საქართველოში ციფრული ფულის მანია ელვის სისწრაფით ვრცელდება

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

ეკონომიკა

საქართველოში ციფრული ფულის მანია ელვის სისწრაფით ვრცელდება

საქართველოში ციფრული ფულის მანია ელვის სისწრაფით ვრცელდება
ბეა დანელია

2018-05-10 16:30:04

ბიტკოინებისა და სხვა მსგავსი ვალუტების მოპოვებით გამოწვეულმა ეიფორიამ საქართველოში პიკს მიაღწია. ქვეყნის შინამეურნეობების დაახლოებით 5% ჩართულია კრიპტოვალუტების მოპოვებაში ან მასში ინვესტირებაში. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ახალ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის საკითხებს ეხება ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. იქვე აღნიშნულია, რომ საქართველო კრიპტოვალუტების მესამე უდიდესი მომპოვებებელია. როგორც ყველა ახალი ხილი, საქართველოში ციფრული ფულის მანიაც ელვის სისწრაფით ვრცელდება.

„ევროპის და ცენტრალური აზიის ბევრმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ ნოყიერ ნიადაგს წარმოადგენს კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებისთვის. საქართველოში კრიპტოვალუტის მოპოვება გასაოცრად ფართოდ არის გავრცელებული, რაც მნიშვნელოვნად განპირობებულია საგადასახადო შეღავათებით და ელექტროენერგიის დაბალი ფასით. დროთა განმავლობაში მთავრობისთვის მნიშვნელოვანი გახდება ფინანსური ზედამხედველობისა დ ამომხმარებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - განაცხადა მსოფლი ბანკის წარმომადგენელმა ჰანს ტიმერიმ.

ეროვნული ბანკი პირობას დებს, რომ ვირტუალურ ვალუტებთან დაკავშირებით რეგულაციები აუცილებელად იქნება, უბრალოდ, ეს არის დროის საკითხი და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფაქტები დაგროვდება კრიპტოვალუტის გამოყენების მიმართულებით.

„საქართველოს ეროვნული ბანკი, ისევე როგორც სხვა ეროვნული ბანკები ყურადღებით აკვირდებიან თუ როგორ ხდება განვითარება ვირტუალურ ვალუტებთან დაკავშირებით. თუკი არსებობს რამე პრინციპი, რომლის დაცვაც მოგვეთხოვება, ჩვენ ამას ვაკეთებთ. ინვესტორები უნდა იყვნენ ფრთხილად, რადგანაც მერყეობა ახასიათებს ასეთი სახის აქტივს.

რაც შეეხება ზოგადად ვირტუალურ ვალუტებს, ვფიქრობ, მათი დარეგულირება აუცილებელად მოხდება. ეს არის დროის საკითხი, მაგრამ ამისათვის აუცილებელია, გარკვეულწილად, ცოდნა და პრაქტიკა დაგროვდეს. ცენტრალური ბანკები ფიქრობენ, აგროვებენ ინფორმაციას. პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება ძალიან ადვილია და ჩვენც ვმონაწილეობთ ასეთ მუშაობაში“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

ამ აზრს გარკვეულწილად ეთანხმება პირველი ქართული კრიპტოვალუტის „ოქროს საწმისის“ დამფუძნებელი, ვახტანგ გოგოხია ციფრული ფულის მიმართულებით რეგულაციების მომხრეა.

„გარკვეული რეგულაციები ნამდვილად არის საჭირო იმისთვის, რომ ხალხი, რომელსაც აინტერესებს ეს სფერო, არ მოტყუვდეს და მიიღოს სწორი ინფორმაცია. რაც შეეხება ტექნოლოგიის განვითარების კუთხით, საჭიროა მთავრობის მხრიდან იყოს მეტი წახალისება და არა ხელის შეშლა. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კონკრეტული გეგმა და ინვესტორებს არ დაეუფლოთ იმის შიში, რომ შეიძლება მომავალ წელს ან რამდენიმე წელში გარკვეული შეზღუდვები შემოიღონ და გახდეს არაკანონიერი და არალეგალური ეს საქმიანობა“, - განუცხადა „ბიემს“ გოგოხიამ.

