ქვეყანაში მორიგი პროვოკაციის სუნი ტრიალებს

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

პოლიტიკა

ქვეყანაში მორიგი პროვოკაციის სუნი ტრიალებს

ქვეყანაში მორიგი პროვოკაციის სუნი ტრიალებს
მამუკა გიორგაძე, პაატა კოღუაშვილი, ნოდარ ნათაძე

2018-04-06 12:31:06

პანკისის ხეობის ჩვენი  მონათესავე კავკასიური მოდგმის მოსახლეობისა და ავტოქტონი ქართველების 200-წლიანი თანაცხოვრება იშვიათი მაგალითია ორი ხალხის ინტეგრაციისა ასიმილაციის გარეშე. სახეზე გვაქვს პრაქტიკული ერთობა საკუთარი იდენტობის, საკუთარი ენისა და კულტურის შელახვის გარეშე, საკუთარი ერის, ეროვნული ცნობიერებისა და ცხოვრების საკუთარი წესის დაზარალების გარეშე.  ძნელად საპოვნია სხვა მაგალითი მოსულთა მიერ ადგილობრივი ენის  სრულყოფილი ათვისებისა, ისევე როგორც  ორი სარწმუნოების მოსახლეობის აბსოლუტურად უპრობლემო თანაარსებობისა. უფროს თაობას კარგად ახსოვს ამ მოსახლეობის ხაზგასმული ერთგულება ქართული სახელმწიფო  ინტერესებისადმი.

ამ ისტორიულად  უნიკალური ფაქტის  ფსიქოლოგიური საფუძველი ალბათ იმ გარემოებაში უნდა ვეძებოთ, რომ ორივე ეთნიკური კუთვნილების მოსახლეობას,

პირველი - ერთობლივი სიამაყის  – კავკასიური სიამაყის – განცდა ჰქონდა და, მეორე - საერთო  მტრის - რუსეთისგან - იყვნენ ჩაგრულნი. ცალკე გამოსაყოფია ქისტების განსაკუთრებული როლი  ჩრდილო-კავკასიის სხვა ხალხების ქართველებთან ურთიერთობის საქმეში. ცოტა ხნის წინ საქართველოს მოსახლეობამ სულშეკრულმა უყურა 19 წლის ახალგაზრდის – თემირლან მალხაზის-ძე მაჩალიკაშვილის სიკვდილთან ბრძოლის ულმობელ ისტორიას. იგივე ადამიანები ღრმა მწუხარებით შეუერთდა ოჯახის გლოვას მისი გარდაცვალების გამო. ცალკე აღსანიშნავია, მძიმე ემოციურ ფონის მიუხედავად  გარდაცვლილის მამის ღირსეული პოზიცია.

არც ერთ ჩვენგანს – არც რიგით მოქალაქეებს, რომელთაც თანაგრძნობის ბუნებრივი ადამიანური გრძნობა გვამოძრავებს, არც ნაცნობ-მეგობრებს და არც პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომელთაც ისტორიულ პროცესებზე პასუხისმგებლობის ზიდვა გვევალება, არა გვაქვს უფლება, რომ შრომა და ძალისხმევა დავიშუროთ იმის სრული სურათის გასარკვევად, თუ რა მოხდა და როგორ მოხდა მაჩალიკაშვილებს სახლში.     

ჩვენ მოვითხოვეთ თემირლან  მაჩალიკაშვილის დაღუპვის დაწვრილებითი გამოძიება ხელისუფლების მიერ. აღვნიშნავდით, რომ  სახელმწიფო ინსტიტუტების პროფესიონალიზმი  და საქართველოსადმი ერთგულების ხარისხი შეფასდება იმის მიხედვით, თუ რა ხარისხისა იქნება ეს გამოძიება. ახლა, როცა ჩანს ამ გამოძიების მიმდინარეობა, ჩვენ სრული უფლება გვაქვს კრიტიკულად შევაფასოთ  გამოძიება და ხელისუფლებაც. მიგვაჩნია, რომ  გამოძიებას აქვს ორი ფუნდამენტური ნაკლი:

პირველი - არ არის გათვალისწინებული ის გარემოება, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილის სიცოცხლის შეწყვეტის  გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს თავისი განაჩენის გამოტანის ფორმით. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეჭვმიტანილი ძებნილია, შეიარაღებულია და, ამგვარად საშიშია, დასაშვები ხდება (ისიც - არა ყველა შემთხვევაში და ვითარებაში) მისთვის ცეცხლის გახსნა  დაკავების ნაცვლად.

მეორე - არ არის გათვალისწინებული, რომ ეჭვმიტანილისათვის ცეცხლის გახსნის უფლება ძალოვან სტრუქტურას აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის ფაქტი მისი მხრიდან წინააღმდეგობისა დაკავების პროცესში, ან, უკიდურეს შემთხვევაში (და არა

ყველა შემთხვევაში), მაშინ, თუ იგი გარბის  მიმალვის მიზნით (ესეც, რა თქმა უნდა, არა ყველა შემთხვევაში). ამიტომ გამოძიება ვალდებულია აღადგინოს მომხდარის  ამ

ეპიზოდის სრული სურათი. მოქალაქის (რაგინდარა მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილის)  სიცოცხლის ხელყოფა ძალოვანი სტრუქტურის მიერ იურიდიული ნორმების დაცვის თვალსაზრისით არის ტერორის აქტი. დაკავების პროცესში ცეცხლის გახსნა ძალოვანთა მხრიდან არის ან უფლების გადამეტება და, შესაბამისად, განზრახ მკვლელობა, ან გაუფრთხილებლობა, ანუ უბედური შემთხვევა და უნებური მკვლელობა. ამ კითხვაზე პასუხგაუცემლობა გამოძიების არჩატარებულობას ნიშნავს (გამოძიების კონკრეტულ დეტალებზე არ შევჩერდებით).

