„ლექტორებს დაბალი ნიშანი ვერ დაუწერიათ, რათა სტუდენტმა სხვა უნივერსიტეტში არ გადაიტანოს თავისი გრანტი“
საზოგადოება

„ლექტორებს დაბალი ნიშანი ვერ დაუწერიათ, რათა სტუდენტმა სხვა უნივერსიტეტში არ გადაიტანოს თავისი გრანტი“

„ლექტორებს დაბალი ნიშანი ვერ დაუწერიათ, რათა სტუდენტმა სხვა უნივერსიტეტში არ გადაიტანოს თავისი გრანტი“
მანანა ნოზაძე

2018-05-12 11:30:40

განათლების მინისტრი უწყებაში დაგეგმილ ცვლილებებს აანონსებს. საუბარია უნივერსიტეტების საბაზისო დაფინანსების შემოღებაზე, რასაც მინისტრი საზოგადოების განსჯის საგნად აქცევს.

მიხეილ ჩხენკელის ამ განცხადებას უარყოფითი შეფასება მისცა განათლების ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და უნივერსიტეტების საბაზისო დაფინანსების შემოღება მარაზმატულად და ქვეყნისთვის დამაზიანებლად მოიხსენია.

„უმაღლესების ბაზისური დაფინანსება ჩვენ გვქონდა კომუნისტების და შევარდნაძის დროს. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო მოჭრილ თანხას მისცემს ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტს, მიუხედავად იმისა, რას აკეთებს ესა თუ ის უნივერსიტეტი, ანუ პენსიასავით დაუნიშნავს ბევრ მილიონს“,-აცხადებს შაშკინი.

მისივე აზრით, იმის გამო, რომ დღესდღეობით უმაღლესების დაფინანსება გრანტზეა დამოკიდებული, უნივერსიტეტებს შორის კონკურენცია შეიმჩნევა, ისინი ცდილობენ სტუდენტებს უკეთესი პირობები შესთავაზონ და ამ კონკურენციით მიიზიდონ ახალგაზრდები. შაშკინის პროგნოზით, იმ მომენტიდან, როცა სახელმწიფო პირდაპირ დააფინანსებს სახელმწიფო უნივერსიტეტებს, აღდგება კორუფცია, მოისპობა კონკურენცია, დაიწყება ფულის გაფლანგვა და სახელმწიფო მიიღებს მრავალ ათეულ მილიონიან საფინანსო დარტყმას.

რას მოიტანს უნივერსიტეტების საბაზისო დაფინანსების შემოღება და მოსპობს თუ არა უნივერსიტეტებს შორის კონკურენციას?!

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯემალ მებონია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, როცა ვიღაცის დაშინება სურთ, ან რაღაც არ მოსწონთ, მაშინვე კომუნიზმს იშველიებენ და იძახიან, კომუნისტურიაო. სინამდვილეში, კომუნისტების დროს განათლების საკითხი არც ისე უვარგისი იყო და იმ პერიოდში ნასწავლი ადამიანები დღესაც განათლებულებად ითვლებიან. ჯემალ მებონიას აზრით, სახელმწიფო უნივერსიტეტებს უნდა ჰქონდეთ საბაზისო დაფინანსება, ოღონდ უნივერსიტეტებში აბიტურიენტების მიღების საკითხი უნდა გამკაცრდეს, უმაღლესების განათლების დონე სისტემატურად უნდა მოწმდებოდეს.

„დღესდღეობით სტუდენტის დაფინანსება მიბმულია გრანტზე და ლექტორებს დაბალი ნიშანი ვერ დაუწერიათ იმის გამო, რომ არ წავიდეს ეს სტუდენტი და სხვა უნივერსიტეტში არ გადაიტანოს თავისი დაფინანსება. ეს სწორი არ არის. კონტროლი საჭიროა, მაგრამ საბაზისო დაფინანსება აუცილებელია. ოღონდ ორღობეში გახსნილ ყველა უნივერსიტეტს კი არ უნდა მისცენ დაფინანსება, არამედ მართლაც გამორჩეულმა სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა მიიღონ დაფინანსება. თანაც, სახელმწიფო უნივერსიტეტების რაოდენობის შემცირებაა საჭირო, ამდენი სახელმწიფო უნივერსიტეტი ასეთ პატარა ქვეყანაში რა ამბავია.

