„ტრამპი და პუტინი სახის შენარჩუნებას ცდილობენ, ორივე ლიდერი გათამამებული, ამაყი, ემოციური და მამლაყინწაა“
პოლიტიკა

„ტრამპი და პუტინი სახის შენარჩუნებას ცდილობენ, ორივე ლიდერი გათამამებული, ამაყი, ემოციური და მამლაყინწაა“

„ტრამპი და პუტინი სახის შენარჩუნებას ცდილობენ, ორივე ლიდერი გათამამებული, ამაყი, ემოციური და მამლაყინწაა“
მანანა ნოზაძე

2018-04-14 23:07:37

დონალდ ტრამპის სიტყვებისამებრ, სირიაში მშვენიერი, ახალი და „ჭკვიანი“ რაკეტები წავიდა. ავიადარტყმებს გადაურჩა ბაშარ ასადი. სირიის რეჟიმის ლიდერი ცოცხალია. Telegram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერში კარგად ჩანს სამსახურში მიმავალი ბაშარ ასადი, რომელსაც ხელში პატარა ჩანთა უჭირავს. ვიდეორგოლს კომენტარი ახლავს - „მწუხარების დილა“. დღეს დილით ადრე კოალიციური ძალების მიერ სირიაში რამდენიმე ობიექტის ავიადაბომბვა განხორციელდა, რაც ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას მოჰყვა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

სირიის მთავრობა აცხადებს, რომ რაკეტების უმეტესობა მათ მოიგერიეს, თუმცა რამდენიმე მაინც მოხვდა მიზანს. ამის მიუხედავად, „ბარბაროსული აგრესია გავლენას ვერ მოახდენს სირიელი ხალხის სიმტკიცეზე“, - ნათქვამია სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გადაიზრდება თუ არა სირიის კონფლიქტი რუსეთთან და ირანთან ამერიკის ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში?! ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.

პენტაგონის ხელმძღვანელი ჯეიმს მეტისი დახურულ შეხვედრაზე არ მალავდა, რომ სირიაზე იერიშს შესაძლოა, რუსეთთან და ირანთან ფართომასშტაბიანი კონფლიქტი გამოეწვია. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუკი ამერიკა სირიაში მძლავრ შეტევას განახორციელებდა. როგორ ფიქრობთ, დაიძაბება სიტუაცია რუსეთთან და ირანთან, რომელთა მეშვეობითაც ასადის რეჟიმი ძალაუფლებას ინარჩუნებს?

- როგორც ჩანს, ტრამპმა ირანთან საქმის გარჩევა მაისის ბოლომდე გადადო, ვინაიდან მაისში ვადა გაუდის ირანთან დადებული ისტორიული შეთანხმების დიდ ნაწილს და უნდა შეფასდეს ამ შეთანხმების შედეგები. ვარაუდობენ, რომ მაისში, ალბათ, ტრამპი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ საერთოდ მიატოვოს ეს შეთანხმება, ანუ როგორც თვითონ ამბობს, „სდელკა“-გარიგება. რაც შეეხება რუსეთს, ევროპელ ლიდერებს შორის ტრამპთან ყველაზე ახლო კონტაქტი აქვს მაკრონს. ორი დღის წინ მაკრონმა ხელები ასავსავა და ზედიზედ სამჯერ გაიმეორა, ჩვენ დავარტყამთ სირიას, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში, არ დავაზიანებთ ირანსა და რუსეთს, ვინაიდან ეს იქნება წერტილოვანი დარტყმა მხოლოდ სირიის მიმართულებით და მხოლოდ იმ ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, სადაც მზადდება ქიმიური იარაღი.

საერთოდ, ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ ნებისმიერი სამხედრო აქციის ეფექტურობას 99%-ით განსაზღვრავს მიულოდნელობის ფაქტორი. რამდენადაც მოულოდნელია მეორე მხარისთვის დარტყმა, იმდენად დამანგრეველია ეს მისთვის. ამ დროს კი ძველი ბერძნებიდან და რომაელებიდან მოყოლებული, არსებული ყველა კანონი დაარღვია ტრამპმა, როდესაც ერთი კვირით ადრე გააფრთხილა მთელი მსოფლიო, პირველ რიგში, სირია, დედას გიტირებ და დაგარტყამო. ეს დრო სირიამ უკვე გამოიყენა. ყველაზე ეფექტური დარტყმა ის იქნებოდა, რომ ამერიკას საერთოდ მოესპო სირიის ავიაცია, მაშინ უკვე ქიმიურ იარაღსაც ვეღარ გამოიყენებდა სირია, რადგან, როგორც წესი, ბომბები თვითმფრინავებს მიაქვთ და თვითმფრინავები ყრიან ამ ბომბებს. სირიელებმა როგორც კი გაიგეს, რომ ამერიკა დარტყმას აპირებდა, მთელი თავიანთი სამხედრო თვითმფრინავები გადაიტანეს სამ ბაზაზე, სადაც რუსეთის ჯარი დგას. ეს არის ლატაკია, ჰმეიმინი და ტარტუსი.

სირიელები დარწმუნებულნი არიან, რომ ამერიკა რუსულ ბაზებს არ დაარტყამს.

