„ის რაც მოხდა ბელიაშვილის ქუჩაზე, აქ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ და არა საზოგადოებამ“
საზოგადოება

„ის რაც მოხდა ბელიაშვილის ქუჩაზე, აქ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ და არა საზოგადოებამ“

„ის რაც მოხდა ბელიაშვილის ქუჩაზე, აქ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ და არა საზოგადოებამ“
თამთა ქარჩავა

2018-04-11 11:30:54

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკითხულია 20-მდე პირი, მათ შორის კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარე. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება მუშაობს დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის მიმართულებითაც. კვალიფიკაციის საკითხი გადაიხედება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დასრულდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და გამოძიებას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ექნება სრული სურათი.

მომხდარი ფაქტის ირგვლივ ინფორმაციის მქონე პირთა გამოკითხვა ამ დრომდე გრძელდება. ადგილობრივ მოსახლეობასა და საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

8 აპრილს, აფრიკელმა სტუდენტმა ბენ ზეგემ სოციალურ ქსელში, ბელიაშვილის ქუჩაზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ მათ ქართველი მამაკაცები შეურაცხყოფას აყენებენ. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი კი ამბობს, რომ უცხოელების ჯგუფმა მათ მეზობელს ხელი ჰკრა და წააქცია. ნიგერიელი სტუდენტების ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, მათ მძიმე დაზიანებები არ აქვთ და არ საჭიროებს არც ერთი მათგანი სამედიცინო დახმარებას.

„ყველა მათგანმა ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი განაცხადა, რადგან არ უნდათ დამატებითი ბიუროკრატიული პროცედურების გავლა“, - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

გამომდინარე იქიდან, რომ კამათი სტადიონზე დაიწყო, თბილისის მერი კახა კალაძე ინიციატივით გამოვიდა, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართოს. შეხვედრის ორგანიზებით კალაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს მიმართა.

„არავის მოეწონა ის, რაც იმ დღეს მოხდა ბელიაშვილის ქუჩაზე. ძალიან სამწუხაროა. თბილისი ყოველთვის ტოლერანტულად ითვლებოდა და შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ტოლერანტული ქალაქია. ის რაც მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი. ჩვენ ქართველებს არ გვჩვევია ასეთი დამოკიდებულება და მიდგომები.

მინდა ვთხოვო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს, რომ თუ არის ამის შესაძლებლობა, კვირის ბოლოს გააკეთოს ერთი ამხანაგური თამაში იგივე მოედანზე, ბელიაშვილის ქუჩაზე, სადაც სასწავლებლად ჩამოსული აფრიკელი სტუდენტები, ვინც იმ დღეს თამაშობდნენ და ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას. ვისაც სურვილი გაქვთ, ჩვენც ჩავერთოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს გამოხმაურება მოჰყვა პარლამენტში. უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო შემწყნარებლობის და ტოლერანტობის მაგალითი და ეს ასეც დარჩება.

„რა თქმა უნდა, ხელისუფლება საკუთარ პასუხისმგებლობას სრულად განახორციელებს. მინდა მივესალმო თბილისის მერის, კახა კალაძის წინადადებას, რომ გაიმართოს საფეხბურთო მატჩი, რითაც ეს გაუგებრობა ამოიწურება“, - განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.

ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტის პარალელურად, გარკვეული ძალების მხრიდან აქტიურად შეინიშნება ანტიდასავლური განწყობების წახალისება და ამასვე ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში. სუს-ის ანგარიშიდან გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მცდელობები, ქვეყანაში გააძლიერონ და გააფართოონ პოლიტიკური გავლენის ინფრასტრუქტურა.

საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტთა ჯგუფი, რომლებიც სოციალური ქსელების მეშვეობით აქტიურად ავრცელებდნენ რადიკალურ მოწოდებებს. ამავე ანგარიშის თანახმად, საკუთარი ამოცანების შესასრულებლად, სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები კვლავ აქტიურად იყენებენ „ჰიბრიდული ომის“ ტაქტიკას, რომლის საშუალებითაც პროპაგანდისტული მედიაკამპანიისა და დეზინფორმაციის კომპონენტების, კიბეროპერაციებისა და ცალკეული კიბერშეტევების, დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფებისა და საზოგადოებრივ–პოპულისტური გაერთიანებების გამოყენებით, სასურველი შედეგის მიღებას ცდილობენ.

