„პრემიერის საჯარო განცხადებას აფხაზური მხრიდან კედლის აშენება რომ მოჰყვებოდა, ამას რა გათვლა სჭირდებოდა?“

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

პოლიტიკა

„პრემიერის საჯარო განცხადებას აფხაზური მხრიდან კედლის აშენება რომ მოჰყვებოდა, ამას რა გათვლა სჭირდებოდა?“

„პრემიერის საჯარო განცხადებას აფხაზური მხრიდან კედლის აშენება რომ მოჰყვებოდა, ამას რა გათვლა სჭირდებოდა?“
მანანა ნოზაძე

2018-04-10 14:30:56

პრემიერის შეთავაზება ახალი სამშვიდობო ინიციატივის შესახებ საოკუპაციო რეჟიმმა არ მიიღო. „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რაც ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოებას, ასევე, ხარისხიანი განათლების მიღებას და ევროინტეგრაციის გზაზე არსებული სიკეთით წვდომას გულისხმობს, დე ფაქტო აფხაზეთის რეჟიმისთვის უინტერესო აღმოჩნდა.

„ერთადერთი ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაა“, - ასეთია საოკუპაციო რეჟიმის შემონათვალი პრემიერის მიმართ.

სამაგიეროდ, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას მხარს ამერიკის შეერთებული შტატები უჭერს. აღნიშნული შეთავაზებით კმაყოფილია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინიც.

ის, რომ დე ფაქტო რეჟიმი პრემიერის ამ ინიაციატივას ფორმალურად დაიწუნებდა, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელ კახა გოგოლაშვილს არ უკვირს. For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ პრემიერის შეთავაზება გულუბრყვილო ნამდვილად არ არის და, რა თქმა უნდა, აფხაზებისგან ამ ეტაპზე ზუსტად ასეთ პასუხს მივიღებდით. თუმცა მთავარია, რომ ჩვენ ახლა გეგმა გვაქვს, საერთაშორისო თანამეგობრობა ამ გეგმას მხარს უჭერს და ეს არის საშუალება, აფხაზებსა და ოსებს რეალურზე დაველაპარაკოთ. შეიძლება, ისინი ყველაფერზე ერთად ვერ დავითანხმოთ, მაგრამ რაღაც-რაღაც საკითხებზე ნელ-ნელა მოლაპარაკება შეიძლება.

ეს შეთავაზებები უნდა განხორციელებულიყო თუ არა ფარულად? ამის თაობაზე კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ ეს ძნელია სათქმელია, მაგრამ ფარულად რაღაც კომუნიკაცია და კავშირები ქართულ მხარეს აფხაზებთანაც აქვს და ოსებთანაც.

„აფხაზურ მხარეს ჰქონდა ინფორმაცია ამ შეთავაზების შესახებ, თუმცა მთლიანი გეგმის შესახებ რამდენად იცოდნენ, ეს აღარ ვიცი. ფაქტია, ისინი ელოდნენ, რომ საქართველოს მხარე რაღაცას შესთავაზებდა. აფხაზებისგან გაცხადებული პასუხი სულაც არ ნიშნავს უარს. უბრალოდ, მათ სიტუაცია გამოიყენეს თავიანთი პოლიტიკური განცხადებისთვის, მაგრამ ეს არის გზა იმისთვის, რომ დე ფაქტო ტერიტორიაზე მცხოვრებლებს უფრო დეტალურად ვესაუბროთ ჩვენი შეთავაზების შესახებ. ამ კონტექსტში შეიძლება ერგნეთის ბაზრობაც აღდგეს, ოღონდ სხვა ფორმით და არა ისეთი, როგორიც იყო. მთავარია, რომ გეგმა არსებობს, მის განხორციელებას ძალისხმევა და დიპლომატია სჭირდება. ასე მარტივი არ არის ამის გადაწყვეტა“, - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხდებს, რომ ამ ტიპის შეთავაზებები სწორი გზავნილია და კვირიკაშვილი სად იყო, როცა ასეთი იდეები იხილებოდა. კერძოდ, ინტეგრაციული პროცესები უნდა დაწყებულიყო, ჰუმანიტარული ურთიერთობებიც უნდა გაღრმავებულიყო. თუმცა ეს არ არის საჯარო დაანონსების საკითხი. ეს არის ძალიან დელიკატური თემა, რასაც კულისებში მუშაობა და ურთიერთობების გაღრმავება სჭირდება.