- ამერიკა რუსულ ბაზებს არ დაარტყამს. ტრამპი გიჟი არ არის, უბრალოდ, ის თავისი ტვიტერით მთელ მსოფლიოს ასულელებს, თორემ თვითონ ძალიან ჭკვიანია. რაში აწყობს ტრამპს მსოფლიო ომამდე მიიყვანოს საქმე? ეს არავის აწყობს, არც ტრამპს და არც პუტინს.

სირიაში ავიადარტყმებზე საუბრისას რუსი პოლიტოლოგები არ მალავენ, რომ ორივე ქვეყანას - ამერიკასაც და რუსეთსაც არაპროგნოზირებადი ლიდერები ჰყავს და კაცმა არ იცის, რას მოიმოქმედებენ. პუტინის აგრესიული რიტორიკის მსგავსად, რომელმაც ამას წინათ ილუზორულად ბირთვული რაკეტები დაუმიზნა ამერიკის ერთ-ერთ შტატს - ფლორიდას, ტრამპის აგრესიული რიტორიკაც გაისმა - „მოემზადე, რუსეთო, სირიაში მშვენიერი, ახალი დაჭკვიანირაკეტები წამოვა“. ეს ხომ არ არის იმის წინაპირობა, რომ ტრამპს პუტინთან კომუნიკაციაში უფრო ახლოს შესვლა სურს? ამისთვის ხომ არ ამზადებს ნიადაგს თავისი მკაცრი რიტორიკით?

- ეს ტრამპის სტილია, ჯერ ემუქრება და მერე სთავაზობს მოლაპარაკებას. ამ სტილმა გაამართლა ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებით. ორი თვის წინ კიმ ჩეინს ტრამპთან მოლაპარაკების, შეხვედრის გაგონებაც არ უნდოდა. როგორც ჩანს, ახლა მაისისთვის დაგეგმილია ეს შეხვედრა. ამერიკის ერთ-ერთ შტატზე პუტინის მიერ რაკეტების დამიზნება საჩვენებელი ვიდეო იყო, რუსეთის შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი. ეს იყო გათვლილი რუსული არჩევნებისთვის, რუსი მოსახლეობისთვის. ამიტომაც ამერიკელმა სერიოზულმა ექსპერტებმა მეორე დღესვე დაწერეს, ჩვენ ახალი არაფერი გვინახავს, ეს ყველაფერი ვიცოდით, რაც აქვს პუტინს, რადგან ამის დამალვა არ შეიძლება. ტრამპის რიტორიკას რაც შეეხება, სარწმუნოდ მიმაჩნია სულ ახლახანს გაელვებული ცნობა იმის შესახებ, რომ რამდენიმე დღეა, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს კონტაქტები, ერთი მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს შორის და, მეორე მხრივ, ნატოში რუს და ნატოს სამხედროებს შორის.

რამდენიმე დღის წინ ჩვენი ყოფილი თავდაცვის მინიტრის გამოსვლა მოვისმინე, ასეთი არასერიოზულობა უკვე აღარ მიკვირს, რომ თითქოს აპოკალიფსი იწყება, თითქოს ტრამპი გადაუვლის სირიას, რუსეთსაც ზედ მიაყოლებს. აქ მთავარია, რომ ტრამპი დაიმუქრა და ის ამას ვერ გადათქვამს, მან სახე უნდა შეინარჩუნოს და დარტყმა განახორციელოს, მაგრამ დაიმახსოვრეთ, ეს დარტყმა იქნება მხოლოდ სიმბოლური. ატყდება ერთი აურზაური, ტრამპმა ეს რა ქნა, სირიას დაარტყაო, მაგრამ, სინამდვილეში, არანაირი სერიოზული ამ დარტყმას არ მოჰყვება. ჩვენ ასეთი დარტყმა ვნახეთ შარშანაც, როცა 99 ფრთოსანი რაკეტა გაუშვა ტრამპმა სირიის წინააღმდეგ. მაშინაც ქიმიური იარაღი გამოიყენა ასადის რეჟიმმა, მაგრამ მეორე დღეს ამერიკელი ჟურნალისტები წერდნენ, ჩვენ ჩავედით სირიაში, დავათვალიერეთ ეს ადგილები და საერთოდ ვერანაირი შედეგი ვერ ვნახეთ, მხოლოდ ერთი-ორი ძველი თვითმფრინავი იყო დამწვარიო. ახლაც სიმბოლური დარტყმა იქნება, რომ ტრამპმაც სახე შეინარჩუნოს და პუტინმაც სახე შეინარჩუნოს, რადგან ორივე ლიდერი არის გათამამებული, ამაყი, ემოციური, მამლაყინწა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რომლებიც, ვერავითარ შემთხვევაში, ვერ შეეგუებიან დამცირებას. ამიტომ არც ერთი მათგანი მეორეს არ დაამცირებს, რადგან იციან, რომ დამცირებული დამცირებას არ გადაყლაპავს და რა მოჰყვება ამას, არავინ იცის. აქ კიდევ სხვა ფაქტორია - გარემოცვა.