ყველა კითხვაზე სრული, ამომწურავი და დამაჯერებელი პასუხის გარეშე მომხდარი ფაქტი სცილდება ერთი კონკრეტული პირის, ოჯახის, კუთხისა  თუ მოსახლეობის დიდი ჯგუფის ტრაგედიას და ქვეყნის პოლიტიკურ პრობლემად იქცევა...

ობიექტური გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯის გარეშე დიდია ალბათობაა იმისა, რომმსგავსი ტრაგედია განმეორდეს უკვე გაფართოებული მასშტაბით და/ან გამოყენებული იქნას საქართველოსა და ისედაც დაძაბულ და ფეთქეფადსაშიშ კავკასიის რეგიონში კიდევ ერთი ცხელი წერტილის შესაქმნელად.

ყველას გვესმის ისიც, რომ პანკისის ხეობა და მისი მიმდგომი სოფლები არა ერთი

ბოროტმზრახველი მტრის აქტიური დარტყმების ქვეშ იმყოფება. არც ერთი მათგანი არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა სისხლი ჩამოაგდოს საქართველოს კიდევ ერთ მხარეში – კახეთში, სადაც ყადორის უღელტეხილის  უმაღლეს  წერტილამდე რუსეთს ჩრდილოეთიდან  მოყვანილი აქვს ასფალტირებული და ბეტონირებული გზატკეცილი.

ამიტომ უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ფხიზლად. ჩვენს ზემოხსენებულ ნაირ-ნაირ მტრებს – ჯერ რუსებს, მერე მათ არაქრისტიან პარტნიორებს –  საქართველოში ძლიერი აგენტურა ჰყავთ. ეს აგენტურა მრავალრიცხოვანია და გამწარებულია იმით,  რომ მსოფლიო პოლიტიკაში დღესდღეობით ერთად მარცხდებიან. არ უნდა გამოირიცხოს ამ ძალების მცდელობა,განახორციელონ საპასუხო დარტყმა ყველაზე მნიშვნელოვან და, ამავდროულად ყველაზე სუსტ რგოლში, როგორსაც, სამწუხაროდ, დღეს საქართველო წარმოადგენს.

ამასთან, მაღალი ალბათობით, ასეთი დარტყმას ექნება არა გარედან უხეში პირდაპირიჩარევის, არამედ შიდა დაპირისპირების სახე, რაც აგენტურის შესაბამისი მუშაობით იქნება მიღწეული და უკიდურესად გამწვავებული.

წლების განმავლობაში ხეობაში მიმდინარე პროცესების მწარე გამოცდილების

გათვალისწინებით, დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო დონეზე ამ კუთხის მაგალითზე საქართველოს კრიმინალისა და ტერორიზმის ბუდედ წარმოჩინება, არასტაბილური სივრცის შექმნა და პროვოკაციების პლაცდარმად გამოყენება სწორედ მათს ინტერესებშია. რასაც წარმატებით იყენებენ საქართველოს წინააღმდეგ შევარდნაძისა თუ სააკაშვილის რეჟიმების ხელშეწყობით.

მარტივია იმის ილუსტრაცია, რომ  ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულ სახელმწიფოებს საქართველოში ჰყავთ აგენტურის უფართოესი ქსელი (საქართველოს არცერთმა ხელისუფლებამ არ განახორციელა ლუსტრაციის პროცესი), რის გამოც საქართველო, ფაქტობრივად, არ არის დაცული თავისი მმართველი სტრუქტურების არც  ერთ  დონეზე. საკმარისია ითქვას, რომ  საქართველომ ამ ბოლო წლების მანძილზე იცის ორი მთავარსარდალი, რომელიც, რეალურად, მოწინააღმდეგის მხარეზე ომობდა: შევარდნაძეც და სააკაშვილიც უზრუნველყოფდა რუსეთს, ერთის მხრივ, საბაბით საქართველოს წინააღმდეგ ქმედებისთვის და, მეორე მხრივ, ამ ქმედების საერთაშორისო საზოგადოების თვალში გასამართლებელი არგუმეტაციით.

ფაქტია ისიც, რომ საქართველოს სათანადო ორგანოების მხრიდან არ მომხდარა არც რუსეთის, არც რომელიმე სხვა მტრული ქვეყნის აგენტურული ქსელის გამოაშკარავებისა და ხელყოფის (მასთან რეალური და არა გასაპიარებელი შებრძოლება) არც ერთი შემთხვევა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  მეთოლოგიურად სავალდებულოა,  რომ  ხსენებული გამოძიების პროცესში პოტენციურ ეჭვმიტანილად მიჩნეულ იქნას ყველა თანამდებობის პირი, რაგინდარა მაღალი მდგომარეობისა, რომლის ხელიც კი შეხებულია აქ აღნიშნულ ტრაგიკულ საქმეს მთელი მისი მსვლელობის მანძილზე.

