პრეზიდენტი და შეწყალება

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

საზოგადოება

პრეზიდენტი და შეწყალება

პრეზიდენტი და შეწყალება
თამთა ქარჩავა

2018-04-17 09:00:15

ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს ე.წ.უდოს კომისიამ ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი 6-ჯერ უთხრა. კომისიამ ჩათვალა, რომ ბაქრაძე იმ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა, რა კრიტერიუმებიც არის დადგენილი. for.ge-ს ინფორმაციით ბაქრაძის შეწყალების წინააღმდეგი იყო კომისიის ყველა წევრი, თუმცა 25 წლის გერის, თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევდა და საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

საქართველოს პრეზიდენტის ლოგიკა ასეთია - ბრალდებული შეწყალების გარეშეც ტოვებდა საპატიმროს. შესაბამისად, ამ შეწყალებაზე პასუხისმეგებლობას არ იღებს. კითხვაზე - რატომ არ გაითვალისწინა პრეზიდენტმა ის გარემოება, რომ ე.წ. უდო-ს კომისიამ ბრალდებულს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე 6-ჯერ უთხრა უარი, პრეზიდენტის პასუხი ასეთია: „თუკი ვეფხია ბაქრაძეზე ე.წ.უდო-ს კომისიას უარყოფითი დახასიათება ჰქონდა, რატომ დაუმალეს შეწყალების კომისიას?“.

გიორგი მარგველაშვილის მტკიცებით, შეწყალების სახელმწიფო კომისიას აღნიშნული ინფორმაცია არ ჰქონდა და შესაბამისად, ვერ გაითვალისწინებდა. მისი თქმით, ე.წ. უდო-დან კომისიას ეს ინფორმაცია ვერ ექნებოდა, რადგან ეს უარი იქნა ნათქვამი მხოლოდ იმის შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გაუნახევრა სასჯელი.

„ანუ დაკავებულმა თხოვნა შეიტანა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა შეიწყალა. ჩვენ მოგვაწოდეს უაღრესად დადებითი დახასიათებებები. თუ ე.წ. უდო-ს ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს პიროვნება ასე უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ არ გვქონდა ეს ინფორმაცია ჩვენ? რატომ გვქონდა დადებითი დასკვნა ჩვენ და უარყოფითი ე.წ. უდო-ს? ჩვენ ვემყარებით იმ წყაროებს, რომლებსაც ლეგიტიმურად უნდა ვემყარებოდეთ, ფსიქოლოგის დასკვნას, სოციალური მუშაკის დასკვნას და ადმინისტრაციის დასკვნას. თუ ეს პიროვნება ასე უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ დაუმალეს კომისიას ეს ინფორმაცია? რატომ გვაქვს ჩვენ უაღრესად დადებითი დასკვნა ამ პიროვნებაზე?!“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

პრეზიდენტის განცხადებით, გერის მკვლელობაში ბრალდებულს შეწყალებაზე ერთხელ უარი ეთქვა, ხოლო მეორე თხოვნას თან ახლდა ოჯახის სურვილი მის გათავისუფლებაზე. მისი თქმით, საქმეს ერთვოდა მსჯავრდებულის აღიარება და იმ ფაქტის აღწერა, რომ ის 4 შვილის მამა იყო. მისი თქმით, თხოვნას თან ერთვოდა ოჯახის გამოხატული სურვილი ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე, თუმცა მეტი კონკრეტიკისგან თავს იკავებს.

როგორც ირკვევა, ოჯახის ის წევრი, რომელმაც პრეზიდენტს შეწყალებით მიმართა, ბრალდებულის აწ უკვე ყოფილი მეუღლე, ნათია გობაძე იყო. 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის დედა ამბობს, რომ ვეფხია ბაქრაძის ციხეში ყოფნის პერიოდში განცხადება დაწერა, თუმცა არა გათავისუფლების მოთხოვნით, არამედ მისი შვილის სოციალური დახმარების საკითხზე.

