„ივანიშვილმა გახარიასა და ბახტაძის დანიშვნით კვირიკაშვილს ხელ-ფეხი შეუკრა“
პოლიტიკა

„ივანიშვილმა გახარიასა და ბახტაძის დანიშვნით კვირიკაშვილს ხელ-ფეხი შეუკრა“

„ივანიშვილმა გახარიასა და ბახტაძის დანიშვნით კვირიკაშვილს ხელ-ფეხი შეუკრა“
მარიამ თოდაძე

2018-04-14 17:30:08

საქართველოს მთავრობა ფინანსთა სამინისტროსთან ერთად სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას იწყებს. როგორც ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რეფორმა გულისხმობს ახალგაზრდა სტარტაპერებისთვის ფაქტობრივად, ნულოვანი განაკვეთის სასტარტო კაპიტალის მიწოდებას. მისივე შეფასებით, მაკროეკონიმიკური პერსპექტივის გადასახედიდან, ახალგაზრდა მეწარმეები და სტარტაპერები ნებისმიერი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა არიან. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ის საპროცენტო განაკვეთები, რაც ჩვენს სისტემაშია, ფაქტობრივად, არ იძლევა ბიზნესის დაწყების შანსს.

ამასთან, ფინანსთა მინისტრი საბანკო სისტემას საკმაოდ მწვავედ აკრიტიკებს, როგორც მამუკა ბახტაძე აცხადებს, იდეები ხშირ შემთხვევაში ვერ ხორციელდება იმ მიზეზის გამო, რომ სასტარტო კაპიტალზე წვდომა არის გართულებული.

ცნობისათვის - ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საფინანსო სექტორმა მთავრობისგან მწვავე დარტყმა მიიღო. თუმცა, ექსპერტები თვლიან, რომ თუკი სამომავლოდ ეკონომიკაზე ბანკების გავლენა შემცირდება, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა იქნება.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საბანკო სექტორი არის ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მნიშვნელოვანი სექტორი, ამ სექტორის წარმომადგენლები არიან წარმოდგენილები მსოფლიოს წამყვან საფონდო ბირჟებზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვა სექტორებშიც იყოს სწრაფი ზრდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბაზარზე მხოლოდ 300 კომპანიაა, საიდანაც ბიუჯეტი ივსება.

„ჩვენი სასტარტო კაპიტალის რეფორმის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ არ არსებობდეს არანაირი წინაღობა იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანი პროექტები და იდეები განხორციელდეს ჩვენს ეკონომიკაში. შესაბამისად, ჩვენ საბანკო სექტორთან ერთად, შევიმუშავებთ ისეთი თამაშის წესებს, ისეთ ფინანსურ მექანიზმებს, რომელიც ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტად საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და სტარტაპ ბიზნესის განვითარებას“,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, რომელიც სისტემის რეფორმირებით სიღარიბის დამარცხებას აპირებს.

პარლამენტის წევრი, კახა ოქრიაშვილი თვლის, რომ საბანკო სისტემა, რომელიც დღეს, ძირითადად, ორი ბანკით არის წარმოდგენილი, გახლავთ ჩვენი ბიზნესის გაღარიბებისა და მოსახლების გაღატაკების მთავარი ფაქტორი. ოქრიაშვილი სრულად ეთანხმება „დასმულ დიაგნოზს“ და ამბობს, რომ  შექმნილი მდგომარეობა იწვევს ქვეყნის სტაგნაციას და უკვე იქცა ჩვენი ეკონომიკის მუხრუჭად.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე თვლის, რომ ბახტაძეს და ხელისუფლებას ეს განცხადება უკან ცუდად დაუბრუნდება. გოცირიძის შეფასებით, არსებული საბანკო მონსტრის სისტემა ამ ხელისუფლების შექმნილია და ახლა მიხვდნენ, რომ დიდი შეცდომა დაუშვეს.

„მთელი საბიუჯეტო ნაშთები კომერციულ ბანკებში დეპოზიტების სახით ინახება და რეალურად, საკრედიტო რესურსებს პრობლემებს უქმნის“,- მიიჩნევს გოცირიძე.

მისი შეფასებით, როდესაც საბანკო სისტემა დახურულია, მრავალი უარყოფითი მხარე მოჰყვება, მათ შორის, ყველაზე ძვირი სესხები.