მიგვაჩნია, რომ ხელისუფლება ვალდებულია გააცნობიეროს რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და გამოძიება უნდა ჩატარდეს იურიდიული ნორმების დაცვის თვალსაზრისით სრულყოფილი სახით.

წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება საკუთარ თავს თვითონვე გახდის შევარდნაძე-სააკაშვილის დანაშაულებრივი პოლიტიკის გამგრძელებლად!

ქვეყნის ბედზე პასუხისმგებელი საზოგადოების ვალია მინიმუმამდე დაიყვანოს ასეთი ხელისუფლების „თავისუფალი“ ქმედებების სივრცე!

ვითარება საგანგაშოა. გავაცნობიეროთ, რომ ქვეყანაში მორიგი პროვოკაციის სუნი ტრიალებს!

 

ნანახია - 2156

tngh

2018-04-06 16:58:40

ამ მიმართვის სამივე ავტორი "გამორჩეული" იდეოლოგები და მონაწილეები არიან XX საუკუნის 90-ანი წლების სახელმწიფო გადატრიალებისა. კარგად მახსოვს, დეგენერატი "პუპუზა" ნათაძე, და დემაგოგი "ქარტია 91"-ელი კოღუაშვილი, როგორ აყვნენ ედპ-ს წევრი გიორგაძის მიერ მოწყობის პროვოკაციას 1991 წლის 2 სექტემბერს. იმ წყეულ დღეს დაიწყო საქართველოს დაშლა და დანგრევა...

natali

2018-04-06 17:07:20

http://exclusivenews.ge/post/90084
-------------
ერთი კარგად აგვიხსნან რა შეთავაზებებია ამ პაკეტში.იმისთანა შეთავაზებებია, რომ მგონი დავფიქრდე

პუტინს ხომ არ ვთხოვო მოქალაქეობა მომცეს??? ვაიმეეეეეეეეე..........

natali

2018-04-06 17:12:15

მგონი მართლა ჩამოვა მიშა და ამას თქვენ უწყობთ ხელს.

მართლა ყველა ერთი ხართ. ყველა ერთად ნაც-ქოცები ხართ რუსების აგენტები და შეთანხმებულად მოქმედებთ.

იმის მაგივრად, რომ ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ აფხაზს ჩვენი მოქალაქეობა მოუნდეს, საქართველოს მოქალაქე იყოს და რუსეთმა ვეღარ თქვას საკუთარ მოქალაქეებს ვიცავთო, ყველაფერს აკეთებთ პირიქით, რომ რუსული პასპორტები აიღონ, ჩვენი სისხლის ფასად შევსებული ბიუჯეტით ისარგებლონ და დაგვასდნენ თავზე. ის კი არა, აქაურები აიღებენ რუსულ პასპორტებს მალე, ასე თუ გააგრძელებთ. მაგარია, თან რუსული პასპორტი გექნება, რუსული პენსია, თან ჩვენთან ყველანაირი შეღავათი.

იმ მავთულხლართებთან ინფრასტრუქტურაში ჩადებთ მილიონებს, მერე ის ოსი გადმოსწევს აქეთ იმ მავთულხლართს. თქვენ კი ჩამოწერთ, რა გენაღვლებათ.

გადადექით!!!!!!!!

ასე აფხზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩვენ კი ნაღდად ამოვყოფთ რუსეთში თავს.



მერე ხელს ახალგაზრდა ქოცებს შეაწმენდენ.(((((

პ.ს. თემასთან კავშირში არაა, მაგრამ ეს ქუმსიშვილი ოსია?

ფხიზელი

2018-04-06 18:16:24

ძალიან საჭირო წერილია!
მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, რომ გულთან მიიტანს ვინმე, ვინც უნდა დაფაცურდეს ამ წერილის წაკითხვის შემდეგ.
დარჩება ეგეც ხმად მღაღადებლისა.
არადა, საქართველოს შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეს რომელიღაც უმწიფარი არაპროფესიონალის მუნდირის დაცვა!

papa

2018-04-06 20:51:40

ხეს რომ უძახო გახმი, გახმიო გახმება
თაგვმა თხარა, თხარა და კატა გამოთხარაო...ესე ექცევიან ამ ქისტებს
არადა რამდენჯერღა ვთქვა --- კარგი ხალხია ეს ქისტები, კარგი!!!
ეგენიც ჩვეულებრივი კახელი ხალხია, არაფერი განსაკუთრებული ..
უბრალოდ მიშას პერიოდიდან ამ ხალხს სუ თავგზა აურიეს ...
როგორც ოდესღაც მხედრიონი და სამეგრელო... რაღაც იმდაგვარი ამბები ხდება პანკისში..
მერე სი/რ/იაო....
ესეა.... უპატრონო საყდარს ყვავ-ყორნები ეპატრონებიანო...ამ ხალხს ხელისუფლებიდან პატრონი არა ჰყავდათ. ამით კიდევ მტრებმა და მამაძაღ/ლებმა ისარგებლეს..

Maverick

2018-04-06 21:28:42

ადამიანი, რომელიც უღალატებს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფალს და ხელისუფლებას, აქტიურად მიიღებს მონაწილეობას პუტჩში, სანდო აღარ არის და როგორ უნდა ვენდო მათ სიტყვას, თუნდაც 100%-ანს?!

არ დამიწყოთ ახლა უკეთესი მომავალი უნდოდათ ხალხისა და სამშობლოსათვისო!...

გეკითხებით: მერედა შექმნეს ამ "ნათელი" მომავლისათვის მებრძოლებმაა შევარდნაძის გვერდში დგომით ნათელი მომავალი?!

