯარში წაიყვანთ მაგათ და იარაღსაც ჩამოურიგებთ? თუ ჯარში მხოლოდ ჩვენ უნდა წავიდეთ, მაგათ კი ისწავლონ ჩვენს ინსტიტუტებში უფასოდ....წაიყვანთ ვაია არ წაიყვანთ-ვუი.


ამ ივანიშვლმა კიდე მეტი რა გააკეთოს? თქვა კაცმა არ ვიცი პოლიტიკა, არ შემიძლია სახელმწიფოს მართვაო და წავიდა. გინდა თუ არა ისწავლეო ვეუბნებით? კადრებშიც როგორც ჩანს ვერ ერკვევა.:)))) აბა ბახტაძეს რომ დააწინაურებ:)))(თუ ივანიშვილი ნიშნავს) რკინიგზაში ის ვერ მოახერხა, ბილეთს რომ იღებ, ადგილები შეარჩიო. ბათუმის მატარებელში სულ გაცვლა-გამოცვლაშია ხალხი. შეგრცხვება ადამიანს. ასეთ კაცს ორ ბატს არ მივანდობდი.
ისე კი ნეტავ თუ იცის ყველაფერი ამათი უტვინობა მაგას რომ ბრალდება.


serapina

2018-04-07 12:50:07

"ამ ივანიშვლმა კიდე მეტი რა გააკეთოს? თქვა კაცმა არ ვიცი პოლიტიკა, არ შემიძლია სახელმწიფოს მართვაო და წავიდა. გინდა თუ არა ისწავლეო ვეუბნებით? კადრებშიც როგორც ჩანს ვერ ერკვევა.:))))2

natali,

თავად გჯერა რასაც წერ?(გულწრფელი შეკითხვაა).

ივანიშვილს ტელევიზორი არ ააქვს(უყიდე მაშინ),იქ მაინც გაიგოს რა ხდება?

ივანიშვილი პერსონალურად დადიოდა და იძლეოდა დაპირებეს(კალაძესთან და სხვებთამ ერთად,დავდევი ლინკი უკვე) და პოლიტიკის თუ არაფერი გაეგებოდა,შენი აზრით მერე აღმოაჩინა?!
მიამიტობა ახლა ეს,სხვას რომ ეპატიება ისეთი(შენ არა).

...დავუშვათ მერე აღმოაჩინა,რა ზომები მიიღო?
კიდევ ათასი შეკითხვა მაქვს,რომელზეც ვერ მიპასუხებ(არც მე რომ არ ვიცი პასუხი)...
მთავარი ეს არ არის.

მთავარია ის, რომ ჩვენ კაააარგად გამოგვიკვლიეს.
რადგან სხვა ყალიბის ვიყავით, იმთავითვე(20-25 წლის წინ გაკეთებული გათვლებია)სხვა გეგმა მოქმედებდა ჩვენთან. ...და ის ფაქტი,რომ თურმე ჯერ კიდევ 90-იან წლებში, ივანიშვილი ხელოვნების მუშაკებს "ფულს ჩუქნიდა",ძალიან გააზრებული და მიზანმიმართული საკითხი იყო...ვის მიერ,შენ უკეთ გეცოდინება.

მოკლედ,ძალიან კარგად გათვალეს ფუნდამენტი და დაიწყეს ჩვენი (გადა)შენება. მე ამას 1994 წელს,ჩემი ოჯახის წევრი მიხსნიდა, მაშინ 27-30 წლის იყო(სამწუხაროდ აღარაა ცოცხალი)...
(კაკულიას რჩევებს,მაშინ ვერ გაითვალისწინებდა).
ამიტომ, ახლა ვიღაცას რაღაც შეეშალა,მარგოში შეცდა.... და ასეთები,ანალიტიკურად მოაზროვნე ადამიანებისათვის, სწორედ რომ ღიმილის მომგვრელია.

