„ქართულ ოცნებაში“ ახალი ერა იწყება(?!)

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

პოლიტიკა

„ქართულ ოცნებაში“ ახალი ერა იწყება(?!)

„ქართულ ოცნებაში“ ახალი ერა იწყება(?!)
თამთა ქარჩავა

2018-05-11 09:00:47

„ქართული ოცნების“ რიგით მე-5 ყრილობა მთაწმინდის პარკში მდებარე „ანდერვილიში“ გაიმართება. ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარეს და განახლებულ პოლიტსაბჭოს აირჩევენ. პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იქნება, რომელიც ამ პოზიციაზე პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეცვლის.

პოლიტსაბჭოზე დამტკიცებული წესით მოხდება დელეგატების არჩევა. უმრავლესობა დაასახელებს პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობას. ყრილობის მთავარი მოვლენა თავმჯდომარის არჩევა იქნება - ერთადერთი კანდიდატი ბიძინა ივანიშვილია. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ივანიშვილის არჩევა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი გადაწყვეტილება, რასაც პარტიის ყრილობაზე მიიღებენ. მათივე შეფასებით, ეს იქნება პარტიისთვის ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც ქვეყნის სიმტკიცისთვის და უკეთესი პერსპექტივისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება.

ყრილობა, რომელიც სამუშაო ფორმატში გაიმართება, პარტიის დელეგატები და პოლიტიკური გუნდის წევრები დაესწრებიან. თუმცა, ყრილობაზე მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი არ დასახელდება. ყრილობაზე მედიის მუშაობის კუთხით გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. მედიას მხოლოდ იმის საშუალება ექნება, რომ ტრანსლირებას მიადევნოს თვალყური.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განმარტებით, ყრილობას აქვს მხოლოდ სამუშაო დატვირთვა და მას დაესწრებიან მხოლოდ დელეგატები.

„ყრილობის პირველი ნაწილი წმინდად ტექნიკურ ხასიათს ატარებს, სადაც ყრილობის მდივანი უნდა შეირჩეს, ასევე დღის წესრიგი დამტკიცდეს. ხოლო რაც შეეხება ყრილობის მეორე ნაწილს, რაზეც მედიას ექნება სრული ინფორმაცია, დაგეგმილია პარტიის ლიდერების გამოსვლები და მოხდება პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის დამტკიცება“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარეობა „ქართული ოცნებისთვის“ დამატებითი სტიმულია. მერის განცხადებით, ქართული პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები ხდება, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის შემოსვლით პარტიის თავმჯდომარედ.

„მგონია, რომ პარტია „ქართული ოცნებისთვის“ ეს იქნება დამატებითი სტიმული. ჩვენ დაგეგმილი გვაქს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები და იქნება სიახლეები პარტიის მუშაობაში. ვფიქრობ, ზოგადად ქართული პოლიტიკისთვის ეს იქნება ძალიან საინტერესო“, - განაცხადა კახა კალაძემ, რომლის განცხადებით, ყრილობა სამუშაო რეჟიმში ტარდება, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, რომელმაც თებერვალში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მარტვილში პოლიტიკური კრიზისი მწიფდებოდა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს რეაგირებისკენ მოუწოდა, იმედოვნებს, რომ „ქართული ოცნების“ პარტიული ყრილობის შემდეგ რეგიონულ წარმომადგენლობას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. როგორც ჟურნალისტებს დანელიამ განუცხადა, პარტიის თავმჯდომარედ ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებამ პოზიტიური მოლოდინი გააჩინა.

„ჩვენს კოლეგებსაც ეს დამოკიდებულება აქვთ. იმედს ვიტოვებთ, რომ გაცილებით მეტი აქტიურობა იქნება მთელი რიგი მიმართულებით, მათ შორის, რეგიონალურ ნაწილში და რეგიონალურ პარტიულ წარმომადგენლობას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. განცხადებას ფუჭად არ ვაკეთებ, გარკვეული ტენდენციები არსებობდა და პოზიცია პლენარულ სხდომაზე დავაფიქსირე.

მოცემულობამ და გარკვეულმა ცვლილებებმა მოლოდინი გააჩინა, რომ პრევენცია მოხდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჯერ ტენდენციები უკეთესობისკენ არ შეცვლილა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შესაბამისი რეაგირება იქნება. ადგილობრივ მოსახლეობასთან მეტი პარტიული აქტიურობა და მეტი ჩართულობა უნდა იყოს. რაც შეიძლება მეტი ერთსულოვნება უნდა იყოს, რადგან ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა“, - აცხადებს ოთარ დანელია.