ციფრული ვალუტები მარტო ფინანსურ პრობლემებს არ უქმნის ქვეყანას. არსებობს სხვა არანკლები საშიშროება, რაც ენერგოსექტორს უკავშირდება. კრიპტოვალუტების სამომპოვებლო საქმიანობას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ელექტროენერგიის მოხმარებაზე და საქართველოს ექსპორტიორი ქვეყნიდან ელექტროენერგიის იმპორტიორ ქვეყანად აქცევს. საქართველოს ელექტორენერგიის მოთხოვნის 10-15 პროცენტი კრიპტოვალუტის მოპოვებასთან არის დაკავშირებული. ერთ სულზე ელექტროენერგიის მოხმარება 2016 წელს საქართველოში თითქმის სამჯერ აღემატება ერთ სულზე შემოსავლის მსგავსი დონის მქონე ქვეყნებში არსებულ მაჩვენებელს.

ნანახია - 533

ფხიზელი

2018-05-10 22:12:22

"კრიპტოვალუტების სამომპოვებლო საქმიანობას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ელექტროენერგიის მოხმარებაზე და საქართველოს ექსპორტიორი ქვეყნიდან ელექტროენერგიის იმპორტიორ ქვეყანად აქცევს. საქართველოს ელექტორენერგიის მოთხოვნის 10-15 პროცენტი კრიპტოვალუტის მოპოვებასთან არის დაკავშირებული."
-----------------------
?
და სახელმწიფოს რა უკუგება აქვს მაგ ბიტკოინების გამომმუშავებლებისაგან?
როგორც ჩანს, არაფერი!..
მაშინ რა გამოდის - ჩვენ იმიტომ უნდა ვაშენოთ ახალ-ახალი ჰესები და დავტბოროთ ჩვენი მიწა-წყალი, რომ ბევრი კრიპტოვალუტა იშოვოს მავანმა?!.
???

papa

2018-05-11 00:41:34

ელი კოენი - ე/ბ/რ/აელები ცხოვრობენ მთელ მსოფლიოში, მაგრამ სხვაგან მათ არ მიუღიათ ისეთი მასპინძლობა, როგორც საქართველოში
18:23 10-05-2018
ელი კოენი - ე/ბ/რ/აელები ცხოვრობენ მთელ მსოფლიოში, მაგრამ სხვაგან მათ არ მიუღიათ ისეთი მასპინძლობა, როგორც საქართველოში ე/ბ/რ/აელები ცხოვრობენ მთელ მსოფლიოში, მაგრამ სხვაგან მათ არ მიუღიათ ისეთი მასპინძლობა, როგორც საქართველოში, ასე რომ, ის/რ/აელში მცხოვრები ქართველი ე/ბ/რ/აელები საქართველოს უყურებენ, როგორც თავიანთ მეორე სამშობლოს, - ამის შესახებ თბილისში, თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა ATC-ის გახსნაზე ის/რაელის სახელმწიფოს ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრმა ელი კოენმა განაცხადა. მისი თქმით, ძალიან სასიხარულოა, რომ გასული წლის აპრილში საქართველომ მიმართა იუნესკოს, რათა აღიარებული ყოფილიყო 2600-წლიანი ახლო მეგობრული ურთიერთობები.

--------------------------------------
ეს კაცი რასაც ლაპარაკობს, მე ის/რ/აელში პირადად მინახია--- იქაური ქართველი ე/ბ/რ/აელები საქართველოს ხსენებაზე ლამის ტირილს იწყებენ...
ძაან ძაან, უყ/ვართ საქართველო...
ერთ-ერთ მათგანს (75 წლის კაცს მეუღ/ლესთან ერთად) მერე ჩვენ ვუმასპინძლეთ აქ...
მივატარ-მოვატარეთ აქაურობა. მაგრაააამ.... ის კაცი აქედან მაინც ძალიან გულდაწყვეტილი წავიდა---- ეს ის თბილისი არაააო, თავს იკლავდა---- ნეტა არ ჩამოვსულიყავი და ისევ ,,ის ჩემი ძველი თბილისი,, მხსომებოდაო.....
.აღარც მაშინდელი თბილისი...აღარც მაშინდელი ხალხი, აღარც მაშინდელი ურთიერთობა...
.ცოლშვილით 40 წლის წინაა წასული..
არადა მართალია ის კაცი. განა ესე არააა??...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80