მაინც არ მგონია,რომ მარტო ივანიშვილი ანგრევს სახელმწიფოს(რომ აშენებს და გვჩუქნის,არ მინდა ეს არგუმენტი. არავინ არავის არაფერს არ ჩუქნის დღეს, დამიჯერე... რატომ ჩუქნის,აცადოს ამ ხალხს(ჩვენი შრომით შექმნილის ფასი,რამდენი ათწლეულია აღარ ვიცით?!რატომ???სხვის გარეშე, სვეტიცხოველი და გელათი გვიშენებია... ).მე კონკრეტულად მასზე დაკისრებული როლი როგორია არ ვიცი...თავად თუ იცის?!ესეც საკითხავია.

მე მხოლოდ ის ვიცი რომ სანამ სახლმწიფოში განათლების და კვალიფიკაციის საკითხს არ აგვარებს ხელისუფლება,გვაქვს ბატონ-ყმობა!!!
ეს უკანასკნელი,სხვადასხვა სახეობისაა... ადგილობროვი ბატონ-ყმები(ბატონი,სხვასთანაა ანგარიშ-ვალდებული), უცხოელი ბატონები და ადგილობრივი-ყმები და ა.შ.

სახლმწიფო ინსტიტუტები არ მუშაობენ. ყველაფერი ხელოვნური ჩარევებითაა და დაანებოს მაშინ ყველამ,გარეულმაც და შინაურმაც, ამ ხელოვნურ ჩარევებს თავი.

სანამ ჩვენი ბუნებრივი განვითარების საშუალება არ მოგვეცემა,არც ერი ვართ, არც სახლმწიფო გვქვს და გვიყალიბდება "მათხოვრული,სხვისკენ ხელგაშვერილის" ფსიქოლოგია... რაც ერთი-ერთში ჰგავს კოლონისტების დამოკიდებულებას ორიენტალების(არა-ევროპელებთან) მიმართ, მაგ,ბრიტანეთი და ინდოეთი.

ჰოდა,პატივცემულო ნატალი, რომ ხალისობ ხანდახან, რა უქნა ბიძომ ამ ნაციონალებსო...

იქნებ,ეს სცენარი ზუსტად იმიტომ დაიწერა,როცა დაიწერა,რომ ვერც თავი გაგვეგო,ჩვენი უკუღმა სიარულის და ვერც ბოლო?!
აჰა, ვიძახეთ სააკაშვილი...
ახლა, მღვდლის და ქვრივის ანეკდოტისა არა იყოს,რა ვიტიროთ?!











tngh

2018-04-07 12:55:27

პატივცემულო სერაფინა!!! მე მგონი, უცხოეთში ცხოვრობ... თუ არ ცხოვრობ და სურვილი გაქვს წასვლის, წარმატებას გისურვებ. ვისაც ამ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება და ვცხოვრობტ კიდეც, გვაცადე... შევირგოთ ის, რაც გვაქვს. არ გვინდა ეს "დიშოვკა" კომენტარები...

serapina

2018-04-07 13:12:08

tngh,
პატივცემულო,მე 20 წელია წასული ვარ!
(თქვენი დიდებული კომენტარების პატრონმა,ისიც ვერ გაბედეთ დაგეწერათ სად მუშაობთ).
მე ბუჩქებში არ ვიმალები თქვენსავით. სადაც ვცხოვრობ და ვმუშაობ,ვინც მკითხა ყველას ვუპასუხე.

მე თქვენისთანა ტვინგამორეცხილებს,იმ ქართველი ხალხის ხმა მინდა გავაგონო, ევროპაში რომ ქუჩებში არიან "აღოღებული"... იმაზე დაჩაგრული და უპერსპექტივო,ვიდრე სახლში იყვენენ.

თქვენ სავარაუდოდ, მაძღარი(ბოდიშს არ ვიხდი)ხართ და ამდენი ქართველის მდგომარეობა,საერთოდ არ გაწუხებთ(მაძღარს,ხომ ყველა მაძღარი ჰგონია).

