„ივანიშვილის პრეზიდენტის პოსტიდან პოლიტიკაში ჩარევა, იქნება კონსტიტუციური პრობლემა - საფრთხე“

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

პოლიტიკა

„ივანიშვილის პრეზიდენტის პოსტიდან პოლიტიკაში ჩარევა, იქნება კონსტიტუციური პრობლემა - საფრთხე“

„ივანიშვილის პრეზიდენტის პოსტიდან პოლიტიკაში ჩარევა, იქნება კონსტიტუციური პრობლემა - საფრთხე“
თამთა ქარჩავა

2018-05-08 09:00:01

ბიძინა ივანიშვილი; გიორგი კვირიკაშვილი; კახა კალაძე; სოზარ სუბარი; მაია ცქიტიშვილი; მიხეილ ჯანელიძე; თედო ჯაფარიძე - ჯერჯერობით უცნობია რომელ კანდიდატზე შეჩერდება არჩევანი - პარტია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ივლისში დასახელდება.  არაოფიციალური ინფორმაციით, არჩევანი სოზარ სუბარსა და თედო ჯაფარიძეს შორის გაკეთდება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატურასთან დაკავშირებით პარტიის შიგნით კონსულტაციები დაწყებულია. თუმცა კონკრეტულ გვარებს, თუ ვისი კანდიდატურები განიხილება პრეზიდენტის პოსტზე და არის თუ არა მათ შორის ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, თალაკვაძე არ აკონკრეტებს.

„როგორც იცით, ჩვენ კანდიდატურას წარვადგენთ ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისის პერიოდში. „ქართული ოცნების“ კანდიდატი იქნება ღირსეული, გამარჯვების მაღალი შანსებით. თუ რა კონსულტაციები მიმდინარეობს ამ ეტაპზე და ვის კანდიდატურასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, კომენტარს არ გავაკეთებ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თბილისის მერი, კახა კალაძე, რომელიც ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება, ადასტურებს, რომ გუნდში კანდიდატზე მსჯელობა მიმდინარეობს.

„საპრეზიდენტო არჩევნები არის ოქტომბერში. ამიტომ ჯერ ძალიან ადრეა კანდიდატის დასახელება. გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა, კანდიდატის შერჩევა და თვე-ნახევრით, ორი თვით ადრე იქნება დასახელებული კანდიდატი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კონსულტაციებში პირადად არ არის ჩართული ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, რომლის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევაში ექსპრემიერი და პარტიის მომავალი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პირადად იქნება ჩართული. სუბარი ამბობს, რომ არ იქნება არც ერთი კანდიდატი, რომელიც მმართველი გუნდის კანდიდატს კონკურენციას გაუწევს.

„მსჯელობა, რა თქმა უნდა, დაწყებულია. კონსულტაციებში არ ვარ ჩართული. არ იქნება არც ერთი კანდიდატი, რომელსაც შეეძლება კონკურენცია გაუწიოს „ქართულ ოცნებას“ და მის კანდიდატს. ბიძინა ივანიშვილი ყრილობის შემდეგ იქნება პარტიის თავმჯდომარე, შესაბამისად, მისი გავლენა, ზოგადად, ქართულ პოლიტიკაში არის ძალიან მაღალი,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით აქტიურად მსჯელობენ, უმრავლესობის წევრები კანდიდატებზე წინასწარ საუბარს მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. რაც შეეხება სოზარ სუბარის კანდიდატურას, დეპუტატი ამბობს, რომ კონკრეტული გვარების დასახელება არარელევანტური და ნაადრევია.

„კონკრეტული გვარების დასახელება ახლა არ იქნება რელევანტური და არც კორექტული, რადან არ გვიმსჯელია ჯერ ამ საკითხებზე. მოგვიანებით გვექნება პოზიცია“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი თვლის, რომ საკონსტიტუციო სისტემიდან გამომდინარე, პრინციპულად მნიშვნელოვანია საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი დისტანცირებული იყოს პოლიტიკისგან. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა ეძებოს ისეთი ფიგურა, რომელიც იქნება მაკონსოლიდირებელი ფიგურა, რაც არ არის ადვილი საქმე.

