„შენი ქვეყნის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილზე რაიმე საქონელი თუ გადააქვთ, ეს კონტრაბანდა როგორ იქნება?!“
საზოგადოება

„შენი ქვეყნის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილზე რაიმე საქონელი თუ გადააქვთ, ეს კონტრაბანდა როგორ იქნება?!“

„შენი ქვეყნის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილზე რაიმე საქონელი თუ გადააქვთ, ეს კონტრაბანდა როგორ იქნება?!“
ლალი ზირაქიშვილი

2018-04-11 14:30:05

პრემიერის „სამშვიდობო ინიციატივას“, რომელიც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან გამყოფი ხაზების გასწვრივ სავაჭრო გარემოს შექმნას გულისხმობს, დადებითი რეაქცია მოჰყვა დასავლეთისგან, თუმცა დე ფაქტო რესპუბლიკების ხელმძღვანელები ქართული მხარის შთავაზებას ეჭვით უყურებენ. ამის მიუხედავად, ქართული მხარე საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს და ვაჭრობის განვითარებასთან ერთად განათლების ხელმისაწვდომობასა და ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან საქართველოს მიღწევებით სარგებლობის უფლებასაც აძლევს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას. ამუშავდება თუ არა ამ რეგიონებთან დაახლოების სქემა რეალურად და რა ტიპის გამოწვევები შეიძლება გაჩნდეს ამ მიმართულებით, ამ თემაზე ექსპერტი, დემურ გიორხელიძე გვესაუბრება.

დემურ გიორხელიძე: ჯერ კიდევ 2000 წელს არსებობდა მსგავსი კონცეფცია, რომლის ავტორიც მე გახლდით - საუბარი იყო იქ არსებული შეზღუდვების მოხსნაზე და ადამიანებისთვის თავისუფალი ურთიერთობის საშუალების მიცემაზე - თუკი ეს ჩვენი ტერიტორიაა და ჩვენი ხალხია. ეს მართლაც ჩვენი ტერიტორიაა და ჩვენი ხალხია, ამიტომ ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შანსი, სარგებელი მიიღონ საკუთარი ქვეყნისგან და იზოლაციაში კი არ უნდა ვცდილობდეთ ამ რეგიონების მოსახლეობის მოქცევას, არამედ საერთოდ უნდა მოიხსნას კონტროლი, მათ მიეცეთ თავისუფალი მიმოსვლისა და ვაჭრობის საშუალება.

მაინტერესებს, რატომ მოშალეს ის, რაც არსებობდა? - გარდა პოლიტიკური შეზღუდვებისა, ადამიანურ დონეზე პრობლემები ფაქტობრივად, მოგვარებული იყო. გახსოვთ, ალბათ, თავის დროზე ერთი ამბავი იყო ატეხილი, აფხაზეთიდან კონტრაბანდა გადმოდისო. შენი ქვეყნის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილზე რაიმე საქონელი თუ გადააქვთ, ეს კონტრაბანდა როგორ იქნება?!

ერგნეთის ბაზრობა1998 წელს ქართველების მცდელობით არ დაიხურა?! - კარგია, დღეს ხელისუფლებამ ეს პრობლემა რომ სათანადოდ გაიაზრა - ქართველებს იმდენივე შეცდომა აქვთ დაშვებული აფხაზებსა და ოსებთან მიმართებაში, რაც შემდეგ შეიძლება მათ დაუშვეს. მაგრამ ახლა დამნაშავეების ძებნას არ უნდა შევუდგეთ, რადგან მაინც ჩვენ ვართ ძირითადი უმრავლესობა, არამედ უნდა დავანახოთ, რომ ერთად ყოფნა უკეთესია და ეს მათ უნდა იგრძნონ მატერიალურად, ასევე, საკუთარი თავისუფლების გამოხატვის თვალსაზრისით.

ყველაფერი შესაცვლელია და კარგი იქნება, თუ რაღაც ნაბიჯს გადადგამს ეს ხელისუფლება. უკვე გადის 25 წელი იმ საშინელი ტრაგედიის შემდეგ და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქართულ მხარეს რაიმე სერიოზული ნაბიჯი არ გადაუდგამს, მათ შორის, ჟენევის ბოლო შეხვედრაზეც ქართული მხარე საკმაოდ კონფრონტაციული იყო.

როდესაც ერგნეთის ბაზრობა ფუნქციონირებდა, მუდმივად იყო საუბარი კონტრაბანდაზე. მსგავსი კამპანია ისევ შეიძლება აგორდეს იმ პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომლებიც იმ პერიოდში საუბრობდნენ ამ თემაზე. შესაძლებელია აღრიცხვიანობის ისე მოწესრიგება, რომ დაინტერესებულმა ძალამ სკანდალებით ზემოქმედება ვერ შეძლოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე?