მე მაქვს მიზეზი,ეს მაწუხებდეს!
თქვენ,მაინც ვერ გაიგებთ,რომ აგიხსნათ...
თქვენ უკვე "გამოყვანილი ჯიში" ხართ... და თქვენისთანები სად იცხოვრებენ,მერწმუნეთ სულერთია!

"დიშოვკა კომენტარების" წაკითხვას,არავინ გავალებთ.
თქვენი,გრანდიოზული კომენტარები იკითხეთ,დაგიშალათ ვინმემ?!

serapina

2018-04-07 13:18:29

რადგან ასე ძალიან გულზე გხვდებათ ჩემი კომენტარები,გაგახარებთ...
აკრებაც არ მჭირდება.მე ტელეფონს ვკარნახობ და ტექსტი იკრიბება.

ასე რომ,რაც მეტი მცდელობა გექნებათ, ვაშა და ურა იძახოთ სისულელეზე, მით მეტს დავწერ!

natali

2018-04-07 13:58:54

სერაფინა

მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილს თავი უნდა დავანებოთ და პასუხი მოვთხოვოთ იმათ, ვინც ავირჩიეთ. მნიშვნელობა არა აქვს ვისი რეკომენდაციით ავირჩიეთ და რატომ. პასუხი ხალხის წინაშე მოეთხოვება მთავრობას და არა კულუარებში მსხდომთ. აი ჩვენ რომ პასუხს მოვთხოვთ მინისტრს, მერე იმან უსაყვედუროს იმას, ვისი რჩევითაც ქვეყანა არასწორ გზაზე დადგა.ჩვენ რა ვიცით ვის უჯერებს? ეგებ და პუტინი კარნახობს და ივანიშვილი არაფერ შუაშია? ტანამდებობა რომ გიხარია, არჩევნებში გამარჯვებას რომ ზეიმობ, პასუხისმგებლობის გემოც უნდა გაიგო. ასე ვფიქრობ მე. ახლა თქვენი აზრი მაინტერესებს-

თქვენ რას ფიქრობთ, რა უნდა ვქნათ? შორიდან შეიძლება უკეთესად ჩანს გამოსავალი. გვასწავლეთ, ეგებ გიჯერებთ.
სხვათა შორის მანდ,გერმანიაში რაც ხდება მგონი აქედან უკეთესად ჩანს. ხომ აგარჩევინეს კომკავშირელი მერკელი ისევ.:))

serapina

2018-04-07 14:37:24

ნატალი,
ბოლოდან დავიწყოთ...
მერე რა რომ მერკელი აირჩიეს... აქ,სახელმწიფო ინსტიტუტები საათივითაა აწყობილი,ხალხს არ შია და წყურია(მედიით არ გებულობენ ქვეყნის წინსვლას,როგორც მინმუმ),ეკონომიკა მშვენივრად მუშაობს და გლობალურ კრიზისსაც სათავისოდ იყენებენ... არჩევენ, ვინ გამოადგებათ სამუშაოდ და დანარჩენს იშორებენ თავიდან...
(ეთნიკური და ეროვნული გადასახედიდან, ცხადია გაიჭედნენ... მაგრამ ჩვენსავით "წინ წყალი,უკან მეწყერი"არ ჭირთ!)
...მაგრამ ნაომარ მოხუცებს მოვლა და პენსია ჭირდებაო... მუშახელის გარეშე ეს არ გაკეთდებაო და ა.შ.ვიღაცამ ბეგარები ხომ უნდა იხადოდსო... თვითონ ბატონები,ჩამოსულები მუშები(საქართველოში პირიქით რომ არის,არ შეიმჩნიო...გერმანიაზე ნერვიულობაში)...

მანამდე, როცა დაჭირდათ შტაინმაიერი "აღაშფოთეს" რას ქვია სოროსს უნგრეთში "ბუდეს უნგრევენ"(ჩვენების უმეტესობა მანდ დაფრთიანდა, თვალი ჩავაპაჭუნე),არადემოკრატიულიაო და ევროპულ ღირებულებებთან შეუთავსებელიო... და ასე შენდება გერმანია(იცის ყველამ თავისი როლი გააზრებულად)... ასე რომ ჩვენ,გერმანელებზე ნუ ვინერვიულებთ!