დღეს სადამ ჰუსეინის სტილის დიქტატორი არც ტრამპია და არც პუტინი. მე არ ვიცი, რამდენად სწორია „ფორბსის“ დასკვნა, რომ 40 მილიარდი დოლარის ქონება აქვს პუტინს, მაგრამ დავუშვათ, გაზვიადებულია ეს 40 მილიარდი დოლარი და 20 მილიარდი აქვს. რისთვის უნდა ეს 20 მილიარდი პუტინს? იმისთვის, რომ მისმა შვილებმა, შვილიშვილებმა და თვითონ ისარგებლონ. ადრე თუ გვიან, ხომ გავა პენსიაზე? გარდა ამისა, რუსი მილიარდერების საქმიანობა როგორია? ისინი რუსეთში შოულობენ ფულს, მაგრამ ევროპაში ხარჯავენ, რადგან რუსეთში ამ ფულს ლამაზად ვერ დახარჯავ. ევროპული მასშტაბით ვერ იგრიალებ რუსეთში, სწორედ ევროპაშია იახტები, ღამის კლუბები, მილიონიანი სადილები, რესტორნები, ლამაზი ქალები. ევროპა ევროპაა მაინც. რუსი მილიარდერები ევროპაში ცხოვრობენ, მათი შვილები ევროპულ სკოლებში, უმაღლესებში სწავლობენ, მათი ცოლები ევროპული კლუბების წევრები არიან. რუსი მილიარდერები საკუთარი თვითმფრინავებით ჩადიან მოსკოვში თავიანთ ოფისებში, აქ მათ აქვთ ალუმინის, გაზის, ნავთობის, ქვანახშირის, კომპანიები. ასე რომ, მათ აწყობთ ახლა ომი?

ლავროვი იმედოვნებს, რომ დასავლეთი ერაყისა და ლიბიის სცენარით სირიაში ავანტიურას არ მოაწყობს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამერიკა აპირებდა სირიის დატოვებას და ტრამპიც აცხადებდა, დაე, ახლა სხვებმა იზრუნონ სირიაზე. ამჟამად ვინიზრუნებსსირიაზე?

- ტრამპმა ოთხი დღის წინ ტვიტერში დაწერა, როდის უნდა მოვშორდე სირიასო, მაგრამ სხვადასხვა მონაცემებით, იქ მაინც ჰყავს 2 ათასიდან 20 ათასამდე ამერიკელი ჯარისკაცი. ყოველ შემთხვევაში, სიტუაციის გამწვავების შემდეგ ტრამპი ამ ეტაპზე საკუთარ ჯარს ვერ გამოიყვანს სირიიდან.

თუკი ტრამპს პუტინთან კომუნიკაციამდე რუსეთის მიმართ ხისტი მიდგომების დემონსტრირება სჭირდება, რათა გონს მოიყვანოს პუტინი, მაშინ რა დათმობაზე შეიძლება დაიყოლიოს გონს მოსული რუსეთის ლიდერი?

- „რაკეტებისთვის მოემზადე, რუსეთო“, ეს უკვე ლირიკაა, ამ განცხადებიდან ათი წუთის შემდეგ ტრამპმა ტვიტერზე მეორე განცხადებაც დადო, სადაც პირდაპირ თქვა, რომ არანაირი მიზეზი რუსეთ-ამერიკას შორის ურთიერთობის გამწვავების არ არსებობს. ეს საშინელებაა იმ მხრივ, რომ მისთვის მიზეზი არც უკრაინა ყოფილა, არც სკრიპალების მოწამვლა, არც ქიმიური იარაღის გამოყენება. საქართველო ვიღას ახსოვს. უბრალოდ, ტრამპმა თქვა, არ ვიცი, რატომ გაფუჭდა ჩვენი ურთიერთობა, რუსეთს არაფერი ცუდი არ გაუკეთებიაო. პრაქტიკულად, მისი განცხადება ამას ნიშნავდა. მოკლედ, დღეში ცხრაჯერ იცვლის ხასიათს. გარდა ამისა, ტრამპმა გუშინწინ გაავრცელა ცნობა, 24 საათში მე უკვე ზუსტი მონაცემი მექნება იმის თაობაზე, რომ ასადმა გამოიყენა ქიმიური იარაღი. არადა, ასადი ამას უარყოფს, რუსეთიც ამ ინფორმაციას უარყოფს.

ოფიციალური მოსკოვი ირწმუნება, რომ მას უტყუარი მტკიცებულებები აქვს, თითქოს სირიაში ქიმიური თავდასხმა დადგმული იყო.

- დიახ, მაგრამ გავიდა ეს 24 საათი, ახლა უკვე სირიის ქალაქ დუმაში მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ქიმიური იარაღის გამოყენებას სწავლობს, მაგრამ ისინიც უკმაყოფილონი არიან, ვინაიდან სირიის არმიის ნებართვით შევიდნენ იმ ტერიტორიაზე, სირიელები არავის უშვებენ იქ. ევროპელები ცოტა ფრთხილად არიან. იგივე ემანუელ მაკრონი, ტერეზა მეი ამბობენ, ჩვენც მივიღებთ სირიაში კოალიციურ ძალებთან ერთად მონაწილეობას, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც მეტი დამამტკიცებელი საბუთი გვექნება, რომ ასადმა გამოიყენა იარაღი. ეს მხოლოდ ტრამპი ამბობს, მე არ მაინტერესებს, ასადმა გამოიყენა ქიმიური იარაღი, თუ არ გამოიყენა, მე მივიღე გადაწყვეტილება, უნდა დავარტყა სირიასო. გუშინწინ ყველა ელოდა სიტუაციის აფეთქებას, მაგრამ სირიაზე დარტყმა მაინც იქნება, რადგან ტრამპმა სახე უნდა შეინარჩუნოს, უნდა დაისაჯოს ასადი.

