ლომბარდებს ლაგამს მაისის ბოლოს ამოდებენ
ეკონომიკა

ლომბარდებს ლაგამს მაისის ბოლოს ამოდებენ

ლომბარდებს ლაგამს მაისის ბოლოს ამოდებენ
ბექა დანელია

2018-05-08 15:00:15

ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ონლაინ საკრედიტო კავშირების შემდეგ ლომბარდების ჯერიც დადგა. მათ მთავრობა სწრაფ და უსიამოვნო შეზღუდვას უმზადებს. ძალიან მალე ლომბარდებში ავტომობილებისა და უძრავი ქონების დაგირევება აიკრძალება.

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ახალი რეგულაციის ამოქმედება მაისის ბოლოდან მოხდება. შესაბამისად, ამ არარეგულირებად ბაზარზე ბევრი რამ შეიცვლება.

„ის თამაშის წესები, რომელზეც ვსაუბრობ, აუცილებლად გავრცელდება ლომბარდებზეც და ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს კონსულტაციები. ლომბარდები საქართველოში, გარკვეულწილად, ჭარბვალიანობის გამოვწვევ მთავარ პრობლემად გადაიქცნენ და უფრო მეტიც, არის შემთხვევები, როდესაც ისინი კრიმინალის წამახალისებელი წყაროები გახდნენ. ამიტომაც ახალი თამაშის წესები აუცილებლად გავრცელდება ლომბარდებზეც. ჩემი აზრით, ლომბარდებში უნდა აიკრძალოს როგორც ავტომობილების, ასევე უძრავი ქონების ე.წ. დალომბარდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, რეგულაციის არარსებობამ წაახალისა არაჯანსაღი ურთიერთობა ლომბარდებსა და მოქალაქეებს შორის, შესაბამისად, ლომბარდების საქმიანობის სფერო მკაცრად განსაზღვრული უნდა იყოს.

„ის საპროცენტო ჭერი და მაქსიმალური ზღვარი, რომელიც დაწესდება, შეეხება ყველას, იურიდიულ პირს, რომელიც დასაქმებულია ფინანსურ სექტორში“, - განაცხადა ბახტაძემ.

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი სოსო მანჯავიძე ფინანსთა მინისტრის ინიციატივას მიესალმება და ლომბარდების საქმიანობას ყაჩაღურ ბიზნესს უწოდებს.

„ჭარბვალიანობის საკითხის მოსაგვარებლად მისასალმებელია ფინანსთა მინისტრის ინიციატივა. ლომბარდები გაჭირვებულ მოსახლეობას საკუთარ ქონებას იმდენად არარეალურად მაღალ პროცენტად ადებინებენ, რომ ადამიანები სასოწარკვეთამდე მიდიან. ამიტომ ეს რეგულაციები დროულად უნდა დაწესდეს. გაუგებარია იმ ადამიანების პოზიცია, ვინც აცხადებს, რომ შეზღუდვები თურმე ბიზნესს დააზარალებს“, - აცხადებს მანჯავიძე.

მისი თქმით, თუ რეგულაციები არ დაწესდა, ძალიან ცუდ შედეგებს მივიღებთ. საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების უმრავლესობის ქონება ბანკებსა და ლომბარდებშია ჩადებული და როდესაც თანხა მოცულობითია, ფაქტობრივად, შეუძლებელია ამ ქონების დახსნა და სესხის გასტუმრება.

„სწორედ რეგულაციების არარსებობამ გამოიწვია ასეთი პარაზიტული და ყაჩაღური ბიზნესის განვითარება. თავის ნებაზე რომ იყო აქამდე მიშვებული, მივიღეთ კატასტროფული შედეგი“, - განაცხადა მანჯავიძემ.

ჯერჯერობით სალომბარდე ბიზნესთან დაკავშირებული დეტალები გაურკვეველია, თუმცა ფაქტია, რომ მთავრობა გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას აპირებს.

როგორც ფინანსისტი პაატა ბაირახტარი ამბობს, რეგულაცია კომერციული ბანკების სპექტრს საგრძნობლად გასცილდება და სხვა დარგებსაც მოიცავს. უახლოეს პერიოდში ნამდვილად მოსალოდნელია ცვლილება სალომბარდე ბიზნესში.

„ჯერ მხოლოდ ზოგადი მონახაზია, რომელიც შემოსავლის დადასტურებასთან იქნება დაკავშირებული. საკმაოდ კომპლექსური რეგულაციაა. კომერციული ბანკების ჭრილში თუ განვიხილავთ, არა მგონია, რომ ჭარბვალიანობის მოსაგვარებლად მას რაღაც ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება. შედეგამდე ჯერ შორს ვართ, რადგან მისი მოგვარება რეალურად ძალიან დიდ ძალისხმევასა და დროს მოითხოვს“, - განაცხადა ბაირახტარმა.

 

ლომბარდებიც ალბათ საერთო სტრატეგიის ნაწილია. ზოგადად,რეგულაციას მივესალმები როგორც ბანკების, ასევე სხვა ფინანსურიინსტიტუტების მიმართულებით, მაგრამ ბახტაძის ინიციატივასამ შემთხვევაში დაკონკრეტება აკლია, საკმაოდ ბუნდოვანია“, -ამბობს ბაირახტარი.

 

ნანახი?- 423

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80