დაპირისპირება უმრავლესობაში - რომელ ჯგუფს ერგება „ქართული ოცნების“ მემკვიდრეობა

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

პოლიტიკა

დაპირისპირება უმრავლესობაში - რომელ ჯგუფს ერგება „ქართული ოცნების“ მემკვიდრეობა

დაპირისპირება უმრავლესობაში - რომელ ჯგუფს ერგება „ქართული ოცნების“ მემკვიდრეობა
თამთა ქარჩავა

2018-04-11 08:30:52

მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ უმრავლესობაში დეპუტატების გასვლის დრო დადგა, თუმცა ამ ტენდენციას ვერ ხედავს უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, რომლის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა იმუშავებს 2020 წლის ოქტომბრამდე. თალაკვაძე ამბობს, რომ საკითხები, რაზეც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, შიდა კონსულტაციების გზით გადაწყდება.

გედევან ფოფხაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევის გამო, თავად საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება, ხოლო გუნდისგან საჯარო საყვედური მიიღო. მეტიც, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ, საკუთარი პირველი მოადგილის კომიტეტის სხდომაზე არდასწრება, მისი ბაქოში ვიზიტით ახსნა და აქვე დასძინა, რომ ფოფხაძე კომიტეტის სხდომებზე თითქმის არასდროს დადის და სხდომებზე არდასწრებას ოჯახური მიზეზებით ხსნიდა.

უმრავლესობის შიგნით რომ არაჯანსაღი პროცესებია, ამას ადასტურებს პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკული განცხადებაც. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უმრავლესობაში არის 3-4 დეპუტატი, რომელმაც შეცდომა დაუშვა საჯარო განცხადებების დროს, მათ შორის დაასახელა ნუკრი ქანთარიაც. კობახიძე არ ადასტურებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში გადაწყვეტილებების მიღება ერთპიროვნულად ხდება. ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას მყარად აქვს ჩამოყალიბებული ურთიერთობები და მცირე ინციდენტები პრობლემებს ვერ შექმნის.

„გედევან ფოფხაძემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა მის თანაგუნდელებს და ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე. ბოლო დროს იყო რამდენიმე უსიამოვნო ფაქტი, თუმცა მმართველ პარტიაში განხეთქილებას ადგილი არ აქვს. ასეთ საკითხებზე მიმდინარეობს მუშაობა და დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ მსგავს შემთხვევებს ადგილი არ ექნება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ გედევან ფოფხაძე უმრავლესობიდან არ წასულა და ნურავის ეჩქარება ეს პროცესი.

„ვისაც ძალიან ეჩქარება, სულ ტყუილად, მოცდა მოუწევს. მე არ მომწონს ასეთ საკითხებზე საჯარო დისკუსიები. ეს ამხანაგური სასამართლოებიც ძალიან უხერხულია, ამიტომ ამას ყველამ თავი უნდა დაანებოს. საჭიროა შეხვედრა უმრავლესობის შიგნით. გედი ფოფხაძეც, ვიცი, რომ ამ შეხვედრას ელოდება. მას არავითარი ოფიციალური პროცედურები ჯერ არ დაუწყია, არავითარი განცხადება არ დაუწერია. თქვა, რომ რაღაც საკითხებია გასარკვევი და ეს უნდა მოხდეს უმრავლესობის ფორმატში. საჯარო განხილვები, თუ ვის რა მოეწონა, არ მოეწონა, არ მგონია, რომ იყოს კარგი და ჯანსაღი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებას იმის შესახებ, რომ ფოფხაძემ შეურაცხყოფა მიაყენა თანაგუნდელებს, ბესელია ამბობს, რომ ის შეურაცხყოფილთა შორის არ არის.

„არ ვიცი, რომელ განცხადებაზეა საუბარი, რა არის შეურაცხმყოფელი. ამ საკითხებს სჭირდება შიგნით დისკუსია. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც გარეთ საუბრობს იმაზე, რაც არ მოსწონს. ვარჩევ საკითხებს, რაზე უნდა ისაუბრო საჯარო სივრცეში და რაზე - შიგნით. მე მგონია, რომ ყველამ უნდა გაარჩიოს ეს“, - დასძინა ეკა ბესელიამ.