ნანახია - 2092

arichopra 2

2018-05-11 11:03:06

ახალი ერა არა,.. ის არ გინდათ?! )) ამათ ჩვენ ამ საიტის იუზერები გონებასუსტები ვგონივართ!

natali

2018-05-11 12:12:05

ქართულ ოცნებაში დიდი ხანია ახალი ერაა. აი ჩვენთვის, არაპოლიტიკოსებისთვის როდის დაიწყება ახალი ნორმალური ერა, ეს უფრო საინტერესოა ჩემთვის.

arichopra 2

2018-05-11 12:39:14

ჩემი და შენი ახალი ერა, რომ თითქმის სხვადასხვა რამეა, იმას რა ვუყოთ?

tngh

2018-05-11 12:51:51

ჩემთვის ახალი ერა მაშინ დაიწყება, როდესაც "ოცნების" პოლიტიკოსები განთავისუფლდებიან "ნატო"-ს ავადმყოფური აკვიატებებისაგან და საქართველოს გამთლიანებისთვის რეალურ ქმედებებზე გადავლენ.

serapina

2018-05-11 13:34:33

ასე, მსოფლიოში არცერთი სახელმწიფო არ აშენებულა!

სახელმწიფოს და დემოკრატიას,აშენებს ხალხი!
სხვისი აშენებულის,ნაჩუქარის და ა.შ. ფასი,არ იცის უმუშევრობისაგან სიცოცხლეგამწარებულმა(ცხოველის დონეზე დაყვანილმა) ადამიანმა.

თუ ივანიშვილს ხალხის(სარფის საბაჟოსთან რომ დგანან... ევროპაში რომ ქუჩებში არიან... ან არალეგალურად და არაადამიანურ პირობებში მუშაობენ) დახმარება უნდა, შეექმნა სამუშაო ადგილები!
დედები ეყოლებოდათ შვილებს სახლში.
ახლა,მაგ ციცინათელაში და კონცერტებზე ივლიან ქართველი ბავშვები, მშობლების გარეშე აღზრდილები, ლამაზები(კარგად ჩაცმულები) და მაინც,ცხოველის დონეზე დაყვანილები(გამიზნულად
შეგნებულად).

არაფერია იმაზე დიდი უთავმოყვარეობა და სი/რ/ცხვილი, როდესაც ჯანმრთელი ადამიანი ელოდება,რას აჩუქებენ, გაუკეთებენ,რითი დაეხმარებიან...

თვითრეალიზაცია რომ ვერ შეძლოს,ისეთი გარემოა ახალგაზდდებისათვის და რამ გადაგრიათ ამ შენობებზე?!
შენობებს,მიშაც აშენებდა, მისი ფულით თუ სხვისით,მნიშვნელობა არ ააქვს. მან დაიწყო სახელმწიფოს საფუძვლის გამოთ/ხრა და ახლაც გრძელდება.

ჯანმრთელ ხალხს,ძალით აჯენენ ინვალიდის ეტლში და აჰა, ტაში არ წყინდებათ!
ვინა თქვა საბჭოთა კავშირი აღარ არისო?!
სანამ სისულელეზე, ურაააას ძახილს არ გადავეჩვევით,მანამდე იცოცხლებს სსრკ -ს მიერ ხალხის ტვინში იმპლანტირებული გალია!

tngh

2018-05-11 15:16:21

ქ-ნო სერაფინა!!! ესეთი ლოზუნგებით მოსაუბრე უამრავი თვითმარქვია "მეგრანტე" ექსპერტია საქართველოში. გთხოვთ დაგვდოთ პატივი და კონკრეტული წინადადებები მოგვაწოდოთ სამუშაო ადგილების შექმნის თქვენისეული გეგმის შესახებ...

serapina

2018-05-11 15:42:29

tngh,
თქვენ რამდენი წლისა ხართ10,15,18???

(საბჭოთა კავშირში,ბავშვობის რამდენიმე წელი გავატარე...)
თქვენ დაბადებული არ იყავით მაშინ???
მაშინ თუ შეიძლებოდა, რაც ტანზე და ფეხზე გვეცვა,ჩვენით გაგვეკეთებია... ან ჩვენი საკვები პ/როდუქტი დაგვემზადებია...
დღეს რომ რუსეთის,ჩინეთის,თურქეთის ნაგვის გამსაღებლებად აქციეს ქართველები...
ფაბრიკა-ქარხნები რომ გვქონდეს,ჩვენთვის საჭირო პ/როდუქციის საწარმოებლად მაინც, არ შეიძლება?!
(ჯერ ორმოც წლამდე,დრო მაქვს ..
მე მახსოვს,ჩემი კლასელების მშობლები რომ ფაბრიკა-ქარხნებში მუშაობდნენ. მიხაროდა, როცა რამეს მიყიდიდნენ და ვიცოდი, იქ რომელიმე მეგობრის დედა,მაგალითად,მკერავი იყო. ვეკითხებოდი, როგორ იკერებოდა...).

საერთოდ, რა უმსგავსო სისულელეს კითხულობთ, თავად ხვდებით?!

საიდან მოხვედით საქართველოში? უცხო პლანეტელი ხართ?