Maverick

2018-04-06 21:34:43

პაპა, ნატალიმ ჩემი ბოიკოტის მოწოდების არ იყოს, გაგადგომის ლოზუნგი ააფრიალა, ყოჩაღ!

ხომ ხედავ საით მიაქანებენ საქართველოს, ჩვენ მთავრობა არ გვყავს, მათ საქართველოს მთავრობა კი არა, შეუზღუგავი უპასუხისმგებლობის გაერთიანებული არასამთავრობო კარტელი ქვია...

natali

2018-04-06 21:52:28

http://www.newposts.ge/?l=G&id=169660-ასე, ვერ გაგრძელდება, საყვარელიძე
-----------
ააა....მაგრად დაირაზმნენ ივანიშვილის წინააღმდეგ. ქოცებს ივანიშვილი ფულს რომ არ გააკეთებინებდა, ხომ ვამბობდი. ხოდა გაბრაზდნენ. ახლა არ გამიკვირდება ნაც-ქოცური რამე გაერთიანებას თუ ვიხილავთ.

Munji

2018-04-06 22:07:56

მავერიკ,
შენთვის საძულველმა მეზობელმა რომ ატეხოს ყვირილი შუაღამისას - ხალხოო!.. თავს ვუშველოთ, მეწყერი მოდისო...
რას იზამ, წადი შენი დედაც! შენი გაფრთხილებული არ მინდაო და შეუვარდები მეწყერს?
ამათი პუტჩისტური წარსულია მთავარი თუ ის, რასაც დღეს გვეუბნებიან?

Maverick

2018-04-06 22:52:50

Munji,

არ შევუვარდები რა თქმა უნდა, მაგრამ იმას რატომ არ აანალიზებ, რომ ზოგადი უმისამართო მესიჯია ბრალდებების ფონზე, თანაც "ცალკარში" თამაშის მსგავსი.

ზუსტად მაგ ხალხის წარსულის გამო ბრმად ვერ მივიღებ, მართალსაც წერენ, მაგრამ თუთაშხიასი არ იყოს "მოგზავნილი მგონია" მაინც!...

serapina

2018-04-06 22:53:11

http://www.info9.ge/politika/190879-mikheil-saakashvilma-morigi-videomimarthva-gaavrcela.html?lang=ka-GE

დავჯდეთ ახლა და ვუსმინოთ!

tngh

2018-04-07 12:48:43

სამივე ეს "ბემურაზი" გამალებით ებრძოდა ეროვნულ ხელისუფლებას. მათგან გამორჩეული მაინც დეგენერატი ნათაძეა... მახსოვს და არც არასდროს დამავიწყდება ამ ნაძირალა "პუპუზას" ყველა ავანტიურა და სისულელეები. ამიტომაც, კარგს არაფერს ველი ამ არანორმალურისგან.კოღუაშვილის და გიორგაძის ცოდვებიც ბევრი ვიცი...

ფხიზელი

2018-04-07 16:55:31

ვიცი, რომ წჸალს ვნაყავ, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა:

ნოდარ ნათაძემ რომ გკითხოთ: - როცა მე სამაჩაბლოსა და აფხაზეთში იარაღით ხელში ვიცავდი საქართველოს, როცა ახალბედა მებრძოლებს საკუთარი მკერდით ვიფარავდი აფხაზი სეპარატისტებისა და მათი დაქირავებული ბოევიკების ტჸვიისაგან, თქვენ სად იყავით მაშინ და რა საქმით იყავით დაკავებულიო, - გაქვთ პასუხი?

ნოდარ ნათაძეს იარაღით არ უბრძოლია ზვიადის ხელისუფლების წინააღმდეგ.
ის იყო მწვავედ დაპირისპირებული ხელისუფლებასთან, როგორც ოპოზიციონერი.
ყოველთვის არ იყო მართალი და ეს თვითონაც არაერთხელ აღიარა მერე, მაგრამ ხელისუფლება კი იყო ყოველთვის მართალი?

მანანა არჩვაძისა და მისი დაქალების მიერ რომ იყო დაკომპლექტებული ნახევარი მთავრობა, ყველა მლიქვნელს, კაგებეს აგენტს და ნაძირალას რომ ერთად მოუყარეს თავი, ისინი იყვნენ ყველაფერში მართალი და არ იმსახურებდნენ კრიტიკას (რომელიც დაუყოვნებლივ ფორმდებოდა, როგორც საქართველოს მტრობა და კრემლის აგენტობა)?!

არ შეიძლება ზოგისა მხოლოდ კარგი გვახსოვდეს და ზოგისა კიდევ - მხოლოდ ცუდი!

tngh

2018-04-07 17:28:07

პატივცემულო ფხიზელო!!! "პუპუზას" მიერ ჩამოყალიბებული "სახალხო ფრონტის" შეიარაღებული ფორმირება აქტიურად (იარაღით ხელში) იღებდა მონაწილეობას სახელმწიფო გადატრიალებაში. გაზეთი "საქართველო" პირდაპირ მოუწოდებდა "ოპოზიციას" ტყვიის სროლისაკენ. ამ დეგენერატს კი ხმაც არ ამოუღია, მათ გასაჩერებლად. ერთ ყველაზე დიდ სისულელეს შეგახსენებთ "პუპუზასას". ეროვნული გვარდია უზენაეს საბჭოს დავუქვემდებაროთო... კანონ პროექტი მოამზადა. სადმე თუ გაგიგიათ საკანომდებლო ორგანოს დაქვემდებარებაში ძალოვანი სტრუქტურა??? მაგრამ ამ უსინდისო ნაძირალას მხოლოდ ზვიადზე "ბოღმა" ახრჩობდა და ამიტომაც ყველას "შეეკრა"... ხოლო მის მონაწილეობაზე აფხაზეთისა და სამაჩაბლო კონფლიქტში, არ გვჭირდება ზღაპრების მოსმენა... გოცირიძეზე არანაკლები ულინდისო-ნაზირალა და "+" დ ე გ ე ნ ე რ ა ტ ი ა ! ! !