ვინ მოგათხოვიებთ თქვენ პასუხს მთავრობაზე(გინდ ივანიშვილის იყოს,გინდ სხვისი)?!
ჯერ გვინიშნავენ და მერე "გვარჩევიებენ"!
მაგიტომ გამოგვაცალეს განათლება,როგორც სახელმწიფოებრიობის საყრდენი, რომ ზოგს პუტინის ფოკუსი გვეგონოს, ზოგს დასავლეთის და ამ მარჩიელობაში,ჩვენი ქვეყანა მიუხედავი დაგვრჩეს...
...თორემ, გლობალური კრიზისები საჩვენოდ გამოვიყენოთ,ასეთი ამპარტავნული ოცნება,აზრად არც მომივა და ვერც რჩევად მოგაწვდით!

natali

2018-04-07 15:00:34

ყველაფერი გავიგე,ის მაინც ვერ გავიგე ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ.

serapina

2018-04-07 15:09:46

აღარ მოგწყინდათ,ამ გერმანელებზე ნერვიულობა?
ათასობით ქართველითაა სავსე გერმანიის თავშესაფრები...
გაჭიევებულები,ავადმყოფები, საქართველოში უპერსპექტივო და თან მშიერი(აქ,საჭმელს მაინც აჭმევენ)...
მანდ,რამდენი გერმანელი გყავთ,თავშესაფარი რომ ითხოვა?

რამდენი ქართველი (დიპლომიანი) გვყავს უცხოეთში მოხუცების მომვლელად. გერმანელი დიპლომიანები გინახავთ სადმე,ასეთ სამსახურებში(ნუ,თუ სამხრეთ აფრიკაში,ან ავსტ/რალიაში ფერმის გაკეთება არ აიხირა)?!
გერმანელები მათ სკოლებში(თქვენ რომ უვარგისად მიგაჩნიათ), სწავლობენ მშვიდად... ვისაც უნდა უმაღ/ლეს განათლებასაც მიიღებს...
...და სადაც არ უნდა წავიდნენ, პ/როფესიულ განათლებამიღებულებიც(დიპლომიანებზე არაფერს ვამბობ), ყველგან კარი ღია აქვთ დასაქმების ბაზარზე,სკანდინავიაში, აშშ-ში,ავსტ/რალიაში,თუ ახალ ზელანდიაში... ჩინეთზე, არაფერს ვამბობ, კარგად გაეცანით გერმანული მანქანათწარმოების თანამშრომლობას ჩინელებთან და სხვა სავაჭრო ხელშეკრულებებს...

ჰოდა,რაღა გავაგრძელო. გერმანელებს,ჩვენისთანა მახვილგონივრული ანდაზები,ნამდვილად არ ააქვთ.
...და ბეწვის და დირეს შემჩნევის ამბავში მაინც რომ უკეთ ვიყოთ გარკვეული,არ გვაწყენდა!

serapina

2018-04-07 15:17:05

ჩვენ,ნატალი, განათლების უფლებას სანამ არ დაგვიბრუნებენ, ვართ პირუტ/ყვები!!!
(ამ გამოთქმის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით).

...და გვექცევიან ისე,როგორც თეთრები ზანგებს!
სანამ ჩვენით მაინც არ მივხვდებით,რომ სწორედ განათლებაა(ცოდნაა) ის მექანიზმი,რითაც ბატონს აიძულებ ანგარიში გაგიწიოს...
მანამ გვეყოლება,გარედან დანიშნული შინაური ბატონები(უფრო სწორად, დაწინაურებული ყმები) და ჩვენ ვიქნებით პირუტ/ყვი, ყმები,მონები, რაც გვინდა ის დავარქვათ.