თავის მხრივ, დეპუტატი გედევან ფოფხაძე „რუსთავი 2“-თან საუბრისას აცხადებს, რომ უკან დასახევი არაფერი ჭირს და მიიჩნევს, რომ პირველ რიგში უნდა ისაუბრონ ვინ არის მართალი და ვინ - მტყუანი.

„მე არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და თუ ვინმეს მიაჩნია, რომ შეურაცხყოფილია ჩემი განცხადებით, ეს პერსონალურად თქვას. მე ჩემი პოზიცია მაქვს და ამ პოზიციას კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ. წინა მოწვევის პარლამენტში „თავისუფალ დემოკრატებში“ ვიყავი. მათ უმრავლესობა დატოვეს, მაგრამ მე არ ჩავთვალე საჭიროდ დამეტოვებინა უმრავლესობა. ჩემი მანდატი 76-ე მანდატი იყო მაშინ უმრავლესობისთვის და უმრავლეოსობა შენარჩუნდა სწორედ ამის ხარჯზე“, - აცხადებს გედევან ფოფხაძე.

ფოფხაძის მსგავსად, პარლამენტის თავმჯდომარეს რიტორიკას უწუნებს უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე და აცხადებს, რომ თუკი ვინმეს ჰგონია, „ქართულ ოცნებაში“ ერთი წელი იქნება და „ქართული ოცნების“ სახელით ლაპარაკის უფლება ექნება, ძალიან ცდება. კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ნაწილის მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის დასმა და შესაბამისი პროცესის ინიცირება, ჭიჭინაძე ამბობს, რომ ცხოვრება ძალიან დინამიურია და გამორიცხული არაფერია.

„გარანტიას გაძლევთ, ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა და ეს პასუხი იქნება საკმაოდ ხისტი და საკმაოდ მძაფრი. დეპუტატებს გვაქვს უფლება ვთქვათ ის, რაც არ მოგვწონს. არ არის სწორი თვლა აქ არის 3-4 თუ 5-6 და მეტი დეპუტატი. ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელიც უმრავლესობის წევრებს არ ყოფს და არ აკეთებს ფრაგმენტაციას. პირიქით, ის გუნდს ერთიანობისაკენ მოუწოდებს. არის აზრთა სხვადასხვაობა და მეც გამაჩნია ჩემი შეხედულება ბევრი ჩემი კოლეგის მიმართ“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

პარლამენტის თავმჯდომარეს ავტორიტარული რიტორიკის დავიწყებას ურჩევს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია და აცხადებს, რომ ყველას და მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესაც უნდა ეყოს უნარი, ითამაშოს შემაკავშირებლის როლი.

„გუნდში განსხვავებული აზრები არის და ეს ძალიან კარგია. პარლამენტის თავმჯდომარეც ამ მხრივ უნდა იყოს მოწადინებული სწორედ, რომ ამოკრიფოს დადებითი ყველაფრიდან და იყოს გამაერთიანებელი. ეს მისი მოვალეობაც არის, თუმცა ამას უნარი სჭირდება. სხვათა შორის, პრემიერმა ძალიან ნათლად, კარგად გამოხატა თავისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. მან დააფიქსირა პოზიცია როგორც პოლიტიკოსმა, როგორც ხელმძღვანელმა და თქვა, რომ მისთვის თითოეული წევრი მნიშვნელოვანია, ეს ასეც უნდა იყოს“, - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

შეგახსენებთ, რომ „ქართულ ოცნებაში“ აზრთა-სხვადასხვაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძე პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით აირჩია. სწორედ ამ მოტივით დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ უმრავლესობის და ასევე ყველა პარტიული თუ საპარლამენტო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ფოფხაძეს გუნდში მხარდამჭერები გამოუჩნდნენ, მათ შორის ნუკრი ქანთარია, ზაზა პაპუაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ეკა ბესელია.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ზოგადად, ქართულ პოლიტიკაში და „ქართულ ოცნებაშიც“ ახალი არაფერი ხდება. მისი თქმით, თუკი გავიხსენებთ ყველა წინა ხელისუფლებებს, პროცესი იყო ერთნაირი. ყველა პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში მოდიოდა როგორც ბლოკი, თუმცა შემდეგ ბლოკი იშლებოდა, ყალიბდებოდა ერთი პარტია და ამის შემდეგ იწყებოდა მის შიგნით ფერმენტაცია.