- მაშინ ნორმალური აღრიცხვიანობაც არ არსებობდა. მახსოვს, მაშინდელი ცხინვალის დე-ფაქტო ხელმძღვანელი იხვეწებოდა, ეგებ, 5000 ტონა ბენზინის შემოტანის საშუალება მოგვცეთო. მაშინდელ ხელისუფლებაში არსებულმა არასწორმა მიდგომებმა და ობსტრუქციამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ურთიერთობები მოიშალა და უფრო გართულდა. არანაირი საფრთხე კონტრაბანდისა არ არსებობს, თუ ლაპარაკია ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე. აღრიცხვის პრობლემა თუ გაქვს, კეთილი ინებე და ტექნიკურად მოაგვარე.

აღურიცხავი საქონელი ელიავას ბაზრობაზეც არის და მთელი საქართველოს მასშტაბითაც არსებობს ჩრდილოვანი ეკონომიკა - საერთაშორისო მონაცემებით უკვე 50%-ს სცილდება - აქ ვერ მოგიგვარებია ეს და სოხუმიდან და ცხინვალიდან შესაძლო კონტრაბანდაზე ვსაუბრობთ? - სასაცილოა.

იმ პერიოდში, როდესაც თავისუფალი ვაჭრობა იყო დაშვებული, ადამიანური და ბიზნეს-პარტნიორული ურთიერთობებიც მეტ-ნაკლებად მოწესრიგებისკენ მიდიოდა. შემდეგ იყო ომი და ეს ყველაფერი გართულდა. რუსეთის მხრიდან ბორდერიზაციის და მცოცავი ანექსიის პროცესის დაწყების შემდეგ, ბოლოს საქმე მივიდა გატაცებებამდე, ზოგიერთი შემთხვევა ლეტალური შედეგით დასრულდა... ასეთი წინაპირობით რამდენად მოხერხდება ცივილურ ურთიერთობებამდე მისვლა?

- არ არსებობს პრობლემა, რომლის გადაჭრის საშუალებაც არ არსებობს. მთელი ევროპა ერთმანეთს ხოცავდა ასეული წლების მანძილზე, მაგრამ დღეს მშვენივრად თანამშრომლობენ. ჩვენ ასეთი კატასტროფული დანაშაული ერთმანეთის მიმართ არ გვაქვს, თუმცა, ტრაგედიები ორივე მხარისთვის მძიმე იყო. ყველაფერი მოგვარებადია თუ არსებობს პოლიტიკური ნება.

სირთულეები იქნება - 25 წელი გადის უკვე იმ ტრაგედიიდან და ერთი ოფიცილური პირი არ ჩასულა ცხინვალსა და სოხუმში. თქვენ მეუბნებით, რომ რუსეთი იქ რაღაცას აკეთებს - ჩვენ მივიყვანეთ საქმე აქამდე და რუსეთმაც შესანიშნავად გამოიყენა ჩვენი შეცდომები და სისუსტეები. სხვას ნუ ვაბრალებთ იმას, რაც თავიდან ბოლომდე ჩვენი მოსაგვარებელია. ნდობა უნდა აღდგეს ხალხებს შორის და ამას ვიღაც მესამე ვერ მოგვიგვარებს, ვერც რუსეთი და ვერც ევროპა - ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დავუშვით, როდესაც სოხუმსა და ცხინვალში მივეცით საშუალება, რომ ქართველები მტრის ხატად ექციათ.

ამ მოსაზრების საპირისპიროდ აცხადებენ, რომ თუ პირდაპირ დაველაპარაკებით აფხაზებსა და ოსებს, მაშინ კონფლიქტის მხარედ ვაღიარებთ მათ და არა რუსეთს...

- ეს დაახლოებით ქათმისა და კვერცხის ისტორიასავით არის, - რომელი იყო პირველი. კეთილი უნდა ინებოს ქართულმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და სწორი ენა მოძებნოს რუსეთთან, ოსებსა და აფხაზებთან სასაუბროდ. ასე მარტივად არ არის ყველაფერი - პრობლემა მხოლოდ შეთანხმებითა და დათმობით გვარდება. გასაგები უნდა გავხადოთ, რომ ერთად აღმოვჩნდით იმ უფსკრულში, რომელიც არც ერთ მხარეს კარგს არაფერს უქადის.

რუსებს უნდა ვესაუბროთ სხვა ენაზე, ხოლო აფხაზებსა და ოსებს იმ ენაზე, რომელიც ერთად ცხოვრების საშუალებას მოგვცემს. თუ იგნორირებას გავუკეთებთ ამას და შევეცდებით, როგორც ქუჩაში მოჩხუბარმა ბავშვებმა, ღონიერი დამხმარე მოვუყვანოთ გასალახად, ამით ვერაფერს მივაღწევთ - სწორედ ეს არის ქართული პოლიტიკის სიგლახე, როდესაც თავის წიაღში ვერ პოულობს ძალას, რომ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები გადაწყვიტოს. უნდა გავიაზრით, რომ სოხუმისა და ცხინვალის განწყობების იგნორირება კარგს არაფერს მოიტანს.

