მედიკამენტების გაიაფების ნამდვილი გზა თუ ფუჭი მცდელობა

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

ეკონომიკა

მედიკამენტების გაიაფების ნამდვილი გზა თუ ფუჭი მცდელობა

მედიკამენტების გაიაფების ნამდვილი გზა თუ ფუჭი მცდელობა
ბექა დანელია

2018-05-10 19:00:04

საქართველოს მოქალაქეები მედიკამენტების საყიდლად თურქეთში ხშირად მიდიან. ეს იმიტომ, რომ ჩვენთან წამლები 2-3-ჯერ უფრო ძვირი ღირს. ჯანდაცვის სამინისტრო მხოლოდ ახლა იწყებს სერიოზულ მუშაობას მედიკამენტების გასაიფებლად, მაგრამ რა გამოვა ამ საქმიდან, ეს კიდევ სხვა საკითხია.

ბათუმელმა კობა ფარტენაძემ განაცხადა, რომ კონკრეტული წამალი თურქეთში სამჯერ უფრო იაფად იყიდა, ვიდრე ეს საქართველოში ღირს. მომხმარებლები ამბობენ, რომ თურქეთში მედიკამენტის ხარისხიც უკეთესია.

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკომ განმარტავს, თუ რატომ ღირს თურქეთში მედიკამენტები უფრო იაფი, ვიდრე საქართველოში. მინისტრის აზრით, დაბალ ფასს ბაზრის სიდიდე და ფარმაწარმოებაში სახელმწიფოს მონაწილეობა განაპირობებს.

„როდესაც ჩვენ 2007 და 2010 წლებში, უბრალოდ, ძალიან მარტივად მივიღეთ პრივატიზაციებზე გადაწყვეტილება, ჩვენგან განსხვავებით თურქეთი ძალიან ჭკვიანურად მოიქცა, იქ მძლავრი სახელმწიფო საპირწონეები დატოვა როგორც კლინიკებში, ისე ფარმაწარმოებაში. მეორე ის, რომ თურქეთი მოსახლეობის მხრივ საკმაოდ დიდ ბაზარს წარმოადგენს და სახელწიფოს მძლავრი ჩართვის გამო, თურქეთს საერთაშორისო მწარმოებლებთან აქვს მოლაპარაკება, რომ მათ გააკეთონ ე.წ. წარმოების ლოკალიზაცია, ანუ სხვა ქვეყნების დიდმა ფარმაკომპანიებმა აწარმოონ თურქეთში და ეს ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს“, - აღნიშნა სერგეენკომ.

ამისათვის საქართველოში ფუძნდება არასამეწარმეო იურიდიული პირი – „პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის“. მისი უმთავრესი ამოცანა, მოსახლეობის სოციალურად მოწყვლადი ნაწილისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, გაფართოვდება პროგრამა, რომელიც შარშან მაისში დაიწყო და 100 ათას ქულაზე ნაკლების მქონე სოციალურად დაუცველებს ემსახურება – მათ არაუმეტეს 1 ლარის ღირებულებით, 23 მედიკამენტით უზრუნველყოფს. სერგეენკოს თქმით, პროგრამით მოსარგებლეებს დაემატებიან პენსიონრები და შშმ პირები.

„თუმცა ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წამლის გაცემა 1 ლარად არ მოხდება, მაგრამ ამოცანაა, რომ მაქსიმუმ ნახევარი დახარჯონ იმასთან შედარებით, რაც ახლა ეხარჯებათ მედიკამენტებზე. იმედი მაქვს, მაისის ბოლოსკენ ან ივნისის დასაწყისში, პენსიონერებზე და შშმ პირებზე დაემატება მეორე ტიპის მართვის დიაბეტი, გულის უკმარისობა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. ვვარაუდობთ, შემოდგომისთვის ეს 23 კომპონენტი გაუტოლდება ერთმანეთს არსებული სოციალურად დაუცველების და ახალი მოსარგებლეებისთვის. ხოლო მომავალი წლის დასაწყისიდან 23 კომპონენტი ორივე ჯგუფისთვის უნდა გახდეს 40 ან 45, 50-მდე“, – განაცხადა სერგეენკომ.