„პრემიერის საჯარო განცხადებას, იქითა მხრიდან რომ კედლის აშენება მოჰყვებოდა, ამას რა გათვლა უნდოდა? ამიტომ კვირიკაშვილის შეთავაზება წმინდა პოპულისტური, ერთჯერადი მოხმარებისთვის გამოსაყენებელი განცხადებაა საკუთარი ტყავის გადასარჩენად. ეტყობა, მასაც რაღაც პრობლემები აქვს და სურს, ილუზია დახატოს, თითქოს რაღაცას აკეთებს. არც შეიძლება, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანს არ ესმოდეს, რომ აფხაზური და ოსური ელიტა არ უნდა დაფრთხეს. შეიძლება, ეს ელიტა ჩვენს შეთავაზებებს გულში ეთანხმება კიდეც, მაგრამ, როდესაც ასეთი საჯარო განცხადებები კეთდება, ამას რუსებიც ისმენენ, სპეცსამსახურებიც და, ბუნებრივია, ყველაფერი გაკეთდება, რომ ჩანაფიქრი არ განხორციელდეს. რაც ჩუმად საკეთებელი საქმეა, იმის შესახებ საჯარო განცხადებები არ შეიძლება. სახალხო დიპლომატია, ეკონომიკური ინტეგრაციული პროცესები სასაზღვრო ზოლში, ეს ყველაფერი ხმაურის გარეშე უნდა ხორციელდებოდეს. მე ვფიქრობ, ბევრი აფხაზი პოლიტიკოსი წამოვიდოდა ასეთ ურთიერთობებზე“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

რაც შეეხება ერგნეთის ბაზრობას, ანალიტიკოსის აზრით, რაც თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლებამ გააკეთა, უდიდესი დანაშაული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ერგნეთის ბაზრობაზე კონტრაბანდაც შედიოდა და გარკვეული პრობლემებიც არსებობდა, ეს მაინც იყო მასშტაბური ინტეგრაციული პროცესი, რომელიც ქვეყნის გამთლიანებით დამთავრდებოდა, რადგან უკანა პლანზე გადადიოდა პოლიტიკა, ადამიანებს შორის ნდობა ისადგურებდა, ჭრილობები ხორცდებოდა, ხალხი ერთმანეთთნ თანამშრომლობდა, ფულს ატანდნენ ერთმანეთს. ანუ ქართველებისა და ოსების თანამშრომლობის ინტეგრაციული მინიმოდელი შეიქმნა და ვიღას ახსოვდა პოლიტიკა.

ნანახია - 1167

tngh

2018-04-10 16:25:40

ბ-ნო "ხუხა"!!! გეთანხმებით ამ კომენტარში და საკითხისადმი მიდგომაში. დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემს კომენტარსაც წაიკითხავთ და ეჭვიც ნუ შეგეპარებათ ჩემს შეფასებაში. მე, ესეტი ტიპი ვარ. რაც მომწონს, იმაზე კარგის თქმაც არ მენანება, რაც არა, მწარედ ვაკრიტიკებ... თანაც ვატყობ, რომ უმრავლეს შემთხვევაში მართალი ვარ.