„მთავრობას ორი კურდღლის დაჭერა უნდოდა. ერთი - ბანკების კრიტიკით ხალხისთვის ესიამოვნებინა და მეორე - ვითომ ხალხს იაფ ფულს მისცემენ და ასე დაეხმარებიან. ესეც მორიგი უაზრო ფულის ფლანგვაა, ისე, როგორც სოფლის მეურნეობაში ჩაყრილი მილიონები - რეალურად ბიუჯეტიდან ფულის ფლანგვის გამართლება ამ ხერხით უნდათ. არადა სინამდვილეში მათ ეს ყველაფერი ახლობლებს და ნათესავებს მოახმარეს. ყველაფერი ეს პოპულისტური საარჩევნო ხრიკია. რა თქმა უნდა, რომ ბახტაძემ ეს განცხადება ივანიშვილის დავალებით გააკეთა“, - აცხადებს გოცირიძე.

დეპუტატი თვლის, რომ ივანიშვილმა კვირიკაშვილს ხელ-ფეხი შეუკრა გახარიასა და ბახტაძის დანიშვნით.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის თავმდჯომარე, რომან კაკულია განმარტავს, რომ მამუკა ბახტაძის ინიციატივა არ ნიშნავს ბანკებთან ბრძოლას.

„თუ აღნიშნულ ინიციატივას შევავსებთ მთავრობის მხრიდან ორი მნიშვნლოვანი ფაქტორით, კერძოდ მკაფიოდ განსაზღვრული ფარდობითი უპირატესობების, კვლევებით რეგიონების დონეზე, ანუ განისაზღვროს რაში უნდა ჩაიდოს ფული. ასევე მნიშვნელოვანია ტრენინგები და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამები, რაც კონკრეტულ ადამიანებს დაეხმარება. საბოლოოდ, ეს არის გამოსავალი და შედეგად ასეთ ადამიანებს გაეზრდებათ ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა“, - აცხადებს რომან კაკულია.

კაკულია თვლის, რომ ბანკების პრობლემა ბიზნესთან კონკურენციაა და მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებული ინიციატივა მის მოგვარებას გულისხმობს.

„რაც შეეხება არაპროფილურ აქტივებს, ამ მიმართულებით ეროვნულ ბანკს საკმაოდ კარგი ინიციტივები აქვს და უკვე გარკვეული ბანიჯები გადაიდგა კიდეც. მივიღეთ შესაბამისი კანონმდებლობა და მნიშვნელოვანია, ჩვენთან ერთად ბანკირებმა და ბანკებმაც გააცნობიერონ, რომ არაპროფილური აქტივებით საქმიანობა საზიანოა ისევ მათთვის, მათივე კონკურენტუნარიანობისთვის. უმჯობესია, მხოლოდ საბანკო საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი“, - განმარტავს კაკულია.

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურე საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე თვლის, რომ საბანკო სისტემა არა საინვესტიციო ინსტრუმენტი, არამედ, საკრედიტო ინსტიტუტია და ნუ მოვთხოვთ მას ყველაფრის დაფინანსებას, ასევე, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ გაკეთდა მსგავსი განცხადება.

ხაზარაძის განმარტებით, ეკონომიკის განვითარების მთელი სიმძიმე გადადის ქართულ საბანკო სისტემაზე, რომელიც არის ქართული ეკონომიკის 60%-ის დამფინანსებელი.

ოპონენტებისგან განსხვავებით, ხაზარაძე თვლის, რომ რეგიონში ქართულ საბანკო სისტემას აქვს ყველაზე დაბალი განაკვეთი რომელსაც იძლევა კორპორაციებზე. თუმცა, მისივე თქმით, სამწუხაროა ის, ფაქტი რომ ეკონომიკის დამფინანსებელი არის მარტო ქართული საბანკო სისტემა და არ არსებობს ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმები, კაპიტალური ბაზარი, საფონდო ბირჟა, ფონდები, ვენჩურ კაპიტალი, რომელიც იმედია შეიქმნება იმ რეფორმების შესაბამისად, რომელიც მიმდინარეობს.

კულუარული ინფორმაციით, საბანკო სექტორზე დარტყმა იმ შიდა ბრძოლების გამოძახილია, რომელიც გავლენების დასაბალანსებლად მიმდინარეობს. თავის დროზე წახალისებული სექტორი გავლენის იარაღად რომ არ იქცეს, მისი კალაპოტში ჩასმა გახდა საჭირო - მსგავსი სვლები მოსალოდნელიც იყო, თუმცა სამწუხარო რეალობაა, რომ ბიზნესისა და პოლიტიკის გამყოფი ხაზები ვერც ამ ხელისუფლების პირობებში შეიქმნა და მსგავსი პერსპექტივის კონტურები კვლავ საკმაოდ ბუნდოვანია.

