„კოლექტიურ მურუსიძეს იტანენ ყველგან და დავიჯერო, ნინია კაკაბაძე უფრო დიდი უბედურებაა“?!

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

პოლიტიკა

„კოლექტიურ მურუსიძეს იტანენ ყველგან და დავიჯერო, ნინია კაკაბაძე უფრო დიდი უბედურებაა“?!

„კოლექტიურ მურუსიძეს იტანენ ყველგან და დავიჯერო, ნინია კაკაბაძე უფრო დიდი უბედურებაა“?!
ლალი ზირაქიშვილი

2018-04-10 10:00:01

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო გუნდის ერთ-ერთმა წევრმა საკუთარი პროტესტი მოკლე განცხადებით გამოხატა და უმრავლესობის დატოვებაც გადაწყვიტა - ამ, ერთი შეხედვით ჩვეულებრივ და ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და განაწყენებული გედევან ფოფხაძის ნაცვლად ლამის, მთელი უმრავლესობა ალაპარაკდა. ზოგი თვლის, რომ შეიძლება, უმრავლესობა დატოვოს, მაგრამ პარტია - არა, ზოგი გაცხარებით ხსნის მის საქციელს, ზოგიც - აჩქარებით - რატომღაც ყველა ფოფხაძის ნათქვამის „გამოსწორებას“ ცდილობს - რითია მნიშვნელოვანი ეს პროცესი და რა აკლდება უმრავლესობას ერთი ან თუნდაც რამდენიმე წევრის გამოკლებით - მიმდინარე მოვლენებზე ექსპერტი, გია ხუხაშვილი გვესაუბრება.

გია ხუხაშვილი: მგონია, რომ ეს არის ერთი დიდი ფარსი - ნათქვამია - „ზოგი - თხისკენ, ზოგი -მგლისკენ“-ო, პარტია, რომელიც მურუსიძეს იტანს, ნინია კაკაბაძეს ვერ აიტანს? ზარდიაშვილი უზით პარლამენტში - წინა ხელისუფლების წარმომადგენელი თავისსავე ფრაქციაში და ამ ყველაფრის შემდეგ რა ნინია კაკაბაძეზე და შეთქმულების თეორიებზე ვლაპარაკობთ?!

მგონია, რომ გედევან ფოფხაძეს აქვს აბსოლუტურად სხვა მიზეზი, საბაბად გამოიყენა ნინია კაკაბაძე და ამოეფარა საპატრიარქოს - თანაც, ღრმადმორწმუნეობის გამოვლინებებიც არ მახსოვს მისი ბიოგრაფიიდან.

ერთ-ერთი სავარაუდო ვერსიაა, რომ ბორჯომში განვითარებული მოვლენების გამო იყო მის მიმართ გარკვეული პრეტენზიები გამოთქმული და ამის გამო ხდება ყველაფერი, თორემ ვის სჯერა, რომ ნინია კაკაბაძის გამოა ეს ყველაფერი? საერთოდაც იქნება თუ არა, გედევან ფოფხაძე უმრავლესობაში ამით არც არავის „სცხელა“ და არც „სცივა“ - რომელი დიდი პოლიტიკოსი მყავს?!

კოლექტიურ მურუსიძეს იტანენ ყველგან და დავიჯერო, ნინია კაკაბაძე უფრო დიდი უბედურებაა?!

თუ არ გავითვალისწინებთ კოალიციის დაშლას, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადება მოვისმინეთ - როგორი გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს?

- შეიძლება, ჰქონდეს გაგრძელება, შეიძლება - არა. „ქართული ოცნება“ როგორც პარტია ხომ არ არსებობს! ეს არის გარკვეული დაჯგუფება, რომელიც ზის ივანიშვილის რესურსებზე პარაზიტივით და იქიდან ჩამოსვლა არავის არ უნდა. მათ ხომ არც იდეოლოგია აერთიანებთ და არც საერთო ხედვები გააჩნიათ - ერთი აქვთ საერთო, როგორ გაახარონ თავისი პატარა ჭია ივანიშვილის რესურსებით, თუმცა ზოგიერთებს უფრო მეტი ამბიციაც გაუჩნდათ, ამიტომ, როდის რომელი ნაყოფი მოწყდება ამ ხეს, საერთოდ არ არის საინტერესო ჩემთვის.