ჩვენ კი გვაქვს ინიციატივა, მაგრამ სოხუმმა და ცხინვალმა ჯერჯერობით, მხოლოდ სკეპტიკური დამოკიდებულება გამოხატეს. შესაძლებელია ამ ყინულის გალღობა?

- რთული იქნება, მაგრამ თუ ნაბიჯს არ გადადგამ, ეს განწყობები არ შეიცვლება. ნაბიჯი უკვე გადაიდგა, ამას მოჰყვება ხანგრძლივი და რთული პროცესი, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ, არ არსებობს, ყველა ალტერნატივა მარცხისათვის არის განწირული.

ნანახია - 1041

natali

2018-04-11 16:29:27

შაურმის მოყვარულებმა შესაძლოა, მისი დაგემოვნება ევროკავშირის ქვეყნებში ვეღარ შეძლონ. ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანო მუშაობს ხორცის ნაჭრებში ფოსფატის გამოყენების აკრძალვაზე, რაც სწორედ იმ პროდუქტებს შეეხება, რომლებსაც ქუჩაში განთავსებული ობიექტები აქტიურად ყიდიან.
--------------------
ნეტავ აქაც აკრძალონ, ფუუუ...ყარს მთელი ქალაქი.

arichopra 2

2018-04-11 21:44:09

სად იყიდება შაურმა?

ბაბაია

2018-04-12 01:33:33

ბაბაია

2018-04-12 01:34:42

რა უნდა ამ კაცს ვერ გავიგე! ან სად პოულობს ლოგიკის ძარღვს ეკლექტიკურ აზრთა ასეთ სიმბიოზში , იმის მაგივრად რომ მოუწოდოს მთავრობას აღკვეთოს კონტრაბანდა აქეთ აქეზებს მაინც ბევრია და ბარემ კიდევ აფხაზეთიდან და ცხინვალიდანაც დაემატოსო ! და რატომ? თურმე ეს არის მათი დაბრუნების წინაპირობა !!! არადა ფაქტია რომ ნებისმიერი "შავი ხვრელი" ისედაც სულთმობრძავი ეკონომიკისთვის არის დამღუპველი და ამით ქვეყანა ვერანაირად ვერ ისარგებლებს და ვერც რუსეთის სპეცსამსახურებს ვაჯობებთ ხალხის გადაბირებაში და სიტუაციის გამოყენებაში,

ბაბაია

2018-04-12 01:37:50

ის კი არა სანამ ჩვენი უსაფრთხოების დამცველ რეალურად კი არმცველ ორგანოებს ძინავთ მათ უკვე მოახერხეს თავიანთი აგენტურის მეშვეობით მრავალი ქართველის

ბაბაია

2018-04-12 01:38:43

გადაბირება,აბა ჩადით გორში და ჰკითხეთ პუტინის "დაბომბილ" გორელებს ვინ არის მტერი და მოყვარე და როგორ აგრესიულ პასუხს მიიღებთ!!! ,განგიმარტავენ რა მაგარი კაციც მართავს რუსეთს და სად ყოფნასაც ინატრებდნენ, იგივე ხდება "დაუბომბავ" ხაშურში, საგარეჯოსა თუ ჩხოროწყუში, ასე მუშაობს ჰიბრიდული ომის ჩრდილოელი მამამთავარი, ჩვენი იმ მთავრობის ხელშეწყობით რომელმაც ქართველ კაცს მთავარ მტრად ისევ სხვა პარტიელი ქართველი დაუსახა და ჯოჯოხეთური ურთიერთ სიძულვილი ააგიზგიზა ქვეყანაში საყოველთაო შერიგების და ურთიერთპატივისცემის ნაცვლად.

ბაბაია

2018-04-12 01:39:18

<< რუსეთმაც შესანიშნავად გამოიყენა ჩვენი შეცდომები და სისუსტეები. სხვას ნუ ვაბრალებთ იმას, რაც თავიდან ბოლომდე ჩვენი ბრალიაო>> კარგი , დავაშავეთ მაგრამ „თავიდან ბოლომდე“ ?? ბატონო გიორხელიძე? თავის გვემა კარგია მაშინ როცა საკუთარ ცოდვებს ინანიებ, მაგრამ სამშობლოს რომ უაზრო, როყიო სიტყვებით როზგავ ეს რა მოდაა ? როზგები საკუთარ ზურგზე გადაირტყი სჯობია ბატონო გიორხელიძე ! სისხლის დადენამდეც თუ გესიამუვნება. ჩვენი მთავარი „დანაშაული“ კი მართლაც რომ სისუსტეა და უახლოეს ხანში სუპერსახელმწიფოც რომ ვერ გავხდებით ცხადია,ძალიანაც რომ მოვინდომოთ ობიექტურად 3,5მილიონიან ერს არ შეგვწევს მსოფლიოს პოლიტიკის მართვა, სწორედ ამიტომ გვმართებს სიფრთხილე და გონიერება რათა შევინარჩუნოთ სახელმწიფო და არა მოღალატეობრივი მკერდზე მობრაგუნე ვითომ ობიექტურობა

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80