„ვეფხია რაც ციხეში იყო, იმ პერიოდში ორჯერ ვიყავი მასთან. ორივეჯერ მისი დაჟინებული თხოვნით. ერთხელ დამირეკა და მითხრა, რომ ლიკას, თავის შვილს სოციალურ დახმარებას არ აძლევდნენ და ჩემი განცხადება იყო საჭირო. მე დავთანხმდი და ვუთხარი, რომ ლიკას გამო ამას გავაკეთებდი. მე და ლიკა წავედით ავლაბარში,ზუსტად არ მახსოვს რა დაწესებულება იყო და დავწერე განცხადება ორი სიტყვით - შეიწყალეთ ვეფხო. ლიკამაც მოაწერა ხელი. მერე გაირკვა, რომ უარი მოვიდა ჩვენს განცხადებაზე. როგორც ახლა ვიგებ, ეგ ყოფილა ის განცხადება, რომ ის ციხიდან გამოსულიყო. რომ მცოდნოდა, ამას რატომ დავწერდი? მე ვიფიქრე, რომ ლიკას დავეხმარები-მეთქი“, - აღნიშნა ნათია გობაძემ.

სწორედ ნათია გაბოძეზე ძალადობის გამო გაასამართლეს ვეფხვია ბაქრაძე 2015 წელს, თუმცა თავის მხრივ ლიკა ბაქრაძე ამბობს, რომ მამამისის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მოკლულის დედამ მიმართა, ხოლო მას, თავად მამის შეწყალების თხოვნით არავისთვის მიუმართავს.

„კონფლიქტი იყო ის, რომ თაკო იყო წინააღმდეგი, რომ ერთად ყოფილიყვნენ, რაც შეეხება მოტივებს, ვერ გეტყვით. მამაჩემი არ იყო ისეთი ადამიანი, რომელსაც ამის გაკეთება შეეძლო“, - აცხადებს ლიკა ბაქრაძე.

პრეზიდენტის განცხადების მიუხედავად, შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი არ ფიქრობს, რომ პრეზიდენტის შეწყალება ამ შემთხვევაში იყო გამართლებული. მისი თქმით, შსს-ს მკაცრი პოლიტიკა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთან მიმართებაში ვერ აღსრულდება, თუ ყველა უწყება და მათ შორის პრეზიდენტი არ გაატარებს მკაცრ პოლიტიკას ასეთ დანაშაულთან.

„ამ ადამიანს წარსულში ბრალი ედებოდა ოჯახში ძალადობისთვის. მან მაშინ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა მეუღლეს, რომლის შვილის მკვლელობაშიც ახლა ბრალი ედება. არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის შეწყალება ამ შემთხვევაში იყო გამართლებული. ზოგადად, მიდგომა შინაგან საქმეთა სამინისტროსი ამ კატეგორიის დანაშაულთან დაკავშირებით არის საკმაოდ მკაცრი. ვერ მოხდება ჩვენი მკაცრი პოლიტიკის აღსრულება პრაქტიკაში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ეფექტურად დაცვა, თუ ყველა უწყება და მათ შორის პრეზიდენტი არ გაატარებს მკაცრ პოლიტიკას მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებთან მიმართებით“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებით, სულ იყო დავის საგანი და გარკვეული წინააღმდეგობის მიზეზი, როდესაც პრეზიდენტი შეწყალებას იღებდა და ისმებოდა კითხვები - რატომ და რა სტანდარტით განახორციელა. მისი თქმით, იგრძნობოდა ორმაგი სტანდარტის არსებობა. ფოფხაძის თქმით, შეწყალების თაობაზე პრეზიდენტის დისკრეციას ვერავინ შეცვლის, თუმცა თავად პრეზიდენტს და შეწყალების კომისიას შეუძლია გარკვეული სტანდარტების თავიდან შემუშავება.

„არსებობს კონსტიტუციური დისკრეცია და პრეზიდენტს შეუძლია შეიწყალოს ნებისმიერი ადამიანი. ძალიან მძიმე დამნაშავეც შეიძლება შეიწყალოს მოქმედი კანონმდებლობით, თუ მას ამისი სურვილი აქვს. თუ ეს რაღაც დონეზე არ დარეგულირდა, გარკვეული საფრთხის მატარებელია იმიტომ, რომ შეწყალების უფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება ძალიან ცუდი რაღაცეები მოხდეს.

