„არასტაბილურ, ღარიბ ქვეყანაში ადამიანების ფინანსური ძარცვა მიღებული პრაქტიკაა“
ეკონომიკა

„არასტაბილურ, ღარიბ ქვეყანაში ადამიანების ფინანსური ძარცვა მიღებული პრაქტიკაა“

„არასტაბილურ, ღარიბ ქვეყანაში ადამიანების ფინანსური ძარცვა მიღებული პრაქტიკაა“
მანანა ნოზაძე

2018-05-11 14:30:15

ბანკის ვალის მქონე მოსახლეობის სიჭარბით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ჩვენთან ყოველ 1000 კაცზე 676 მოსახლეს ბანკის ვალი აქვს (2015 წლის მონაცემებით), კომერციული ბანკების მოგების ზრდა კი დაკავშირებულია სწორედ მოსახლეობის ჭარბვალიანობასთან.

2012 წლის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სრულიად უყურადღებოდ დატოვა მოსახლეობა ჭარბვალიანობის პრობლემის წინაშე. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო აქტიური საბანკო შეთავაზებები „გთავაზობთ სესხს შემოსავლების დადასტურების გარეშე“.

ფინანსისტების ნაწილი ჭარბვალიანობას საქართველოსთვის დიდ პრობლემად არ მიიჩნევს. მათი აზრით, ადამიანები სესხს არა ინვესტიციის, განათლების მისაღებად ან ქონების შესაძენად იღებენ, არამედ პირველადი საყოფაცხოვრებო მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად და ეს ხშირად ჩვევაში გადასდით. ეს მაშინ, როცა არ შეიძლება სესხი ქეიფისა და დროსტარებისთვის აიღო. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებას კარგად არ აქვს გააზრებული, რა არის სესხი და როცა მას იღებენ, არ იციან, როგორ დაფარონ.

როგორ ვებრძოლოთ ჭარბვალიანობას და რას მოგვიტანს კომერციული ბანკებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციები?! ამის შესახებ For.ge საბანკო სფეროს ექსპერტს, პროფესორ ლია ელიავას ესაუბრა.

ხშირად ჩვენთან საპროცენტო ხარჯი 300-400%-ზეც ადიოდა საურავების, ჯარიმების, საკომისიოების გათვალისწინებით და არ არსებობდა ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი, .. ჭერი. დღეს ამ ზღვარის დაწესების აუცილებლობაზე ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საუბრობს. ამას ემატება სესხის გაცემის პროცედურის გართულება, რაც ექსპერტთა აზრით, პრობლემებს შეუქმნის იმ მოქალაქეებს, რომელთაც შემოსავლები აქვთ, მაგრამ ოფიციალურად არ აფიქსირებენ ამ შემოსავლებს. ამ რეგულაციებით ვინ დარჩება მოგებული?

- ეროვნული ბანკის რეგულაციებთან მიმართებით უნდა ველოდოთ, სანამ ისინი ამ რეგულაციებს რეალურად მიიღებენ, რადგან კაცი ბჭობდა, ეროვნული ბანკი იცინოდაო. ანუ რას დაწერენ, კაცმა არ იცის. თეორიულად, სესხის გაცემა შემოსავლის დადასტურების გარეშე სულაც არ არის მხოლოდ საქართველოში მოგონილი პრაქტიკა. მაგალითად, ამერიკაში თავისუფლად აძლევდნენ სესხებს შემოსავლის არმქონე პირებს, ან პენსიონრებს. 80 წლის ადამიანს აძლევდნენ იპოთეკურ სესხს 25 წლის ვადით. მეორე მომენტია, რომ ჩვენს ეროვნულ ბანკს დღემდე ოფიციალურად დაშვებული აქვს კომერციული ბანკების ღია სესხის გაცემა უზრუნველყოფის გარეშე. ეს დაშვება შეადგენს მათი საკრედიტო პორტფელის 25%-ს. ანუ 25%-ის ფარგლებში უზრუნველყოფის გარეშე ბანკებს შეუძლიათ გასცენ სესხი და ბანკები მოითხოვენ თუ არა ცნობას შემოსავლების შესახებ, ამას უკვე ეროვნული ბანკი ვერ აკონტროლებს. ეს პროცესი მიშვებულია.