ადრე უნივერსიტეტი იყო ერთი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დანარჩენებს ერქვათ ინსტიტუტები. ახლა ტექნიკურ ინსტიტუტსაც უნივერსიტეტი დაარქვეს, ასევე, დაარქვეს სხვა ინსტიტუტებსაც. როგორ შეიძლება, ტექნიკური უნივერსიტეტი ამზადებს იურისტებსა და ენათმეცნიერებს, აბა, მითხარით, როგორღა გამოდის ეს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფილი? მაშინ სიტყვა „ტექნიკური“ აღარ უწოდონ. ცხადია, უნივერსიტეტის სახელი მომგებიანია, ახალგაზრდების მისაზიდად კეთდება ეს ყველაფერი, მაგრამ ამდენი უნივერსიტეტი რა საჭიროა?! ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ტექნიკურ უნივერსიტეტს და სხვა უნივერსიტეტებსაც დავარქმევდი იმას, რაც ადრე ერქვათ, ანუ ინსტიტუტებს. ტექნიკურ ინსტიტუტს გადავიტანდი ქუთაისში, სასოფლო სამეურნეოსა და ზოოტექნიკურ ინსტიტუტებს - რეგიონებში. ამით განიტვირთებოდა თავკომბალად ქცეული დედაქალაქი და რეგიონებსაც უფრო მეტი დანიშნულება მიეცემოდა. უკვე მოძრაობა აღარ შეიძლება დედაქალაქში, ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაა“, - აღნიშნა ჯემალ მებონიამ.

მისივე თქმით, ყოფილ საბჭოთა კავშირის ყველა წამყვან რესპუბლიკაში - ბალტიისპირეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, ყაზახეთში არსებობს თითო გამორჩეული, განსაკუთრებული სტატუსის მქონე უნივერსიტეტი. რუსეთი დიდი ქვეყანაა და იქ ერთზე მეტი უნივერსიტეტია. ასეთი ერთი უნივერსიტეტი უნდა იყოს საქართველოშიც, რომელიც მისაბაძი იქნება დანარჩენებისთვის და, რომელსაც განსაკუთრებული დაფინანსება, განსაკუთრებული უფლებები ექნება.

განათლების პოლიტიკის მკვლევარი, პროფესორი სიმონ ჯანაშია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საგრანტო დაფინანსების პირობებში მართლაც შეიმჩნევა გარკვეული კონკურენცია უნივერსიტეტებს შორის, მაგრამ კონკურენცია არ არის საუკეთესო პასუხი იმ პრობლემებზე, რაც უნივერსიტეტების წინაშეა. აქ უფრო სხვა საკითხია მნიშვნელოვანი, არის თუ არა უნივერსიტეტებში სტაბილურობა, რას განსაზღვრავს კომერციული პრინციპი - სტუდენტს უნივერსიტეტი ძირითადად უნდა უყურებდეს, როგორც შემოსავლის წყაროს, თუ როგორც ადამიანს, ვისთან ერთადაც მან უნდა შექმნას ცოდნა?!