ჰო, ყველა ვერ დაჯდება პარლამეტში და ვერ დაიწყებს "ბიძინა ჩემოს" დილა-საღამოს.
საშუალო და საერთოდ გაუნათლებელ ხალხსაც უნდა ცხოვრება,არსებობა...
..და არა ჯერ ქვეყნიდან გაყრა და მერე,თავმოწონება, რომ "სიღარიბე დაამარცხეს"!

ჰო არა,დაჯდება ეს ხალხი და დაელოდება ვინ ჩამოურიგებს ფულის შეკვრებს?!
(ვინც მაგ განზომილებაში ხართ... საკმარისია).

tngh

2018-05-11 15:53:38

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ეხლაც იკერება საქართველოში, მაგრამ სამწუხაროდ "კუდაბზიკა" მოქალაქეები, ადგილობრივის ჩაცმას არ კადრულობენ. საბედნიეროდ, უკვე არა ერთი "სუპერმარკეტი" არის, სადაც ძირითადად საქართველოში წარმოებული პროდუქტი იყიდება...

tngh

2018-05-11 16:37:05

ზუსტად ამიტომ ამუშავდა საქართველოსი უფასო პროფესიული განათლების პროგრამა, რათა ფაბრიკა-ქარხნებში მომუშავე კადრები მომზადდეს.

serapina

2018-05-11 20:40:06

"ზუსტად ამიტომ ამუშავდა საქართველოსი უფასო პროფესიული განათლების პროგრამა, რათა ფაბრიკა-ქარხნებში მომუშავე კადრები მომზადდეს".

ეს,რაც თქვენ ახლა გაიგეთ,ჯერ კიდევ მიშას დროს ამუშავდა... სიუჟეტებიც გამოაცხო და აფრიალა მიშამ მაშინ(ზუსტად მახსოვს,ქუთაისის ხუს გადასამუშავებელი ქარხანა იყო,რაღაც მცირე ზომის)... და რა მერე?!
მართლა ასწავლეს ვინმეს რამე და დაასაქმეს.

ნამდვილად,წ/ყ/ლის ნაყვა,პატივცემულო თქვენთვის რამის ახსნა...
კაპიტალიზმის რომ არაფერი გაგებათ, გავიგე... (მაგრამ, არც კომუნიზმის და "ვრემიას" დრო გახსოვთ?!).

მოკლედ, მერამდენე "ცის გახსნა" მოხდა ალბათ თქვენს ცხოვრებაში...
მე,მაგ ზღაპრების ასაკიდან,დიდი ხანია გამოვედი.

ფუნქციონირებადი სახელმწიფო ასე,დედამიწის გულზე,არცერთ ქვეყანას(ჩინეთიდან დაწყებული,აშშ -თი დამთავრებული)არ უშენებია,თქვენ რომ გაბოლებენ და იჯერებთ!
ცხადია, ვერავინ დაგარწმუნებთ,რომ აბსურდია,იმიტომ რომ ადამიანები მხოლოდ იმას იგებენ,რისი მოსმენაც სურთ. მოუსმინეთ ივანიშვილს და სულ ბედნიერი იქნებით...
ოღონ,სახელმწიფო ამ გზებით,არ აშენდება!

serapina

2018-05-11 20:42:25

უნდა იყოს:
მართლა ასწავლეს ვინმეს რამე და დაასაქმეს?!

serapina

2018-05-11 20:50:45

თქვენი გულუბრყვილობა გასაგებია.
სანამ ახლა აქ,"მისიით მოღვაწე" მცოდნეების, თქვენდამი ხარდაჭერა და ჩემდამი კითხვები წამოვა...
მაგ,მე როდის ავაშენე სახელმწიფო...
აქვე გიპასუხებთ, მე არ ამიშენებია,მაგრამ აშენებულში ვცხოვრობ და ვხედავ,რა მასალისაგანაა აშენებული!
...და ჩალისაგან, რომ სტაბილური სახლი არ აშენდება(რამდენი მუშაც არ უნდა აუხვა ხარაჩოებზე და შრომის ეფექტი შექმნა)ეს ყველა ნორმალურმა იცის.

serapina

2018-05-11 20:51:42

უნდა იყოს: აუშვა ხარაჩოზე...

arichopra 2

2018-05-11 22:50:14

რატომ შეჩერდი, ხომ არ დაიღალე?! მიდი, გაფრინდი, გადაუქროლე მთებს და ველებს, დაატრიალე ქარიშხალი ლუდის კათხებში! მერე რაა თუ სერაფინა გქვია და არა მარგარიტა?!

serapina

2018-05-11 23:26:21

ჰოჰ, დღეს დემოკრატიის მზე ამოვიდა საქართველოში!
პოეზიის და ჭიქების(კათხების) ხასიათზეც დამდგარან!
ვსიო,ხვალიდან ივანიშვილი აშენებს,დანარჩენები ტაშს უკრავენ!
ეშველათ!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80