ნანახია - 2701

arichopra 2

2018-04-14 18:18:32

ძალიან გთხოვთ რომან გოცირიძეს ფინანსებთან და ეკონომიკასთან დაკავშირებით შეკითხვებს ნუ დაუსვამთ!

ცუგო

2018-04-14 18:32:37

arichopra 2, დაუსვან, ოღონდ არ გამოაქვეყნონ მაგ ცრუპანტელას პასუხები. ისე, თავისთვის ილაპარაკონ.

serapina

2018-04-14 18:52:24

ამ სტატიას,"Moulin Rouge"-ს ფოტო მოუხდებოდა ძალიან!

arichopra 2

2018-04-14 19:13:10

ახლა მოგწერთ ერთ ნამდვილ ისტორიას. არსებობს ასეთი ორგანიზაცია Swiss Capital (Pekini 34, Georgia). რაიმე განსაკუთრებული არ გეგონოთ, ჩვეულებრივი მევახშურ-მეკობრული ლომბარდია). მიიყვან მანქანას, უცბად შეგიფასებენ და ასე 1-2 საათში დაგიმტკიცებენ ანუიტეტურ სესხს 2-3 წლით. დასჭირდა ერთ კონკრეტულ ადამიანს სასწრაფოდ ფული. სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და მიადგა ამ Swiss Capital -ს, რომლის დასახელებაშიც სიტყვა Swiss (ალბათ შვეიცარია) კლიენტთა დასბნევად გამოყენებული კიდევ ერთი ფანდია. სწრაფად დაუმტკიცეს სესხი 3100 ლარი. ითხოვდა 2 წლით, ხელშეკრულება გაუფორმეს 3 წლით. რატომ 3 წლითო რომ იკითხა, რა ვიცი ასე მოვიდაო უპასუხა იმ კლერკმა, რომელიც სესხს აფორმებდა, თან შეეკითხა კლიენტს: არ გნებავთ, გავაუქმოთო?! კლიენტს ფული აუცილებლად სჭირდებოდა და იყოს კარგიო დაეთანხმა. ჰოდა რომ აიღო სესხი 3100 -ის ნაცვლად ხელზე მისცეს 2755 ლარი. თან აუხსნეს ეს 345 ლარიო თქვენს ავტომობილზე გირავნობის გაფორმების და კიდევ რაღაც ადმინისტრაციული ხარჯების საფასურიაო! გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით დაეკისრა ამ კაცს ყოველთვიური სახდელი 189 ლარი. მაგრამ მთელი ეშმაკობა იცით რაში მდგომარეობდა თავიდან როცა გადახდა დაიწყო ამ 189 ლარში ძირითადი ნაწილი პროცენტის გადახდას ხმარდებოდა - მევახშე იღებდა თავის სარგებელს წინმსწრებად, ხოლო უმნიშვნელო ნაწილი ძირი თანხის დაფარვას. დაახლოებით აი ასე:
1 თვე - 179 ლარი პროცენტი 10 ლარი ძირი.
2.თვე - 166 ლარი პროცენტი 23 ლარი ძირი.
.............................................
10 თვე - 128 ლარი პროცენტი 61 ლარი ძირი.
ანუ 10 თვის განმავლობაში გადაიხადა 1890ლარი. დახედა გადახდის გრაფიკს და კიდევ გადასახდელი რჩებოდა ძირი თანხა 2710 ლარი.
მე -11 თვე რომ გადიოდა, ამ უბედურმა ვეღარ შეძლო ამ ყველაფრის ატანა და გადაწყვიტა დაეფარა სესხი. მიდგა - მოდგა, ვიღაცეები შეაწუხა და გადაიხადა. გადახდის მომენტში კიდევ დააჯარიმეს, რატომ ბოლომდე არ გვაძარცვინე თავიო და დარჩენილი თანხის- 2658 -ის ნაცვლად გადაახდევინეს 2882 ლარი, ანუ 154 ლარით დააჯარიმეს!
ახლა შევაჯამოთ ზემოდ თქმული.
1. შემოსავალი - კრედიტი 3100 ლარი.
2. გასავალი - 345+1890+2882=5217 ლარი
წაგება - 5217-3100=2117ლარი ფაქტიურად კაცს ხეზე მიცეს 2755 ლარი და 10 თვე სარგებლობის შემდეგ მისმა ფინანსურმა ზარალმა შეადგინა 2117 ლარი!