„ეს პროცესი გაიარა „ქართულმა ოცნებამ“, როდესაც მოვიდა ბლოკის სახით და ახლა იწყება მეორე ეტაპი, ანუ მოხდება დაყოფა. „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური გუნდი, ერთგვაროვანი არ არის, ეს ყოველთვის ჩანდა და ახლა განსაკუთრებით. რა თქმა უნდა, პროცესი დაიწყება და კიდევ ერთი მიჯნა იქნება - ვინ იქნება მმართველი გუნდის პრეზიდენტობის კანდიდატი, რაც შეიძლება „ქართული ოცნების“ გაყოფის მიზეზი გახდეს. ვფიქრობ, რომ საპრზედენტო არჩევნების შემდეგ ეს პროცესი უფრო დაჩქარდება. აქ ლაპარაკი არ არის ერთიან მსოფლმხედველობაზე და არც არასდროს ყოფილა. ლაპარაკია იმაზე, ვინ მიიღებს ხელისუფლებას 2020 წელს. ანუ, „ქართული ოცნების“ შიგნით რომელი დაჯგუფება იქნება წამყვანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. არის უფრო ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც უფრო რადიკალები და მაქსიმალისტები არიან, ასევე არის ძველი ჯგუფი“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

როგორც ძაბირაძე აცხადებს, 2020 წლისთვის რომელი ჯგუფი მოიგებს ამ ბრძოლას, ჯერჯერობით ნათელი არ არის. მისი თქმით, მნიშვნელოვანია რომელი ჯგუფი დააკომპლექტებს საპარლამენტო სიას, რადგან, როგორც წესი, ქართულ პოლიტიკაში სწორედ სიის დაკომპლექტება ხდება უმრავლესობის დაშლის მიზეზი.

„2008 წელს ბურჯანაძე და მისი გუნდი სწორედ სიის დაკომპლექტების გამო გამოეყო „ნაციონალურ მოძრაობას“. როდესაც პოლიტიკური გარემო იგივეა, სხვაგვარად პოლიტიკური პარტიები ვერ მოიქცევიან და არც მოიქცევიან. აი, ეს არის პრობლემა. 2020 წელს ვისი ინტერესები იქნება დაცული, იქ იქნება უმრავლესობა - ეს არის დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკა და შიდა დაპირისპირებებიც ამის ფონზეა.

არავითარი იდეოლოგიური დაპირისპირება არ არის. თუ ასეა, მაშინ იქნებ ვინმემ ახსნას. ან მე არ მესმის რა არის იდეოლოგია, ან უბრალოდ სხვადასხვა რამეზე ვლაპარაკობთ. თუ იდეოლოგიური დაპირისპირება არის, მაშინ თქვან ასეთი რა შეუთავსებლობაა, ან აქამდე რატომ არ იყო. საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩა 2 წელი და თუ ვინმე ცდილობს ახალ თამაშის დაწყებას, ეს ის დროა როდესაც პროცესი უნდა დაიწყოს. ამიტომაც მოხდება ფერმენტაცია. ყველა ჯგუფს თავისი ინტერესები აქვს, რამდენად იქნება ეს ინტერესები თავსებადი ამაზე იქნება დამოკიდებული შეძლებს თუ არა „ქართული ოცნება“ ერთიანობის შენარჩუნებას. თუ არ იქნება თავსებადი, მას ვერც ივანიშვილი უშველის და ვერც მამაზეციერი, უმრავლესობა მაინც დაიშლება“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ნანახია - 1260

antoni

2018-04-11 08:39:09

"დედა რა ვნახე" არცერთი უქნია ღმერთს, მაგრამ ფოფხაძე მართალი მგონია; ისედაც ჩანს, რომ კადაფისვარცხნილობიან კობახიძეს, მდინარაძეს, მათიკაშვილს, ზარდიაშვილს, ოხანაშვილს არ ასვენებთ გამჩენი და უშნო ამბიციებში არიან. პარლამენტის დირექტორობა უნდათ; თავიანთი "ჭკუით" ჭრა და კერვა უნდათ რაც აშკარად არ გამოვა

natali

2018-04-11 09:01:19


„არ ვიცი, რომელ განცხადებაზეა საუბარი, რა არის შეურაცხმყოფელი. ამ საკითხებს სჭირდება შიგნით დისკუსია. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც გარეთ საუბრობს იმაზე, რაც არ მოსწონს. ვარჩევ საკითხებს, რაზე უნდა ისაუბრო საჯარო სივრცეში და რაზე - შიგნით. მე მგონია, რომ ყველამ უნდა გაარჩიოს ეს“, - დასძინა ეკა ბესელიამ.

