ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

სხვადასხვა

ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს
for.ge

2018-04-13 12:55:07

ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის მუშაობას აუმჯობესებს და ამცირებს მიოკარდიის დაზიანებას ჟანგბადის ნაკლებობის პირობებში.

კონექტიკუტის უნივერსიტეტის თანამშრომლები ერთი თვის განმავლობაში კვებავდნენ ლაბორატორიულ ვირთხებს ბროკოლის ექსტრაქტით. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ისინი იკვლევდნენ ცხოველების გულის მუშაობას და მას ადარებდნენ საკონტროლო ჯგუფის ცხოველთა ანალოგიურ მაჩვენებელს. გაირკვა, რომ ბროკოლით გამოკვებილი ვირთხების გული უკეთ მუშაობდა და უფრო გამძლე იყო ინფარქტის განვითარების მიზეზის - ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობის) მიმართ.

მკვლევართა აზრით, ბროკოლის დამცველობითი ეფექტი აიხსნება ზოგიერთი ნივთიერების, კერძოდ, თიორედოქსინის წარმოქმნის მასტიმულირებელი სულფორაფანის მაღალი შემცველობით. ეს ცილა დიდ როლს თამაშობს უჯრედების დაცვაში გულის კუნთის დარღვეული სისხლმომარაგების ფონზე.

ბროკოლის დამცველობითი ფუნქცია არ შემოიფარგლება მხოლოდ გულის დაავადებათა პროფილაქტიკით. უფრო ადრინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ეს კომბოსტო აქვეითებს სარძევე ჯირკვლისა და პროსტატის კიბოს განვითარების რისკს. მკვლევართა აზრით, მაქსიმალურ დამცველობით ეფექტს კომბოსტო ორთქლზე მომზადების შემთხვევაში ავლენს.

 

ნანახია - 160

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80