თუმცა ის ფაქტი, რომ გამსესხებლებმა გარკვეული გარანტიის საფუძველზე უნდა იმუშაონ, ეს თვითონ საფინანსო სექტორის ხელშემწყობი ფაქტორია, ანუ მათი სტაბილურობის გარანტია. მცირე შემოსავლის მქონე ადამიანები, რომელთაც დიდი რაოდენობით სესხის აღება სურთ ოჯახური ან ბიზნესის პრობლემის მოსაგვარებლად, სესხის აღების შესაძლებლობას მოკლებულნი იქნებიან. როდესაც ადამიანი ვერ იკმაყოფილებს თავის მოთხოვნილებას, როცა არ შეუძლია თუნდაც სარეცხი მანქანის, ავტომობილის ყიდვა, ან საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ის აგრესიული ხდება. ეს დაგროვილი აგრესია კი გადაიზრდება ხოლმე სოციალურ აფეთქებაში. ეს თეორიები საკმაოდ კარგად არის დამუშავებული. ადამიანს როდესაც არ აძლევ იმას, რაც მას სურს მატერიალური ყოფის გასაუმჯობესებლად, ყოველთვის მატულობს აგრესია. ამიტომ შესაძლებელია, რომ სესხის გაცემისას შემოსავლის შესახებ ცნობის მოთხოვნამ გამოიწვიოს ის, რომ მოხდეს მოსახლეობის ლუმპენიზაცია.

ჩვენ ისედაც დაბალშემოსავლიანი და ღარიბი ერი ვართ და შეიძლება მოსახლეობა მთლად გაღატაკდეს მატერიალური თვალსაზრისით. ეს ყოველთვის ნეგატიურ სოციალურ შედეგს გამოიწვევს. ადამიანი, რომელსაც ქონება არ აქვს, არაფერი მის ზურგს უკან არ არის, ადვილად აყოლიებადი და ადვილად გამოყენებადია სხვადასხვა ჯურის პოლიტიკური მიზნებისთვის. თქვენ მკითხეთ, თუ ადამიანი შემოსავალს ვერ ადასტურებს, უნდა გასცეს თუ არა ბანკმა სესხი? ამას ჰქვია „რუხი შემოსავალი“, ანუ უკანონო შემოსავალი, რომლითაც ადამიანი არ იხდის გადასახადს. ქუჩის გამყიდველები, ბაზარში მდგომები, ტაქსისტები არ იხდიან გადასახადებს, ისინი არ არიან აღრიცხულნი როგორც ინდმეწარმეები ან სხვა ფორმის მეწარმეები, მათი „რუხი შემოსავლები“ სახელმწიფოსგან დამალულია, რაც სისხლის სამართლებრივ დევნას ექვემდებარება. ასეთ შემთხვევებს სახელმწიფო საერთოდ არ უნდა განიხილავდეს, ეს შემთხვევები სალაპარაკოც არ უნდა იყოს.

ცალკეულ ადამიანს მართლაც შეიძლება გაუჩნდეს პროტესტის გრძნობა, რატომ არ უნდა იხდიდნენ სხვა ადამიანები საშემოსავლოს მაშინ, როცა თავად პატიოსნად იხდის საკუთარი შემოსავლიდან გადასახადს.

- ბუნებრივად ყველა ადამიანს გაუჩნდება ასეთი კითხვა. ამავდროულად, იმ სარგებლით, რასაც ჩვენ ვიღებთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანუ საერთო შემოსავლებიდან, ხომ ყველანი ერთნაირად ვსარგებლობთ?! ამიტომ საუბარიც არ შეიძლება ასეთ რამეზე. რუხი ანუ ჩრდილოვანი შემოსავალი, პირდაპირ ვთქვათ, უკანონო შემოსავალი არც უნდა განიხილებოდეს ისევე, როგორც ნარკოტიკების, პროსტიტუციისა და იარაღის გაყიდვისგან მიღებული უკანონო შემოსავლები.

როგორც ჩანს, საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარის დაწესება საქართველოში კვლავაც პრობლემად დარჩება და პირველ ეტაპზე სახელმწიფოს მხოლოდ ამ ზღვარის განახევრება შეუძლია. ეს საკმარისია იმისთვის, რომ სესხი იმ ოდენობით გაიცეს, რაც მოქალაქეს ტვირთად არ დააწვება?

