რას უქადის საქართველოს მესამე მსოფლიო ომი

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

რეტრომედია

რას უქადის საქართველოს მესამე მსოფლიო ომი

რას უქადის საქართველოს მესამე მსოფლიო ომი
„კვირის პალიტრა“, 2 სექტემბერი, 2013 წელი

2018-04-13 12:52:00

ექსპერტ მამუკა არეშიძესთან  საუბარი სირიის კონფლიქტით დავიწყეთ. თუმცა ის საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებასაც შეეხო და არაერთ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებული სკანდალური განცხადებები გააკეთა. ინტერვიუდან შეიტყობთ, იყვნენ თუ არა აწ განსვენებული პრემიერ-მინისტრის დაცვის წევრები ქართული საიდუმლო სპეცსამსახურის თანამშრომლები და რა ხდებოდა იმ შენობაში, სადაც ზურაბ ჟვანია მოკლეს? მამუკა არეშიძემ ლაფანყურის მოვლენების დროს დაღუპული, დღემდე უცნობი, მესამე სპეცრაზმელის ვინაობაც დაასახელა.

- სირიის კონფლიქტში მონაწილე მხარეებს სულაც არ ანაღვლებთ, ვინ გამოიყენა ქიმიური იარაღი. ეს ინტერვენციის საბაბად სახელდება, სინამდვილეში  მიზეზი სხვა რამ არის. საქმე ის არის, რომ ევროპა რუსულ აირზეა დამოკიდებული. არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგოკომპანიებმა შეიმუშავეს მარშრუტი და ტექნოლოგია იმისა, როგორ უნდა გავიდეს კატარის იაფფასიანი ბუნებრივი აირი ევროპაში. ამ გეგმის მიხედვით, საჭიროა გაზსადენებმა სირიის ტერიტორიაც გადაკვეთოს. ამიტომ არავის აძლევს ხელს იქ პრორუსული ბაშარ ასადის ხელისუფლება, რადგან ვიდრე მას ძალაუფლება აქვს, რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ არაფერს გააკეთებს - სირიის ტერიტორიაზე კატარის იაფი ბუნებრივი აირი ვერ გატარდება. ასე რომ, დასავლეთს სურს, სირიაში ის ხელისუფლება იყოს, რომელიც ბუნებრივ აირს უპრობლემოდ გაატარებს. ამიტომაც ეხმარებიან ამბოხებულებს ასადის ხელისუფლების დამხობაში.

რა გარანტიაარომ კონფლიქტი მალე დასრულდება და საერთოდრამდენად რეალურია მესამე მსოფლიო ომის დაწყების საშიშროება?

- ჩემი აზრით, დასავლეთი ოპერაციას მალე დაამთავრებს. ასადის მხარდამჭერ რუსეთს აღარ აქვს იმის ძალა (მიუხედავად იმისა, რომ სულ ამის დემონსტრირებას ახდენს), დასავლეთს დაუპირისპირდეს.  მაგალითად, ხმელთაშუა ზღვაში რუსული სამხედრო გემები ამერიკულ და ბრიტანულ სამხედრო ფლოტებს ვერ დაუპირისპირდება. რუსეთი არც ფინანსურად და არც ტექნიკურ-ტაქტიკურად ამგვარი ომისთვის მზად არ არის და ატომურ იარაღს თუ გამოიყენებს, ეს აღარ ვიცი. რასაკვირველია,

ეს ყველაფერი თუ მალე არ დამთავრდა, მაშინ ირანი აუცილებლად ჩაერევა ბაშარ ასადის ხელისუფლების დაცვის საქმეში და შესაბამისად, მასაც დაესხმებიან თავს. ამ შემთხვევაში რუსეთი ირანის დაცვას ყოველგვარი  მეთოდით შეეცდება და მესამე მსოფლიო ომის დაწყების საშიშროებაც გვემუქრება. რუსეთი აუცილებლად მოინდომებს თავისი სამხრეთ მეზობლის - სომხეთის და იქ განლაგებული რუსული ბაზის დაცვას. ეს განაპირობებს სახმელეთო ოპერაციას საქართველოს ტერიტორიაზეც. ამასთან, ირანთან კონფლიქტის შემთხვევაში, ამ  ზონიდან ლტოლვილები ჩვენს ქვეყანასაც მოაწყდება და ესეც პრობლემას შექმნის. ამიტომ ერთადერთი გამოსავალია, სირიაში მალე შეიცვალოს ხელისუფლება.