ჩვენ ისე ვლაპარაკობთ, თითქოს პარტია რეალურად არსებობდეს, ყველაფერი დგას ერთ ადამიანზე, დანარჩენი ყველაფერი ილუზიაა.

სამთავრობო გუნდშიც შეინიშნება ლიდერობისთვის ბრძოლა, როგორც ჩანს, დაახლოებით, მსგავსი პროცესია საპარლამენტო უმრავლესობაშიც - უნდა ვივარაუდოთ, რომ დაშლა-გადაჯგუფების პროცესის დასაწყისი არც ისე შორსაა?

- ან ისევ დაარეგულირებს ამ ყველაფერს გადაწყვეტილების მიღების ცენტრი, ან ყველაფერი ჩამოიშლება - პროგნოზირება ძნელია, რადგან ეს არის არა პარტია, არამედ სახელისუფლებო ჯგუფი, რომელსაც კონსოლიდაციის თემა არ გააჩნია. დაახლოებით ისეთივეა, როგორიც იყო „მოქალაქეთა კავშირი“ - როგორც კი პრობლემები გაჩნდა, ჩამოიშალა. დაახლოებით იგივე ბედი ელის „ქართულ ოცნებასაც“, როგორც კი ხელისუფლებას ჩამოშორდება მმართველი ელიტა, მეორე დღესვე ამ პარტიაში ერთი კაციც აღარ დარჩება.

როდესაც სახელისუფლებო გუნდში შეიმჩნეოდა კულუარული თუ აშკარა დაპირისპირება, ამ ყველაფრის უკან ხშირად იკითხებოდა ბიზნესინტერესები. ახლაც მსგავსი პროცესი მიმდინარეობს თუ ჯერ მხოლოდ გავლენების მოპოვებისთვის იბრძვიან?

- არ მგონია, ასე სერიოზულად იყოს საქმე, რაღაც ინტერესები ალბათ აქვთ, მაგრამ იმდენად უმნიშვნელოა სახელმწიფო განვითარების თვალსაზრისით, რომ ჩემთვის ეს თემები ჭორაობას ემსგავსება - ვერ ვადევნებ თვალს, სადღაც ვიღაც თუ ორ კაპიკს შოულობს...

მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქვეყანაში მოშლილია მმართველობითი სისტემა, ვინ რას აკეთებს და სად გარბის, ეს არ არის საინტერესო. სისტემური კრიზისი რომ შეიმჩნევა ამაში ვხედავ პრობლემას, გედევან ფოფხაძის შესვლა-გასვლით სადმე რამე შეიცვლება? რამდენიმე დღეში აღარავის ემახსოვრება რა მოხდა.

თქვენ საუბრობთ სისტემურ კრიზისზე და ახლო მომავალში წინ გვაქვს საპრეზიდენტო, შემდეგ საპარლამენტო არჩევნები. ფიქრობთ, რომ ეს ის სიტუაციაა, როდესაც ხალხის არჩევანზე არის რამე დამოკიდებული?

- სამწუხაროდ, ხალხს არ აქვს არჩევანი. ერთი მხრივ, თუ მმართველობითი კრიზისია, მეორე მხრივ - პოლიტიკური ელიტის კრიზისი გვაქვს და საერთოდ, რამდენიმე მიმართულებით ვითარდება დღეს კრიზისი ქვეყანაში.

პოლიტიკური ელიტის კრიზისში ვგულისხმობ იმას, რომ ამ სივრცეში ხალხს საერთოდ არ აქვს არჩევანი. როდესაც ხელისუფლების მიმართ ვაკეთებ ამ არასასიამოვნო შეფასებებს, იგივე შეიძლება ითქვას ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიაზე - ანუ არ არსებობს ალეტნატიული ძალის ცენტრი. არც ერთი პარტია არ წარმოადგენს პოლიტიკური ძალის ცენტრს.

ერთადერთი ცენტრია დღეს ქვეყანაში და ისიც აბსოლუტურად პერსონიფიცირებულია - ეს არის პირადად, ბიძინა ივანიშვილი. სხვა ძალის ცენტრი ქვეყანაში უბრალოდ, არ არის.