„საბაზისო დაფინანსება კომუნისტებისა და შევარდნაძის დროში დაბრუნება არ არის, ევროპული დაფინანსების მოდელიც ასეთივეა. არავინ ამბობს, რომ ევროპაში კომუნიზმი ან შევარდნაძის ეპოქაა. პრობლემა სხვა რამეშია, დღეს სწავლა უფასოა მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის იმ მიმართულებებზეც კი, რომლის უკეთესი ალტერნატივაც არსებობს კერძო უმაღლესებში. ანუ სახელმწიფო ამბობს, მე მირჩევნია, სახელმწიფო უნივერსიტეტში დავაფინანსო შედარებით უფრო დაბალი ხარისხის განათლება, ვიდრე დავაფინანსო შედარებით უფრო მაღალი ხარისხის განათლება კერძო უმაღლესებში. ეს არის პრობლემა, რომ გარანტირებული დაფინანსება შეიძლება მიიღონ მათ, ვისთანაც მაინცდამაინც მაღალი ხარისხი არ არის. ამიტომაც საბაზისო დაფინანსება იქნება, თუ ნებისმიერი სახის დაფინანსება, სახელმწიფოსგან რასაც მიიღებს უნივერსიტეტი, უნდა მიიღოს დამსახურების საფუძველზე და არა მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიღაც რეგიონშია განთავსებული, რომელიც სახელმწიფოს აინტერესებს. თუმცა ისიც გასაგებია, რომ კერძო უნივერსიტეტების დაფინანსება სახელმწიფოს მაინდამაინც არ სურს, რადგან კერძო უნივერსიტეტების უმეტესობა მოგებაზეა ორიენტირებული და, შესაბამისად, თანხის დიდი ნაწილი იხარჯება მფლობელის მოგების უზრუნველსაყოფად და არა მაინცდამაინც განათლების ხარისხის ასამაღლებლად“, - მიიჩნევს სიმონ ჯანაშია.

 

ნანახი?- 1597

papa

2018-05-12 12:46:06

კანეშნა....ესე იცის ყველა პადიეზდში უნივერსიტეტების გახსნამ
იტყვიან .... არჩევანი უნდა იყოსო...
ეს არააა არჩევანი........სინამდვილეში ქართველმა ბავშვებმა რომ უმაღ.განათლება არ მიიღონ და მხოლოდ დიპლომს დაჰყაბულდნენ ეს მხოლოდ იმის ხელისშეწყობააა და არა
არჩევანი
კომუნისტების დროს ერთი უნივერსიტეტი და ხუთი სპეც-პროფესიული უმაღ/ლეს სასწავლებელი იყო..
მერე?
ზოგადად,...მაშინდელი სპეციალისტები დღევანდელებს ათი თავით რად სჯობნიდნენ??
მოკლედ სერაფინა ასი კი არა.... ათასი პროცენტით მართალია
(და არა მარტო ის...ვინც ამ საკითხზე წუხს ყველაც)

romani

2018-05-12 18:13:34

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ყოველმხრივ, განასაკუთრებით ფინანსურად, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მისი წლიური ბიუჯეტი 30 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს. მაგალითისათვის, ვარშავის უნივერსიტეტს (მე არ ვასახელებ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს), რომლის პარამეტრები (სტუდენტთა და პროფესორ-მასავლებელთა კონტიგენტის რაოდენობა და სხვა), დაახლოებით იგივეა, რაც თსუ-ს გააჩნია, 200 მილიონი ევროს წლიური ბიუჯეტი აქვს.
ამიტომ, საუბარი სწავლის დონის ან სამეცნიერო მუშაობის ხარისხობრივად გაუმჯობესებაზე არის სრულიად უსაფუძვლო და თვალთმაქცური. ლომაიას, ხუბუას, შაშკინის და სხვათა მიერ თიტქმის განადგურებული თსუ მოითხოვს ძალიან მნიშვნელოვან ფინანსურ სისტემატურ დახმარებას. თსუ-ს დასუსტება, ეკლესიასთან ერთად იყო ის სამიზნე, რომერლიც დასავლეთის სურვილის შესაბამისად უნდა განეხორციელებინათ უცილობლად. თსუ-ში ეს მოახერხეს, ეკლესიამ, პატრიარქის და მრევლის წყალობით, შეძლო წინაამღდეგობის გაწევა. თსუ-ს დაძირვის პროცესს თან ახლდა სხვა უნივერსიტეტების აღზევება, რომელთა სათავეში რეჟიმის ფავორიტები მოგვევლინენ - მაგალითისათვის. ილიაუნიც კმარა, რომელიც რიგი დამოუკიდებელი ინსტიტუტებისგან იქნა შექმნილი. თვით თსუ-ში, შეიქმნა ფაკულტეტი-მონსტრი (ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი), მოუქნელი და უმართავი, რომელშიც შვიდი დამოუკიდებელი და ფუნქციონირებადი ფაკულტეტი გააერთიანეს. რა თქმა უნდა, ყველა მათგანმა განიცადა ყოველმხრივი დეგრადაცია. თსუ-თვის დახმარების აღმოჩენა და აღორძინება საერო-სახემწიფოებრივი ამოცანა უნდა გახდეს.