„ეს არის პრეზიდენტის საყოველთაო არჩევნები და ამავდროულად პარტიული ფიგურაც უნდა იყოს. ანუ, პარტიაში უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა, ეს არის ძალიან რთული ამოცანა. რაც შეეხება კანდიდატებს და კერძოდ ბიძინა ივანიშვილს, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ივანიშვილი იყოს კანდიდატი. მას იმხელა გავლენა და ავტორიტეტი აქვს, რომ ივანიშვილი პრეზიდენტის პოსტიდან პოლიტიკაში ჩაერევა, რაც იქნება კონსტიტუციური პრობლემა, საფრთხე.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ისინიც პარტიული პოლიტიკური ფიგურები არიან. ნებისმიერი შემთხვევაში ეს ადამიანები მაინც აღიქმებიან ერთი პოლიტიკური ბანაკის ლიდერად. ისეთი პოლიტიკური ფიგურა უნდა მოიძებნოს, რომელიც პარტიულ პოლიტიკასთან ნაკლებად ასოცირდება. არც ვიცი ასეთი ვინ შეიძლება იყოს, მაგრამ ხელისუფლების ზეამოცანა არის, მოინახოს ისეთი ფიგურა, რომელიც იქნება გამაერთიანებელი და უაღრესად ფრაგმენტიზებული ამ პოლიტიკური სპექტრისგან.

რაც შეეხება თედო ჯაფარიძეს, ეს უფრო შესაძლებელია, რადგან პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკური ფუნქცია ექნება. დასაშვები და კარგი კანდიდატია“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

რაც შეეხება კონკურენციას, თუ არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას შევხედავთ, ზარდიაშვილის შეფასებით, სამწუხაროდ, არსებულ პოლიტიკურ ველზე რეალური კონკურეტი არ არის, რაც ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი უპირობოდ გაიმარჯვებს.

„ოპოზიციის სისუსტის ფონზე არის უკონკურენტო მმართველი პარტიის კანდიდატი და არა იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაცია, ჩამოყალიბებული, მწყობრი პოლიტიკის მქონე და დალაგებული. შიგნითაც ბევრი პრობლემა აქვთ და ეს გამოჩნდა კიდეც.

ოპოზიციის ფლაგმანი კი ისევ არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელთანაც ასოცირდება ძალიან მძიმე შეცდომები და დანაშაული. ამ ვითარებაში ალტერნატივა არ ჩანს. შუალედურმა არჩევნებმაც დაადასტურა, ძალიან დიდია სხვაობა. ორჯერ მეტ ხმებს იღებს „ქართული ოცნება“, ვიდრე ოპოზიცია. ახლაც იგივე მოხდება. მთავარია, „ქართულ ოცნებამ“ ისეთი კანდიდატი შეარჩიოს, რომელიც პოლიტიკური დაპირისპირების ველზე „ოცნების“ მედროშედ არ აღიქმება. პრეზიდენტმა უნდა შექმნას ის გარანტიები, რომ მომავალ არჩევნებს ქვეყანა ნამდვილი პარტიებით შეხვდეს. საპარლამენტო რესპუბლიკისთვის პარტიები უნდა ჩამოყალიბდნენ იმ სახით, რა სახითაც ამას კონსტიტუცია ითხოვს. ძნელი სათქმელია რამდენად მოახერხებენ ამის გაკეთებას“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.

ნანახია - 2347

tngh

2018-05-08 14:10:15

ისინი, ვინც ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გაჰყვირიან, რომ ქვეყნის ფაქტიური მმართველი ბ-ნი ბიძინაა, ერთ დავალებას ასრულებენ. დაფარონ ქვეყნის მმართველობაში უცხო ქვეყნისა და უცხო ქვეყნის ელჩის როლი. სამწუხაროა, რომ ქ-ნი ნინო ბურჯანაძეც არის აყოლილი "ნაც-ოპოზიციის" ფეხის ხმას. ეს უკვე პირველი შემთხვევა აღარ არის "დემოკრატიული მოძრაობის" და "ნაც-ოპოზიციის" ერთიანი, ყოველგვარ ლოგიკას და არგუმენტებს მოკლებული პოზიციისა. ამით კი, ქ-ნი ნინო ბურჯანაძე, მხოლოდ და მხოლოდ ჰკარგავს თავის ამომრჩევლებს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ამის უტყუარი ფაქტი იყო ადგილობრივი ორგანოების არჩევნები. მაჟორიტარული სისტემის სრულიად დაუსაბუთებელი კრიტიკის გამო, მათ ბარიერიც კი ვერ გადალახეს. სამწუხაროდ, ამ პარტიაში "მოიკალათეს" "ბიძინაფობიით" დაავადებულმა აქტივისტებმა და ხის "მოთხრას", ხის და კლდის მოჭრას საუკუნის "დანაშაულად" ასაღებენ. არადა სინამდვილეში შესანიშნავი "დენდროლოგიური" ბაღი შენდება...