ასეთია მწარე სინამდვილე!!! ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ! ასე არეგულირებს მთავრობა და ეროვნული ბანკი საბანკო-საფინანსო სექტორს. ყველა ბანკში, ყველა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ხელშეკრულების მხოლოდ ერთი ტიპი მოქმედებს (ესენი ანუიტეტს ეძახიან), რომლის მიხედვითაც დიდ ხანს, ძალიან დიდ ხანს გადახდები მიდის მხოლოდ მევახშის პროცენტების დასაფარად, ძირს კი თითქმის არაფერი აკლდება. სხვა ტიპის გადახდა არც კი განიხილება, იმიტომ რომ ეს მევახშისათვის ყველაზე მომგებიანია და კლიენტისათვის ყველაზე დამაზარალებელი, და კიდევ იმიტომ, რომ გამსესხებელმა მსესხებელი სამუდამო კაბალაში შეინახოს, ბადეში გააბას. ვაი და უცებ კაცმა სესხის დაფარვის საშუალება გამონახა მევახშეს ხომ გული ეტკინება, რომ ბოლომდე ვერ ააძრო ტყავი კლიენტს?! ვითომ მისის კარებთან კრედიტის მსურველთა რიგები არ ირეოდნენ და აღარ იცოდეს დაბრუნებული ფული სად მიმართოს, სად წაიღოს!! საინტერესოა იმ შვეიცარიაში, რომლის სახელი ამ მევახშეებმა უსირცხვილოდ ჩაწერეს თავინთ დასახელებაში, იქ იმ საბანკო მექაში იქაც კლიენტისათვის ასე უკუღმართად არის ყველაფერი მოწყობილი?!

tngh

2018-04-14 20:32:28

რა გა/გვიტ/რაკეთ საქმე ამ ნაძირალა გოცირიძეთი. ვინმემ თუ არ იცით რა ჩა/თლახ/ი და ნა/ბოზა/რიც არის, ჩემი ასაკის ხალხმა მაინც კარგად ვიცით რა თე/სლ/იც არის. აღარ გვინდა მაგის სიზმრების მოსმენა...

დომნა

2018-04-14 21:48:34

წასულის გინებით(სამართლიანი რა თქმა უნდა), ოცნება ვერ გაპატიოსნდება. ჩვენ რა გვეშველება ასეთი გაუმაძღარი ხალხის ხელში. ხელისუფლება პიმპოკის თამაშს შერჩა და წავიდა წლები.

macro

2018-04-15 13:45:05

მთელი კანონმდებლობა. რომელიც ეხება საბანკო და საკრედიტო სფეროს, შექმნილია იმ დროს, როცა გოცირიძე იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი.
საერთოდ სააკაშვილმა ლომის წილი დაიდო იმ ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბებაში, რომელიც დღეს არის საქართველოში და რომელსავ პირობითად შეიძლება შევარქვათ სავაჭრო-სამევახშეო კაპიტალიზმი. მე თუ მკითხავთ ეს არის მისი ძირითადი დანაშაული საქართველოს წინაშე. ცოცხები და 2008 წლის ომიც კი ეს მეორეხარისხოვანია, რადგან ეს ეკონომიკური მოდელი და პოლიტიკა ანადგურებს და გაანადგურებს საქართველოს, ანადგურებს საბოლოოდ და გარდუვალად.
ახლა სააკაშვილმა რაღაც თქვა ბანკებზე და აქ ვიღაცეებმა, უიმე მიშამ ეს მაინც სწორი თქვაო.
რა გულუბრყვილო ხალხია ქართველები. თან როგორ უყვართ ვიღაც რომ შეიგინებს. იმ წუთში ეროვნული გმირი ხდება.

serapina

2018-04-15 14:22:46

მიშა სანამ ხელისუფლებაში მოვიდიდა(ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს), ისეთ "სწორებს" ამბობდა რომა...
...მოვიდა და ყველაფერი ნათელი გახდა.
მაგ კრიტერიუმით კიდევა, შალვა ნათელაშვილი სულ "სწორებს" ამბობს და... ბარემ ეს აგვერჩია!
(ცოლოურს გაქცევა,ვერ უშველის).

ნუ მოკლედ, არც იმას აქვს მნიშვნელობა,ჩვენ რა გვგონია სწორი და არც ხალხის გადასაწყვეტია რა ხდებოდა/მოხდება საქართველოში.
დაველოდოთ, "მაჰარაჯა" რას იტ/ყვის!
ანალიტიკური აზროვნება,შარია საქართველოში!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80