serapina

2018-04-07 15:19:45

ახლა გაიგე?
ძალიან კარგადაც გაიგე... ჩემი ახსნის გარეშეც იცი... უბრალოდ,რაც არ გაწყობს,არ იგებ ცოცხალი თავით!

tngh

2018-04-07 15:46:46

პატივცემულო სერაფინა!!! თქვენ თუ გგონიათ მე ნერვებს მიშლის თქვენი "ბრძნული" კომენტარები, ძალიან ცდებით. რამდენიც გინდატ, და როგორც გინდათ ისე წერეთ... ორონდ გაითვალისწინეთ!!! თქვენი "სიბრძნე" ვირტუალურ სივრცეში "იხარშება"... რეალური სივრცე კი გაცილებით დიდია და ფართოც არის. იქ კი, თქვენის მსგავსების "სიბრძნეები" ათასგვარ "კომპლიმენტებს" იმსახურებს... აბა, თქვენ იცით... რამდენს დაწერთ კიდევ!!!

tngh

2018-04-07 16:41:49

ბ-ნო პაპა!!! ვინ და რა "წყარომ" მოგახსენათ, რომ ბიძინა კვირიკაშვილს უპირებს მოხსნას??? იქნებ სხვებსაც გაანდოთ ეს "საიდუმლო"??? თუ მხოლოდ თქვენს ინტუიციაზეა ეს ინფორმაცია დაყრდნობილი...

tngh

2018-04-07 16:46:48

ბევრის გულის გასახეთქად ბიძინა არ ერევა სახელმწიფოს მმართველობაში. თავისი აზრის გამოთქმის უფლებას კი, ვერავინ ვერ აუკრძალავს. ფაქტი ერთი რამაა. ის კაცი უკვე 2 წელი ხდება პანაშვიდების გარდა საჯაროდ არსად აღარ უნახიათ. იქნებ ესეც აუკრძალოთ იმ ზოგიერთებმა???

natali

2018-04-07 17:36:19

გასაგებია სერაფინა, განათლება აუცილებელია. საბედნიეროდ ახლა ის დროა, რომ ინტერნეტით ნებისმიერ განათლებას მიიღებ და უფრო სწრაფად და ხარისხიანად ვიდრე ლექციებზე ჯდომაში დროის დაკარგვით. ვისაც რამის სწავლა უნდა ისწავლის. მე მაგალითად გიტარაზე დაკვრა ვისწავლე ინტენეტით:))) ამის წინ "შტეფსელიც" კი გამოვცვალე. სახლში არავინ იყო, მე კი მეჩქარებოდა:)
აი მეცნიერება რომ არ უნდა მოესპოთ, იმაშიც გეთანხმები.
მაგრამ ჩვენ რა უნდა ვქნათ, ჩვენ....მივუცვიდეთ ბიძინას და გავაპროტესტოთ რასაც აკეთებს არ გააკეთოს???? არ გაარემონტოს, არ ააშენოს, მსახიობებს არ გადაუხადოს.... თუ რა???
ჩვენ, რიგით მოქალაქეებს მხოლოდ ერთი რამ შეგვიძლია, ავირჩიოთ ის, ვისაც ვენდობით. რომ ავირჩევთ თუ არ მოგვეწონა, გავაკრიტიკოთ. შენ კი ჩვენ გვაკრიტიკებ:)))რატომ, ვერ გავიგე. გვირჩიე მაშინ, ვის ვენდოთ? ეგებ დაგიჯეროთ.

natali

2018-04-07 17:40:44

ხო...ჩვენს (ქართველების) განათლებას რაც შეეხება....სულაც არ ვფიქრობ რომ ევროპელები, თუნდაც ეგ შენი გერმანელები ქართველებზე განათლებულები არიან. პირიქით!!!
ისე კი იმსთანა პოსტებს დებენ გერმანელები ახლა, რომ რაღაც ცოტა ფაშიზმის სურნელი მოდის და ის დრო ხომ არაა წამოხვიდეთ ყველა ერთად მაქედან?

serapina

2018-04-07 19:44:16

".სულაც არ ვფიქრობ რომ ევროპელები, თუნდაც ეგ შენი გერმანელები ქართველებზე განათლებულები არიან. პირიქით..."

