მილიარდიანი დავა ბიზნესმენებს შორის
ეკონომიკა

მილიარდიანი დავა ბიზნესმენებს შორის

მილიარდიანი დავა ბიზნესმენებს შორის
ბექა დანელია

2018-04-14 19:30:42

რომან ფიფია BGEO-ს სასამართლოში უჩივის. საქართველოში უმსხვილესი საბანკო-საინვესტიციო ჰოლდინგის წინააღმდეგ სარჩელი ლონდონის სასამართლოში შევიდა. ფიფია ჯგუფისგან 994 მლნ დოლარს ითხოვს. ეს არის უპრეცენდენტო ბიზნეს დავა საქართველოში, როცა ერთმანეთს ბიზნესმენები ლამის მილიარდ დოლარზე ედავებიან. ორ სუბიექტს შორის დავა კარგა ხანია დაიწყო და ახლა უკვე საერთაშორისო სარბიელზე გადაინაცვლა.

სასამართლო დავის არსი შემდეგია: რომან ფიფიამ 2011 წელს კრედიტი მიიღო BGEO-ს შვილობილი „საქართველოს ბანკისგან“, 2016 წელს კი „რუსთავის აზოტის“ ქონება აუქციონზე გაიყიდა, რომელიც სრულიად უცნობმა კომპანიამ შეიძინა. ფიფია მიიჩნევს, რომ აუქციონი აბსოლუტურად არასწორად იყო წარმართული.

„რუსთავის აზოტი“, „საქართველოს ბანკის“ მსესხებელი იყო, თუმცა 2016 წელს მხარეებს შორის ვითარება გართულდა და მწარმოებელი კომპანიის აქტივები აუქციონზე გაიყიდა. აქტივების მყიდველი ფინანსისტი ეფრემ ურუმაშვილის კომპანია „ეუ ინვესტთმენტი“ გახდა. ბანკსა და ახალ მფლობელს შორის კავშირის შესახებ ეჭვი მაშინვე გაჩნდა.

„ეუ ინვესთმენთსი“ „აზოტის“ ქარხნის აუქციონამდე რამოდენიმე დღით ადრე დარეგისტრირდა, რომელსაც სააქციო კაპიტალი მხოლოდ 100 ლარი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, „საქართველოს ბანკმა“ ასეთ კომპანიაზე 235 მილიონი ლარის კრედიტი უპრობლემოდ გასცა, რომლითაც კომპანიამ „რუსთავის აზოტის“ მართვაში ჩადო.

„საქართველოს ბანკი“ უარყოფდა ქარხნის შეძენასა და „ეუ ინვესტმენტთან“ კავშირს: „საქართველოს ბანკის“ მფლობელობაში არ არის „რუსთავის აზოტი“, არ გვიყიდია და არ ვფლობთ ამ კომპანიას. ბანკს არანაირი შეხება არ აქვს არც „ეუ ინვესტმენტთან“, – აცხადებდნენ ბანკში. თუმცა, დროთა განმავლობაში დადასტურდა, რომ ქვეყნის უმსხვილეს ბანკს პირდაპირი კავშირი აქვს „აზოტის“ ახალ მფლობელთან.

ამის შემდეგ „რუსთავის აზოტის“ ქარხნიდან მუშების გათავისუფლება დაიწყო და 350-მდე დასაქმებული სამსახურის გარეშე დარჩა. საკითხი აქტუალობას ახლაც არ კარგავს და სასამრთლო პროცესი დღესაც გრძელდება.

ბიზნესმენებს შორის დავა უკვე საერთაშორისო ასპარეზზე გადადის. BGEO GROUP-ში, რომელიც მაისის ბოლომდე 2 კომპანიად გაიყოფა, რომან ფიფიას სარჩელს უსაფუძვლოს უწოდებენ. მათ „ჯობისის“ განუცხადეს, რომ 995 მილიონ დოლარამდე სარჩელზე ინვესტორებს ჯერ კიდევ 26 მარტს აცნობეს და მათთვის განმარტებებიც გააკეთეს.

ამ განმარტებაში წერია, რომ BGEO სარჩელს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და გეგმავს აქტიურად დაიცვას თავის ინტერესები.

„არც BGEO Group-ი და არც მასთან აფილირებული პირები არ აპირებენ ამ პრეტენზიისთვის რაიმე სახის რეზერვების შექმნას. ამასთან, „საქართველოს ბანკი“, ამ დროისათვის იმყოფება პროცესში და ითხოვს კიდევ ერთ საქმეზე რომან ფიფიასა და მასთან აფილირებული მხარეთა მიერ ვადამოსული 20 მლნ დოლარის დაფარვას“, - ნათქვამია BGEO GROUP-ის განცხადებაში.

ნანახია - 609

antoni

2018-04-15 06:21:37

ამ დავის სიღრმეებში ვერ შევალ, მაგრამ ერთი მაინტერესებს: თვითონ ფიფიამ ვისგან და რამდენად იყიდა რუსთავია აზოტი? თუ სახელმწიფოსგან მას არ უყიდია, როდის, ვინ და რამდენად იყიდა?

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80