აქედან გამომდინარე, ხალხი არის დარჩენილი არჩევანის გარეშე - ყველა პოლიტიკური ძალის მიმართ სკეპტიკურად და ნიჰილისტურად განწყობილი და ვერც მმართველი ძალა ვერ სთავაზობს ვერაფერს, ისეთს, რომ ქვეყანა ერთიანობის დინამიკაში მოიყვანოს - ეს არის სამწუხარო მოცემულობა.

მყარი ინსტიტუციებიც ვერ შეიქმნა ჯერჯერობით და როდესაც რამდენიმე მიმართულებით შეიმჩნევა კრიზისი, როგორც წესი, რაღაც მომენტში ხდება ხოლმე, აფეთქება. ამჯერად რაში შეიძლება გამოიხატოს კულმინაცია?

- აფეთქებას ყოველთვის სჭირდება ლიდერი. სამზარეულოს დონეზე ეს აფეთქება უკვე არის მომწიფებული. უკმაყოფილების საერთო მაჩვენევბელი, შეიძლება იქვას, რომ არის უკვე 60%-ზე მეტი, ვგულისხმობ უკმაყოფილებას მთელი პოლიტიკური ელიტის - ხელისფლების და ოპოზიციის მიმართ. მაგრამ იმისათვის, რომ გათითოკაცებული უკმაყოფილება აკუმულირდეს, სამზარეულოდან გადმოიღვაროს ქუჩაში, ამას სჭირდება ლიდერი, რომლის ირგვლივაც მოხდება კონსოლიდაცია.

თუ გამოჩნდება ლიდერი, პასიური უკმაყოფილება აქტიურ ფაზაში გადავა. ეს როდის მოხდება, გამიჭირდება თქმა, მაგრამ ვფიქრობ, არც თუ შორეულ მომავალში, იმიტომ, რომ როდესაც არსებობს დიდი მოთხოვნა, მიწოდება აუცილებლად ხდება. მანამდე კი, ვიქნებით ამ იწილო-ბიწილოში, გედევან ფოფხაძე გავა, ვიღაც შემოვა და მსგავსი ტრაგი-კომედიით „გავერთობით“.

ნანახია - 1283

natali

2018-04-10 10:43:01

ხოოო...ეს ნაციონალი ზარდიაშვილი ჩემთვისაც ცოტა გამოცანაა:)))

cugo

2018-04-10 10:59:17

გიგა ბოკერია,ეს კრიმინალი,რომ ამბობს ხალხის მობილიზება უნდა გავაკეთოთ და ხელისუფლება უნდა შევცვალოთო,ბოკერიას პარტიას კრიმინალური წარსული რომც არ ჰქონდეს,იმიტომ არ უნდა აღირსო ხელისუფლებაში მოსვლა ნინია კაკაბაძეს რომ აძლევს რეკომენდაციას.როგორი უტიფარი და თავხედი უნდა იყო ადამიანი 9 წელი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ოჯახები გააუბედურო,ადამიანები აწამო,ძარცვო,ამასაც არ დასჯერდე და ნინია კაკაბაძისნაირ ქრისტიანობის და პატრიარქის მოძულე ადამიანს მისცე რეკომენდაცია.ყოველივე ამის შემდეგ გქონდეს ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობა. ბოკერიას გუნდისთვის ხმის მიცემა,ეს არის ხმის მიცემა ქრისტიანობის და პატრიარქის წინააღმდეგ.

natali

2018-04-10 11:04:55

ჩვენ ქართველებს არ გვჩვევია ასეთი დამოკიდებულება და მიდგომები. მინდა ვთხოვო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს, რომ თუ არის ამის შესაძლებლობა, კვირის ბოლოს გააკეთოს ერთი ამხანაგური თამაში იგივე მოედანზე, ბელიაშვილის ქუჩაზე, სადაც სასწავლებლად ჩამოსული აფრიკელი სტუდენტები, ვინც იმ დღეს თამაშობდნენ და ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას. ვისაც სურვილი გაქვთ, ჩვენც ჩავერთოთ. მე მგონი ძალიან კარგი იქნება, ის ცუდი ლაქა და ის ცუდი, რაც მოხდა, დავიწყებას მივცეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
------------------