არასახარბიელო პროგნოზიათუმცადაველოდოთ მოვლენების განვითარებას და საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებაზეც ვისაუბროთგანაცხადეთრომ ეფ-ბი-აის წარმომადგენელმა ჟვანიას საქმეზე გაკეთებული დასკვნის გაყალბება აღიარადაგვიზუსტეთროდის ან რა ვითარებაში ჩაიბარეთ მისგან "აღსარება?"

- მე მას ოდესაში, საერთაშორისო კონფერენციაზე შევხვდი, შემიძლია გვარიც დავასახელო, მაგრამ ამის დაწერა არაფრით არ შეიძლება. საუბარი შეეხო ჟვანიას საქმეს და იმას, რომ ეფ-ბი-აის ერთ-ერთმა თანამშრომელმა არასწორი ინფორმაცია ჩაწერა დასკვნაში, რომლის ერთი ნაწილი ჩვენთან არასწორადაც ითარგმნა. მოკლედ, ამ დასკვნაში ისიც წერია, რომ ბუნებრივი აირით გაგუდვას სიკვდილი მოჰყვა და ისიც, რომ ეს არ შეიძლებოდა გამხდარიყო სიკვდილის მიზეზი. ოდნავ განათლებულმა ადამიანმაც რომ წაიკითხოს, უმალვე მიხვდება, რომ თეთრი ძაფითაა ნაკერი და ურთიერთსაწინააღმდეგო ნიუანსებით არის სავსე.

ის კაცი, ვინც მელაპარაკა, აღარ მუშაობს ეფ-ბი-აიში, ის იქ ერთ-ერთ განყოფილებას კურირებდა. მითხრა, ვიცი, რომ თავად  სააკაშვილი იყო ჟვანიას მკვლელობის მონაწილე. ამის დასამალად ეფ-ბი-აის ერთ-ერთ თანამშრომელზე დიდი ზეწოლა მოახდინეს, სწორედ მან თქვა პირად საუბარში, რომ იმ შენობაში, სადაც ჟვანია მოკლეს, პრეზიდენტიც იყო.

ეს იყო საკვანძო სიტყვა, სხვა დეტალები ეფ-ბი-აის ყოფილ თანამშრომელს ჩემთვის არ გაუმხელია. მე შევხვდი პროკურატურის თანამშრომლებს და ვიცი, რომ მუშაობენ ამ საქმეზე. მათ შეკითხვები გაუგზავნეს ეფ-ბი-აის წარმომადგენლებს იმ დასკვნიდან გამომდინარე, რაც საქმეზე დაიწერა. ვვარაუდობ, რომ იმ ტიპის "აღიარება", რაც მე ეფ-ბი-აის ყოფილი წარმომადგენლისგან მივიღე, პროკურატურას აუცილებლად ექნება. ვიცი, რომ არჩილ კბილაშვილის ვიზიტი ამერიკაში ამ საკითხსაც შეეხებოდა. მან ფაქტები წარადგინა...

ახლა იმაზეც გეტყვით, თუ რატომ დუმს ამერიკული მხარე. უპირველესად სურს, გაარკვიოს, რა პოლიტიკური კურსი უჭირავს ახალ ხელისუფლებას და თუ დარწმუნდა, რომ საგარეო ვექტორი უცვლელია, მაშინ შესაბამის განცხადებასაც გააკეთებს. ვფიქრობ, ეს საპრეზიდენტო არჩევნების მერეა მოსალოდნელი. პროკურატურას დღესვე შეუძლია წერტილის დასმა ამ საქმისთვის, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩქარობს, რადგან, ფაქტობრივად, დღეს ორხელისუფლებიანობაა და ეს საქმის გახსნასაც უშლის ხელს. ზოგიერთ პირს, რომლებიც დღეს კვლავ მაღალ თანამდებობაზე არიან, აქვს ინფორმაცია, მაგრამ ხელისუფლების ორივე მხარის ზეწოლას ვერ უძლებს და პირში წყალს იგუბებს.

დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილი ნამდვილად იქ იყო, სადაც ჟვანია მოკლეს და ეს მის უნებართვოდ არ მომხდარა. იქაურობა სპეცსამსახურის თანამშრომლებითაც იყო გაძეძგილი. მეტიც, თავად ჟვანიას დაცვის წევრები იყვნენ სპეცსამსახურის თანამშრომლები, რომლებიც დაჰკითხა პროკურატურამ. დანარჩენ დეტალებზე მე ვერ ვისაუბრებ. ეს ყველაფერი 27 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი.

ისიც ხომ არ იცითზურაბ ადეიშვილის საქმე როგორ არისთავდაპირველად გავრცელდა ინფორმაციარომ მას ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებსრაც მოგვიანებით სიცრუე გამოდგამეტიცერთი ინფორმაციითსაქართველოდან გაქცეული და დანაშაულში მხილებული ექსმაღალჩინოსანი ამჟამად უცხო ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში მუშაობს...

- როგორც ვიცი, ადეიშვილი ახალაიას მსგავსად თანამშრომლობს ახალ ხელისუფლებასთან, თუმცა კითხვები მაინც მიჩნდება. ვერ ვხვდები, ამ თანამშრომლობის შედეგად შეგროვილი მასალა რატომ არის ასე დაბალეფექტიანი? ასევე, უკვე მეცინება ბაჩო ახალაიას ბრალდების იმ ნაწილზე, რომელიც ვაშლის ეპიზოდს ეხება. ამ დროს თავდაცვის სამინისტრომ პირდაპირ განაცხადა, რომ ამ სისტემაში 40 მილიონი დოლარია დაკარგული და იარაღით ვაჭრობის საქმეში ყოფილ თავდაცვის მინისტრებზე მამხილებელი დოკუმენტები არსებობს. მათი ერთი ნაწილი - კეზერაშვილის, მეორე კი ახალაიას მინისტრობის პერიოდს შეეხება. ასეთი საქმეებია გამოსაძიებელი და სასაცილოა, რომ ახალაიას ვაშლის გამო ედავებიან...

ვიცი, რიზეს ერთ-ერთ სასტუმროში დააფიქსირეს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლის დათა ახალაიასთან შეხვედრაც.

თქვენ ისიც თქვითთურქეთში დათა ახალაიას სცემესო.

- ნამდვილად სცემეს, მას თავს უცნობი პირი დაესხა. რაც შეეხება კიდევ ერთ გახმაურებულ ინფორმაციას, რომელიც გირგვლიანის საქმეში დასახელებული კიდევ ერთი მონაწილის, დავით ჩხიტუნიძის დაჭრას შეეხებოდა, ეჭვი მეპარება მის ნამდვილობაში. შესაძლოა მასაც სცემეს, მაგრამ დაჭრილი რომ იყოს, ნაკლებად სავარაუდოა. ვფიქრობ, განგებ ატყდა აჟიოტაჟი ჩხიტუნიძის ექსტრადიციის ჩასაშლელად. ახლა, ვიდრე არ გაირკვევა, მართლაც დაჭრეს თუ არა ჩხიტუნიძე, გირგვლიანის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმის ექსტრადირება საქართველოში ვერ მოხერხდება.

სახალხო დამცველმა წამოაყენა ინიციატივალაფანყურის ამბის გამოსაძიებლად შეიქმნას კომისიარომლის ერთ-ერთი წარმომადგენელიც თქვენ იქნებითახალი დეტალი ხომ არ არის საქმეში?

- რა თქმა უნდა, არის. სხვათა შორის, ძალიან ბევრი მაღალჩინოსანია დაინტერესებული, არ გაგრძელდეს გამოძიება, ვინაიდან თავის დროზე რაღაც ფორმით თავად იყვნენ ჩართული სპეცოპერაციაში. ამიტომაც გამოძიება ჩიხშია შესული. აქედან გამომდინარეობს უჩა ნანუაშვილის ინიციატივა საზოგადოებრივი კომისიის შექმნისა,  რომელიც მუდმივად გააკონტროლებს ხელისუფლებასაც და გამოძიების მსვლელობასაც. რა თქმა უნდა, კომისია საგამოძიებო ფუნქციებს ვერ შეასრულებს, მაგრამ მასში თავს მოიყრიან ის პირები, რომლებსაც ინფორმაცია აქვთ და საჭირო დროს გაახმაურებენ...