 

ნანახია - 2819

მეგრელი

2018-04-15 00:17:51

მაშინ უკვე ქიმიურ იარაღსაც ვეღარ გამოიყენებდა ს/ირია
--------------------------------------------------
ქიმიური იარაღი ასადს რომ ელაგა საწყობში მას პრობლემები არ ექნებოდა როგორც კიმს.ასადის ქიმიური იარაღი არის ისეთი ბლეფი როგორიც სადამ ხუსეინის ქიმიური იარაღი .

https://www.theguardian.com/uk-news/2016/jul/06/tony-blair-deliberately-exaggerated-threat-from-iraq-chilcot-report-war-inquiry


მე ვეთანხმები გადამდგარ ბრიტანელ გენერალს. ცუდი პრეცედენტია.

https://www.youtube.com/watch?v=3j_Z1f84Ps8&feature=youtu.be

ქიმიური სიმულაციას რომელიც გახდა პოლიტიკური მიზნის მიღწევის პრეცედენტი ერაყში , განმეორდა შოუს სახით ს/ირიაში და მომავალში ვიხილავთ სხვაგანაც და არამხოლოდ ტერორისტების მიერ დადგმულს .

antoni

2018-04-15 06:33:40

ქიმიური იარაღის გამოყენების დაბრალებამ სადამთან მიმართებაში გაიტეხა სახელი. თუმცა ამჟამად საკითხის შესასწავლად უცხოელ ექსპერტთა არშეშვებამ და ამ საკითხის განხილვაზე რუსების მიერ უშიშროების საბჭოზე ვეტოს დადებამ მსოფლიო დაარწმუნა ასადის ველურობაში და აქ რუსის ხელიც უეჭველად ურევია; პლუს- ადგილზე მომუშავე ჰუმანიტარული ორგანიზაციების კატეგოტიულმა მტკიცებამ, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება მოხდა და არა პირველად. აშშ თავის ახალ იარაღებს ცდის, რუსს გამოსაცდელი და საპირწონე არაფერი აქვს, მაგრამ იხტიბარს არ იტეხს; აკი იძახდა თუ გაისვრიან დედას ვუტირებთო, მაგრამ წყევლით შემოიფარგლა

asdf961

2018-04-15 06:59:15


https://www.youtube.com/watch?v=q6_vQ9K8HHI

მეგრელი

2018-04-15 09:02:53

antoni
თუმცა ამჟამად საკითხის შესასწავლად უცხოელ ექსპერტთა არშეშვებამ
---------------------------------------------------------------
წყარო .

ბეირუთში იყვნენ და იმ დღეს დაბომბეს როცა ჩავიდნენ დუმაში.


პლუს- ადგილზე მომუშავე ჰუმანიტარული ორგანიზაციების კატეგოტიულმა მტკიცებამ,
----------------------------------------------------------------------------------

https://www.youtube.com/watch?v=wJX9m2Ui4-c აქ ექსპერტების არშესვებზეც პასუხობს . ხოლო რასაც სკრიპალზე ამბობს არის სკანდალი. ამიტომ ვფიქრობ ეს რომ გადაიფაროს იქნება სხვა ბევრი ქიმიური შეტევები.


რომ ქიმიური იარაღის გამოყენება მოხდა
------------------------------------

ერთხელ 2017 ამ იარაღის ,,გამოყენებაზე" დაბომბეს ასადი. მეორეჯერ , მოგებულ ომში თქვენ გამოიყენებდით?

https://www.youtube.com/watch?v=LrTph2Y-qBU






ისე გამარტივდა ადამიანი. ქიმიური იარაღის საცავის დაბომბვის რომ ჯერა. სურსათის საწყობია რა.





papa

2018-04-15 10:11:58

მეგრელი

შენ კი მსჯელობ ლოგიკურად, მაგრამ მე რომ დასაკვრელად პრიჩინას ვეძებ, რაში მაინტერესებს მე შენი ლოგიკა?? ...უნდა დავცხო და ვსოოო... რად მინდა მე შენი ახსნა--განმარტებები??
ასე მსუურს---ვსოოო... მორჩა და გათავდა!!
აბა რომელი ნორმალური ადამიანი დაიჯერებს რომ ასადი, ეს დამკაში გასული კაცი, ქიმიას იყენებს?? ..უბრალოდ ასადი და პუტინი ამერიკას ხელს უშლის ,,იქაური დემოკრატიის,, დამყარება---გულაობაში(ნავთობი)
აი ეგააა და ეგ, ამ სი/რ/იიის მთელი იწილო ბიწილო...
ხოოდა ეხლა ასადს პირდაპირ ეუბნებიან... შლაპა არ გახურიაო....ვსიოოო...ზნაჩიტ ტყუიხაროოო....
.. აი ასე ძაბავენ ეგენი, პირადი ინტერესების გამო, მთელ მსოფლიოში,,დემოკრატიულ ვითარებას,,(რომელიც სინამდვილეში ფეხებზე ჰკიდიათ)
ეგე ეხლა უნგრეთს მიადგნენ--- ურბანის ისევ გამარჯვება არ აწყობთ,(მაგან ხომ ბევრ რამეში უგანა მაგათ...პლიუს პუტინისკენ იხრება)
ხოოდა ...მაიდანის ამბები ტრიალებს იქ...(ცდილობენ)
შენ კიდევ პრიჩინაო ...
რად უნდა პრიჩინა, როცა ბატონს ასე სუურს??