არ ვეთანხმები კახას.
დავიწყებას კი არ უნდა მიეცეს, ბოლომდე უნდა ჩაჰყვეთ. სირაქლემას პოზაში ყოფნა დამღუპველია.
ე.ი. როგორც გამოჩნდა ბავშვები გაყარეს სტადიონიდან, ერთი 12 წლის ბიჭისთვის შეურაცხყოფაც მიუყენებიათ, ერთ-ერთი ბავშვის დედა ჩასულა, ბავშვებს გამოესარჩლა და მისთვისაც შეუგინებიათ, ამ დროს იქ ისხდნენ ნასვამი მეზობლები, ხოდა......ვინმე მოითმენდა? მართლა კი არ წაურთმევია არავის ქართველობა, ქართველობა, რომელიც ვაჟკაცობასთან ასოცირდება.და ამ ბიჭებს ერთი-ორი წამოადეს. სერიოზულად რომ ეჩხუბათ,იქიდან რომელიმე ცოცხალი გაასწრებდა?
ამ დროს კი ვიღაც ნიგერიელი ჩხუბის ბოლო ნაწილს იღებს ფანჯრიდან და აკომენტარებს, რომ ჩხუბი კი არაა, არამედ საზიზღარი მჩაგვრელი ქართველებისცემენ ნიგერიელებს იმიტომ, რომ მათი კანის ფერი არ მოსწონთ.და მას სოციალუი ქსელით ავრცელებს. რა თქმა უნდა არასამთავრობოები და რუსთავი2 დიდ რეზონანს აძლევს და იწყება სოციალურ ქსელებში ქართველების თვითგვემა.
მერე ზის რუსთავი 2-თან ის ტიპი,ვინც ეს გადაიღო და ყვება, თუ როგორ გადმოსვა შუა გზაში ტაქსიდან მძღოლმა იმიტომ, რომ შავი იყო.(რომ ჩასვა მაშინ თეთრი ეგონა):)))
მოკლედ, ამ ყველაფერს მაგარი პროვოკაციის სუნი ასდის და ვფიქრობ ეს ნიგერიელი ტიპი უნდა დაიჭირო, ათქმევინო ვინ დაავალა ეს ყველაფერი და აქედან გააძევო. ახლა სადღაც ვიღაცას ფულს უხდიან დიპლომში და მოაკლდებათ ფული, სულ არ მაინტერესბს.

აი ასე თუ მოვიქცევით, საერთოდ დაგვაჩმორებენ. ძირშივე უნდა მოკვეთო პრობლემა, სანამ გართულდება. ჩვენ დღეს იმდენი გვებრძვის, რომ ასე მიჩუმატება, დავიწყება და თამაში სამეს კი არ გამოასწორებს, პირიქით,გაგვირთულებს.

პ.ს. ამის წინ დედაჩემმა დააძრო ძველი პლაკატი თუ სურათი, სხვადასხვა ფერის ბავშვები ხელჩაკიდებულნი წრეში დგანან. ეს იმ დროინდელი პლაკატია, ამერიკაში შავები რომ ითხოვდნენ, ადამიანებად ჩაგვთვალეთო.
ამ ნიგერიელებს აუხსენით ვინმემ, რომ ჩვენთან მაგ თემაზე სპეკულაცია არ გამოვა. ისიც კარგად აუხსენით, რომ საქართველოში ბავშვის კულტია და როდესაც საქმე ბავშვს ეხება, ძალიან ფრთხილად იყვნენ.

natali

2018-04-10 11:08:28

როგორც დაიწერა, პატრიარქისვე ინიციატივით ნინია კაკაბაძე შეხვდა პატრიარქს და პატრიატქმა უთხრა, რომ წყენას გულში არ ატარებს. ამით მგონი დანარჩენებს მიგვანიშნა, რომ ჩვენც არ უნდა ჩავიდოთ წყენა გულში.
ისე ამ ნინიას რატომ მისცეს ხმა მაინც არ აგვიხსნა არავინ.