ფხიზელი

2018-04-07 18:50:11

ნათაძეს არ ვიცნობ და არც მის პარტიასთან მქონია შეხება, მაგრამ ის რომ მამაცი მებრძოლი იყო, ეს ზღაპარი არ არის, - მისი თანამებრძოლებისაგან და მასთან უშუალოდ კავშირში მყოფი ჩვენი ნაომარი ბიჭების პირადი მონათხრობიდან ვიცი!

არ შეიძლება ომის დროს ტყვიისთვის შუბლმიშვერილ კაცს
ორი ათეული წლის შემდეგ კომპიუტერიდან მუშტების მქნეველი უწუნებდეს პატრიოტობას! - ეს ერთი.

მეორე: არ ვიცი, არსებობს თუ არა პრეცედენტი, მაგრამ ნათაძეს უთუოდ ექნებოდა არგუმენტი, რატომაც ცდილობდა უზენაესი საბჭოსთვის დაექვემდებარებინა გვარდია და თქვენ თუ მხოლოდ ჭორად არ იცით იმ კანონპროექტის შესახებ და წაკითხული გაქვთ, იქ აუცილებლად ეწერებოდა ეს არგუმენტი!

...და თქვენ ის თუ გაგიგიათ სადმე, რომ თავდაცვის მინისტრად დაენიშნოთ და შეიარაღებული ძალები ჩაებარებინოთ კრიმინალის გამო ნაჯდომი კაცისთვის, რომელსაც არც იურიდიული განათლება აქვს, არც სამხედრო, ჯარშიც რომ არ არის ნამყოფი და თავისი ინტელექტით მარტორქას დონეზე რომ დგას?
იცით ასეთი შემთხვევა?
აი, ასეთ უტვინო გადაწყვეტილებებს მოჰყვა ის გადატრიალება, ნათაძის ბრალი რომ გგონიათ!

tngh

2018-04-07 19:16:03

მიბრძანდით საჯარო ბიბლიოთეკაში და წაიკითხეთ სახალხო ფრონტის გაზეთი "საქართველო"... იმედია იქნება, არ გააქრობდნენ. კიტოვანი კი, თავდაცვის მინისტრი არასდროს ყოფილა და გვარდიის მეთაურობიდან, რომ გაანთავისუფლეს სწორედ იმ ვაი-ოპოზიციამ "დაქოქა" სახელმწიფო გადატრიალებისაკენ. ავანგარდში სწორედ "ბოღმით" გაბერილი ნათაძე იდგა... არც იმას არ ვამბობ, რომ ხელისუფლების კადრებშიც ყველაფერი "ფრიადზე" იყო, მაგრამ ის, რაც მოხდა გადატრიალების შემდეგ, ბევრად უარესია იმასთან შედარებით, რაც იქ კადრები იყო...

ფხიზელი

2018-04-07 22:15:07

tngh,
დიდი ბოდიში, მაგრამ გაზეთ "საქართველოს" წასაკითხად ვერ მივბრძანდები საჯაროში: შორია ჩემგან და ძალიან ბევრი გადაჯდომა მომიწევს:)))

კიტოვანს გვარდიის მეთაურს დაარქმევ, ამირსპასალარს თუ ქონდაქარს, ის იყო რეალური სამხედრო მინისტრი, რადგან მას ექვემდებარებოდა ერთადერთი შეიარაღებული ძალა, თორემ ჯონი ფირცხალაიშვილი რისი მინისტრი იყო, თვითონაც არ გაუგია, მე მგონი, ისე წავიდა ამ პოსტიდან.

"ხელისუფლების კადრებში ყველაფერი "ფრიადზე" კი არა, ყველაფერი "ორიანზე" იყო და სწორედ ამან განაპირობა, ის ხელისუფლებაც და საქართველოც თავზე რომ დაგვემხო!
მაგრამ სიმართლე არ მოგვწონს და ამიტომ მიზეზს მუდამ გარეთ ვეძებთ.
მე კი მერამდენედ ვიმეორებ: ედეპეს, "კონგრესს", სახალხო ფრონტს და ა.შ. იმისი ნახევარი წვლილი არ მიუძღვით გადატრიალებაში, რაც ზვიადის მლიქვნელ, ორპირ, დაუმსახურებლად აღზევებულ და რეგვენ გარემოცვას; მანანას, მის დას, მათ დაქალებს, რომლებიც (იმ ხელისუფლების სამარცხვინოდ!) განაგებდნენ მთელ საკადრო პოლიტიკას და პოტენციური მომხრეებისა და მხარდამჭერების უდიდესი ნაწილი რეალურ მტრებად უქციეს იმ ხელისუფლებას.