სუს არ აკონკრეტებს რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები აწარმოებენ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს, თუმცა, ანალიტიკოსის ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, რთული მისახვედრი არ არის, რომ რუსეთი აწარმოებს ჰიბრიდულ ომს და რომ რუსეთი საქართველოდან არ წასულა.

„ის რაც მოხდა ბელიაშვილის ქუჩაზე, აქ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ და არა საზოგადოებამ, რადგან აქ არის ორი მხარე. ფაქტია, არსებობს ჯგუფი, რომელიც ცდილობს საქართველოს შეუქმნას არაუსაფრთხო ქვეყნის იმიჯი. ვიღაცა ცდილობს ეს ფაქტი გამოიყენოს ჩვენს წინააღმდეგ. თუმცაღა არის მეორე უკიდურესობა - ცდილობენ რასიზმის ელემენტები შემოიტანონ და რასიზმობა დაგვაბრალონ. ამიტომ, ხელისუფლება უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე.

რუსეთი როგორც იყო საქართველოში, ისე დარჩა, ეს სიახლე არავისთვის არ არის, ოღონდ შეიძლება, შეიცვალა ფორმა. აქ პრობლემა სხვაგვარად არის. ეს არის მოცემულობა, რომელსაც უნდა ებრძოლოს სახელმწიფომ. არა მარტო განცხადებები გააკეთოს, არამედ შეიმუშაოს მთელი რიგი ღონისძიებები. ხელისუფლებას შეუძლია ერთი ფაქტი მაინც დაასახელოს, როგორ იბრძვის ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ?“, - აცხადებს ძაბირაძე.

მისი თქმით, საქართველოში დიდი ხანია მიდის დასავლური ღირებულებების დისკრედიტაცია და როდესაც დასავლური ღირებულებები სექსუალურ უმცირესობებამდე დაჰყავთ, ამ პრობლემისადმი სერიოზული პროპაგანდა არ მიმდინარეობს.

„დასავლეთი მართლმადიდებლობას ებრძვის“ - ეს ნარატივი სულ ტრიალებს ქართულ საზოგადოებაში, მაგრამ არავინ არ ლაპარაკობს იმაზე, რა ხდება ბულგარეთში, საბერძნეთში სადაც მართლმადიდებელი მოსახლეობა არის. თუ იქ არ მოხდა ამ ღირებულებების წარწყმენდა, რატომ მოხდება საქართველოში?! როდესაც დინებაზეა მიშვებული პროცესები, მოხდება ისეთი რამ, რომელსაც ის სახელმწიფო გამოიყენებს, რომელიც მუდმივად აწარმოებს ჰიბრიდულ ომს. ამ მუდმივობას უნდა დავუპირისპოროთ მუდმივი, გააზრებული და ჩამოყალიბებული პოზიცია“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ნანახია - 844

პლატონი

2018-04-11 12:14:08

სწორედ მაგ ტოლერანტობის ბრალია რომ სამაჩაბლო დავკარგეთ. ჩვენი წინაპრები კავკასიონის აქეთ არ უშვებდნენ ოსებს. თურქს ისე ეშინოდა აჭარაში შემოსვლა თუ ვინმეს იცნობდა საზღვართან იბარებდა.

antoni

2018-04-11 12:59:37

"ცისფერი მთებისა" არ იყოს იმ წიგნს არჩევთ, რომელიც არ წაგიკითხავთ. ვინც შავკანიანების მხარესაა, მას რასიზმი და დისკრიმინცია მიაჩნია უდაოდ; ვინც ადგილობრივი მაცხოვრებლების მხარესაა - ბავშვის ცემა, ნიგერიელთა აგრესია და ველურობა. გამოძიება არავის უნდა, ყველას ჭეშმარიტება ის ჰგონოა, რასაც თვითონ ფიქრობს! ეს ნორმალურია?

natali

2018-04-11 13:02:19

ტოლერანტი უნდა იყო სხვების დასანახად, პოლიტიკა კი უნდა გაატარო სუფთა ეროვნული. ამისთვის უნდა გეყოს ჭკუა.:)))ჩვენ კი პირიქით ვაკეთებთ.

მეგრელი

2018-04-11 14:04:00


ხვალ და ზეგ მიგრანტები თუ ,,სტუდენტები" უარესს გააკეთებენ.ყველამ იცის იქ რატომ მოხდა . თუმცა ძაბირაძის არ იყო წინასწარ ცნობილია მომავალშიც თუ ვისი ,,ბრალი" იქნება.

