„ოცნებაში“ მიმდინარეობს ბრძოლა ნეოლიბერტარიანელებსა და ნეოკონსერვატორებს შორის და ეს კიდევ უფრო გახლეჩს მას“
პოლიტიკა

„ოცნებაში“ მიმდინარეობს ბრძოლა ნეოლიბერტარიანელებსა და ნეოკონსერვატორებს შორის და ეს კიდევ უფრო გახლეჩს მას“

„ოცნებაში“ მიმდინარეობს ბრძოლა ნეოლიბერტარიანელებსა და ნეოკონსერვატორებს შორის და ეს კიდევ უფრო გახლეჩს მას“
მანანა ნოზაძე

2018-04-16 11:30:11

„ქართული ოცნება“ ერთგვარი ეთიკის კოდექსის მიღებას აპირებს, რომლის დამრღვევი დეპუტატებისთვისაც სანქციები დაწესდება. მმართველ გუნდში აქტიურად საუბრობენ შიდა პარტიული დოკუმენტის შემუშავებაზე. დოკუმენტის ტექსტს უმრავლესობის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წარუდგენს.

პარტიულ დოკუმენტზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც გედევან ფოფხაძემ ხმაურით დატოვა უმრავლესობა. რას მოიტანს უმრავლესობის შიგნით დისციპლინის გამკაცრება, რომლითაც ურთიერთობისა და გადაწყვეტილებების მიღების ფორმა განისაზღვრება?!

შიდა პარტიული დოკუმენტის მიღებას მორიგ ქაღალდომანიად აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია. For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ ყველა პარტიას თავისი პირადი პრიორიტეტი აქვს. პოლიტოლოგიაში ასეთი ცნებაც არსებობს - „ავტორიტარული ტიპის პოლიტიკური პარტიები“. ამდენად, თუკი „ქართული ოცნებაც“ აპირებს, ამ ნორმაზე გადავიდეს, ეს მისი პრეროგატივაა და ამას ვერავინ დაუშლის.

„საერთოდ, პარტიის მართვაში არსებობს რამდენიმე ტიპი -ლიბერალური, იერარქიული, ავტორიტარული. რომელს აირჩევს „ქართული ოცნება“, მისი პრეროგატივაა. აჯობებს, „ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავოს მკვეთრად გამოხატული იდეოლოგიური ბაზა და იდეოლოგიურად მოახდინოს თავისი წევრების შერჩევა. ეს გაცილებით უფრო პრაგმატულ ნიადაგზე არსებული იქნება და მართვასაც უფრო გააიოლებს. მერე რა, რომ ეკლექტურია „ქართული ოცნების“ შემადგენლობა. ჩვენ გვახსოვს ბლოკი „მშვიდობა“, მერე ჩვენ ვნახეთ „მოქალაქეთა კავშირი“, შემდეგ- „ნაციონალური მოძრაობა“, ახლა „ქართული ოცნებაა“. ფაქტობრივად, ეს ერთჯერადი პარტიებია, რომლებიც შეიქმნა გარკვეული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ბლოკი „მშვიდობა“ შეიქმნა, რათა ედუარდ შევარდნაძის მმართველობა განემტკიცებინა, „მოქალაქეთა კავშირიც“, ასევე, ამ მიზნით შეიქმნა და ერთ პიროვნებაზე იყო მორგებული. ასე იყო „ნაცმოძრაობაც“ და ასეა „ოცნებაც“. ეს პარტიები მორგებულია კონკრეტულ პიროვნებებზე, პოლიტიკურ ფიგურებზე. თუ ადრე ეს იყო შევარდნაძე, ან სააკაშვილი, ახლა ეს არის ბიძინა ივანიშვილი.

როცა მმართველ პარტიებს თავისი მყარი სტრუქტურები არ გააჩნიათ და ისიც არ იციან, პარტიაში ვინ ვინ არის და რა ფუნქციებს ასრულებს, ეს არის ქართული პოლიტიკის ანაქრონიზმი და დროებითი მოვლენა. ეს ნიშნავს, რომ მაღალი პოლიტიკური კულტურა არ გვაქვს. ასეთი პარტიების ბედი ძალიან ხანმოკლეა. ისინი ასრულებენ თავიანთ ფუნქციას და მერე ხუხულასავით იშლებიან“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