ახლა კი "კვირის პალიტრას" გავაცნობ იმ დეტალს, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ. დღემდე ცნობილი იყო, რომ ლაფანყურის ოპერაციის დროს დაიღუპა სპეცრაზმის ორი თანამშრომელი - არჩილ ჩოხელი და სოლომონ წიკლაური, ასევე, სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე. არავინ იცოდა, რომ კიდევ ერთი სპეცრაზმელიც, გვარად რუსუნაშვილი, გამოესალმა სიცოცხლეს. ის ლაფანყურელი იყო, სპეცოპერაციაში მონაწილეობდა და იმ დღესვე, როცა შინ დაბრუნდა, თავი მოიკლა. 29 აგვისტოს მისი წლისთავი იყო. გამოძიების საგანი უნდა გახდეს, სინამდვილეში მან მოიკლა თავი თუ მოკლეს. ოჯახს ეშინია და დუმს. როგორც ვიცი, ის სნაიპერი იყო.

იმედიაამ სკანდალურ საქმეს მალე გამოიძიებენ... "ქართულ ოცნებაშიმიმდინარე შიდა პროცესებზე რას გვეტყვითგავიგეთივანიშვილის რისხვა ვიღაცებს დასტყდომიათ თავს.

- ივანიშვილის რისხვა დაატყდა ყველას, პარტიის ხელმძღვანელობასაც და აქტივსაც. რატომღაც გავრცელდა ეს ინფორმაცია, რომ თითქოს მარტო საგანელიძეს გაუჯავრდა. უბრალოდ, საგანელიძემ  დაიჩივლა, ჩემს ფიტულს რომ წვავდნენ, არავინ დამიცვაო და გაბრაზებული ივანიშვილი მიუბრუნდა, რომელი ილია ჭავჭავაძე შენ ხარ, რომ დაგიცვანო. რასაკვირველია, პრემიერ-მინისტრის რისხვა იმან განაპირობა, რომ "ქართული ოცნების" რიგებიდან ხალხის გადინება დაიწყო. "ქართული ოცნება" პარტიად ვერ ჩამოყალიბდა, ის უფრო ამორფული ორგანიზაციაა, სადაც არის კონგლომერატი პირებისა, რომელთა უმრავლესობა ცდილობს, თავის მხარეს გადაქაჩოს "აკვანი". ამასთან, განზე დარჩნენ ისინი, რომლებმაც შარშან ოქტომბერში გამარჯვება მოუტანეს "ქართულ ოცნებას", მათი ადგილი ძველი ხელისუფლებიდან ჩანერგილმა და ახალ მთავრობას გვიან მიტმასნილმა ხალხმა დაიკავა.

მართალია, პოლიტსაბჭოს მდივნად ახლა ბევრად ენერგიული და კომპეტენტური ირინა იმერლიშვილი დაინიშნა, მაგრამ ის საქმეს ვერ გამოასწორებს. რატომ? იმიტომ, რომ არჩევნებია კარს მომდგარი და იმერლიშვილს რამე განსაკუთრებული მანევრისთვის დრო არ რჩება. მართალია, გიორგი მარგველაშვილი ამბობს, 27 ოქტომბერს კოაბიტაცია დამთავრდებაო, მაგრამ ბევრი ჩინოვნიკი (ყოფილიც და ახალიც)  კარგა ხანია გადავიდა კოაბიტაციიდან სიმბიოზის რეჟიმში. ეს კი არა მხოლოდ თანაცხოვრებასა და ერთმანეთის ატანას გულისხმობს, არამედ  მეგობრობასაც და იმ მდგომარეობასაც, როცა ეკონომიკური, პოლიტიკური და ბიზნესინტერესების გამო ცალ-ცალკე ცხოვრება უბრალოდ არ შეუძლიათ!..

 

 

 

ნანახია - 241

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80