- ცივილიზებულ ქვეყნებში შემოღებულია ასეთი ცნება-სამევახშეო პროცენტი. ყველა ქვეყანაში სხვადასხვა დონის სამევახშეო პროცენტია. ითვლება, რომ სამევახშეო პროცენტი ეკონომიკურად გაუმართლებელი და სოციალურად უსამართლოა და ის უნდა დაექვემდებაროს რეგულირებას. რა სახის რეგულირებაზეა აქ საუბარი? საფრანგეთის მაგალითს მოგიყვანთ. იქაური კანონმდებლობით, სისხლის სამართლის კოდექსში გაწერილია სამევახშეო პროცენტის დაწესება. თუკი ამ პროცენტამდე მივა რომელიმე გამსესხებელი საკრედიტო დაწესებულება, ჯერ მას შესთავაზებენ, დასწიოს სამევახშეო პროცენტი, ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა. ანუ სახელმწიფო იცავს თავის მოსახლეობას ბიზნესის მხრიდან ძარცვისაგან, რადგან ეს არის სუფთა წყლის ძარცვა, მეტი არაფერი. შესაბამისად, თუ საქართველოში დაწესდება სამევახშეო პროცენტის ზღვარი, ეს გონივრული იქნება.

20%-ს იქით ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ეს უკვე არის სამევახშეო პროცენტი. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ კომერციული ბანკები ეფექტური 25-30%-ის ოდენობით იძლევიან სესხს, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკი ასეთ გადაწყვეტილებაზე არ წავა. მაგრამ 50%-ითაც რომ შემოიფარგლოს სამევახშეო სარგებელი, ეს უკვე პროგრესი და წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს რეალობისთვის. ამიტომ ყოველნაირად მივესალმები ასეთი სახის რეგულაციებს.

დღეს ჭარბვალიანობაზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ ჭარბვალიანობა როგორ უნდა მოისპოს ქვეყანაში, როცა უამრავი ჩვენი მოქალაქე ხელფასის 80%- სწორედ ბანკის ვალის გასტუმრებაზე ხარჯავს? გარდა ამისა, თუკი დღეიდან სესხის გაცემის პროცედურა გართულდება და მოითხოვენ შემოსავლების დეტალურ ანალიზს, სამუშაოს დაკარგვის შემდეგ განწირული იქნება ეს ადამიანი?

- ამ პრობლემის გადაწყვეტის რამოდენიმე ეტაპს ვხედავ, რომელიც აუცილებლად გასავლელია. კერძოდ, ეროვნულმა ბანკმა კეთილი ინებოს, შეიწუხოს თავი და შექმნას სახელმწიფო საკრედიტო ბიურო, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა სახის მსესხებლის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ატარებს კონფიდენციალურ ხასიათს ყველა ვალის შესახებ და არა ისე, როგორც ახლა „კრედიტ ინფო საქართველო“ არიგებს ამ ინფორმაციებს მათზე, ვინც მათ ფულს გადაუხდის. მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ზღვარის დაწესება, თუ რა ოდენობის სავალო ტვირთი შეიძლება ჰქონდეს ადამიანს. ეს გულისხმობს იმას, მისი შემოსავლების რამდენი პროცენტი უნდა მიდიოდეს ვალის მომსახურებაზე.

ცივილიზებულ ქვეყნებში მაქსიმუმ 30% ითვლება მისაღებ პროცენტად ვალის გადახდისთვის, ანუ, თუ ხელფასის სახით ხელზე ასაღები თანხა თქვენთვის 1000 ლარს შეადგენს, მაშინ სასესხო ვალდებულებებისთვის 300 ლარის ყოველთვიური გადახდა თქვენთვის ნაკლებად მტკივნეული იქნება. შესაბამისად, ეროვნულ ბანკს როდესაც ექნება დაწვრილებითი ინფორმაცია მსესხებლის ვალების შესახებ, ხოლო კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს აეკრძალებათ სესხის გაცემა იმ შემთხვევაში, თუ პიროვნების სავალო დატვირთვა აღემატება მისი შემოსავლის 30%-ს და ამ ინფორმაციას ისინი გამოითხოვენ ეროვნული ბანკიდან, ჭარბვალიანობის პრობლემაც თავისთავად გაქრება.