Aristophanes

2018-05-08 15:37:30

Ara bicho qartu bankis sastavi me davnishne ministrebad :))) burjanadze didad ar momwons magram sakmaod chkviania imisatvis icodes ra xdeba am shemtxvevashi

Aristophanes

2018-05-08 15:40:00

Rac sheexeba xeebis aqet-iqit tarebas eg ertgvari maniaa da shizika tu qalebit ertoboda es xeebit ertoba.... ar tqvat exla im parkshi yvela miva da naxavs ra silamazeao( miva ha ha 10% da isic maqsimum weliwadshi ertxel)

Aristophanes

2018-05-08 15:43:21

Parki ki ara xalxi mshieria da 200 milioniani sakoncerto darbazis magivrad(selpis gadasagebad rom dadis xalxi) parnikebi da dzroxis permebi gaeketebina cotati mainc chavanaclebdit tyrqul da somxor pomidor kartopils da a.sh. xorci da rdzec erti tvis samyopi mainc dagvemateboda ucxouri xlamis chamas

Aristophanes

2018-05-08 15:44:22

Esec arbiqneboda sruliad naturaluri magram turqul shxams mainc ajobebda

Aristophanes

2018-05-08 15:46:06

Erti ori koncerti tubiyo girebuli( mat shoris erisionis) torem ise danarchens xelovnebastan saerto araperi qonda selpis gadagebis da dachekinebis moyvarulta survilis garda

Aristophanes

2018-05-08 15:47:57

62 atasi dolari daujda megobris mamas parniki gaaketa qutaistan axlis da 2 weliwad naxevarshi amoigo mtliani tanxa + tavis moweuls chamda da arc axloblebistvis ar enaneboda

Aristophanes

2018-05-08 15:49:20

Komunistebi yvelapershi ki ar tyuodnen gansakutrebit kolmeurneobis ambavshi magram amat mshenebloba da bankebis mier xalxis gatyaveba urchevniat

Aristophanes

2018-05-08 15:51:57

Midit saakadzis moedanze axal ashenebul korpusshi da naxavt minimum 60% iranelebs da arabebs aqvt nayidi, chems sityvebze pasuxs vageb chems sartulze 4 binaa da 2 iraneli da erti arabi myavs mezoblad , gamalebuli remontebi aqvt

Aristophanes

2018-05-08 15:53:57

Bidzinam rac gaaketa qveynistvis vapaseb magram exla bali ori shauria magis gaketebuli saqme, ert eg aris dacvaa shizika rom ar movides danarcheni 0 s cota zemotaa

Aristophanes

2018-05-08 15:57:40

Damisaxelet spero romelshic seriozuli warmatebebia da xmas ar amovigeb ogond jandacvis sistemao ar tqvat torem sul qvitrebs ganaxebt sanam operacias daupinansebdnen mamachems erti operaciis pasi gamokvlevebshi davxarjet da pensioneri 180 larit rogor daxarjavda 1050 lars(benzinis puls, drois kargvas da kidev sxva wvrilmanebze arapers vambob)

Aristophanes

2018-05-08 15:59:40

Da mainc is operacia dachirda rasac tavidan veubnebodit magram xom unda ashovninon puli vigaceebs tu is ar icis mtavrobam specialurad gaberili pasebi rom aqvt klinikebs da 5 varskvlaviani sastumros pasi rom aqvt palataze?!

Aristophanes

2018-05-08 16:03:21

Eseni ubralod dinebas miyvebian da misha daxocavda xalxs tu eseni gulgrilobit ateulobit axalgazrdas gaistumrebdnen saiqios shxamiani narkotikebit chemtvis erti da igivea... visac viberi gaqvt yvela dametanxmebit rom kcirashi orjer mainc modis narkodiletis mesijebi ariqa aq vart da rac gindat shehvikveteto

Aristophanes

2018-05-08 16:05:15

Skverebshi rom narkomanebis da lotebis ruzruzia ar ician tu me rom vxedav eseni mxolod dendrologiur parks uyureben?!