natali

2018-04-15 14:57:56

Россия выиграла без единого выстрела
:)))))))))))))))
ნიღაბი ჩამოხსნეს ამერიკას?:))))))) მიშა და პუტინი ერთი სკოლაა, 2008-ში რუსსეთზე ნიღბის ჩამოხსნა რომ აზეიმა ხალხს.
არა რააა....მაგრად უნდა ჩაარტ/ყას ამერიკამ, ამათთან სხვანაირად არ გამოდის.

papa

2018-04-15 19:32:12

ეეეეეეხ ნატალი .... ნატალი..

მე მგონი ტყუილადა გვაქვს ჩვენ მაგათი იმედი....არ არიან ეგენი ერთმანეთის დამკვრელები... გვაბოლებენ მხოლოდ....
მასინ აბა თუ ბიჭები არიან დაჰკრან ერთი ..
ჩვენც დავისვენებთ(დაგვასვენებენ) და ისინიც....

bermudi

2018-04-15 20:14:49

რომელ დამკაშია გასული ასადი, დღევანდელი მონაცემებითაც კი ტერიტორიისს 35% ს აკონტროლებს? ქიმიური იარაღი მართლა არ მგონია გამოეყენებინა მაგრამ მაგას თავი გავანებოთ და ისრაელი კვირაში ორჯერ რომ უბათქუნებს ასადის მომხრეებს იმაზე რატომ ხმას არ იღებს პუტიშკა?

bermudi

2018-04-15 20:18:02

რომ იმუქრებოდა პუტიშკა ჩამოვყრით რაკეტებს და საიდანაც ეს რაკეტები წამოვა იმასაც ვესვრითო რას იბრიქებოდა ერთი მარტო ჩვენისთანებთან რომ აქვს დიდი გული

bermudi

2018-04-15 20:20:26

სტალინს გაუბედავდა ვინმე ამას? ან თურქეთს არ გადაბუგავდა გამანადგურებელის ჩამოგდებისთვის თუ პომიდერების არძალვით შემოიფარლებოდა?

bermudi

2018-04-15 20:25:20

ფული მართავს მსოფლიოს ისევე როგორც ფულის მონები არიან პუტიშკას გარმოცვა და ეს გაბრიქვები და პატარა გამარჯვებები რის უფლებებსაც მსოფლიო მამები მისცემენ უბრალოდ ერთი ადგილის თამაშია და შიდა მოხმარებას ხმარდება ნახევრად მშიეი ხალხი რომ სანახაობით დააბოლონ....ფული ბაბა ფული დანარჩენი ბლეფია

მეგრელი

2018-04-16 00:17:56


საფრანგეთმა ს/ირიის ქიმიურ იარაღზე ანგარიში გამოაქვეყნა

ფრანგული ანგარიშის მიხედვით, მოწმეთა ჩვენებებისა და ფოტო-ვიდეო ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ აღმოსავლეთ გუტას რეგიონში მდებარე ქალაქ დუმაში, ქიმიური იარაღი სამთავრობო ძალებმა გამოიყენეს.
http://www.timer.ge/saprangethma-siriis-qimiur-iaraghze-angarishi-gamoaqvekhna/
------------------------------------------------------------------------------------

ეს უნფო ვრცელდება ქსელებში .

მიაქციეთ ყურადღება. ,,მოწმეთა ჩვენებებისა და ფოტო-ვიდეო ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ირკვევა ...". ანუ სპეციალისტების და ექსპერტების დასკვნა უკვე არ ყოფილა საჭირო. საკმარისია კარგად მოწყობილი პერფომანსი და ეს სავსებით საკმარისია დაგაბრალონ მასიური განადგურების იარაღის გამოყენება, მაგალითად ბაქტეროლოგიურის. ს/ირია შორს იყოს. ეს ცუდი პრეცედენტია და ასეთი რამ ყველას შეეძლება გააკეთოს მომავალში ყველგან როცა ან არ მოეწონება ქცევა ან გარკვეული გეოპოლიტიკური თამაშებისთვის.