რა შუაშია აქ გერმანელების განათლება(რომლებიც არც ტრაბახობენ თავიანთი განათლებით)?
მათ აქვთ სახელმწიფო,კანონი,სასამართლო და აწყობილი ეკონომიკა და რას კითხულობ, დოსტოევსკი,ან თუნდაც ჰესე და ტომას მანი,თუ წაიკითხეს? არა თავიანთი მწერლებიც არ იციან(როგორც დღევანდელმა ახალგაზრდა ქართველებმა) და რა მერე?

არ არის წაკითხული წიგნების რაოდენობა განათლება!
განათლება არის,როცა შენ სახლში,შენ ხარ უფროსი,კანონი გაქვს და იცი,რომ დაგიცავს...
...და რომ გაქვს უფლება და საშუალება,ავად გაგიხდეს მშობელი,ან შვილი... რომ შეძლო მიხედო,უმკურნალო და სასოწარკვეთილმა, არ იძახო,"ბიძინავ ჩემო"!(იქნება,მას სულაც არ უნდა, ამდენი სანთლების დამნთები)...

ჰო,ზუსტად მაგიტომაც იმსახურებენ გერმანელები რესპექტს...
ყველას,გენიოსი არ ჰგონია თავი... იციან თავიანთი ადგილი და დიახ, 15-20 პ/როცენტი საქმის მცოდნე ხალხი(ხელისუფლება), სწორ გზაზე ატარებს 85 მილიონიან სახელმწიფოს და მათთან,ლუკმა-პურის სათხოვნელად ჩამოსულ ხალხსაც ხედავს. ჩვენ კიდევ, მუნიციპალიტეტების საახალწლო-სააღდგომო ჩამორიგებებს ვერ გავცდით.

ნუ, პეროგათ/ხრილ ქართულ "ინტელექტუალებს", რას შეედრებიან... ოცი წიგნის სათაური რომ გაუგონიათ და ერთი არ გადაუშლიათ,ისე ბჭობენ...

რა განათლება გვაქვს ამ ქართველებს ასეთი, ან რაში გამოიხატება,იცით საერთოდ?!ერთი ჩვენ ვეხვეწებით უწიგნურ ევროპელებს(შენ რომ გგონია) რამეს და მეორე,ისინი გვეტენებიან იქნებ წავეშველოთ,გინდა ეკონომიკაში, გინდა უსაფრთხოებაში. რა ვიცი,ნატო და ნატოო... რატომ ვართ მაგ უწიგნურების დასაცავი,არ გაინტერესებს?!

ისეთი ევროპის სახელმწიფოს ვერ ნახავთ, ჩვენ არ ვმათხოვრობდეთ(უჭირს ხალხს) და ერთი,რა წაიკითხეთ ასეთი,კაცობრიობა რომ თქვენი ვალიდან ვერ ამოვიდა?!

განათლება კი არა,დიპლომების ბიზნესები გაქვთ, ოღონდ ვისაც გაგიმართლათ და არ გშიათ,იუ ტუბში გიტარის სწავლასაც ახერხებთ,მაგრამ ცხვირს იქეთ გახედვა,მაინც ვერ შეძელით?!

natali

2018-04-07 19:59:44

სერაფინა

აბა რა გითხრა, შენვე ჭრი და შენვე კერავ:))))

მე ვეძახი ორი წიგნის წაკითხვას განათლებას?
სულ განათლება გაკერია პირზე და რას ეძახი განათლებას ვერავის გაგვაგებინე.
იმას, რასაც შენ განათლებას ეძახი, სამოქალაქო საზოგადოება ჰქვია. დიახ, ჩვენ ჯერ ვერ ჩამოვყალიბდით სამოქალაქო საზოგადოებად. ეს ივანიშვილის ბრალია? არავინ თავის საქმეს რომ არ აკეთებს და არაპროფესიონალიზმმა რომ წალეკა ქვეყანა, ესეც ივანიშვილის ბრალია?
ასე მგონია უბრალოდ ჩხუბი გინდა და ჩხუბობ. იჩხუბე ბატონო.... მე მეტის გარკვევას შენთან აღარ შევეცდები.
ხარებას გილოცავ!!!!!