antoni

2018-05-08 17:33:43

სახლში ზის, ოპოზიცია უარგუმენტოდ კივის არაფორმალური მმართველიაო; პარტიის თავმჯდომარედ ინიშნება და - არაფორმალური მმართველობა გაგრძელდებაო; პრეზიდენტი თუ გახდა /რაც არ მჯერა/ კონსტიტუციას დაარღვევს და მთავრობაზე ზეწოლას განახორციელებსო; თვითონ ამბობს არ ვმართავო, არავის სჯერა/არც ფიცს დაიჯერებენ და არც დაგინებას/ რა ქნას ამ კაცმა? მელიების, კუპონების, ბოკუჩავებისა, ბოკერიების და ნათელაშვილების სალაპარაკო რომ არ იყოს რა ქნას? ურუგვაიში, ან ახ. ზელანდიაშიც რომ გადასახლდეს, ისტერიკა მაინც არ შეწყდება. გამოსავალი როგორც ჩანს ერთია: ან ოცნება უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან/ მეცოცხეთა ოცნება/ ან ცოცხოსნები უნდა გადაშენდნენ

romanozi

2018-05-08 18:04:58

ანტონ მეგობარო მართლა გჯერავს რომ ივანიშვილი არ მართავდა პროცესებს? ნუ ეხლა დამლაგებელის და რომელიმე უბნის პოლიციის უფროსის მოადგილის დანიშვნაზე არ ვამბობ

romanozi

2018-05-08 18:05:47

რად უნდა ამას მელია ტურა და კუპონა

tngh

2018-05-08 18:19:02

დღევანდელი ტექნიკისა და კომუნიკაციების პირობებში რა გახდა, ტუნდაც ერთი ვიდეო ან აუდიო ჩანაწერის მოპოვება ბიზინას არაფორმალური მმართველობის შესახებ??? დასკვნა ერთად ერთია. ბ-ნი ბიძინა და ხელისუფლების წევრები "ტელეპატები" არიან და ასე ეკონტაქტებიან ერთმანეთს. ვისაც გჯერავთ, დაიჯერეთ... ვისაც არა კი, გულიანად გაიღიმეთ, ამ სისულელეზე...

tngh

2018-05-08 18:24:00

პატივცემულო არისტოფანე!!! არც ეკლესია-მონასტრებში, თეატრ-ოპერაში და სტადიონებზე დადის მოსახლეობის 10%-ზე მეტი. თქვენი "ბრძნული" ლოგიკით და "რკინისებრი" არგუმენტებით არც ესენია საჭირო??? თუმცა, ესეთი მხოლოდ თქვენ არ ბრძანდებით. სამწუხაროდ, ცოტა არ არის ისეთი, რომელთაც ცხოვრებაში საკუთარი ტანიც კი არ დაუბანიათ წესიერად და გაიძახიან "ოცნებამ" არაფერი არ გააკეთაო...

romanozi

2018-05-08 19:36:26

თჰნგ ხოდა რომ არ დადის და სხვა პრობლემები აქვს ხალხს ვიდრე 200 მილიონიანი დარბაზი მაგას ვამბობ მეც(არისტოფანე ვარ) თეატრში კი დადის ისე ხალხი არც ისე ცოტა მაგრამ მითხარი ერთი ძმურად რამდენი კონცერტი ჩატარდა მაგ დარბაზში წლის განმავლობაში და რომელი იყო ხელოვნების ნიმუში(ერისიონის კონცერტს არ ვგულისხმობ) ? სელფის გადასაღებად დადის მანდ ხალხი... მე შეგეკითხე რა გააკეთა ოცნებამ განსაკუთრებული და მიპასუხე თუ შეგიძლია.. ცნობისთვის 200 მილიონად 3000 ბინა აშენდებოდა სხვადასხვა ქალაქებში 100 კვადრატი ფართობის თავისი რემონტიანად და რომ გაკეთებულიყო მასე და ვთქვათ შეესახლებინათ მრავაშვილიანები(გაყიდვის უფლების გარეშე მინიმუმ შვილების სრულწლოვანობამდე) ან იმ პირობით თუ ვისაც 3 ყავს და მეოთხეს გააჩენდა ან 4 შვილიანი მეხუთეს უფრო სასური საქმე იქნებოდა თუ ეგ საკონცერტო დარბაზი? თეატრთან ნუ შეადარებ თეატრი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ...პატრიარქი რომ არა მინიმუმ 30 ათასი ქართველი არ დაიბადებოდა და სახელმწიფომაც(კერძო პირებს არ ვთხოვ არაფერს თუ ის თავისთვის აშენებს მაგრამ თუ მაინც გასაჩუქებლად უნდა რატომ არ უნდა გაკეთდეს ის რაც პრიორიტეტია?) რომ შეუწყოს ხელი არ გამოვა ეგ?

