მსოფლიოს ხუთი ყველაზე არაჩვეულებრივი ხიდი
სხვადასხვა

მსოფლიოს ხუთი ყველაზე არაჩვეულებრივი ხიდი

მსოფლიოს ხუთი ყველაზე არაჩვეულებრივი ხიდი
for.ge

2018-04-12 12:57:36

მსოფლიოში უამრავი ხიდია, რომელთა კულტურული ღირებულება და ისტორიული მნიშვნელობა ამა თუ იმ ქვეყნის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. თუმცა, არის, ისეთებიც, რომლებიც ყურადღებას არა თავისი მასშტაბურობით, ისტორიითა და სილამაზით, არამედ არქიტექტურითა და მათი ავტორების ინოვაციური ხედვით იპყრობენ. შევეცდებით გაგაცნოთ ხუთი ყველაზე არაჩვეულებრივი ხიდი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან.

ჰენდერსონის ტალღები

ყველაზე მაღალი ხიდი ფეხით მოსიარულეებისთვის სინგაპურში მდებარეობს. ეს ცხრაკილომეტრიანი ნაგებობა „მაუნთ ფეიბერ პარკს“ „ტელოკ ბლანგა ჰილ პარკთან“ აკავშირებს. ეს ხიდი ბრიტანელი და სინგაპურელი არქიტექტორების მიერ იყო დაპროექტებული და აგებულია ათასობით ხის ფიცრით და თანამედროვე სამშენებლო მასალებით. ორიგინალური დიზაინის ხიდი თანამედროვე არქიტექტურის მშვენებად ითვლება და ათიათასობით ტურისტის საყვარელი ადგილია სინგაპურში.

ხიდი-კუნძული

ხიდი, რომელიც აკავშირებს მდინარე მურის ორ ნაპირს ავსტრიულ ქალაქ გრაცში, 2003 წელს აიგო და მის პროექტზე ნიუიორკელი არქიტექტორი ვიტო აკონჩი მუშაობდა. უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ხიდი, ესაა ხიდი „კუნძულით“ – ნაგებობით, რომელიც ხიდის ცენტრში მდებარეობს. „კუნძულის“ შუაგულში განთავსებულია კაფე და ყავის სახლი, აგრეთვე, სპეციალური ადგილი გარუჯვის მოყვარულთათვის. ღამით ხიდი ათასი სხვადასხვა ფერის ნათურით ანათებს, რაც დამატებით დაუვიწყარ ატმოსფეროს ქმნის.

ლანგკავი სკაი ბრიჯი

„ლანგკავი სკაი ბრიჯი“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხიდია მსოფლიოში. ის მდებარეობს მალაიზიაში, ზღვის დონიდან 700 მეტრზე და მისი სიგრძე 125 მეტრია. ხიდი დამაგრებულია მხოლოდ ერთ კოლონაზე, ხოლო ტროსები, რომლებიც არეგულირებენ მის უსაფრთხოებას, ახლომდებარე კლდეებზეა მიმაგრებული. ხიდიდან თვალწარმტაცი ხედი იშლება კუნძულის მთიან მხარესა და სანაპიროზე. სიმაღლის შიშის მქონე ადამიანებისთვის ამ ხიდზე მოხვედრა მიზანშეწონილი ნამდვილად არ არის.

მაგდებურგის საწყლოსნო ხიდი

გერმანიაში მდებარე ეს 918-მეტრიანი ხიდი-აკვედუკი ორ მნიშვნელოვან არხს აკავშირებს ერთმანეთთან: ელბა-ჰაფელსა და შუაგერმანულ არხს, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება დაკავშირება რურის ოლქის ინდუსტრიულ რაიონთან. მაგდებურგის ხიდი ყველაზე დიდ საწყლოსნო ხიდად ითვლება ევროპაში. მისი მშენებლობა 1997 წელს დაიწყო და 2003 წელს დასრულდა. ხიდის აშენებაზე დაიხარჯა ნახევარი მილიარდი ევრო, 68 ათასი კუბური მეტრი ბეტონი და 24 ათასი ტონა ფოლადი.

ტიანცზინის თვალი

ჩინეთში, ქალაქ ტიანცზინში, მდინარე ხეიხეზე მდებარე ეს ხიდი გიგანტური „ეშმაკის ბორბლით“ იწონებს თავს. მისი სიმაღლე 120 მეტრია, რაც 35-სართულიანი შენობის სიმაღლეს უტოლდება და ნებისმიერ მსურველს ქალაქის ხედების ნახვა სხვადასხვა წერტილიდან შეუძლია.

 

ნანახია - 235

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80