მეგრელი

2018-04-16 00:32:57

მაგალითად . ცხინვალთან გაჩნდება ციმბირული წყლული . ოსი ეროვნების ჟურნალისტები გადაიღებენ პერფომანს ფოტოებით და იტყვიან რომ ეს ჩვენი გაკეთებულია. სახეზეა ბაქტეროლოგიური , მასიური განადგურების იარაღის ,,გამოყენება". პუტინი , როგორც ამბობენ რუსი პოლიტოლოგები პუტინი ,,არაპროგნოზირებადი ლიდერია" . ხოდა რუსეთს უკვე დასაკარგი არაფერი აქვს და... რას ვაკეთებთ ბატონო სოსო. ისევ იმას? ასადმა გამოიყენა ქიმიური იარაღი.

Munji

2018-04-16 00:52:34

მეგრელი :))))
ჰო, მომწამლავი ქიმიური შენარევების არსებობას ჰაერში, როგორც წესი, ფოტო-ვიდეო გადაღებით ამოწმებენ ხოლმე: ტოქსიკური შენარევები არაფოტოგენიურად გამოიყურება და ხელად მიხვდები კაცი!

რაც შეეხება მოწმეებს, მე სულ სხვა რამეები მოვისმინე მედიკოსი მოწმეებისაგან, ვიდეოში: სახლს მოხვდა ბომბი, გაჩნდა ხანძარი, კვამლისაგან სუნთქვაშეკრული ადამიანები ჩამოიყვანეს დაბლა... ამ დროს ვიღაცა უცხომ დაიძახა, ქიმიური შეტევააო და ამათ დაუწყეს წკლის დასხმა თავზე და ასტმის საწინააღმდეგო წამალს ასხურებდნენ პირში... ვინ იღებდა ვიდეოზე, არ ვიცი, მაგრამ სწორედ ეს კადრებია გადაღებულიო...

ახლა, ხომ ასპროცენტიანია, რომ ეს ქიმიური შეტევა იყო?:)
მეორეც: ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ინსპექტორებს რომ უნდა შეემოწმებინათ ადგილზე, ნამდვილად იქნა თუ არა გამოყენებული ქიმიური იარაღი და ესენი რომ წინა ღამეს რაკეტებს აყრიან იქაურობას, რათა არ მოხდეს შემოწმება, ეს არაფერზე მეტ/ყველებს, არა?!
*
მართალი ხარ, მეგრელო: ამ პრეცედენტის საფუძველზე ხვალ შეუძლია თბილისი დაბომბოს პუტინმა - ლუგერის ლაბორატორიაში დამზადებული ქიმიური თუ ბაქტერიოლოგიური იარაღით ჩემი სამხედრო კონტინგენტი მოიწამლა ცხინვალშიო და, კაი ბიჭი ხარ, შესამოწმებლად მიეკარები იქაურობას!

Munji

2018-04-16 00:54:48

რომ დავდევი კომენტარი, მერე ვნახე, რომ შენც ანალოგიური აზრი მოგსვლია ცხინვალზე...

asdf961

2018-04-16 02:27:40

bermudi
"რომ იმუქრებოდა პუტიშკა ჩამოვყრით რაკეტებს და საიდანაც ეს რაკეტები წამოვა იმასაც ვესვრითო რას იბრიქებოდა ერთი მარტო ჩვენისთანებთან რომ აქვს დიდი გული"
--------------------------------------------

ყველაფერში გეთანხმებით, მხოლოდ სახელზე მაგვს განსხვავებული აზრი, მაგას უფრო "პეტუშოკი" უხდება.

asdf961

2018-04-16 02:36:12


პირადად მე ძალიან მომეწონა, რომ დასავლეთი რუსეთს ებრძვის ისევ რუსების მეთოდებით!

antoni

2018-04-16 06:37:54

ოკუპანტთან შეიძლება იძულებით ითანამშრომლო და შენი სარგებელი იძებო, მაგრამ საქართველოს ოკუპანტი რუსეთის საერთაშორისო არენაზე რაიმე ფორმით მარცხი გამწუხრებდეს, ანომალიურია!
აშშ შეიძლება ვიღაცეებისთვის არ ვარგა, მაგრამ ჩვენთვის ცოტა სიკეთე აქვს გაკეთებული? როგორ შეიძლება აშშ-ს და რუსეთის შედარება? რუსი მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ძალადობის და უსამართლობის განსახიერება იყო!
აქ ჩვენი სარგებელი ის იქნება, რუსი საერთაშორისო ავტორიტეტს და მხარდამჭერებს თუ დაკარგავს და რაც მთავარია, იქნებ რუსმა ერმა გაიღვიძოს და პუტინი გააპანღუროს
პიეს: იყო თუ არა ქიმიური იარაღი? მტკიცებულებეი არის რომ იყო; ხელაღებით "იყო"-ს ან "არა"-ს ძახილი უტვინოებისთვის მიმინდვია

მეგრელი

2018-04-16 09:02:32

antoni
როგორ შეიძლება აშშ-ს და რუსეთის შედარება? რუსი მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ძალადობის და უსამართლობის განსახიერება იყო!
--------------------------------
უკომენტაროდ ვერ დავტოვებ. ჯერ ერთი არ იცითნ (ასე გამოდის) არც აშშ და არც რუსეთის ისტორია. მეორე . რუსეთის როგორც იმპერია არსებულთაგან ყველაზე რბილი იყო. ყველაზე დაუნდობელი და უსამართლო იყო ბრიტანეთი.