,,საითკენ , საითკენ მიისწრაფით თქვენ , უგუნურნო".-Quintus Horatius Flaccus. იყო ასეთი პოეტი ძველ რომში.

მეგრელი

2018-04-11 14:57:48

რთული მისახვედრი არ არის, რომ რუსეთი აწარმოებს ჰიბრიდულ ომს ვახტანგ ძაბირაძე
-----------------------------------------------------------------------------------

დამაჯერებისათვის უნდა დაგემატებინათ შემდეგი: როგორც იუწყება სოცქსელებში სამხედრო ბლოგერი ჩინეთის ფლოტი რომელიც ეხლა იმყოფება ხმელთაშუა ზღვაზე ოპერატიულად დაემორჩილა რუსეთის ესკადრის მეთაურს. მეორე სამხედრო ბლოგერი ქსელებში იუწყება , რომ ჩკალოვსკიდან ანკარაში დარეგისტრირდა ტუ-154 ს/ნ 85605 გაფრენა მაღალი რანგის სამხედროებით ბორტზე. გადის ინფორმაცია მოზდოკიდის საჰაერო სამხედრო ბაზიდან ირანის მიმართულებით სტრატეგიული ბომბდამშენები ტუ-22 ჯგუფის გადასროლა .როგორც ItaMilRadar იუწყება წყალქვეშა ნავებზე მონადირე Boeing P-8A Poseidon ს/ნ 168439 აფრინდა ავიაბაზა Sigonella და მოძრაობს ს/ირიის მიმართულებით. გუშინ რუსებმა ავიაბაზიდან ტუ-154 გაიყვანეს სამოქალაქო პერსონალი (ზედმეტი). დღეს იწურება 48 საათი რაც რუსეთს მისცა ტრამპმა. როგორც დღევანდელი ტაიმსი იუწყება https://www.thetimes.co.uk/edition/news/may-resists-calls-to-join-us-action-against-syria-kmdg697xg ინგლისი არ მიიღებს მონაწილეობას იმ 22 ობიექტების დაბომბვაში (სადაც არის ტარტუს და ხემეინის ბაზები) რომელიც თურქულმა წყარომ გაავრცელა. ნორფოლკიდან გამოვიდა ავიამზიდი ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით და ასე შემდეგ .. . და ბუნებრივია ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი საყოფაცხოვრებო (უკაცრავად ) რასისტული ინციდენტიც ამ რგოლის ჰიბრიდულ-მალე ცხელი ომის ნაწილია.კარგი იქნება ეს ყველაფერი რუსულად თარგმნოთ და რუსულ სოც ქსელებში გაუშვათ.

natali

2018-04-11 16:30:46

ვაახ კაცოო, მეგრელიიი...


შენ ჩვენი ბიძაშვილი ხარ თუ რუსის ან ნიგერიელის?:)))))))))))

ფხიზელი

2018-04-11 16:58:38


natali:

"ტოლერანტი უნდა იყო სხვების დასანახად, პოლიტიკა კი უნდა გაატარო სუფთა ეროვნული. ამისთვის უნდა გეყოს ჭკუა.:)))ჩვენ კი პირიქით ვაკეთებთ."
--------------
ბრავო!
ზუსტი ხარ, ნატალი!

ფხიზელი

2018-04-11 17:10:15

ძალიან ცოტა დროა გასული მას შემდეგ, რაც ამერიკაში შავები და თეთრები სხვადასხვა ავტობუსებით მგზავრობდნენ.

დღეს კი ისე შეტრიალდა სიტუაცია (განსაკუთრებით, ობამას შემდეგ), ვიღაც უქნარა შავი რომ სამსახურიდან გაუშვა, რასიზმის ბრალდება გარანტირებული გაქვს!

აგერ, ჩვენთანაც შეიკრიბა 9 გრანტიჭამია ა ს ო , გააშანშალა ერთობლივი საჩივარი, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი, ცალსახად, რასიზმის გამოხატულებაა, ასოცირების ხელშეკრულების დარღვევაა და ამიერიდან ქართველებს თავი აღარ გამოგვეყოფა მსოფლიოში, ამ ჩხუბის მონაწილე ქართველები თუ არ დაისაჯნენ, როგორც რასისტები!