--------------------
რაიო???? :)))
ამ ბესელიას ხომ არ დაავიწყდა რომ ეგ პარლამენტიც ჩვენია, თვითონაც ჩვენი დაქირავებულია და ჩვენს (ამომრჩევლის) ზურგს უკან რამის ჩალიჩს რა ჰქვია???? ზუსტადაც ყველაფერი უნდა ვიცოდეთ რა ხდება ჩვენს (!!!!) პარლამენტში რომელის შენახვაშიც ბიუჯეტის დიდი ნაწილი(რამდენი პროცენტია არ ვიცი) იხარჯება.
თავი კომუნისტების დროის სკოლის დირექტორი ხომ არ ჰგონია?
ისე კი ხალხი ისე ვერ იტანს, საითაც ეგაა ის მხარე წაგებულია იცოდეთ:)))

natali

2018-04-11 09:05:55

antoni
პოსტი დავწერე და მერე წავიკითხე შენი პოსტი:))) რატომ გაგვახსენდა ორივეს დირექტორები?:))))))
კობახიძის ვარცხნილობას ისე გადაეკიდნენ, ჯინაზე ლამის მომეწონოს მაგის ვარცხნილობა:)))
ეს ზარდიაშვილი კიდე მართლა გამოცანაა. ვერავინ გაიგო რა უნდა მანდ.
მოკლედ დიდი აბდაუბდაა რააა:)))))))

antoni

2018-04-11 09:53:28

კობახიძეს ისემც უქნია კიკინები გაუკეთებია, მაგრამ პოლიტიკოსის ასეთი ვარცხნილობა, თან დღეს, აშკარად ცუდზე მეტყველებს - ანაქრონიზმია :-)

natali

2018-04-11 10:00:18

კი, ისევე როგორც დიდი საყურეები,მძივები, სამაჯურები, ბროშები....ყველაფერი ერთად ასხმული... და წითელი პომადა:))))))

natali

2018-04-11 10:01:54

ხოოო....კიდევ....მაღალ პლატფორმაზე კომბლებივით ფეხსაცმელები, ძლივს რომ დააქვთ:))))))))......

natali

2018-04-11 10:02:38

ნუ...ახლა ბესელკებზე ბევრი ილაპარაკეს და მე აღარაფეს ვიტ/ყვი:)))))))

antoni

2018-04-11 12:27:19

აშკარაა აზრიანი და გემოვნებიანი ქალბატონი ბრძანდები

tngh

2018-04-11 14:08:11

აშკარად ზედმეტად მეჩვენება ის აჟიოტაჟი, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით ატყდა... არ ღირს ქ-ნ ნინიაზე ამდები დროის დაკარგვა. არც გედევანი არის სიგუა ან კიტოვანი, რომ "ნაც-ოპოზიცია" გაახაროს. დარწმუნებული ვარ, იგი ისეთ ქმედებას არ ჩაიდენს, რომელიც ქვეყანას ავნებს...

ფხიზელი

2018-04-11 21:25:16

აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის, რაზე ატყდა ეს ამბავი:
თუკი პარლამენტის მიერ დადგენილია, რომ ოპოზიციას კვოტით ეკუთვნის "საზმაუს ბორდში" 2 წევრის წარდგენა, ამ ხალხს რა აჩხუბებს?!
ნინიას ხომ არ დაუდგენია ეს, თქვენ დაადგინეთ, ხომ?
ჰოდა, მორჩა! - ვინც უნდათ, იმას წარადგენენ: უნდათ "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" წევრს წარადგენენ, უნდათ მუსულმანს, უნდათ ბუდისტს და უნდათ - ათეისტს! - თქვენ ვინ გკითხავთ?!
თქვენ რომ იყოთ ოპოზიცია, მათთვის საურველ კანდიდატს წარადგენდით?!
გასაოცარია პირდაპირ!..

arichopra 2

2018-04-11 21:34:23

ჩემი ნება რომ იყოს ტერეზა მეის და ირინა სარიშვილს არასად ავარჩევინებდი, ის კი არა კენჭისყრის ნებასაც კი არ მივცემდი... ჯერ შესახედაობის გამო, მერე უგვანი აზრების გამო, და საერთოდ!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80