მისი თქმით, ბლოკი „მშვიდობა“ და ე.წ. „მოქკავშირი“, ასევე, „ნაცმოძრაობა“ იყვნენ პოლიტიკურ და არა იდეოლოგიურ პლატფორმაზე გაერთიანებულნი. მათ იდეოლოგიური პლატფორმა საერთოდ არ ჰქონდათ. ქართული პოლიტიკური პარტიებიდან იდეოლოგიური პლატფორმა მხოლოდ „ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას“ ჰქონდა. სანამ გია ჭანტურიას მოკლავდნენ, მას ჰქონდა იდეოლოგიურად კარგად გამართული, კლასიკურად გამოხატული პოლიტიკური პლატფორმა და მისი იდეოლოგია ქრისტიანულ-დემოკრატიული იყო.

რაც შეეხება დღევანდელობას, ვახტანგ მაისაიას შეფასებით, „ქართულ ოცნებაში“ ახლა მიმდინარეობს ბრძოლა ნეოლიბერტარიანელებსა და ნეოკონსერვატორებს შორის. აქ უკვე იდეოლოგიური ჭრილი შემოდის და ეს კიდევ უფრო გახლეჩს მმართველ პოლიტიკურ ძალას უკვე იდეოლოგიის საფუძველზე.

„ახლა ყალიბდება სწორედ ორი იდეოლოგიური მიმართულება-ნეოკონსერვატიზმი და ნეოლიბერტარიანიზმი. თუ ახლა გვაქვს პოლიტიკური პარტიები ჰორიზონტალური დაყოფით, შესაძლოა, მივიღოთ პარტიები ვერტიკალური დაყოფით. ანუ შეიძლება, „ევროპული საქართველო“ და „ქართული ოცნების“ ნეოლიბერტარიანული ფრთა გაერთიანდეს და მომდევნო არჩევნებში სწორედ ამ იდეოლოგიური ნიშნით გადაჯგუფებული პოლიტიკური პარტიები და ბლოკები ვიხილოთ. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც იდეოლოგიის ფონზე მოხდება პოლიტიკური ბრძოლა და პოლიტიკური კონკურენცია. ნინია კაკაბაძის ფაქტორმაც აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებაში“ აღმოჩნდა 55 ნეოლიბერტარიანელი, ხოლო „ევროპული საქართველო“ მთლიანად ნეოლიბერტარიანული ტიპის გაერთიანებაა. „ქართული ოცნების“ ნეოკონსერვატორებმა კი გამოხატეს პროტესტი და მე ვიზიარებ მათ შემართებას. მეც, როგორც ნეოკონსერვატორი, იქ რომ ვყოფილიყავი, იმავეს გავაკეთებდი“.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ეთიკის დოკუმენტის მიღებამდე მმართველი გუნდის პრიორიტეტი უნდა იყოს ისეთი კანონების მიღება, რათა კორუფცია შემცირდეს, ნეპოტიზმი გაქრეს და პროფესიონალებმა იშოვონ სამუშაო. ეს მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ყვავის პარტიულობა, ნათესაობა და მამიდაშვილ-ბიძაშვილობა. ჩვენ ხელფასს იმიტომ კი არ ვუხდით პარლამენტარებს, რომ თავაზიანი ლაპარაკი ისწავლონ, არამედ იმიტომ, რომ კანონები დაწერონ“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

მედიაექსპერტი ლელა კურდღელაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ შიდაპარტიული დემოკრატიის ინსტრუმენტები და შიდაპარტიული დემოკრატიული მართვა როგორი უნდა იყოს, ეს მთელ მსოფლიოში შესწავლილი ნორმაა. ამიტომ ჩვენს მმართველ გუნდს შეუძლია, ეს ინსტრუმენტები გადმოიღოს და დანერგოს.

„ზოგადად, არსებობს ეთიკის ნორმები და არა მგონია, პარტიაში ისეთი ხალხი შეიყვანონ, რომელთაც მერე დასჭირდებათ ეთიკის ნორმების სწავლა. ის, რომ პარტია გუნდურად უნდა მუშაობდეს, ეს ისედაც უნდა იცოდეს პარტიამ. პარტიაში რომ შიდა პარტიული დემოკრატია უნდა არსებობდეს, ესეც უნდა იცოდეს პარტიამ. თუ ეს ნორმები არ არსებობს, დამატებითი დოკუმენტის შექმნა ვერაფერს უშველის. თუ უნდათ, ვიღაცას სანქციები დაუწესონ, ეს სხვა თემაა, მაგრამ რეალურად შიდა პარტიული დოკუმენტის შემუშავებით პარტიას ვერ უშველიან“.