კატრინა

2018-05-12 22:45:34

საოცარია,როდესაც ჟურნალისტი,ფილოლოგი,ისტორიკოსი არ აბარებს არც ზეპირ გამოცდას და არც წერით გამოცდას! ამიტომაც მეტყველებენ ჩვენი სტუდენტები გაუგებარი ენით და წერა საერთოდ არ იციან! აღარაფერს ვამბობ სასვენი ნიშნების გამოყენებაზე! ნიუტონის ბინომი ჰგონიათ!

კატრინა

2018-05-12 22:48:48

სხვათაშორის მებონიასთანა ლექტორებს ახლანდელი სტუდენტები ვერაფერს გაუგებენ,რადგან სხვა ენაზე საუბრობს, მათთვის გაუგებარ ენაზე!

serapina

2018-05-13 21:00:59

ვადევნებ თვალს,თბილისში მიმდინარე პ/როცესებს.

აგერ, შედეგი განათლების განადგურების!
იმის ნაცვლად, ბიბლიოთეკებში ისხდნენ და მეცადინეობდნენ...
შრომობდნენ და მომავალზე ფიქრობდნენ,როგორც ევროპელი ახალგაზრდები...

...დარბიან, აბანოს ხალათებით და ეძებენ თავისუფლებას(თავისუფლების მოედანზე)?!

ასე ემართება:
1.განათლების უფლება წართმეულ ადამიანებს, რომელთა მშობლები ვერ/არ ასრულებენ თავიანთ ფუნქციას(ლუკმა-პურითვის ბრძოლობენ,შინ და გარეთ), ვერ ასწავლიან შვილებს განსხვავებას კარგსა და ცუდს შორის...

2.უსამართლო და უთანასწორო პირობებში აღზრდილ-ჩამოყალიბებულებს.

3. მომავლის პერსპექტივა წართმეულებს!

ცოდვაა ახალგაზდა ადამიანი, რომელიც თავისუფლებას "გარეთ" ეძებს!
გულწრფელად მეცოდებიან, თვითონ ეს ახალგაზრდებიც და მათი მშობლებიც.

ვინც იცის, როგორ მივედით აქამდე, ახსნა არ ჭირდება...
ვინც არა,ახსნაც ვერ უშველის!

დადგა შედეგები და ეს,აისბერგის წვეროა მხლოდ...
ჩვენდა სამწუხაროდ.
ეს, შემდგომი "სარკეა" რომელმაც კიდევ ერთხელ უნდა დაგვარწმუნოს "რა სამარცხვინო ერი ვართ!"

ნუ დავემგვანებით ამ ასო-ებს!
...სანამ ვინმე,ამ ქვეყნის მაოხრებელ ორგანიზაციებს არ მიხედავს, მანამდე თამაშობს ყველა ქართველი პოლიტიკოსი სხვის თამაშს...
...და ეს, პატივცემულებო,თქვენს შვილებსაც ისე გაანადგურებს,როგორც სხვისას!

serapina

2018-05-13 21:35:26

სხვათა შორის,ამ ახალგაზრდების უმეტესობას სააკაშვილმა და მისმა ბანდამ გამოურეცხა ტვინი...

იყო დიდი მცდელობა,დეპორტირებული ემიგრანტები აეჯანყებიათ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ(აგერ, Zaza192 დღესაც მაგ საკითხზე მუშაობს), თუმცა არ გამოუვიდათ.