ეს ნიშნავს, რომ ადამიანი აღარ მივა თავისი ცნობით ხელფასის შესახებ ხუთ ბანკში ერთდროულად, არ გამოიტანს თანხას და მერე არ იტყვის, რა ვქნა, ვეღარ ვიხდი ამ ხუთ კრედიტსო. ეს პრობლემაც მოიხსნება. ჭარბვალიანობა იმიტომაც აწევს მოსახლეობას ძალიან მძიმე ტვირთად, რომ საპროცენტო განაკვეთი ძალზე მაღალია. ცივილიზებულ ქვეყნებში, სადაც კრედიტი ძალიან იაფი ღირს, მოსახლეობა იღებს ვალებს, ამ ვალებით პრაქტიკულად მთელი ცხოვრება ცხოვრობს და ვერც კი გრძნობს ვალის სიმძიმეს. პირიქით, ცხოვრობს კომფორტულად, იცის რა, რომ 10-30 წლის განმავლობაში ყოველთვიურად რაღაც პატარა თანხას იხდის იმ კომფორტისთვის, რომელიც შეიქმნა. შესაბამისად, სანამ საქართველოში არ დაიწევს კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი, ჭარბვალიანობის პრობლემა ყოველთვის იარსებებს, როგორც მწვავე სოციალური პრობლემა. აქ განსაკუთრებულ ძვრებს არ უნდა ველოდოთ და არ უნდა გვეგონოს, რომ ზემდგომი ორგანოების გადაწყვეტილებებით მოვაგვარებთ ჭარბვალიანობის პრობლემას.

რატომ არ გამოდის ეროვნული ბანკი ინიციატივით, დააწესოს საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი? თუნდაც ზედა ზღვარი იყოს 10-12%, მაგრამ საკრედიტო დაწესებულებებს ისეთივე მადა აქვთ, როგორც სხვა ბიზნესს. ბუნებრივია, ბიზნესი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი შემოსავალი მიიღოს რაც შეიძლება ნაკლებ დროში. ასეთ არასტაბილურ, ღარიბ ქვეყანაში ადამიანების ფინანსური ძარცვა მიღებული პრაქტიკაა.

ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კარგა ხანია, დაიწყო კამპანია ბანკების წინააღმდეგ. მისი თქმით, საქართველოში არსებული საბანკო სისტემა ჩვენი ეკონომიკის მუხრუჭია. ეს კომერციული ბანკების მარწუხებისგან მოსახლეობის გათავისუფლების მიზნით წამოწყებულ რეალურ ბრძოლად მიგაჩნიათ, თუ არის ამაშიც პოპულისტური ზრახვები?

- როგორ გითხრათ, რომ არა მინისტრის თანამდებობა, ალბათ, არავინ მიაქცევდა ასეთ საუბარს ყურადღებას. ადამიანს აქვს თანამდებობა და ამ თანამდებობის ძალით მისი სიტყვები ჟღერს მასმედიაში. თუკი მას აქვს უნარი, იბრძოლოს, მაშინ იბრძოლოს და გააკეთოს რაღაც, მაგრამ ეროვნული ბანკის გარეშე, ფაქტობრივად, ვერაფერს გააკეთებს. ეს ნათქვამიც მხოლოდ სადღეგრძელოებისა და ლოზუნგების ფორმით დარჩება.

 

ნანახი?- 946

ლაზი1

2018-05-11 16:33:16

მაღალი საპროცენტო განაკვეთი, მაღალი საკრედიტო რისკი და ჭარბვალიანობა ჩაკეტილი წრის ურთიერთ განმაპირობებელი ფაქტორებია. ბანკების მტაცებლურ მადას ვერაფერი დააცხრობს. ამ მოჯადოებულ წრეს მხოლოდ ხისტი საკანონმდებლო ჩარევა თუ გაარღვევს, თორემ ნახევარ "რეფორმები" მხოლოდ ჭაობის ფსკერისაკენ მიაქანებს ეკონომიკას და მთლიანად საზოგადოებას.

papa

2018-05-11 21:56:45

ჩვენ ისედაც დაბალშემოსავლიანი და ღარიბი ერი ვართ და შეიძლება მოსახლეობა მთლად გაღატაკდეს მატერიალური თვალსაზრისით. ეს ყოველთვის ნეგატიურ სოციალურ შედეგს გამოიწვევს. ადამიანი, რომელსაც ქონება არ აქვს, არაფერი მის ზურგს უკან არ არის, ადვილად აყოლიებადი და ადვილად გამოყენებადია სხვადასხვა ჯურის პოლიტიკური მიზნებისთვის. თქვენ მკითხეთ, თუ ადამიანი შემოსავალს ვერ ადასტურებს, უნდა გასცეს თუ არა ბანკმა სესხი
------------------------------------------------
გასცემენ კი არა.... მესიჯი მესიჯზე მომდის... აიღე ასი ათასი კრედიტიო.... თანაც 45 წუთშიო .... ხალხს ძალად ტენიან კრედიტებს
გაჭირვებული კიდევ, სახლში ავადმყოფი ან მშიერ-მწყურვალი შვილები ჰყავს აიღებს, აბა რას იზამს? გაჭირვებისგან ხვალინდელ დღეზე უკვე ვეღარ ფიქრობს ადამიანი...