natali

2018-04-07 20:11:16

"განათლება კი არა,დიპლომების ბიზნესები გაქვთ."
-----------
კი, ზუსტად ეგ ვთქვი ზემოთ. დიპლომების ბიზნესია საქართველოში და ამას სავალდებულო სამხედრო სამსახურით უწყობს ხელს მთავრობა.



"ოღონდ ვისაც გაგიმართლათ და არ გშიათ,იუ ტუბში გიტარის სწავლასაც ახერხებთ,მაგრამ ცხვირს იქეთ გახედვა,მაინც ვერ შეძელით?!"
---------
კი, არც მშია და გიტარის დასაკრავადაც ვიცლი:)) და შენ რა გინდა, მეც მშიერი ვიყო? ჩამოვიდე და გერმანელებს ვემსახურო?
ჩემი ცხვირი კი ჩემი საქმეა, ქვეყნის ბედი არავის ჩაუბარებია ჩემთვის. მე უნდა ვიცხოვრო ჩემს ქვეყანაში კარგად. მე, პაპამ, არიჩოპრამ, მავერიკმა.....სათითაოდ ყველა მოქალაქემ. ამაზე კი უნდა იზრუნოს ჩვენმა არჩეულმა ხელისუფლებამ, რომელსაც საკმაოდ ფუფუნებით ვინახავთ.
ასე ვფიქრობ მე. შენ სრული უფლება გაქვს სხვანაირად იფიქრო.
აბა წარმატებებს გისურვებ. მანდ ევროპელებს თავი არ დააჩაგვრინო იცოდე, გახსოვდეს ვისი გორის ხარ!:)))

serapina

2018-04-07 20:21:28

არ ვჩხუბობ ნატალი, რომ გესმის და არ გეყურება,იმას გეუბნები მხოლოდ!
კვალიფიკაცია და განათლება,განსხვავებული მცნებებია.
საქართველოში არც ერთი გვაქვს,არც მეორე(ინტერნეტით ნასწავლმა,სად იმუშაოს? მიმასწავლე ერთი მათი დამსაქმებელი,შენს გახარებას).
მე მხოლოდ კვალიფიკაციაზეც თანახმა ვარ... განათლებას და შეგნებას ჩვენითაც გავამყარებთ...

არაფერი არ გვაქვს, არაფერი ვიცით,არაფერს არ ვაწარმოებთ(მარტო მეზობლების მდარე პ/როდუქციას ვასაღებთ)ხალხი ქუჩებში გვყავს(ან ციხეებში... და მე ამ თემას, ზოგიერთი ზედაპირული ადამიანივით,ვერ შევხედავ... არ შეიძლება და იმიტონ!) და კიდევ სხვას ვეცინით?!კიდევ სხვა გგვგონია უწიგნური და გაუნათლებელი?

არა,ჩვენ რონ ჩვენი მწერლები,ზედაპირულად მაინც გაგვეგო,ეს ამპარტავნობა არ გვექებოდა განვითარებული(ერთადერთი,რაც ნამდვილად გვაქვს!)

ჩემს ბავშვობაში,ცარიელი თავთავის თავაწეულობაზე იყო კარგი მოთ/ხრობა, დაწყებით კლასებში.

ერთი იქნებ ის დაწერო,მართლა არ ვიცი, ივანიშვილმა ჩუგოშვილის ამერიკაში სწავლა რატომ დააფინანსა?გამოგვადგა რამეში?

