ლისის ტბის ტერიტორია მშენებლობისთვის მინიმუმ 6 თვით დაიხურა

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

ეკონომიკა

ლისის ტბის ტერიტორია მშენებლობისთვის მინიმუმ 6 თვით დაიხურა

ლისის ტბის ტერიტორია მშენებლობისთვის მინიმუმ 6 თვით დაიხურა
ბექა დანელია

2018-05-12 20:30:04

თბილისის საკრებულომ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების შეზღუდვის ვადა დაადგინა. 4 მაისს მიღებული სამშენებლო აკრძალვა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 6 თვით იმოქმედებს. ამ პერიოდში დედაქალაქის მთავრობა გამოსავლის პოვნას შეეცდება.

აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიზღუდა: განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებისა ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება; დამტკიცებულ განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებასა ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმაში ცვლილების შეტანა; დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილების შეტანა დადგენილი ფუნქციური ზონების ცვლილების მიზნით და მიწის ნაკვეთების ნებისმიერი ფორმით სამშენებლოდ განვითარება (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა, პირველი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე წერილობითი დასტურის გაცემა).

„აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება - საცხოვრებელ ზონებზე, რომლისთვისაც დამუშავებულია „ჩარჩო გეგმა“ და რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია განაშენიანების რეგულირებისა და განაშენიანების სავალდებულო ხაზები; მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც გამოყოფილია კოოპერატიული ბინათმშენებლობისთვის; ასევე მშენებარე შენობა-ნაგებობის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის მცირედ კორექტირებაზე ან/და მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ან მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელებაზე, რომლის მშენებლობა განხორციელებულია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე“, - აღნიშნულია საკრებულოს გადაწყვეტილებაში.

ლისის ტბის მიმდებარედ ქაოსური განაშენიანების საკითხს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მარტში გამოეხმაურა და ამ ტერიტორიაზე განაშენიანების შეზღუდვაც დააანონსა. პარალელურად მსგავსი აკრძალვა ამოქმედდა დიღმის ჭალებში. მტკვრის კალაპოტსა და ვერეს ხეობაში გაცემული ზონალური შეთანხმების გასაბათილებლად კი ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.

„ლისის ტბის გარშემო მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ დგას იმ ბუნებრივი მახასიათებლების გაქრობის საფრთხე, რის გამოც ლისი, როგორც სარეკრეაციო სივრცე მიმზიდველია თბილისელებისთვის. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი გადაუდებელი ამოცანაა მიმდებარე ტერიტორიებზე ქაოსური განაშენიანების პროცესის შეჩერება და განვითარების სწორ კალაპოტში მოქცევა. ამიტომ, ამ ეტაპზე მიზანშეწონილია, რომ ლისის არეალში დროებით შეჩერდეს განაშენიანების პროცესი“, - აღნიშნა კალაძემ.

მერიაში მიაჩნიათ, რომ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევა სწორედ ქაოსური განაშენიანებაა. ამიტომ აუცილებელია ქალაქმშენებლობა ხორციელდებოდეს იმგვარად, რომ არა მარტო კომფორტული იყოს დედაქალაქში ცხოვრება, არამედ გაიზარდოს მისი ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი, პარალელურად კი დაცული იყოს დედაქალაქის, კერძო მესაკუთრისა და ინვესტორის ინტერესები.

„ეს სამი მიმართულება ჰარმონიაში უნდა მოდიოდეს ერთმანეთთან, რომ ქალაქი სწორად განვითარდეს“, - აღნიშნა კალაძემ.

მერიისა და საკრებულოს ერთობლივ გადაწყვეტილებას მიესალმებიან ურბანისტები. მათი თქმით, მსგავს ტერიტორიებზე ძალიან ბევრი კანონდარღვევაა და ამიტომ დედაქალქის ხელმძღვანელობა ახლა ცდილობს გამოსავალი მოძებნოს.

„მივესალმები ქალაქის მერის გადაწყვეტილებას ლისის ტბის არეალში განაშენიანების პროცესის შეჩერების თაობაზე. ის, რომ ნაკვეთები გაყიდულია, ეს არის იმ ხელისუფლების დანაშაული, ვინც ეს გაყიდა. ახალმა ხელისუფლებამ გამოსავალი უნდა მოძებნოს. საკუთრების ფორმა არ განსაზღვრავს ამ ნაკვეთების გამოყენების რეჟიმს. შეიძლება, ადამიანს იქ საკუთრება ჰქონდეს, მაგრამ იმის გამო, რომ მშენებლობა არ შეიძლება, შერჩება ეს ადგილი ისე, რომ ვერაფერს ააშენებს. თუმცა, მაინც შეუძლია, ბაღი გააშენოს, ხეები დარგოს. თუ უფრო მეტზე წავა ქალაქის მმართველობა, შეიძლება დაფიქრდეს ადგილმონაცვლეობაზე ან ადგილების გამოსყიდვაზე“, - აცხადებს ქალაქდაგეგმარების სპეციალისტი ზურაბ ბაქრაძე და დასძენს, რომ ლისის ტბის შენარჩუნების მიზნით ქაოსური განაშენიანების აკრძალვა სწორი, მაგრამ დაგვიანებული გადაწყვეტილებაა.

ნანახია - 531

arichopra 2

2018-05-13 19:32:33

ნატალი სად ხარ, რატომ დაგვეკარგე?

serapina

2018-05-13 23:56:13

აგერ,გასაგებად ამბობს მინისტ/რი რომ ყველას მოვუსმენო!

ყველა ჩემი ნაცნობი მშობელი,საქართველოში მცხოვრები, სასკოლო განათლებაზე წუხს...
აჰა,მიადექით ამ კაცს... დაგპირდათ უკვე,რომ მოგისმენთ:
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/492875-mikheil-chkhenkeli-chveni-khelisuflebisthvis-sazogadoebis-nebismieri-didi-thu-mcire-natsilis-interesebi-mnishvnelovania-da-yvela-mathganthan-dialogisthvis-mzad-varth.html

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80