papa

2018-05-11 22:03:40


ამ ბანკების ასე საბალახოდ მიშვება ვიღაცას ხომ აწყობდააა?
ეხლა უბრალოდ ვეღარ აყაჩაღებენ(აღარ დარჩათ ხალხს არაფერი) და ....... რეგულაციებიო....
გამომივიდნენ ხალხზე მზრუნველები
არა მჯერა ამათი ....ამის გაკეთება რააა, აქამდე არ შეიძლებოდააა??

,,რიკო კრედიტი,, ამბობს ჩვენ არ ვნადირობთ ხალხის ქონებაზეო....

ესე იგი სხვები ნადირობდნენ ხომ? იმენნო ნადირობდნენ ხომ??
ჰოოდა ეს რომ ესეა ხომ ყველა ხედავდა?? რატომ აქამმდე არ იფიქრეს ხალხზე?
იმიტომ რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდებოდა.....რომ ხალხი ულუკმაპუროდ და უსახლკაროდ დარჩენილიყო....რომ გამოუვალი მდგომარეობები შექმნოდა საქართველოს მოსახლეობას, რომ ხალხი გაუბედურებულიყო და დაგლახავებულიყო, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილიყო.
ასე ნელნელა ადამიანი უკვე ლუკმა პურის მძებნელად აქციეს. სხვა ყველაფერი დაავიწყეს...ყველაფერი მისთვის უკვე მეორე ხარისხოვნად აქციეს...რა მორალი, რა ზნეობა, რა სინდისი, რა ნამუსი...
რა ატამი..... რის ატამი...
..ყველა კიდევ ვერ უძლებს ამ გაჭირვებას,..მით უმეტეს ზოგს მართლა უმძიმესი მდგომარეობა ააქვს(ზოგს ავადმყოფი ყავს,ზოგს მიშამ წაართვა ბოლო ლუკმა),ტყდება სულიერად ადამიანი...ყველაფრის მკადრებლად აქციეს ის
საღამოთი, ეს მთელი დღე საშოვარზე ნარბენ--ნაწვალები ადამიანი, სახლში მისვლის მერე, მოსვენების მაგივრად, ისევ თავის მწარე რელობაში ვარდება..ისევ გაჭირვება...ისევ ბანკებისა და სახლიდან გაგდების შიში......
.....და ამ დროს ჩართავს ტელევიზორს ...
და ............მიდის გრიალი და მალაყებზე სიარული...დუღან გრიალში ეს ჩვენი ბო/ზბენდი(ანუ ბო/ზბანდა)ან კიდევ ....ამან მოკლა, იმან გაუპატიურა, ის დააყაჩაღეს..შოკავენ ხალხს
..გრიგოლია კიდევ პირდაპირ შნურით არის მიერთებული მავანნთან
............და ადამიანი სასოწარკვეთილებაში, შოკში ვარდება...ის უკვე აგრესიულიც ხდება და იმაზე უარესიც. ამ ტელევიზიებით, ნაცვლად იმისა რომ ის ხალხის სასიკეთოდ გამოიყენონ, პირიქით... ხალხს მიზანმიმართულად შოკავენ!!