ნანახია - 2353

natali

2018-04-16 13:36:42

გედევან ფოფხაძე არის ცილისმწამებელი კაცი, ჭორაობასა და ცილისწამებას ურჩევნია საქმე აკეთოს, რაშიც ის ხელფასს იღებს, - ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე მისი პირველი მოადგილის გედევან ფოფხაძის ბრალდებას ფაქსიმილეს გაყალბების თაობაზე.

კილაძე ხაზგასმით აცხადებს, რომ არავითარ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია და ის რაზეც ფოფხაძე საუბრობს, მხოლოდ ცილისწამებაა.

აქვე კილაძემ აღნიშნა, რომ “ფოფხაძე საერთოდ არ დადის კომიტეტის სხდომებზე, საქმის გაკეთებაზე რომ არაფერი ითქვას”.

“რაც შეეხება სავარაუდო დანაშაულს, მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, როგორ შემეძლო გამეყალბებინა ფაქსიმილე, როცა ქვეყანაში ფიზიკურად არ ვიყავი. ვიყავი ჩინეთში და თუ ჩინეთიდან შეიძლება ფაქსიმილეს გაყალბება, მაშინ კი ბატონო, დანაშაული ჩამიდენია. გარდა ამისა, იურისტმა კაცმა უნდა იცოდეს, რომ თუ დანაშაულს ჰქონდა ადგილი და ის ამას ფარავდა, თავად უნდა მიეცეს პასუხისგებაში. მაშინ გედის პასუხისმგებლობაზეც ვიფიქროთ”, - განაცხადა სოფიო კილაძემ.

დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ "იმედის კვირასთან" სოფიო კილაძესთან კონფლიქტზე ისაუბრა.

"მოხდა რაღაც კონფლიქტი ჩვენ შორის, მივლინებაში ყოფნის დროს ჩემი ფაქსიმილე ჩემი ნებართვის გარეშე გამოიყენა, მე ვერ გავიგე ეს რატომ გააკეთა და აღარ მაინტერესებდა ამ ადამიანთან ურთიერთობა. მოვიკითხე, ვთქვი "ხალხო ამას რატომ აკეთებს ეს ადამიანი?", ეს ხომ სისხლის სამართლის დანაშაულია", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
-----------
მომკალით და ამ ფოფხაძეს შუბლზე აწერია რაცაა

omexi

2018-04-16 14:16:35

რა განსხვავებაა " ოცნებასა" და ამ ლიბერალ ქვეყნის მტრებს შორის, არავითარი ყველანი უცხო ქვეყნების საელჩოებიდაბ იმართებიან, ჩვეულებრივი აგენტები არიან. 10 წელიწადში ქართველები ვიქნებით საქსრთველოში უკვე შესამჩნევ უმცირესობაში, თურქებს დეფაქტო ჩვენი ქვეყანა დაბყრობილი ეყოლება და ის დროც მოვა მალე,როგორც 18 საუკუნეში ვეხვეწებოდით რუსეთს დახმარებას,ისე მივალთ მუხლებზე საშველად მაგრამ გვიაი იქნება რადგან უკვე საქართველოში მარტო თურქების პრობლემა არ გვექნება თვითონ ჩვენ ქართველები ვიქნებით გადაგვარებულნი.

natali

2018-04-16 15:27:33

აი ახლა რუსთავი2 ამბობს, რომ სოფო კილაძეს პასუხი არ გაუციაო.:))))))))
არადა აგერ ზემოთ დავდე.:)))

ე.ი. რუსთავი2 ფოფხაძის მხარესაა.
დასკვნა თქვენთვის მომინდვია.:)))

tngh

2018-04-16 15:58:47

გეთანხმები ნატალი!!! მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ფოფხაძეს "თავისუფალი დემოკრატების" დემაგოგებთან წლებით ჰქონია კავშირი, უკვე მის კონსერვატორობაში ეჭვი მეც შემეპარა...

მეგრელი

2018-04-16 16:11:39

ექსპერტებს და არამხოლოდ მათ
------------------

ნეოკონსერვატორები გამიგია ლიბერტარიანელებიც გამიგია . ორივე იდეოლოგიაა პირველი მე-20 საუკუნეში გაჩნდა მეორე მე-18 საუკუნის ბოლოს და მას თავისი ავტორიც ჰყავს . ისე იცოდეთ ლიბერტარიანელების ერთერთი დოქტრინა არის თავისუფალი მიგრაცია , სავალდებულო საშუალო განათლების აკრძალვა და სხვა ,,მარგალიტები". გირჩის მარიხუანაც ეს იდეოლოგიაა.

