„სიტუაცია ცუგცვანგის პოზიციას მაგონებს - მხარეებს დიდი არჩევანი აღარ აქვთ, რა მიმართულებით იმოძრაონ“

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

საზოგადოება

„სიტუაცია ცუგცვანგის პოზიციას მაგონებს - მხარეებს დიდი არჩევანი აღარ აქვთ, რა მიმართულებით იმოძრაონ“

„სიტუაცია ცუგცვანგის პოზიციას მაგონებს - მხარეებს დიდი არჩევანი აღარ აქვთ, რა მიმართულებით იმოძრაონ“
მარიამ თოდაძე

2018-04-16 21:00:10

მსოფლიო ლიდერები ცდილობენ, ფეთქებადსაშიში სიტუაცია მოლაპარაკებებით განიმუხტოს - გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა რუსეთსა და აშშ-ს სირიის საკითხზე დიალოგისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით „დიდი ქვეყნები დიდ პასუხისმგებლობას ატარებენ და პირველი ნაბიჯი უნდა გადაიდგას. გერმანიის პრეზიდენტი თვლის, რომ თუ სირიის საკითხში ვაშინგტონი და მოსკოვი ერთმანეთისკენ გზას ვერ გამოძებნიან, მაშინ სირიაში სიტუაციის გაუმჯობესების შანსები ნულის ტოლფასი იქნება. მან ასევე აღნიშნა, რომ სირიაში პირველად შვიდი წლის განმავლობაში აშშ და რუსეთის პირდაპირი კონფრონტაციის საფრთხე გაჩნდა.

„მიუხედავად პუტინისა, ჩვენ არ უნდა გამოვაცხადოთ მთლიანად რუსეთი და რუსი ხალხი მტრებად. ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ რუსეთთან დიალოგი და ამავდროულად პირადი კონტაქტებისას კრემლს უნდა გავაგებინოთ, თუ რა შედეგები მოჰყვება მის ქმედებებს რუსეთ-ევროპის ურთიერთობებისთვის“, - აღნიშნა შტაინმაიერმა.

იქონიებს თუ არა გავლენას მსოფლიოში მიმდინარე პროცესები კავკასიასა და საქართველოზე, ამ თემაზე ექსპერტი, ვაჟა ბერიძე გვესაუბრება.

ვაჟა ბერიძე: ის რაც დღეს ხდება, უკვე აღარ არის მსოფლიო წესრიგი, გაეროც ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას და მოქმედებს პრონციპი - ვინც ძლიერია, ის მართალია. სწორედ ძლიერებს შორის ხდება ურთიერთობის გარკვევა. ეს მხოლოდ დასავლეთის ბრალი არ არის და რაკი რუსეთთან საუბარი არც ისე ადვილია, ფეთქებადსაშიში სიტუაცია ყოველთვის არის რეგიონში.

არც მოველოდი, რომ აშშ სირიას, ანუ ამ შემთხვევაში რუსეთს დაბომბავდა, რადგან პასუხის პასუხი არის საშიში და არაპროგნოზირებად სიტუაციას ქმნის.

ქართველი ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ საქართველოს ამ სიტუაციაში დიდი ყურადღება მართებს. ეს არის ის სიტუაცია, როდესაც საქართველოს საგარეო პოლიტიკა რაღაცას ცვლის ჩვენთვის?

- ბუნებრივია, საქართველო ფრთხილი უნდა იყოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისას, მაგრამ რაკი ევროპისა და ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი და ჩრდილო ატლანტიკური კურსის მიმდევარია, მის პოზიციას სწორედ ეს სტატუსი განსაზღვრავს და მანევრისთვის საქართველოს ხელისუფლებას დიდი სივრცე არ აქვს.

ეს ჩანდა პრემიერის წერილიდან, ჟენევის ბოლო მოლაპარაკებიდან. გადაიდგა ისეთი ნაბიჯებიც, რომელმაც დასავლეთის მხარდაჭერა დაიმსახურა, რუსეთის ელჩის თემა და ა.შ.

იმან, რაც ხდება მსოფლიოში, საგრძნობლად დააზარალა რუსეთის ეკონომიკა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ქვეყანასთან ეკონომიკური კავშირები კვლავ გაჩნდა, რამდენად საგრძნობი იქნება ქართული ეკონომიკისთვის შექმნილი სიტუაცია?

- რუსეთი ცდილობს სანქციების შედეგებთან გამკლავებას, მაგრამ თუ არ მოწესრიგდა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები, ადრე თუ გვიან, სანქციები თავის უარყოფით შედეგს თვალნათელს გახდის. ჩვენთვისაც შესამჩნევი გახდება, თუ გავითვალისწინებთ, რა რაოდენობის ფულადი გზავნილები შემოდის.