მეგრელი

2018-04-11 17:44:00

natali
--------
არ წაიკითხო ჩემი პოსტები იმაზე რაც ხდება რეალურად და იკითხე ძაბირაძე-მაისაიას ტანდების ზღაპრები ,,ხალვაზე". ეხლა გავიდა ინფო რომ ტუ-22 ერთად ირანში გადაისროლეს სტრატეგიული ტუ-95 და ილ-78 (ტანკერები). ერთი საათის უკან რუსეთის საელჩომ ავსტრალიაში (რას ნიშნავს არ ვიცი) გაავრცელა რუსეთის განცხადება ს/ირიის კრიზისზე. ჯერ არ მითარგმნია და ვერ გეტყვით შინაარს.რატომღაც რუსებმა , გასაიდუმლოებული ორხმრივი შეთანხმებით (სსრკ-აშშ) , მასალა დადეს 1977 წლის მომხდარ ,,ინციდენტზე" , როცა რუსულმა ტუ-16 წყნარ ოკენაშე რაკეტით 200 კმ სიშორის მანძილიდან შეუტია ამერიკულ ატომურ ფრეგატს . 24 ამერიკელი მეზღვაური დაიღუპალა თურმე ხოლო ათეულობით მეზღვაური რუსულ ვერტფრენს გადაურჩენია. სურათების თანხლებით. აშშ ჯერ არ დაუდია მსგავსი გასაიდუმლოებული მასალა. წესით მანაც უნდა დადოს თუ აქვს. დაველოდოთ მოვლენებს ნატალი. ისე თუ დიდი ბახა-ბუხი დაიწყეს 30 წუთში მორჩება ყველაფერი.

natali

2018-04-11 18:21:06

რომ არ დაველოდოთ, რა უნდა ვქნათ როოოო:))))))))

natali

2018-04-11 18:23:09

არადა როგორ უხაროდა პუტინს ტრამპის არჩევა.:)))))))) ხომ ვამბობდი ტ/ყუილად უხარიათ მეთქი.

მეგრელი

2018-04-11 18:27:25

natali
--------------

ეს კი ნატალი, სულ ეხლან გადის . აშშ პრეზიდენტის E-4B Nightwatch საჰაერო ბაზა რაით-პეტერსონიდან (დეტროიტი) აფრინდა. ეს უბრალო თვიფრინავი არარის. იქ მხოლოდ პრეზიდენტი , თავდაცვის მინისტი და გაერთიანებული შტაბის უფროსი ჯდება.ანუ ვისაც შავი ,, ჩემოდანი" აქვს. მას შეუძლია ერთი კვირა იფრინოს ზაპრავკას ჰაერში აკეთებს . სამეთაურო ხომალდია "განკითხვის დღე" თვითფრინავს ეძახიან.თვითფრინავი მიფრინავს ილინოსის შთატის მიმართულებით. ანალოგიური აქვთ რუსებსაც ილ-80 .ჩემთვის უცნობია ის აფრინდა თუ არა ჩკალოვსკის (30 კმ მოსკოვიდან ) სამხედრო აეროდრომიდან.

natali

2018-04-11 18:43:15

ხო, წავიკითხე. თვითონ რა ენაღვლებათ ....

მეგრელი

2018-04-11 18:56:46

natali2018-04-11 18:23:09
არადა როგორ უხაროდა პუტინს ტრამპის არჩევა.:)))))))) ხომ ვამბობდი ტ/ყუილად უხარიათ მეთქი.
----------------------------
კარგი პოსტია ოღონდ თქვენი პოსტი არ გაუხარდებათ ,,ექსპერტებს" და არამხოლოდ მათ ვინც ერთი წელია ამას გვიმტკიცებდნენ. თუ არ გჯერათ ჩემი გადაათვალერეთ ერთი წლის უკანდელი ფორ. ჯე ზე მათი ,,მოსაზრებები".იცის ხალხმა პოლიტიკა , დაბადებიდან .

arichopra 2

2018-04-11 19:45:51

ვერ იფრენს, ამერიკელები ჩამოაგდებენ მსოფლიო მთავრობის დაკვეთით. სწორედ მაგიტომ ააფრინეს!ჭკვიანი კაცი ხარ და ამდენს როგოირ ვერ ხვდები?