ჯერჯერობით ამ ყველაფერს ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები სიფრთხილით განიხილავენ. მედიკამენტებზე არსებულ მაღალ ფასებზე და სახელმწიფოს მხრიდან შესაძლო რეგულაციებზე ამახვილებს ყურადღებას ექსპერტი ირაკლი სასანია.

„თუ ეს იდეა განხორციელდა, იგი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყება და მას რაც მთავარია, ექნება ორმაგი ეფექტი. პირველი - მოსახლეობის დიდ ნაწილს შეუმსუბუქებს ფინანსურ ტვირთს და მეორე - გარკვეული ზეწოლა განხორციელდება ფარმაცევტულ კომპანიებზე.

საზღვარგარეთ ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტებზე ფასებს მას შემდეგ განსაზღვავენ, რაც გაითვალისწინებენ მოსახლეობისა და სავარაუდო პაციენტების რაოდენობას, ისინი ატარებენ კლინიკურ კვლევებს, ჩართულნი არიან ამ პროცესში მკვლევარები, ითვალისწინებენ სარეკლამო ხარჯებს და ა.შ.

საქართველოში, რა პრინციპით ხდება მედიკამენტებზე ასეთი მაღალი ფასების დაწესება, ჩემთვის გაურკვეველია. მედიკამენტებზე ფასების ზრდის ერთადერთი შემაკავებელი და მარეგულირებელი სახელმწიფოა. ამდენად, აღნიშნული ინიციატივამ უნდა აიძულოს ფარმაცევტული კომპანიები დასწიონ მედიკამენტების ღირებულება“, - განუცხადა „კომერსანტს“ სასანიამ.

 

ნანახია - 647

natali

2018-05-10 19:40:45

წამლები ჯანდაბას. არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ საზოგადოებაში დადის ხმები, რომ ექიმები მეძუძურ ქალებს ისეთ დიეტაზე სვამენ, რო რძე უშრებათ ან საერთოდ კარგავს კალორიულობას, რომ ბავშვები ხელოვნურ კვებაზე გადაიყვანონ და გაასაღონ შემოტანილი ბავშვთა კვების პროდუქტები,რომლებიც ძალიან ძვირია. ესეც რამე მაფიაა? ეს თუ ასეა, საგანგაშოა. ხალხოოო...ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზეა საქმე. ძუძუს რამე საკვები აჯობებს? სერგეენკის ვთხოვ სერჯოზულად დაი ტერესდეს ამ საკითხით.

macro

2018-05-10 20:49:41

ნატალი,
ამას წინათ განაცხადეთ, რომ ჯაფარიძეს აძლევთ ხმას. თქვენი ეკონომიკური შეხედულებებიდან გამომდინარე ეს სრულიადაც არ გამიკვრდა.
დღევანდელი პოსტი. როგორც ჭეშმარიტ ქართველ ლიბერტიანელს, უნდა გესმოდეთ, რომ ვიღაც დედები ბავშვები ეს მეორეხარისხოვანია. მთავარია ბიზნესს ჰქონდეს მოგების მაქსიმალიზაციის საშუალება. სახელმწიფოს ჩარევა და რეგულირებები ხელს უშლის ამ პროცესს. ამ აზრს იზიარებს მთელი ქართველი ექსპერტობა, ეკონომისტები და პოლიტიკოსები. ამას გვასწავლიდა ჟვანია, ბენდუქიძე, სააკაშვილი. დღEს ევროპული საქართველო, გირჩი, ნაციონალური მოძრაობა, კვირიკაშვილ-ქუმსიშვილის ოცნება. რომელი ერთი ჩამოვთვალო.
ამიტომ ნუ უშლით ხელს ხალხს ბიზნესის კეთებაში, თორემ ორი რაღაცა მუშაობს და ისინიც დაიხურება. საქართველოს ეკონომიკის მთელი ფუნდამენტი: ლომბარდები, კაზინოები, კერძო კლინიკები, წამლის ბარიგები, ბორდელები, რესტორნები, ჩამოიშლება. მერე რაღა გვეშველება. ხომ, დაიქცა ეს ევროპისკენ მიმავალი ქვეყანა.