რუსეთის ეკონომიკა ერთ დღეში არ ჩამოიშლება, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში შესაძლოა, საკმაოდ უარყოფითი ეფექტი მოიტანოს, განსაკუთრებით უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. სწორედ ამიტომ არის, რომ რუსეთი ბოლომდე მიდის სიტუაციის გამწვავებაზე.

იმან რაც მოხდა სირიასთან მიმართებაში, შედეგად გამოიღო ის, რომ ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა იგეგმება. საერთოდ, რუსული პროპაგანდა მხარს უჭერს ბირთვული „მუსკულების“ დემონსტრირებას - თვლიან, რომ ასე უფრო ადვილად წამოვა დასავლეთი დათმობაზე.

თუმცა, ამას სხვა მიზეზიც აქვს, დასავლეთს თუ შეუძლია, არ აჩქარდეს თავის გადაწყვეტილებებში, რუსეთს ეს დრო არ აქვს, რადგან ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა სწრაფ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.

ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე მთელი მსოფლიო აქტიურად საუბრობს, მაგრამ რამდენად არის შესაძლებელი, მოლაპარაკებათა მაგიდასთან გადაინაცვლოს პრობლემის მთელმა სიმწვავემ?

- სიტუაციის გამწვავება მოსალოდნელი იყო, მაგრამ ნებისმიერ გამწვავებას მოჰყვება დათბობის პერიოდი. თუმცა ის, რომ დასავლეთმა თანაბარუფლებიან პარტნიორად აღიაროს რუსეთი და მასთან მოლაპარაკებათა მაგიდას მიუჯდეს, ახლო მომავალში ვერ წარმომიდგენია. შესაძლოა, იყოს ლაპარაკი გარკვეულ კომპრომისებზე ორივე მხრიდან, მაგრამ ეს იქნება უმნიშვნელო, რადგან რუსეთს სურს იყოს მსოფლიო დონის მოთამაშე. ბოლო პერიოდში ისეევ დაიწყეს ლაპარაკი ორპოლუსიან მსოფლიოზე, რომ გაცილებით მარტივად გვარდებოდა პრობლემები, თუმცა აქტიურად ლაპარაკობენ მრავალპოლუსიან წესრიგზეც და ერთ-ერთ პოლუსად რუსეთი საკუთარ თავს მოიაზრებს - მისი ევრაზიული კავშირი სწორედ ამას გულისხმობს.

თუმცა, ის რა სიტუაციაც შეიქმნა უფრო ცუგცვანგის პოზიციას მაგონებს, როდესაც მხარეებს დიდი არჩევანი აღარ აქვთ დარჩენილი, რა მიმართულებით იმოძრონ. შესაძლოა, ასეთი პოზიცია გაგრძელდეს გარკვეული პერიოდი, მაგრამ ძალიან დიდხანსაც ვერ შენარჩუნდება, რადგან დღეს სირიაში იმდენი ინტერესია, რომ მულტინაციონალურ კონფლიქტში გადაზრდის საფრთხე არსებობს.

რამდენად მოსალოდნელია, რუსეთის პასუხი სირიის თემაზე პოსტსაბჭოთა სივრცეში ვიხილოთ?

- სირიის გარდა, რუსეთს რეზერვში აქვს შემონახული უკრაინის და სხვა, ე.წ. გაყინული კონფლიქტების თემაც - მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ შემთხვევაში კავკასიას ყველა მხარე განიხილავს გაყინულ კონფლიქტად, რომლის გალღობასაც არავინ ჩქარობს.

ეს იმ მხრივ არის კარგი, რომ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად დრო გვაქვს, ანუ შედარებით მომზადებულები შეგვიძლია შევხვდეთ იმ დროს, თუკი კონფლიქტი გააქტიურდება. ადრე თუ გვიან კავკასიაშიც გამწვავდება ვითარება, რადგან ამის გარეშე პრობლემების საბოლოო გადაჭრა შეუძლებელი ჩანს, თუკი დასავლეთი მკვეთრად აქტიური არ გახდება ამ რეგიონში.

თუმცა ისიც არ გვაწყობს, რომ როგორც ავღანეთიდან მაროკომდეა გაჩაღებული სისხლისღვრა, ჩვენც ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ, მაგრამ არც ამერიკისა და რუსეთის თვალებში ერთმანეთის ყურებაზე უნდა ვიყოთ დამოკიდებული, როდის დაუშვებენ შეცდომას, სიტუაცია რომ გამოვიყენოთ.

არც თურქეთის მიმართულებით უნდა ვიყოთ გულდამშვიდებული და არც ირანული დემოკრატიის იმედი უნდა გვქონდეს და სწორედ ამიტომ გვჭირდება ხელისუფლების მოქნილი, პერსპექტივებსა და უსაფრთხოებაზე გათვილი პოლიტიკა. შესაძლებელია სხვადასხვა ქვეყნების ინტერესების საქართველოს სასარგებლოდ გამოყენება, თუმცა დიდად შორსმჭვრეტელურ დიპლომატიურ სვლებს ამჟამად ჩვენი პოლიტიკოსების მხრიდან სამწუხაროდ, ვერ ვხედავ.