კატრინა

2018-04-10 11:21:37

ნინია კაკაბაძეს იმიტომ მისცეს ხმა,რომ თავის პატრონებს აჩვენონ,აი ჩემო ბატონო,როგორი დემოკრატები ვართო! იქ ამათი პატრონების და აქ ამათი,რა! ეს ჩვენი ხუხაშვილი როგორ მეთოდურად ცდილობს გედევანის დაკნინებას! ადამიანი შეეცადა მაინც,რომ ამ ლაითი ჩერგოლეიშვილისათვის ხმა არ მიეცა და რა არის ამაში ცუდი?!

tngh

2018-04-10 11:22:18

ღრმად პატივცემულო "ხუხა"!!! ჩვენ კი, როგორმე "ავიტანთ" ნინია კაკაბაძეს, მაგრამ თქვენ "სიბრძნეებს" როდემდე მოგვახვევ თავს...

tngh

2018-04-10 12:49:51

ბ-ნო "ხუხა". შენისთანა თვითმარქვია "მეგრანტე" ექსპერტების გულის გასახეთქად, არც უმრავლესობა დაიშლება და არც გედევანი დაუპირისპირდება "ოცნებას" ისე, რომ თქვენის მსგავსი "ბოღმის" ბუკეტები გაახაროს... ნეტავ იმათ "თავში" ჩამახედა, ვინც თქვენ ფულს გიხდით. ახია, გაკოტრება მათზე, თქვენზე კი თოხი და ბარი...

natali

2018-04-10 14:26:57

აჰაა, ესეც შენ კახი! მიიღე თუ არა პასუხი? მეტი გეკუთვნის!

"ცოტა არასერიოზული განცხადება მგონია, მით უმეტეს საჯარო მოხელის მხრიდან, რომელსაც, ნაცვლად იმისა, რომ დანაშაულის გამოძიება უნდა აინტერესებდეს და აღელვებდეს, ამბობს - მოდი დავივიწყოთ ის დანაშაული, რაც მოხდა. მე ვფიქრობ სისხლის სამართლებრივი დანაშაულის დავიწყება არ შეიძლება, მით უმეტეს, როცა საქმე გვაქვს სერიოზულ დანაშაულთან და ეს ნამდვილად არ იყო წვრილმანი ხულიგნობა ან რაიმე სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ამ ეტაპზე ცხადია ვითხოვთ გამოძიების ეფექტურად, სწრაფად და ობიექტურად დასრულებას. ამის შემდეგ კი, მე არ ვიცი რამდენად ექნებათ სტუდენტებს იმ სტადიონზე თამაშის ხალისი, მაგრამ ცხადია ნებისმიერ თამაშზე ყველა შემოთავაზებას განიხილავენ ალბათ“, - განაცხადა ადვოკატმა."

tngh

2018-04-10 14:59:27

ნატალი!!! ეჭვიც არ უნდა შეგეპაროს, რომ ამ მატჩის გამართვის და შერიგების #1 მოწინააღმდეგე ნიგერიელი სტუდენტების ადვოკატი და ცნობილი "მეგრანტეები" იქნებიან. ამით ხომ ისინი ტელევიზიაში კეკლუცობის, დემაგოგობის და ფულის შოვნის შანსს დაკარგავენ... ჩვენ, ვისაც სიმშვიდე და ქვეყნის კეთილდღეობა გვინდა, არ უნდა ავყვეთ მათ ავანტიურას და დემაგოგიას, და ყოველ მხრივ სიტუაციის ზომიერად ჩაქრობას ვეცადოთ...