ფხიზელი

2018-04-11 21:02:36

გლობალური პოლიტიკიდან ისევ "ჩვენს ცხვრებს" რომ დავუბრუნდეთ, მე რა მაინტერესებს:
ასოცირების ხელშეკრულებაში გვიწერია, რომ ნიგერიელებს თავი უნდა ვაცემინოთ?
თუ ეგრეა, მხოლოდ ნიგერიელებთანა გვაქვს ასეთი ვალდებულება თუ სხვებთანაც (მაგ. ზამბიელებთან, ბურუნდიელებთან, მოზამბიკელებთან და ა.შ.)?
იმათთან თუ არა გვაქვს ასეთი ვალდებულება, ეს იქნება ძალიან ცუდი, რადგან გამოდის, რომ მათ ვჩაგრავთ და ირღვევა პარლამენტის მიერ მიღებული "ანტიდისკრიმინაციული" კანონი!

arichopra 2

2018-04-11 21:27:30

მეგრელი, როგორ ფიქრობ თუ ამერიკა გამოიყენებს სტრატეგიულ ბირთვულ იარაღს, რუსეთმა უნდა დაარტყას "დიდ ბრიტანეთს", საფრანგეთს, გერმანიას, პოლონეთს?

მეგრელი

2018-04-11 22:37:44

arichopra 2
--------------

,,სტატისტიკურად ორჯერ ორი საშუალოდ არის ოთხი"-ჰენრიკ იაგოძინსკი , პოლონელი მწერალი-სატირიკი. აფორიზმები აქვს უამრავი.

პლანეტა დედამიწის ისტორიაში 6 მსოფლიო ომი იყო.

1. ოცდათწლიანი ომი 1618-1648. პროტესტანტული ევროპა და კათოლიკური ევროპას შირის თავიანთი მოკავშირეებით.
2. ომი ესპანეთის ტახტისთვის 1701-1714 .
3. შვიდწლიანი ომი .1756-1763 ევროპა პლიუს ჩრდილოეთ ამერიკა , კარიბის ბასეინი, ფილიპინები , ინდოეთი .ამ ომში რუსეთიც მონაწილეობდა და საინტერესო არის ის რომ ორივე მხარეს იომა.
4. ნაპოლეონის ომები.

5. 1914-1918
6. 1939-1945.

ანუ შემდეგი მე-7 იქნება. დააკვირდით ყველა ომი დაიწყო ევროპაში , ევროპა იყო ეპიცენტრი , მიმდინარეობდა ძირითადად ევროპაში და ევროპას მე-7 არ აცდება.

აშშ აქვს ბირთვული იარაღის (290 ბომბი B61 ) საწყობები ევროპაში : გერმანია, იტალია, ბელგია და ნიდერლანდები. თურქეთიდან გაიტანა . 2017 გავიდა ინფორმაცია (იტალიელი ანალიტიკი მანლიო დინუჩი) რომ ევროპელი ფრინავები გადიან სწავლებას ბომბის ჩამოგდებაზე . რუსეთი გლობალური ომის პირობებში მიიტანს იერიშს ყველა იმ ქვეყანაზე რომლის ტერიტორია წარმოადგენს საშიშროებას რუსეთისთვის სტრატეგიული იარაღის ან სტრატეგიული იარაღის კომპონენტების კუთხით .





arichopra 2

2018-04-11 23:58:13

დიახ, როცა ეს რიტორიკული შეკითხვა დავსვი, სწორედ ეს ვიგულისხმე! ევროპის ქვეყნები, აშშ-ს მოკავშირეები ფაქტიურად მძევლები არიან მომავალი ომის დაწყებამდე. ჭკუა რომ ჰქონდეთ და პოლიტიკური სმწიფე მაგ ქვეყნების ხელმძღვანელობებს, მუხლებზე დაჩოქილნი უნდა ეხვეწებოდნენ ტრამპს დ ააშშ-ს, გაჩერდით, ტრ-კის თამაშს თავი დაანებე, არ დაგვღუპოო! კალინინგრადიდან ვარშავაში ტაქტიკური, ბირთვულქობინიანი რაკეტის მიფრენას 5 წუთი ნუნდა! თან ამ რაკეტის ჩამოგდება სულაც არ არის გამოსავალი.სადაც ჩამოვარდება იქ აფეთქდება ის ბირთვული ქობინი

dimpi

2018-04-12 08:51:17


ალბათ ჯობია რო მძევლები იყვნენ, მძევლები რო არ იყვნენ ფარდა ახდილ ევოპაში იმხელა საგიჟეთ-პათოლოგიას დაინახავ რო აქაური კაპრიზობად მოგეჩვენება

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80