ამ ახალგაზრდების გამოყენება რომ რთული არ არის,ისიც ცხადია...
ისე,როგორც ამ ხელისუფლების უნიათობაა ფაქტი! რად უნდოდა ნარკოდილერების დაკავებას ასეთი სპეცოპერაცია?
(უცხოეთში არალეგალურად მყოფ ქართველებს რას ემუქრებით?!
იმის ნაცვლად,საქართველოს ტერიტორია აკონტ/როლოთ და ვინ/რა შემოდის და გადის,ის იცოდეთ...)

ისე ჩანს,შეგნებულად ასხამთ სააკაშვილის წისქვილზე წყალს(უცხოეთის საინფორმაციოებში როგორ გამოჩნდებოდით, წინასწარ ვერ გათვალეთ?!).

ყველა შემთხვევაში,ქართველი ხალხია წაგებული. ერთი ნაბიჯით წინნ და ხუთი ნაბიჯით უკან. ამ დევიზით მუშაობთ დღემდე და...
აწი რას გააკეთებთ,ვნახოთ.

zaqro2

2018-05-13 21:56:28


serapina!

მიდი რა შენს მოხუცს მიხედე!
არ მითხრა რა "სერნში საკაცობრიო პრობლემებს ვწყვეტო"
უნიათო შენ ხარ,იმიტომ რომ გერმანიიდან მოძღვრავ ერს!

წადი შენი, პაპა რატომ გთვლით ნორმალურად შენ და ნატალის მარტო ამას ვერ ვხდები???
P.ს პაპა მაისი მოვიდა!!!!!!

serapina

2018-05-13 22:21:58


ოოო,ზაზას ხსენებამ გააბრაზა ვიღაცეები...
მე, ჩემს პ/რობლემს ვწყვეტ კარგად და ესეც საკმარისია.
თქვენ მიხედეთ თქვენს თავებს, ღამურებო!

ერის დამოძღვრა თქვენნაირების საქმეა.თან გშიათ,თან როდის შეჭამთ საქართველოს,ის გელანდებათ!
აბანოს ხალათი არ გაქვს,ქუჩაში რომ გაიქცე და დაჯდე?
მომწერე მისამართი და გამოგიგზავნი,ზოლებიანს!

პაპას შეხედულებები მისი საქმეა.
...და მე კიდევ,აქ ვინმეს მოვეწონო,ამისთვის არ შემოვდივარ...
არც ნატალი მაინტერესებს. თავისი საქმე აკეთოს ყველამ...
ასე რომ,შენ თავს მიხედე,ჩემზე არ ინერვიულო!

serapina

2018-05-13 23:55:20

აგერ,გასაგებად ამბობს მინისტ/რი რომ ყველას მოვუსმენო!

ყველა ჩემი ნაცნობი მშობელი,საქართველოში მცხოვრები, სასკოლო განათლებაზე წუხს...
აჰა,მიადექით ამ კაცს... დაგპირდათ უკვე,რომ მოგისმენთ:
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/492875-mikheil-chkhenkeli-chveni-khelisuflebisthvis-sazogadoebis-nebismieri-didi-thu-mcire-natsilis-interesebi-mnishvnelovania-da-yvela-mathganthan-dialogisthvis-mzad-varth.html

zaqro2

2018-05-17 01:33:27

ღამურების,ზაზების,მიშების დედაც,შენსავით არსად არ გავქცეულვარ,რადგან ჩემი ცოდნით ვარჩენ ოჯახს,თითქმის ყველა უცხოელ სპეციალისტებთან(ტექნიკისებთან) მაქვს შეხება და მათი ცოდნა,70-ანი წლების გიპეის სამოსნების დონეზეც არ არის,ასე რომ თუ თავი გიმუშავებს,და ტვინი აქაც შეიძლება თავის გატანა!!!! რაც შეეხება ახალ მთავრობას ამ "ჟურნალისტების და ღუბერნატორის ხელში მართლა ბევრს აკეთებენ, ამიტომ იყო ჩემი რეაქცია უნიათობაზე!
ასე რომ, მისამართი შეგეშალა,თორემ ვინ გიშლის შეხედულების ქონას!!!???

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80