დომნა

2018-04-10 23:11:26

არ არსებობს ისეთი შეთავაზება , რომელზეც აფხაზები დათანხმდებიან. რომ უთხრა იქეთ მიგიერთებ სრულიად საქართველოს, დავარქვათ მას სრულიად აფხაზეთის რესპუბლიკა, მაინც იუარებენ. რომ შევთავაზოთ ერთიანი საზღვრებით შევიდეთ ევრაზიულ კავშირში იუარებენ. ამათზე მხოლოდ იძულება მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებიდან თუ იმოქმედებს, თუ არა არაფერი. რუსებსაც კი გაუწევენ თავიანთი ჭკუით წინააღმდეგობას. ჩვენ მიუყურადეთ, როცა ისინი თაობებს ზრდიდნენ ჩვენი სიძულვილით. მხოლოდ იძულება.ისინი რუსებს, მხოლოდ მაშინ აქცევენ ზურგს, როცა ჩვენ ვაღიარებთ დამოუკიდებლად. მატ დიდი გული და მოკლე ჭკუა აქვტ. საკუთარ ქართველ ნათესავებს ვერ იტანენ, უბრალოდ კავკასიური ზრდილობის ფარგლებში იტანენ ან უბრალოდ ეკონომიური სიდუჭწირის გამო ფარისევლობენ. დათა თუთაშხიაში, რომაა ვირთხების გამანადგურებელი ისევ ვირთხა გამოყვანილი, ისე გამოიყვანა რუსებმა მათგან ჩვენი მჭამელი ვირთხა(ვერავინ დამაჯერებს, რომ ნამდვილი ძველი აფხაზური გენი, რამეთი განსხვავდებოდა ქართული(უფრო სწორედ მეგრული)გენისგან. ამათი მნიშვნელოვანი ნაწილი ქართველთყლაპია ჯიშია, ჩამოსული "ზაკავკასიედან". მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლა. ასეა ეს. დანარჩენი შეთავაზება ქართველებს ჩააგდებს დაკნინებულ მდგომარეობაში.

tngh

2018-04-11 14:21:54

ქ-ნო დომნა!!! და კიდევ ბევრნო!!! მე მგონი მოვიდა დრო, გადავდოთ ორმხრივი წყენანი და შერიგებაზე ვიფიქროთ. მერწმუნეთ, ამას ახალგაზრდები უკეთ მოახერხებენ, ვინემ ჩვენი თაობა და საქმე არც ისე ცუდად არის, როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ. სულ უფრო და უფრო მატულობს იმატი რიცხვი, რომლებიც აფხაზეთიდან და ე. წ. სამხრეთ ოსეთიდან სამკურნალოდ ჩამოდიან და შემდეგ კმაყოფილნი მიდიან. ურეკავენ ექიმებს და კონსულტაციებს იღებენ... ეს უდიდესი რესურსია ჩვენი გამთლიანების!!!

დომნა

2018-04-11 14:39:20

ურთიერთობა მათ აწყობთ ჩვენთან, ჩვენით სარგებლობა, მაგრამ საერთო სახელმწიფოში ცხოვრება ორიოდ თაობაში მაინც ტანხმობის საფუძველზე(მათი მხრიდან)არ იქნება და ეს კარგად ვიცით იქედან გამოგდებულებმა. თავს თუ არ მოვიტყუებტ, საქმე უფრო მალე მოგვარდება, ვიდრე მათგან წამოსული თანხმობის ლოდინი.

arichopra 2

2018-04-13 00:25:11

tngh ნეტა იცოდე მაინც რას ლაპარაკობ?! ან სად ლაპარაკობ?! "სულ უფრო და უფრო მატულობს იმატი რიცხვი, რომლებიც აფხაზეთიდან და ე. წ. სამხრეთ ოსეთიდან სამკურნალოდ ჩამოდიან და შემდეგ კმაყოფილნი მიდიან. ურეკავენ ექიმებს და კონსულტაციებს იღებენ... ეს უდიდესი რესურსია ჩვენი გამთლიანების!!!" ისემც შენ რა გითხარი! ))) მაინც რამდენი აფხაზი და რამდენი ოსი ჩამოვიდა სამკურნალოდ 2016 წელს და რამდენით მეტი 2017 წელს? ვიღაც პრპაგანდისტის ყურით მოთრეულ სისულელეს რატომ იმეორებ ეს ჭკვიანი კაცი? ან თუნდაც ვინმე ჩამოვიდა და იმკურნალა, მერე უკან დაბრუნდა...და რა მაგით, შემოგვირიგდა?! მაგათ ჩვენთან გენეტიკური მტრობა აქვთ და ეს არის სულ - მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ, ის კი სულ ტყისკენ იცქირებოდაო! ეს ანდაზა არ გაგიგონია? თუ მარტო პატარძალზე და ... იცი ის ერთადერთი ანდაზა? ))

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80