მაგრამ ნეოლიბერტარიანული იდეოლოგია ვინმემ ამიხსნას რა არის ვინ არის ავტორი სად გაჩნდა და ასე შემდეგ. შემდეგი კი ვიდისკუსია გავმართოდ. შეგიძლიათ ლინკით შემოხვიდეთ.

ლაზი1

2018-04-16 17:02:13

რაც მალე და გამიჯნულად გადაირჩევიან, მით უკეთესი მათთვისაც და ქვეყნისთვისაც. ასეთ ბურუსში ყოფნა და მით უმეტეს არჩევნების ჩატარება, განვითარებისათვის სასარგებლოს არაფერს მოიტანს.

asdf961

2018-04-16 21:04:41


"ეს პარტიები მორგებულია კონკრეტულ პიროვნებებზე, პოლიტიკურ ფიგურებზე. თუ ადრე ეს იყო შევარდნაძე, ან სააკაშვილი, ახლა ეს არის ბიძინა ივანიშვილი."-ამბობს მაისაია.

როგორც ჩანს მაისაია ვერ ამჩნევს განსხვავებას შევარდნაძეს, სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის. თუკი შევარდნაძე და სააკაშვილი იყვნენ ბიუჯეტის ჭიები და ყვაოდა ნეპოტიზმი, ამას ვერ ვიტყვით ივანიშვილის შემთხვევაში. სრულიად საწინააღმდეგო მდგომარეობაა.

1234

2018-04-16 22:30:21

"ახლა მიმდინარეობს ბრძოლა ნეოლიბერტარიანელებსა და ნეოკონსერვატორებს შორის"
ბატონმა მაისიამ იცის ან ერთი რას ნიშნავს ან მეორე :) საქართველოში, რა ნეოკონსერვატორი რის ნეოკონსერვატორი? :)

საქართველოში თუ რამე იდეოლოგია არსებობს, ეს ნეობოლშევიზმია ნაციონალების, ნათელაშვილების და მოსახლეობის დიდ ნაწილში :) ესეც დამახასიათებელია ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნებისთვის.

გიორგი კვიკაშვილმა სწორი ანალიზი გააკეთა. დემოკრატიულ წყობაში, კონფლიქტი და უთანხმობა პარტიის შიგნით ჩვეულებრივი მოვლენაა. საქართველოში ჩამოყალიბებული დემოკრატია ჯერ არის, მაგრამ არც ავტორიტარული წყობაა. მთავარი მიზეზი სუსტი ეკონომიკა, და სუსტი სამოქალაქო შეგნებაა, და არა ბიძინა ივანიშვილი ან გიორგი კვირიკაშვილი.
პარტიაში უთანხმოების და კონფლიქტის არ არსებობა მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმების პირობებში ხდება: პუტინი, ალიევი, სააკაშვილი, ერდოღანი.

arichopra 2

2018-04-17 08:05:34

ზოგიერთ ბთქვენგანს, ალბათ უმეტესობასაც მომაბეზრებლად და სულელურადაც, მაგრამ იძულებული ვარ უკვე მერამდენეჯერ გავიმეორო, როდესაც საკანონმდებლო ორგანომ ქართული სიტყვები გამგებელი და ქალაქის თავი ერთსულოვნად ჩაანაცვლა უცხოური კალკით - მერი, აი მაშინ დავკაგეთ ის ჩანასახოვანი სუვერენიტეტი რაც მანამდე გაგვაჩნდა.

antoni

2018-04-19 08:09:07

მტყუან-მართალს ალბათ დრო გაარკვევს, მაგრამ ფაქსიმილეს კომპიუტერითაც იყენებენ და გაყალბებისთვის საქართველოში ყოფნა აუცილებელი არაა. რაც მთავარია, ეს ქარიშხალია ჭიქაში, უმრავლესობა არ დაიშლება - ოცნებიდან წასული სად და რა პერსპექტივით უნდა წავიდეს? ცოტა გამოფხიზლება და რაღაც-რაღაცეების მოგვარება და დახვეწა წორედაც რომ სჭირდებათ

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80