papa

2018-05-10 21:56:10

სერაფინა

შენ ხომ სეიფების,,გახსნის,, საიდუმლო მასწავლე??სამაგიეროდ კიდევ ეს ჩემგან შენ შეინახე..,,სიგრძის,, საზომი ერთეულია
ძველი ამბავია........დაახლოებით იგავ-არაკია
სტუდენტობის დროს -ბიჭები(9-10 კაცი)რაღაცაზე ვსაუბრობდით. იქ ერთ-ერთმა ჯგუფელმა, ასე ვთქვათ რაღაცაზე,,ჩაისვარა,,...მიედო მოედო რაღაცეებს,..ნუ თავის მართლება დაიწყო..
იქ ერთმა ჩვენმა ჯგუფელმა(აჭარელი შუახეველი)უსმინა, უსმინა და მერე უთხრა....
..კარგი დაეცი, დაეცი,..კაცი ხან დროს დაეცემი, ისე როგორ იქნება, მაგრამ თუ დაეცემი კაცურად მაინც უნდა დაეცეო!
და აქ თქვა, ისეთი რამე, რაც მე ცხოვრებაში სუ თან დამდევს...
-----კაცურად დაცემასაც ცოდნა უნდაო!!!...
ჰოოდა,..მას მერე ვცდილობ, რომ თუ დავეცემი კაცურად დავეცე და არა ზოგიერთი.......................ვით .
სხვათა შორის ბევრი წლების მერე როცა შევხვდით, იმ კაცს მისი ეს სიტყვები შევახსენე..სიცილით მოკვდა, ეს სიტყვები ალბათ ისე უნებურად ვთქვიო--არც ახსოვდა(ალბათ უფრო თავი დაიმდაბლა)
იმან როგორ თქვა მაშინ არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის .......ეს სეიფის საყრდენი კედელია!..
მოკლედ ვსოოო .... ნიჩიაში ვართ, შენი ვალიდან ამოვედი...თუმცა კი მგონი ვერა---ეს იგავ-არაკი ,,იმ სეიფში,, აუცილებლად იქნებოდა
მე კი.... ტყუილად მოვცდი.

papa

2018-05-10 21:58:23

მულო შენ გეუბნებოდიო....

1234

2018-05-11 00:51:59

თურქეთში იმიტომ არის იაფი რომ თურქეთი თავის მოქალაქეებზე ზრუნავს და მედიკამენტების და სამედიცინო მომსახურების ფასს არეგულირებს რომ მოსახლეობისთვის ხელმისწვდომი იყოს. საქართველოს ჯანდაცვაში კი კვლავ სააკას და ბენდუქას დაწესებული მგლური/მტაცებლური მოდელი მოქმედებს. არავითარი ფასის კონტროლი. შესაბამისად ფასებიც კატასტროფულია. გადმოიღონ თურქული მოდელი ფასის კონტროლის, ვინ უშლით ხელს? თურქეთში ყველა წამლის ფასს სახემწიფო ადგენს.
ამერიკა თითქმის გააკოტრა ფასის კონტროლის არქონამ. თუ ამერიკის ფარმას კიდევ რაღაც გასამართლებელი აქვს რომ ახალ წამლებს იგონებს და ცდის, ოქრიაშვილებს და სხვა ქართველ ბარიგებს რა გასამართლებელი აქვს რომ 500-800 პროცენტიან მოგებას იღებენ? რომელი წამლის გამომგონებლები ეგენი არიან?

antoni

2018-05-11 05:07:12

"თურქეთის გზა" ახლა რატომ გაიგეს? არის სხვა გზაც - გერმანიაში და რიგ მაღალგანვითარებულ ქვეყანაში მედიკამენტებში და რიგ სხვა სფეროში სახელმწიფო რეგულირებაა - განსაზღვრულია ზედა ზღვარი, თუ რამდენი შეიძლება დაამატოს აფთიაქმა წამლის შეძენის ღირებულებას სარეალიზაციოდ. ჩვენთან რატომ არ ხდება ერთი ან მეორე? არის თუ არა საფუძველი ვიფიქროთ, რომ სააფთიაქო ოლიგარქები ყველა ხელისუფლებაში პოულობენ ლობს, ანუ ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80