ეს ტელევიზიები, ადამიანების სულიერად და მორალურად გასატეხად, მავანთაგან, როგორც კანტროლკა ისეა გამოყენებული....რასაც ეს ირგვლივ შექმნილი მძიმე სოციალური გარემო ვერ უშვება ადამიანს,.... ეს ტელევიზიები ,,საქმეს,, უკვე ბოლომდე უმთავრებენ
..ადამიანი კი ამდენ ეკონომიურ და ფსიქოლოგიურ გაჭირვებას ვეღარ უძლებს, ტყდება სულიერად, ის უკვე ყველაფრის მკადრებლად აქციეს...და მერე ისინი შესაბამისადაც იქცევიან.
ასეა ერთი დღე.... ასეა ორი თვე ...ასეა სამი წელი.
ადამიანს კიდევ განა რამდენიღა შეუძლია? რკინას ააქვს დაღლა და ადამიანს რაღა მოუვიდოდა? გატყდა ადამიანი, დაეშვა ცხოველის დონეზე...გახდა ადვილად სამართავი......საიდანაც პურს(ფულს)დააანახებენ იქით გაიქცევა ის.....ანუ მართვადი გახდა!! ლუკმა პურის სანაცვლოდ, უქონელ ადამიანს უკვე რასაც გინდა იმას გააკეთებინებ!!!
მართვადი ქაოსიო..აი ეს ყოფილა თურმე, ნათაძე 87 წელს რომ წერდა და ლაპარაკობდა.. და მე კიდევ ..ეს კაცი რეებს ბოდიალობს, პუპუზას ვეძახოდი, ხალხის ესე მართვა შეუძლებელია მეთქი...
აგე თუ შეუძლებელი ყოფილა?!......
მოკლედ მიიყვანეს ხალხი საჭირო კონდეციამდე. ეხლა ადამიანს რასაც ჩასძახებ იმას ამოგძახებს..ის უკვე აღარ აზროვნებს.....რასაც გინდა იმას გააკეთებინებ
ფასეულობებსაც ისინი გვიდგენენ და ცხოვრების წესსაც...რა უნდა ვჭამოთ, რა არა იმასაც....ორიენტირებსაც ისინი გვისახავენ..
ადრე კონუნიზმში ,,შევდიოდით,, ეხლა ეშმაკმა იცის სად შევყავართ .....
ვისთან უნდა ვიმეგობროთ და ვისთან არა...ეს ხომ ვაააფშე, მაგრად ააქვთ უკვე დარეგულირებული
მოკლედ ჩვენს მაგივრად უკვე სხვა ფიქრობს, სხვა, ჩვენ მხოლოდ ტაში უნდა დავუკრათ და ალბათ ლუკმა პურს გადმოგვიგდებენ--ბოლო ბოლო ტაშის დამკვრელები ხომ სჭირდებათ??
აი ესააა ამ ბანკების მთელი ფილოსოფია!!!!!!!!!!!!!
..ეგენი მარტო მოგებაზე კი არა..ძირითად აი სწორედ ხალხის დაგლახავებაზე მუშაობენ (ამუშავებდნენ მავანი)თორემ მოგებაააა... მარტო შარშან ამ ორმა გათახსი/რ/ებულმა ბანკმა(ტბს და საქართველო) ოთხმილიარდზე მეტი მოიგო
..რა შავ ქვად უნდათ?? სად მიაქვთ?? თანაც ამ გაძვალტყავებული საქართველოს მოსახლეობიდან. ალბათ პატრონებთან, პატრონებთან..
თან ერთდროულად ორ საქმეს აკეთებენ---ფულებსაც იჩუჩნიან ჯიბეებში და ჩვენც ბოლომდე გვიყომარებენ საქმეს