მეც გილოცავ ხარებას!
ისე,რომ იცოდე ზუსტად ვიცი, რომ ძალიან კარგად ხვდები რას ვამბობ!


serapina

2018-04-07 21:00:27

და შენ რა გინდა, მეც მშიერი ვიყო? ჩამოვიდე და გერმანელებს ვემსახურო?
---
ნატალი,
როგორ გამომიჭირე!
ანგელა დეიდას ოცნებებს ვახმოვანებდი და მიმიხვდი?
ჰო, იმიტომ ვწერ აქ, რატომ ყველა ქართველს არ შია...
...და რატომ ყველა უცხოეთში არ ხართ უგზო-უკვლოდ და ევროპელების მოჯამაგირეები!

ზუსტად, ასეთი დავალება/მისია მაქვს და ამიტომ ვწერ აქ!

პ.ს. პაპამ დამპირდა ტანკით ჩამოვალო და იმას ველოდები.
აი, ჩვენ რომ გერმანიიდან საქართველოში დავბრუბდებით(კანეშნა,დროშებით და დოლ-მუზიკით),აი მაშინ ყველაფერში მოვრიგდები მე და პაპა...
...და იქნებ, შენს "კუხნაშიც" ვჭამოთ ერთი ხაჭაპური.

saqartvelo20

2018-04-07 22:35:22

2030 წელს დაელოდეთ მეგობრებო.სხვა გზა არ არსებობს.

arichopra 2

2018-04-08 06:12:10

)) ათასი ოცნება მქონდა და თითქმის არცერთი არ ამიხდა. ახლა კიდევ ერთი აუხდენელი ოცნება დამემატა - იქნება ამას ვინმემ ის ტელეფონი გამოღლიტოს ხელიდან! კიდევ მაინტერესებს, ტელეფონს რომ კარნახობს და ის წერს, ბრჭყალებში და ფრჩხილებში სიტყვების ჩასმას ტელეფონი როგორ ახერხებს?

serapina

2018-04-08 14:19:53

მე ნებაყოფილობით ვწერ. როცა მინდა,რამდენიც გამიხარდება და რითაც გამიხარდება!

პატივცემულ tngh-ს თავი ისეთი მნიშვნელოვანი ვინმე ჰგონია, დარწმუნებულია, რომ მე,ვიღაცამ "მას მიმამაგრა" და დაჟე, ამაში ფულს იხდის(წუხს, ტ/ყუილად გიხდიანო).


ოცნებას,კაცი არ მოუკლავსო,ასე ამბობენ.


serapina

2018-04-09 22:19:09

natali,
აი, შენი დაწუნებული მერკელი და მისი ხელისუფლება, შენს აზრს ითვალისწინებენ:http://for.ge/view_news.php?news_id=78916&news_cat=0

... და მე,რას მერჩი,თუ სადმე ფაშისტურად ტვინმოღრეცილს,ან ტვინგაყინულ გერმანელს გადაეყარე სოც-ქსელებში?!

კატრინა

2018-04-10 15:09:24

ვკითხულობ თქვენს კომენტარებს და სიამაყით ვივსები! არც ისე ცუდად გვქონია საქმე, ბატონებო! ასეთ ჯანმრთელ,ჯანსაღ და ინტელექტუალურ კამათს დღეს სად მოისმენ და წაიკითხავ?! ამიტომ მინდა გითხრათ,რომ მართალი ბრძანდებით ერთიცა და მეორეც, რადგან თქვენს კამათში იგრძნობა ქვეყნის სიყვარული და სახელმწიფოებრივად აზროვნება! არა საკუთარ პრობლემათა ჭუჭრუტანიდან მზერა, არამედ ქვეყნის საჭირბოროტო საქმეზე დარდი და ბჭობა! გაიხარეთ ბატონებო,რომ არსებობთ და ხშირად წერეთ თქვენი ნააზრევი,თორემ ჩვენი მედია და ტელევიზია მოკვდა და სად მოვისმენთ და წავიკითხავთ უფრო საინტერესო ანალიზს,თუ არა ამ საიტზე!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80