ელემენტარულად, ბოროტმოქმედი და საშიში ადამიანი გამოუშვას, თუ მას ასეთი სურვილი გაუჩნდება. ჩვენ ვერ შევუცვლით პრეზიდენტს ამ დისკრეციას, მაგრამ, ჩემი აზრით, რაღაც ჩარჩოში ეს დისკრეცია თვითონ უნდა მოაქციოს და შეწყალების კომისიამაც გარკვეული სტანდარტებით უნდა იმოქმედოს. ეს სტანდარტები თავად უნდა დაადგინონ და გაასაჯაროვონ. თუ ამას არ გააკეთებენ, ყოველთვის იქნება სუბიექტურობის და ხანდახან ამ უფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობაც“, - აცხადებს გედევან ფოფხაძე.

პრეზიდენტს აკრიტიკებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე და აცხადებს, რომ პრეზიდენტი მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს შეწყალების პრეროგატივას.

„მთავარია, პრეზიდენტი მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს თავად შეწყალების პრეროგატივას და ამ კუთხით მოძალადეები და ნარკორეალიზატორები არ უნდა გამოუშვას გარეთ თუ არ არის მნიშვნელოვანი საგამონაკლისო ვითარება. მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ, რაც შეწყალების უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით დააზღვევს საზოგადოებას, ეს არის ის, რომ მეტი პასუხისმგებლობის მქონე პირი უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტად და წელს იქნება ეს არჩევნები“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ნანახია - 1457

cugo

2018-04-17 11:49:08

ოთარ კახიძეს
-----------
შენ და შენი გუნდის წევრებს რა უფლება გაქვთ პასუხისმგებლობის მქონე პირებზე ილაპარაკოთ.იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყავი და 8 წელი მშვიდად უყურებდი როგორ კლავდნენ,აწამებდნენ და აუპატიურებდნენ ადამიანებს.არც იმაზე იღებდი ხმას შენს გვერდით კაბინეტში შენი მინისტრი რომ იბარებდა და ძარცვავდა ბიზნესმენებს.შენი სამინისტრო იყო რომ ბეჭდავდა ყალბ პირადობის მოწმობებს და აყალბებდა არჩევნებს.შეიძლება შენი თანაგუნდელებივით განაცხადო,მე არ ვიცოდი რაც ხდებოდაო.კიდევ უარესი ,შენ იმიტომ გიხდიდა ხალხი ფულს რომ უნდა გცოდნოდა ეს იყო შენი მოვალეობა.დავით ბაქრაძემაც განაცხადა,არ ვიცოდიო.ამას რომ პარლამენტის თავმჯდომარე იტყვის,ის არის უტიფარი.მეტი რა საქმე აქვს პარლამენტის თამჯდომარეს.მთავრობის კონტროლი მისი ერთ-ერთი ძირითადი მოვალეობაა.ეს თქვენი განცხადებები არცოდნის შესახებ იმაზე მეტყველებს რომ თქვენ სახელმწიფო არ გქონდათ.არც ერთი ინსტიტუტი არ ასრულებდა თავის მოვალეობას.ეს ნათლად დაამტკიცა სტრასბურგის სასამართლომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით გამოტანილ განაჩენში.ყველაფერი იცოდით,მაგრამ პირადი კეთილდღეობის გამო ხმას არ იღებდით.არც ის იცოდით გიგი უგულავამ 48 მლნ.რომ მოპარა ხალხს და არჩევნები გააყალბა.ამისთანა კრიმინალ კაცს უგზავნით ორი რაიონის ამომრჩევლებს და მაჟორიტარად არჩევას თხოვთ.ასეთი უტიფრობისათვის არჩევნების შედეგებით საკადრის პასუხს მიიღებთ.

serapina

2018-04-17 22:52:27

cugo,
ჰოდა, ამდენ უტიფრებთან რომ კოჰაბიტაცია გამოაცხადა, ის ვინ იყო?!

papa

2018-04-18 00:43:57

სერაფინა

კოხაბიტაცია ამათ ნებაყოფლობით გამოაცხადეეს?
ის ვინ იყო ვინც ამათ...
ამათ იმაში ვამტყუნებ რომ ყველაფრის მიუხედავად, დამნაშავეები ნელნელა აქამდე რომ არ დაქინძეს ყველანი

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80