natali

2018-04-10 15:14:58

არა, თავი არ უნდა შევუშვიროთ. კახის უნდა ეთქვა, ჯერ გამოძიებას დაველოდოთო. გამოძიება კი მართლა ობიექტურად უნდა წარიმართოს. სიმართლე ხომ 50/50 ზეა. მე პირადად მას მერე, რაც ამ ნიგერიელის კომენტარი მოვისმინე, რომ ვითომ ტაქსის მძღოლმა შუა გზაში ჩამოსვა იმიტომ, რომ შავია, ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველაფერი წინდაწინ დადგმულია. მე ამ ტაქსის მძღოლსაც ვიპოვნიდი(თუ არსებობს) და ვკითხავდი რატომ ჩამოსვა, ეგებ და ფულს არ აძლევდა და ისე სთხოვდა წაყვანას? კარგად უნდა გამოიძიონ ვისი დაკვეთით ჩატარდა ეს ქართველების სახელგამტეხი "ოპერაცია".
ასეთი კეთილშობილური წინადადებით კ გამოდის, რომ აქაურები არიან დამნაშავენი.ის ჩანაწერი კი ამ "სტუმარმა" უკვე გაავრცელა და ჩვენ, რომლებასაც ყველა ჩამოსული ტავის ქუდს გვახურებს, გამოვდივართ ველური კაციჭამიები.
უკვე ყელში ამოვიდა. გარეული მოვიდა, შინაური გააგდოო, ასეა ჩვენი საქმე.
მე პირადად აღარ მიყვარს სტუმარი. არ ვარ სტუმართმოყვარე!!!! მორჩა! ვალდებული ვარ სტუმართმოყვარე ვიყო? მგონი ეს სავალდებულო სტუმართმოყვარეობაც ჭკვიანმა მეზობლებმა მოგვახვიეს თავზე ჩვენ ბრიყვებს.

antoni

2018-04-10 15:37:09

თუ უმრავლესობა დაიშალა, ეს კობახიძე- მდინარაძე-ზარდიაშვილი-ოხანაშვილი-მათიკაშვილის დაჯგუფების არცთუ კარგად დამალული ამბიციების გამო და მათივე მიზეზით მოხდება; განცდა მიჩნდება, რომ ეს ვაჟბატონები ბოკერიას მეცოცხეების გავლენის ქვეშ არინ. რაც შეეხება "ექსპერტ-ყველაფეროლოგ" ხუხაშვილს, /გერი რა ქართულიაო თავს რომ იკლავდა :-)/ის ტიპიური ხელმოცარული მედროვეა, რომელიც ახლა კვირიკაშვილის ლანძღვით იოხებს გულს, რადგანაც მიაჩნია, რომ ის მის ადგილას ზის./მანამდე ღარიბაშვილს უყეფდა/

natali

2018-04-10 16:31:06

ეს ტელევიზიები კიდე ასეთი მიკერძოებით მიზანმიმართულად აღვიძემენ ქართველები ნაციზმს თუ უბრალოდ უგუნერებასთან გვაქვს საქმე? იცით ბევრი რას ამბობს? ძალიანაც კარგი თუ გატ/ყიპესო.

asdf961

2018-04-10 21:09:27

მთლად დღევანდელ თემას არ ეხება, მაგრამ . . . გთხოვთ ნახოთ ყველამ.

https://www.youtube.com/watch?v=nwuw4itIQhc


antoni

2018-04-11 10:15:32

უკაცრავად! კალაძემ ფეხბურთის თამაშისკენ მოუწოდა, რაშიც სფფ სულ ტყუილად გააკვეხა! მაგრამ ... ინტერვიუ იწყებოდა ასე: მიმხდარზე გამოძიება მიმდინარეობს და გაარკვევენ რა მოხდა ... და შემდეგ ფეხბურთზე. ასე რომ დანაშაულის დავიწყებაზე მინიშნებაც კი არ ყოფილა

antoni

2018-04-11 10:15:33

უკაცრავად! კალაძემ ფეხბურთის თამაშისკენ მოუწოდა, რაშიც სფფ სულ ტყუილად გააკვეხა! მაგრამ ... ინტერვიუ იწყებოდა ასე: მიმხდარზე გამოძიება მიმდინარეობს და გაარკვევენ რა მოხდა ... და შემდეგ ფეხბურთზე. ასე რომ დანაშაულის დავიწყებაზე მინიშნებაც კი არ ყოფილა

natali

2018-04-11 12:12:37

"რაც მოხდა, დავიწყებას მივცეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
------------------
აბა ეს რა არის?

antoni

2018-04-11 12:26:12

ეს მოწოდებაა სხვებისადმი, ხალხისადმი, რომ ცუდი არ აგორდეს

tngh

2018-04-11 14:13:29

კახამ ყველაფერი გარკვევით თქვა, თანაც ფრიად ზომიერად და კარგად. განვმეორდები: "შესანიშნავი ინიციატივაა"... თამაშსაც სიამოვნებით დავესწრები...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80