რატომ სთხოვენ პრეზიდენტს იმას, რისი გადაწყვეტაც არ შეუძლია?

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

რეტრომედია

რატომ სთხოვენ პრეზიდენტს იმას, რისი გადაწყვეტაც არ შეუძლია?

რატომ სთხოვენ პრეზიდენტს იმას, რისი გადაწყვეტაც არ შეუძლია?
„ალია“, 29 აპრილი, 2015 წელი

2018-04-11 12:40:05

28 აპრილს 11 არასაპარლამენტო პარტიის ლიდერები პრეზიდენტ მარგველაშვილს შეხვდნენ. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები. მართალია, გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო კოდექსში ვერაფერს ცვლის, მაგრამ ამდენი ხალხი მაინც მიადგა, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხში მხარი დაგვიჭირეთო. ჰოდა, ისიც უჭერს, რა პრობლემაა? 2016 წლის არჩევნებისთვის "ქართული ოცნება" მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არ ეთანხმება და ალბათ, ამ საკითხს არც განიხილავენ, მაგრამ არასაპარლამენტო პარტიებმა ამ შემთხვევაში მოძებნეს ე.წ. ოქროს შუალედი - საქართველო დაიყოფა ოლქებად და საპარლამენტო მანდატები გადანაწილდება მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.

რა ხდება და რაზე ისაუბრეს "სტუმრებმა" პრეზიდენტ მარგველაშვილთან? ამაზე "ალიას" "სამოქალაქო განვითარებისა და დემოკრატიის" ცენტრის ხელმძღვანელი, ლადო ბოჟაძე ესაუბრება:

ლადოდავიწყოთ იმითრა "ბაგაჟითმივიდნენ პრეზიდენტთან არასაპარლამენტო პარტიების ლიდერებირა გვინდაო?

- ჩვენ, არასამთავრობოებმა და არასაპარლამენტო პარტიებმა შევადგინეთ მემორანდუმი, მოვაწერეთ ხელი, სადაც არის დაფიქსირებული რამდენიმე მოთხოვნა. პირველ რიგში, ეს არის ამომრჩეველთა ხმების პროპორციულად ასახვა მანდატებში. ესე იგი, ხმების რამდენი პროცენტიც ექნება კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, უნდა მიიღოს ზუსტად იმდენივე მანდატი. ახლა გვაქვს ასეთი საარჩევნო კოდექსი: შენ შეიძლება მიიღო ხმების 40 პროცენტი, მაგრამ მოიპოვო მანდატების 60 პროცენტი. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ მომავალ არჩევნებში იყოს შერეული სისტემა.

მკითხველისთვის რომ გასაგები იყოსკარგად გავშიფროთჩვენ დასაწყისში გვაქვს 100 პროცენტიდავუშვათაქედან 40 პროცენტი აიღო "ქართულმა ოცნებამ", რატომ მოდის უმრავლესობით?

- ჯერ ერთი, მანდატების რაღაც რაოდენობა რჩება იმ პარტიებისგან, რომლებიც ვერ გადალახავენ 5-პროცენტიან ზღვარს, მეორე - იმის გამო, რომ პარტიას აქვს უფლება, გაიყვანოს ასევე მაჟორიტარები, გამოდის, 40 პროცენტს კი იღებს, მაგრამ ამას ემატებიან მაჟორიტარები. სინამდვილეში პარტია იღებს ნაკლებ პროცენტს, მაგრამ მაჟორიტარული სისტემის წყალობით ხდება მმართველი ძალა. ახლა საკითხი დგას ისე, როგორც, მაგალითად, გერმანიაშია - მანდატების საერთო რაოდენობა შედის ხმების რაოდენობაში. დღეს ჩვენ გვყავს პარლამენტში 150 დეპუტატი, თუ "ქართულმა ოცნებამ" აიღო 40 პროცენტი, ეკუთვნის 60 მანდატი. ამ შემთხვევაში დაითვლება ხმები და მიიღებს ზუსტად 60 მანდატს, ცალკე აღარ იქნება მაჟორიტარების მანდატები. რა სისტემაც ახლა ჩვენ გვაქვს, ამას "ნაცმოძრაობაც" იყენებდა მშვენივრად და "მოქალაქეთა კავშირიც", ამ სისტემით შესაძლებელია ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება სახელისუფლებო ძალის მხრიდან.

ეს გასაგებიამაგრამ როგორც ვიციამ ცვლილებას სჭირდება პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობაანუ 114 ხმარაც ძალიან ძნელი მოსაპოვებელი იქნება.