საქართველოს ოკუპანტი რუსეთის საერთაშორისო არენაზე რაიმე ფორმით მარცხი გამწუხრებდეს, ანომალიურია!
----------------

აშშ - რუსეთის ღია დაპირისპირების დროს თუ ვინმე ფიქრობს , რომ ხეირს ვნახავთ ძალიან ცდება . ეს არის ბლეფი. ერთხელ ჩვენ ჩავერთედ მათ ირიბ დაპირისპირებაში . შედეგი ? უკრაინაც ჩაერთო . შედეგი? თუ ღია დაპირისპირება დაიწყო შედეგი იქნება უფრო ცუდი . მე ასე ვფიქრობ. ამიტომ ჩვენ ინტესესში არ შედის მე-7 მსოფლიო ომი და ნუ ფიქრობთ ვინმეს მიმართ არსებულ სიმპატია - ანტიპატიაზე. ეს ანაქრონიზმია. შენდეგ

http://polismi.ru/politika/bolshoj-blizhnij-vostok/138-krovavye-granitsy.html

ვთქვათ და

გავიდა რუსეთი ს/ირიიდან თურქეთი და ირანის წარმოუდგენელი სამხედრო ალიანისიც დაიშლება მაშინ ამ გეგმას წინ არაფერი უდგას . შეკითხვა. რამდენად შედის ჩვენ ინტერესში ,,ახალი ახლო აღმოსავლეთი" ამ საზღვრებში?

antoni

2018-04-16 10:13:14

წადი ბიძიკო კოჭი გააგორე!

მეგრელი

2018-04-16 10:56:18

მაგარი არგუმენტია. კოჭს დიდი ხანია აგორებთ. შედეგიც შესაბამისი გაქვთ. გააგორეთ გააგორეთ. ბუზების თვლას მაინც ჯობია.

natali

2018-04-16 11:07:05

რუსეთი ეწევა პირდაპირ და ირიბ პროპაგანდას.
პირდაპირი-როდესაც რუსეთს აქებ. ეს არაა საშიში და სასაცილოა.

ირიბი--მოსახლეობას აჯერებ,რომ დასავლეთი ქართველებს თავს ახვევს მათთვის მიუღებელ წესებს და ქართველობას გვართმევენ :)))
ირიბი პროპაგანდა,რომელიც შეიძლება დასავლეთის გავლითაც კი ფინანსდებოდეს და ბევრი ჩვენი აქ მცხოვრები თანამემამულეც შეუგნებლად ეხმარებოდეს რუსეთს ასეთი სახის პროპაგანდაში, სერიოზულად მისახედი და დამაფიქრებელია.

antoni

2018-04-16 11:12:47

შენ გგონია, რასაც ლაპარაკობ ნორმალურია? ან შენი "მსჯელობა" გგონოა რამე? რა, სისულელე რომ სისულელეა ის ვამტკიცო? რახან გინდა გეტყვი: უჭკუოს, უვიცის და ძალად ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებ და არანაირი სურვილი არა მაქვს შენთან ურთიერთობის - გინდა ბუზი თვალე და გინდა კოღო

DDDD

2018-04-16 11:26:57

Три неочевидных факта об ударе по Сирии

Первое. Все наши заявления о нарушении международного права и осуждении агрессии, над которыми как над слабыми и неадекватными смеются «патриоты», есть просто элемент геополитической игры. Ее обязательная часть – дипломатическая, вербальная. Никакой другой она быть и не может. Россия не делает ставку на апелляцию к международному праву – она защищает свои национальные интересы всеми доступными способами. Странно было бы этого не замечать.

Второе. Позициям России в мире удар никакого ущерба не нанес – до 2015 года Запад считал, что Асад падет, а влияние России на Ближнем Востоке будет подорвано. Да и не только на Ближнем Востоке – после Крыма Россию попытались зажать в геополитический угол, заблокировать и демонизировать. Сегодня позиции России как на Ближнем Востоке, так и в мире сильнее, чем три года назад, война в Сирии по большому счету выиграна, а положение США не только на Ближнем Востоке, но и в мире в целом, существенно ослабло. Если оценивать ситуацию в геополитическом измерении, то мы наступаем, а США обороняются.

Третье. Сравнение нападения на Сирию с ударом по России не просто глупо, но и смешно. Да, Сирия находится под нашей защитой – но мы пришли ей на помощь в тот момент, когда там уже шла полноценная война с участием сил, завязанных на самые разные страны. Мы выигрываем сирийскую войну – бесповоротно и поступательно. Американцы бьют не по нам, а по сирийским объектам, которые защищают поставленные нами системы ПВО. Бьют аккуратно и вовсе не для нанесения урона – и что, мы должны в ответ убивать их солдат на их базах в Сирии? Нынешнее российско-американское противостояние в Сирии даже близко не стоит с тем, что было во время вьетнамской войны. Хотя именно с той ситуацией стоит сравнить происходящее сейчас.