papa

2018-04-09 09:15:56

ფხიზელი2018-04-07 22:15:07

"ხელისუფლების კადრებში ყველაფერი "ფრიადზე" კი არა, ყველაფერი "ორიანზე" იყო და სწორედ ამან განაპირობა, ის ხელისუფლებაც და საქართველოც თავზე რომ დაგვემხო!
მაგრამ სიმართლე არ მოგვწონს და ამიტომ მიზეზს მუდამ გარეთ ვეძებთ.
მე კი მერამდენედ ვიმეორებ: ედეპეს, "კონგრესს", სახალხო ფრონტს და ა.შ. იმისი ნახევარი წვლილი არ მიუძღვით გადატრიალებაში, რაც ზვიადის მლიქვნელ, ორპირ, დაუმსახურებლად აღზევებულ და რეგვენ გარემოცვას; მანანას, მის დას, მათ დაქალებს, რომლებიც (იმ ხელისუფლების სამარცხვინოდ!) განაგებდნენ მთელ საკადრო პოლიტიკას და პოტენციური მომხრეებისა და მხარდამჭერების უდიდესი ნაწილი რეალურ მტრებად უქციეს იმ ხელისუფლებას.


100 %

ისე მე ზუსტად მასე დამემართა ...

tngh

2018-04-09 11:25:46

დეგენერატი "პუპუზას" ერთ გამოსვლას და მოთხოვნას შეგახსენებთ 1991 წლის გაზაფხულზე უზენაესი საბჭოს სხდომაზე. იგი მთელი სერიოზულობით ითხოვდა ბ-ნი ზვიადისგან, რომ სასწრაფოდ გამოეცხადებინა ომი სსრკ-თვის... გახსოვთ ალბათ, ბატონებო!!! "ედპ"-ს პროვოკაციებს, ავანტიურებს, რეზოლუციებს... და პირდაპირ "დადანაშაულებას" ეროვნული ხელისუფლებისას ფაშიზმში და ოსების და აფხაზების გენოციდში ხომ, თვლა არ აქვს... ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ იმ "კონგრესმა" გადატრიალების II დღესვე შეწყვიტა ფუნქციონირება. მაშინდელი ნორჩი "დემოკრატების" და დღევანდელი მამალი "ნაცების" მიერ გავრცელებული ჭორები ხომ, უამრავი იყო. დაწყებული ზოოპარკიდაბ ზვიადისთვის მირთმეული შველის ხორციდან, დამთავრებული ეროვნული ბანკიდან ვაგონებით გატანილი ფულებით... და ყველაფერ ამას, მთელი სერიოზულობით უსმენდა, ავრცელებდა და იჯერებდა "პუპუზა"... ვისაც ქ-ნი მანანას, მისი დის, და მათი დაქალების მიმართ პრეტენზიები გაქვთ, ჯობია იმ ქმედებებს შეადაროთ მათი "აქტივობები", რომლებსაც პუტჩისტები სჩადიოდნენ. პირადად მე, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიყავი არც ერთი მხარის ჭევრი, ყველაფერი შესანიშნავად მახსოვს. მათ შორის 1991 წლის 2 სექტემბერი და 1992 წლის 2 თებერვალიც. თუნდაც ამ ორი მოვლენის შედარებაც კმარა დასკვნების გამოსატანად...

ფხიზელი

2018-04-09 12:26:43

tngh:
"1991 წლის გაზაფხულზე უზენაესი საბჭოს სხდომაზე იგი მთელი სერიოზულობით ითხოვდა ბ-ნი ზვიადისგან, რომ სასწრაფოდ გამოეცხადებინა ომი სსრკ-თვის."
----------------
შენ იხსენებ არა ფაქტს, არამედ იმეორებ ფაქტის არასწორ ინტერპრეტაციას, რომელიც თავის დროზე ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - მოეხდინათ ოპოზიციის სრული მარგინალიზაცია და მაქსიმალურად დაეძაბათ ურთიერთობა მასთან (რისი ყველაზე რეგვნული გამოხატულება იყო "კარვის ქალების" მიერ უზენაესი საბჭოს ბლოკირება, როცა მათთვის არასასურველ დეპუტატებს არ უშვებდნენ სესიებზე და სადგისებსა თუ მახათებს ჩხვლეტდნენ...წელს ქვემოთ).
ნათაძის მოთხოვნა ზუსტად მახსოვს: - დავაფიქსი/როთ, რომ ვიმყოფებით რუსეთთან ომის მდგომარეობაშიო!
შეიძლება არც ეგ იყო ბრძნული მოთხოვნა, მაგრამ იმედია ამჩნევ, რომ დიდად განსხვავდება ომის გამოცხადების მოთხოვნისაგან!
(ამას მოჰყვა სახალისო გაგრძელება: ზვიადმა ურჩია, ნათაძე ექიმს გაასინჯეთო!:)
ნათაძე დიდხანს იდგა მიკროფონის რიგში, რომ ეპასუხნა:
- კი, ბატონო, მე წავალ და გავესინჯები ექიმს, მაგრამ იმას არა, თქვენ რომ გაესინჯეთ, რადგან შედეგს ვერ ვხედავ :)))
ამ სიტჸვა-პასუხმა საერთო სიცილში ჩაიარა და დამთავრდა.
მაგრამ ცეცხლზე ნავთის დასხმის მოსურნეებმა თითზე დაიხვიეს და დღემდე იმეორებენ ამ სისულელეს.