romanozi

2018-05-08 19:38:23

სახელმწიფომ წელიწადში 30 მილიონი დოლარი რომ გამოყოს ამ საქმისთვის დაახლოებით 20 წელიწადში მრავალშვილიანების უბინაობის პრობლემაც მოიხსნებოდა და ცოტა გავმრავლდებოდით... ნ

romanozi

2018-05-08 19:40:50

თეატრს და სტადიონს ნუ შეადარებ იმ ფაქტიურად უფუნქციო შენობას, თან ის თეატრი და სტადიონი არ არის ახალი აშენებული და მასე თუ იყო მიხუილა ოპერას რომ აშენებდა ბათუმში რას ვუხურებდით?ვ

romanozi

2018-05-08 19:45:06

ხო კიდევ ერთი იმის ჩიტია ბიძო ვინმეს რამე ჩააწერინოს :)))))) მარტლა გჯერა მაგ ზღაპრის?

tngh

2018-05-09 12:55:07

ზღაპრების ვისაც სჯერავს, იმასთან იკამათეთ...

arichopra 2

2018-05-09 14:06:11

ადრეც გამოვთქვი ჩემი შეხედულება, ახლაც მინდა გავიმეორო - ძალიან მაგარი საკონცერტო დარბაზი - შავი ზღვის არენა ააშენა და აჩუქა საქართველოს ბიძინა ივანიშვილმა! იქვე ატრაქციონების პარკი ციცინათელა. იმ შეკვეთილში, იმ ჭაობში, სადაც ადრე ჭყაოდა ტურა, ჩხაოდნენ ყვავ-ყორნები ახლა შესანიშნავი კულტურული დასვენების ცენტრია თავისი ულამაზესი მუსიკალური პარკით და მუსიკალური შადრევნებით. წელს, ამ სეზონზე შევა ექსპლოატაციაში ამ კომპლექსის მარგალიტი 7 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც დასრულებულია და სატესტო რეჟიმში მუშაობდა ამ ბოლო დრომდე... მალე დენდროლოგიური პარკიც გაიხსნება და კიდევ მრავალი სხვა ღირსშესანიშნაობა. აშენებს კაცი საქართველოს, ალამაზებს. ღმერთმა გვიმრავლოს ბიძინა ივანიშვილის მსგავსი მამულიშვილები!

serapina

2018-05-10 19:30:28

ასე, მსოფლიოში არცერთი სახელმწიფო არ აშენებულა!

სახელმწიფოს და დემოკრატიას,აშენებს ხალხი!
სხვისი აშენებულის,ნაჩუქარის და ა.შ. ფასი,არ იცის უმუშევრობისაგან სიცოცხლეგამწარებულმა(ცხოველის დონეზე დაყვანილმა) ადამიანმა.

თუ ივანიშვილს ხალხის(სარფის საბაჟოსთან რომ დგანან... ევროპაში რომ ქუჩებში არიან... ან არალეგალურად და არაადამიანურ პირობებში მუშაობენ) დახმარება უნდა, შეექმნა სამუშაო ადგილები!
დედები ეყოლებოდათ შვილებს სახლში.
ახლა,მაგ ციცინათელაში და კონცერტებზე ივლიან ქართველი ბავშვები, მშობლების გარეშე აღზრდილები, ლამაზები(კარგად ჩაცმულები) და მაინც,ცხოველის დონეზე დაყვანილები(გამიზნულად
შეგნებულად).

არაფერია იმაზე დიდი უთავმოყვარეობა და სურცხვილი, როდესაც ჯანმრთელი ადამიანი ელოდება,რას აჩუქებენ, გაუკეთებენ,რითი დაეხმარებიან...

თვითრეალიზაცია რომ ვერ შეძლოს,ისეთი გარემოა ახალგაზდდებისათვის და რამ გადაგრიათ ამ შენობებზე?!
შენობებს,მიშაც აშენებდა, მისი ფულით თუ სხვისით,მნიშვნელობა არ ააქვს. მან დაიწყო სახელმწიფოს საფუძვლის გამოთ/ხრა და ახლაც გრძელდება.

ჯანმრთელ ხალხს,ძალით აჯენენ ინვალიდის ეტლში და აჰა, ტაში არ წყინდებათ!
ვინა თქვა საბჭოთა კავშირი აღარ არისო?!
სანამ სისულელეზე, ურაააას ძახილს არ გადავეჩვევით,მანამდე იცოცხლებს სსრკ -ს მიერ ხალხის ტვინში იმპლანტირებული გალია!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80