- კი, ბატონო, საჭიროა 114 ხმა. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ ცვლილებას მხარს უჭერენ "ნაციონალები". ამ საარჩევნო კოდექსის ავტორები ეგენი არიან, ადრე აწყობდათ და მშვენივრად იყენებდნენ, მაგრამ ახლა სხვა დრო დაუდგათ. ძალიან კარგად იციან, რომ პროსახელისუფლებო სისტემა მათ წისქვილზე აღარ ასხამს წყალს. ცვლილებას ასევე მხარს უჭერენ ირაკლი ალასანიას პოლიტიკური გუნდი და კოალიციაში შემავალი "რესპუბლიკური პარტია". ამ შემთხვევაში პრეზიდენტთან შეხვედრა ატარებდა სიმბოლურ ხასიათს, ის რეალურად ვერც კონსტიტუციას შეცვლის და ვერც ცვლილებებს შეიტანს. ეს მაინც პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ 114 ხმა არ გროვდება, აქ პრობლემას ქმნის 73 მაჟორიტარი. ისინი თვლიან, რომ პოლიტიკაში მათი ყოფნა მხოლოდ ამ სისტემით არის შესაძლებელი. პარლამენტში არიან ადამიანები, რომლებიც 1995 წლის შემდეგ სწორედ ამ სისტემის წყალობით სხედან პარლამენტში. თუ მაჟორიტარული სისტემა გაუქმდება, ამ ადამიანებს მოუწევთ პარტიების ძებნა, რათა ჩაწერონ სიებში და როგორმე გავიდნენ პროპორციული სისტემით. აი, ეს ფაქტორი აფერხებს ამ საკითხს. მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ "ქართული ოცნება" აცნობიერებს რეალობას და შერეულ სისტემაზე მაინც უნდა წამოვიდეს. ჩვენ ხელისუფლებას ვთავაზობთ ბლოკურ კენჭისყრას, ოღონდ მრავალმანდატიანი ოლქებით, ანუ თუ ერთი რაიონი ირჩევს ერთ კანდიდატს, აირჩევს რამდენიმე კანდიდატს. აქ ჩნდება შანსი, რომ ოპოზიციამაც გაიყვანოს თავისი კანდიდატი და ასევე შეიძლება, საინიციატივო ჯგუფებმაც დაასახელონ.

ამაზე იუსტიციის მინისტრმაც გააკეთა განცხადება და უმრავლესობის ლიდერებისგანაც ვიცირომ ამას ემხრობიანანუ უნდათმანდატები გადანაწილდეს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვითმოდიმაგალითად ავიღოთ ჩემი რაიონისიღნაღისადაც დღეს გვყავს ერთი მაჟორიტარითუ მოსახლეობის რაოდენობაზე გადავალთრა მოხდება?

- მაგალითად, სიღნაღში, ლაგოდეხსა და გურჯაანში მოსახლეობა აირჩევს სამ კანდიდატს. ადამიანი თვითონ გადაწყვეტს, ერთ კანდიდატს შემოხაზავს, ორს თუ სამს. კი, ბატონო, მოიგოს "ქართულმა ოცნებამ", მაგრამ იმის გამო, რომ სამი მანდატი იქნება, სხვებსაც აქვთ შანსი, შევიდნენ პარლამენტში. ჩვენ მაჟორიტარულ ოლქებში გვაქვს დიდი დისპროპორცია, მაგალითად, ქუთაისი, სადაც 155 ათასი კაცი ცხოვრობს, ირჩევს ერთ დეპუტატს და 5-ათასკაციანი ყაზბეგიც ირჩევს ერთ დეპუტატს. აქ გაერთიანდებიან მეზობელი მუნიციპალიტეტები და მანდატების რაოდენობა გამოიყოფა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.

პარლამენტართა რაოდენობა იგივე რჩება?

- კი, იგივე რჩება, კონსტიტუციას ვერც ამ მხრივ ვცვლით. მე ბოლო არჩევნების შედეგების მიხედვით დავითვალე და შემიძლია გითხრათ, რამდენ პროცენტს აიღებს "ქართული ოცნება" და რამდენს აიღებს "ნაცმოძრაობა". მაგალითად, კოალიციამ 2012 წელს აიღო 1 მილიონ 200 ათასი ხმა, ხოლო ბოლო არჩევნებზე აიღო 720 ათასი ხმა.

ბოლო არჩევნებში ადგილობრივს გულისხმობ?

- დიახ... შეიძლება ადგილობრივი არჩევნები ცოტა დაბალ დონედ ითვლება, მაგრამ 500-ათასიანი გარღვევა მაინც ნამეტანია. "ნაციონალებმა" 2012-ში აიღეს 800 ათასი ხმა, ხოლო ადგილობრივში - 300 ათასი. 2016 წელს არჩევნებს კვლავ მოიგებს "ქართული ოცნება", ბოლო შედეგებს ცოტა გააუმჯობესებენ და ეს იქნება 40 პროცენტი. რაც შეეხება "ნაციონალებს", უკეთეს შემთხვევაში ექნებათ 15 პროცენტი. მე დარწმუნებული ვარ, 2016 წლის არჩევნები იქნება ძალიან პრინციპული და არანაკლები, ვიდრე იყო 2012 წლის არჩევნები. ასევე, აქტივობაც იქნება მაღალი. პრეზიდენტი მარგველაშვილი მხარს უჭერს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას.

პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმებას მხარს არ უჭერს?

- არა, ამ თემაზე ჯერჯერობით არ არის ლაპარაკი. თუ საკონსტიტუციო ცვლილებები არ განხორციელდა და არ ჩაიწერა, რომ 2018 წელს პრეზიდენტს აირჩევს პარლამენტი, მაშინ ისევ ჩატარდება პირდაპირი არჩევნები და წყალში გადაიყრება მილიონები. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არც ამაზეა საუბარი. მე ვარ საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთ ჯგუფში და ოფიციალურად არავინ არაფერს ამბობს. არადა, ამ მიმართულებითაც ბევრი გვაქვს სამუშაო. თუ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა, მაშინ მთლიანად უნდა გადავიდეთ ამ სისტემაზე.

რა საჭიროა პრეზიდენტირომელსაც არავითარი უფლებები არ გააჩნია?

- საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტებს აკისრიათ არბიტრის ფუნქციები. თუ შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი, დაითხოვს ან პარლამენტს, ან კიდევ მთავრობას. სხვა საკითხია, ჩვენთან რას აკეთებს და როგორია პრეზიდენტი. მას დღეს აქვს მხოლოდ საცერემონიო ფუნქციები.   

 

 

 

 

 

ნანახია - 125

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80