ესეც ამის გაგრძელებააა



ამიტომ იზრდებიან ეს ბავშვები აგრესიულები..... ხელოვნურად იქმნება ეს რეჟიმი


ზუსტად მაგას ვიმეორებ ირგვლივ ყველგან--საზოგადოება მიზნობრივად მიჰყავთ იქით...იქით... მოუსავლეთისკენ!!...სწორედ იმიტომაც შლიან საზოგადოებას ბრინჯივით მარტივ მამრავლებად, რომ ადამიანი მარტო დარჩეს, ამდენ გაჭირვება-უბედურების პირისპირ
-რომ ადამიანს გვერდით დამლაპარაკებელ--გამხნევებელი(იმედის მიმცემი) აღარავინ ჰყავდეს. --რომ ისე გაააუცხოვონ საზოგადოება ერთმანეთისგან,(სხვადასხვა მეთოდებით) რომ ადამიანი სრულიად მარტო დარჩეს..(მარტო ოჯახის წევრები--აღარც მშობლები, აღარც დედმამიშვილები, აღარც მეგობარები, აღარც მეზობელ-ამხანაგი...მოკლედ, აღარავინ)
-რომ ამდენი პრობლემების წინაშე სრულიად მარტო მდგარი ადამიანი, სასოწარკვეთილებისა და უიმედობის გამო დაისტრესოს, დაიშოკოს..ფსიხოზი დაემართოს..აგერესიული გახდეს..
ასეთი ადამიანების ბრბო, მავანთათთვის ადვილი სამართავია!(..პურს-ფულს- მოგცემ...)
სწორედ ამას ემსახურება ამ სოციალური პირობების მიზანმიმართული დამძიმება.
სწორედ ამ ეკონომიური გარემოს ზემოქმედებით, უფულობა--ულუკმაპურობით, ახდენენ ხალხის დაგლახავება, დასტრესვას..ხალხი უკვე მხოლოდ საკუთარი ოჯახის გადარჩენაზე-ღა ფიქრობს. ვის სად-ღა სცხელა..მშობლებისათვის, დედმამიშვილებისათვის, მეგობრებისთვის და ა.შ.
მეგობარი და ნათესავი კი არა, ადამიანის გვერდით დაჟე ვინმე რომ მოკლან კიდეც, იმაზეც კი აღარ აკეთებენ ადამიანები უკვე რეაგირებას...ფეხზე კიდიათ უკვე ირგვლივ ყველაფერი--ავიც და კარგიც. მისთვის მხოლოდ პურია(ანუ თავის გადარჩენაა) ყველაფერის ამოსავალი წერტილი. ანუ ადამიანი მთლიანად თავის ნაჭუჭში ჩაიკეტა, ანუ სრულიად მარტოა ის. მის გვერდით უკვე აღარავიანაა.. გაუცხოვდა უკვე ხალხი ერთმანეთისკენ.
შლიან საზოგადოებას, შლიან,....... მარტივ მამრავლებად შლიან...
შესაბამისად აგრესია უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა.
ხოოდა..ადამიანს როცა ასეთ პირობებში, პირად პრობლემებთან გამკლავება უჭირს, ის უკვე იშოკება, ისტრესება, აგრესიული ხდება..დამხმარე არავინ ჰყავს..ის უკვე ცხოველის დონეზე ეშვება..
ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი კიდევ ან სკოლაში შევარდება და ბავშვებს დახოცავს, ან კიდევ მეტროს აააფეთქებს(ტერორისტებს არ ვგულისხმობ)....ვერ უძლებს ყველა ადამიანის ფსიქიკა ასეთ პრობლემებს.
ესეთი ფაქტები კი ძალიან ბევრია ,ცივილურ დასავლეთში,, და სამწუხაროდ უკვე ჩვენთანაც.
ანუ მავანთა მიზანმიმართულად,,გაწეული სხვადასხვა სახის სამუშაოების,,შედეგად გარემო აქაც მძიმდება

არადა დუმბაძეს,,მზიან ღამეში,,დიდებულად ააქვს ნათქვამი(უზუსტობისთვის არ დამძრახო, დაახლოებით ვიტყვი...ჩემი სტუდენტობის დროინდელია)
---ადამიანის სული სხეულზე გაცილებით მძიმეაო და იმდენად მძიმეა რომ ერთ ადამიანს მისი ტარება უჭირსო.. ამიტომ ადამიანები ერთმანეთს უნდა დავეხმაროთო ..მე შეენო..შენ იმასო და ასე უნდა დავეხმაროთ ყველა ერთმანეთს, თუ არადა ადამიანს ამ ქვეყანაზე ცხოვრება ძალიან გაუჭირდებაო,,---გრუბად ასეა, მაგრამ არსი ერთია--ადამიანები ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, თორემ ეს ცხოვრება ძნელიაო
ასეა... ეს იყო საუკუნეების მანძილზე ჩვენი ცხოვრების წესი..ადათი. ისე ერთმანეთის დახმარების გარეშე რა მოგვიყვანდა დღემდე?..ჰოოდა აი ამ წეს--ადათს ვინუჟდენზე რომ ვკარგავთ, იმიტომაც მიდის ჩვენი საქმე უკუღმა
იმიტომაც შემოგვეჩვია უცხო სენი და ავადმყოფობა

lasha2111

2018-05-12 15:01:20

პაპა
ყველაფერი კარგად ჩამოაყალიბე... თუ ნებას მომცემ ერთ პატარა უზუსტობას შეგისწორებ, ის სიტყვები ბოლოს რომ მოიყვანე, დუმბაძეს "მარადისობის კანონში" აქვს ნათქვამი, მკურნალ პროფესორს რომ ეუბნევა მარადისობის კანონი აღმოვაჩინეო... პატივისცემით

arichopra 2

2018-05-12 22:03:09

ეუბნევა - ეუბნება

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80