რაც შეეხება პუტჩისტების "აქტივობების" შედარებას, ხელისუფლების მომხრეთა ქმედებებთან, ცხადია, ისინი შესადარებელი არ არის... მაგრამ შენ რომ ხელისუფლება ხარ, შენ მოგეთხოვება სიტუაციის დარეგულირება, რადგან შენა ხარ პასუხისმგებელი ყველაფრისთვის, რაც ქვეყანაში ხდება და არა ოპოზიცია!

tngh

2018-04-09 14:20:43

პატივცემულო ფხიზელო!!! რაიმე ნიშანდობლი სხვაობა არის ნათაძის იმ გამონათქვამსა და ომის გამოცხადებას შორის??? კი, მეც მახსოვს არ შეშვების მცდელობა, მაგრამ როდის... იქნებ გაიხსენოთ??? მე კი ესეც მახსოვს. მაშინ, როდესაც საქართველოს კომუნისტურმა პარტიამ ოფიციალურად დაუჭირა მხარი მოსკოვის აგვისტოს პუტჩს... ნათაძის კიდევ ერთ სისულელეს შეგახსენებთ. ჯერ კიდევ გუმბარიძე იყო I მდივანი. "ხელესუფლება ვალდებულია დაგვირიგოს იარაღი და წავიდეთ საბრძოლველად". ქვემო ქართლისკენ "გვეპატიჟებოდა"... ბ-ნი "პუპუზა"... რომლის ბევრი ავანტიურ-პროვოკაციული განცხადება ე. წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ, შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. დღეს იგი დაავადებული "რუსოფობია" და თვითონაც არ იცის, რეებს ბოდიალობს...

ფხიზელი

2018-04-09 17:06:48

1. არსებითი სხვაობაა და ვწუხვარ, რომ ამის ახსნა მიწევს:
პირველი შეიძლება გავიგოთ, როგორც მდგომარეობა, როცა ჩვენ ვცდილობთ რეალური დამოუკიდებლობის მოპოვებას და რუსეთი კი გვებრძვის სეპარატისტების ხელით, გვიღვივებს კონფლიქტის კერებს არაეთნიკური ქართველებით დასახლებულ რეგიონებში და გვაიძულებს, საპასუხო ქმედებებით საომარი ქმედებებში ჩაგვითრიოს (რაც მოახერხა კიდევაც და ამის შედეგებს ვხედავთ დღეს).
მეორე კი ცალსახად (სხვათა შორის, ეს სიტჸვა ნათაძის დამკვიდრებულია) იმას ნიშნავს, რომ შენ ახდენ შენი შეიარაღებული ძალების მობილიზებას და აანონსებ სამხედრო ოპერაციების განხორციელებას რუსეთის წინააღმდეგ! - არ არის განსხვავება?

2. რას ჰქვია "როდის"?! ე.ი. შენ მიგაჩნია, რომ არის პერიოდი, როცა გამართლებულია, რომ პირველი ლედის დავალებით, პარლამენტის წინ კარვები დასცენ ხელისუფლების მხარდამჭერმა ქალებმა, შიარაღდნენ სადგისებით, ნემსებით, მახათებით და თვითონ გადაწყვიტონ, ხალხის მიერ არჩეული დეპუტატებიდან რომლები არიან სესიაზე შესაშვები და რომლები კიდევ ინტიმურ ადგილებში სადგისების ჩხვლეტით უკან გასაბრუნებელი?
ბრავო, tngh!
აი, ასეთ აზროვნებას მოჰყვა შეიარაღებული დაპირისპირება, სამოქალაქო ომი და ქვეყნის იმ დონემდე დაქცევა, რომ ამდენი წლის მერეც ვერ გავიმართეთ წელში!

...დავიღალე წჸლის ნაყვით!
კარგად იყავი.

tngh

2018-04-10 09:55:42

მე, პარლამენტში არ შეშვება არც გამიმართლებია და არც ვამართლებ, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ სახელმწიფო გადატრიალებას ვერანაირ გამართლებას ვერ მოვუძებნი და არც არასდროს გავამართლებ. ჩემთვის ბევრად უფრო მეტი დამნაშავეები არიან ამ გადატრიალების იდეოლოგები, ვინემ ის ახალგაზრდები, რომლებიც იარაღით ხელში ებრძოდნენ ხელისუფლებას. წამქეზებლები კი სწორედაც, რომ პოლიტიკოსები იყვნენ. ბ-ნო ფხიზელო!!! მერწმუნეთ, ყოველივე ამას პატივისცემით გეუბნებით და არა "ბოღმით" რომელიმე პიროვნების მიმართ... თუმცა, იმასაც გეტყვი, რომ პირადად ბ-ნ ზვიადს ბევრჯერ ჰქონდა საჯარო მცდელობა შერიგება-შეთანხმების, რაც სამწუხაროდ ვერ განხორციელდა...

ფხიზელი

2018-04-10 16:28:12

tngh,
სახელმწიფო გადატრიალება როგორ უნდა გაამართლო?!
სიგუა-კიტოვან-სარიშვილის გარდა, არავინ მეგულება ამ უბედურების გამამართლებელი.