ნანახია - 1729

მეგრელი

2018-04-16 23:39:28

რუსეთი ცდილობს სანქციების შედეგებთან გამკლავებას, მაგრამ თუ არ მოწესრიგდა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები, ადრე თუ გვიან, სანქციები თავის უარყოფით შედეგს თვალნათელს გახდის.
-------------
ელცინის დროს მოწესრიგებული იყო მაგრამ ჯეკსონ-ვენიკის ცვლილება 2012 წლამდე მოქმედებდა. 2012 წლის შემდეგ ახალი სანქციები შემოიღეს. რუსეთი სულ სანქციების ქვეშ იქნება . რუსეთის რესურსები და გერმანული ტექნოლოგიები ვის რაში ჭირდება. სანქციების ქვეშ იქნება მანამ სანამ ერთ მოთხოვნას არ შეასრულებს.

რომ ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა იგეგმება
---------------------------------------------------------
არ იგეგმება . პუტინი ვაშინგტონში არ ჩავა. ნეირტალურზე ტრამპი იქნება უარზე. მას შიდა პრობლელები აქვს. ასე , რომ არარის მოსალოდნელი.


რუსეთი ბოლომდე მიდის სიტუაციის გამწვავებაზე.
------------------------------------------------

ს/ირიაში დამატებით საჯარისო შენაერთების გადაისროლა ინტესიურად მიმდინარეობს. დღეს ერთი დიდი სადესანტო ხომალდი უკვე ტარტუშია. ასევე მიმდინარეობს დამატ. ჰაერსაწ. კომლექსების გადასროლა . უნდა აღინიშნოს , რომ ს/ირიაზე ტომოგავკებით შეტევის შემდეგ ტერორისტებმა განაახლეს შეტევები სამთავრობო ძალებზე თუმცა ასადის ჯარებმა დღეს ერთი ტერორისტული ანკლავის ტერიტორია შეამცირეს.

asdf961

2018-04-17 10:02:17


რუსეთს კი უნდა, რომ მსოფლიო დონის სახელმწიფო იყვეს, მაგრამ რომ ვერ არის? (პუტინს კი შევადარებდი მამლაყინწას - Петушок). მაგის ბანდამ გაყიდა ენერგო რესურსები და შემოსული ფანტასტიკური თანხა (რომელსაც ათეულობით ტ/რილიონ დოლარებით ზომავენ) შეიტანეს ამერიკის საბანკო სისტემაში. ბანკებმა ანგარიშები გაუყინეს და დარჩნენ ნიფ/ხავ/ჩახ/დილები.

tngh

2018-04-17 10:43:25

პატივცემულო ....961 !!! აფსუსი არ არის, რომ თქვენაირი "ექსპერტი" გრანტების გარეშე იყოს...

სეზამ

2018-04-17 10:55:21

"დიდად შორსმჭვრეტელური დიპლომატიური სვლების" დამნახავები და "ჩვენი პოლიტიკოსები" რომ გაერთიანდეთ არ შეიძლება?.

მეგრელი

2018-04-17 12:04:07

tngh
მე არ ვიცი, რამდენად სწორია „ფორბსის“ დასკვნა, რომ 40 მილიარდი დოლარის ქონება აქვს პუტინს, მაგრამ დავუშვათ, გაზვიადებულია ეს 40 მილიარდი დოლარი და 20 მილიარდი აქვს. სოსო ცინცაძე 2018-04-14 23:07:37
-------------------------------

https://www.forbes.com/billionaires/list/4/#version:static სად ნახა. ვერ ვიპოვე

tngh

2018-04-17 12:27:19

სულ უფრო და უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ რუსეთის საქმეს ყველაზე მეტად ის "მეგრანტეები", "პოლიტიკოსები", ექსპერტები"... აკეთებენ, რომლებიჩ აგერ უკვე 1/4 საუკუნეზე მეტია, სრული ავადმყოფური აკვიატებით გაიძახიან "ნატო", "ნატო"... "ნატოს" და ამით ნებსით თუ უნებლიედ საბაბს აძლევენ რუსეტის ხელისუფლებას გააძლიეროს და გაზარდოს თავისი შეიარაღება და კონტიგენტი მთელს კავკასიაში. ვეჭვობ, რომ ბევრი მათგანი ამას რუსეთის სპეც-სამსახურების მიერ გაცემული გრანტების სანაცვლოდ აკეთებს.

მეგრელი

2018-04-17 14:07:52

tngh
ვეჭვობ, რომ ბევრი მათგანი ამას რუსეთის სპეც-სამსახურების მიერ გაცემული გრანტების სანაცვლოდ აკეთებს.
-----------
contradictio in contrarium მათემატიკაში ხშირად გამოიყენება ეს მეტოდი. დამტკიცება საწინააღმდეგოდან. შტირლიცის ვარიანტია

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80