Тогда мы помогали вьетнамцам воевать с американцами – во Вьетнаме находились тысячи наших советников и войска ПВО. Официально СССР не заявлял о своем участии во вьетнамской войне, но именно наши воины с помощью С-75 сбивали американские самолеты. Сейчас в Сирии официально мы вообще не воюем – там расположена наша военная база, есть советники и миротворцы. Мы не просто защищаем их, мы открытым текстом предупредили об ответном ударе в случае угрозы их жизни. Американцы все прекрасно поняли – и в результате в ходе ракетного удара не пострадал не только ни один русский, но даже ни один сириец.

В связи с нынешними событиями часто вспоминают удары США по Югославии весной 1999 года – вот, мол, что хотят янки, то и делают. Хотя именно на примере Югославии видно, как изменился мир и вес в нем России за эти годы.

Если уж и сравнивать 14 апреля с Югославией, то не с бомбежками, а с броском в Приштину наших ВДВ летом 1999 года. Не в смысле умаления подвига батальона под командованием Евкурова, совершившего тот героический бросок, а в смысле последствий. Нынешний удар США по Сирии носит такой же символический и безнадежный характер, как тогдашнее взятие под наш контроль аэропорта столицы Косово, потому что не может изменить ход истории. В 1999 году Россия не могла ни защитить Сербию от натовских ракет и бомб, ни предотвратить отторжение от нее Косово, ни изменить ситуацию на Балканах в целом. В 2018 году США не могут ничего сделать для того, чтобы нанести ущерб Сирии и нашим позициям как в этой стране, так и на Ближнем Востоке. А уж навредить самой России – тем более.

https://nstarikov.ru/club/92490

tngh

2018-04-16 13:11:24

რატომ ნერვიულობთ??? "სახეს" არც ერთი არ დაკარგავს. აშშ-ს და რუსეთს ერთმანეთი ისევე სჭირდებათ, როგორც ზღვას თევზი და თევზს ზღვა. გაშვებული რაკეტების 70%-მა მიზანს ვერ მიაღწია. ამას ყველა აღიარებს. გამოდის, რომ ერთხელ დაბომბილი და განადგურებული ლაბორატორია და საწყობები, ისევ დაბომბეს. და რაც მთავარია, მსხვერპლი არ არის.

natali

2018-04-16 13:16:13

tngh
თვითონ რუსებიც კი ვერ ამბობენ მაგას :)))

tngh

2018-04-16 13:19:38

რომ არა რუსეთის ჩართულობა ახლო აღმოსავლეთის სამხედრო ოპერაციებში, კაცმა არ იცის "ისლამური სახელმწიფოს" საზღვრები დღეს სად იქნებოდა... ფაქტია, რომ 2015 წლამდე "ისლამისტებს" ვერ აჩერებდნენ... მას შემდეგ რაც რუსეთი ჩაერთო და აშშ-ს პრეზიდენტი ბ-ნი დონალდ ტრამპი გახდა, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა...

მეგრელი

2018-04-16 17:00:35

tngh
-----

https://www.thetimes.co.uk/edition/news/the-little-girl-whose-agony-set-the-west-on-path-to-war-gwv0d0rfl

წაიკითხე თუ კაცი ხარ. დღევანდელია. ევროპა მგონი გამოშტერდა . ქიმიური იარაღის სუნი ტანსაცმელზე და უსუნეო.

ფხიზელი

2018-04-17 22:15:45

DDDD,
ორთოდოქს "მედასავლეთეთა" ნაწილს ფიზიკური უმწიფრობა ხელს, რომ რუსული ტექსტები იკითხოს (ახალი თაობა ხომ სავალდებულო ინგლისურს არის მიფიჩინებული, რომლის გარეშე მეეზოვის ადგილიც შეიძლება ვერ იშოვო), ნაწილს კი - გონებრივი უმწიფრობა: ჩვევად არა აქვთ გაეცნონ რაიმე მასალას, რაც ეწინააღმდეგება მათს წინასწარ აკვიატებულ და არაფრით გამყარებულ მოსაზრებას რომელიმე საკითხზე.
ამიტომ, მათთან დისკუსიაში არგუმენტაციის შედეგი ყოველთვის არის ნული!

არადა, "ჭეშმარიტება სამშობლოზე მეტია"-ს ავტორის მაღმერთებლებს ელემენტარული რამ ვერ გაუცნობიერებიათ: რომ სიმართლეს სამშობლო არა აქვს!
არ არსებობს პრორუსული, პროქართული, პროდასავლური სიმართლე, ხომ?!
მე კი მგონია, რომ ადამიანი გამუდმებით უნდა ეძიებდეს სიმართლეს და იდგეს სიმართლის მხარეზე, იმის მიუხედავად, დასავლელებს აწყობთ ეს სიმართლე, რუსებს თუ მულღაზანზარელებს!

ვისაც ჩააგონეს, რომ სიმართლეს არა აქვს მნიშვნელობა და "პატრიოტის" მოწმობას მხოლოდ რუსეთის გინებაში იძლევიან, შემიძლია მივასწავლო, სად დგანან მისი გინების ადრესატები, - მივიდეს და აგინოს!
ხოლო ვინც საკუთარი პატრიოტობის დასამტკიცებლად, ბუჩქებს ამოფარებული, "ლაგატკით" ესვრის კენჭებს რუსეთის დროშას, მის პატრიოტობას ვერ დავიჯერებ!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80