მე ვსაუბრობ პუტჩისთვის ძალაუნებურ ხელშეწყობაზე, მისი განხორციელების გაიოლებაზე, ხელისუფლების არაკომპეტენტურობის გამო... როცა საკუთარი უგუნურებით მტრად მოიკიდეს ყველა ავტორიტეტული თუ გავლენიანი ორგანიზაცია და პიროვნება, ვისაც შეეძლო რეზონანსი მიეცა საქართველოს შიდა მოვლენებისათვის. - აი, ეს იყო მთავარი შეცდომა, რომლის დანახვა-აღიარება დღემდე არ უნდა არავის!
თორემ ოპოზიცია - შეიარღებულიც და შეუიარაღებელიც - ერთნაირია ყველგან. მისი კრედო ყველაზე ლაკონიურად რუსულად ითქმის: "ჩემ ხუჟე, ტემ ლუჩშე!".

დღევანდელი ამერიკული ოპოზიცია რა, სხვანაირია? - ოღონდ ტრამპს ავნონ და ამერიკის დედაც!.. - აი,მათი პოზიცია. ასიათასებს უხდიან ვიღაც პორნოვარსკვლავებს, რომ პრეზიდენტს "შევიწროებაში" დასდონ ბრალი, ტჸავიდან ძვრებიან, რომ იმპიჩმენტი გაუჩალიჩონ როგორმე, რათა კლინტონს გაუთავისუფლონ სავარძელი!
მაგრამ შენ რომ ხელისუფალი ხარ, საკუთარი ხელით არ უნდა მოიჭრა შენი დასაყრდნობი ტოტი, თორემ რაც მერე მოხდება, ნიუტონის ბრალი არ იქნება!

ფხიზელი

2018-04-10 16:35:12

რაც შეეხება შერიგება-შეთანხმებას, ამაზე რომან გვენცაძე საუბრობდა ინტერვიუში: სამჯერ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ დალაპარაკებოდნენ ერთმანეთს და მშვიდობიანად ჩამცხრალიყო ეს კონფლიქტი, (როცა გვარდია თბილის ზღვაზე იდგა) და სამივეჯერ ჩაშალა ზვიადის გარემოცვამო!
ეჭვიც არ მეპარება, რომ ეგრე იქნებოდა!
არც ის არის ძნელი გამოსაცნობი, ვინ ჩაშლიდა!

tngh

2018-04-10 17:11:30

და თქვენ ხომ იცით, რომ იმ ჩამშლელთა შორის "პუპუზაჩ" იყო... 1991 წლის ნოემბერში რუსთაველიდან მთელი მიტინგი დაიძრა ტელევიზიისკენ სერიგების მიზნიტ. გზაში ათასობით ადამიანი შეუერთდა მომიტინგეებს. მათ შორის მეც "საბურთალოს" მხრიდან. იცით ვინ ჩაშალა??? "პუპუზამ", რომელიც ტელევიზიასთან იდგა და შერიგებამდე პოლიტიკოსების შეთანხმება მოითხოვა... არა და, ტელევიზიასთან შეიარაღებული "ოპოზიცია" იდგა...

ფხიზელი

2018-04-10 19:02:38


tngh,
ადამიანი არ უნდა იყოს იმდენად ტენდენციური, რომ აზრი ეკარგებოდეს მასთან დისკუსიას! -

გვენცაძემ თქვა, ზვიადის გარემოცვამ ჩაშალაო და შენ იძახი - პუპუზამო!
"პუპუზა" იყო ზვიადის გარემოცვაში?!

ტელევიზიისკენ რომ ათასობით ადამიანი დაიძრა, ესეც კარგად მახსოვს და ისიც, რატომაც ჩაიშალა: ტელევიზიასთან "გამაგრებულ" ოპოზიციას არ სჯერა, რომ შესარიგებლად მოდიხართ... ისინი დარწმუნებული არიან, რომ გადავლას უპირებთ... (როგორც რუსთაველზე გადაუარეს ჭანტურიას და წერეთლის "ბარიკადებს")... და არ მოვიდნენ, თორემ ვესვრითო!
რა შუაშია აქ ნათაძე?!

რუსთაველზე კი, დარწმუნებული ვარ, ის ბარიკადები ვერ აღიმართებოდა, (შესაბამისად, არც იმ ბარიკადების შტურმით აღება და თავ-პირების მტვრევა გახდებოდა საჭირო) გვენცაძე რომ ყოფილიყო შსს მინისტრი და არა დილარ ხაბულიანი!


tngh

2018-04-10 19:24:07

იმ დროს "პუპუზას" ზვიადის გარემოცვას ეძახდა ჭანტურია, ზვიადს კი შევარდნაძესთან ალიანსში სდებდა ბრალს... თუმცა 1992 წლის 6 იანვარს თვითონ ეახლა კრემლს სერგო ორჯონიკიძის დეპეშასავით. არც ნათაძემ თქვა უარი "სახემწიფო საბჭოსთან" თანამშრომლობაზე, სანამ "ტუიმ" წყალი არ შეასხა სახეში... ბოლოს იმას გეტყვით, რომ ორივეს ბევრი უარყოფითი გვახსოვს XX საუკუნის 90-ანი წლების მოვლენებიდან და ჯობია შევწყვიტოთ ამ თემაზე კამათი. ჯობია იმაზე ვიფიქროთ, როგორ გადავარჩინოთ საქართველო, რადგან დედამიწა III მსოფლიო ომის ზღვარზეა.

Munji

2018-04-10 20:06:17

იფიქრეთ, იფიქრეთ!..
აბა ხელისუფლება რომ გკითხავთ, რას გვირჩევთ, როგორ მოვიქცეთ, რომ გადავარჩინოთ საქართველოო... მერე ხომ არ დაიწყებთ ფიქრს... უხერხული იქნება! :)))

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80